მომხმარებლის განხილვა:Toko

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ალ-ო () 15:55, 14 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

თოკო: საკუთარი სურათების ატვირთვისას რეზიუმეში დაამატე ეს თარგი {{PD-self}}. ასევე სასურველია სურათს მისცე გარკვეული კონტექსტუალური სახელი (გასაგები რომ იყოს რაზეა იგი). - ალ-ო () 19:24, 18 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

დახედე სტატიის თავში როგორც არის სურათი ჩასმული და იმის მიხედვით გააკეთე. P.S. სურათს გარე ლინკით ვერ შემოიტან. აქვე უნდა ატვირთო. --გიგა 22:58, 23 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თოკო: სურათები შენი გადაღებულია? და რა არის ამ სურათებზე? - ალ-ო / 07:58, 24 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ტაკ აბა რას იტყვით ნელ -ნელა ვიტვისებ და აქტიურად ვერთები წიკიპედიაში,მინდა გრანელის სტატია პოპულარული გავხადო

კარგია. რომ დაასრულებ (გრამატიკულადაც გამართავ), შეგიძლია რჩეულის კანდადატად წამოაყენო. (ხელმოწერას ასე აკეთებ -> ~~~~) - ალ-ო / 07:54, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ki mara ras nishnavs xelmowera,ra mnishvneloba aqvs

გამარჯობა Toko, შენ გაქვს მომხმარებლის გვერდი და განხილვის გვერდი. ასეთი გვერდები ყველა მომხმარებელს გვაქვს. აქედან გამომდინარე შენს განხილვის გვერდზე კი არ უნდა დაწერო, არამედ იმ მომხმარებლის განხილვის გვერდზე ვისაც პასუხობ და ის მომხმარებელი ისეთივე ყვითელ შეტყობინებას მიიღებს როგორც შენ ღებულობ. ხელმოწერა იმიტომ არის აუცილებელი, რომ წერილი (პასუხი) შენი დაწერილია. ხელმოწერა ავტომატურადაც კეთდება. როდესაც შენ ხარ რედაქტირებაში ხედავ წითლით შემოხაზულს და იმის გვერდზე წერია: თქვენი ხელმოწერა და დრო - დააწკაპუნე და ავტომატურად შენი ხელმოწერა იქნება. გისურვებ წარმატებებს.--ცანგალა () 10:46, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თოკო: სტატია კარგი ნამუშევარია, მაგრამ ზოგადად წერის სტილი უფრო ლიტერატურული ნარკვევისას ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება წაკითხვისას, თითქოს ვიღაც თვითმხილველის მონათხრობი იყოს - როგორც ასეთი, კარგია, მაგრამ ამ სტილის ენციკლოპედიისთვის ზედმეტად პოეტური. თუ ციტატებია, სასურველია მიუთითო ვისგანაა. ასევე, სასურველია თუ ლიტერატურის განყოფილებაში მიუთითებ წყაროს, საიდანაც ეს ბიოგრაფიული ფაქტები არის მოყვანილი. კიდევ, ბიბლიოგრაფიის განყოფილების ჩამატება არ აწყენდა. მე ზოგან ბმულები დავამატე, მაგრამ ალბათ კიდევ შეიძლება აქაიქ ჩასმა. შემდეგ უკვე შეიძლება რჩეულის კანდიდატად წამოყენება. იმედია კიდევ არაერთ კარგ სტატიას დაწერ. :) - ალ-ო / 22:23, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაშ ასე:

  • პირველ რიგში, რადგან ბიო გადმოტანილია კრებულიდან, ლიტერატურის განყოფილებაში ჩასვი მითითება, რომ გამოყენებულია მასალა ამ წყაროდან. პლუს სხვა წყაროებიც, სადაც მისი ბიოს გაცნობა შეიძლება (თუ იცი).
  • მეორე, ბიბლიოგრაფიის განყოფილებაში ქრონოლოგიური ჩამონათვალია მისი ნაწარმოებების. მაგალითისთვის ნახე რომელიმე სხვა მწერალი (მაგ. ვიქტორ ჰიუგო).
  • მესამე, რაც შეეხება ციტატებს, ამოღება არაფრის არ გინდა, ის ციტატა ძალიან კარგია, მაგრამ არ გაქვს მითითებული თუ ვისია. ციტირების რამდენიმე ხერხი არსებობს, შეგიძლია მაგ. ასე დაიწყო: მიხო პეტრიაშვილი ამბობდა: "...და მიდიოდა ის იებით ხელში....". შემდეგ კი სქოლიოს მითითება გაუკეთე, სადაც უჩვენებ თუ სად წერია, რომ ეს მიხო ამას ამბობდა.

- იმედია გასაგებად დავწერე. დახმარებისთვის არასდროს მოგერიდოს. - ალ-ო / 12:02, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯობია შენ თვითონ ისწავლო, ძალიან ადვილია. სტატიის განხილვაში ჩასვი ეს: {{რსკ}}. რომ დაამახსოვრებ, გამოჩნდება ნარინჯისფერი დაფა, სადაც ბოლოს იქნება ბმული "უყარეთ კენჭი". ამ ბმულს რომ დააჭერ გადაგიყვანს კენჭისყრის გვერდზე. იმ გვერდზე ბოლოში სხვების მსგვასად დაამატე შენი სტატია და მიუწერე {{ნომი}} შენი ხელმოწერით. სულ ეს არის. - ალ-ო / 07:21, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა თოკო, ძალიან მომეწონა შენი სტატია, ერთი შენიშვნა მაქვს, უფრო რჩევა მინდა მოგცე: ჩემი აზრით რადგანაც ვიკიპედია ენციკლოპეიდაა, ალბათ უპრიანია სტატიები ერთ გარკვეულ ჩამოყალიბებულ სახეს ღებულობდეს, ანუ ცხოვრებისეული ინფორმაცია მოექცეს 'ბიოგრაფიის' განყოფილებაში, შემოქმედებითი 'შემოქმედებაში', საზოგადო მოღვაწეობა 'მოღვაწეობაში', ცხოვრებისეული ფაქტები, იუმორი და ასეთები 'საინტერესო ცნობებში' და ა.შ. მართალია სტატიები ამით ერთფეროვანი ხდება მაგრამ სამაგიეროდ ადვილად აღქმადი და გასგები. იხ. მაგალითები:ეჟენ იონესკო, ფრანსუა რაბლე, ნილს ბორი, გოდფრი ჰაროლდ ჰარდი. თუმცაღა შეგიძლია სხვაგვარადაც დაარქვა, ამის მაგალითებიც არსებობს:ვიქტორ ჰიუგო, ალვარ აალტო, გიიომ აპოლინერი. მთავარი ისაა, რომ პირველადი სათაური არის "ბიოგრაფია" (გნებასვს ცხოვრება) და მეორადი "ბავშვობა და სიყმაწვილე", "ბოლო წლები და სიკვდილი" და ა.შ. პატივისცემით --Rastrelli F 18:30, 6 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ბმულის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ბმული არ კეთდება მხოლოდ სახელის ინიციალზე და გვარზე. სახელი უნდა იყოს სრულად. წესებს გადახედე. --ცანგალა () 15:01, 7 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სქოლიოში არ წერია. აბა ნახე 4 დააწკაპუნე.--ცანგალა () 09:56, 8 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

სქოლიოში რაც ეწერა ისიც უნდა იყოს. რადგან რაც ეწერა ის 5-ში გადავიდა, ხოლო ხუთი თუ არ ვცდები დიდუბის პანთეონს აჩვებეს. აბა ერთი კვლავ გადაამოწმე. რამე შეცდომაში ხომ არ შემყავხარ.--ცანგალა () 10:06, 8 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:Walenjixa.jpg - ეს ფაილი წალენჯიხაა?--ცანგალა () 21:35, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

წალენჯიხაშია გადაღებული ეს სურათი. წალენჯიხაში თუ წალენჯიხის რაიონში?--ცანგალა () 13:06, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]