მომხმარებლის განხილვა:Zangala/არქივი 13

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

au cota davibeni da xom ver gaaketebdi? madloba da ukacravad

ვერ გავიგე რომელზე მწერ? ნახე ინგლ. ვარიანტი და შენ თვითონ შეასწორე. რამ დაგაბნია?--ცანგალა () 21:28, 6 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამეხარდა შენი გამოჩენა.--Jaba1977 03:51, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]



ცანგალა, როგორ ხარ? დაბრუნდი? აღარ ვცვლი აღარ, გავჩერდი, ისლანდის შენიშვნა მივიღე და აღარაფერს ვცვლი. არა, უკან არ დააბრუნოთ, ჩემი წვალება მაინც დააფასე ვიღიმი (არ ვიცოდი თუ ეს იკრძალებოდა ასე სასტიკად), თან მხოლოდ სტილი, მართლწ. და ბარბარიზმები გავასწორე, მეტი არაფერი (შეგიძლია თავად გადაამოწმო ყოველი მათგანი). --მიშა () 06:28, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ კიდევ 1 რამეს, ეჭვი რომ არ შეიტანო ჩემს ქმედებებში. ამას გადახედე სწორედ ესე ვიქცევი, როდესაც ჩემი კომენტარი სიმართლეს არ შეესაბამება, სულაც არ ვშლი. (უფრო მეტიც, ქვევით ”სისულელედაც” შევრაცხე იგი. ჩემთვის უხერხული სულაც არაა ის გარემოება, რომ შევცდი და არც შეცდომის აღიარება წარმოადგენს დიდ სირთულეს). როდესაც საქმე ”ქართული ენის ჰიგიენას” ეხება, ვაღიარებ, მართლაც დიდი შეცდომა დავუშვი. აქამდე ბარბარიზმების ხმარებას ყურადღებას სამწუხაროდ არ ვაქცევდი (სხვათა შორის გავითვალისწინე მომხ.ფირცხალავას შენიშვნა მაგ საკითხში და გამოვსწორდი). ისლანდის შენიშვნაც გავითვალისწინე და განხილვის გვერდებს აღარ ვეხები უკვე კარგა ხანია ვიღიმი P.S. ხომ აღარ დაგვეკარგები ისევ? --მიშა () 06:37, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი თუ აღარ შლი განხილვის გვერდების "ისტორიას". დაკარგვით კი ვეცდები არ დავიკარგო. ვიღიმი--ცანგალა () 11:23, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ჭიათურა მე მგონი სადღაც შევთანხმდით რომ გამეკეთებინა ასე და შევცვალე კიდეც. ჭიათურას კი ჩავუსვათ წასაშლელი. შენ რას იტყვი?--Jaba1977 11:37, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგს წავშლი, მაგრამ თარგის განხილვა:ონის რაიონი - ეს გაქვს წაკითხული?--ცანგალა () 11:42, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალავიღიმი ეხლა ვნახე ორი ერთი და იგივე თემაზე შექმნილი სტატია National Broadcasting Company და NBC ორივე სტატია დღეს არის შექმნილი და რომელი უნდა დარჩეს და რომელი წაიშალოს?--დათო_დათო 12:08, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გთხოვ ნახო სტატიის შექმნელის განხილვის გვერდი. მსურს რომ მან ისწავლოს, მაგრამ... იქნებ შენ აუხსნა.--ცანგალა () 12:17, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგი ავუხსნი--დათო_დათო 12:19, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამი წინადადება[წყაროს რედაქტირება]

მახსოვს,მახსოვს, მაგრამ ჩემი კოლეგები დაამატებენ უახლოეს მომავალში, მე ასე ვთქვათ საფუძველს ვუქმნი, რომ მოგვიანებით განავრცნონ. ჭანო 21:00, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რას ნიშნავს მომავალში? ორ დღეში თუ ერთ წელიწადში? --ცანგალა () 21:03, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ალბათ სადღაც შუალედში :) ,ამჯერად არ დავარღვევ ტრადიციას. ჭანო 21:16, 7 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა.

კატეგორიები კვლავ კატეგორიებით უნდა შეიქმნას.--ცანგალა () 10:47, 8 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა, მაინტერესებს შეიძლება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფია აქ შემოვიტანო მისი საარჩევნო ვებ გვერდიდან?--Lika2672 13:13, 18 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

რას წვალობ სულ გაფრთხილების ბეჭვდით:), ხო შევქმენი {{გაფრთხილება/ვანდალი}} ცხოვრების გასაიოლებლად, მაგრამ მაინც ხელით ბეჭდავ :)--გიორგი , 17:01, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცოდი, ჩამორჩენილი მომხმარებელი გავხდი. ტექსტს კი არ ვწერ უბრალოდ ჩემთვის მაქვს შენახული და კოპირებას ვუკეთებ. ინფორმაციისთვის დიდი მადლობა და აუცილებლად გამოვიყენებ მომავალში.--ცანგალა () 17:05, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
არაფრის, ჩამორჩენილობის კი რა მოგახსენო, თვითონ მარტო საღამოობით შევდივარ :) და სტატიებს კი სულ ვერ ვწერ :) პ.ს. დაბრუნებას გილოცავ ვიღიმი--გიორგი , 17:11, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სი, შერტო :)--გიორგი , 17:19, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რუსეთის პროექტი[წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ვიკიპროექტისთვის მზადება ხომ არ დავიწყო უკვე?--გიორგი , 17:24, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ცუდი არ იქნება, დიდი მასალა იქნება --ცანგალა () 17:50, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

რა არ მოგეწონა კატეგორიაში??? ან რომ შლი, იმდენს ვერ ხვდები, რომ უკეთესი და მისაღები შენ უნდა გააკეთო??--Leovizza 19:08, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. კატეგორიებს კატეგორიებით ვქმნით. ვიღიმი--ცანგალა () 23:26, 9 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორისს შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მართლმადიდებლური წმინდანები <<< სწორი ფორმაა? ახალი კატეგორიის შექმნა მსურს. გთხოვ, პასუხი ჩემს გვერდზე მომწერე. --მიშა () 12:04, 10 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი მირჩევნია აქ დავწერო. ჩემი აზრით „მართლმადიდებელი წმინდანები“, ან ზოგჯერ „მართლმადიდებლობისთვის წამებულები“. ალბათ უკეთესი იქნება თუ ჯერ სტატიაში ჩაისმება ქართველი....., რუსი..... , სომეხი..... და შემდებ მიუთითო აღნიშნული კატეგორიები. ეს ჩემი აზრია. საინტერესოა სხვების აზრიც. --ცანგალა () 19:31, 10 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი, გეთანხმები, კატეგორია:წმინდანები გავასუფთავე, ასევე კატეგორია:ქრისტიანული წმინდანები, ორივე ზოგადია და სტატიაში მისათითებლად არ გამოდგება. გადავაჯგუფე ეროვნებისა და დროის (საუკუნეები) მიხედვით, აი, მაგ: სომეხი ქრისტაინი (თუმცა კი ვეჭვობ ”ქრისტიანული” ხომ არაა სწორი ამ შემთხვევაში? თუ ეგრეა ისევ მომიწევს ყველა სტატიაში კატოგირიების შესწორება ვწუხვარ) წმინდანები, XII საუკუნის ქრისტიანი წმინდანები და ა.შ. მაგალითად კატ. აქ ნახე. მართლმადიდებლობაზე კატეგორია არ არსებობს, და თუ შეიქმნება რა თქმა უნდა უნდა დავკონკრეტდეთ აქაც. მაგ: რუსი მართლმადიდებელი ქრისტიანი წმინდანები (”მართლმადიდებლური ქრისტინული წმინდანები” ხომ არ უნდა იყოს? მართალი გითხრა, დავიბენი) და ა.შ. --მიშა () 06:01, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
მიშა, მეც დავიბენი, მოდი ცალ-ცალკე საკითხებით მივყვეთ საქმეს.--ცანგალა () 20:36, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ძვირფასო ქალბატონო, კატეგორია საიდუმლო ორდენები რომ რაინდული ორდენებით შეგიცვლია რუსულის ყაიდაზე, ჯერ იქნებ მაგ კატეგორიის შემქმნელისთვის გეკითხა, საიდუმლო სხვა არის და რაინდული სხვა!--Leovizza 17:39, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ორმაგი შეტევა. ცანგალა, ლეოს ვეთანხმები. რაინდული ორდენი სულაც არ არის სავალდებულო იყოს საიდუმლო და პირიქით. მაგ. სიონის პრიორატი სუფთა წყლის საიდუმლო ორდენია, ხოლო ტამპლიერები რაინდული ორდენია. --George Mel , 17:50, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია მე არ შემიცვლია. სანამ შემოტრევაზე გადმოხვალთ ჯერ ნახეთ კატეგორია შეცვლილი მაქვს თუ არა. ახლა კი გიორგიმელა ის მაინც მითხარი კატიგორია სწორედ არის შექმნილი? კატეგორია: საიდუმლო ორდენები ნახე რა კატეგორია უწერია.--ცანგალა () 20:26, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბრალს არ გდებ დიდებულო ქალბატონო, უბრალოდ, გითხარი, იმას ჰკითხე, ვინც ეგ კატეგორიები შექმნა თავიდან-მეთქი, მეტი არაფერი.... ისე, ასეთი ოპერატიულობით რაჯავის სტატიებსაც რომ დასდევდე და ასწორებდე, მერწმუნე, ვიკი უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ახლა მე ვზივარ და ვწერ ერთ-ერთ "ჩასვრილ" სტატიას, რომელიც მაგ ადამიანმა გვისაჩუქრა...--Leovizza 20:37, 11 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

აი რას ნშნავს საკითხს რომ არ ჩავუღრმავდი:) ბოდიში და მადლობა.--George Mel , 06:12, 12 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზუგდიდის სურათების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა,ზუგდიდში ჩატვირთული სურათები ყველაფერი ქ. ზუგდიდის ცენტრში არის გადაღებული. რაც შეეხება ტიტას,(მეც ვიცი რომ ერთი სურათი გალერეა არ არის, დამატებას ვაპირებდი) ის სურათი უკვე წავშალე.--Lika2672 12:22, 14 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--ცანგალა () 12:38, 14 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მითითებული ლიტერატურის წყარო[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მაინტერესებს სტატიის წყაროდ ყველანაირი ლიტერატურული მასალა გამოდგება რაც კი არსებობს თუ თუ ეს წყარო რამე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აქ რომ გამოვიყენო????--[(UTC)--Lika2672 15:43, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება და ვიკიპედია:გადამოწმებადობა - გადახედე. სახელების სისწორეში ამჟამად ვეყრდნობით ქსე-ეს. რატომ? რადგან დაცულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმები მიღებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ, რაც აუცილებელია, რომ დავიცვათ. ისე ასეთი საკითხები შეგიძლია ყავახანაში ჩაწერო და ყველა მომხმარებელი გიპასუხებს.--ცანგალა () 16:30, 15 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა--Lika2672 11:30, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა, ახალუხალიზე ინფორმაცია ქსე–დან აიღე?--George Mel , 10:28, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ჩაპლინის მილოცვა

:მანდილოსნების ძებნა მომკლავს. ვიღიმი ტექსტი ცუდად წავიკითხე უფრო სწორედ მოცარტს შეუსწორებია მომხმარებელზე.--ცანგალა () 18:06, 16 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ცანგალა. მომხმარებელი:Nika 243 - ამ ადამიანმა ’’დაამუშავა’’ ლედ ზეპელინის ალბომები. სინამდვილეში, დიდს არაფერს აკეთებს. ცოტა არ იყოს და უხარისხოა მისი სტატიები (შეგიძლია ნახო How the West Was Won (ლედ ზეპელინის ალბომი)). თან ნახე, როგორ დეტალურად ავუხსენი მის განხილვაში ყველაფერი. როგორც ეტყობა, არ დააინტერესა ამან და კვლავ იგივეს განაგრძობს. გამოდის, რომ ყოველ მის უხარისხო სტატიას ფეხ და ფეხ უნდა მივყვეთ და ყველა ვასწოროთ (მომავალშიც). არ შეიძლება რამენაირად სათანადო დონეზე ამ ადამიანს ვთხოვოთ, წესიერად წეროს? ალბომების აღწერებიც კი დაკოპირებული აქვს მთავარი სტატიიდან, რომ იტყვიან, лишь бы მოასწროს რაღაცის დაწერა. ჰო, დამავიწყდა მიმეწერა - რამდენიმე ეგეთი ზედიზედ გახსნა დღეს და გადავაკეთე ყველა, გარკვეულ ხარისხამდე. --გიგი 19:28, 18 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ქრისტე აღსდგა...ინდაურზე სტატიაში ჩემი შეტანილი სურათი რატომ წაშალეთ? იმედია დამაჯერებელი პასუხი გაქვთ.--Lika2672 16:39, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჭეშმარიტად. ჩემი პასუხი ასეთია: ორ სიტყვიან სტატიაში ერთი მარცხნივ მეორე მარჯვნივ და შუაში ტექსტი - მივცეთ ქართულ ვიკიპედიას ენციკლოპედიური სახე. მეორე ვიკიპედიაში პირველ რიგში გამოიყენება სურათები ვიკისაწყობიდან და მესამე ყველამ თუ გადაუღო თავის საყვარელ ინდაურებს და ყველა ინდაურის სტატიაში მოთავსდეს, წარმოიდგინოთ რამდენი ინდაური გვექნება. მეოთხე სტატია, რომ არ გადაიტვირთოს საყვარელი ინდაურების სურათებით ვიკისაწყობის თარგს ვსვამთ, სადაც მოთავსებულია სურათები.-ცანგალა () 16:54, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


დამაჯერებელი იყო. თუმცა ეს ჩემი საყვარელი ინდაური არაა, ზუსტად ორი წუთის წინ მივირთვი გემრიელად...--Lika2672 17:17, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

შევდივარ ინდაურის მდგომარეობაში. ვიღიმი--ცანგალა () 17:25, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გადატანის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ცანგალა.

მინდა ერთი კითხვა დავისვათ, თუ შეიძლება.

თქვენ წეღან მომწერეთ წერილი, რომ გადატანის მაგივრად გადამისამართება გამოვიყენე. ალბათ Java პროგრამირების ენის სინტაქსი გვერდზეა საუბარი. ამას წინათ შემეშალა და Java პროგრამული ენის სინტაქსი გავხსენი და მერე ასე გადმოვამისამართე.

რადგან გვერდი Java პროგრამული ენის სინტაქსი შეცდომით გავხსენი, ხომ არ შეიძლება რომ ის წავშალოთ?

მადლობა წინასწარ,

--Kurashvili Dimitri 17:58, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისთვის გაადვილებული ფორმა მოგაწოდე (არსებული სახელის შეცვლა). გადამისამართება კი პირიქით ვიყენებთ, როდესაც არსებულ სახელზე გსურს სტატიის გადატანა. --ცანგალა () 18:01, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისევ გადატანა[წყაროს რედაქტირება]

წეღან მგონი მთლად ზუსტად არ ჩამოვაყალიბე...

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ კი გადავიტანდი, მაგრამ სწორი გვერდი უკვე არსებობს. არასწორის წაშლა ხომ არ შეიძლება?

ბოდიშს გიხდით, რომ ისე არ გავაკეთე როგორც საჭირო იყო. ამიერიდან ყოველთვის გადატანით ვისარგებლებ.

--Kurashvili Dimitri 18:06, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიმიტრი, ძალიან გთხოვ ერთ რამეზე უნდა შევთახმდეთ. ეს ჩვენი არა - ვიკიპედიის წესია. წესის დაცვა ყველასთვის აუცილებელია. ძალიან გთხოვ მომისმინე ყურადღებით. ყველა სტატიას აქვს ისტორია (შენ ხედავ მას ზემოთ). ეს ისტორია უნდა დავიცვათ. თუ სტატია არის არასწორი სათაურით შექმნილი, ამის შესახებ ვწერთ სტატიის განხილვის გვერდზე და ერთობლივად წყდება სათაურის შეცვლა. შენს ნამუშევარს ყველამ უნდა ვცეთ პატიცი და შენც სხვებისას, რაც არ უნდა შინაარსობრივად აუტანელი ტექსტი იყოს. იმ მომხმარებელმა გააკეთა ის რისი გაკეთებაც მის ძალებში იყო. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვ ორმაგ სტატიებს ნუ ქმნი. ორმაგი სტატიებისას ვსვამთ თარგს {{შერწყმა}} და ამ დროს ყოველთვის პირველად შემნილი სტატია რჩება (ისტორია, რომ არ დაირღვეს), ხდება მასში ცვლილებების შეტანა მეორე სტატიიდან (მოგვიანებით შექმნილი სტატიიდან). ახლა
ვიკიციტატა
„მოკლედ იმის თქმა მინდა რომ კი გადავიტანდი, მაგრამ სწორი გვერდი უკვე არსებობს. არასწორის წაშლა ხომ არ შეიძლება?“
- ყველაფრის გაკეთება შეიძლება. როდესაც გადატენას ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ აკეთებს (გვერდი არსებობს გეუბნება) ამ დროს ადმინისტრატორებს აქვს ამის საშუალება რომ გადაიტანოს. თუ სწორი გვერდი არსებობდა მაშინ რატომ შექმენი კიდევ ერთი გვერდი. წაშლაც შეიძლება ჩასვი თარგები {{სწრაფი წაშლა}} ან {{წასაშლელი}}. იგივე მოხდა ჯავა (პროგრამირების ენა). ისტორია დაარღვიე, მაგრამ ადმინისტრატორებმა აღვადგინეთ. წარმატებები.--ცანგალა () 18:42, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ქვეყანა[წყაროს რედაქტირება]

,,ინფოდაფა ქვეყანა" სად ვნახო?--Lika2672 20:44, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ, მაგ. სტატია საქართველო - შედი რედაქტირებაში. თარგი იწყება {{ ასეთი ფრჩხილებით. ფრჩხილების შემდეგ წერია თარგის სათაური. შენ კი უნდა აკრიფო თარგი:(ორი წერტილი) და თარგის სათაური (ე. ი. რასაც შენ ხედავ {{ ფრჩხილების შემდეგ). --ცანგალა () 20:49, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა--Lika2672 21:33, 20 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ცანგალა. სიმართლე გითხრა, ეჭვი მაქვს, მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუნდაც ასეთი რამ - ტრეკლისტის თარგის დაკოპირების წესი ავუხსენი, მაგრამ ისევ აკოპირებდა მხოლოდ გარედან (ანუ სტატიიდან და არა მისი რედაქტირებიდან). ეჭვი მაქვს, რომ საქმე გვაქვს უბრალოდ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ეზარება და თავს არწმუნებს, რომ სურვილი აქვს. სინამდვილეში კი, ალბომების აღწერებისათვის გამოიყენა თითოეული წინადადება მთავარი სტატიიდან ლედ ზეპელინი. სტატიის შენახვის შემდეგ კი არც კი დაფიქრებულა, რატომ აჩვენებს ასე ანგრეულად ტრეკლისტს. --გიგი 10:37, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ შანსი მივცეთ. წაშლას და მომხმარებლის დაბლოკვას ყოვეთვის შესაძლებელია.--ცანგალა () 10:41, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო, კიდევ ერთი რაღაც - ძალიან უყურადღებოდ რომ აკეთებს, კიდევ ერთი რამ მოწმობს - Mothership-ში ასეთი რამ უწერია - ’’2007 წლის 12 ნოემბერს გამოიცემა ლედ ზეპელინის რამდენიმე საინტერესო რელიზი.- პირველი გამოვიდა Mothership კრებული რომელშიც შეტანილი იქნა ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერები. მოგვიანებით გამოიცა Mothership DVD რომელშიც შეტანილია ლედ ზეპელინის საკონცერტო გამოსვლები ( Royal Albert Hall , Madison Square Garden,Earls Court,Knebworth)’’. ისიც კი არ წაიკითხა, რომ 2007 წერია. როგორც გინდა, მაგრამ 2-3 დღის განმავლობაში, რომ იტყვიან, ჰაერში აწია აქაურობა :) თუკი ადამიანს წერა არ სურს, ეს მისი შიდა პრობლემაა და ვიკიპედია ამას ვერ გამოასწორებს. :) --გიგი 10:44, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია.--ცანგალა () 10:48, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

Papiamento - ეს არის არუბას მეორე ოფიციალური ენა.ხომ ვერ მეტყვით ქართულად როგორ ჩავწერო?

თუ არ ვცდები პაპიამენტო. --ცანგალა () 13:42, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა...--Lika2672 13:54, 21 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩვეულებრივად გადავედი.--Rastrelli F 05:47, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყავახანაში ვერ ვნახე. სადაა? რომელი გვერდია. --Kurashvili Dimitri 11:40, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

იქ სადაც გუშინ გვქონდა საუბარი. ქვეთავი გავაკეტე სათაურით ტექსტი გადმოვიტანე....--ცანგალა () 12:57, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

შეგიძლია წაშალო კაი იყო:) გადაუმოწმებელს ჩავსვამ, მაგრამ ეხლა გადავხედე, თურმე რამდენი ფაილია ატვირთული ქართულ სერვერზე...--George , 16:42, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მექანიკურად დავწერე ვიღიმი. ამ შემთხვევაში წასაშლელი. ე. ი. თუ არ მაქვს მითითებული გვერდის მისამართი.--ცანგალა () 16:47, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე...დიდი მადლობა--Gnome 21:03, 22 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ლოკალიზაცია[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, ლოკალიზაციის პროექტის შავი ვერსია მზადაა. შეგიძლია ნახო ყავახანაში.

"რედაქტირების" ლოგო ჯერ არ მომიხსნია. რაიმე ლოგო ხომ არ არსებობს, რომ ხალხი მოვიპატიჟოთ აზრი გამოთქვან. მგონი ბევრის აზრი განსხვავებული იქნება და შეგვიძლია ესეც გავითვალისწინოთ, სანამ უშუალოდ უყრით კენჭს.


--Kurashvili Dimitri 07:54, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Dimitri, ალსანდროს მითითებებს დაველოდოთ. --ცანგალა () 11:45, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ki batono, daregstrirebuli var rusul vikishi (Springator), ganxilvashi pirveli topiki chemi damatebuia (Статья предвзята). Shevecade istoriis redaktireba magram ukan sheascors. Yvelaperi rtuldeba rom ver vpoulob Javaxetis istorias (kartul versias) metnaklebad avtoritetuli cyarodan ((( xom ar ici sad wegvidzlia vnaxot eg? madloba

ალბათ ჩემი ჩანაწერი ნახე. თხოვნა მაქვს ჯერ ნუ ჩაერევი. ჯერ გადაკეთდეს სომხური დასახელება Джавахк რუსულზე Джавахетия. ფაქტებზე შემდეგ შენ აკეთე (მე წყაროები არ მაქვს). ერთ-ერთმა მომხმარებელმა საჩივარი დაწერა ru: Википедия:Запросы к администраторам . ამჟამად ადმინისტრატორია ჩარეული - გთხოვ დრო მივცეთ.--ცანგალა () 14:04, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
ki batono arafers shevcvli sanam administratori chaereve. Da ise kategoria mec shevucvale История Армении ik mgoni ukve martlac zedmetia...: --Springator 16:11, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
იმედი მაქვს რომ Джавахк შეიცვლება. კატეგორია კვლავ ჩაიწერა და მერე მეც წავშალე. ეს იყო ჩივილის ძირითადი მიზეზი. ისე წყაროების გარეშე არ ღირს ბრძოლა. რუსული წყაროებია უფრო საინტერესო რომ მოიძიო, რადგან ქართულს არ დაუჯერებენ. მე ვეცდები ამ დღეებში ქართულ ვიკიში შემოვიტანო ქსე-დან სრული ტექსტი. --ცანგალა () 16:25, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომ მელოდებით? - ალ-ო     @ 15:29, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

რატომო? ალსანდრო როგორ წარიმართოს კენჭისყრა. მე სულ დავაბნიე დიმიტრი. ამიტომ ჩემი არეული საქმე დაალაგე გთხოვ. დიმიტრიმ კიდევ თარგი შექმნა - მგონი არასწორად არის შექმნილი.--ცანგალა () 16:25, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
სანდრო, ავტვირთე ვიკიპედია:ყავახანა/უცხო_სიტყვები_და_სახელები გვერდზე. კიდევ უნდა დახვეწა. მაინც ნახეთ. ტყუილად ხომ არ ვაკეთებ. --dimitri 17:02, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, წეღან (ამ ორი საათის განმავლობაში) ატვირთული ყველა სურათი მჭირდება, იმიტომ რომ ბობ დილანის დისკოგრაფიას ვადგენ. --გიგი 21:02, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ძველებს წავშლი. შემთხვევით თუ რამე საჭირო სურათი წავშალე განგაში ატეხე. --ცანგალა () 21:05, 23 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიფიცირება[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, ვიკიფიცირების პროცედურა როგორია? მყავს კანდიდატი. ან თუ აკლია რაღაც, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო?

Java_(პროგრამირების_ენა)-ზეა საუბარი.

--Dimitri Kurashvili 11:14, 24 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიკიფიცირების თარგს ვსვამთ მაშინ როდესაც სტატიაში ბმულები არ არის. იყო დრო რომ ეს სტატია მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა. როდესაც სტატია "შედარებით" ვიკიფიცირებული ხდება - თარგი უნდა ამოიღო სტატიიდან. დიმიტრი, როგორც იცი ვიკიპედია ეს არის ენციკლოპედია. ცოტა ენციკლოპედიურად გავალამაზოთ. გადახედე ინგლ., გერმ. რუს. ვიკიპედიებს. მაგ. ინგლ-ში თარგია გაკეთებული და არა მხოლოდ ლოგო არ არის ჩასმული (ჩვენ შეიძლება თარგი უკვე გვქონდეს გაკეთებული). გერმანულში პროგრამირების ენას აქვს ბმული, ხოლო რუსულში произносится /ˈdʒɑːvə/ - ასეთი ტრანსკრიფციის ჩასმა ჯობია IPA /dʒɑːvə/ , ვიდრე ჩანაწერი წარმოითქმის ჯავა. აქ რაც დავწერე მხოლოდ ჩემს აზრს გიზირიაბ. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი უფრო ხარისხობრივს გახდის სტატიას. ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ სტატიისთვის აუცილებელი. წარმატებები.-ცანგალა () 11:27, 24 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

წაშლის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, რას ერჩოდი ახლა ჩამეტებულ ინფორმაციას? R. 12:05, 24 აპრილი 2009 (UTC)

ნამდვილად შენ ხარ?ვიღიმი . ძვ.წ, 1184 და ჩვ. წ. 24 აპრილი? რაღაც ცოტა დამაფიქრე. თუ ვცდები?გთხოვ თუ უკან ტექსტის დაბრუნება გსურს რეგისტრაციის გავლა არ დაგავიწყდეს, თორემ კვლავ წავშლი.--ცანგალა () 12:16, 24 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი მე ვარ ვიღიმი, რაც ეწერა ინგლისურში ის გამოვიტანე ცოტა რომ გამევრცო. ისე მიწერი კი ქონდა (ტრადიციულად ასეაო). R. 12:23, 24 აპრილი 2009 (UTC)
რატომ არ რეგისტრირდები? --ცანგალა () 18:01, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად რასტრელი, ინგლ. ამჟამად უკეთ წავიკითხე. ოღონდ ხელმოწერა ნუ დაგავიწყდება გთხოვ ვიღიმი-ცანგალა () 19:30, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გვერდის განხილვა[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, გამარჯობა, მინდა გთხოვო ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება გვერდის განხილვაში ჩაება. ამ გვერდის სათაურიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

--Dimitri Kurashvili 19:49, 25 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი ყველაფერი გადაწყდა. და იმედი მაქვს შინაარსი ერთწინადადებიანი არ დარჩება. ვიკიპედიის წესის თანახმად მინიმუმ სამი წინადადება უნდა იყოს.--ცანგალა () 19:07, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა იქნებ შენი აზრი დააფიქსირო ამასთან დაკავშირებით განხილვა:მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სია--დათო_დათო 18:14, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი სტატიის განხილვის გვერდზე დავწერე.--ცანგალა () 19:16, 26 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა, შენი თხოვნა შესრულებულია პამა --მიშა () 05:26, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხომ, უცებ მეგონა სტატიას მთაწმიდელი ერქვა და ყურადღება არ მივაქციე ვიღიმი, ალბათ მართალი ხარ, უფრო დაკვირვებული უნდა ვიყო. --მიშა () 14:38, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი.--ცანგალა () 14:41, 27 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ცანგალა. ხვალ დილანის ალბომის აღწერას განვაგრძობ, ასე რომ მისი ყდები არ შემოგეშალოს, დანარჩენზე პრეტენზია არ გამაჩნია :) --გიგი 21:20, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფაქტიურად ყველა 2006-2007 წლებია ახლებს არ ვეკარები შენი შიშით ვიღიმი--ცანგალა () 21:38, 28 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა Zangala, კიდევ მავიწყდება ბმულები? როგორაა რეკომენდირებული – როდესაც ერთ სტატიაში ერთ სახელზე გაკეთებულია ბმული და ეს სახელი მეორდება რამდენიმეჯერ (2-ჯერ, 3-ჯერ, 7-ჯერ...) მთელი სტატიის ბოლომდე უნდა ბმულების გაკეთება ერთი და იგივე სახელს? მაპატიე, სხვისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება რომ გიწევს... :)

არა. რეკომენდირებული ასეა, თუ სტატია დიდია მაშინ საჭიროა მომხმარებელს შეახსენო ბმულის სახით, მაგრამ თუ სტატია პატარაა არ არის საჭირო მრავალი ერთნაირი ბმულის კეთება.--ცანგალა () 13:16, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯავახეთის თემას რაც შეეხება. რუსულად გამიჭირდება ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. ერთადერთი რაც შემიძლია, ისაა, რომ კარგად დასაბუთებული რუსულენოვანი მასალები მოვიძიო, თუმცა ამას დრო ჭირდება. ქართულად ნელ-ნელა დავდებ. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი პრობლემა სწორედ ესაა – წყაროების ნაკლებობა უცხო ენაზე. პირველ რიგში რუსულად! მთელი უბედურება კი ისაა, რომ ამათ თავიანთი გამოგონილი სიცრუისა სჯერათ. ქართველებსაც გვჭირს რაღაც ”ავადმყოფობები“, მაგრამ ამათ სახელმწიფოს არქონის სინდრომი მოკლავს.

PS. აქ უნდა დავწერო ხოლმე საპასუხო წერილი?

PPS.ბექა ჯაყელი, 1240-1306, თუმცა არ მახსოვდა I, II თუ იწერებოდა.

Serafita 12:51, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. კარგი იქნება რამე რუსულენოვანი ვებ-გვერდები თუ არსებობს. მე ვეძებდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ მივაგენი. ახლა რაც შეეხება პასუხს. შენი პასუხი შენს გვერდზე უნდა დაგეწერა. ე. ი. როგორი პრინციპია სადაც პირველად გაიხსნება დისკუსია იქ მიმდინარეობს ბოლომდე. იწყება შენთან და მთავრდება შენთან. იწყება ჩემთან და მთავრდება ჩემთან? რატომ ასე? სხვა მომხმარებლისთვის ნათელი რომ იყოს ჩვენი დისკუსია.--ცანგალა () 13:12, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამოვიღოთ ის ბმულები. რაც არ უნდა იყოს, ინგლისურენოვან გვერდებზე ბმულები არ გვჭირდება. - Island 13:00, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია და მადლობა.--ცანგალა () 13:16, 30 აპრილი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბანერის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

მარტო ბანერს:) დანარჩენს უახლოეს მომავალში არ ვაპირებ. პ.ს. სტატისტიკისთვის ბანერს როგორ ხედავ? თუ პრობლემაა რა პრობლმეაა, გამოსწორება რომ შევძლო.--გიორგი , 20:16, 1 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ეხლანდელი დიზაინი სრულიად მისაღებია (ამ ეტაპზე)--გიორგი , 20:25, 1 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მომეწონა.--ცანგალა () 20:29, 1 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეონი და ერა შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა ეს ნახე ru:Архей - ru:Протерозой, en:Archean - en:Proterozoic, de:Archaikum - de:Proterozoikum და სხვა ენებზეც ეგრეა არქეული და პროტეროზოული ეონები და არა ერები, ამიტომ ჩასასწორებელია--დათო_დათო () 11:46, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დათო, ნახე პროტეროზოური ჯგუფი - აქ ნახე ცხრილი. ცხრილი ისე მაქვს გაკეთებული როგორც შენ მეუბნები, ხოლო ტექსტი ისე მაქვს გაკეთებული როგორც ქსე-შია. ე. ი. სტატიის სათაური უნდა იყოს პროტეროზოული დრო (ეონი) -? იცი რა მაინტერესებს საქართველოში ოფიციალურად - ოფიციალურად რამე ცვლილებები არის მიღებული თუ არა? ამით რისი თქმა მსურს, რომ თუ არ არის მიღებული მკითხველი დაიბნება შენ რომ ინფორმაცია მიაწოდო როგორც სხვა ენებშია. აქედან გამომდინარე მთელი ცხრილები მექნება შესაცვლელი. რადგან გაკეთებული მაქვს გერმანულიდან. და ჩასმული მაქვს ზოგიერთებში რუსული. --ცანგალა () 12:23, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თსუ-ში სწავლება ხდება ალ. ჯავახიშვილის მიერ დამკვიდრებული ტერმინებით არქეული ეონი, პროტეროზოური ეონი და ფანეროზოური ეონი და როგორც გავიგე ამის მერე არაფერი არ შეცვლილა--დათო_დათო () 12:32, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდრე ჯავახიშვილი (გეოგრაფი). ასეთი თხოვნა მექნება შენთან. ქსე საიდან იღებს სხვა ტერმინოლოგიას. რის საფუძველზე? გაქვს თუ არა საშუალება ეს რომ გაიგო.--ცანგალა () 12:48, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი დიდი მადლობავიღიმი--მოცარტი 12:43, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სტატია შეყვანის პროცესშია, სტატიის დასრულებამდე ვეცდები ყველა შეცდომა გავასწორო.

კარგი ბატონო. ხელმოწერა ნუ გავიწყდება. ეს ვიკიპედიის წესია. - მხოლოდ დაწკაპუნება უნდა.--ცანგალა () 13:28, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგი, ხელმოწერა აღარ დამავიწყდება.დღეს სტატიას ვერ დავამთავრებ, მაგრამ მისი დამთავრების მერე შეცდმოები გამოსწორებული მექნება, ყოველ შემთხვევაში რასაც გრამატიკულად არასწორად ჩავთვლი აუცილებლად ჩავასწორებ. ზოგი ნაწილი ჩქარი თარგმნით მაქვს დაწერილი და ამიტომ მეპატიება :) . --დაიკო 13:41, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა წეღან შემეშალა ალექსანდრე ჯავახიშვილის მაგივრად ალექსანდრე ჯანელიძე უნდა დამეწერა--დათო_დათო () 14:20, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ვერ მივხვდი რა იგულისხმე ჩეჩნური ენის განხილვაში. ორივე გვერდი რომ არსებობს? ა.

ჩეჩნური ენის განხილვაში ისტორია ერთი წლისაა. გინდა, რომ ორივე შეერწყას? ა.
არა?--ცანგალა () 17:16, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მაგისთვის ჩაჩნური ენის განხილვა უნდა წაიშალოს და ჩეჩნურის იქნას გადატანილი ახალ სახელზე. მანამდე კი ჩაჩნურში რაც წერია ხელით არის გადმოსატანი ჩეჩნურში. ა.

მე გავაკეთებ და შენ შემდეგ გადაამოწმე.--ცანგალა () 17:19, 3 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ოკ. პს: ზებრაზე რამეს ვერ დაწერ? სურათი დადეს, მარა ტექსტი არ გვაქვს. ა.
უი, შემშლია :)) ჟირაფი უნდა დამეწერა. :))) ა.

ცანგალა, როგორც მივხვდი გინდა რეგიონების სახელები რუკაზე ქართულად ეწეროს ხო? მაგას ვთქვათ გავაკეთებ, მაგრამ ფაილი როგორ ავტვირთო? :| რაც შეეხება თვითონ სახელებს, იქ აღმოსავლეთს მაშინ დავწერ დორნოდს, რადგან მონღოლურად დორნოდია აღმოსავლეთი.

რეგიონის სახელები შევასწორე და ნახე გთხოვ, გადავიტან რუქაზე ქართულად და ამიტვირთეთ.

პირველ რიგში ხელმოწერა ნუ გავიწყდება. ეს ვიკიპედიის წესია. მეორე სწორედ მიხვდი სასურველია, რომ ქართულად იყოს რუკაზე. მესამე გთხოვ ჩემს მიერ შესწორებული დააბრუნო, რადგან ქსე-დან ავიღე და ეს იმას ნიშნავს ქართულისალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით ასეა. უნდა დაიწეროს აუცილებლად ცენტრალური, აღმოსავლეთი აუცილებლად. ახლა როგორ უნდა ჩატვირთო სურათი? მარცხნივ შენ ხედავ სიტყვას ფაილის დამატებას. --ცანგალა () 11:03, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგი, შენს შესწორებულს დავტოვებ :| --დაიკო 11:32, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მეილზე სურათი გამოგიგზავნე, ყურადღება აღარ მიაქციო, რეგიონებს თავიდან დავაწერ იმ რუკას და ავტვირთავ. --დაიკო 11:40, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ყურადღება არ მივაქციე ვიღიმი. --ცანგალა () 12:06, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
აბა ეხლა ნახეეეეეეეეეეეეე :D --დაიკო 12:20, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად მომწონს შენ? ოღონდ ერთი რამ უნდა ისწავლო. რა? სურათებს როდესაც ვიკიში ტვირთავ უნდა მიაწერო თარგი - ნახე ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები და აუცილებლად ჩაწერე ფაილის რედაქტირებაში.--ცანგალა () 12:25, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კუქას რომელი თარგი უნდა? მანდ არ არის :| --დაიკო 12:38, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
შენი გადასაწყვეტია.--ცანგალა () 13:24, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
თხა რომ ახატია ის ავირჩიე --დაიკო 15:30, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ეტყობა გვერდი ბოლომდე არ ჩახვედი. მომხმარებელი:Rastrelli F - გთხოვ მიმართო და უკეთ აგიხსნის პრინციპს.--ცანგალა () 15:35, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
რატომ წაშალე შენი ჩანაწერი. ვიცი, რომ დაიღალე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისში. მომავალში დარწმუნებული ვარ შენ თვითონ აუხსნი ახალბედებს. ვიღიმი--ცანგალა () 16:09, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
აღარ წავშლი ხოლმე,შემრცხვა და იმიტომ წავშალე :P --დაიკო 16:47, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ერთი რამ იცოდე, შენ სასირცხვილო არაფერი გაგიკეთებია. შენ მართლა დაიღალე. სიმართლის თქმის ნუ გეშინია. ვიღიმი--ცანგალა () 17:17, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
არა, თარგის კეთება არ ვიცი, რატომ მეკითხები, გავაფუჭე რამე? :| --დაიკო 17:49, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
საუბარი მომხმარებლის პირად გვერდზე გავაგრძელე.--ცანგალა () 19:09, 4 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა,მე ვარ ისევ, მგონი მივხვდი რასაც ამბობ, ტემპლეტი ხო? ეგრე აწერია და მაგის გვერდიტ კიდევ არის ’დ’ და ’ი’ ასოები. --დაიკო 10:04, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, არ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო. თან ჯერ არ არის საკმარისი სტატიები, მე მგონი. ყოველშემტხევაში ფოტოები და ა.შ თითქმის არაა, მე ჯერ ატვირთვაც არ მისწავლია. - -გრიგოლი

გასაგებია ცანგალა აუცილებლად მივხედავ. ოღონდ ჯერ ოლქები მოვრჩე. ისე ძალიან ცოტა მეხმარება ამ საქმეში.--ჯაბა ლაბაძე 19:00, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ არ გიშლით ხელს. ვიღიმი--ცანგალა () 19:03, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმული , კატეგორია[წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ბმული როგორ კეთდება? ადმინისტრატორი აკეთებს? ჰო, კიდევ ერთხელ ამიხსენი, რას ნიშნავს "კატეგორია" და მეტს აღარ გკითხავ ამის შესახებ. --Serafita 19:21, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყველა მომხმარებელი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. უბრალოდ ადმინისტრატორს შეუძლია მომხმარებლის დაბლოკვა და სტატიების წაშლა. საერთაშორისო ბმული შემოგაქავს - სასურველია ინგლ. რადგან შემდეგ რობოტი (ბოტი) ყველა სხვაენოვან ვიკიპედიებში ჩასვამს ქართულს და პირიქით სხვას შემოიტანს ქართულში. ყველა სტატია, თარგი, თვით კატეგორიაც დალაგებულია კატეგორიებით მიხედვით. სამწუხაროდ ასეთ სავალალო დღეშია ვიკიპედია:კატეგორიზაცია მაგ. კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარე, ნახე სტატია ილია ჭავჭავაძე გაყევი მხოლოდ ერთ კატეგორიას ქართველები. --ცანგალა () 20:28, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, მივხვდი --Serafita 21:38, 5 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, სალამი. ამ მომხმარებელმა ჩემს უოლტ დისნეის თარგებში აურია რაღაცეები და უკან დავაბრუნე, როგორც იყო. იქნებ მივხედოთ ამ ადამიანს.--გიგი 07:35, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა რას იტყვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე? (თარგი მაქვს მხედველობაში)? მაგარი ხარვეზებია. როგორმე აუხსენი გრიგოლს, რომ თარგში შესული უნდა იყოს ოზურგეთის 70-ვე სოფელი.--ჯაბა ლაბაძე 12:12, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად გავაკეთებ. --ცანგალა () 12:15, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა სკაიპში ვეღარ შევდივარ. მგონი კომპიც დამივირუსა. ვეღარ გწერ ვერაფერს. --ჯაბა ლაბაძე 13:04, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ბრალი არ არის. თარგი:რუსეთის ფედერალური ოკრუგები - ამ თარგს გულისხმობ?--ცანგალა () 13:07, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი. და რა ვქნა ახლა რომელი სტატია შევქმნა რუსეთის ფედერალური ოკრუგები თუი რუსეთის ფედერალური მხარეები?--ჯაბა ლაბაძე 13:08, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ru:Федеральные округа Российской Федерации - ოკრუგები. მხარეს რატომ ახსენებ ვერ ვხვდები.--ცანგალა () 13:18, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა ინფორმაციაზე მეუბნები, ვერ გავიგე?--ალეკო ოქროსუბნელი 13:19, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ოლიმპიური ორდენი დაწესდა 1974 წელს. 1984 წლამდე იყო სამი ხარისხის (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო). 1984 წელს შემოიღეს ,,ოლიმპიური ოქროს ორდენი’’ და ,,ოლიმპიური ორდენი’’. გადაეცენათ ცალკეულ პიროვნებებს ოლიმპიური ორდენის საბჭოს წარდგინებით. ორდენის პირველი კავალერი იყო ევერი ბრენდესი, სოკ-ის პრეზიდებტი 1952-72 წლებში. ქართველებიდან მიღებული აქვთ შვიდ ადამიანს: 1.სერგო შალიბაშვილი - წყალში მხტომელი (სიკვდილის შემდეგ) - 1983 წელს ვერცხლის ორდენი 2.ვიქტორ სანეევი - მძლეოსანი. 1983 წელს ვერცხლის ორდენი 3.ნონა გაფრინდაშვილი - როგორც სეოკ-ის პრეზიდენტი 1997 წელს ოლიმპიური ორდენი 4.ჯანსუღ ბაგრატიონი - როგორც სეოკ-ის პრეზიდენტი 1998 წელს ოლიმპიური ორდენი 5.ლევან თედიაშვილი - მოჭიდავე - 2001 წელს ოლიმპიური ორდენი 6.რომან რურუა - მოჭიდავე - 2001 წელს ოლიმპიური ორდენი 7.ედუარდ შევარდნაძე - საქართველოს პრეზიდენტი - 1998 წელს ოლიმპიური ოქროს ორდენი--ალეკო ოქროსუბნელი 14:11, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიმიტრი დონელი[წყაროს რედაქტირება]

ეხლა კი ჩემი თხოვნა:) დმიტრი დონელი? თუ დიმიტრი დონელი? თუ როგორ :)--გიორგი , 17:20, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიმიტრი ივანეს ძე დონელი - ქსე, ტ. 3, გვ. 553, თბ., 1978--ცანგალა () 17:31, 6 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დახმარება მჭირდება. ნახე ვაჟთა XIII საჭადრაკო ოლიმპიადა. იქ ვერაფრით ვერ მოვაშორე ის წყვეტილი ხაზები. თან ამას აკეთებს მარტო კანადის დროშაზე.--ალეკო ოქროსუბნელი 13:02, 7 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი პირად გვერდზე მივწერე.--ცანგალა () 13:16, 7 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელები[წყაროს რედაქტირება]

გაიხარე. ორი იყო ეგეთი - Live/The Way We Walk, Volume One: The Shorts და Live/The Way We Walk, Volume Two: The Longs. პირველი ფიზიკურად არსებობდა, როგორც ამის დუბლიკატი - The Way We Walk, Volume One: The Shorts, ხოლო მეორე იყო გადამისამართება The Way We Walk, Volume Two: The Longs-ზე და წეღან მანდ ავტომატურად ჩავწერე წასაშლელის თარგი. მერე უკან დავაბრუნე :) --გიგი 12:02, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ამ დიდ გამარჯვებას ისტორია არ დაივიწყებს!!!
--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:39, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა--ცანგალა () 19:00, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, გიორგიმ მომწერა თუ შეგიძლია ჩასვი თარგი {{ვაჟთა საჭადრაკო ოლიმპიადები}} -ო .ეს რას ნიშნავს? ვერ გავიგე.--ალეკო ოქროსუბნელი 19:37, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი მომხმარებლის გვერდზე გავეცი.--ცანგალა () 19:39, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალ, ვაჟები ჩავწერე. მაგრამ მაშინ ქალთა ოლიმპიადებსაც ხომ უნდა. პირველში ჩავწერე და არაფერი არ მომცა, როგორ მოვიქცე--ალეკო ოქროსუბნელი 20:18, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი მომხმარებლის გვერდზე გავეცი.--ცანგალა () 20:50, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მოვხვდი და ქალების ოლიმპიდებსაც გავუკეთე (თარგი დავწერე) მე მგონი გამოვიდა. მაინც ნახე--ალეკო ოქროსუბნელი 20:52, 8 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა, long time no see ;) არ ვიცი სამწუხაროდ, კარგი, ვთხოვ გიო.ს :) --მიშა () 15:21, 9 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

1 კითხვა მაქვს, ამ ფილმის სათაური, ინგ. X-Men Origins: Wolverine (ანუ სიტყვა-სიტყვითი თარგმანი გავაკეთე), ქართველებმა რუსებისგან გადმოაქართულეს - Люди Икс: Начало. Росомаха და (არაოფიციალურ წყაროებში) აქ მაგალითად, ასე თარგმნეს: იქს-ადამიანები: დასაწყისი. რასამახა [ეს რასამახა მომეწონა ვიღიმი], არა მგონია სახელის შეცვლა ღირდეს ამის გამო. რას ფიქრობ თავად?--მიშა () 15:27, 9 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

en:Some Like It Hot ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან В джазе только девушки - ეს იგივეა რაზეც შენ საუბრობ (ქართული რუსულის იდენტურია). წესით ვიკიპედიაში მთავარი სტატია უნდა იყოს რაც ოფიციალურად არის (მე არ ვიცი რომელია). მოგვწონს ჩვენს თუ არა ეს მეორე ხარისხოვანია. როგორც ვხედავთ ამჟამადაც რუსულიდან დაიმკვიდრა სახელი. არაოფიციალური გვერდები საინტერესო არ არის ჩვენთვის. სამწუხაროდ შენს მიერ მითითებულ გვერდზე ვერ შევედი.- ცანგალა () 16:15, 9 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგი, როდესაც გავიგებ ქართულ ოფიც. სახელს, შევცვლი :) --მიშა () 16:23, 9 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ანციკლოპედია[წყაროს რედაქტირება]

სიმართლე გითხრა, მეც არ ვიცი. გაკეთებული კი მაქვს, მაგრამ შიდა სისტემურად რაღაცეები ასაწყობია...წერით მარტო მე ვწერ (მართალია, რამდენიმე სტატია დამიწერეს უკვე მანდ).. --გიგი 19:03, 9 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, ახალი ამბების დღის გვერდებზე ინტერვიკები უნდა მოხვდეს <noinclude></noinclude> - კოდს შორის, სხვაგვარად მათი ინტერვიკები ყველა გვერდს დაემატება, სადაც ეს თარგებია გამოყენებული.--Rastrelli F 15:37, 10 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ისე, მგონი ზედმეტია ამის კეთება მაინც? არცერთ სხვაენოვანში ასეთი პრაქტიკა არ არის, ან რა საჭიროა მაინც ვერ ხვდები? ვიღიმი--Rastrelli F 15:45, 10 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რჩეულების კანდიდატებში კრიზისია (რეცესიაა) - ალ-ო     @ 21:20, 10 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გინდ დამიჯერე და გინდ არა ამწუთში ვუყურებდი და...--ცანგალა () 21:22, 10 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვა, ჩემი დაწერილი ყოფილა ეგ 2005, რა შუაშია საერთოდ.. :D --გიგი 05:14, 12 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, მომხმარებლის განხილვა:Seitoivanishvili-ზე რას ფიქრობ, მგონი სერიოზული გაფრთხილებაა საჭირო უკვე? მიუხედავად მითითებისა, ისევ აგრძელებს სურათების უთავბოლო ატვირთვას.– Rastrelli F 18:53, 13 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

wikipedia-ზე ახალი ვარ და ნელ ნელა მოვდივარ აზრზე. არა მგონია ჩემი დაბანვა ღირდეს.მივეჩვევი ცოტა ხანში. შესაძლებელია თუ არა რომ, სურათს წყარო ატვირთვის შემდეგ დავურთო?

გთხოვ სურათებთან დაკავშირებით მიმართო მომხმარებლის განხილვა:Rastrelli Fს, რომელიც ყველაფერს კარგად და გასაგებად ხსნის. გაუგებრობის შემთხვევაში შეკითხვები არ დაიზარო. წესით წყარო სურათის ატვირთვის პარალელურად ხდება.-ცანგალა () 20:55, 13 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფაილების წაშლა[წყაროს რედაქტირება]

თუ არი შესაძლებელი ჩემ მიერ ატვირთული ფაილების წაშლა. შეცდომით ერთი და იგივე სურათი რამდენიმეჯერ ავტვირთე. სამწუხაროა რო ესეთი შეცდომები ხდება. არ მეგონა თუ ატვირთვაზე რამდენიმეჯერ დაწკაპუნებით ფაილი 3-ჯერ აიტვირთებოდა --seito 21:24, 13 მაისი 2009 (UTC)

რომლის წაშლაც გინდა იქ ჩაწერე თარგი:წასაშლელი {{წასაშლელი}} - ასე. და წავშლით. ხელმოწერა სწორედ გააკეთე?--ცანგალა () 21:42, 13 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა დახმარებისთვის. რაც შეეხება ხელმოწერას, როგორც თქვენ მიმითითეთ "თქვენი ხელმოწერა და დრო" თარგი გამოვიყენე. --seito 17:45, 14 მაისი 2009 (UTC)

გმადლობ მოლოცვისათვის.

ვიკიპედიას არ ვივიწყებ, უბრალოდ აგვისტოს ბოლომდე თავზე საყრელად მაქვს საქმე და ვერ ვიცლი ხოლმე. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა წკაპო (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვარდზე სტატიაში სურათს რას ერჩოდით????რატომ წაშალეთ????--ლიკა 20:35, 16 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

შენ რატომ ჩასვი? საშინელებაა მარცხნივ და მარჯვნივ სურათებს შორის მცირე ტექსტით. Zangala 22:35, 16 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


უკაცრავად მე შემეშალა, ჩემთანაც არ გამოდის კარგად, ეგ გვერდი (http://ka.wikipedia.org/wiki/Ps_(%3F%3F%3F%3F%3F%3F%3F) წასაშლელია. სწორი გვერდია: http://ka.wikipedia.org/wiki/Ps_(იუნიქსი) --() 12:10, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი გავეცი მომხმარებლის გვერდზე.--ცანგალა () 12:46, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

The Thunderthief (ალბომი) ეს არის სწორი --გიგი 13:05, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

შემეშალა, ეს არის სწორი The Thunderthief --გიგი 14:36, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ფაილი:Sugdidi.jpg – ეს სურათი ძალიან ძველია, ის ადგილი ახლა სულ სხვანაირია(გაცილებით უკეთესია).ამ სტატიას რომ ნახავს ვინმე ეგრევე ეს საშინელი სურათი დახვდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმ სურათს თარიღიც არ აქვს მითითებული,მკითხველი რომ მიხვდეს მაგის შემდეგ შეიძლებოდა რამე შეცვლილიყო და ახლა რომ ესეთი არ არის. სხვა სურათი არ არის ვიკისაწყობში შედარებით ახალი,მაგით რომ შეცვალოთ? --ლიკა 20:58, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:Sugdidi.jpg - ეს სურათი შემოვიტანე ვიკისაწყობიდან. ინგლ.-შიც ეს დევს. თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია მის შემქმნელს მიმართო. ხოლო დადიანების მუზეუმის სამ სურათს (ერთიდაიგივე) ნამდვილად ჯობია და ნახე მდინარე მდინარე ჩხოუშია - ეს ნაგავ საყრელს უფრო ჰგავს. ფაილი:Botanikuri2.jpg - ეს ბოტანიკური ბაღია თუ თავს იტყუებ? [1] - ნახე ვიკისაწყობში სურათები ბოტანიკურ ბაღზე. ან ვარდების სურათი უნდა მიაწერო ლათინური დასახელება. ყველა ვარდს აქვს თავისი ლათინური დასახელება. სხვადასხვა მხრიდან ვარდი - მაინც ერთი ვარდია. ნახე ვარდების შემქმნელებს (ვიკისაწყობში) როგორ უწერიათ, თუ წლის რომელ დროს არის გადაღებული და რა ჰქვიათ მათ. და ბოლოს გაეცანი დახმარება:რა არ არის ვიკიპედია, სადაც წერია, ვიკიპედია არ არის ყველაფრის არქივი (ქვეთავი)... გისურვებ წარმატებებს ფოტოგრაფიაში. ცანგალა () 21:35, 18 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მადლობა კეთილი სურვილისათვის. რაც შეეხება სურათებს მდინარე ჩხოუშია ზუგდიდის ცენტრში მართლაც დაბინძურებულია.(არც მე მომწონს ის სურათი, მაგრამ ასეთია სინამდვილეში)ამ სურათში კიდევ არაუშავს. ფაილი:Botanikuri2.jpg – ეს ნამდვილად ბოტანიკური ბაღია, თუმცა ამას რომ მიხვდე საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ნანახი.(გაუგებარია თავის მოტყუება საერთოდ რა შუაში იყო).გეთანხმებით, სხვადასხვა მხრიდან ვარდი მაინც ერთი ვარდია. ისე,ვარდის სურათებზე კონკრეტული თარიღი, თუ რომელ დღეს არის გადაღეებული მითითებული მაქვს კარგად თუ დააკვირდებით. აი,ვარდის სახელწოდება კი არ ვიცი,შესაბამისად ვერც მივუთითებდი.თუ არ მოგწონთ ის სურათები ან თუ ვიკიპედიის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს თავისუფლად შეგიძლიათ წაშალოთ. ჩემს შესატანილ ვარდის სურათებს რომ თავი დავანებოთ, სხვა სურათებთან რა გინდოდათ ვარდზე სტატიის ქვეშ რომ იყო?--ლიკა 04:47, 19 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ისინი არ წამიშლია. შევცვალე ვიკისაწყობის თარგით. ალბათ შეამჩნიე. თუ ვინმეს აქვს სურვილი ვიკისაწყობს დაათვალიერებს. გაუგებარია თავის მოტყუება საერთოდ რა შუაში იყო - არ ვიცი როგორ გაგინმარტო. ფაილი:Botanikuri2.jpg ვიღიმი ცანგალა () 09:12, 19 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა, ეს ნამდვილად ზუგდიდის ბოტანიკური ბაღია.ზუგდიდის იმ სურათთან და არც მის შემქმნელთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, 2002 წელს მართლაც ისეთი იყო ის ადგილი,მაგრამ ახლა შეცვლილია ყველანაირად. უბრალოდ, ჩემი სურვილია რომ ის სურათი უფრო ახალი ზუგდიდის სურათით შეიცვალოს თუ არის ვიკისაწყობში. კი შევამჩნიე ვიკისაწყობის თარგი, თუმცა იქ რატომღაც ის ვარდის სურათები ვერ ვნახე, რომელიც ფოტოალბომში იყო.იტალიის ვიკიპედიაში ვარდის სტატიაში [2]ვიკისაწყობის თარგიც არის და თან მე რომ გავაკეთე მაგის მსგავსი ფოტოალბომიც.--ლიკა 11:53, 19 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ,მე ახალბედა ვარ თქვენი დახმარება მჭირდება და ვერ გიპოვეთ, სად გეძებოთთთთთთთთ

გამარჯობა ცანგალა, მე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის ინსტიტუტის უფ. მეც. თანამშრომელი ვარ. თქვენთან ჩემი კოლეგა მაია მუქაუტაძე თანამშრომლობდა, მაგრამ დედის მძიმე ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებს.ამიტომ ამჟამად მე ვითანამშრომლებ თქვენთან,ახალბედობის გამო ხშირად დამჭირდება თქვენი დახმარება. წინასწარ გმადლობთ. გთხოვთ აქ შემეხმიანოთ, თქვენს იმეილზე ვერ შევდივარ. პატივისცემით ლუიზა ხაჭაპურიძე.

პასუხი გავეცი მომხმარებლის პირად გვერდზე.--ცანგალა () 10:49, 21 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ცანგალა[წყაროს რედაქტირება]

რამოდენიმეჯერ შეგეხმიანეთ. სამწუხაროდ, ვერ კითხულობდით ნაწერს, რატომ ვერ ვხვდები. იმედია, ამ წერილს მაინც წაიკითხავთ! მძიმე ოჯახური პირობების გამო, ვერ ვეხმიანები და ვერ ვეხმარები ვიკიპედიას. ამიტომ ვთხოვეთ ჩვენივე უნივერსიტეტის თანამშრომელ პროფესორ ლუიზა ხაჭაპურიძეს შეძლებისდაგვარად ჩართულიყო ვიკიპედიის მუშაობაში. ის ნელ-ნელა ეცნობა ვიკიპედიაში მუშაობის წესებს. შეგეხმიანებათ. რამდენადაც საშუალება მექნება, ყოველმხრივ დავეხმარები.

მომხმარებელს ვუპასუხე პირად გვერდზეც :„თქვენ და თქვენი თანამშრომლები ყველა თავისუფალნი ხართ. ვიკიპედია ეს თავისუფალი ენციკლოპედიაა. გაქვს დრო იმუშავებ, არ გაქვს დრო და არ იმუშავებ. ეს სავალდებულო არ არის.“--ცანგალა () 13:00, 21 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ,რომ შემეხმიანეთ.ამ ეპაპზე ერთი კითხვა მაქვს, მინდა ჩვენი დალექტოლოგიის ინსტიტუტის მუშაობისა და არსის შესახებ ინფორმაცია განვათავსო. სად უნდა დავაწკაპო ამისათვის, თან ისე რომ არ წაშალონ. თუ ასეთ ინფორმაციებს არ შლიან? ალბათ სულელური კითხვაა, მაპატიეთ, მაგრამ ჯერ არ ვიცი და რა ვქნა?ლუიზა

გთხოვთ დახმარებას[წყაროს რედაქტირება]

"იმედის" თემა საკმაოდ ვრცელია და დიდხანს მუშაობა მომიწევს, თუმცა ამომწურავ ინფორმაციას დავდებ. გთხოვთ მასწავლოთ როგორ ჩავსვა სტატიაში სურათები, ნახაზები და დოკუმენტური ვიდეოკლიპები. პატივისცემით: დუღაბა


რჩეულს გულისხმობ? მივხედავ.– Rastrelli F 13:47, 25 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სურათი გუშინ განაახლა და მთავარს ვნახავ რა სიახლეა ღირებული გასატანად. R. 14:31, 25 მაისი 2009 (UTC)

დიახ ეს სწორედ ის ფორმირებაა.--დუღაბა 21:08, 26 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ელვის სისწრაფით გევსება განხილვის გვერდები, მალე ალბათ საარქივო ადგილიც აღარ დარჩება. ვიღიმი თხოვნა მაქვს, ტელეპატია იქნებ რაიმე სახის ინფო.ს ფლობდე, ცოტას გაავრცობდი და სტატიას დაამგვანებდი. --მიშა () 08:18, 27 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ თხოვნას ვერ გისრულებ. ისე შენც შეგიძლია ბმულები სახელობით ბრუნვაში რომ გაასწორო. ტელეპათიაზე გადავიტანე. თარგიც შეგიძლია ამოიღო. როდესაც თარგი ჩაისვა მაშინ მხოლოდ რამდენიმე წინადადება ეწერა და ბმულები არ ჰქონდა. შეგიძლია გადაამოწმო სტატიის ისტორიის მიხედვით. --ცანგალა () 10:15, 27 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მართალი გითხრა, არც კი გადამიხედავს სტატიისათვის ისე მოგწერე, თურმე სულ რაღაც გუშინ დამატებულა ინფო. მე კიდევ 13:07, 12 ოქტომბერი 2008-ის ვერსია მეგონა. კარგი, ძალიან კარგი :) --მიშა () 15:52, 27 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გიორგი სააკაძე[წყაროს რედაქტირება]

ლევან სანიკიძე წერს, რომ გიორგი სააკკაძის ცოლი არის მარეხი, შენ სტატიაში ნუგზარ არაგვის ერისთავი გიწერია რუსუდანი. ხომ არ იცი უფრო ზუსტი რომელია და რუსუდანი რა წყაროს მიხედვით გიწერია. წინასწარ მადლობა --Tornike 08:28, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გიორგი სააკაძე (ფილმი) - გამახსენდა, რომ ვერიკო ანჯაფარიძე რუსუდანის როლს ასრულებდა. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რომელია მართებული. საინტერესო ფაქტია. ცუდი არ იქნება სტატიის განხილვის გვერდზე დაწერო, (რომელი წიგნი, რომელ გვერდზე და ა. შ.) იქნებ მომავალში ყურადღება მიექცეს და გასწორდეს. დღესდღეობით თუ წინააღმდეგი არ იქნები რუსუდანი დარჩეს.--ცანგალა () 11:21, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით ჯობია მარეხი დავწეროთ, რადგან ლევან სანიკიძის ნარკვევი უფრო სანდოა ვიდრე ფილმი. განხილვის გვერდზე აუცილებლად დავწერ--Tornike 11:34, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად გეთანხმები, რომ ფილმი წყარო არ არის. მაგრამ საინტერესოა ქსე-მ საიდან აიღო რუსუდანი?--ცანგალა () 11:40, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ვეცდები სხვა წყაროებიც ვიშოვო--Tornike 11:43, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგს იზამ თუ არ დაიზარებ. --ცანგალა () 12:57, 28 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]


იხ. განხილვა:ბელორუსული ენა. — დათო პასუხი 12:57, 29 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ქეთი მელუა ქეთევან მელუაზე რომ გადავიტანოთ, როგორც თინათინ ფაცაცია --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:40, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმი საქართველოში მოღვაწე მომღერალი რომ ყოფილიყო ალბათ ქეთევანი იქნებოდა. ისე სტატიაში შენ თვითონ გიწერია ფრჩხილებში (თიკა) (იხ. თინათინ ფაცაცია). ეს იმას ნიშნავს ოფიციალური სახელია თინათინი. ცანგალა () 18:50, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ ქეთი ქეთევანი არ არის? თქვენ გეცოდინებათ მაინც ვაპაჭუნებვიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 19:03, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ისე ასეთი საკითხები ყოველთვის ჯობია სტატიის განხილვის გვერდზე დაიწეროს. --ცანგალა () 19:27, 31 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა, ცანგალ, საკუთარ თავს არ ვთხოვ დახმარებას — “ცხელი ხაზის„ „სპეცსერვისებში“ წერია ასე: „თუ ჩასვამთ თარგს {{დამეხმარეთ}} თქვენს განხილვის გვერდზე, რომელიმე რედაქტორი სასწრაფოდ გამოგეხმაურებათ!“ ჰოდა, მეც ჩავსვი. რაც შეეხება სქოლიოებს, ვერ გამოდის, აი ნახე #გადამისამართება აიაზეკ აზიმოვის გვერდზე. არეულია სქოლიოში ავტორი, სათაური და ტექსტი. --წკაპო 05:48, 1 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიის მითითებისას „|“-ის შემდეგ შორისი არ უნდა იყოს. - Island 09:47, 2 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა, ტექსტი (ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) გავმართე ,ვფიქრობ, ნაწილობრივ ვიკიფიცირებულია,მაგრამ თარგის ამოღება როგორ უნდა ვერ მივხვდი.გთხოვ დამეხმარო. ლუიზა

მომხმარებელს ვუპასუხე თავის განხილვის გვერდზე.--ცანგალა () 21:26, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა ნახე თარგის განხილვა:ვანის მუნიციპალიტეტი--ჯაბა ლაბაძე 04:02, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პერსონალი - [ლათ.] რაიმე დაწესებულების საწარმოს და მისთანანის პირადი შემადგენლობა. აი ამას ვგულისხმობ. სხვათაშორის რუსეთის ვიკიპროექტშიც ასე წერია. --ჯაბა ლაბაძე 14:22, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები - პერსონალი არ შემიკითხია. მე შეგეკითხე პერსონალიები. რუსეთის ვიკიპროექტზეც თუ ასე წერია ე. ი. შეცდომაა. შეცდომებს კი ვასწორებთ და არ ვიმეორებთ. ვიღიმი რუს. персоналы - ქართ. პიროვნებები, პერსონები. პერსონალის მნიშვნელობა ვიკიპროექტში არ გამოდგება, რადგან იქ ჩამონათვალია პიროვნებების. --ცანგალა () 18:16, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

персоналы სიტყვა არ არსებობს. :)--გიორგი , 18:18, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

წინ მიდევს დიდი რუსულ-ქართული ლექსიკონი მე ეგ სიტყვა (персоналы) ვერ მოვნახე. персонал - პერსონალი. --ჯაბა ლაბაძე 18:23, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

персоналы შემეშალა. персон|а, ы - პიროვნება, პირი, ადამიანი პიროვნებები, პერსონები რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 2, გვ. 465, თბ., 1958--ცანგალა () 18:29, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კანეშნა, Персоналы (мн. ч. от слова ПЕРСОНАЛ), როგორც ისეთი არ გამოიყენება, და პერსონალიები რუსულად მგონი Личности. ბოდოშით, თუ ჩავერიე თქვენს საუბრაში --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:31, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, ПЕРСОНАЛ - მრ. რიცხვი არ აქვს. ეს ხომ ისედაც კრებითია. Личность - პიროვნებას ნიშნავს. ქართულად პერსონალიები - ეს არ ვიცი რამდენად გამართული ქართულია. --ცანგალა () 20:09, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც, НАРОД კრებითია, მაგრამ НАРОДЫ-ც გამოიყენება. --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 08:57, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

Список персоналий - პირთა საძიებელი (ასე ხომ არ აჯობებს?)--ცანგალა () 20:27, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვანდალიზმი ცანგალასებურად[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა ხალხი შეცდომაში შეგყავს, რაებს აკეთებ წმინდა გიორგის ეკლესია (ჩუმალეთი) ჩუმალეთი რა არის გამაგებინე? წმინდა ნინოს ეკლესია (ქვაბთაკერი) ქვაბთაკერი რა არის ესეც გამაგებინე. გეუბნები ნუ აკეთებ იმას რაც სხვამ უკეთესად იცის. წმინდა ნინოს ეკლესია მდებარეობს სოფელ ბრილში ქვაბთაკერი ახალი ტოპონიმი მოიგონე? ან კიდევ თუ ესენი გადაიტანე წაბლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია ამან რა დააშავა? ვერ ვხვდები შენი მუშაობის სტილს! მკაცრად ვითხოვ დააბრუნოთ ყველა აღნიშნული სტატია ძველ სათაურზე, ეს ვანდალიზმია რასაც შენ აკეთებ. ხალხი შეგყავს შეცდომაში გამოგონილი ტოპონიმებით და ვითომ ენციკლოპედიური სტილის დაცვით.--ჯაბა ლაბაძე 08:18, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა სწორია, როდესაც ადამიანი უკეთესად იცის და მუშაობს ამ სფეროში, ნუ ცვლით შინაარს, სათაურს და ა.შ. არ არის ეს არც მისაღები და არც გამართლებულია. ამას ეს სიტყვა მოუხდება "ადმინიზმი" (ადმინთა დაავადება, მომხმარებელთა ვანდალიზმის მსგავსი) ვიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 08:56, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, გეთანხმები, რადგან მე სტატიების შინაარსი არ მქონდა წაკითხული და ჩუმათელეთი და ქვაბთაკერი სოფლების დასახელება მეგონა. წაბლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია - ამას არაფერი არ დაუშავებია. უბრალოდ აღარ გავაგრძელე ვანდალიზმი ვიღიმი--ცანგალა () 09:38, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
თემური/თეკას კი ვურჩევ ქართული სალიტერატურო ენის ცოდნას მიხედოს და ისე შემოიტანოს სტატიები და შენიშვნები. მგონი ერთხელ უკვე გითხრეს, რომ ქართული სალიტერატურო ენისთვის მიგეხედა, ხოლო ვანდალიზმის გამო ერთი მომხმარებლის სახელით უკვე დაბლოკილი ხარ, ხოლო მეორე ანგარიშის გახსნის უფლება არ გაქვს (ეს ვიკიპედიის წესის მიხედვით აკრძალულია და ერთ-ერთი საფუძველია რომ დაიბლოკო). ამიტომ როდესაც სხვის ვანდალიზმზე უთითებ ჯერ საკუთარ მოქმედებებს გადახედე. მომხმარებლებს შორის შენ ვერასოდეს შეძლებ ჩხუბის დამმკვიდრებას. ამაში შენ ძალიან ძალიან ძალიან ცდები. მე შენთან საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ.ცანგალა () 09:38, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მერე დამბლოკეთ! რას ელით? და მომხმარებლებს შორის ჩხუბის დამმკვიდრებას არ ვაპირებ!!! ე თავისი აზრი დავაფიქსირე, მე იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო მომხმარებლები არიან ვანდალები, თქვენც , ადმინებიც ხართ ვანდალები! არ გინდათ საუბრის გაგრძელება, იმიტომ რომ თავის დაცვისთვის არაფერი გაქვთ სათქმელი! Прежде чем обвинять других, поищите в себе ту черту, когда вы развиваете меж участниками "войну". До СВИДАНИЯ, Госпожа ЦАНГАЛА --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 10:48, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა!  :) რამე შენიშვნები ხომ არ გაქ?

--Pulsar 17:25, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი მომხმარებლის გვერდზე გავეცი.--ცანგალა () 19:44, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

არა უბრალოდ, ისე ვიკითხე.--Pulsar 19:46, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შემეშალა. წასაშლელია ეგ გვერდი. :) --Kober 20:14, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პუშკინის დაბ. დღე[წყაროს რედაქტირება]

თარგი:პუშკინისდაბდღე--გიორგი , 16:32, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. შენც გილოცავ. ვიღიმი--ცანგალა () 17:04, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ერთი კითხვა მაქვს: ერთსა და იმავე IP-ს რამდენიმე ანგარიში რომ ჰქონდეს არ შეიძლება? ეს დარღვევაა? — დათო პასუხი 17:41, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩელენჯ-ქაფი ნიშნავს გამოწვევის თასს. ასეთი თასები სპორის მრავალ სახეობაშია. ეს სახელი დამკვიდრდა ქართულ სპორტულ ტერმინოლოგიაშიც. რა ვიცი თუ ფიქრობ რომ ჩელენჯერის თასი ჯობია, შევცვალოთ, ან ეგებ ესე დავწეროთ: ,,ჩელენჯ-ქაფ’’ როგორც მაინც უცხოური ტერმინი?--ალეკო ოქროსუბნელი 21:07, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ეგ რას ნიშნავს? ზუსტად ამიხსენი და გავაკეთებ თუ ძალიან რთული არ არის.--ალეკო ოქროსუბნელი 21:10, 6 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ტერიტორიული ორგანო[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა საკრებულო არსებობს თუ არა ერთი რამ გავარკვიე. 2006 წელს მიღებული კანონის მიხედვით არსებობს ტერიტორიული ორგანოები: დაბის შემთხვევაში დაბის ტერიტორიული ორგანო (მაგალითად სურამის ტერიტორიული ორგანო), სოფლის შემთხვევაში – სოფლის თემის ტერიტორიული ორგანო (მაგ. ცოცხნარის თემის ტეროტორიული ორგანო) ეს ნამდვილი ინფორმაციაა და კველას მივწეროთ, ვისაც სოფლები შეაქვს ვიკიში.--ჯაბა ლაბაძე 07:33, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გრიგოლსაც უნდა ვუთხრათ. ე. ი. მხოლოდ თემი კი არ უნდა დავწეროთ არამედ თემის ტეროტორიული ორგანო?ცანგალა () 08:20, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი ნამდვილად ასეა. --ჯაბა ლაბაძე 09:29, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მუნიციპალიტეტი, თემი - ორივე არის ტერიტორიული ორგანო. ასე რომ როგორც მუნიციპალიტეტს ვხმარობთ, ასევე შეიძლება მდოლოდ თემის გამოყენება.--ცანგალა () 08:30, 9 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
--გიორგი , 15:40, 8 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

gamarjoba cangala! satauri rogor unda Sevcvalo? redaqtirebaSi gatanilia dialeqtologiis samecniero-kvleviTi instituti, minda Sevcvalo qarrtveluri dialeqtologiis samecniero-kvleviTi institutiz--217.147.224.170 09:26, 9 ივნისი 2009 (UTC):)[უპასუხე]

სადაც არის ჩამონათვალი სტატია, განხილვა, რედაქტირება... წერია სიტყვა გადატანა - დააწკაპუნე და ახალი სატაურით შეცვალე.--ცანგალა () 09:32, 9 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა თუ შეიძლება უფლისციხე (ძეგლი) გადაიტანე უბრალოდ უფლისციხეზე. --გიორგი , 12:54, 12 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! გულწრფელად გმადლობთ დახმარებისათვის! ზუსტი სათაურია ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი--Luiza 20:21, 12 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ხომ დაგპირდი, რომ გავაკეთებ, ვიღიმი უბრალოდ გუშინ ვერ მოვიცალე. პ.ს. სურათებს წარწერებსაც ხომ ვერ გაუკეთებ ?ვიღიმი--გიორგი , 04:19, 13 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ავტორი დათოა, ანუ ჩვენი ახალი თანამშრომელი Datofm. ვიცი, რომ არასწორად გავაკეთე გადამისამართება ფრაუ უნბექანთ, მაგრამ, იმდენად იშვიათად ვაკეთებ ამას, რომ ვერ ვიმახსოვრებ სწორად ;)--ლევან ინასარიძე 06:17, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მივხვდი, რომ ახალი თანამშრომელია თქვენგან, რადგან შენდა ნინო ეხმარებით.--ცანგალა () 11:14, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, როგორ ხარ?– Mer ® 15:05, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვარ ძველებურად. ნუ გეშინია შეგამჩნიე, თვალს გადევნებ და მეშინია რამე შეგეკითხო, რომ კვლავ არ გაიქცე ვიღიმი ხომ ხედავ ხელმოწერა დაგავიწყდა.ცანგალა () 15:10, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ხო, ცოტა გადავეჩვიე :) – Mer ® 15:16, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა როგორ ვნახო რა ინფოდაფები არსებობს და რა არა. არის თუ არა რაიმე ჩამონათვალი ან გვერდი სადაც ამის ნახვა შემეძლება. --Lukakhim 17:05, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:ინფოდაფები - გადახედე. თუ თარგს კატეგორია არ უწერია შეიძლება არ იყოს აქ შესული.--ცანგალა () 17:12, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დახმარება მჭირდება, თუ შეგიძლია დარეკე--ალეკო ოქროსუბნელი 17:45, 15 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

Батальон им. Баграмяна[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, ინგლისურ ვიკიპედიაში შემდეგი წერილი მივიღე, იქნებ მიხედო. შესაბამისი პიროვნება გაუშვა დავალებაზე :)

Гамарджоба. В русской википедии есть статья Батальон им. Баграмяна. Армянские участники попытались доказать, что этот батальон не убивал грузин. Не могли бы написать про то, как батальон имени Баграмяна резал грузинкое население в Абхазии. Я буду вам очень сильно благодарен.

Mer ® 17:40, 17 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა, ru:Батальон им. Баграмяна წავიკითხე, აგრეთვე წავიკითხე წერილი შენს განხილვის გვერდზე (ინგლ. ვიკიპედია). წერილს არარეგისტრირებული მომხმარებელი გწერს. ამ შემთხვევაში მე ცუდი ადრესატი ვარ და რატომ? „დავალებაზე“ ვერ გაუშვებ ვერავის, რადგან ეს მომხმარებლის სურვილით უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ჯობია ყავახანაში დაიწეროს. მაგ., მე განხილვა:ჯავახეთი რომ წავიკითხე - შევძელი მხოლოდ ru:Обсуждение:Джавахетия სომხური სახელწოდება შემეცვალა. და ჩავსვი თარგი, რომ სტატია არის მიკერძოებული. ფაქტებს ვერ ვცვლი. ერთი დიდი მიზეზის გამო ინტერნეტში ვერაფერს ვერ მოიძიებ რუსულ ან ინგლისურ ენებზე, რომლითაც საპირისპიროს დაამტკიცებ. ამჟამად სტატიაში Батальон им. Баграмяна - რასტრელს აქვს მონაწილეობა მიღებული.--ცანგალა () 18:11, 17 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ! ვიკიპედიის კატეგორიაში “რელიგიური ტერმინები" მხოლოდ ერთი ლექსიკური ერთეულია(კვერექსი). მე ვმუშაობ ამ საკითხებზე,მაქვს გამოკვლევები, რომლებიც წაკითხულია საერთაშორისო სიმპოზიუმებზე და დაბეჭდილია სამეცნიერო ჟურნალებში,მაქვს მონოგრაფია,შესაბამისად ვიცნობ ლიტერატურას, თუ მომცემთ უფლებას ენციკლოპედიურ ინფორმაციას სხვისი (ლიტერატურის მითითებით) და ჩემი გამოკვლევებიდან გავაკეთებ ზემოთ აღნიშნული გვერდის გავრცობისათვის. პატივისცემით --Luiza 14:19, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ლუიზა, ერთ რამეზე შევთახმდეთ. ყველა მომხმარებელი თავისუფალია (უფროსი არვინ არ ვართ). მე ასეთ რამეებს ნუ მეკითხები. ან პირდაპირ სტატია შეასწორე ან სტატიის განხილვის გვერდზე დაწერე ან ყავახანაში. თუ რამე შეგეშლება მილიონი თვალი უყურებს სტატიას და გეტყვიან. მთავარია ენციკლოპედიური სახე ჰქონდეს, მიუთითე ლიტერატურა, ვებ-გვერდები (თუ არსებობს), ბმულები (ეს აუცილებელია - უკვე ხომ იცი - სახელობით ბრუნვაში) და ბოლოს გეტყვი წარმატებები.--ცანგალა () 14:51, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]


ცანგალა გილოცავთ!!![წყაროს რედაქტირება]

თარგი:პასკალის დაბადების დღე ––– ფაილი:SoleteRayosÑajo.gif--(გ) 20:24, 18 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჰო, კიდევ, ფოლგას ქართულად რა ქვია? რჩეულ სურათში იყო... ა.

Фольга - ფოლგა, კილიტა რუსულ-ქართული ლექსიკონი, გვ. 814, თბ., 1993--ცანგალა () 00:09, 22 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ავსტრალიური იქედნე[წყაროს რედაქტირება]

ავსტრალიურ ეხიდნაზე ru:Австралийская ехидна - ხომ არ გაქვს რამე? - ალ-ო     @ 22:41, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

იქედნისებრნი - ხომ არ გამოდგება?--ცანგალა () 22:49, 21 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
აჰ, კი გამოდგება. მომდევნო კვირას დავდებ მაშინ. რჩეული სურათისთვის მინდოდა. უკვე გავაკეთე სხვა. მადლობა. ა.

მეც ასე მიმაჩნია. ასე ჯობია. ინფოდაფა როგორ კეთდება?

გამარჯობა, პირველ რიგში ხელმოწერა უნდა იცოდე. ეს ვიკიპედიის წესია - დააწკაპუნე და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. ახლა რაც შეეხება ინფოდაფას. კატეგორია:ინფოდაფები - აქ გადახედე. თუ აქ არის შენთვის სასურველი, მაშინ ტექნიკურ საკითხებში ყველა მომხმარებელი (ალსანდრო, რასტრელი, ისლანდი, გიორგიმელა, დათო დოიჩლანდი, დათო 1010) დაგეხმარება (ჩემს გარდა) ვიღიმი წარმატებები. --ცანგალა () 13:57, 22 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა არასრულია, უბრალოდ გავამზადე ტრაფარეტივით, ნელ-ნელა შევავსებ --ალეკო ოქროსუბნელი 08:08, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პასუხი გავეცი მომხმარებლის გვერდზე.--ცანგალა () 09:52, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

Есть, Сэр ვაპაჭუნებვიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 11:25, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე მითითება გავაკეთე და არა ბრძანება. --ცანგალა () 11:27, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
მეც სმაილებით მოგწერეთ--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 11:34, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში ქართულ ვიკიპედიაში საარბიტრაჟო კომიტეტის შექმნასთან დაკავშირებით

სახელმწიფო ჰიმნი[წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ჰიმნიდან რატომ ამოიღე ბმულები? --Rastrelli F 12:13, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

http://children.wanex.net/istoria/himni.htm - ამ გვერდზე ახალი არაფერი არ წერია, რაც საპარლამენტო გვერდზე. აგრეთვე თვითონ ამ გვერდზე მითითბული გვერდი არ მუშაობდა.
http://nsc.gov.ge/download/georgian%20anthem%20with%20words.mp3 - აუდიო ჩანაწერი არსებობს საპარლამენტო გვერდზე
http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/dato%20magradze/4.html - ეს გვერდი კითხვა პასუხია. ვინ სვამს კითხვა და პასუხობს?
თუ რომელი გვერდს თვლი დასაბრუნებლად დააბრუნე. მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. --ცანგალა () 12:26, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
რა მნიშვნელობა აქვს რომელი რას იმეორებს, მთავარია რომ რამდენიმე წყაროა, სადაც გადამოწმებაა შესაძლებელი. MP3 ფაილი კი პრაქტიკულობისთვის იყო მიბმული, ამასთან მგონი საორკესტრო შესრულებით. კითხვა პასუხი კი იყო მაღრაძესთან, რომელიც ჰიმნის შესახებაც იყო და საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვის, აგერაა სრული ვარიანტი. ასე, რომ სამივე დასაბრუნებელია. ვიღიმი R. 16:52, 23 ივნისი 2009 (UTC)

ჩელეთი და ბერი[წყაროს რედაქტირება]

რადგან, ეს გადამისამართება თქვენი გაკეთებულია, შეგეკითხებით: ბერსა და ჩელეთს შორის რა კავშირია, ბერი რატომ დაგადის ჩელეთზე?--ლიკა 16:40, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:ბერი - პასუხი აქ გავეცი.--ცანგალა () 16:46, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ჩემი განხილვის გვერდზე დავწერე პასუხი--დათო_დათო 20:50, 23 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გახდი ევროვიზიის პროექტის მონაწილე!!! აღმოაჩინე და დაწერე უფრო მეტი საერთაშორისო კონკურსზე!!! ჩვენი პროექტი შენ გელოდება!!! ვითანამშრომლოთ ერთად ვიკიპედიისთვის! ვაპაჭუნებ
--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 09:41, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

შევცვალე, სწორი ხარ ჯობია. ერთი რამ: ხელბურთში ინგლისურში ვაჟები ცალკეა და ქალები ცალკე, რომ დავაკავშირე ორი ინგლისური გამოვიდა, რა ვქნა?--ალეკო ოქროსუბნელი 23:57, 24 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გვერდზე საიდანაც სურათებია შემოტანილი წერია, რომ სურათები გამოიყენება მხოლოდ საილუსტრაციოდ {{fair use}} ლიცენზიით [3]. ამდენის ატვირთვა კი fair use-ით ვიკიში არ შეიძლება. ერთი-ორი დასაშვებია ჩემის აზრით, დანარჩენს უკვე მითითებულ გვერდზე გაეცნობა მკითხველი. --Rastrelli F 07:46, 25 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ცანგალა, კითხვა მაქვს, როგორ ფიქრობთ პორტალი:სამეგრელო უნდა შეიქმნას თუ პორტალი:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე?--ლიკა 18:13, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

შექმნილია მხარეების მიხედვით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პორტალი:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე. აი მეორე საკითხია პორტალი:სამეგრელო და ზემო სვანეთი იყოს თუ პორტალი:სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე? სხვები (კახეთი, შიდა ქართლი და იქმნება გურია) შეიქმნა სიტყვა მხარის გარეშე. მაშ უნდა გითხრა წარმატებები? ვიღიმი--ცანგალა () 19:48, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ვაპროტესტებ – (თან ძალიან) სამეგრელო სამეგრელოა ისტორიულად, კულტურულად და ენით. სვანეთი - სულ სხვა ერთეულია. თუ ვიღაცა ბიუროკრატებმა გააერთიანეს, ეს სხვა საკითხია. პორტალი უნდა იქმნებოდეს ისტორიული და კულტურული თავისებურებებით და არა რაღაცა სულელული დაყოფით.-- George Mel, 19:52, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს ჩემი აზრია. მე პირადად პორტალი:სამეგრელო და ზემო სვანეთი - ასე გავაკეთებდი. ხოლო როდესაც ლაპარაკობ ისტორიული და კულტურული თავისებურებებით რომელი საუკუნე გინდა აიღო? იქნებ ყავახანაში გადავიტანოთ ეს დისკუსია. ცანგალა () 20:19, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად მარტო პორტალი:სამეგრელო რომ იყოს მირჩევნია, მაგრამ პორტალი:სამეგრელო და ზემო სვანეთის შექმნას უფრო მართებულად ვთვლი.ამიტომ ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას პორტალი:სამეგრელო და ზემო სვანეთი, (მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს ეს დანამატი –––>"და ზემო სვანეთი")--ლიკა 20:49, 27 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პორტალი არ ქიმნება თანამედროვე ადმინისტრაციული დაყოფით. პორტალის გაკეთებისას უნდა იყოს გათვალისწინებული არა დროებითი დაყოფა, არამედ ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთეული. დამეთანხმები, რომ სვანეთი ისევე განსხვავდება სამეგრელოსგან, როგორც კახეთი აფხაზეთისგან. ანდაა, ხვალ რომ აღარ იყოს ეს დაყოფა, არამედ დაიყოს თბილისის და ქუთაისის გუბერნიად? იქნება-რო ქუთაისის გუბერნიის პორტალი და თბილისის გუბერნიის პორტალი ? თან ნებისმიერ გეოგრაფს ჰკითხე, ამართებენ თუ არა ამ დაყოფას.გარდა ამისა, პორტალის ფუნქცია არის ინფორმაციის შეგროვება გარკვეულ თემაზე. ხოლო ამ შემთხვევაში იქნება მუდმივი კონფლიქტი ქვემო სვანეთის პორტალთან. მაგ. სვანეთის სამთავროს რომელ პორტალში ჩასვამ? სამეგრელოსა და ზემო =სვანეთის? არ ჯობია რომ იყოს ცალკე პორტალი:სამეგრელო და პორტალი:სვანეთი. დაყოფების გარეშე. -- George Mel, 05:12, 28 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მე გთხოვეთ, რომ დისკუსია გადატანილ იქნეს ყავახანაზე. ვეცდებით, რომ პორტალები არ წავაჩხუბოთ ვიღიმი. ორივეში ჩავწეროთ არ შეიძლება?ცანგალა () 10:43, 28 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მედიავიკის თარგმანი[წყაროს რედაქტირება]

ცანგალა, პირველი გადავთარგმნე შეასწორე და ჩასვი. :)--გიორგი (გ) 11:39, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა და ჩავსვამ.--ცანგალა () 12:37, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ზაქარიაძე100წელი--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 15:51, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, მაგრამ შემეშინდა. --ცანგალა () 16:26, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
რის?ვიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 16:57, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
სერგოსი.--ცანგალა () 16:59, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
Неужели он такой "ужастик"?ვიკრიჭებიЯ его обожаю. Он входит в пятерку моих любимых актеров ვაპაჭუნებ--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 17:08, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიღიმი--ცანგალა () 17:09, 30 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]