მომხმარებლის განხილვა:Vamosrafa92

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 11:14, 4 ივლისი 2015 (UTC)[უპასუხე]

მოკლე სტატიები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მადლობა ვიკიპედიით დაინტერესებისათვის, თუმცა, ვიკიპედია ლექსიკონი არაა. გთხოვთ, შექმნათ ენციკლოპედიური, მოცულობითი სტატიები. — Mikheil მიწერა 20:41, 5 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად ვაპირებ ინფორმაციის მოცულობის გაზრდას(ჩემი აქ შემოსვლის მთავარი მიზანიც ესაა), თუმცა ჯერ მხოლოდ ქართულ ენაზე არარსებული სტატიების შექმნით შემოვიფარგლები.

რასაც ქმნით, იმას ვგულისხმობ. ვიკიპედიის წესების მიხედვით, ამ ზომის სტატიები წაშლას ექვემდებარება. თანაც, არც წყარო აქვს, არც კატეგორია და არც საერთაშორისო ბმულები. — Mikheil მიწერა 21:02, 5 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ამ ეტაპზე შევწყვიტავ, არ ვარ მზად.

გამარჯობა, სტატიას რო ქმნი აუცილებლად მიუთითე კატეგორიები და ასევე წყაროებიც!--Gobrona განხილვაწვლილი 20:41, 9 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს, არ ვიცი კატეგორიის მითითება. სტატიები თარგმნილია და შეგიძლია შენც გადმოიტანო წყაროები.

პირველ რიგში როდესაც განხილვებში შეტყობინებას წერ, შეტყობინების ბოლოს ხელი უნდა მოაწერო აუცილებლად, აი ასე . ხოლო კატეგორიას რაც შეეხებება, სტატიის დასრულების შემდეგ, ტექსტის ბოლოში დაურთე ასეთი რამე, მაგალითად კატეგორია:ჩინეთის პოლიტიკა: ამ კატეგორიას თავში და ბოლოში დაურთე ამგვარი სიმბოლოები [[ ]], და კატეგორიაც დაემატება.--Gobrona განხილვაწვლილი 08:17, 12 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეხლა უკვე გასაგებია, მადლობა დიდი --Vamosrafa92 განხილვაწვლილი 10:11, 12 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

თარგმნის დროს კატეგორიის დამატება არ გამომდის მაინც :/ როგორც მიმითითე ისე ვაკეთებ, მაგრამ ჩვეულებრივი ტექსტით გადმოაქვს მაინც :( --Vamosrafa92 განხილვაწვლილი 17:14, 13 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

აბა რა არ გამოგდის მითხარი და შევეცდები აგიხსნა.--Gobrona განხილვაწვლილი 20:54, 15 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით! დიდი მადლობა, რომ ზრუნავთ და ამდიდრებთ ქართულ ვიკიპედიას! რამდენიმე მითითება მინდა მოგცეთ, უპირველეს ყოვლისა, სექციას როდესაც აკეთებთ გამოიყენეთ არა ბმულები არამედ რესურსები ინტერნეტში და აგრეთვე, სტატიას მიუთითეთ ხოლმე კატეგორიები. ამ ეტაპზე სულ ეს არის. თუ რაიმეს ვერ გაიგებთ აუცილებლად მოგვმართეთ. გმადლობთ და წარმატებები!. - OTOGI Messages 11:46, 12 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, კატეგორიებზე უკვე ამიხსნეს, რესურსებსაც ვიზამ. მადლობა შენიშვნებისთვის --Vamosrafa92 განხილვაწვლილი 12:46, 12 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! ერთი შენიშვნა კიდევ, ფაქტებს, შეძლებისდაგვარად უნდა მიუთითო წყაროები; რესურსები ინტერნეტშის ქვემოთ დაწერე ==სქოლიო== და მის ქვემოთ ისევ სქოლიო და ასეთ სიმბოლოებში {{ }} ჩასვი. ხოლო შემდეგ წინადადებებს მიუთითე წყარო და ამგვარად სქოლიოს ქვეშ გამოისახება შენ მიერ მითითებული ყველა წყარო--Gobrona განხილვაწვლილი 10:42, 14 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! პატარა მოცულობის სტატიებს სურათებით ძალიან ნუ გადატვირთავთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიუს ვგულისხმობთ, გარდა ამისა, იმავე პატარა სტატიებში წვრილ-წვრილი სექციების გაკეთებაც აფუჭებს სტატიის იერ-სახეს. სქოლიოს მითითებისას გამოიყენეთ არა სექცია შენიშვნები, არამედ სექცია სქოლიო, ამასთან, არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ინფოდაფებიც; მაგალითად, სიუს სტატიაში ინფოდაფა ჩავსი. აჯობებს აკურატული, მთელი, კომპაქტური სტატიები გავაკეთოთ ხოლმე. რაც შეეხება ტეგების გამოყენებას (მაგ., <br> ან <nowiki>), მათი გამოყენების აუცილებლობა ვიკიპედიაში არ არსებობს, მათ მხოლოდ ინფოდაფებში ვიყენებთ, ხოლო ძირითად სტატიებში სისტემა ამ ტეგების ფუნქციას ნაგულისხმევად ასრულებს, შესაბამისად, ტეგების გამოყენება ვიკიპედიის გვერდებს უბრალოდ „ანაგვიანებს“. - OTOGI Messages 17:34, 14 ივნისი 2016 (UTC)[უპასუხე]