მომხმარებლის განხილვა:Rastrelli F/არქივი 7

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომხმარებელ Rastrelli F-ის განხილვის გვერდის არქივი (19.01.2011 - 26.12.2011):

გამარჯობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გილოცავ ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

შემდეგ ასეთი რამ - ხომ არ იცი შემთხვევით, როგორ გამოვასწოროთ თარგი:ინფოდაფა რომანების სერია? სათაურს არ აჩვენებს ინფოდაფის თავში. მაგალითი - ბეჭდების მბრძანებელიBH განხილვაწვლილი 09:36, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაუ, გილოცავ ნათლისღებას! თარგებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ ვნახავ რა შემიძლია ვიღიმი. R. 10:04, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა წინასწარ! — BH განხილვაწვლილი 10:08, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
Tokoko დამეხმარა უკვე. მადლობა მაინც! — BH განხილვაწვლილი 10:15, 19 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. R 10:20, 19 იანვარი 2011 (UTC)

ვაი მე ვიკრიჭები... ოროთახიანი ვაკეში კარგი იყო!!! კარგი, ვახო. შევეცდები ქართულ ვიკიციტატებს კარგი დიზაინი შევუქმნა =) მზად რომ იქნება მოგწერ--თეიმურაზი () 19:37, 24 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვახტანგ თარგი:ინფოდაფა აჯანყება გავასწორე--დავით XXI 20:55, 24 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

შეტყობინება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა რასტრელი, გთხოვ იხ. ეს თემა და გამოთქვი შენი აზრი. მადლობა! – BruTe () 07:17, 4 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვახტანგ, ერთადერთი, ვინც მოთმინებას არ კარგავს და კამათის ბოლომდე ინარჩუნებს სიმშვიდესა და საღ აზრს, ეს შენ ხარ! :) ამიტომ მინდა გკითხო არა კამათის გასაგრძელებლად, არამედ საქმისათვის. სხვებთან კამათი უაზრობად მიმაჩნია, რადგან ყველაფერს პირადულს უკავშირებენ და უკვე აუტანელია, ალბათ მეც და მეორე მხარესაც მართლა ვიკიშვებულება გვჭირდება. არც ჩვენ შორის მედიატორობას გთხოვ, იმიტომ რომ თავადაც იმავე შვებულებაში ხარ :). უბრალოდ მაინტერესებს შენი აზრი თარგი:წყარო–სა და ამის შესახებ. ამ განხილვის გვერდზე ვიზიარებ შენს აზრს აბსოლუტურად. ეს შენიშვნები ვფიქრობ ადვილად მოწესრიგდება. შენი აზრით, ამ ორი თარგის მუშაობა არაა ეფექტური? რატომაა უაზრობა გიორგის ჩასწორება? შეიძლება თვითნებობა მართლაც დავარქვათ (თუმცა მე არ მგონია ასე იყოს), მაგრამ ამ ცვლილების მარტო ამ მიზეზით გაუქმება არ ივარგებს. ეს ორი თარგი ერთად მშვენივრად მუშაობს ჩემი აზრით და ეფექტურად ებრძვის უწყაროობას. აი, ამაზე მაინტერესებს შენი აზრი, თვლი თუ არა, რომ თარგი:წყაროს მითითება გასაუქმებელია, ის გიორგის ცვლილებას მოსაშორებელია და თუკი თვლი, მაშინ მიზეზიც მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვერ ვხვდები რატომ :(.

სულ სხვა საკითხია, ის შეტყობინება უნდა ამოიშალოს თუ არა მიზნის მიღწევის შემდეგ – ეს აბსოლუტურად სხვა, მშვიდად განსახილველი თემაა და ზუსტად მაგას ვგულისხმობდი, როცა თემიდან გადახვევაზე მივუთითებდი. გმადლობ, — დავით პასუხი 18:03, 4 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

დავით, პასუხს მოგვიანებით მოგწერ, ახლა არ მცალია. ;) R. 19:18, 4 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ამ ორი თარგის მუშაობის ეფექტურობის სტატისტიკას უნდა გავეცნოთ და მერე ვიქნებით სამართლიანები ვიმსჯელოთ მის ეფექტურობა/არა ეფექტურობაზე. რაც შეეხება გიორგის ჩასწორებას, მიმაჩნია, რომ სრულიად არასწორია და მიუღებელია, რადგან ვიკიპედიაში ძირითადი ავტორები არ არსებობენ! ხოლო სტატიების წყაროს გარეშე შემოტანის შედარება სურათის (ან ნებისმიერი ფაილის) შემოტანასთან და იმით აპელირება, რომ ულიცენზიო სურათების ავტორებს ვუთითებთ - უბრალოდ სასაცილოა. სურათს ერთი კონკრეტული ავტორი ყავს, ხოლო სტატიას ავტორი არ ყავს, ყავს რედაქტორები! ამიტომ მიმაჩნია, რომ გიორგის ცვლილება, რაც თვითნებობა იყო (მან დამოუკიდებლად გადაწყვიტა ვიკიპოლიტიკის ნაწილი!), უნდა გაუქმდეს, ხოლო თარგი {{წყაროს მითითება}} წაიშალოს. P.S. ბოდიში დაგვიანებული პასუხისთვის, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არსდროს. — Rastrelli F 17:06, 11 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირიქით, მადლობა რომ გვიან მიპასუხე, თორემ მაშინვე რომ გეპასუხა ალბათ ნორმალურად ვერ შევაფასებდი შენს წერილს :). გასაგებია შენი აზრი. მე შევეცდები ავხსნა, რატომ არ მიმაჩნია გიორგის ცვლილებები თვითნებობად.
გიორგიმ ეს თარგი ({{წყაროს მითითება}}) შექმნა 3 სექტემბერს. ამ დროს უკვე დაწყებული იყო წყაროების მითითებაზე ომი! განსაკუთრებით ზოლოკინის მიერ... ზოლოკინი მოითხოვდა წყაროების მითითებას ბევრად ადრე ამ თარგის შექმნამდე. თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ აგვისტოში ერთ ვიკიპედიელთან მქონდა ამაზე საუბარი პირადად. ამით იმის თქმა მინდა, რომ გიორგის ცვლილება და დამატებით გამაფრთხილებელი თარგის შექმნა იყო უკვე მოქმედი ვიკიპოლიტიკის ასახვა თარგებში (ალბათ უკეთესი იქნებოდა, ეს მომხდარიყო ერთობლივი წინასწარი განხილვის შემდეგ, მაგრამ რადგან სტატიის "ძირითად" ავტორს მანამდეც ატყობინებდნენ წყაროს არარსებობას, შეიძლება ითქვას, ეს გიორგის თვითნებობას ამსუბუქებს).
რა მოხდა თარგის შექმნისა და გაკეთებული ცვლილების შემდეგ? გიორგის თარგი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ვიკიმომხმარებელთა განხილვები აჭრელდა! იმდენად აჭრელდა, რომ უკვე შემაწუხებელიც კი გახდა, რამაც გამოიწვია განხილვის გვერდებიდან მათი ამოშლა (თუმცა ამაზა აქ არ გავაგრძელებ...). ამ თარგის პოპულაროას ვერავინ უარყოფს, ყველა იყენებდა, ერთ–ერთი პირველი გამომყენებელი კი სწორედ ჯაბა იყო. ამ პოპულარობით კი იმისი თქმა მინდა, რომ მომავალში თვითნებობად წოდებული გიორგის ქმედება საწყის ეტაპზე ყველასათვის მისაღები აღმოჩნდა. იურიდიულად რომ ვთქვათ, მოხდა შემდგომი მოწონება. შემდგომი მოწონება და წინასწარი თანხმობა სამართლებრივად თანაბარი ძალის მქონეა. აქედან დასკვნა: გიორგის მოქმედება ყველამ მოიწონა, ასრულებდნენ კიდეც და შესაბამისად მას თვითნებობას ვერ დავარქმევთ.
პირველი, ვინც ამ თარგის წინააღმდეგობრივი შინაარსი აღმოაჩინა, შენ იყავი, ეს დეკემბერში მოხდა და ამის მერეც გრძელდებოდა ამ თარგის გამოყენება.
და მერე რა მოხდა? ამოიშალა შემაწუხებლად გამრავლებული თარგები განხილვის გვერდებიდან. ეს შენიშნა სანდრომ და სრულიად უწყინარი წერილი დატოვა ყავახანაში. აი, სწორედ აქ იწყება გიორგის თარგის მონათვლა თვითნებობად ჯაბას მიერ. ეს რომ შენ დაგეწერა, პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ ჯაბა, რომელიც თავად იყენებდა ამ თარგს ხშირად და პრობლემა არ ჰქონია მანამდე, მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა პრობლემები, როცა სანდრომ ყავახანაში დაწერა ის წერილი და ჯაბამ კი, თავისებურად, თავის შეურაცხყოფად მიიღო. და კიდევ, პირადი პრობლემები გიორგიმელასთან აქ გადმოიტანა... ასეთი მომხმარებლისგან ჩემთვის მიუღებელია, როცა მე (და ყველაზე საოცარია, რომ სანდროსაც!) სუბიექტურობას მაბრალებს.
რაც შეეხება ეფექტურობას, სტატისტიკის მოყვანა გაგვიჭირდება, მაგრამ ნებისმიერი ვიკიპედიელი დამეთანხმება, რომ ეფექტურია ნამდვილად. ცანგალას სტატიებში წყაროს მითითება მასიურად დაიწყო და პირადად მეც, შეიძლება ითქვას, ამ თარგმა გამომასწორა :). ადრე წყაროების მითითება არ მიყვარდა... სხვებიც ასე არიან. თუმცა, პრობლემა არსებობს და გამოსავალი ჩემი აზრით იქნება ეს: თარგის შინაარსი შევცვალოთ ისე, რომ ყველასთვის მისაღები იყოს. წინასწარ განხილვა მოვაწყოთ, რათა მერე მსგავსი პრობლემები არ გამეორდეს. ასევე, {{წყაროს მითითება}}–ს დიზაინიც უნდა შეიცვალოს, ალბათ უფრო პატარა ჯობია იყოს, რომ შემაწუხებლად არ გამოიყურებოდეს. თარგმა მუშაობა უნდა გააგრძელოს. მარტო იმიტომ, რომ გიორგიმ თვითნებობა ჩაიდინა, თარგის წაშლა ვერ მოხდება. ჩვენს შორის რომ არ დარჩეს ეს განხილვა, მე ვფიქრობ თარგის სამომავლო ბედზე კენჭისყრა უნდა მოვაწყოთ ყავახანაში. კენჭისყრა იმიტომ, რომ განხილვა რომ დავიწყოთ ალბათ ისევ ვერ ავცდებით პირადულ დაპირისპირებებს. რას იტყვი?
უჰ, რამდენი მიწერია :)) — დავით პასუხი 08:50, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა არგუმენტირებული პასუხისთვის, თუმცა ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ გიორგიმ თვითნებობა არ გამოიჩინა, ზოგადად ეს (ვიკიპედიაში შენიშნული ტენდენციების ატაცება და ერთი ხელისმოსმით გადაჭრა) გიორგის ახასიათებს და ამით კიდევ წავახალისებთ. მოწონების პრინციპით, მეც შემიძლია ეს საკითხი გადავწყვიტო, თან ისე , რომ გიორგის აზრსაც გავითვალისწინებ, მაგრამ ეს არასწორი იქნება და მანამდე არ დაიხურება სანამ ვიკისაზოგადოება არ მივა ერთ აზრამდე - ეს თვალსაჩინოებისთვის, თუ რატომ არ ვიზიარებ მოწონებითობას.
შენ არ მიპასუხე შეტყობინების გაგზავნის ადრესატთან დაკავშირებით - ვინ არის „სტატიის ძირითადი ავტორი“?
თარგის პრეისტორია, რომ გაიხსენე სწორედ იქ ჩანს გიორგის თვითნებობა - როგორც აიტაცა ერთი მომხმარებლის (Zolokin) მიდგომა საერთო ვიკიხმარებად დონემდე. დიახ, სწორედ Zolokin-მა დაიწყო ეს (უწყარო სტატიების მარკირება თარგით) მართლაც კარგი საქმე, თუმცა არასწორი გააზრებით, რაც ძირშივე ეწინააღმდეგება ვიკიპოლიტიკას (მაგ. როდესაც მან მონიშნა სტატია ივან-კუპალა, მე დავწერე, რომ სხვაენოვან განყოფილებებში არის მითითებული უკეთესი წყაროები, შეგიძლიათ ისინი მიუთოთ სანაცვლოდ-მეთქი. მან კი მიპასუხა: არავითარი პრობლემა. მე ვიფიქრე, რომ უკეთესია სტატიის ავტორს, რომელსაც გულის შესტკივა მასზე, თავად მიეხედა მისთვისო.). ეს აიტაცა გიორგიმ და დაიწყო ის, რაც დაიწყო. ამიტომაც არაა სხვათაშორის Zolokin წინააღმდეგი ამ თარგით გარფთხილების. რაც შეეხება ცანგალას, თვითონ ქონდა წინადადება: მომწერეთ და მე მივუთითებო და ამის გავრცელება საერთოხმარებაში არ მიმაჩნია სწორად კონსესუსის გარეშე და დიახაც არის თვითნებობა.
პ. ს. ის ფაქტი რომ რამდენიმე მომხმარებელმა „გაფრთხილების“ შემდეგ წყარო მიუთითა, ეს არაფერს ამტკიცებს გარდა იმისა, რომ მათ გულისხმიერება გამოიჩინეს. ან თავად გაფრთხილება რას გავს, რას ნიშნავს უწყარო სტატია წაიშლება? უწყაროდ მონიშნული სტატიების მიმართ როგორ ვიქცევით, წაშლის გამოცდილება როგორი გვაქვს??? გაქვს ამაზე პასუხი ვიკიპოლიტიკიდან? — Rastrelli F 15:57, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

Kim van der Linde wrote:
That would amount to deleting around 90% of the article as unsourced........
Jimbo Wales wrote:
Go for it!--Jimbo — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Diaoha (განხილვაწვლილი)20:10, 12 თებერვალი 2011.
ეს Jimbo, ჩაკ ნორისივით გყავს გიო.ვიღიმი ხელმოწერა დატოვე ხოლმე! R. 16:23, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჩემი არგუმენტის გაბათილებას – რომ გიორგის ცვლილება ყველამ კარგად შენიშნა და ფაქტობრივად ყველას მოეწონა (ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიკისაზოგადოება ერთ აზრზე იყო) – შენს წერილში ვერ ვხედავ. შენ მიერ მოყვანილ მაგალითში (ავტომატური სტატიების შესახებ) ვიკისაზოგადოების აზრი არ ჩანს, ჩვენს შემთხვევაში კი ეს ნათელი იყო – მხოლოდ ახლახანს გახდა საკამათო. მე არც გიორგის გამართლებას ვცდილობ და არც მის წახალისებას — ბევრ რამეში მართლაც გამოიჩინა თვითნებობა, განსაკუთრებით ეს ადრე ხდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ქმედება მოვნათლოთ თვითნებობად. კარგი, ახლა ჩვენ იმაზე მსჯელობა, თვითნებობა ჩაიდინა თუ არა გიორგიმ, ბევრს არაფერს მოგვცემს. ორი განსხვავებული აზრი — სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება ძირითად ავტორს — ეს უკვე თარგის შინაარსია. სწორედ ამას გთავაზობდი, რადგან თარგების შინაარსი წინააღმდეგობაშია ზოგიერთ ვიკიტრადიციასთან, შევცვალოთ და მოვმართოთ ისინი ისე, რომ მიღებული იყოს. (ისე კი, სტატიის ძირითად ავტორად ალბათ ის იგულისხმება, ვინც სტატიის ძირითადი ნაწილი დაწერა და არა შემქმნელი). ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე უნდა მოვაწყოთ კენჭისყრა – საერთოდ დავტოვოთ თუ არა თარგი და მეორე თარგში ის მინაწერი. ამ კენჭისყრაში ვგულისხმობ მხოლოდ {{ჰო}} და {{არა}}–ს ჩამოწერას, ვინაიდან დამატებითი "აზრების" გამოთქმისა მეშინია – ნამდვილად ვიცი, რომ ისევ პირად დაპირისპირებაში გადაიზრდება. ვფიქრობ, ორივე მხარის არგუმენტები სახეზეა და ჰო–სა და არა–ს დაწერა დამატებითი მოსაზრებების გარეშეც შეიძლება. მეორე ეტაპი დამოკიდებულია პირველის შედეგზე – თუკი ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს თარგის წაშლასა და მინაწერის ამოშლას, გავაკეთებთ ამას და მშვიდობიანად დავამთავრებთ კამათს :). თუკი დატოვება გადაწყდება, მაშინ მოგვიწევს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა თარგისა და მინაწერის შინაარსში და ასევე მათი გამოყენების წესებში – ეს უკვე საერთო განხილვით უნდა მოხდეს (თუმცა, მშვიდად და წყნარად :)).
როგორც ხედავ, მე კონკრეტულ გამოსავალს გთავაზობ. თუკი თუკი უკეთესი ვარიანტი არსებობს, გთხოვ დაწერო... უბრალოდ მე მეტი ვერ მოვიფიქრე.
P. S. გიორგის "დასჯა" თუ გსურთ "თვითნებობისათვის", ეს მასთან გაარკვიეთ პირადად — იქნებ მართლებიც გამოდგეთ, მე კი მაინც არ გეთანხმებით ამ კონკრეტულ შემთხვევაში. რაც არ უნდა იყოს, თარგს კვლავ იყენებენ, გაურკვეველი სიტუაციაა, უნდა გამოვიყენოთ თუ არა... მე ამ წუთში ამ ორი თარგის ბედის სწრაფი გადაწყვეტა უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე გიორგის პიროვნებაზე გაუთავებელი დავა. — დავით პასუხი 16:51, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰო კიდევ, ჩემს წერილებს ორჯერ ვკითხულობ ხოლმე :). ერთხელ კარგი, მეორედ ცუდი განწყობით :). გთხოვ, კარგი განწყობით წაიკითხო, თორემ მეორედ რომ ვკითხულობ ძალიან უხეშ დავით დოიჩლანდს ვხედავ ხოლმე :)). — დავით პასუხი 16:53, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგის „დასჯა“ არც მიფიქრია, არა თუ დამიწერია, თან იმისთვის, რომ მის საქციელს თვითნებობად მივიჩნევ. ვიღიმი კენჭისყრის აზრს ვიზიარებ. სტატიის ავტორობის არასწორმა გაგებამ წარმოშვა არასწორი მუშაობა ამ მხრივ და შესაბამისადაც შეიქმნა ეს თარგიც. შინაარსის შეცვლა ძნელად წარმომიდგენია (თუმცა არ გამოვრიცხავ), რადგან, როგორც ვთქვი, ძირშივე არასწორია მიდგომა - მე შევქმენი სტატიის ესკიზი (მაგ. კოვზი, მე ვიცი რა არის კოვზი და შემიძლია აღვწერო ის სამ წინადადებაში, მაგრამ ამისთვის წყაროს არ ვიყენებ, ვიღაცამ გაუკეთა ვიკიფიცირება (და ა. შ.), ვიღაცამ კიდევ რესურსი ან ლიტერატურა მიუთითა, რომელიც შეიძლება სულაც არ არის სტატიის პირველწყარო, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაციის მომცემი. იმ (Zolokin-Diaoha-სეული) მიდგომით ეს სტატია წაიშალება მანამ, სანამ კეთილი სამარიტელი მას წყაროებით გაამდიდრებს :) - არა და ასეთებიც ხდება (მაგ. დავით აღმაშენებელი თავიდან უწყარო იყო როგორც მახსოვს და ერთ-ერთი მე ვიყავი ვინც ის გაამდიდრა). თუ ეს მიდგომა ვიკისაზოგადოებამ მოიწონა, მაშინ სად გაავლო ზღვარი წყაროს მითითებასა და მის კონტროლს შორის? რა ვუყოთ დაუსაბუთებელ ფრაზებს და ცნობებს? (ერთადერთი ვინც ვიცი მომხ.:Zolokin-ია, ბოლომდე უღრმავდება და სანდოობასაც ამოწმებს) და საერთოდ გვავიწყდება, რომ წყარო არის სქოლიოში მითითებული, ხოლო ზოგად სექციებში (ლიტერატურა და რესურსები), როგორც წესი არის დამატებითი ინფორმაცია, რომლის მითითება არ მითითებაზე მნიშვნელოვანი სტატიაში მოყვანილი ცნობების გამყარებაა, შესაბამისი წყაროებით სქოლიოში. - ესაა ის არასწორი მიდგომა, რომელზე მე ურაბლოდ გული შემტკივა და მეტი არაფერი. პ. ს. „სასხვათაშორისოდ“, მაინც მითხარი „ვიკისაზოგადოება“ რამდენი მომხმარებლით განისაზღვრება შენთვის. :) R. 18:37, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

Zolokin-Diaoha-სეული - არაკორექტულია.
Zolokin-Diaoha-Jimbo Wales-Global rule-სეული - კორექტულია.--იორგი 18:43, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ჩემი თხოვნა იქნება, ან ჩაები საუბარში სრულად, ან ამ შორიდან სიტყვის გადმოგდებებს თავი გაანებე. R. 18:54, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთ ორ სიტყვას მეც დავწერ. ქართულმა ვიკიპედიამ სამწუხაროდ ჯერ ვერ გაითავისა, რომ არ არსებობს შენი ან ჩემი სტატია. სტატიაზე მუშაობის უფლება აქვს ყველას. აქედან გამომდინარე, ყველა მომხმარებელს ვერ ვეტყვით მიუთითე წყარო. რაც შეეხება ცანგალას იმდენი სტატია შემოიტანა, რომ ეცოდება მისი წაშლის, რადგან თარგი გვეუბნება თუ არ იქნება წყარო მითითებული ადმინისტრატორები მას წაშლიან. მოვა დრო ჩვენ აღარ ვიქნებით იქნებიან ახალი ადმინები და მათ რომ არ წაშალონ პირადად მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ განხილვის გვერდზე მომწერონ. უბრალოდ მენანება ჩემი შრომა და კიდევ ზოგიერთი ისეთი ინფორმაციაა, რომელიც ჯერჯერობით ინტერნეტში არ მოიპოვება, ხოლო ქართველ მომხმარებელს ის სჭირდება. დასჯა ნამდვილად არავისი არ გვჭირდება, მაგრამ კოლეგიალობა უნდა ვისწავლოთ ყველაფერში. და რაც მთავარია პირადულობაში არავინ არ უნდა მივიღოთ ეს არის საერთო საქმე. სამწუხაროდ ზოგიერთი მომხმარებელი ამას ასე არ ხედავს. მთავარია ყველამ ერთად მოვცებნოთ გამოვძებნოთ საუკეთესო გამოსავალი.ცანგალა () 20:20, 12 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვახტანგ, აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ თარგების შინაარსი და მისი გამოყენების დამკვიდრებული წესები არანორმალურია. კენჭისყრაში რა შედეგიც არ უნდა მივიღოთ, გამოყენების წესები მაინც შესაცვლელი გვექნება. თუკი დატოვება გადაწყდება {{წყაროს მითითება}}–ის სამომავლო შინაარსი მე ასე წარმომიდგენია: სტატია X-ის შექმნაში თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით. სტატიას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი. ხოლო {{წყარო}}–ს მინაწერი კი ასე: სასურველია წყაროების არარსებობის (ან ნაკლებობის) შესახებ შეატყობინოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში... სტატიაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანისათვის წერილის გაგზავნა იმიტომ მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რომ წყაროების მითითება (და არა ვებ–რესურსების) ყველაზე უკეთ მას შეუძლია. და ეს წერილი უნდა ეგზავნებოდეს არა ერთ, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მომხმარებელს, ასეთების არსებობის შემთხვევაში. რაც შეეხება შენს მაგალითს (კოვზი), როცა სტატია პატარ–პატარა ნაბიჯებით კოლექტიურად იწერება, ალბათ საჭირო აღარ იქნება რედაქტორებს შევატყობინოთ უწყაროობა... დაახლოებით ასე გამოიყურება ჩემი პროექტი იმ შემთხვევაში თუ კენჭისყრაში თარგის დატოვება გადაწყდება. ისე კი, პატარა სტატიებში ინტერნეტრესუსრსმაც შეიძლება შეცვალოს სქოლიო, თუკი ამ რესურსში შესაძლებელია ვიკისტატიის ინფორმაციის სრული გადამოწმება (თუმცა, კონტროლი საკმაოდ რთულია...).
რაც შეეხება ვიკისაზოგადოებას, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიგულისხმე ის მომხმარებლები, რომლებიც აქტიურები იყნენ 3 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე (ან თუნდაც თებერვლამდე) და იყენებდნენ ამ თარგებს, ან არ იყენებდნენ და არანაირი პრეტენზია არ ჰქონიათ (ვერ შევამჩნიეთო, ვერავინ იტყვის :)). ამ საზოგადოებაში შენ ხარ ერთადერთი, ვინც დაინახა თარგის გაუმართაობა.
და ბოლოს, თუ ნებას მომცემ, ჩემს სავარჯიშო გვერდზე დავიწყებ კენჭისყრისათვის მზადებას და მომზადების შემდეგ, გამოვაქვეყნებ ყავახანაში (მანამდე შენც რომ გადახედო, კარგი იქნება). — დავით პასუხი 07:40, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი თანხმობა არ გჭირდება მაგ საქმეში დავით, მხარს კი ნამდვილად დაგიჭერ წამოწყებაში. ;)— Rastrelli F 08:23, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ. მგონი რეკორდი დავამყარეთ, იმხელა ქვეთავი გამოვიდა :)). მაგრამ რაღაც შედეგიც გვაქვს და ეს მიხარია :). ამისთვისაც მადლობა, სხვა დროს კამათებს შედეგი იშვიათად აქვს ხოლმე :). — დავით პასუხი 08:31, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
მომხმარებელი:Dawid Deutschland/სავარჯიშო2 – შევეცადე მეორე მხარის (წაშლის მომხრეათა) არგუმენტების რეზიუმე გამეკეთებინა. მე რადგან ამ აზრს არ ვიზიარებ, შეიძლება არაობიექტური ვიყო და, გთხოვ, გადახედო. თუ რამეა პირველ არგუმენტში შესაცვლელი, გთხოვ, შეცვალო. — დავით პასუხი 09:25, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ მომენტში არანაირი შენშვნა არ მაქვს, ვფიქრობ კარგადაა ჩამოყალიბებული. R. 10:26, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში, დავასრულე უკვე. გამოვაქვეყნებ ყავახანაში და დავიწყოთ კენჭისყრა თუ ასეა :). — დავით პასუხი 10:38, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

ok. R. 10:56, 13 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ შეგიძლიათ განბლოკოთ საიტი www.logos.com, რომელიც დაბლოკილია სპამ–ფლიტრის მიერ. მისი ბმულის ჩასმა მინდა ახლადშექმნილ სტატიაში Patrologia Graeca. ინგლისურ ვიკიში ეს ბმული მითიტებულია უპრობლემოდ. არ ვიცი აქ რატომაა დაბლოკილი ეს სამეცნიერო ბმული. წინასწარ მადლობა.--Ouzo განხილვაწვლილი 23:53, 4 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

 კომენტარი: მედიავიკი:Spam-blacklist - logos.com დაბლოკილი არ ჩანს. – BruTe () 12:50, 5 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
აბა შეიტანეთ ამ სტატიაში (ან ნებისმიერ სხვაში) და ნახავთ რა შედეგი ექნება.--Ouzo განხილვაწვლილი 13:51, 5 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მეტადან გლობალურადაა დაბლოკილი [1] და მაგის ბრალია. შეგიძლიათ მოითხოვოთ განბლოკვა, აქედან. – BruTe () 16:16, 5 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კონკურსის გამარჯვებული[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა :) — დავით პასუხი 11:36, 16 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ დრო არ მაქვს. --Rastrelli F 17:15, 17 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა:) მიმდინარეობს კენჭისყრა მომხმარებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--დავით XXI 09:14, 13 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯვებულის გამოვლენა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ვიკიპედიაში თებერვალსა და მარტში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენაში.
საუკეთესო სტატიის გამოსავლენად კენჭისყრა გრძელდება 31 მარტის 23:59:59 საათამდე! მადლობა — დავით პასუხი 14:15, 28 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

არმაზციხე - შენს მიერ მითითებულ ვებ-გვერდებს გადახედე. ეს უნდა ნახოთ ???--ცანგალა () 20:56, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

[2] ;)--იორგი; 11:44, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიღიმი --Rastrelli F 13:56, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ესესიც ხომ არ არის გადასატანი?--Ouzo განხილვაწვლილი 16:42, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, ბატონო. მანამდე მე ამას მივხედავ. ;)--Rastrelli F 16:43, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამეებს რა ეშველებათ?

ჩასწორდება.--Rastrelli F 16:51, 29 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მგონი მართალს ამბობს ხომ ეს ანონიმური? ჩვენს ამ ორ სტატიაში ნათქვამი ერთმანეთს მართლაც არ შეესაბამება. ვიღიმიდავით პასუხი 13:54, 15 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მართალია, უბრალოდ ვერ ვიხსენებ წყაროში, რომლითაც ვსარგებლობდი, როგორ ეწერა. --Rastrelli F 08:33, 17 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისევ ოშკზე, ასე რომ ახალ თემას არ გავხსნი. ეტიმოლოგია რომ ჩავწერო, ხომ არ ხარ წინააღდეგი?--იორგი; 04:46, 20 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ასეთ საკითხებს რად უნდა შეთანხმება?! :)--Rastrelli F 17:31, 27 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიმდინარეობს კენჭისყრა, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--David 09:26, 5 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ცუდად არ გამიგო (მეც მინდა ვიცოდე), მაგრამ შეიძლება სტატიაში ცვლილების შეტანა, როცა მას {{მუშავდება}} აქვს ჩასმული? ჯერ ხომ შავად იწერება სტატია და მერე რაც ხარვეზი აქვს, გამოსწორდება? სქოლიოს შეცვლას მეც ვაპირებდი ბოლოს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ბევრია დასაწერი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:19, 13 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცუდად გასაგები არაფერია, არასწორად გასაგები ნამდვილად არის: თარგი 2 დღეზე მეტი ხანია განთავსებული და უნდა შეგეცვალა {{დამუშავების პროცესშია}}, რომელიც მონაწილეობას არ გამორიცხავს (რაც არ გააკეთე) და მეც სექციის რედაქტირება შევასრულე - მხოლოდ და მხოლოდ მცირეტესტით, რაც არ გამოვიდა და დავაბრუნე. ეხლა კი ბოდიში, ვგონებ გაწყენინე...--Rastrelli F 08:47, 13 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, არაუშავს. მაგრამ {{დამუშავების პროცესშია}} არ მინდა, რადგან ეგ თარგი სხვასაც აძლევს უფლებას, რომ სტატიის რედაქტირებაში ჩაერიოს, რაც არ ვარგა. თუ ჩაერია ვინმე (არ გეგონოს რომ შენ გგულისხმობ), ამერევა აზრი. ამიტომ მაქვს {{მუშავდება}} ჩასმული, თუმცა, ალბათ, ხვდები, რომ ორი დღე საკმარისი არ არის. ჯერ ერთი, მასალა არის ბევრი და ფიზიკურად ვერ მოასწრებ ორ დღეში დაწერას და, მეორეც, სხვა საქმითაც ვარ დაკავებული და სულ აქ ხომ ვერ ვიჯდები? ეს არამარტო ჩემზეა ასე. ალბათ, ყველა ასე იქნება. — Nodar Kherkheulidze განხილვა 08:55, 13 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ასეთ, შემთხვევაში გარე რედაქტორი ყველაზე კარგი გამოსავალია.--Rastrelli F 12:49, 13 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, მომცეთ საშუალება, რომ შეძლებისდაგვარად ყველა კმაყოფილი დარჩეს. გმადლობთ, Deu aw 14:11, 21 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი ნეიტრალურობა ხელს ისედაც არ გიშლის. :) --Rastrelli F 14:58, 21 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვახო, ფორუმის სრული დაბლოკვის დრო (სადღაც, 3-4 დღით) ხომ არ მოსულა? მემგონი, სიტუაცია უკვე კრიტიკულია...--Melberg; 11:50, 23 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვინ დაბლოკა? ეს ნახე გთხოვ და რამე ვიღონოთ.--Rastrelli F 12:01, 23 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, ნამდვილად მოსაწესრიგებელია.--Melberg; 12:07, 23 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. წინასწარ მადლობა.--Ouzo განხილვაწვლილი 16:32, 12 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ახალი მთავარი გვერდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ახალი მთავარი გვერდის შემუშავებაში და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მთავარი გვერდის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით.

მიიღეთ მონაწილეობა კენჭისყრაში[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:კენჭისყრა --ცანგალა () 17:20, 29 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ინფოდაფაში კაცის ან ადამიანის გამოყენებასთან დაკავშირებულ კენჭისყრაში--David 18:55, 24 ნოემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

როცა მოიცლი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იქნებ ლიტერატურაში გამოცემის თარიღი მიუთითო.--ცანგალა () 17:28, 6 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, რომ ვერევი, მაგრამ შევედი რედაქტირებაში და წიგნის თარგში მითიტებულია გამოცემის ადგილიც, წელიცა და ტომიც, მაგრამ რატომღაც ეს არ ჩანს. რაღაც ტექნიკური პრობლემაა?--Ouzo განხილვაწვლილი 17:53, 6 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პრობლემა თარგშია და თვის დროზე ვერა გავუგე რა.--Rastrelli F 13:54, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასწორდა.— G.G. 15:05, 18 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. R.17:33, 18 დეკემბერი 2011 (UTC)

სალამი ვახო, პატარა თხოვნა - {{ფაქტი}} რომ იყენებ, ასე გამოიყენე, გეთაყვა -

  • ანტონ ძიურჟაბედაშვილი {{ფაქტი|გამოჩენილი კვეტარელი ერისთავია}}.
  • ანტონ ძიურჟაბედაშვილი გამოჩენილი კვეტარელი ერისთავიასაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. --Melberg; 19:42, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ. R. 08:50, 23 დეკემბერი 2011 (UTC)

ვახტანგ, გილოცავ დაბადების დღეს! ყოველივე საუკეთესოს გისურვებ! --მიხეილ (მიწერა) 20:08, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! გისურვებ კეთილი სურვილების ასრულებას. წარმატებები. :) — GIO→13 () 20:22, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვახტანგ განსაკუთრებულად გილოცავ დღევანდელ დღეს. გისურვებ მზეგრძელობას, დღეგრძელობას და ყოველივე საუკეთესოს. გფარავდეს უფლის მადლი. --ჯაბა ლაბა 20:11, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
Happy Birthday :)--Melberg; 20:13, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ! ვიღიმი Deu განხილვა 20:26, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ და გვენატრები ვიკიში.--ცანგალა () 20:57, 22 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ყველას დიდი მადლობა, გაიხარეთ! ვიღიმი--Rastrelli F 08:18, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დაგვიანებით მეც გილოცავ :)--David 08:21, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვუერთდები. გილოცავ, მრავალს დაესწარი, ყოველივეს საუკეთესოს გისურვებ. :) – BruTe () 08:23, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, პრინციპში 23-ში მაქვს დდ ;). R. 08:57, 23 დეკემბერი 2011 (UTC)
ჰოდა, მეც 23-ში გილოცავ. საუკეთესო სურვილებით - --Ouzo განხილვაწვლილი 10:31, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას გისურვებ!— G.G. 12:28, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! --M. განხილვაწვლილი 15:30, 23 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა! R.12:17, 24 დეკემბერი 2011 (UTC)

შვედეთის ვიკიპროექტი (თხოვნა)[წყაროს რედაქტირება]

ვახო, საღამო მშვიდობისა, ძალიან ხომ არ შეგაწუხებ, თუ გთხოვ შვედეთის ვიკიპროექტს ლოგო შეუქმნა? შენზე უკეთესად ამ საქმეს არავინ გააკეთებს. :)--Melberg; 15:01, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გაუ, პრობლემა არაა☻ იქნებ მიმართულება მომცე - ამის ვარიანტი ხომ არა?
შეიძლება ასეთიც))) მე უფრო გერბის ბაზაზე ვფიქრობდი - ფაილი:Coat of Arms of Sweden.svg. მაგრამ შენ რომელსაც ამჯობინებ, ის იყოს :))--Melberg; 09:29, 26 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი (?) R.16:28, 26 დეკემბერი 2011 (UTC)
პირველი ძალიან მაგარია! პირველი იყოს :).--Melberg; 16:39, 26 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
Bitte schön!. R.16:59, 26 დეკემბერი 2011 (UTC)