შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Zakro

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დავით XXI 11:22, 5 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ზაქრო. გთხოვ, შემოტანილ სტატიებს აუცილებლად მიუთითო წყარო ვიღიმიმიხეილ მიწერა 23:13, 23 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

სტატიას გადავხედე და სტანდარტების მიხედვით ჩავასწორე:

მიხედეთ იმ სტატიებს, რომელიც შექმენით. არ შეიძლება მათი ასე დატოვება! --H.McC. (მომწერეთ) 10:49, 31 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ზედა დონის კატეგორიები

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ზედა დონის კატეგორიებს 'სამეცნიერო ფანტასტიკა' ამ სერიალებს ნუ უკეთებთ. კატეგორიზაციის პრინციპებით, ეს არასწორია. სამეცნიერო ფანტასტიკა არის ჟანრის ყველაზე ზედა დონე, მასში ლოგიკურად შედის ქვეკატეგორიები და ქვექვეკატეგორიები და ა.შ.. --H.McC. (მომწერეთ) 11:43, 11 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

შევცვალე. --H.McC. (მომწერეთ) 12:26, 12 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სულ ქვედა დონიდან ავყევი და გავუკეთე ყველაფერი. ვიღიმი ვოიაჟერს გავუწერე კატეგორია: ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალები და ავყევი. --H.McC. (მომწერეთ) 14:09, 12 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა --ზაქრო 14:35, 12 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სანდო მომხმარებელი

[წყაროს რედაქტირება]

გილოცავთ ზაქრო! თქვენი წვლილიდან გამომდინარე, სანდო მომხმარებლის სტატუსი ჩაგირთეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან თქვენი წვლილი ავტომატურად შემოწმებულია. ეს ყოველივე უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ, წარმატებები! ვიღიმიმიხეილ მიწერა 10:20, 15 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ნდობისთვის, ვეცდები გავამართლო. --ზაქრო 10:41, 15 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

რუსული ვიკიპედია

[წყაროს რედაქტირება]

კარგი იქნება, თუ რუსულის გარდა, უბრალოდ შეადარებთ ხოლმე ინგლისურს. გარდა ამისა - Paramaunt Pictures არასწორია. Paramount Pictures ჰქვია და ერქვა ყოველთვის. მეტი ყურადღება გვმართებს. ვიღიმი ზოგადად გადახედეთ, სადმე რუსულად ნაწერები არ გამოგრჩეთ, ერთ ადგილზე Англ ვიპოვე. გასაგებია, რომ ალბათ რუსულთან უფრო ახლოს ხართ, მაგრამ ჩვენთვის რუსულენოვანი სტატია ორიენტირია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუს პიროვნებებზე ან რუსულ პროდუქციაზე ვწერთ. --H.McC. (მომწერეთ) 14:52, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰანია სწორია თუ ხანი? KH ხომ ხ-დ იკითხება და არა უბრალოდ ჰ-დ? --H.McC. (მომწერეთ) 15:17, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვარსკვლავურ გზაში ჰანი ეწერა მანამდე ვიდრე მე დავიწყებდი რედაქტირებას. --ზაქრო 15:44, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ორიგინალურ სტატიაში? ეგ ადრე დავწერე (თუ სხვამ დაწერა). ბევრი რამ გადასახედია. ვიღიმი ისე რუსულს ერთი მინუსი აქვს - გვარებში მაგალითად, ჯერი გოლდსმიი ეწერა. რუსულს შეცდომაში შეჰყავს, ამიტომ ხოლმე შეადარეთ ინგლისურსაც. გოლდსმითია სწორია. --H.McC. (მომწერეთ) 15:45, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეხლა გადავხედე ისტორიას: თქვენს ვერსიაში ხანი ეწერა, მაგრამ მერე შეუცვლიათ [1]. გადავიტან მაშინ ამ სტატიას ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა -ზე. --ზაქრო 16:19, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მეც ვერ ვხვდები, რატომ შეცვალეს. KH ყოველთვის ხ-დ იკითხება, თუ, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ნაწარმოებში/სამყაროში წარმოთქმის საკუთარი პრინციპები არ აქვთ. --H.McC. (მომწერეთ) 16:20, 16 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი. მგონი, 'მოქმედებაც მიმდინარეობს' ზედმეტი იყო ყველა სტატიაში. 'რომლის მოქმედება მიმდინარეობს' სავსებით გამართულია, მგონი ეს 'ც' გაუმართავი წყობიდან მომდინარეობს. --H.McC. (მომწერეთ) 16:52, 20 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

Valley - არ იკვეცება ბრუნვისას. 'ველიში' უნდა იყოს. --H.McC. განხილვაწვლილი 15:28, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

თუ მთელი სიუჟეტი ეწერება ძირითად სტატიაში, ფილმების სტატიებში რა უნდა ეწეროს? ასე არ კეთდება, შეამოკლეთ, მოკლე რეზიუმე დაწერეთ. --H.McC. განხილვაწვლილი 19:35, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. გთხოვთ, ძირითადი სტატიებიდან დიდ სიუჟეტებს ნუ დააკოპირებთ. --H.McC. განხილვაწვლილი 22:36, 23 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

სალამი. მართალია, ეს სტანდარტი არ არის, მაგრამ იქნებ აჯობებს თქვენს სტატიებში, პერსონაჟები არ იყოს გამუქებული (როლების სიაში)? ზოგადად ყოველთვის მუქდება ერთ-ერთი. ან შემსრულებელი, ან პერსონაჟი, უფრო მეტად - შემსრულებელი (ასეთი ტიპის სიებში). --H.McC. განხილვაწვლილი 12:23, 8 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვარსკვლავური გზა

[წყაროს რედაქტირება]

ყოჩაღ, ძალიან კარგად მუშაობ. სხვათა შორის, მართლაც - თუ უბრალოდ კადრია (სერიალიდან თუ ფილმიდან) ჯობია გამოიყენო ეგ პატარა თარგი და არა ვრცელი (არათავისუფალი ფაილის), მეც ეგრე ვაკეთებ. მთავარია, ეწეროს {{პოსტერი}}. --H.McC. განხილვაწვლილი 18:50, 10 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა. ერთი კითხვა მაქვს: სტატიის დაწერას ვაპირებ პერსონაჟზე en:Geordi La Forge და ქართულად როგორ იქნება? --ზაქრო 19:48, 10 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯორდი ლა ფორჟი (ან ფორჯი). მასეთ მომენტებში ანალოგებს ვნახულობ რუსულში (მართალია, რუსულს წყაროდ არ ვიყენებ). ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 20:17, 10 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, Zakro, შესანიშნაი სტატიების წყება მაქვს ვარსკვლავური გზების შესახებ, რომ მოგაწოდო როგორმე, შესძლებ მათ გავიკიებას? --წკაპო განხილვაწვლილი 09:26, 20 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, თუ მომაწვდი გავაკეთებ. --  ზაქრო    11:27, 22 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ზაქრო, სამ სტატიაში - Opera, ბაბილონ 5 და დეიტა - სამივეში იყო 'ქონდა'. იმედია, ეს მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ გთხოვ, მიაქციო მომავალში ყურადღება, რომ იწერება 'ჰქონდა'. ვიღიმი --H.McC. განხილვაწვლილი 19:05, 7 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]