მომხმარებლის განხილვა:Surprizi/არქივი 4

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

[[1]] — გახსოვს, რომ გესაუბრე.--ცანგალა () 07:45, 5 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მახსოვს! მახსოვს!--Surprizi განხილვაწვლილი 07:46, 5 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ემელიან ცინცაბაძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვ, ამ სტატიაში მიუთითო წყარო.--George.G / 10:32, 5 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ცუდი არ იქნება თუ შენს პოზიციას დააფიქსირებ ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შექმნის ახალი კრიტერიუმები--ცანგალა () 15:44, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა () 17:27, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

საღამო მშვიდობისა, მიშა. ვიკიპედიაში არცერთი გვერდი განხილვის გარეშე არ გადაგვაქვს, თუ ამაზე წინასწარ არ ვართ შეთანხმებულები. ამ შემთხვევაში არანაირი მსგავსი შეთანხმება არ არსებობს და არაფრით შეიძლებოდა პირდაპირ გადატანა. მით უფრო, რომ არასწორად გადაიტანე. ეგ სტატია არის სია და სიებს სათაურშივე ეგრე ეწერებათ. ასეა ჩვენთანაც და ყველა სხვა ვიკიპედიაშიც. მომავალში გთხოვთ, განხილვის გარეშე ნურცერთ გვერდს გადაიტანთ, ამას კი დავაბრუნებ თავის ადგილზე.--Saliner 14:04, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, გეთანხმებით მაგაზე ალბათ ჯობდა მეკითხა. კუბდარზე არ ვნანობ რომ გადავიტანე--Surprizi განხილვაწვლილი 14:08, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

გრიგოლ ბაკურიანის ძე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა მიშა, ამ სტატის ისტორია ვნახე. 20 წუთი იყო გასული ბოლო რედაქტირებიდან და მეც ვეცი შევცვალე რაღაცეები, როგორც გამოჩნდა შენც არედაქტირებდი. ბოდიშს მოგიხდი. --ჯაბა 1977 14:03, 2 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

არაა პრობლემა რისი ბოდიში ;) თუ რამის დამატება გინდა ან ვიკიფიცირება დაამატე, მე მერე გავაგრძელებ--Surprizi განხილვაწვლილი 14:09, 2 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

არა, შენ გააგრძელე სჯობს. --ჯაბა 1977 14:29, 2 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

თარგი:წელი(ახალი)[წყაროს რედაქტირება]

გაუ, თარგი:წელი(ახალი) - ამ თარგის გამოყენება სად გინდა?--ცანგალა () 08:21, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

1 აქ, ისე როგორც რუსებს აქვთ--Surprizi განხილვაწვლილი 08:22, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

რუსულში გადავედი და იქ რამდენიმე ცხრილია. რომელს გულისხმობ? --ცანგალა () 08:27, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ეს და მაცადე დამუშავება......--Surprizi განხილვაწვლილი 08:29, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მხეცი ხარ. წარმატებები.--ცანგალა () 08:31, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

რაღაც პრობლემაა 1755--ცანგალა () 09:07, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიცი! ჩვენ ოცობითი სისტემა გვაქვს კავკასიელებს თვლაში და მაგიტომ! რუსებს კი ათობითი სისტემააქვთ!--Surprizi განხილვაწვლილი 09:08, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
Surprizi, თარგი:Doc-inline ჩანს წითლად. ამოსაღებია თუ შესაქმნელია? მხეცი ხარ. ამდენი ხანია არსებობს ქართული ვიკი. თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს გამზადებული თარგის ჩასმაში მოგეხმარები.--ცანგალა () 11:00, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
დავასრულებ რაღაცა მაქვს ჩაფიქრებული--Surprizi განხილვაწვლილი 11:03, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოკ.--ცანგალა () 11:05, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეხლა თოკოთო მოაგვარებს რაღაცა საკითხებს და მერე შენ მიალაგ-მოალაგე, დიასახლებს რო უყვართ ისე!--Surprizi განხილვაწვლილი 11:24, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ თუ ბოტი არ შექმნეს, შევიტანდი.--ცანგალა () 11:37, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ენები მივუთითე უკვე--Surprizi განხილვაწვლილი 11:39, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ხო მხეცი ბავშვები არიან?--ცანგალა () 09:48, 5 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი ძაან მაგრები და „ბაცაცუნები“ (ფისოები) არიან!--Surprizi განხილვაწვლილი 10:11, 5 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

წელი სიტყვიერად[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, თუ ვერ ასწორებთ თარგს, შეიძლება მეც შევავლო ხელი?--Tornike 10:04, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

რავი მე ესე ვიპოვე გამოსავალი--Surprizi განხილვაწვლილი 10:09, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კარგი, ჯერ სავარჯიშოზე გავაკეთებ და თუ გამომივა, გადავიტან--Tornike 10:17, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი არაა პრობლემა, თუ გინდა გააუმჯობესე! მე მინდა აღნიშნული თარგი კიდევ უფრო დავტვირთო! ფაქტია რომ სასარგებლო რამეა!--Surprizi განხილვაწვლილი 10:19, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მგონი ასე უკეთესია. ასევე დასაწყისიც შევცვალე "ორი ათასი" ცალ-ცალკე იწერება, თუ არ ვცდები.--Tornike 10:32, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კარგს იზავ თუ ენციკლოპედიურ სტანდარტებში ჩასვამ ტექსტსაც და თარგსაც! მგონია დოკ ფაილი აკლია.--Surprizi განხილვაწვლილი 10:37, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
უარყოფითი რიცხვების მხარდაჭერა რომ დავამატო ძვ. წელთაღრიცხვისთვის, არ გინდათ? მგონი მთავარ თარგს გაგიმარტივებთ.--Tornike 11:18, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი მგონია რომ საჭიროა! ეს ყველაფერი უნდა იყოს ერტ პატარა თარგში თავმოყრილი. მგონი მეთანხმები არა? ხო და ეს საუკუნის თემაც ეგება ჩამისწორო გავწვალდი!--Surprizi განხილვაწვლილი 11:20, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
გავასწორე. ახალი წელთაღრიცხვისთვის სწორად უნდა მუშაობდეს წესით უკვე--Tornike 11:36, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
წელთაღრიცხვა შევიტანე მაგრამ მანდაც უარყოფითი რიცხვების თემა იყო--Surprizi განხილვაწვლილი 11:38, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

აი 1 ნახე ეს--Surprizi განხილვაწვლილი 11:41, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, ვიცი. სამზე დიდი დადებითი რიცხვები ვიგულისხმე ვიკრიჭები. მივხედავ მაგასაც--Tornike 11:48, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მგონი ჯობია სხვა სახელზე გადავიტანოთ თარგი. მნიშვნელოვანია და უკეთეს სახელს იმსახურებს. თარგი:წელი მაგალითად.--Tornike 12:22, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, მაშ გადაიტანე და მე მერე განვავრცობ წლებზე.--Surprizi განხილვაწვლილი 12:23, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

დაიმახსოვრე რომ თარგი - თარგი:წელი უკვე არსებობს და ის სტატიებში ბოლოსაა ჩასმული! ))--Surprizi განხილვაწვლილი 12:25, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, დიდ ხანს გამიგრძელდა. მგონი უკვე საბოლოოდ მუშაობს. ახალი წელთაღრიცხვის შემთხვევაში ასე შეიძლება დამატება {{წელი(ახალი)|{{PAGENAME}}}}}. ძველ წელთაღრიცხვას რაც შეეხება უარყოფითი რიცხვები უნდა იყოს, ამიტომ ბოტით დამატების შემთხვევაში პირდაპირ {{PAGENAME}}-ს ვერ გამოვიყენებთ. თარგი იქნება დასაწერი ალბათ გადასაყვანად.--Tornike 14:34, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მაგარია! აწი გადაიტანე როგორც გენებოს. დღეს კაი რამე გავაკეთეთ!--Surprizi განხილვაწვლილი 14:52, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ასე ხელით თუ აპირებთ გაკეთებას, ბარემ მეც შემიძლია ბოტი ავამუშავო. უბრალოდ ბოტის სტატუსი არ მიუციათ ჯერ და ვიცდიდი, რომ ბოლო ცვლილებების გვერდი არ გადამეტვირთა--Tornike 14:05, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
am gverdebis gavla saTiTaod Cems interesSia. eseni saTiTaod Cemi Sesavsebi iqneba danarCenebi da jobia xeliT vqna!--Surprizi განხილვაწვლილი 14:07, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ანუ შინაარსიც მაქვს იდეაში შესატანი თქო--Surprizi განხილვაწვლილი 14:07, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

როგორც გინდათ. ბოტის სტატუსს ჩართავენ თუ არა, დაგეხმარებით მაინც. ეგ ცვლილებები ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. მანამდე უბრალოდ აზრი არ აქვს სამწუხაროდ, ყველა გვერდი შესამოწმებელი იქნება მაინც.--Tornike 14:15, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ხო მართლა, სხვა კალენდრების თარგში იაპონური წელთაღრიცხვის სექცია გაქვთ გამორჩენილი--Tornike 14:18, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ოკ. მე მოკლე სტატიებს ვებრძვი და ამოცანა დავისახე პატარა სტატიები 2000 ბაიტზე მეტი გავხადო! წლები მათ შორისაა :) ასე რომ ეხლა მე აცნობით სამუშაოს ვასრულებ. ზოგან ხელით წერია არანაკიანიაო წელიო და იმგენსაცვშლი გასაგებიო მიზეზების გამო.

სხვა კალენდრების თემა დასასრულებელია. იგივე ქორინიკონის მოქცევებიც--Surprizi განხილვაწვლილი 14:20, 6 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

წლებში დაბადებულის და გარდაცვლილის კატეგორია რა საჭიროა? არცერთ სხვა ვიკის არ აქვს მგონი ასე--Tornike 17:46, 9 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ძალზედ მოქნილი რამეა. დავუშვათ რაღაცა წერია ხო უკვე. კატეგორიაზე რომ გადადიხა იქ გიჩვენებს რეალურ სურათს. ხოლო წლებში დაუსრულებელი ვარიანტია!--Surprizi განხილვაწვლილი 17:55, 9 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
შეიძლება მართალი ხარ, უბრალოდ სტატიებისთვის ერთდროულად კატეგორიის და მისი ქვეკატეგორიების მითითება არ მგონია კარგი პრაქტიკა--Tornike 09:36, 10 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მე არაერთხელ შემხვედრია კატეგორია და ქვეკატეგორია ერთად. ამიტომ არარ დავეჭვებულვარ და ეგრევე ჩავსვი. თუ გინდა მაგალითებს დაგიძებნი. საერტოდ კი უპრიანი იქნება თუ შევქმნით თარგს რომელსაც მოვათავსებთ "==დაბადებულები=="" ქვეშ და სადაც აისახება კატეგორია დაბადებულებში ასახული პირები! თორე ესე მარაზმია. ხელით შეყვანები და რაღაცეები!--Surprizi განხილვაწვლილი 09:48, 10 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
წლის სტატიებში გაცილებით ცოტა დაბადება იწერება, ვიდრე კატეგორიაში, ასე რომ თარგი არ იქნება პრაქტიკული. ჩვენთან მეც შემხვედრია კატეგორიები და ქვეკატეგორიები ერთად, მაგრამ მგონი უფრო იმის ბრალია, რომ კარგად არავის დაუხარისხებია სტატიები. წინააღმდეგი ამ შემთხვევაში არ ვარ, მაგრამ არც მაინცდამაინც საჭირო მგონია.--Tornike 13:05, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
თუ გეგულვება ბოტი რომ ამოშალოს წლებიდან დაბადება/გარდაცვალების კატეგორიები, შეგიძლია ამოშალო. საერთოდ კი ვთვლი რომ წლების სტატიას რაიმენაირად უნდა შეეძლოს სრულ სიასთან გადაყვანა. ეს სრული სია გეთანხმები რომ გიჟობაა სტატიაში რომ მოვიყვანოთ რაიმე თარგის საშუალებიტ მაგრამ, ადამიანს დავაკლოთ ის ფუფუნება რომ წლიდან გადავიდეს წლების მიხედვიტ გარდაცვლილებსა და დაბადებულებში ვთვლი რომ ეს შეაფერხებს ვიკიპედიის მოქნილობას!--Surprizi განხილვაწვლილი 13:41, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ახალი თარგის შექმნაში რამე შეცდომა ხომ არ არის გაპარული, რომ ეს კატეგორიები მოგვცა?მე კი წავშლი ამას, მაგრამ თარგში შეცდომა უნდა გასწორდეს.--ცანგალა () 13:49, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიები შენი დამატებული ყოფილა. თუ გინდა წავშლი.--ცანგალა () 13:53, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი, ბოტით ამოშლა შემიძლია. ახლა ეს მომაფიქრდა. ამის მსგავსად ხომ არ ჩაგვემატებინა ბმულები? თუ ძალიან უშნოა?--Tornike 18:48, 11 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მგონი კატეგორიების მთავარში ატანა აზრიანი იქნება, ლამაზიცაა და ახალბედა იუზერს რომელიც შემთხვევით მოხვდება და ქვეით კატეგორიებით სარგებლობა მისთვის უცხო ხილი იქნებოდა პირდაპირ გადავიდოდა ამ ბმულიდან აღნიშნულ კატეგორიებში. ამის გარდა მიმაჩნია რომ თვეების ჩამონათვალი უნდა დარჩეს. კარგი მოდი ესე შევთანხმდეთ! წლების სტატიებში ამოაშლევინეთ კატეგორიებიდან დაბადებულ/გარდაცვლილები და მტავრად დაამატეთ შესაბამის ადგილას როგორც დაბადებული ისე გარდაცვლილები. თუ შესძლებთ რაიმენაირად რომ ყველა წელში იჯდეს დაბადებულები/გარდაცვლილების ქვევით თვეების ჩამონათვალი ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ რამდენად შესაძლებელია აღნიშნულის გაკეთება როცა დაბადებულებში ზოგან ერტი ჩანამატია ზოგან კი ბევრი. ანუ ხელს არ შეგვიშლის?.--Surprizi განხილვაწვლილი 06:47, 12 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიები წავშალე. მთავარსაც დავამატებ მოგვიანებით. რაც შეეხება თვეებს, სტანდარტულად AWB-თი ეგ არ გაკეთდება, მაგრამ უკვე დავწერე რაღაც კოდი, რაც ავტომატურად გააკეთებს. უბრალოდ შეცდომების შანსი დიდია, ამიტომ ჯერ სავარჯიშოებზე უნდა დავტესტო.--Tornike 18:03, 12 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჯიგარი ხარ!--Surprizi განხილვაწვლილი 18:05, 12 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კატეგორიები ყველგან წაშალეთ? მაგ. 1--ცანგალა () 19:17, 12 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა. რატომღაც მეგონა, რომ მხოლოდ XX საუკუნეში იყო ჩასმული. სპეციალური:წვლილი/TokokoBot - 1701-1710 ამ რედაქტირებებს გადახედეთ. სწორად მუშაობს?--Tornike 20:48, 12 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კაია თუმცა ესეთი კითხვა მაქვს: თუ ჯერ არ არსებობს დავუშვათ "კატეგორია დაბადებული 255" ის მაინც ჩაისმება თუ არა? თუ არ ჩაისმება ეგება დავეხმაროთ რაიმენაირად რომ ჩაჯდეს. იყოს თუნდაც გაწითლებული, ოდესრაც ხო გალურჯდება?--Surprizi განხილვაწვლილი 05:01, 13 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, ჩაისმება ისედაც. ზემოთ თვეების ჩამატების რედაქტირებებზე გკითხეთ. მაგალითად ეს--Tornike 12:47, 13 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოიცა შენ გინდა თქვა რომ ესეთ მეჩხერულ სიტუაციაში ბოტი თავისით ართმევს თავს?--Surprizi განხილვაწვლილი 14:45, 13 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი. ვიკრიჭები ჭკვიანი ბოტი მყავს. ხელოვნური ინტელექტია ფაქტობრივად.--Tornike 14:48, 13 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ხელოვნურ ინტელექტს გადაეცი რომ უმაგრესია და სუპერბოტია! იმედია არ გაამპარტავანდება))--Surprizi განხილვაწვლილი 15:03, 13 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
თოკოკო შეგიძლია ეგ ბოტი გაუშვა და დაამატოს თვეები დაბადებულებს და გარდაცვლილებს და ასევე დაამატოს მთავარიკატეგორიები?--Surprizi განხილვაწვლილი 02:45, 15 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, 1000 წლიდან ყველა სტატიაშია უკვე თვეებიც და კატეგორიებიც. I ათასწლეულშიც დღეს ჩავსვამ ყველგან. P.S. ადრე რომ მითხარი, კატეგორიიდან ავტომატურად შევავსოთო, ეგ დამიჯდა ჭკუაში. მე-20 საუკუნებმდე იმდენად ცოტა ხალხია მაგ კატეგორიებში, რომ მგონი მართლა არაფერი დაშავდება პირდაპირ თუ შევავსებთ მაგ ხალხით წლების სტატიებს.--Tornike 16:30, 16 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

მიშა გამარჯობა, კატეგორიები ვნახე ბოლო ცვლილებებში შეგიქმნია, მაგარია. იქნებ საერთაშორისო ბმულებიც მიუთითო. ჰო კიდევ აქვე გეტყვი, განხილვაში არ დავწერ. არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მაინც გკითხავ: კატეგორია:კატეგორიები-ეპონიმები ამ კატეგორიის სათაური გამართულია? --ჯაბა 1977 14:20, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ხო მაგაზე კითხვა მეც გამიჩნდა ისე ამ კატეგორიის ხეს რუსული გენეალოგიით ვაწყობ, ნუ მაინც მრავარიცხოვანია და მგონი ხეც გამართული აქვსთ. ჯერ ეს ეპონიმები იყოს და მერე გადავხედოთ--Surprizi განხილვაწვლილი 14:28, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ თუ წინააღმდეგი არ იქნებით ქართული ვიკიპედიის კატეგორიების ხე რუსულ ვიკიპედიას მივუსადაგოთ--Surprizi განხილვაწვლილი 14:38, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ეს საკითხი მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ გავაკეთებთ. არ მახსოვს სად და როდის მაგრამ რატომღაც მახსენდება რომ ამაზე იყო საუბარი ადრე და როგორც მახსოვს ინგლისურის მიხედვით ვმუშაობთ. --ჯაბა 1977 14:44, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჰოოოო!!!)))--Surprizi განხილვაწვლილი 14:45, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

მოდი მაშინ მე დიდი ვიკიპედიების ხეებს გავაანალიზებ და მათი ხეების სტრუქტურას გადმოგცემთ განსახილველად. შესაძლოა რამე კომბინირებულიც კი ავირჩიოთ.... ვნახოთ--Surprizi განხილვაწვლილი 14:47, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ისევ დაბადებულები და გარდაცვლილები[წყაროს რედაქტირება]

[2][3][4] აი ეს არის სატესტო რედაქტირებები. ავტომატურად კატეგორიებიდან ამატებს. მაქსიმალურად ბევრი ტესტი ჩავუშენი ამიტომ მხოლოდ ის სტატიები ემატება, რომელთაც ორივე (დაბ და გარდ) კატეგორია აქვს მითითებული. ამის მიუხედავად ბოლომდე ზუსტი მაინც არ არის, რადგან ზოგ სტატიებს ზედმეტად დიდი პირველი წინადადება აქვს, მაგრამ მგონი მაინც ღირს გაშვება.--Tornike 18:09, 18 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი მე მომწონს! ჩაუშვი! :)--Surprizi განხილვაწვლილი 06:35, 19 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამას რომ მორჩები ერთი ახალი იდეა მაქვს კატეგორიებზე. საერთოდ არის თარგები რომლებსაც თვითონ მოყვება კატეგორიები. ამიტომ ვთვლი რომ პიროვნების კატეგორიები უნდა იყოს თარგი:პიროვნებაში იმთავითვე ჩადებული! ანუ რასაც მივუთითებთ იმაზე უნდა შეიქმნას კატეგორია.--Surprizi განხილვაწვლილი 06:39, 19 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
მშრომელი კაცის ვიკიორდენი
ქართული ვიკიპედიის მუშა ფუტკარი ხარ, ვის თუ არა შენ გეკუთვნის ეს ვიკიორდენი.--ჯაბა 1977 20:31, 24 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ჯაბა!--Surprizi განხილვაწვლილი 03:34, 25 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ათწლეულების კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

ბოტს გავუშვებ ჯობია და თან სადაც არ არის ჯერ შექმნილი გვერდები, იქაც შევაქმნევინებ. ხოდა, თქვენის ნებართვით, პარამეტრის სახელსაც ამოვშლი.--Tornike 10:11, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კი ბოტი გავუშვათ! პარამეტრებში რას გულისხმობ? და კიდევ წლებს მინდა კატეგორიები საუკუნის მაგივრად თავისი ათწლეულები დავუყენო შესაძებელია? რთული იქნება მარა გასაკეტებელი იქნება. ამ ათწლეულების დალაგება მინდა კატეგორიებში რომ მოხდეს ისე როგორც საუკუნეებზე გავაკეთ. ბარემ თუ ვაკეთებთ საშვილიშვილოდ გაკეთდეს!--Surprizi განხილვაწვლილი 10:16, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
წლების კატეგორიების შეცვლა არ იქნება რთული. ერთადერთი ახალშექმნილ კატეგორიებზე ინტერვიკებს ვერ ჩავამატებ ამჟამად, თუმცა მაგასაც მივხედავ მოგვიანებით.--Tornike 10:24, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:ათწლეულებიც უნდა ჩავუსვა ყველას თუ მხოლოდ საუკუნის კატეგორიაც საკმარისია?--Tornike 10:27, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
ანუ „ახალი წესების“ შესაბამისად: "კატეგორია:"იქს-დონის დრო""-ს უნდა ჰქონდეს კატეგორიები როგორც "ზედა-დონის დროის კატეგორია ისევე მისი სახელობის კატეგორიაც. ინგლისურში ცდილობენ მარა ყველგან არა აქვთ ეგ პრინციპი დაცული. ავიწყდებასავით. პრინციპში იმ ეპოქის დამახასიათებელი კატეგორია თუ იქნება მაგალითად, როგორიცაა საუკუნეებისთვის შუა საუკუნეების კატეგორია, ისიც ისმება.--Surprizi განხილვაწვლილი 12:11, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა მთა[წყაროს რედაქტირება]

მიხეილ თუ შეიძლება განხილვის გარეშე ერთპიროვნულად ნუ შეიტან ცვლილებებს ისეთ ინფოდაფებში რომლებიც მრავალ სტატიაშია გამოყენებული. ახლა იძულებული ვარ მაგ თარგში შენი ცვლილებები გავაუქმო, რადგან მდებარეობის პარამეტრი მხოლოდ ქვეყანას არ ნიშნავს--დათო1010 07:46, 2 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

აღნიშნული ცვლილება აუცილებელია. საკმარისი იყო ბოტის გაშვება და ყველაფერი გასწორდებოდა. ბოტზე მე მივსწერე თორნიკეს--Surprizi განხილვაწვლილი 07:55, 2 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! დროისა და სურვილისამებრ ეგებ ეს სტატიაც გააუმჯობესოთ. - OTOGI Messages 07:39, 24 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

კაი. რომ ვუყურებ ამ სტატიებს მცხვენია! რა დაბალ დონეზე ვტოვებდი მათ.--Surprizi განხილვაწვლილი 07:51, 24 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
არაფერია, უბრალოდ იმ პერიოდში ვიკიპედია სხვა იყო, ახლა სხვაა, სულ ეს არის. - OTOGI Messages 07:59, 24 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]

კოლხური თეთრი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სტატიაში კოლხური თეთრი თქვენი ცვლილებების შემდეგ სქოლიოში წერია: Д.К. Капанадзе и К.В. Голенко, დასახ. ნაშრ. და А.И. Болтунова, დასახ. ნაშრ., გვ. 172. ა. ზოგრაფს კოლხური მონეტების ერთი ნაწილი მაინც ადგილობრივ ხელისუფალთა მიერ მოჭრილად მიაჩნდა – იხ. მისი Находки античных монет в Закавказье, გვ. 38.. რომელ ნაშრომზეა საუბარი? სადაა დასახელებული მათი ნაშრომის სათაური? საინტერესოა რომელ ნაშრომზეა საუბარი? მინდა რუსულ სტატიაში ჩავამატო. --ჯაბა 1977 07:04, 14 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვნახავ და მივუთითებ--Surprizi განხილვაწვლილი 04:16, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

მდაა. მოკლედ ჯერ დაზუსტების პროცესში ვარ არ გადაიტანო.--Surprizi განხილვაწვლილი 05:10, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურაში ბმული მივუთითე და ნახე :) თუ რამე გასასწორებელია შეგიძლია ჩაასწორო. :)--Surprizi განხილვაწვლილი 05:17, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ოკ.მაგრამ Д.К. Капанадзе и К.В. Голенко- ს ნაშრომი მაინტერესებს რომელია. --ჯაბა 1977 14:02, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

Д . Г . Капанадзе и К . В . Голенко , К вопросу о происхождении колхидок , ВДИ , 1947, No 4, გვ . 91--Surprizi განხილვაწვლილი 18:54, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ათწლეულის მოვლენები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მოვლენები სტატიებში აღარ ჩაამატო. პირდაპირ ათწლეულის თარგში დავამატებ და ავტომატურად ყველას დაემატება--Tornike 08:46, 31 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიფიქრე მაგაზე მაგამ სტატიას ვერ გავზრდი. ანუ მე მეორე პრობლემაც მაქვს ესაა მინი სტატიების გაზრდა :(--Surprizi განხილვაწვლილი 08:50, 31 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მაშინ უბრალოდ ქვემოთ მივაწერ ახალ თარგს ყველა სტატიაში.--Tornike 08:52, 31 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
რა არის იცი? ეს ხარახურა ისე აიკინძოს რომ არ იყოს საჭირო ხელით წლების ცვლილება. ანუ ხარახურამ უნდა გაიგოს "X-იანი წელი" როგორც "X" წელი და თვითონ მიამატოს და გამოაკლოს რაც საჭიროა. ისე რომ ეს ნაღლაბუცევი დარჩეს რომ ზომა გვაზარდოთ. ვაფშე მერე კიდევ რამეს მოვჩხრიკავ და მინდა რომ მინიმალური 5000 ბაიტი იყოს. ახლა ამ ეტაპზე ამას დავჯერდეთ :)--Surprizi განხილვაწვლილი 08:56, 31 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! როგორც ვხედავ, ქრისტიანულ რელიგიაში კარგად ერკვევი, და ხომ არ იცი, Греко-Католицизм ქართულად სწორად როგორ იქნება? წინასწარ დიდი მადლობა. ვიღიმიUndDerDie 18:45, 26 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

მამაოს ვკითხე და მითხრა "ბიზანტიური წესის კათოლიკენი"-ო--Surprizi განხილვაწვლილი 18:59, 26 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

რამოდენიმე → რამდენიმე[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს, მიშა. შენს სტატიებში შევნიშნე, რომ იყენებ სიტყვას „რამოდენიმე“, რაც შეცდომაა. გთხოვ, გაითვალისწინო :) — Mikheil მიწერა 16:15, 27 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კეთილი--Surprizi განხილვაწვლილი 19:00, 27 სექტემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა იხ. გიორგი ჟურული — თუ არ არის მრავალმნიშვნელოვანის თარგი შექმნილი არ არის მისი ჩასმა სტატიაში.--ცანგალა () 12:36, 16 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

Share your experience and feedback as a Wikimedian in this global survey[წყაროს რედაქტირება]

  1. This survey is primarily meant to get feedback on the Wikimedia Foundation's current work, not long-term strategy.
  2. Legal stuff: No purchase necessary. Must be the age of majority to participate. Sponsored by the Wikimedia Foundation located at 149 New Montgomery, San Francisco, CA, USA, 94105. Ends January 31, 2017. Void where prohibited. Click here for contest rules.

გამარჯობა!. უმჯობესია ეს ფაილი კომონზზე ატვირთოთ იმის გათვალისწინებითაც, რომ ავტორი თქვენ ხართ. გამოუყენებელ ფაილებს ლოკალურად ნუ ტვირთავთ, ისინი წაიშლება. - OTOGI Messages 14:05, 15 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ოთოჯი.--Surprizi განხილვაწვლილი 04:45, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

სავარაუდოდ ვიღაცა ახალბედამ არასწორედ დაარედაქტირა და ამოვარდა ფოტო სტატიიდან.--Surprizi განხილვაწვლილი 05:15, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

შაჰ-ისმაილის მეჩეთზე[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს მიშა, ეს მეჩეთი მოქმედია? — Mehman 97 18:23, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა დაანგრიეს მაპატიე თარგი დავაკოპირე :(--Surprizi განხილვაწვლილი 18:25, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. — Mehman 97 18:56, 16 თებერვალი 2017 (UTC)[უპასუხე]

Your feedback matters: Final reminder to take the global Wikimedia survey[წყაროს რედაქტირება]

(Sorry for writing in English)

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები[წყაროს რედაქტირება]

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:მრავალმნიშვნელოვნება ცანგალა 18:51, 24 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! თქვენ გწერთ, რამეთუ აქტიურად მუშაობდით თარგზე {{წელი}}. ამ სტატიაში (ქრისტეს შობიდან - გასწვრივ) ისეთი აბრევიატურაა, რომელიც აზრს, რომც შეიცავდეს არის ამოსაღები, ვინაიდან ორმაგად გამაღიზიანებელია პირადად ჩემთვის როგორც მკითხველისთვის. რისი გაკეთება შეიძლება ?. - OTOGI Messages 15:56, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში ეგ ზედმეტი ინფორმაციაა და ზოგადად ნაკლებ მნიშვნეოვანი. მე ვთვლი რომ უნდა ამოვიღოთ, ზედმეტად გრუზავს თარგს. ამის გარდა ეგ ქორონიკონის თემა ბოლომდე გარკვეული არაა რამეთუ ჰქონდა სხვა პერიოდი და არ ემთხვეოდა იულიუსის თუ გრიგორიანულ კალენდარის დაწყება დასასრულს. მოკლედ ამოვიღებ!--Surprizi განხილვაწვლილი 04:28, 1 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

თარგიდან ზედმეტი ინფო ამოვიღე და შესაბამისად "უხერხული" ბდგომარეობაც გასწორდა!--Surprizi განხილვაწვლილი 04:38, 1 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა!. - OTOGI Messages 16:57, 1 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გაუ, რატომ წაიშალა ტექსტი? რა არ მოგეწონა?--ცანგალა 17:11, 5 მაისი 2017 (UTC) გაუ. წიგნი ვიყიდე და არის ინფორმაციები რომლებიც ზოგი მეორდება და ზოგი ოდნავ განსხვავებულად წერია, ზოგიც ვრცლად. ვთვლი რომ აქ უფრო ვრცლადაა დაწერილი. ისე არ დამისრულებია და თუ გინდა ბოლოს მკითხე ისევ :)--Surprizi განხილვაწვლილი 17:16, 5 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაშინ თარგი ჩასვი, რომ ამუშავებ და როდესაც თარგს ამოიღებ მერე შეგეკითხები ვიღიმი ცანგალა 17:33, 5 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
აი ესწიგნი ვიყიდე. ხოდა ამის მიხედვით დავარედაქტირე. რაც ეწერა ეს უფრო ვრცელი და უფრო ზუსტი მეჩვენა, ტან 2013 წელსაა გამოცემული და ვიფიქრე რომ ეგრე ჯობდა.Surprizi განხილვაწვლილი 17:39, 5 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გუუდ. დარბაზში ვერ დაგინახე. მერე ლიტერატურაში მიუთითე. ცანგალა 17:44, 5 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:40, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

საბავშვო ენციკლოპედია[წყაროს რედაქტირება]

მიხეილს გაუმარჯოს! ვნახე წიგნი (მხედველობაში მაქვს რაც გამომიგზავნე). წიგნი კარგია, მაგრამ ერთი დიდი მინუსი აქვს. კონკრეტულად ის, რომ იგი ალბათ მინიმუმ 30 წლის წინანდელია და იქ მოყვანილი მონაცემები უკვე საკმაოდ მოძველებულია. მხედველობაში მაქვს მოსახლეობის რაოდენობა, ქვეყნების ხელმძღვანელობა, ქვეყნების პოლიტიკური მოწყობა, ქვეყნების პოლიტიკური ორიენტაცია, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა. ამასთან ეს წიგნი ისეთ პერიოდშია გამოცემული, რომ დიდად სავარაუდოდ ის გაჯერებული იქნება იმ პერიოდისათვის არსებული საბჭოთა პროპაგანდით. ყოველივე ამ მიზეზების გამო მისი ვიკიპედიაში წყაროდ გამოყენება რამდენად მიზანშეწონილი იქნება ვერ გეტყვი. აი ასეთივე წიგნი რომ დღეს გამოცემულიყო (თუნდაც საბავშვო) კარგი იქნებოდა მთელი ჩვენი მოსახლეობისთვის (მარტო ვიკიპედია არა მაქვს მხედველობაში). ადრე სსრკ-ში პერიოდულად გამოიცემოდა СТРАНЫ МИРА (დიდებისათვის), რომელშიც მოყვანილი იყო მსოფლიოს ყველა ქვეყნების და კოლონიების აღწერა და მიმოხილვა. მე მაქვს სულ ბოლო, 1989 წლის გამოცემა, რომელიც საკმაოდ კარგია და თითქმის ყველაფერია აღწერილი მაგრამ რათ გინდა, რაც იქ ბოლშევიკური პროპაგანდაა იოსებ სტალინს და ლავრენტი ბერიას შეშურდებოდა.— GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:55, 5 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თარგი:გადამისამართება[წყაროს რედაქტირება]

სალამი. ამას ხომ არ ეძებდი შემთხვევით? თარგი:გადამისამართება. ინტერვიკი არ აქვს და მეც ძლივს ვიპოვე (ერთ-ერთი მუსიკალური ალბომის სტატიიდან მახსოვდა) --Abandoner განხილვაწვლილი 14:51, 19 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ამასაც დავამატებ!--Surprizi განხილვაწვლილი 03:17, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დააჭირეთ აქ --Mehman 97 22:56, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ამ ფაილს მგონი რაღაც შეცდომები აქვს. მე მაქვს სხვა ცხრილი (კერძოდ აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი დღეებიცაა იქ) --გიო ოქრო 17:12, 12 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი სიამოვნებით ჩავასწორებ თუ რამით გაამყარებ შენს სიტყვებს! არ დაგავიწყდეს რომ შენს მიერ მოწოდებული თარიღი ფორმულით გამოთვლადი უნდა იყოს!--Surprizi განხილვაწვლილი 02:07, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ვფიქრობ ყველაფერი სწორეა, უბრალოდ თქვენს მიერ ნახსენები მაისის თარიღები ესაა აღდგომის დღეები ახალი სტილით. ძველი სტილით კი თუ არ ვსცთები აღდგომა მაისში არ გადადის.--Surprizi განხილვაწვლილი 02:29, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
თარიღები შეგიძლიათ აქ გადამოწმოთ.--Surprizi განხილვაწვლილი 02:31, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ხომ არ ჯობია ახალი სტილის ცხრილი დავდოთ? --გიო ოქრო 04:56, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
აზრი? შენ გგონია ცხრილით ვინმე სარგებლობს ან ისარგებლებს? ანუ ეს ცხრილი რომ გამოიყენო, უნდა ადგე და წელი უნდა გაყო რიცხვზე და იქ ნაშთები და მთელი ტრუმპაცუმპები ითვალო! დრესდღეობით ეს ცხრილი როგორც ძველი ისე ახალი სტილით არაა გამოყენებადი. უბრალოდ ჩვენი ვიკიპედიაა მდიდარი ინფორმატიულობით. ანუ ვინც ამ ცხრილს გამოიყენებს მას კარგად ექნება გააზრებული თუ რას ითვლის და რატომ. ზოგადად აღდგომა ძველ სტილზეა აწყობილი და რავიცი არამგონია მთლად მისარები იყოს. ვფიქრობ რომ დარჩეს ესეთი ფორმით არც არაფერი დაშავდება და არც არაფერი აშენდება!--Surprizi განხილვაწვლილი 05:05, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
აღდგომას ძველი სტილით ხომ არ აღნიშნავენ? ჩვეულებრივი ადამიანები ახალ სტილს იყენებენ და ძველი სტილის გამოთვლა რა საჭიროა?--გიო ოქრო 05:12, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ამ ცხრილს თავისი ისტორია აქვს. ეს ჩემი დახაზული და მოგონილი არაა. ზოგადად მართლმადიდებლურ წიაღში ეს დრე იულიური კალენდრით ითვლება და ვფიქრობ ჩვენ არ გვაქვს უფლება მართლმადიდებლებს მოვუგონოთ ახალი ცხრილი! თუ ვინმეს აქვს სურვილი დადგეს და ამ ცხრილიდან გამოითვალოს ახალი სტილით რამდენი იქნება! ისევ და ისევ გიმეორებ რომ არავინ არ ითვლის ამ მეთოდით! ესაა ძველი მეთოდი და მისი სიძველე რა ფორმიტაც იყო იმ ფორმით დარჩეს ჯობია.--Surprizi განხილვაწვლილი 05:16, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
თუ მილიონში ერთს მაინც მოუნდება გამოთვლა დარწმუნებული ვარ 100%-ით ახლით გამოითვლის და რათ უნდა გამოთვალო ჯერ ძველით და შემდეგ ახალში გადაიყვანო?!--გიო ოქრო 05:20, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ის ვინც ამ მეთოდით დაიწყებს დღის დათვლას ის უკვე გადის სხვა კატეგორიაში. მას რიგითი გამვლელი კი არა და საეკლესიო ცხოვრებით დაინტერესებული პირი გამოიყენებს და იქ ეს დათვლა გადმოთვლა მიღებულია.ტყუილად მეკამათები. შენ თუ გინდა შეცვლა შეცვალე! ეს ფოტო აქედან ამოღების შემდეგ წაშლის კანდიდატურა გახდება და წაშლიან! შესაბამისად მომავალი გვიჩვენებს! თუ მომავალმა მომხმარებლებმა მოინდომეს და გააპროტესსტეს შენი ცხრილი მერე იმას ამოაგდებენ. რას იზევ ესეთია ცხოვრების წრებრუნვა. აწი როგორც თვლი ისე მოიქეცი. მე აღარ შეგეწინააღმდეგები!--Surprizi განხილვაწვლილი 05:24, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეხლა გადავხედე იმ სტატიას სადაც ეს ფაილია და მთელი კალკულიაციები რაც მანამდე უძღვის ყველაფერი ანგარიში მიმდინარეობს ძველი სტილის ტარიღის დასათვლელად. ზოგადად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამოსავალ წერტილს ძველ სტილს იყენებს დ ამერე იქედან საზოგადოებისათვის გამოყავს ახალი სტილი. მაგალითად ქართველი მართლმადიდებლები ზეიმობენ ძველით 25 დეკემბერს შობას ხოლო საბერძნეთში ახლით 25 დეკემბერს. ამიტომ თუ ვინმე ცხრილს შეცვლის მაშინ ანალოგიური პრეტენზია უნდა გაუჩნდეს სტატიაში მოტანილი სხვა ციფრების გადასაფერადებლად. ხოდა აბა რა გითხრა მე მაგას ვერ გავაკეთებ რადგანაც თუ მართლმადიდებლებზე ვწერთ უნდა დავწეროთ ის ისე როგორც მათ ეს წარმოუდგენიათ და როგორც ისინი აღიქვავენ სამყაროს. შესაბამისად ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მოქმედებს ჯერ კიდევ ძველი სტილით! ეს კაია, ცუდი თუ ისე რა, ეს ესეა. სხვა რელიგიური მიმდინარეობები სხვანაირად ფიქრობენ და ასე შემდეგ.--Surprizi განხილვაწვლილი 06:53, 13 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თუ იცი, გთხოვ „დამილინკო“ წალენჯიხის ან ჩხოროწყუს (მუნიციპალიტეტების) ტოპოგრაფიული რუკა. ან სულაც სამეგრელოსი. მადლობა გიო ოქრო 19:28, 27 სექტემბერი 2017 (UTC) დამიკონკრეტე წელი და მასშტაბი!-Surprizi განხილვაწვლილი 06:38, 30 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ნებისმიერი წელი, მასშტაბი მსხვილი (თუ მუნიციპალიტეტებისაა). გიო ოქრო 15:46, 30 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ამით დაიწყე.--Surprizi განხილვაწვლილი 15:50, 30 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. Paint-ის ლოგოს ავტორი 70 წლის გარდაცვლილი არ არის, შესაბამისად, არც ლიცენზია იყო სწორი. გარდა ამისა, მომავლისთვის, არის კარგი თარგი - თარგი:ლოგო - მარტივად ივსება, მინიმალური ველებია. არ არის აუცილებელი აქ დამატებითი ლიცენზია --Abandoner განხილვაწვლილი 12:15, 30 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქლუხორის რაიონი[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს მიშა. ახლა ასეთი პატარა (თუ დიდი) პრობლემა გვაქვს, არ ვიცი საიდან შემოიტანე შენ ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია, მაგრამ ფეისბუკზე მწერს ადამიანი სახელად სიმონ კილაძე და ამბობს ეს ჩემი სტატიაა და რატომ საავტორო უფლებებს არღვევთ. მეც ავიღე და შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ კაცი მართალია (აგერ დასტური), შესაბამისად, სანამ ამოვიღებ ამ ინფორმაციას, მოგწერე შენ, რომ გამარკვიო რაშია საქმე. ველი შენ პასუხს და ამის მერე ვიმოქმედებ. --Mehman 97 15:09, 1 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

იგივე ვითარებაა ახალხევთან მიმართებაშიც, ამიტომ გამოსავალი ერთია, გადააკეთებ სტატიას და სხვა წყაროებს მიუთითებ, რომელიც პასუხობს ინფორმაციას. --Mehman 97 15:11, 1 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ქლუხორის რაიონის ძირითადი ნაწილი საბჭოტა ჟურნალიდანაა. რარაცა ნაწილი ინტერნეტ სივრციდან ავიღე. თუ რამის ამორებას ან დაკორექტირებას ჩათვლიტ საჭიროთ შეგიძლიათ იმოქმდოთ სესაბამისად. მე ინტერნეტ საიტიდან ტითქოს შინაარსი ამოვიღე, საგაზეთო ტუ რამე სხვა ტიპის ინფორმაცია კი უცვლელად დავტოვე. თუ რამე გადავაჭარბე შეგიძლიათ დააკორექტიროტ.--Surprizi განხილვაწვლილი 15:15, 1 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მეხმან ძვირფასო, ეგ საიტი რაც შენ მიუთითე ეგ სტატიაშიც ეწერა ისედაც. ანუ სტატია შედგენილია იმ მეთოდით რომ წყაროდ დამოწმებული მაქვს ინტერნეტ გვერდი. მოდი ეხლა ჩავიხედოთ რა წერია მაგ სტატიში! სტატიის ბოლოს წერია შემდეგი — მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება. ინტერნეტ გვერდი მიტიტებულია, ციტირება უცვლელი დავტოვე იმ დოკ მასალის რაც სიმონ კილაძის დაწერილიაც არაა. ამიტომ მე ვერ ვხვდები რა უფლების დარღვევაძეა საუბარი! თუ უნდა შეგვიძლია მაგ კაცის სახელი და გვარი იმ ინტერნეტ გვერდის გარდა ვიკიპედიაშიც მივაწეროტ, დანარჩენი ვერ ვხვდები რაშია უფლების დარღვევა. საიტი როგორც იტხოვდა უფლების დაცვას მე ის დავიცავი და მეტი არ ვიცი.--Surprizi განხილვაწვლილი 15:25, 1 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მით უკეთესი, საკითხი მოგვარებულია ამ შემთხვევაში. --Mehman 97 15:41, 1 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი[წყაროს რედაქტირება]

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი— დაბადების ორი თარიღი? სხვა ენებში მხოლოდ ერთია.-- ცანგალა 21:50, 14 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ლევ ლოპატინსკი[წყაროს რედაქტირება]

ლევ ლოპატინსკი — დაბადების თარიღი ძველი სტილი გავაუქმე და ახალი სტილი ჩავსვი. -- ცანგალა 21:52, 18 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

კარლ აგარდი — ორი თარიღი საიდან? წყარო არსებობს?-- ცანგალა 18:22, 28 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ყველაფერი გაირკვა.-- ცანგალა 18:41, 28 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი[წყაროს რედაქტირება]

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი — ორი დაბადების თარიღი საიდან?-- ცანგალა 21:00, 4 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეგ თარგში როცა რამე გამოკვეხილი, ვიკიდატადან მოაქვს. მე არაფერ შუაში არა ვარ!Surprizi განხილვაწვლილი 08:35, 5 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

გიორგი თავამაიშვილი[წყაროს რედაქტირება]

გიორგი თავამაიშვილი — რესურსები ინტერნეტში გადადის სხვა პიროვნებაზე. შამილიშვილზე.-- ცანგალა 19:52, 20 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ა, ეგ ზოგადად მინისტრის გვერდია და ახალი და ახალი მინისტრების სახელები იწერება. თავის დროზე დავაკოპირე ინფო. ანუ გამოდის რომ ეხლა ინფო წყაროს გარეშეა.--Surprizi განხილვაწვლილი 06:50, 21 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
თუ ყოფილი მინისტრია, რომელ წლებში იყო. სტატიაში წერია 2012 წლიდან...-- ცანგალა 09:02, 21 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]
როცა მინისტრი იყო ეს მაშინ დაიწერა. აი როდის მოხსნეს ეგ გასარკვევია.--Surprizi განხილვაწვლილი 13:59, 21 თებერვალი 2018 (UTC)[უპასუხე]

ანზორ გომართელი[წყაროს რედაქტირება]

ანზორ გომართელი — ლიტერატურა სწორი არ არის. გომართელი ქსე-ეს მესამე ტომია, ხოლო ანზორი არ წერია.--ცანგალა 14:13, 10 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში — როგორც მომხმარებელმა შენი აზრი დააფიქსირე.--ცანგალა 20:01, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

სერგეი შერემეტევი[წყაროს რედაქტირება]

სერგეი შერემეტევი — ქართულში კტ არ იწერება ქტ სანქტ-, გალაქტიკა . მხოლოდ გალაკტიონი — გამონაკლისია.--ცანგალა 08:53, 21 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

არჩილ გულისაშვილი[წყაროს რედაქტირება]

არჩილ გულისაშვილი — ლიტერატურა, რომელიც ამ სტატიაში არის მითითებული, მრავალ სტატიაშია. გთხოვ მიუთითო გვერდიც.--ცანგალა 16:01, 30 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდრე ვაჩეიშვილი — იგივე პრობლემა.--ცანგალა 16:36, 30 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]
შალვა მაყაშვილი — იგივე პრობლემა. --ცანგალა 07:32, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
ლილე კილაძე — იგივე პრობლემა. --ცანგალა 10:43, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
ლევან ჯაფარიძე — იგივე პრობლემა. --ცანგალა 10:49, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
გიორგი რცხილაძე — იგივე პრობლემა. --ცანგალა 13:28, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლია არ გააგრძელო )) ის წიგნი უნდა ავიღო და გვერდები მივუთითო, სია ძაან გრძელია აქ შეიძლება არ დაგეტიოს.--Surprizi განხილვაწვლილი 16:45, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისე თარგი გააკეთე როგორც თარგი:ქსე და თარგი:ქე და გაგიადვილდება.--ცანგალა 18:01, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
არა ეს ერთი წიგნი იყო და არ ღირს ერთ წიგნზე თარგის ჩალიჩი. თუმცა ამ ერთმა წიგნა ბევრი კაი სტატია აჩუქა ვიკის!--Surprizi განხილვაწვლილი 18:31, 4 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

გრიგოლ გაგარინი[წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ გაგარინი— სტატიამ შემოგითვალა წყარო მაკლიაო.--ცანგალა 16:15, 23 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: შემთხვევით წავაწყდი და გული შემიღონდა ასე უპატრონოდ რო იყო მიგდებული :(( დავაცხრი და რა გინდა სულო და გულო! სულ წყაროებით, ლიტერატურით, რესურსებით და გალერეებით დავხუნძლე. გაკეთდა Gobrona განხილვაწვლილი 12:32, 22 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:48, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

„ვიკის უყვარს დედამიწა 2018“-ის ვიკიორდენი
ძვირფასო მიხეილ! მადლობა შენი წვლილისთვის, რაც პროექტ „ვიკის უყვარს დედამიწა 2018“-ის მიმდინარეობისას შეიტანე. შენი წვლილი ამ პროექტის ფარგლებში, უაღრესად მნიშვნელოვანია ვიკიმოძრაობისთვის. დამსახურებულად განიჭებ ამ ვიკიორდენს. მადლობა — Mehman 97 14:23, 23 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდრე ხეთაგური[წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ხეთაგური — შენს მიერ მითითებულ წყარო არ იძებნება და ამოვიღე. რომელ წლებში იყო მინისტრი? დანიშვნა წერია მხოლოდ. --ცანგალა 20:19, 25 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ოკ--Surprizi განხილვაწვლილი 20:20, 25 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ხოსე კარლოს მარიატეგი[წყაროს რედაქტირება]

ხოსე კარლოს მარიატეგი — კატეგორიებში თვე და რიცხვსაც ვწერთ. მადლობა.--ცანგალა 10:09, 30 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, გავითვალისწინებ.--Surprizi განხილვაწვლილი 10:16, 30 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

რალფ აბერკრომბი[წყაროს რედაქტირება]

რალფ აბერკრომბი — კატეგორიები ნუ გავიწყდება. ინფოდაფა მისახედია — პრობლემა აქვს.--ცანგალა 08:33, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეს ის დროა სიცრუეში რომ ვცხოვრობდი და მერე შენ რომ გზა გამინათე.... ((--Surprizi განხილვაწვლილი 09:07, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ინფოდაფის ამოღებით მორჩა პრობლემა და ამას უძახი გზის განათებას. მაშინ სიცრუე რაღა იქნებოდა.--ცანგალა 09:23, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
არც ვიცი რა გიპასუხო ((--Surprizi განხილვაწვლილი 09:27, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-ზუბაირი, მუსა ქიაზიმ ყარაბექირი და სხვ. მრავალი. ვიკიმონაცემების ელემენტებზე რომ დაეტოვათ (რომელიც შენ შეიტანე თარგში) უმჯობესი იქნებოდა. გიო ოქრო 09:33, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ააა ეხლა მივხვდი! ამოვშლი ყველადან მაგ თარგებს.--Surprizi განხილვაწვლილი 09:36, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
რატომ გააუქქმეს შენი შეტანილი რედაქტირებები? გიო ოქრო 09:37, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
რა ვიცი. ჩემი საქმე მუშაობაა. ჩემი მოკრძალებული აზრით ვიკი სრულადაა გადასაყვანი ვიკიმონაცემებზე. ქართული ვიკი უმაგისოდ ძალიან ჩამორჩება. იმედია ოდესმე ამ დიად საქმეს ვინმე მოკიდებს ხელს და მიიყვანს ბოლომდე!--Surprizi განხილვაწვლილი 09:43, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნეოანთროპი — HotCat-ით რომ კატეგორია დაამატე და „Ე“ ნიშანი დაწერა, Google Chrome-ს ხომ არ იყენებ. გუშინ მსგავსი შემთხვევა მეც მომივიდა და მგონი ბრაუზერის ბრალია. გიო ოქრო 10:05, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კი ქრომიდან ვარ. ჰმმ ესეიგი მოზილაზე გადავალ. მადლობა--Surprizi განხილვაწვლილი 10:27, 24 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გ. კალანდია, „მხატვრები და თბილისი“ 2013[წყაროს რედაქტირება]

გ. კალანდია, „მხატვრები და თბილისი“ 2013 — იმედია ეს წიგნიც გადააგდე?--ცანგალა 07:16, 25 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

არ მახსოვს. ან სახლში მაქვს ამ ბიბლიოთეკას მივეცი ან...--Surprizi განხილვაწვლილი 07:18, 25 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
იოსებ სუმბათაშვილი — ან ... თუ არ გაქვს გაკეთებული, იქნებ გვ.მიუთითო. მადლობა.--ცანგალა 07:23, 25 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დავძებნი. იმედია სახლში მაქვს. სავარაუდოდ თუ არ მაქვს ბიბლიოთეკას მივცემდი, რამეთუ თავად კალანდიას ნაჩუქარი იყო.--Surprizi განხილვაწვლილი 07:25, 25 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. კიდევ თუ გაქვ[თ] პრობლემები ამ გაჯეტთან, მოზილა სცადე[თ], პირადად ჩემთან მუშაობს. -- UndDerDie 12:09, 26 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

იყოს არაა პრობლემა. მადლობა!--Surprizi განხილვაწვლილი 12:13, 26 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გავიგე მეტაზე დაგიწერია. ისიც დაამატე, რომ ეს ცუდი ტონი გქონია, როგორც ეს ადმინმა აღნიშნა (იხ. ვიკიპედია:ადმინისტრატორების არჩევნები/UndDerDie). ორი მომხმარებელი, რომ დაბლოკილი ვიყავით არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ მიგვეღო ის რატომ არ ჩაწერე. მადლობა ადმინს, რომ დაბლოკილი ვიყავი თორემ ხმა ხომ უნდა მომეცა. ისე ხმა როგორ მივცე მომხმარებელს, რომელიც წიგნს ნაგავში აგდებს (ერთი ლარი ღირდაო) წიგნის გამოყენების შემდეგ. ახლა ალბათ მოდის დრო, როდესაც ვნანობ აფხაზურ ვიკის ადმინობაზე, რომ მოგეცი ხმა. Surprizi, ვიკის უჭირს, მაგრამ ესეც გამოსწორდება. მე მჯერა ამისი. დიქტატორული რეჟიმიც არ იქნება. შენ კი დიქტატორული გინდოდა უფრო(„რომ შევთავაზე საზოგადოებას ა ბატონო მე მომეცით ხმა მეთქი და კანონს გავამკაცრებ ყველას მიმართ მეთქი საერთოდ ბუზი რო ბუზია ისიც კი გაქრა.“) „რადგანაც ამათ ცვლილებები არ უნდათ ესეიგი არც სჭირდებათქო“ — ამათ ვის გულისხმობ? მე? თუ ადმინებს, რომლებმაც ხმა არ მოგცეს. „რაც შეეხება ამჟამინდელ სამ ადმინს ვფიქრობ რომ ისინი კარგად ემსახურებიან საქართველოს და თუ რამეა და არ მოგვეწონება მივუთითებთ და ვუთითებთ კიდეც.“ — ემსახურებიან საქართველოს, რას ნიშნავს ჯარში არიან? წარმატებები.--ცანგალა 06:33, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამიხსენი ცანგალა, რატომ მწერ? რითი გაუმჯობესდა შენი ტექსტის შემდეგ ვიკიპედია? მოდი გააგრძელე მუშაობა. „მეტი მუშაობა - ნაკლები საუბარი“!--Surprizi განხილვაწვლილი 07:40, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
Wunderkind-ი ვარ. ყველაფერს ვასწრებ. --ცანგალა 08:53, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მაგიტომაც მიყვარხარ! მაშინ შევეცდები ბევრი კითხვა დაგებადოს რადგანაც ასწრებ--Surprizi განხილვაწვლილი 09:02, 2 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირების თარგი[წყაროს რედაქტირება]

მიშა, ამ სტატიას მიხედე რა, შენ ხომ ამ საქმის მხეცი ხარ? :) --ჯაბა 1977 16:37, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ხო, მივიყვან რაღაცა დონემდე. საკმაოდ დიდტანიანი აღმოჩნდა ეგ თემა.-Surprizi განხილვაწვლილი 22:28, 9 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

არქეული ეონი[წყაროს რედაქტირება]

არქეული ეონი — ქსე არ არის მისი ლიტერატურა. იქ სხვა სახელითაც კი წერია. გიო ოქრო 12:13, 20 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, გადავხედავ რა მიზეზით მივუწერე ქსე.-Surprizi განხილვაწვლილი 13:59, 20 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გიო ოქრო, შენ შეგიძლია, ეონიზე ნახო ქსეში რა წერია?--Surprizi განხილვაწვლილი 04:42, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
კი. ვნახავ და დავამატებ (სახლში რომ მივალ). გიო ოქრო 08:47, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე!--Surprizi განხილვაწვლილი 08:48, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
მარტო ქსე-ის ინფორმაცია დავტოვე, „უწყარო“ ინფორმაცია მთლიანად ამოვიღე. გიო ოქრო 13:37, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი.--Surprizi განხილვაწვლილი 17:53, 21 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნინო ორბელიანი[წყაროს რედაქტირება]

ნინო ორბელიანი — თხოვნა მექნება, რომ ბიოგრაფიებში ჩაწერო აგრეთვე კატეგორიები დაბადებისა და გარდაცვალების თვე დარიცხვის. უკვე მრავალჯერ შემხვდა.--ცანგალა 15:41, 25 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ნინო ორბელიანი ეს ადრე შექმნილი სტატიაა. მე ახალს როცა ვქმნი იქ ვუთითებ. კარგი იქნება თუ ვინმე არსებულ ბიოგრაფიებს ჩაუჯდება და იმუშავებს კატეგორიების დამატებაზე.-Surprizi განხილვაწვლილი 03:01, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994[წყაროს რედაქტირება]

ყველგან მივუთითე გვერდები (იმედია არ გამომრჩა). იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში თქვენს მიერ ჩაწერილ ლიტერატურაში მითითებული იქნება გვერდებიც. წარმატებები.--ცანგალა 09:39, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:კარიული ასოები[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:კარიული ასოები — ენათშორისი ბმულები? (კატეგორიასაც და სტატიებსაც). გიო ოქრო 16:32, 22 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, მაგრამ ქართული ვიკიპედია ამ შემთხვევაში ერთადერთია რომელშიც ამ ასოებზე სტატია გაიხსნა. შესაბამისად ამ კარიული ასოების კატეგორიაზეც არაა უცხოენაზე კატეგორია. თუ ვცდები მიმითითეთ. მე ჩემი მხრიდან ვთვლი რომ ყველა გრაფემაზე უნდა გაიხსნას სტატია და არ უნდა ველოდოთ ინგლისურში ან რუსულში როდის გაიხსნება პირველი.--Surprizi განხილვაწვლილი 17:00, 22 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ააა... გასაგებია. კარგია, რომ პირველები ვართ. გიო ოქრო 18:02, 22 ნოემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ქიაზიმ აგუმაა[წყაროს რედაქტირება]

ქიაზიმ აგუმაა — 2018 წლის დაწერილი სტატიაა და უკვე დროა იცოდე, რომ კატეგორიებში მხოლოდ დაბადების და გარდაცვალების წლებს კი არ ვწერთ, არამედ დაბადებისა და გარდაცვალების თვე და რიცხვს. --ცანგალა 21:35, 14 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

მართალი ბრძანდები! მომავალში მიმითითე და მე დავამატებ თუ მაგდაგვარს ექნება ადგილი.--Surprizi განხილვაწვლილი 07:07, 15 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

აბდალი (ტომი)[წყაროს რედაქტირება]

ღამე მშვიდობისა! წავიკითხე თქვენს მიერ ერთი წლის წინ შექმნილი აბდალი, მივაბი სხვა არსებულ ენებს, რის შედეგადაც ინგლისურ და რუსულ ენებზე წერია, რომ ეს არის პუშტუნური ტომი, რომელსაც ადრე სახელად აბდალი ერქვა, 1747 წლის შემდეგ კი დურანი. თქვენ საპირისპირო გიწერიათ (ალბათ მექანიკური შეცდომაა, ან მე ვცდები). მეორე ის, რომ ავღანეთი, როგორც ბელგია და შვეიცარია სხვადასხვა ისტორიული მოვლენების შედეგადაა შექმნილი და არა ავტოქტონული ან უმრავლესობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფის სახელის გამო. ხომ არ ჯობდა კატეგორიაში ავღანელი ტომები დაგვეწერა პუშტუნები, ან როგორც ინგლისურში და რუსულშია (მე არც ეთნოგრაფი ვარ და არც ლინგვისტი, უბრალოდ ჩემს მოსაზრებას ვწერ. მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!).GiorgiXIII განხილვაწვლილი 23:42, 28 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

პატივცემულო, იმოქმედეთ თქვენი შეხედულებისამებრ!--Surprizi განხილვაწვლილი 06:49, 29 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
თქვენც ასევე გილოცავთ ახალ წელს! ღმერთი გწყალობდეთ!--Surprizi განხილვაწვლილი 07:00, 29 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]