მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 32

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

თხოვნა წასაშლელ სიაში გადატანის შესახებ

ოთო გამარჯობა. ცოტა უნდა შეგაწუხო. დასარედაქტირებელია საქართველოს პრეზიდენტის გვერდი. ორი სტატია შემექმნა შეცდომით და საქართველოს ლიდერების სია წაშაშლელთა გვერდზე რომ გადავიტანოთ ისევე, როგორც List of leaders of Georgia. დარჩეს მხოლოდ საქართველოს ლიდერთა სია. Lasha-george განხილვაწვლილი 14:03, 5 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

დათომ (ადმინისტრატორმა) გააკეთა. მადლობა ოთო...--Lasha-george განხილვაწვლილი 08:00, 7 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

წყაროს მიხედვით სწორია - აფხაზთა მეფეთა დივანი

უნდა დარჩეს აფხაზთა მეფეთა დივანი და სახელწოდება აფხაზთა მეფეთა ქრონიკა წაიშალოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:07, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არ არის წასაშლელი. წესების მიხედვით, მცდარი, მაგრამ გავრცლეებული სახელწოდებიდან სწორ სახელწოდებაზე კეთდება გადამისამართება.--Melberg მიწერა 07:18, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი მაგრამ მცდარი სახელწოდებით რომ იძებნება?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:14, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აფხაზთა მეფეთა ქრონიკა -> აფხაზთა მეფეთა დივანი. სტატიის სწორი სახელი არის აფხაზთა მეფეთა ქრონიკა, თუ აფხაზთა მეფეთა დივანი?--Melberg მიწერა 15:34, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
აფხაზთა მეფეთა დივანი წერია ინგლისურ ვიკიპედიაში, ასე ეწერა ასევე ქართული ვიკიპედიის თავდაპირველ დასათაურებულ სტატიაში. ქსე-ში კი როგორც განხილვაშია მითითებული (მე არ მაქვს ქსე) დასათაურებულია, როგორც: აფხაზთა მეფეთა დივანი (ქრონიკა). მეტიც, ექვთიმე თაყაიშვილის რუსულენოვან გამოცემაში სტატიის სახელწოდებად მითითებულია: Эквтиме Такаишвили „ДИВАНЪ АБХАЗСКИХ ЦАРЕЙ“ (იხ. ვიკიგვერდი: აფხაზთა მეფეთა დივანი, სექცია: რესურსები ინტერნეტში, მსგავსად ინგლისურ ვიკიპედიაში მითითებულისა (აფხაზთა მეფეთა დივანი).Lasha-george განხილვაწვლილი 13:25, 11 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
თუ აფხაზთა მეფეთა დივანი არის სწორი ვარიანტი, მაშინ რაში არის პრობლემა? სტატიის ძირითადი სათაური არის აფხაზთა მეფეთა დივანი, რომელზეც არსებობს გადამისამართება აფხაზთა მეფეთა ქრონიკა-დან. ეს სიტუაცია სრულიად შეესაბამება წესებს.--Melberg მიწერა 13:52, 11 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
რავი იყოს თუ ასე დაჟინებით ითხოვ მელბერგ, უბრალოდ ერთი სათაური აჯობებდა...--Lasha-george განხილვაწვლილი 14:47, 11 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
შენ გვერდზე მოგწერე აიეტის შესახებ და ნახე. გავაკეთე რედაქტირება და დასამოწმებელია აიეტი (მითოლოგია).--Lasha-george განხილვაწვლილი 15:13, 11 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

აქ მოყვანილი პერსე შეცდომითაა, სინამდვილეში მისი სახელი უნდა იყოს პერო ([1]). პერსე, აიეტის ძმა მინდა შევქმნა აქ, მაგრამ სხვა ყოფილა რედაქტირებული...

პერსე მნიშვნელობებია:

@Lasha-george: ლაშა, რაიმე ქართულენოვანი წყარო გვაქვს რამე ?. - OTOGI Messages 09:30, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი, რომელს გულისხმობ?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:32, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: აბა, კარგად მითხარი რისი გაკეთება გინდა. - OTOGI Messages 09:37, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არაფერი ისეთი ოთო, სტატია პერსე უკვე გავაკეთე, დიდი მადლობა. აღრეულად იყო სტატია შექმნილი. თუ პერსეს შექმნის ისტორიას გადახედავ, სტატიის ქვესათაურად ეწერა პერო (!). შემდეგ პერსე დავარედაქტირე (შევუცვალე ქვესათაური) და პეროს სტატია შევქმენი.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:45, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
კარგი. - OTOGI Messages 09:47, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

უკრაინის სოფლები

ოთო როგორ ფიქრობ, ხომ არ აჯობებს უკრაინის კონკრეტული სოფლის კატეგორია იყოს კონკრეტული რაიონის სოფელი, რომელსც შემდეგ ჩავსვამთ ოლქის სოფელში და ოლქის სოფლებს ჩავუსვმთ კატეგორიას უკრაინის სოფლები. ამჟამად კატეგორიაში უკრაინის სოფლები ოლქის და რაიონის სოფლები ერთადაა შეტანილი. რაც არასწორი მგონია. --Wiki - ჯაბა 10:28, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: გეთანხმები, ჯაბა. მეც ასე ვფიქრობ. რაც შეიძლება კონკრეტული კატეგორიებია საჭიროა. ამჟამად მანდ ქაოსური მდგომარეობაა კატეგორიების მხრივ. - OTOGI Messages 10:39, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოკ. გავასწორე რამდენიმე და მივხედავ აბა. --Wiki - ჯაბა 10:42, 17 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოთო გამარჯობა! ჩემი სავარჯიშო გვერდიდან: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გვერდისთვის ვიკიციტატა ხომ არ შევქმნა? (შექმნა, დეკლარაცია და დადგენილება). თან ამასთან ინფოდაფა გასაკეთებელია მსგავსად ინგლისური გვერდისა (ინფოდაფის თარგს თუ მომაწვდი შევავსებ.), ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტების სიასთან ერთად.Lasha-george განხილვაწვლილი 09:32, 25 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ლაშა! კი, შეგიძლია. მთავარია შესაბამისი ჩანაწერი არსებობდეს ვიკი-ციტატაში. - OTOGI Messages 08:48, 27 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა, მაგრამ ეგ არის რომ ინგლისური გვერდის მსგავსად, ქართულს ინფოდაფა არ აქვს რედაქტირებული...Lasha-george განხილვაწვლილი 16:35, 27 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა (პირდაპირი მნიშვნელობით, ინფოყუთს ნიშნავს (?!))

ოთო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფოდაფა იქნებ შევქმნათ:

თარგი:Infobox National Olympic Committee

აქ→ვქმნი, აქედან→თარგი:ინფოდაფა ორგანიზაცია, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ ვერ გამომდის (!). .Lasha-george განხილვაწვლილი 07:07, 2 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გიო ოქრომ შექმნა, მაგრამ ლოგოთი ღარიბი ინფოდაფაა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გვერდი, ინგლისური გვერდისგან განსხვავებით...--Lasha-george განხილვაწვლილი 08:57, 2 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: დაემატა ფაილი. - OTOGI Messages 07:48, 3 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს სხვა საქმეა, გაცილებით ლამაზია, მადლობთ ოთო. თუმცა ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. გაიხარე. p.s. ისე უცხოურ ვიკიპედიებში სტატია: გენერალური მდივანი არსებობს და სამომავლოდ ეგ წითელი შრიფტიც ლურჯ ფერს მიიღებს.--Lasha-george განხილვაწვლილი 07:51, 3 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არაფრის! კარგია. :). - OTOGI Messages 07:53, 3 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

პრეზიდენტების სია განვაახლე, შევავსე თარიღებით, მაგრამ სურათებით ღარიბულად გამოიყურება.Lasha-george განხილვაწვლილი 15:08, 3 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ერთი თხოვნა მაქვს ოთო, ვიკიციტატა, როგორი ფორმითაცაა, ვგულისხმობ კითხვის ნიშანი რომ ურევია, ეგ რომ არ იყოს და ნაცვლად კითხვის ნიშნიდან ვიკიციტატის გვერდზე გადასვლისა, თვით ვიკიციტატიდან გადადიოდეს ვერ გაკეთდება?--Lasha-george განხილვაწვლილი 15:21, 3 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ფახთაქორი ტაშკენტი

გამარჯობა Otogi. ერთი შეკითხვა მაქვს აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით. წინადადებაში — „სამწუხაროდ, დიდი იმედები და მოლოდინები სრულიად მოულოდნელი და ყველასათვის შემზარავი ტრაგედიით დასრულდა“ — თქვენ ამოიღეთ სიტყვა სამწუხაროდ (სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ თქვენი მოსაზრებით ენციკლოპედიურ ტექსტს იგი არ უნდა შეესაბამებოდეს). თქვენ, რასაკვირველია, მიაქცევდით ყურადღებას იმ გარემოებას, რომ სტატიაში წარმოდგენილი აღნიშნული წინადადება ასახავს ტრაგიკულ შემთხვევას, კერძოდ, საფეხბურთო გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ფაქტს, სადაც სიტყვა სამწუხაროდ გამოყენება არა ტექსტის ავტორის სუბიქტური დამოკიდებულებისა და რომელიმე კერძო ტრაგიკული შემთხვევის დრამატიზმის ხარისხობრივი ვარიაციის მიზნით, არამედ როგორც აკადემიურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ფორმა, რომელიც გამოიყენება ზოგადად ტრაგიკულ შემთხვევათა თუ მოვლენათა გადმოცემისას — როდესაც (და სადაც) აქცენტი კეთდება არა მთხრობელის (ინფორმაციის მომწოდებლის) ე.წ. „ავტორისეულ სუბიქტურ დამოკიდებულებაზე“, არამედ უშუალოდ მომხდარი (ან მოსალოდნელი) ფაქტისა თუ მოვლენის მიუკერძოებელ (ნეიტრალურ) ასახვაზე (ისევე, როგორც მაგ. ამინდის ან სტიქიური მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადმოცემისას — მაგ. „სამწუხაროდ, სტიქიამ რამდენიმე შენობა დაანგრია“, „სამწუხაროდ, სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა“, „სამწუხაროდ, სტიქიამ სამი ადამიანი იმსხვერპლა“ და ა.შ.). ამ მხრივ საყურადღებოა, თუნდაც ინგლისურ ვიკიპედიაში წარმოდგენილი 15 ათასზე მეტი სტატია, სადაც ზუსტად იმავე კონტექსტით გამოიყენება არა უბრალოდ ცალკე აღებული სიტყვა სამწუხაროდ (ინგლ. unfortunately), არამედ კონკრეტულად გარდაცვალებისა თუ დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით გამოყენებული და საყოველთაოდ მიღებული და დამკვიდრებული — unfortunately, died — ფორმა (საუბარია, არა სტატიებში მოყვანილ ციტატებზე, სადაც ასევე წარმოდგენილია მსგავსი ფორმა, არამედ სწორედ სტატიების ენციკლოპედიურ ტექსტზე). ბუნებრივი და კანონზომიერია, რომ თუკი ენციკლოპედიური ტექსტისთვის სიტყვა სამწუხაროდ შეუსაბამო, მიუღებელი ან ზედმეტია, წესით იგი არ უნდა გამოიყენებოდეს ამჟამად არსებულ ათეულ ათასობით — მათ შორის გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, რუსულ და ა.შ. ვიკიპედიებში წარმოდგენილ სტატიებში. შესაძლოა, თუმცა ნაკლებად დამაჯერებელი და ძნელად წარმოსადგენია, რომ ზემოაღნიშნული ვიკიპედიების საკმაოდ გამოცდილ, საკმაოდ კვალიფიციურ რედაქტორებსა და შემმოწმებლებს მხედველობიდან გამოპარვოდათ მათ სტატიებში ამ რაოდენობით არსებული მსგავსი „ხარვეზები“. რაც შეეხება ქართულს, ქართულ ვიკიპედიაში ამჟამად არსებობს დაახლ. 195 სტატია, სადაც იგი (სიტყვა სამწუხაროდ) გამოიყენება. აქედან გამომდინარე, საყურადღებო და საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება შემდეგთან დაკავშირებით — კერძოდ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ამ სტატიის ანალოგიურად, აღნიშნული სტატიებიდანაც სიტყვა სამწუხაროდ უნდა იქნას ამოღებული? იმ შემთხვევაში თუ არასწორად გავიგე თქვენი რედაქტირების შინაარსი და რაიმე სხვა კრიტერიუმებითა და მოსაზრებით ხელმძღვანელობდით აღნიშნული სიტყვის ამოღებისას, გთხოვთ მაცნობოთ შეძლებისდაგვარად. ყოველთვის მადლიერებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 22:59, 4 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Arkaitz1974: გამარჯობა! საქმე იმაშია, რომ წლებია ქართულ ვიკიპედიაში მსგავს სიტყვებს, როგორიცაა საბედნიეროდ, სამწუხაროდ, ბედნიერად და სხვა სიტყვებს არ ვიყენებთ. წუხილის თუ დარდის, სიხარულისა თუ კმაყოფილების გადმოცემას ქართულ ვიკიპედიაში როგორც ენციკლოპედიაში არ ვახდენთ. სულ ეს არის. ვიკიპედიის სხვა განყოფილებები ამ ნაწილში არაფერ შუაშია. პატივისცემით, - OTOGI Messages 07:00, 5 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. თუკი ციტატის სახითაა მოყვანილი უნდა დარჩეს, სხვა შემთხვევაში ამოსაღებია. - OTOGI Messages 07:14, 5 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: მადლობა, რომ გულისხმიერად და კეთილგანწყობით მოეკიდეთ ჩემს შეკითხვას და საკმაოდ ამომწურავი განმარტება მომაწოდეთ. მინდა ასევე დაგიდასტუროთ ჩემი თქვენდამი პატივისცემა. საუკეთესო სურვილებით--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 17:29, 5 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიციტატის და ვიკისაწყობის სათაურის გაფორმების შესახებ, რამდენად ესადაგება კითხვის ნიშანი ტექსტის სათაურს?

ერთი კითხვა მაქვს ოთო, ვიკიციტატა, როგორი ფორმითაცაა, ვგულისხმობ კითხვის ნიშანი რომ ურევია, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიკი-გვერდზე, სახელდობრ ვიკიციტატის სექცია შემდეგნაირი სახელწოდებითაა გაფორმებული: "ვიკიციტატაში? არის გვერდი თემაზე: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი", ამ წინადადებაში კითხვის ნიშანი რომ მოშორდეს გაცილებით ლამაზი იქნება დასათაურება და ეგ თუა შესაძლებელი?Lasha-george განხილვაწვლილი 07:18, 5 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: არის შესაძლებელი, მაგრამ რამდენადაც ვხვდები აღნიშნული კითხვის ნიშანი აზრს გამოხატავს. - OTOGI Messages 09:14, 7 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, მაგრამ გაცილებით გამართული აზრი ფიქსირდება კითხვის ნიშნის გარეშე, ჩემის აზრით, თუნდაც როგორც უცხოურ ვიკიციტატების სათაურის მსგავსად.--Lasha-george განხილვაწვლილი 11:28, 7 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

აგერაა თარგი → {{ვიკიციტატა}}. თარგის განხილვაში დაწერე ამის შესახებ. - OTOGI Messages 11:45, 7 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოქეი.--Lasha-george განხილვაწვლილი 12:21, 7 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: დავწერე ოთო. ესეც მითხარი ბარემ, წაშლილი სათაურები სულ ჩანს. ანუ ისინი არ ქრება?Lasha-george განხილვაწვლილი 12:42, 7 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: თავისით არ ქრება. - OTOGI Messages 08:18, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ოთო. მადლობა.Lasha-george განხილვაწვლილი 10:50, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ვიკიციტატის განხილვაში კი დავწერე, მაგრამ პასუხი ვგონებ კარგა ხანს არ იქნება...--Lasha-george განხილვაწვლილი 10:51, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: კარგად თუ დავუკვირდებით აქ კითხვის ნიშანი გამოხატავს ბმულს სტატიაზე ვიკიციტატის შესახებ. ვინაიდან მკითხველმა შეიძლება არ იცოდეს რა არის ვიკიციტატა, სწორედ ამიტომ არის აქ დასმული კითხვის ნიშანი, თუკი დააჭერ მას გადახვალ სტატიაზე ვიკიციტატის შესახებ. მგონი არაფერი შავდება ამ კითხვის ნიშნით. ამ შემთხვევაში დანიშნულება გააჩნია კითხვის ნიშანს. - OTOGI Messages 15:33, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

მართლწერის კუთხით არ ჩანს ლამაზი. ასე მაგალითად, არ მინდა ისე ჩანდეს რომ ინგლისურ ვიკიპედიას ვბაძავ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინგლისურში გაცილებით ლამაზი მგონია გაფორმება. როგორც იძახი აზრს გამოხატავს კითხვის ნიშანი, მაგრამ მთლად გამართული არაა მართლწერის კუთხით, და არ იქნება დანაშაული თუ ინგლისურ ვიკიპედიას მივბაძავთ ოთო.Lasha-george განხილვაწვლილი 15:49, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ასე ? იხ. {{ვიკიციტატა}}. - OTOGI Messages 16:00, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგალითად აზორკის გვერდზე როგორც გაკეთდა. უმჯობესია ყველა მსგავსი ვიკიპედიის ციტატა ან მსგავსი გაკეთდეს ასე.მადლობთ.Lasha-george განხილვაწვლილი 16:04, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
ოთო, ბოდიში, მაგრამ ფართო გამოყენების თარგების ცვლილებისას აუცილებელია ამის განხილვა განხილვის გვერდზე. აღნიშნულ კითხვის ნიშანს აქვს კონრეტული ფუნქცია: ვიკიპედიის პროექტის შესახებ მკითხველის ინფორმირება. მისი მოშორება მხოლოდ ორი მომხმარებლის განხილვის შედეგად არასწორია.--Melberg მიწერა 16:13, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
განხილვის გვერზე წელიწადზე მეტია დაწერილია, მაგრამ ქმედება არანაირი არ ყოფოლა მელბერგ. კითვის ნიშანი მართლწერის თვალსაზრისით არასწორია. ვიკიპედიის პროექტის შესახებ ინფორმირება კითხვის ნიშნის გარეშე როგორ ფიქრობ არაა შესაძლებელი? წერია: ვიკიპედიაში არსებობს ვიკიციტატა თემაზე! განა ეს არაა საკმარისი?--Lasha-george განხილვაწვლილი 16:19, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
არა, არ არის საკმარისი. თარგებში მართლწერის სტანდარტული წესების გამოყენება არ ხდება. ამ ლოგიკით, მაგალითისთვის, {{საქართველოს პრემიერ-მინისტრები}}-ში სახელები მხოლოდ მძიმეებით უნდა იყოს გამოყოფილი. ვიკიპედიაში ვიკიციტატა არ არსებობს: არსებობს ფონდ ვიკიმედიის დამოუკიდებელი პროექტი ვიკიციტატა, რომელზეც ბმული გადადის ვიკიპედიიდან. ამ კითხვის ნიშნის ამოცანაც არის დაინტერესებული მკითხველის ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა არის ვიკიციტატა და რით განსხვავდება ვიკიპედიისგან.--Melberg მიწერა 16:23, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

თარგის განხილვის გვერდზე გააგრძელეთ განხილვა. მადლობა. - OTOGI Messages 16:26, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: თარგი წინა ვერსიაზე დავაბრუნე. განხილვის გვერდზე დაწერა და მე მივუთითე ამის შესახებ. კარგად გადახედე მიმოწერას. მარტო იმას ნუ კითხულობ, რისი წაკითხვაც გინდა. განხილვა, რომ გაიხსნა ჩუმად იყავი რატომღაც და ახლა ცვლილება, რომ შევიტანე მაშინ გამოჩნდი. რაღაც უცნაურად გამოიყურება ეს ყველაფერი. განიხილეთ და შეჯერდით. მადლობა. - OTOGI Messages 16:31, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოთო, მემგონი ცოტა უხეშად გამოგივიდა :). ბუნებრივია, რომ ცვლილება მაშინ შევამჩნიე, როდესაც თარგი ჩასწორდა. დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია თარგის განხილვაზე დავწერ. წარმატებები.--Melberg მიწერა 16:35, 16 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

შესასწორებელი

ოთო გამარჯობა.

@Lasha-george: მაგათ უნდა მიწერო. - OTOGI Messages 06:45, 27 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეჰ, ეგ რომ შემეძლოს... ინგლისურ ვიკიპედიაში დაბლოკილი ვარ სამუდამოდ! მაშინ ახალბედა ვიკიპედიელი ვიყავი:-).Lasha-george განხილვაწვლილი 08:28, 27 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
Бог (значения) თუ ღმერთი (მრავალმნიშვნელოვანი)? ანუ მნიშვნელობა თუ მრავალმნიშვნელოვანი?Lasha-george განხილვაწვლილი 10:27, 30 დეკემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოთო გამარჯობა. გილოცავ შობა-ახალი წლის ბრწყინვალე დღესასწაულს! ერთი რამ მინდოდა მეთქვა, საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე განხორციელდა ვანდალიზმი! მე კი დავაბრუნე წინა ვერსიაზე, მაგრამ ისტორიაში იხილე IP მისამართი და ... შენ უკეთ იცი. გმადლობთ.Lasha-george განხილვაწვლილი 16:05, 8 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: მეც გილოცავ კიდევ ერთხელ, მრავალს... იყოს, რას გიშლის. ისტორიაში ინახება ხოლმე IP-მისამართები. - OTOGI Messages 10:31, 12 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე ოთო! ეგ პრობლემა გამოსწორდა. ოთო, ამჟამად აიას და კოლხეთის სამეფოს ვარედაქტირებ, ნიშანი დაყენებული მაქვს და ცოტა დრო შესაძლოა კიდევ დამჭირდეს, შეგიძლია გამიგრძელო? და კიდევ ერთი, Timeline of Georgian მემგონი უდრის საქართველოს ისტორიის ძირითადი ქრონოლოგიური ცხრილების და როგორ ფიქრობ, ხომ არ მიებას? და თუ მიებმება, ამ ვიდეოს (ფაილი:History of Georgia -1300BC-2018AD- every Year.webm) გაუმჯობესებული ვერსია (History of Georgia [1300BC-2018AD every Year) მინდა აღნიშნული გვერდის სექციაში, აქ მივუთითო შენი ნებართვით თუ შეიძლება. თუ არაა საჭირო წაშალე.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:41, 12 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: მე, საერთოდ არ გირჩევ მაგ თარგის გამოყენებას. ჩემი ნება, რომ იყოს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან მაგ თარგს. ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვა მავნე პრაქტიკაა. ადრე ცოტა სხვანაირად ვფიქრობდი, ახლა კი მგონია, რომ ეგ თარგი ცუდის მასწავლებელია. დრომ უჩვენა ასე. მე, გირჩევ გამოიყენო ეს თარგი → {{დამუშავების პროცესშია}}. ამასთან, დროშიც არ იზღუდები. - OTOGI Messages 07:54, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგი ოთო, როგორც იტყვი, მაშინ წაშალე ვიდეო. ეს - Timeline of Georgian, ამას საქართველოს ისტორიის ძირითადი ქრონოლოგიური ცხრილებს ხომ არ უდრის?--Lasha-george განხილვაწვლილი 07:58, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: საქართველოს ისტორიის ძირითადი ქრონოლოგიური ცხრილები დავაკავშირე. რაც შეეხეა ვიდეოს, საერთოდ, სასურველია იგი ატვირთო ჯერ კომონზზე (Wikimedia Commons), და რაც მთავარია წყაროთი გაამყარო მისი სანდოობა (რაღაც წყაროს ხომ უნდა ეფუძნებოდეს ეს მასალა). შემდეგ, შეგიძლია დაამატო სტატიაში. მთავარია, რომ ამ ვიდეოს ჰქონდეს წყარო. ხომ იცი, მეცნიერებაში მთვარი ფაქტებია, წყაროები და სხვა. :). - OTOGI Messages 08:06, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, მართალია. ოთო, Timeline of Georgian მე ვფიქრობ უდრის, საქართველოს ისტორიის ძირითადი ქრონოლოგიური ცხრილებს და ხომ არ უნდა ჩანდეს ენებში? დაკიდევ, ეგრისის სამეფო დავასრულე, მაგრამ აიას და კოლხეთის სამეფოსთან დაკავშირებით თარიღის მხრივ მემგონი ჩავეტევი, მაგრამ მაინც მინდოდა ოდნავ გაგეხანგრძლივებინა ჩემთვის სამუშაო დრო. როგორც იცი, მინდა რომ მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 2 მინდა ჩავანაცვლო საქართველოს მმართველთა სიას, მაგრამ ასევე მინდა ამ ინფორმაციის გადანაწილება იგივე კოლხეთის სამეფოში და სხვ. ცალკეულ სტატიებში, რომ შენარჩუნდეს და არ დაიკარგოს.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:15, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: დავაკავშირე და გამოჩნდება ენებში. დაასრულე ყველაფერი და შევხედოთ მერე. - OTOGI Messages 08:18, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოქეი.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:24, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეგრისის სამეფოს გერბად ინფოდაფაში ბორჯღალა მივუთითე, რადგან References-ის ქვემოთ, Laz people-ეს გაიდლაინი, მსგავსი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა მგონი არ გვაქვს ხო?--Lasha-george განხილვაწვლილი 08:57, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: როგორც ჩანს, არა. - OTOGI Messages 09:13, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შემოწმებასთან დაკავშირებით

გამარჯობა, Otogi. — თქვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები გამოქვეყნდება უფლებამოსილი მომხმარებლის მიერ შემოწმების შემდეგ — 2019 წლის 1 ოქტომბერს ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეგეხმიანეთ. თქვენი პასუხის მიხედვით სანდო მომხმარებლის სტატუსის მქონე მომხმარებელთათვის წესით და რიგით არანაირი პრობლემა არ უნდა შექმნილიყო სტატიების დარედაქტირების თვალსაზრისით. თუმცა, იმ დროისთვის პრობლემის მიზეზი გაურკვეველი დარჩა. სასურველი იქნებოდა გაგვეგო, გაირკვა თუ არა პრობლემის მიზეზი დღეისათვის და იგივე პრობლემა მხოლოდ სანდო მომხმარებლის სტატუსის მქონე მომხმარებლებს ექმნებათ თუ სტატუსის განურჩევლად ყველა მომხმარებელი ამ დღეშია? წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 16:35, 8 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Arkaitz1974: გამარჯობა! დიახ, სანდო მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს რედაქტირების პრობლემა. თუმცა პრობლემა გლობალურია როგორც ჩანს. არ დამვიწყებია. კიდევ რამდენიმე რედაქტორს აქვს მსგავსი პრობლემა. - OTOGI Messages 10:33, 12 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: მადლობა პასუხისთვის, იმედი ვიქონიოთ როდისმე გამოსწორდება. ბედნიერ წელს გისურვებთ--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 10:47, 12 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგი:სქოლიოს სია

გამარჯობა, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ამ პრობლემის მოგვარებაში - თარგის_განხილვა:სქოლიოს_სია#ასოები_სქოლიოში_(_upper_alpha_და_lower_alpha_)
ვიკიპედია:ფორუმი/ტექნიკური საკითხები#ასოები_სქოლიოში_(_upper_alpha_და_lower_alpha_). Lado85 განხილვაწვლილი 10:25, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lado85: გამარჯობა! აჯობებს მაგალითი მაჩვენო თუ როგორ გინდა რომ იყოს. - OTOGI Messages 10:51, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

. Marvel-ის_კინოსამყარო#მომავალი_პროექტები - ასე არის. [2], [3] - ასე უნდა იყოს.

თვითონ ცხრილში სადაც არი ჩასმული ასო ჩანს, მაგრამ ცხრილის ქვეშ სქოლიოში ციფრია. Lado85 განხილვაწვლილი 10:59, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lado85: კი, მივხვდი რაზეც საუბრობ. - OTOGI Messages 11:23, 13 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lado85: როგორც ჩანს თარგის ამბავია. ათასობით გვერდზეა გამოყენებული და ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებ. - OTOGI Messages 06:54, 21 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე, რომ გითხრა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ დაგეხმარები. აჯობებს ფორუმში დაწერო. - OTOGI Messages 07:44, 21 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

  • დაწერილი მაქვს ფორუმშიც ფა სქოლიოს განხილვაშიც, ყურადღებას არავინ აქცევს, აქ მაგითიმ მოგწერე. Lado85 განხილვაწვლილი\

ოთო, ეს გვერდი მიხეილის მიერაა დაცული, კი მივწერე, მაგრამ იქნებ შენც ნახო.--Lasha-george განხილვაწვლილი 14:18, 28 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: რას ნიშნავს დაცულია ?. ვერ მივხვდი... - OTOGI Messages 15:10, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მას შემდეგ, რაც რედაქტირების პანელს დააკლიკებ, შემდგომ გიწერს. მე იმის თქმა მინდა რომ მიხეილს არ მოუწერია ის, რაც განხილვაში დავწერე. ანუ ოთო, განხილვაში დავწერე, რომ ინგლისურ ვერსიაში თბილისის დაარსების თარიღად რატომღაც 479 წელი ეწერა და ფრჩხილებში მითითებული იყო, რომ საჭიროებს წყაროს მითითებას, შემდგომში თარიღი შესწორდა წყაროს მითითებით, მაგრამ ქართულში დღემდე ეს 479 წელია თბილისის თარიღად მითითებული (ამის შესახებ ვრცლად თბილისის განხილვაში მიწერია). გან წყაროს გარეშე დაწერილ 479–ს, წყაროს მითითებით, 455 წელი არ ჯობია? თან ინფოდაფა ჩვენზე გაცილებით უკეთესია არამხოლოდ ინგლისურის, არამედ ასევე უკრაინულის:-).--Lasha-george განხილვაწვლილი 15:19, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: სტატია თბილისი რჩეულია და მაგიტომაა დაცული. ქართულ ვიკიპედიაში ყველა რჩეულ სტატიას ვიცავთ ხოლმე. თარიღებს მერე გადავხედავ. - OTOGI Messages 15:22, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

წინასწარ მადლობა ოთო, უბრალოდ ეს ჩემს აკვიატებად ან ახირებად ჩანს, მაგრამ ნამდვილად ეწერა ინგლისურ ვიკიპედიაში ზუსტად ასე: 479 [წყარო არ არის მითითებული 1539 დღე] და ამჟამად შეიცვალა წყაროს მითითებით. თბილისის განხილვის ბოლო წერილში წყაროები, pdf-ის სახით მაქვს მითითებული.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:26, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად გადავხედავ. - OTOGI Messages 15:27, 31 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

დამოწმება

ოთო გამარჯობა! აია და კოლხეთის სამეფო დავასრულე და დამოწმება შესაძლებელია.--Lasha-george განხილვაწვლილი 08:58, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: გამარჯობა, ლაშა! მადლობა. შემოწმებულია.! - OTOGI Messages 09:03, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფერს ოთო. შეგიძლია ასევე დაამოწმო: ფაზიანიდები, კოლხეთის სუვერენთა სია (კირილ თუმანოვის ვერსია, აქვს მითითებული წყარო.), საქართველოს რაგბის კავშირი და ქაოსი.--Lasha-george განხილვაწვლილი 09:40, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ფაზიანიდების კატეგორია ცარიელია. გთხოვ, დაამატე რა. - OTOGI Messages 09:44, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

და კოლხეთის სუვერენთა სიაც. - OTOGI Messages 09:49, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: მადლობა!. შევამოწმე. ლაშა, ამ სტატიაში ქაოსი დასმულია ასეთი ბრჭყალები →«». ანუ, კი ბატონო, გამოიყენება ხოლმე ქართულში, მაგრამ როგორც დამხმარე ალტერნატიული ვარიანტი, როდესაც ბრჭყალები ბრჭალებშია. აჯობებს, რომ დავსვათ ასეთი ტიპის ბრჭყალები: → „“. - OTOGI Messages 10:01, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კაი. მადლობა პირიქით. შევცვლი თუ გინდა ბრჭყალებით, კარგი შენიშვნაა. თბილისის სტატიასთან დაკავშირებით რა მოიფიქრე? - წელს ვგულისხმობ... მაგალითად იგივე ქობულეთის სტატიის ინფოდაფა მოძველებულია. ინგლისურში და უკრაინულში გაცილებით ლამაზი ინფოდაფებია.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:07, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, გადავხედავ, რამდენიმე დღეში... - OTOGI Messages 10:08, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო, მცირე კორექტივები შევიტანე: აია-ში სქოლიოში iii შევცვალე III და ქაოსში «» შევცვალე „ “-ით.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:22, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

O.K. - OTOGI Messages

მადლობა.--Lasha-george განხილვაწვლილი 10:25, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო, მცირე კორექტირება შევიტანე აიას გვერდზე.

ეს→He says that he could not resist the need to be on this island, not so much for Circe but so that he does not resist the pull. - ის ამბობს, რომ ვერ შეძლო ამ კუნძულზე ყოფნის აუცილებლობას შეწინააღმდეგებოდა, უფრო არა იმდენად ცირცეს, რამდენადაც იმის გამო, რომ კუნძულის დატოვების აუცილებლობაზე რომ ვერ ეთქვა უარი. (წინა ვერსია არასწორად იყო დატოვებული, სხვა ყველაფერი რიგზეა ნამდვილად). მოვკვდი ამ კორექტირებით:-), ზაფხულის და ზამთრის სასახლის ნაცვლად სახლი მივუთითე, ზუსტად ისე, როგორც თარგმანშია და ასევე აქ, [1] სტატია აღარაა წყაროდ მითითებული და სქოლიო ამოვიღე.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:43, 6 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

შესწორება

შთამომავლობა ქართველების მეფეებისა, მემგონი არაუშავს, წყარო რათქმაუნდა აქვს მითითებული. მაგალითისთვის კარგი მგონია. ამ სახით შევჯერდი რომ საქართველოს მმართველთა სია განვაახლო. შემდეგ მოდის აღმოსავლეთი ფირდაუსის ლეგენდებით და ქართლის-ცხოვრებით, შემდეგ, ჩაკეცილ მდგომარეობაში იქნება პონტოს და ქართლის მეფეთა ქრონოლოგია ბაგრატ III-მდე, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში დაიწყება ძველი ქართლის სამეფო. მერე, გაჩვენებ თუ როგორი ქრონოლოგია იქნება წყაროებით გაჯერებული ოთო. დარწმუნებული ვარ მისაღები და მოსაწონი იქნება ყველასათვის. ყოველშემთხვევაში დღევანდელს და მანამდელს ერთად აღებულს ყველას აჯობებს. მინდა რომ ინგლისურზე უკეთესი გამოვიდეს, არა ცოტათი უკეთესი, არამედ ბევრად!:-). უკეთესს ნამდვილად ვიმსახურებთ! ხო მართლა, კოლხეთის სამეფო ისევ შევასწორე, უფრო სწორად წინადადება გავმართე.--Lasha-george განხილვაწვლილი 15:11, 7 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ესაა შესწორებული ვერსია

ბერძნული კოლონიზაცია

ამ რეგიონის განვითარებული ეკონომიკა, ხელსაყრელი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილეტელი ბერძნებისთვის, რომლებმაც კოლხეთის სანაპიროების კოლონიზება მოახდინეს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში, ფაზისში, გიენოსსა და დიოსკურიაში სავაჭრო პორტები დააარსეს. ეს ითვლებოდა „ყველაზე შორეულ მოგზაურობად“, ძველბერძნული ანდაზის თანახმად, უკიდურეს აღმოსავლეთ ადგილად კაცობრიობისთვის ცნობილ მსოფლიოში, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაპყრობილი მიწების მიღმა, აღმოსავლეთ საზღვართან.--Lasha-george განხილვაწვლილი 16:14, 7 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო გამარჯობა! თარგამოსის სტატიას დავამატე თეიმურაზ ბატონიშვილის ტექსტი და მოსე ჯანაშვილის ვერსია. ხო კიდევ, პატრიციელი და პატრიკიოსი ერთიდაიგივეა, ყოველ შემთხვევაშ ინგლისურში გადამისამართდება (იხ. პატრიკიოსი. ჩვენთანაც ასე ხომ არ გვექნა? მაგრამ ჩვენთან რატომღაც გამოყოფილია სიტყვით პატრიციები, და ინგლისურში კი Patrician, ითარგმნება როგორც პატრიციელი...Lasha-george განხილვაწვლილი 12:16, 8 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო, კოლხეთის სუვერენთა სიაში კი მცირე ლაფსუსი შევასწორე... ეწერა:

@Lasha-george: საღამოს მოგწერ. - OTOGI Messages 12:57, 10 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კაი.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:13, 10 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ვერ დაგეთანხმები. სწორია პატრიციები, ანუ (თავდაპირველად) ძველი რომის მკვიდრი მოსახლეობა. პატრიკიოსი მისი შესატყვისი ვერ იქნება, ვინაიდან ამ ტერმინით აღნიშნავენ ბიზანტიაში არსებულ მაღალ ტიტულს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პატრიციებზე როგორც მოსახლეობაზე, არ შეიძლება მის პარალელურად ვისაუბროთ მამამთავარზე და ტიტულზე. გადამისამართება იქნება მცდარი. ინგლისურ ვიკიპედიაში გადამისამართება არა სტატიაზე, არამედ ამ სტატიის სექციაზეა გაკეთებული. ეს სხვადასხვაა. ანუ აუცილებლად პატრიციები და ცალკე სტატიის სახით შესაძლებელია შეიქმნას სტატია პატრიკიოსი. სულ ეს არის :). - OTOGI Messages 18:53, 10 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ok.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:10, 10 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჯვარი (მცხეთა), აქ (სექცია ფასადის სურათებს ქვემოთ ეწერა ვპატოსსა და შევასწორე ჳპატოსსა-თი.--Lasha-george განხილვაწვლილი 20:22, 10 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

დამოწმება

ოთო, დასამოწმებელია:

და კიდევ:

ერთი ძველი საჭირბოროტო საკითხია, რომელსაც წარსულში განხილვაში:ბაგრატ II (აფხაზთა მეფე) მიუთითა გიო ოქრომ. პასუხად მე განხილვაში მივწერე, მაგრამ სტატია დარჩა ისე, როგორც ამჟამადაა. საქმე იმაშია, რომ ეს ბაგრატი არ ყოფილა მეფე, არამედ ეს ბაგრატი იგივეა, რაც: ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული). აფხაზთა მეფეთა სიაში ბაგრატ II, იგივე ბაგრატ III-ა. ეს ბაგრატი II (აფხაზთა მეფე) კი მემგონი უნდა წაიშალოს. ამასთან, საჭიროა გადამოწმდეს ქსე, რადგან ბაგრატ II-ის სტატიის წყაროდ ქსე-ა მითითებული, სადაც ბაგრატ II-ით იწყება სტატია. მაინტერესებს, ქსე-ში ამ ბაგრატს II-ედ მოიხსენიებენ თუ უბრალოდ უფლისწულად. მემგონი უფლისწულად უნდა ეწეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღრევა და შეცდომა გამოდის. Lasha-george განხილვაწვლილი 10:32, 11 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: გადავხედავ... - OTOGI Messages 10:41, 11 თებერვალი 2020 (UTC) მადლობა ოთო. ის წინა სტატიები დაამოწმე. მემგონი სტილს არაუშავს...--Lasha-george განხილვაწვლილი 10:46, 11 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, კარგია. O.K. - OTOGI Messages 11:08, 11 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოთო გამარჯობა! Cholarzene, კლარჯეთის გვერდის ანალოგიურ სახელწოდებას, ქოლარზენი წარმოადგენს. შენის აზრით თუ შეიძლება ამავე სახელწოდებით იძებნებოდეს აღნიშნული სტატია? P.S. კლარჯეთის სექცია გეოგრაფიაში ერთი აბზაცი კი ჩავსვი კირილ თუმანოვის კომენტარით. განმარტება ასევე ინგლისურ ენაზე შევიტანე ჯავახეთის სუვერენთა სიაში.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:41, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ხო ოთო, Liste des souverains de Djavakhétie დააკავშირე რა ჯავახეთის სუვერენთა სიას. ბმულის დამატება წერია, ბმულების რედაქტირება არა და ვერ დავუკავშირე.--Lasha-george განხილვაწვლილი 18:57, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ჩემი აზრით არა. უფრო სწორად უნდა დაგეწერა ხოლარძენე ან კატარძენე, რომლებიც კლარჯეთს შეესაბამებიან. თუმცა, არსებობს ერთი თუმცა, რომ ეს ტერმინები როგორც იცი (ნუ გავიწყდება) მეცნიერთა ერთი ნაწილითაა კლარჯეთი, მაგრამ სხვანი სხვაგვარად ფიქრობენ. ჩემი აზრით, გადამისამართება უშუალოდ სტატიაზე არასამართლიანი იქნება. მეცნიერულად უფრო გამართლებული იქნება თუკი არა სტატიაზე, არამედ სპეციალურად შექმნილ სექციაზე გაკეთდება გადამისამართება, სადაც განმარტებული იქნება აღნიშნული საკითხი ვრცლად. - OTOGI Messages 18:33, 18 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ok. თუ არ არსებობს გადამისამართების აუცილებლობა ასე იყოს. ქართველ ისტორიკოსებს კლარჯეთის წარმომავლობის საკითხი მაინცდამაინც არ აქვთ ღრმად შესწავლილი... ქოლარზენია სწორი ოთო:-), ინგლისურის სპეციალისტსაც ვკითხე, აღნიშნული სიტყვა კ. თუმანოვის წიგნში ამგვარად იკითხება, ურარტული წარმოშობის ქოლარზენის განმარტებისას. სხვათაშორის ბერძნული ინტერპრეტაციით ქალკიოპე - ხალკიოპეს ექვივალენტურია (იხ. Chalciope, აქაც არაა ინგლისური, იაპონური და ბულგარული ბმულები სხვა ენებთან დაკავშირებული?!) თუმცა შეიძლება ორივეს ნიშნავდეს, მაგრამ აქ ისე მაქვს თარგმანი ინგლისურიდან, როგორც მეცნიერის წყაროშია მითითებული. --Lasha-george განხილვაწვლილი 05:06, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ინგლისურიდან რატომ კითხულობ ლაშა ? :). მოდი ორი სიტყვით გეტყვი და მიხვდები. ამ ყველაფრის საფუძველია სიტყვა ხორძენე, რომელიც გვხვდება სტრაბონის გეოგრაფიაში. იქ არაფერი არ არის ნათქვამი ხოლარძენეზე (თუ ვცდები გვერდი მიმითითე სტრაბონის გეოგრაფიიდან). მერე მოხდა ის, რომ თუმანოვმა ხორძენე შეასწორა ხოლარძენედ და თავის ნაშრომებში დაასათაურა როგორც Cholarzene. შემდეგ, ხოლარძენე და კატარძენე ურარტულ წყაროებში მოხსენიებული კატარზა-ს (გვხვდება როგორც ქვეყანა ანუ პროვინცია თუ რეგიონი Ka-tar-za-e, მანდვეა ტომიც მოხსენიებული) სახელწოდებიდან გამოიყვანეს ანუ უფრო შორს წავიდნენ. სწორედ ამიტომ წაიკითხე როგორც ქოლარზენი. ქართულ წყაროებში გვხვდება ხორძენე, ხოლარძენე და კატარძენე. ადრეც გითხარი, რომ თუმანოვის წარმოდგენებს ბევრი მეცნიერი არ იზიარებს. მე მხოლოდ ერთს დავწერ, თუ გვინდა მივიღოთ ძლიერი ენციკლოპედია ის უნდა იყოს მკაცრად მეცნიერული. ბოლო წლებში ვიკიპედიის პრობლემად ისევ და ისევ მეცნიერულად დაუსაბუთებელი ინფორმაციის შეტანა რჩება. აბსოლუტური ქაოსი!. ფასადურად განათლებულმა ბნელეთის ბრმა ადეპტებმა ვიკიპედია დაამსგავსეს Uნციკლოპედიას!. რა თქმა უნდა ეს შენ არ გეხება, ზოგადად ვსაუბრობ. მოკლედ, ამ ნაწილში მე, მოვრჩი. - OTOGI Messages 07:55, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია „არიან-ქართლი“: არიან-ქართლის ადგილები – კარი, კარინი, არწნი, არზრუმი, არტაანი, არტანუჯი, არზენე და ხორძენე. 21 December, 2017. [I აბზაცი]:
აღსანიშნავია, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის სიტყვით არტანუჯის ქვეყანას არზენე ერქვა.
(ე. ი. არტანუჯი დედაქალაქია, და მისი ქვეყანა კი კლარჯეთი ანუ არზენე. გეთანხმები, სტრაბონი "გეოგრაფიაში" ხორძენეს ახსენებს, ანუ კლარჯეთის გადამისამართების თემა დავხუროთ, არ გვინდა. უბრალოდ ერთს ვიტყვი ოთო, კლარჯეთის სუვერენთა სიაში დაწერილს, მხოლოდ კ. თუმანოვის წყაროთი სარგებლობიდან გამომდინარე დავწერე ქოლარზენი, რომელსაც კ. პორფიროგენეტის მიხედვით, არზენე ეწოდებოდა და სტრაბონი ხორძენეს შესახებ არ კონკრეტდება (P.S. ტერმინი სუვერენთა სია მხოლოდ წყაროთი და მხოლოდ კოლხეთის და ჯავახეთის შესახებაა, და ტერმინის, სუვერენის გადამისამართება უადგილოდ მიმაჩნია, ამის შესახებ ჯავახეთის სუვერენთა სიის განხილვის გვერდზე დაიწერე...). სტრაბონი წერს:
მოგვითხრობენ, რომ წარსულში არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. ისინი იყვნენ ანტიოქ დიდის მხედართმთავრები, მისი დამარცხების შემდეგ კი მეფეები გახდნენ. მათ ერთად გააფართოვეს თავიანთი სამფლობელო, ჩამოაჭრეს რა ირგვლივ მცხოვრებ ხალხებს ოლქები. კერძოდ, იბერებისაგან მიიტაცეს პარიადრეს მთისწინეთი, ხორძენე და გოგარენე, რომელიც კირის მეორე მხარესაა, ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოაჭრეს კარენიტი და ქსერქსენე, მცირე არმენიის მოსაზღვრე ნაწილები.
ანუ არზენე უფროა ოთო. იგივე კლარჯეთის გვერდზე, გეოგრაფიის სექციაში მითითებული წყარო კ. თუმანოვისაა და ამიტომ წავიკითხე ინგლისურად, ანუ კონსტანტინე პორფიროგენეტის მიერ მითითებული წყარო რომ წამეკითხა არზენეს (კლარჯეთი) მივუთითებდი, ამის შესახებ არც ვდავობ. ბოლო მოწერილს, ინფოდაფის შესახებ, მოვაგვაროთ...:-)--Lasha-george განხილვაწვლილი 09:27, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ ნათქვამია, მსჯელობაში ჭეშმარიტება იმალებაო, შენი თქმის არ იყოს, Cholarzene ქართულად იგივეა, რაც არზენე (Chol...არზენე!) ვიპოვეთ თუ არა?! შესაძლებელია ამ სათაურით შევცვალოთ ჯავახეთის სუვერენთა სიაში ქოლარზენი, რას იტყვი ოთო?--Lasha-george განხილვაწვლილი 09:36, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: მესმის რასაც იძახი, მაგრამ წყაროებია საჭირო. ესეც ნახე → განხილვა:ჯავახეთის სუვერენთა სია. მომხმარებლებს შენიშნვნები აქვთ. ჯერ სათაურის პრობლემა უნდა გადაწყდეს. - OTOGI Messages 09:57, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

წყარო მივუთითე, მაგრამ სათაური (არიან-ქართლის ადგილები – კარი, კარინი, არწნი, არზრუმი, არტაანი, არტანუჯი, არზენე და ხორძენე) რატომ არ შავდება, უნიკოდი ხომ არ შეიცვალა?--Lasha-george განხილვაწვლილი 10:35, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა

ოთო, როგორც ადმინისტრატორი გკითხავ, ვარედაქტირებ მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშოს აფხაზთა სამეფოს ინფოდაფას; აღნიშნულ ინფოდაფაში აფხაზეთის სამეფოს დროშები:

  • Flag of the Kingdom of Egris-Abkhazia v2.svg;
  • Kingdom of Abkhazia (900s).png რომ ჩავსვი ინფოდაფაში, არ გამოჩნდა. ანუ აღნიშნული ინფოდაფა დიზაინით უკეთესია მეორე ინფოდაფაზე, რადგან წინამორბედი ან/და შემდეგი ქვეყნის დროშის არქონის შემთხვევაში დროშის ადგილას კითხვის ნიშანი არ იხატება, მაგრამ, მაგალითად აფხაზთა სამეფოს დროშას არ ჩნდება. თუ ნახავ ინგლისური ვიკიპედიის აფხაზთა სამეფოს გვერდის ინფოდაფას და დაუკვირდები ნახავ თუ რას ვგულისხმობ. მადლობა წინასწარ. იქნებ რამენაირად გამოჩნდეს... პატივისცემით:--Lasha-george განხილვაწვლილი 12:49, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ანუ ამ ფაილის ჩასმა გინდა commons:file:Kingdom of Abkhazia (900s).png ?. - OTOGI Messages 13:39, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი ოთო, მაგ ფაილის და ასევე დროშის. მეფეებამდე არქონტების ჩასმაც მინდოდა, მაგრამ ვერ გავაკეთე. ეს და მეორენაირ ინფოდაფებს არჩევანი რომ გაკეთდეს, ეს ჯობია, რადგან როგორც ვთქვი, დროშის არქონის შემთხვევაში კითხვის ნიშანს დროშის ნაცვლად არ წერს.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:46, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: ხო, ინფოდაფის დამუშავების დრო ეხლა არ მაქვს. - OTOGI Messages 13:47, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ოკ. როცა დრო გექნება ეს ინფოდაფა გამოვიყენოთ, თუ რათქმაუნდა სურათის ჩასმა მოხერხდა, უფრო ლამაზია ხო.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:50, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიომ ჩასვა ოთო, დააკვირდი, საქართველოს სამეფოსგან განსხვავებით ცარიელ, დროშის გარეშე არსებულ ადგილას კითხვის ნიშნები არაა დასმული! ვერსიით ეს ინფოდაფა ნამდვილად ჯობია.--Lasha-george განხილვაწვლილი 13:55, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „georgian“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="georgian"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2
  1. „Books: Softer Answers“. Time. 1933-07-31. ციტირების თარიღი: 2010-04-23.