მომხმარებლის განხილვა:SHOTHA/არქივი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, SHOTHA!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

H.McC. (მომწერეთ) 20:41, 2 იანვარი 2013 (UTC)

თარგი:ინფოდაფა მწერალი[წყაროს რედაქტირება]

თარგი:ინფოდაფა მწერალი - შეცვალეთ ამით თქვენი ინფოდაფა. იგი არ მუშაობს. --H.McC. (მომწერეთ) 09:07, 3 იანვარი 2013 (UTC)

გარდა ამისა - გამოიყენეთ ეს ბრჭყალები - „“ - ჩვენ სხვა «» ბრჭყალებს არ ვიყენებთ. თუ კლავიატურაზე არ გაქვთ, „“ არის რედაქტირების ქვედა პანელში, განყოფილებაში დამატებითი ნიშნები. --H.McC. (მომწერეთ) 09:10, 3 იანვარი 2013 (UTC)

გთხოვთ, წაიკითხოთ დახმარების გვერდი, გამოიყენოთ პირადი სავარჯიშო. თქვენს სტატიას აკლია წყაროები, არ აქვს კატეგორიები. გარდა ამისა, მოკლე სტატია (3 წინადადებაზე ნაკლები) იშლება. --H.McC. (მომწერეთ) 13:13, 3 იანვარი 2013 (UTC)

სექციას ვარქმევთ „რესურსები ინტერნეტში“ - ეს ჩვენი სტანდარტია. --H.McC. (მომწერეთ) 13:22, 3 იანვარი 2013 (UTC)

წესები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ბზუილა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს, სტატია მინიმუმ სამი წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება. — მიხეილ მიწერა 14:50, 3 იანვარი 2013 (UTC)

საერთაშორისო ბმულები[წყაროს რედაქტირება]

  • ვინაიდან ასე გაბედულად და თამამად მუშაობთ და წარმატებითაც, გაეცანით ამას - ვიკიპედია:საერთაშორისო ბმულები. ეს ახსნა სტატიის კოდის სულ ბოლოს დასმული სხვაენოვანი სტატიების შესახებ არის. კარგი იქნება, თუ ჩასვამთ აქაურ სტატიებში ყველას (მათ შორის, ინგლისურსაც), ხოლო ინგლისურში (ან რუსულში) საკმარისია ჩამატება [[ka:სტატიის სათაური]] (ანბანის მიხედვით) და რეზიუმეში (სტატიის რედაქტირებას რეზიუმეს ველი აქვს) დაუწერეთ ka-wiki და საკმარისი იქნება, მიხვდება იქაური მომხმარებელი, რა დაამატეთ. ამის შემდეგ რობოტი ავტომატურად დაივლის და ყველა სხვაენოვან ვიკიპედიაში თავისით დასვამს ქართულის ბმულს.
  • თუ თარგში იყენებთ კლასს hlist, მაშინ სიების სექციაში სია შეგიძლიათ წეროთ ასე:

* სიტყვა
* სიტყვა
* სიტყვა

და იგი ავტომატურად დაეწყობა ერთ ხაზზე ან ხაზებზე. --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 3 იანვარი 2013 (UTC)

ჩემი რჩევაა - შეეცადეთ, ძირითად წყაროდ გამოიყენოთ ინგლისური სტატიები. შესადარებლად მაინც. რუსებს ძალიან ბევრი რამ შეცვლილი აქვთ და ძირითად წყაროდ ინგლისურს ან სხვა ორიგინალს ვიყენებთ (სახელებისათვის). თუნდაც იმ სავარჯიშოს დავხედე, რომელსაც ამჟამად ამუშავებთ. АСТ რუსული გამომცემლობაა. ჩვენთან იწერება უცხოელი გამომცემელი და მეორადი მნიშვნელობა აქვს ეროვნულს. საერთოდ, ეგ სავარჯიშო საჯაროა და შესაძლოა, ვინმე ადგეს და თავად შეიტანოს ცვლილებები ან საერთოდ ამოშალო, ამიტომ გამოიყენეთ პირადი სავარჯიშო, რომელშიც არავინ შეგიძლით.

გარდა ამისა, რომანების სერიისათვის არსებობს ცალკე, მოხერხებული თარგი. შეგიძლიათ დააკოპიროთ აქედან და შეცვალოთ საკუთარი მონაცემებით. --H.McC. (მომწერეთ) 17:36, 3 იანვარი 2013 (UTC)

თარგი[წყაროს რედაქტირება]

სალამი. საერთო სივრცეში თარგები არ იქმნება. თუ გსურთ ცალკე ქვეგვერდის შექმნა, აკეთებთ ასე: მომხმარებელი:ბზუილა/აქ ნებისმიერი სახელი - დახრილი ხაზის შემდეგ შეგიძლიათ ჩასვათ რამე გვერდი და იქ შექმნათ ყველაფერი, ხოლო მთავარ გვერდზე მომხმარებელი:ბზუილა დაამატეთ მომხმარებელი:ბზუილა/ის რაც თქვენ შექმენით და ეს აისახება თქვენს მთავარ გვერდზე. --H.McC. (მომწერეთ) 18:42, 3 იანვარი 2013 (UTC)

რუსული ვიკიპედია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ძირითად წყაროდ ნუ ეყრდნობით რუსულ ვიკიპედიას! ინგლისურსაც გადახედეთ ხოლმე. --მიხეილ მიწერა 12:17, 4 იანვარი 2013 (UTC)

ნავიგაციისათვის არსებობს ბევრი სხვა საშუალება, სტატიის ბოლოს „აცტეკების მითოლოგიაში დაბრუნება“ ვიკიპედიაში არ იწერება. --H.McC. (მომწერეთ) 12:52, 4 იანვარი 2013 (UTC)

ესპანური[წყაროს რედაქტირება]

ესპანური z ქართულში შემოდის როგორც . შესაბამისად — მეოამერიკა. --მიხეილ მიწერა 13:15, 4 იანვარი 2013 (UTC)

პუნქტუაცია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სტატიაში „ვალგა“ გაქვთ ხარვეზები, კერძოდ, იქ, სადაც უნდა გამოგეყენებინათ ტირე (—), გამოყენებული გაქვთ დეფისი (-). მაგალითად:

  1. 2012 წლის დასაწყისში კი - 12539-ს;
  2. 1920 წელს ქალაქი გაიყო ორ ნაწილად - ვალკად და ვალგად.

ორივე შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ ტირე (—). შეგახსენებთ, რომ ტირე (—) გამოიყენება წინადადებაში გამოტოვებული წევრის ნაცვლად, ხოლო დეფისი (-) კი გამოიყენება სიტყვათა დასაკავშირებლად. ასევე, მიაქციეთ ყურადღება სიტყვებსა და სასვენ ნიშნებს შორის ადგილის გამოტოვებას — სიტყვები და სასვენი ნიშნები ერთმანეთსაა მიბმული. გთხოვთ, გაითვალისინეთ ეს მითითება და გამოასწორეთ ხარვეზები. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:56, 4 იანვარი 2013 (UTC)

გავითვალისწინებ :) --ბზუილა განხილვაწვლილი 18:57, 4 იანვარი 2013 (UTC)

მეც მივაწერ - დასახლების ინფოდაფაში ველი აკლდა. ეს ჩავამატე:

|პანორამა = ValgaTownHall.jpg

ამ კონკრეტულ ინფოდაფაში პირდაპირ ფაილის სახელი ჩაწერეთ ხოლმე და აღარ სჭირდება ზომების მითითება --H.McC. (მომწერეთ) 19:26, 4 იანვარი 2013 (UTC)

გადამოწმებადი წყარო[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მიხარია ასე გულმოდგინედ რომ შეუდექით ვიკისაქმიანობას. იმისათვის რომ სტატიამ დააკმაყოფილის ვიკიპედიის მოთხოვნები და შემოწმდეს აუცილებელია ერთი გადამოწმებადი წყარო მაინც ჩაისვას გთხოვთ გადაათვალიეროთ, გირჩევთ იმ ვიკიპედიიდან საიანაც თარგმნით სტატიებს ისე მიუთითოთ ლიტერატურა, ან რესურსები ინტერნეტში როგორც ამ სტატიაში გავაკეთე, ან როგორც ამ სტატიაშია. გმადლობ და წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 11:00, 5 იანვარი 2013 (UTC)

თუ იმ ვიკიპედიაში, საიდანაც ვთარგმნი, არ არის მითითებული წყაროები, ამ შემთხვევაში რა მოვიმოქმედო? --ბზუილა განხილვაწვლილი 11:05, 5 იანვარი 2013 (UTC)

ან უნდა მოიძიო რაიმე ავტორიტეტული წყარო ინტერნეტში და ჩაუსვა, ან ტექსტის თავში ჩასვა {{წყარო}} იხ. თარგი:წყარო. --ჯაბა ლაბაძე 11:49, 5 იანვარი 2013 (UTC)

გასაგებია) კიდევ ერთი კითხვა მაქვს: ფაილი (სურათი) როგორ და საიდან ავტვირთო? აქ როცა გადავდივარ არ მაძლევს ატვირთვის უფლებას
როგორც ვიცი, ახალ მომხმარებლებს რამდენიმე დღე უჭირთ სურათის ატვირთვა. ცოტა მოიცადე და მერე მაგ ბმულს მიჰყევი. წარმატებები. განხილვებში ხელი მოაწერე ხოლმე. :) --ჯაბა ლაბაძე 13:05, 5 იანვარი 2013 (UTC)
სულ მავიწყდება :)) --ბზუილა განხილვაწვლილი 13:06, 5 იანვარი 2013 (UTC)

თარგი:Box[წყაროს რედაქტირება]

მომავალში ყველა ინტერესის თარგი შექმენით სივრცეში თარგი:Box/თქვენი თარგის სახელი . ამ თარგს ამჟამად გადავიტან. --H.McC. (მომწერეთ) 14:12, 5 იანვარი 2013 (UTC)

ბოდიში, მგონი, ვცდები. ვიღიმი მომავალში გავარკვევ, ამჟამად არაფერი გადამაქვს. --H.McC. (მომწერეთ) 14:13, 5 იანვარი 2013 (UTC)

გავარკვიე, პირველი მითითება ძალაში, გადამაქვს. --H.McC. (მომწერეთ) 14:15, 5 იანვარი 2013 (UTC)

შემდეგში ეგრე შევქმნი ვიღიმი --ბზუილა განხილვაწვლილი 14:17, 5 იანვარი 2013 (UTC)

ფოტოები[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. როდესაც რომელიმე ვიკიპედიაში ზის ვიკისაწყობის სურათი, იგი აუცილებლად გადმოიტანეთ ქართულშიც. სტატიებს წყარო მიუთითეთ სქოლიოს სახითაც. --მიხეილ მიწერა 15:36, 5 იანვარი 2013 (UTC)

ინტერვიკი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, როდესაც სტატიაში ინგლისური ინტერვიკი ზის სხვა ინტერვიკს (ამ შემთხვევაში რუსულს) თავად ჩასვამს ბოტი. --ჯაბა ლაბაძე 18:56, 7 იანვარი 2013 (UTC)

ok gavitvaliswineb --ბზუილა [ განხილვა ] 19:01, 7 იანვარი 2013 (UTC)

ინდიელები[წყაროს რედაქტირება]

გაითვალისწინე, რომ ინდური და ინდური (ან ინდიელთა) სულ სხვადასხვა რამეა. გაასწორე სტატიებში. --მიხეილ მიწერა 12:12, 8 იანვარი 2013 (UTC)

ინდიური დავწერო? --ბზუილა [ განხილვა ] 12:17, 8 იანვარი 2013 (UTC)
ინდიური, ინდიელთა ან თუნდაც ადგილობრივი. შენც ხვდები, რომ ინდური სასტიკი შეცდომაა. --მიხეილ მიწერა 12:20, 8 იანვარი 2013 (UTC)

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გილოცავთ, დღეიდან სანდო მომხმარებლის სტატუსი გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი წვლილი ავტომატურად შემოწმებული იქნება. --მიხეილ მიწერა 18:31, 10 იანვარი 2013 (UTC)

ოჰო, არ ველოდი, დიდი მადლობა :) --ბზუილა [ განხილვა ] Wikipedia-logo-v2.svg 18:35, 10 იანვარი 2013 (UTC)
გილოცავთ. თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ცვლილებები ჩასწორებას არ დაექვემდებარება, მაგრამ თქვენი სახით ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი მივიღეთ. წელიწადი კარგად დაიწყო. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 18:44, 10 იანვარი 2013 (UTC)
ვეთანხმები ჰენრის, მშვენივრად მუშაობთ, ასე განაგრძეთ და ჩვენი თანადგომის იმედი გქონდეთ. ეს სტატუსი კი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებთ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 18:45, 10 იანვარი 2013 (UTC)

მიკტლანი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. სტატიაში მიკტლანი (და სხვაგანაც შეძლებისდაგვარად) გაითვალისწინე:

  1. სქოლიო იწერება სტატიის ბოლოში, ამ შემტხვევაში ლიტერატურის შემდეგ.
  2. უცხოენოვან ლიტერატურას არ ვთარგმნით და ორიგინალურ ენაზე გადმოგვაქვს ქართულში, რადგან ეს გააადვილებს მის მოძიებას.
  3. აუცილებელია ლიტერატურას მითიტებული ჰქონდეს გამოცემის ადგილი და წელი.

წარმატებები. --ჯაბა ლაბაძე 15:11, 12 იანვარი 2013 (UTC)

არ ვიცოდი, გავითვალისწინებ ვიღიმი --bzuila Wikipedia-logo-v2.svg 15:15, 12 იანვარი 2013 (UTC)

ინფოდაფა[წყაროს რედაქტირება]

სალამი. სინგლებს და უბრალოდ სიმღერებს სხვადასხვა ინფოდაფები აქვს: თარგი:ინფოდაფა სინგლი და თარგი:ინფოდაფა სიმღერა --H.McC. (მომწერეთ) 20:32, 14 იანვარი 2013 (UTC)

აქ ქართული ვიკიპედიის ლინკი არ ჰქონდა და ვიფიქრე რომ სინგლს ცალკე ინფოდაფა არ გააჩნდა ვიღიმი გმადლობ, გავითვალისწინებ --bzuila Wikipedia-logo-v2.svg 20:34, 14 იანვარი 2013 (UTC)

ხოლმე ეშლებათ. ამიტომ გითხარით ბევრჯერ - შეამოწმეთ ინგლისურშიც. იქ არის. --H.McC. (მომწერეთ) 20:48, 14 იანვარი 2013 (UTC)