მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 36

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

ვიკიპედიის ლოგო

მოგესალმები, ოთო. თუ ჯერ კიდევ ვიკისაზოგადოებად მოვიხსენიებით და თუ ჩვენი ისედაც მცირე რაოდენობა თქვენთვის ოდნავ მაინც მნიშვნელოვანია. რატომ არ თანხმდება ჩვენთან ისეთი საკითხები, როგორიც ვიკიპედიის მთავარ გვერზე ლოგოს ცვლილებაა, მითუმეტეს ისეთი გაურკვეველი ნამუშევრით, როგორიც ეს ჭრელი, გამდნარი ტორტია. ვინ წარადგინა, სად წარადგინა და ვინ დაადასტურა რომ მსგავსი უხეში ცვლილება და ვიკიპედიის ძირითადი ლოგოს (თუნდაც დროებით) ჩანაცვლება ჩვენთვის, უმრავლესობისთვის, ვიკისაზოგადოებისთვის მისაღებია. მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ენოვან ვიკიპედიაში ვერ ნახავთ მსგავს რამეს, თუ ნახავთ და ასე შეუთანხმებლად ვინმე სადმე ცვლის ბოდიშსაც მოვიხდი. ვიმედოვნებ ადმინისტრატორები რაიმე ზომას მიიღებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. გმადლობთ!.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:19, 13 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გადაცემა ჩათი

მაინტეტესებს რატომ წაშალეთ გადაცემა ჩათის გვერდი , საიტზე არის სხვა გადაცემების გვერდები და მაინცდამაინც ჩათია არაენციკლოპედიური? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98_(%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90) ეს სტატია მაგალითისთვისწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნიკა მიგრიაული (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თხოვნა

მოგესალმებით, გთხოვთ ჩაერთოთ სტატიის განხილვაში მატილდა გვარლიანის შესახებ, და დაგვეხმაროთ. უღრმესი მადლობა წინასწარ--46.49.19.167 15:27, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! სამწუხაროდ ეს თემა ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. იქნებოდა ეს ჩემი სფერო გაგცემდით ამომწურავ პასუხს. თემის მნიშვნელოვნება წყაროებში უნდა აისახებოდეს. თუ სტატიის თემა მნიშვნელოვანია, საჭიროა ობიექტური მტკიცებულებები თუნდაც მიუკერძოებელი აკადემიური წყაროების სახით. მანამ სანამ ასეთი არ გამოჩნდება საკითხი მუდამ საკამათო იქნება. სამწუხაროდ, პირველად მესმის ამ ადამიანის შესახებ, არ შემიძლია რაიმე მნიშვნელოვანი ვთქვა მისი შემოქმედების შესახებ... - OTOGI Messages 19:43, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი ოთო! აღნიშნულ სტატიის სქოლიოშო იყო წინადადებები, რომლებიც შენიშვნებში უნდა ყოფილიყო და ეს კომპონენტი დავაკორექტირე. მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:28, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს! დავამოწმე. - OTOGI Messages 11:36, 13 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი ოთო! აღნიშნული სტატია შევასწორე, გარდა სათაურისა. განხილვის გვერდზე უკვე დავწერე, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს აფხაზეთის მმართველთა სია, რომელიც თავის თავში გააერთიანებდა ერისთავებს, მეფეებს და მთავრებს. წინასწარ მადლობა. პატივისცემით: --გოგოლაური განხილვაწვლილი 14:39, 20 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა!. კარგი, გასაგებია. - OTOGI Messages 17:06, 20 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
აქვე გეტყვი, გიო ოქრომ აღნიშნული სტატიის განხილვის გვერდზე დაწერა, რომ სასურველია აღნიშნული სტატია წაიშალოს. მე დავეთანხმე. თუ შეგიძლია შენც დააფიქსირო შენი პოზიცია და შესაბამისად წასაშლელებში ჩავსვათ სტატია, ხოლო წაშლის შემთხვევაში მის ნაცვლად ახალი სტატია დაემატება ჩემს მიერ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 14:09, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შემოწმებასთან დაკავშირებით

გამარჯობა! ტექნიკურ საკითხთან, კერძოდ სტატიის შემოწმებასთან დაკავშირებით გწერთ (თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები გამოქვეყნდება უფლებამოსილი მომხმარებლის მიერ შემოწმების შემდეგ). უკვე რამდენიმე კვირაა იგივე პრობლემა ფიქსირდება, რაც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის ივლისამდე არსებობდა და რის შესახებაც ორჯერ შეგატყობინეთ. სასურველი იქნებოდა გაგვეგო, გაირკვა თუ არა პრობლემის მიზეზი დღეისათვის და იგივე პრობლემა მხოლოდ სანდო მომხმარებლის სტატუსის მქონე მომხმარებლებს ექმნებათ თუ სტატუსის განურჩევლად ყველა მომხმარებელი ამ დღეშია? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 14:41, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

მეც იგივე პრობლემა მაქვს, მსგავსი ადრეც მქონდა მაგრამ მაშინ მალე მოგვარდა----ჯეო2007განხილვაწვლილი 14:43, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა! სამწუხაროდ, ეს პრობლემა როგროც ჩანს, ლოკალური არ არის. - OTOGI Messages 15:19, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
იმედია მალე გამოსწორდება, მადლობა პასუხისთვის----ჯეო2007განხილვაწვლილი 06:06, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გვერდის წაშლა

ჩემი გვერდის წაშლის კონკრეტული მიზეზი რა გახდა - სტატიების არააკადემიური სტილით დაწერა, მიკერძოებული მიდგომა თუ რაიმე სხვა?! კონკურსში "ქალები ვიკიპედიაში" მონაწილეობის მისაღებად გავხსენი ის რამდენიმე დღის წინ. Gorgin18წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gorgin18 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@Gorgin18: გამარჯობა! რომელ სტატიას გულისხმობთ ?. - OTOGI Messages 12:13, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

პირადი გვერდი ვიგულისხმე.Gorgin18 განხილვაწვლილი 06:01, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Gorgin18: პირად გვერდზე არასწორად იყო განთავსებული მისალმების თარგი. - OTOGI Messages 16:36, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქამანდარი

ქამანდარი გვერდი წაშალე? მიზეზი? ინფორმაციას მოსახლეობის შესახებ წყარო არ აქვს მითითებული აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში და ამიტომ არ შემოვიტანე. მადლობა პასუხისთვის.--ცანგალა/ 14:56, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

წაშლის მიზეზი მითითებულია. - OTOGI Messages 09:54, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
(ცარიელი ან მოკლე გვერდი). გასაგებია. მაგრამ როდესაც უფრო მეტი ინფორმაცია არ არის როგორ მოვიქცე? --ცანგალა/ 11:59, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე რატომ მეკითხები ?. შენს მაგივრად მე ხომ არ მოვიძიებ ინფორმაციას... - OTOGI Messages 12:53, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ბოდიშის მოხდით ჩავერევი. განხილვა:ჩიპჩიკოვო ინფორმაცია სადაცაა ისიც არ შემოაქვს და ასე ამახინჯებს სტატიებს, მოძიებაზე საუბარი ზედმეტია. --Wiki - ჯაბა 13:27, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. განხილვა:ბერიაქენდი (სამუხის რაიონი). აქაც იგივეს კითხულობს. --Wiki - ჯაბა 13:30, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
აზერბაიჯანის სოფლები თუ წასაშლელია — წაიშალოს. ანტოსია — ესენიც წასაშლელია (კატეგორია:უკრაინის სოფლები), რომელსაც წყარო არ აქვს (სოფლის ამინდი რამდენად წყარო ითვლება მოსახლეობასთან მიმართებაში?). აგარაკავანი — ესეც წასაშლილია. რატომ? იხ. ირმაშლი (ჯაბა შენი ჩასმული თარგია) იხ. განხილვა:ირმაშლი — „გაპრავებით“, რომ საუბრობ ჩემო ჯაბა. ამიტომ, ქართული ვიკიპედიისთვის როგორც უკეთესია ისე მოვიქცეთ. თუ წესია ყველასთვის წესი უნდა იყოს. მიკერძოებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. --ცანგალა/ 13:43, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

დასტური იმისა, რაც პირად განხილვაში მივწერე და რაც აქ ჩავუწერე. :) --Wiki - ჯაბა 13:49, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

შეაჩერეთ ცანგალას ვანდალური ქმედებები.

უკვე კარგა ხანია ეს მომხმარებელი ეწევა ჩემი და ჩემი მოსწავლეების დევნას, მივყვეთ ქრონოლოგიურად ბოლო ბლოკის შემდეგ: ამ სტატიის განხილვაში (რომელიც ჩემი მოსწავლის დაწერილია) დაიწყო სრულიად დაუსაბუთებელი განხილვა. გამოავლინა, რა წყაროების მოძიების არცოდნა, მოიხადა ბოდიში, თუმცა ამით არ გაჩერებულა და დაიწყო ასევე ჩემი მოსწავლის მიერ დაწერილის ტატიების კვლავ შეგნებულად დამახინჯება. ამისათვის შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიის რეზიუმეში მინაწერი: ან წელი უნდა შეიცვალოს ან წყარო უნდა მიეთითოს, რაც ადასტურებს, რომ მომხმარებელმა გაიაზრა რა არის შესაცვლელი სტატიაში, მაგრამ განგებ „ამახინჯებს“ სტატიას და არ ახორციელებს ადეკვატურ ცვლილებას, ეს ვანდალიზმია. საკუთარ განხილვის გვერდზე მიწერის მიუხედავად კვლავ აგრძელებს ვანდალიზმს, ახლა უკვე სხვა მოსწავლის მიერ 4 წლის წინ დაწერილ სტატიებში. ამ ადამიანის მოტივაცია სახეზეა: დევნის ყველა ჩემ ვიკი-მოსწავლეს და სტატიებში განგებ (სიტუაციის არევის, ჩხუბისა და აყალმაყალის გამოწვევის გამო) შეაქვს კვლავ არასათანადო ცვლილებები, რაზეც მივეცი მითითება. იხ. განხილვა:ალექსანდროვკა (აურგაზინის რაიონი). ამ ადამიანის საქციელი უკვე არანაირ კრიტიკას არ უძლებს. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება. --Wiki - ჯაბა 15:35, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

დამატებით ყურადღება გაამახვილეთ ამ კომენტარზე. --Wiki - ჯაბა 04:48, 28 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ასევე გაითვალისწინეთ ეს კომენტარი, სადაც ადამიანი ჩემ პირად ინფორმაციას ასაჯაროებს. ეს ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი რეალური სახელის ხსენება აგვიკრძალა ვიკიპედიაში. თავად კი ინფორმაციას ასაჯაროებს იქ სადაც მე არ ვახსენებ. --Wiki - ჯაბა 06:02, 28 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობა @Otogi:, Lasha-george გაწუხებ, ბლოკირების გამო ვერ ვწერ ადმინისტრატორს David1010-ს, თუმცა ჩემს გვერდზე უკვე მოგწერეთ და ალბათ გაეცანით. ალბათ არ მიხსნით უსასრულო ბლოკირებას (ცალკე საუბრის თემაა, რომ აღნიშნულს არ ვეთანხმები და გაეცნობოდით ჩემს პირად გვერდზე თუ რატომ) და მეტს აღარ დავკონკრეტდები... უბრალოდ ერთ რამეს ვითხოვ, თუ შესაძლებელია, მხოლოდ ჩემ სავარჯიშოებზე დაუშვათ წვდომა. მადლობა წინასწარ. პატივისცემით: --82.211.148.207 15:16, 28 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Otogi:, 100 %-ით არ ვეთანხმები ჩემს ე. წ. უსასრულო ბლოკირებას! Lasha-george
კიდევ გამარჯობა ოთო. გწერ არა ჩემი IP-ით ხელმეორედ. იქნებ განიხილოთ ადმინისტრატორებმა უსასრულო ბლოკი თუ რამდენად სამართლიანია? იმედია ავტოკრატია არ არსებობს, ხოლო მე ნამდვილად არ ვაპირებდი ვიკიპედიის ჩემს თავზე მორგებას. განვაახლე აფხაზეთის მთავრების გვერდი, შემდეგ დავწერე განხილვის გვერდზე, რომ სტატიას უნდა ერქვას აფხაზეთის მმართველთა სია, რაზეც გიო ოქრომ (და არა მე, როგორც ბევრს ჰგონია) თქვა რომ გვერდი გასაუქმებელია. მე ვუთხარი თუ ასეა, დაე იყოს ასე (მე ხომ ვერ გამოვთქვამ ჩემს აზრს. ფრთილად უნდა ვიყო, რადგან რა იცი რა ხდება), მაგრამ უცებ მელბერგმა, ადმინისტრატორს მიმართა და მანაც უსასრულო ბლოკი გამომიცხო, რისთვის ამ ზემოთ მომხდარის გამო? იმაზეც თანახმა ვარ და დავითის ადრეგამოთქმულის არ იყოს განხილვის გვერდს ვაჭრობის ადგილად არ ვთვლი, მაგრამ იმას ნამდვილად ვთვლი, რომ უსასრულოდ ბლოკირებული არ უნდა ვიყო, არც კომუნიკაციის პრობლემა მაქვს და არც კეთროვანი ვარ, რომ არ მიეკაროთ ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს. გთხოვთ, განიხილოთ ჩემი მდგომარეობა და შემიმციროთ ბლოკი, ნებისმიერი ვადით, მაგრამ არა უსასრულოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უსამართლოა. თუმცა ბლოკირება გამოწვეულია ძირითადად აფხაზეთის მთავრების განხილვაზე წამოწყებული დისკუსიის შედეგად და არა ვიკიპედიის საკუთარ თავზე მორგების მცდელობად. რატომ მოხდა ეს იქნებ მელბერგმა იცოდეს? კიბატონო, ხომ არ ვამბობ რამდენიმეხნიან ბლოკირებას არ ვიმსახურებ-თქო (რაც საკითხავია კიდევ თუ რამდენად სამართლიანობასთანაა ახლოს ეს ქმედება. ვირო მადლიო ნათქვამია...), მაგრამ არა კოსმოსურ უსასრულობაში გადავარდნას! როგორც ვხედავ, მხოლოდ ჩემს საკუთარ სავარჯიშოებზე წვდომას არ უშვებთ, რაც არასამართლიანია. მადლობთ. იმედი მაქვს ოთო შენი შუამდგომლობის. მე არასოდეს არ მიფიქრია დესტრუქციული ვყოფილიყავი და არც ბლოკირებას ვაპროტესტებ. ვაპროტესტებ უსასრულო ბლოკირებას.--95.137.229.4 12:31, 7 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

თებულო - ტებულო

ტებულოს უღელტეხილი. ალბათ ახალი წყაროს მიხედვით არის გადასატანი სათაური. --Wiki - ჯაბა 17:07, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კი, ნამდვილად. - OTOGI Messages 17:15, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

სალამი, ოთო. გთხოვ, მეილზე შეიხედო. — Mikheil მიწერა 09:33, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@MIKHEIL: გაგიმარჯოს, მიშა. ვნახე... - OTOGI Messages 16:57, 18 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

ქართველი აკადემიკოსები

გამარჯობა, ოთო. ახლახანს ერთ-ერთ სტატიაში (ზაზა ალექსიძე) ჩავსვი „კატეგორია:ქართველი აკადემიკოსები“, რომელიც 2015 წელს წაგიშლია. მაინტერესებს რატომ მივიღეთ მაშინ ამ კატეგორიის წაშლის გადაწყვეტილება და ხელახლა შევქმნა თუ არა შესაბამის სტატიებში (ვგულისხმობ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრების ბიოგრაფიებში). მადლობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:51, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@გიორგი ჩუბინიძე: გამარჯობა, გიორგი! ყველა ის მეცნიერი, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის წევრია გაერთიანებულია კატეგორიაში: კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები და კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები. ზოგადად, კატეგორია „აკადემიკოსები“ ზუსტ მნიშვნელობას არ გამოხატავდა და ამიტომაც წაიშალა. - OTOGI Messages 15:59, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. მადლობა. კი, ამჟამად ყველა ,,აკადემიის” წევრი აკადემიკოსად კი იწოდება, ისეთების, როგორიცაა ,,ფაზისის აკადემია” და ა.შ.:) შენს მიერ ნახსენები კატეგორიები კი ბევრი მოქმედი ნამდვილი წევრის ბიოგრაფიაში არაა. გავაკეთე თარგი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები ასე უფრო გაგვიმარტივდება ამ ხალხის ბიოგრაფიების შემოტანაც და გამართვაც. თუმცა ეს თარგიც დასასრულებელია.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:04, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
კეთილი. - OTOGI Messages 16:14, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

Tika balanchine

გამარჯობათ. მინდა შევქმნა ვიკიპედიაში ჩემს შესახებ ინფორმაცია. რა არის ამისთვის საჭირო?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 149.3.19.82 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! პირველ ყოვლისა, დარეგისტრირდით. შემდეგ, იხ. ვიკიპედია:სტატიის ოსტატი. სტატიას მიუთითეთ სანდო და გადამოწმებადი ლიტერატურა, ინტერნეტ-რესურსები. დაიცავით წერის აკადემიური სტილი. სანიმუშოდ, შეგიძლიათ მხედველობაში მიიღოთ ვიკიპედიის რომელიმე სხვა სტატიაც. - OTOGI Messages 11:14, 5 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

დახმარება

გამარჯობა, თუ შეგიძლიათ დაიცავით ჩემი პირადი გვერდი არარეგისტრირებული მომხმარებლებისგან. მართალია, ჯერ არავის დაურედაქტირებია ჩემი პირადი გვერდი, მაგრამ მინდა რომ დაცული იყოს. მადლობა.--ალიკო თარგამაძე განხილვაწვლილი 08:27, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ!

ოთო, გილოცავ დაბადების დღეს. ულევ წარმატებას გისურვებ! --Wiki - ჯაბა 15:17, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

მრავალს და მრავალს!--Melberg მიწერა 15:41, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ, გისურვებთ უამრავ წარმატებას პირად და ვიკიპედიურ საქმიანობაში :)----ჯეო2007განხილვაწვლილი 16:22, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
ოთო, გილოცავ, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებ! — Mikheil მიწერა 19:49, 5 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
დაგვიანებით ვუერთდები მოლოცვას.--დათო1010 11:47, 6 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]
მეც დათოსავით დაგვიანებით გილოცავ. საუკეთესო სურვილებით. Mehman 97 13:25, 6 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

მადლობა!. - OTOGI Messages 06:36, 7 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]

წაშლილი პოსტი

გამარჯობა, სოტკილავების გვარზე დავწერე თემა მაგრამ წაიშალა როგორც ვხედავ წყაროს არარსებობის გამო, სიმართლე გითხრათ ვერც ერთ დოკუმენტში და არქივში, საერთოდ ვერსად ვერ ნახავთ სოტკილავების შესახებ ინფორმაციას ვინაიდან ახალი გვარია, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი წყაროსგან გადმოცემული ნაწერი ისტორია არსებობს, რომელზეც აქვს ნასაუბრები ენათმეცნიერ და ისტორიკოს მანანა სოტკილავას, თუ ეგ წყაროდ ჩაითვლება შემიძლია ჩაგიგდოთ, საუბარი მიდიოდა ამაზე პირველი არხზე, რადიო გადაცემაშიწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NavhsuM (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იორკ თაუერსი

მოგესალმებით. რამდენიმე დღის წინ, ჩემი ანგარიშით განვათავსე სტატია სათაურით ,,იორკ თაუერსი", რომელიც თქვენს მიერ იქნა წაშლილი, როგორც რეკლამა. მე აბსოლუტურად მესმის, თუ რატომ შეაფასეთ, როგორც რეკლამა, თუმცა ქართულ ვიკიპედიაში იძებნება სტატიები სხვა სამშენებლო კომპანიებზე ,,არქი" ,,დომუსი" და სხვა, ვფიქრობ შესაძლებელია განთავსდეს ჩვენი სტატიაც, თუ მიგვითიტებთ, კონკრეტულად რა მიიჩნიეთ რეკლამად. მართალი გითხრათ ეს სტატია შეკვეთილია და მე მხოლოდ ჰონორარს ვიღებ, ასე რომ კომპანიას აინტერესებს კონკრეტული პასუხი, იმედია გესმით ჩემი.

მადლობა წინასწარ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Giorgi javakhadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა! ვიკიპედიის ერთ-ერთი რედაქტორის თანახმად (@Melberg:), სტატია შეფასდა როგორც სარეკლამო, რის შედეგადაც სტატია იქნა აღებული. - OTOGI Messages 16:11, 17 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

იორკ თაუერსი

მოგესალმებით!

მე, რამდენიმე დღის წინ, ჩემი ანგარიშიდან განვათავსე სტატია ,,იორკ თაუერსი“, რომელიც შეეხებოდა სამშენებლო კომპანიას, ეს სტატია წაიშალა რეკლამის მიზეზით, მე აბსოლუტურად მესმის ამ არგუმენტის, თუმცა ფაქტია სხვა ქართულ სამშენებლოებს აქვთ საკუთარი სტატია, მაგალითად ,,არქი“, ,,დომუსი“ და სხვა. ვფიქრობ შესაძლებელია განთავსდეს ეს სტატიაც, გარკვეული მითითებებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს შეკვეთილი სტატიაა და მე არგუმენტი მჭირდება თუ რატომ წაიშალა ჩემს მიერ ატვირთული სტატია.

მადლობას გიხდით წინასწარ.--Giorgi javakhadze განხილვაწვლილი 20:59, 17 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

სარეკლამო და შეკვეთილი სტატიების განთავსება ვიკიპედიაში აკრძალულია.--Melberg მიწერა 04:19, 18 ივნისი 2021 (UTC)[უპასუხე]

რატომ წაშალეთ სტატია მიხეილ მრევლიშვილი (უნცროსი)?

Otogi რატომ წაშლეთ ჩემი სტატია მიხეილ მრევლიშვილი (უნხროსი) ამ სტატიაში ყველაფერი წესრიგში იყო! ეს უკვე მეორედ მოხდა. ეს ცუდია და პირველ რიგში თქვენთვის არის ძალიან არასასიამოვნო ინციდენტი. თქვენთვის არასასიამოვნ ინციდენტი, იმიტომ რომ არაობიექტურობას აქვს ადგილი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Eppedow (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

R

please block 212.58.120.53 (talk), spam I think, if I have wrong please tell me--Jonathan5566 განხილვაწვლილი 05:49, 30 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ! თქვენ მიერ ნომინირებულმა სტატიამ „ალექსანდრე ჯავახიშვილი“ მოიპოვა რჩეულის სტატუსი და ქართული ვიკიპედიის მთავარ გვერდზე გამოჩნდება!
მადლობა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი ენციკლოპედიის შექმნაში.
მადლობა, ალექსანდრე ჯავახიშვილს!. ჩვენ გვახსოვს ალექსანდრე ჯავახიშვილი... - OTOGI Messages 16:37, 1 სექტემბერი 2021 (UTC)[უპასუხე]