მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 27

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კრიტიკას რაც შეეხება

ფორუმი ზედმეტად რომ აღარ დავტბორო, აქ გუპასუხებ. მონაწილეობა დარღვევით ჩატარებულ კენჭისყრაში მიიღეთ და მგონი აღარ სჭირდება ამას ზედმეტი დასაბუთება, ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ შენ არ გჭირდება. პროცედურულად ეს დაახლოებით იმ კენჭისყრას წააგავდა, სტატიების ახალი კრიტერიუმებზე რომ მიმდინაობდა რამდენიმე წლის წინათ და ჩემი დამოკიდებულება პირველის მიმართ იგივეა რაც შენი იყო მეორის მიმართ. – BruTe () 10:37, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@BRUTE: რისი თქმა გინდა მაგით სანდრო, 4 წლის წინანდელ განხილვას აბრუნებ ახლანდელ დროში და მეუბნები, რომ გაუაზრებლად მივეცი ხმა. ეს არ არის შეურაცხყოფა, როგორ ფიქრობ ? შენი ქმედება იყო გაუაზრებელი-ო - აი ასე გამოდის შენი კომენტარიდან გამომდინარე. შენსგან ასეთ ტონი გამიკვირდა, ვინაიდან ასე არასოდეს არ წერ ხოლმე. რაც შეეხება წესს, შენ ძალიან კარგად იცი, რომ მაშინ კატასტროფული მდგომარეობა იყო შექმნილი ადმინთა კორპუსში, ვიკიპედიის ზრდა-განვითარებასთან ერთად ახალი მექანიზმების ამოქმედება იყო საჭირო და შესაძლოა მართლაც, სიჩქარეში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში სკრუპულოზური ხასიათი ვერ მიიღო. მაგრამ ეგ წესი იმისთვისაც შემუშავდა, რომ ვიკიპედიის მომავალ რედაქტორებს გაეაზრებინათ ის უდიდესი ტვირთი, რასაც ადმინობა ჰქვია. მეორე მხრივ, სულ მიმდინარეობს საუბრები ისტებლიშმენტზე და მსგავს რაღაცებზე. აბსურდია და დამღლელიც ამის კითხვა. ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გამოიკვლევ დაასკვნი, რომ ადმინთა კორპუსზე ზეწოლა მიმდინარეობს. ასე არ შეიძლება. აგრეთვე, თუ გვინდა, რომ საკითხი საფუძვლიანად გავარჩიოთ მოდი ერთმანეთისკენ თითს ნუ გავიშვერთ, ნურავის ნუ გავაკრიტიკებთ და ვცეთ ერთმანეთს პატივი. ისეთი სიტყვები დაიწერა ფორუმში, რომ საშინელებაა ამის კითხვა უკვე. ხომ შეიძლება ცივილიზებულად განვიხილოთ საკითხი. - OTOGI Messages 10:57, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, ჩავთვალოთ რომ მე და შენ ამ ეტაპზე ამოვწურეთ. ბოდიშის მოხდა არასდროს მიჭირდა ცხოვრებაში, თუმცა არ იყო ეგ შეურაცმყოფელი და არც მქონია ეს მიზნად, ვინც მიცნობს იცის ეს, და აქ ასე თუ ისე მიცნობენ. 4 წლის წინანდელ მდგომარეობაზე და მაშინ უმრავლესობის მიერ მიღებულ გამოსავალზე მაქვს ჩემი აზრი, თუმცა აღარ მინდა აქ გავშალო. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგაზე მიბრუნება ფორუმში. – BruTe () 11:16, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@BRUTE: დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრი სრულიად ნორმალური მოვლენაა. მიმაჩნია, რომ ადმინი უნდა იყოს აქტიური და სულ უნდა აკეთებდეს საქმეს. ეს იგივეა ახალი მთავრობა მოვიდეს და არაფერს არ აკეთებდეს, ხოლო თავი იმით იმართლოს, რომ უკვე არჩეულია. რო აგირჩიეს კეთილი უნდა ინებო და საქმე უნდა გააკეთო. ცკ-ს მდივანით მხართეძოზე არ უნდა წამოწვე მუდმივი წესით და სტატუსი არ უნდა გაინაღდო. სტატუსი საერთოდ არ მანაღვლებს, ცნობისთვის, რეალურ ცხოვრებაში არავინ არ იცის, რომ ვიკიპედიის ადმინი ვარ. Так, что... ორი სიტყვით, მე მაქვს ჩემი დასაბუთებული აზრი ამ საკითხთან მიმართებაში. სულ ეს არის. მადლობა. - OTOGI Messages 11:32, 1 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

AI

გამარჯობა ოთო, სტატია ჯერ არ იყო დამთავრებული (ხელოვნური ინტელექტი)--Qwelly განხილვაწვლილი 08:48, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Qwelly: გაგიმარჯოს! სამწუხაროდ, ტექსტი წაიშალა იმის გამო, რომ დიდწილად არაენციკლოპედიური იყო, გარდა ამისა, ტექსტი დაკოპირებულიც აღმოჩნდა. ამ სახით ინფორმაციის განთავსება ვიკიპედიაში არ შეიძლება. - OTOGI Messages 18:15, 2 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

პერსონალური ინფორმაცია

Otogi გთხოვ ვიკიპედია განხილვა:1918-დან ჩემი სახელი და გვარი (რომელიც სამგან არის მოხსენიებული) ჩაანაცვლოთ ჩემივე ვიკიპედიის ანგარიშით (Jaba1977) და დამალოთ ხილვადობა. --ჯაბა 1977 18:32, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Jaba1977: ვფიქრობ, რო ეს ფაილიც წასაშლელია, დატვირთვა არ აქვს, ხო ასეა ? ფაილი:თანხმობა.JPG. - OTOGI Messages 18:58, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კი ოთო. --ჯაბა 1977 19:04, 8 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ანანი

გამარჯობა, ალბათ მე როცა უკვე ვარედაქტირებდი მაშინ შეიტანე ინფორმაცია და ვერ შევნიშნე შენი ცვლილებები --Mehman 97 10:39, 18 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! კი, მგონი ერთი და იგივე დროს შევიტანეთ ცვლილებები სტატიაში. - OTOGI Messages 10:42, 18 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Otogi. ეს სურათები, რომლებიც დავურთე მმართველებს ლიცენზირებულია. მემგონი უფრო ლამაზია, ვიდრე ადრე იყო... იქნებ დამეხმაროთ და რედაქტირება გაუკეთოთ საქართველოს მმართველთა სიას. პატივისცემით, ლაშა. ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 09:32, 20 აგვისტო 2018 (UTC)

@Lasha-george: ლიცენზიაში იმას ვგულისხმობ, რომ ვიკიპედიაში ნებისმიერ ატვირთულ ფაილს ესაჭიროება შესაბამისი სალიცენზიო სტატუსი. სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ წაიშლება. - OTOGI Messages 13:13, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

Untitled

გამარჯობაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მაია.გაბ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გაგიმარჯოს. - OTOGI Messages 13:04, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ცვლილება შევიტანე ერთ ერთ სტატიაში. განახლება როდის მოხდება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მაია.გაბ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@მაია.გაბ: სამწუხაროდ თქვენი მასალა წაიშალა, ვინაიდან იგი იყო დაკოპირებული. სტატიაში კანე კორსო თქვენ მოათავსეთ დაკოპირებული მასალა, ხოლო ვიკიპედიაში დაკოპირებული მასალების შემოტანა არ შეიძლება. - OTOGI Messages 13:11, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

ანუ, ხელით უნდა აიკრიფოს და მხოლოდ მას შემდეგ შეინახება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მაია.გაბ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@მაია.გაბ: არა, ეგ არაფერ შუაშია. ზოგადად, დაკოპირებული მასალა ვიკიპედიაში იშლება-თქო, ვინაიდან შესაძლოა საავტორო უფლებები დაირღვეს. - OTOGI Messages 13:18, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კეთილი, გასაგებია. სურათის შეცვლა თუ არის შესაძლებელი? იქნება დამეხმაროთ :))წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მაია.გაბ (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@მაია.გაბ: განვაახლე სურათი. - OTOGI Messages 13:38, 20 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

საქართელოს მმართველთა სია

საბჭოთა საქართველოს მმართველთა სია გადმოღებულია აღნიშნული წყაროდან - Справочник по истории Коммунистической партии и Советского Союза 1898 - 1991 [1] . ლაშა. ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 16:38, 20 აგვისტო 2018 (UTC)

ჰაჯალი (ზანგილანი)

ჰაჯალი (ზანგილანი) — ენათშორისო ბმულები მომიშორე და აგრეთვე ვიკიმონაცემებშიც არის წასაშლელი. ვერ ვაკეთებ.--ცანგალა 09:53, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

წაიშალა. - OTOGI Messages 09:56, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. მხეცი ხარ.--ცანგალა 09:58, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარკვიე

ჰაჯიალილი (ზანგილანი) და ჰაჯალი (ზანგილანი) — ორივე დასახელებული პუნქტი არსებობს, თუ ერთ-ერთი? იხ. აგრეთვე ჰაჯიალილი (მრავალმნიშვნელოვანი) და ჰაჯალი (მრავალმნიშვნელოვანი). ვეღარ გავერკვიე. დავიბენი. ჩემი გაკეთებული კი არის.--ცანგალა 10:11, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ზანგილანის რაიონში ერთია. გამომდინარე აქედან, ჰაჯალი (ზანგილანი) (az:Hacallı (Zəngilan) უნდა დავტოვოთ. - OTOGI Messages 10:22, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

გასწორდა. - OTOGI Messages 10:26, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სალიცენზიო სტატუსი

Otogi გამარჯობა, მოგესალმებით დიდი პატივისცემით! სალიცენზიო სტატუსი რას ნიშნავს ხომ ვერ მეტყვით? დახმარება თუკი იყო შესაძლებელი შეიძლებოდა თუ არა საქართველოს მმართველთა სიაში არ წაშლილიყო ამიერკავკასიის სფსრ სამხარეო კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი – პასუხისმგებელი პირველი მდივანი – პირველი მდივნების და საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი მდივნები — პირველი მდივნების სურათები? აღდგენა ვგონებ აღარ შეიძლება? ასე მაგალითად, ლავრენტი ბერიას 1920-ანი წლების ფოტოს მთავარ გვერდზე დაყენება ყოვლად გაუმართლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ახალგაზრდა არ იყო თანამდებობის პირი, შესაბამისად შეიძლებოდა უკვე ზრდასრული ასაკის ლ. ბერიას სურათი დაყენებულიყო (1920-ანი წლების ახალგაზრდობის სურათი კი ქვემოთ, მაგალითად ადრეული წლების აბზაცის გასწვრივ), რაც ქართულ ვიკისაწყობში არ იყო და ბევრი საბჭოთა ლიდერის სურათი, რომელსაც უნიკალური შეიძლება ვუწოდოთ (ყოველშემთხვევაში ისტორიის კუთნილებაა), შედეგად წაიშალა ყველა სურათი. მაინტერესებს თუ იყო ვინმე კარგი კომპეტენტური ადამიანი ქართული ვიკიპედიიდან, ვინც სურათების შენარჩუნებას ხელს შეუწყობდა? პატივისცემით: ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 10:37, 24 აგვისტო 2018 (UTC)

@Lasha-george: გამარჯობა! გამორიცხულია, ნებისმიერი სურათი, რომელსაც არ აქვს სალიცენზიო სტატუსი ვიკიპედიაში იშლება. ამას ქადაგებს ვიკიპედიის ოფიციალური სალიცენზიო პოლიტიკა. მოგცემთ რჩევას, თუკი თქვენ ამტკიცებთ, რომ აღნიშნულ სურათებზე გაგაჩნიათ სალიცენზიო უფლებები მაშინ სურათები თავისუფლად შეგიძლიათ ატვირთოთ საცავში → კომონზზე (აი ბმული http://commons.wikimedia.org/wiki/Main_Page). იქიდან შეძლებთ ვიკიპედიაში სურათების განთავსებას. თუმცაღა ფაილების ატვირთვა ლოკალურადაც შეიძლება, მაგრამ შესაბამისი, სწორი სალიცენზიო თარგების განთავსებაა საჭირო. თუკი ფლობთ სალიცენზიო სტატუსს სურათები ატვირთეთ კომონზზე → http://commons.wikimedia.org/wiki/Main_Page. - OTOGI Messages 10:45, 24 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

სალიცენზიო სტატუსი

გმადლობთ Otogi.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Lasha-george (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

თარგმანი

For the town in Armenia, see Ditsmayri. იხ. en: Karachiman— ამის თარგმანი მინდა ქართულად. დამეხმარე.--ცანგალა 19:29, 25 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ვინაიდან დიცმაირს ყარაჩიმანიც ეწოდება ამიტომ განთავსებულია მინაწერი: სომხეთში მდებარე ქალაქის აღსანიშნავად, იხილეთ დიცმაირი (აზრობრივად ასე შეიძლება ვთარგმნოთ, რომ უკეთ გაიგო). - OTOGI Messages 19:39, 25 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--ცანგალა 07:28, 26 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კონსტანტინე (კოსტანტი)

Otogi გამარჯობა. კოსტანტის შესახებ თავს უფლება მივეცი და ცვლილება შევიტანე, თან ასევე წყარო დავურთე (ვახუშტის "საქართველოს ისტორია"). და კიდევ, ქართლის ცხოვრებაში წერია მეორმოცდაათე მეფე ქართლისა, კოსტანტინე. ძე აფხაზთა მეფის (და არა კონსტანტინე!). პატივისცემით: --ლაშა თანდილაშვილი-გოგოლაური 12:00, 30 აგვისტო 2018 (UTC)

@Lasha-george: გამარჯობა! პირველ რიგში ხელმოწერა გაასწორეთ. შედით → კონფიგურაცია და სულ ბოლოში დაინახავთ საწყის კონფიგურაციაზე დაბრუნება და დააწექით შენახვას. რაც შეეხება ინფორმაციის განთავსებას, სქოლიო უნდა ჩასვათ ხოლმე სტატიებში. სქოლიო ჯდება <ref>-ით. - OTOGI Messages 19:10, 30 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

კონსტანტინე (კოსტანტი)

OTOGI მადლობთ. ერთი რამე მინდა გთხოვოთ. მაგალითად 1920-ანი წლების სურათი ლავრენტი ბერიასი რატომაა მთავარზე? ამ ასაკში ხომ არ იყო უმაღლეს თანამდებობებზე? ჩემი აზრით სჯობია უფრო ხნოვანი დაგვეტოვებინა მთავარზე და პატარაობის სურათი ბიოგრაფიის სექციაში ყოფილიყო. ასევე ეხება მრავალ გვერდს, სადაც სურათი არ არსებობს ქართველი კომუნისტის ან ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლის. მაგალითად რუსულ ვიკიპედიაში არის ბესარიონ ლომინაძის სურათი, ქართულში კი არა, რატომ? მე არ ვარ იქნებ ამ საკითხში კომპეტენტური, მაგრამ ვინმე ხომ უნდა იყოს? მაგალითად უცხოურ ვიკიპედიაში ძალიან ბევრი ინფორმაციაა მათი ქვეყნის გამოჩენილი ადამიანების შესახებ, ან თუნდაც ჩვენი თანამოქალაქეების გვერდზე უფრო ბევრი ინფორმაცია დევს, ვიდრე ჩვენი თანამოქალაქეების შესახებ ჩვენსავე გვერდზე(!). ხომ შეიძლება არქივთან ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ან მსგავსი რამ ქართულ ვიკიპედიას (თუ არ არის კერძო საკუთრება), რათა მოხდეს ყველა არსებული ისტორიული პიროვნებების შესახებ სურათების ან მსგავსი მასალების დადება, საავტორო უფლებების დაცვით. მოკლეთ ძალიან ღარიბია ქართული ვიკიპედია... ვინმე უნდა იყოს, ვინც თარგმნით იქნებოდა დაკავებული. პატივისცემით: Lasha-george განხილვაწვლილი 10:27, 31 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: გამარჯობა! თუკი გვაქვს ფაილები ვიკისაწყობში, ვიკიპედიის სტატიებში სწორედ ისინი გამოიყენება. თუკი, მაგალითად, გვაქვს თავისუფალი ფაილები კომონზზე → commons:Category:Lavrentiy Beria, ლოკალურად ლ. ბერიას ფაილების ატვირთვა უკვე ზედმეტი იქნებოდა. - OTOGI Messages 07:40, 8 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რჩუელ სტატიებთან დაკავშირებით

ოთო, გამარჯობა. ვიკიპედია:რჩეული სტატიები/სტატუსის მოხსნა - მაინტერესებს, ჩამორთმევის პროცედურა როგორ ხდება? ხმების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, თუ რამე სხვა?-- UndDerDie 22:41, 31 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@UndDerDie: გაგიმარჯოს ნიკა! ერთი ხმაც საკმარისია, რომ ჩამოერთვას სტატუსი. მივხედავ მაგ საქმეს. - OTOGI Messages 07:41, 8 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ლავრენტი ბერია

მადლობა Otogi! ჩავსვი ლავრენტი ბერიას სურათი საქართველოს მმართველთა სიაში, მე ვფიქრობ თვით ლავრენტი ბერიას გვერდზეცაა შესაცვლელი ახალგაზრდობის სირათი, რომელიც შესაძლებელია არა მთავარზე, არამედ სხვა კატეგორიაში ჩასმულიყო (ამაზე უკვე დავწერე), მაგრამ უამრავი საბჭოთა ლიდერია, მაგალითად ბესარიონ ლომინაძე, რომელიც ქართულ ვიკისაწყობში საერთოდ არაა... იქნებ შეავსოთ? პატივისცემით: --Lasha-george განხილვაწვლილი 09:35, 8 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: მე, უკვე აგიხსენით, რომ ვიკიპედიაში, არც ლოკალურად, და არც კომონზზე ულიცენზიო სურათების ატვირთვა არ შეიძლება. გახსოვდეთ, რომ სურათებს ესაჭიროება ლიცენზია. ეს იგივეა ნაშრომი დაწეროთ და არალიცენზირებული სურათები გამოიყენოთ, ამ სურათების ავტორს ჩვეულებრივ შეუძლია გიჩივლოთ. ეს ისე მაგალითისთვის. ვიკიპედიაში სურათებს ესაჭიროება ლიცენზია ანუ უფლება გავრცელებისა. მე, არ გამაჩნია ლიცენზია ამ სურათებზე და შესაბამისად, ვერ ვტვირთავ მათ აქ. ძალიან მარტივია. - OTOGI Messages 09:37, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

თარგი:მოსმენა

ოთო, გამარჯობა. როგორც ხარ? იქნებ შენ დამეხმარო, დავითს მივწერე და არც მიპასუხა. სტატიაში ამ თარგს პოზიცია ვერ შევუცვალე, მარჯვნივ მინდა, რომ აისახოს. როგორც ჩანს თარგში არ არის ეგ პარამეტრი გაწერილი. Gobrona განხილვაწვლილი 15:14, 31 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: გაგიმარჯოს, გობრონ. თავად ?. და რატომ გინდა, რომ მარჯვნივ იყოს ?. - OTOGI Messages 09:08, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ოთო, უყურე აქ როგორ იყო გარი კასპაროვი, თავში ნახე მარცხნივ იყო ეგ თარგი. ანუ ტექსტს შორის იყო მოქცეული და ამახინჯებდა სტატიას. მარა სიმართლე გითხრა ვერ გავიგე რა ხდება, ახლა მარჯვნივ არის, არადა თარგის ისტორიიდან ჩანს რო ხელი არავის უხლია, თარგს არც მოდული არ აქვს ვინმეს იქ რო შეეცვალა რამე. მართლა გასაკვირია. Gobrona განხილვაწვლილი 09:28, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Gobrona: შესაძლოა, ტექსტის განლაგებასთანაა შესაბამისობაში. - OTOGI Messages 09:31, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

აჰა, ახლა მივხვდი. ალტერნატიული თარგი ყოფილა თარგი:მოსმენა2, რომელიც ავტომატურად მარჯვენა მხარეს ისახება და UndDerDie-ს ჩაუნაცვლებია სტატიაში უკვე. Gobrona განხილვაწვლილი 09:48, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

OK. - OTOGI Messages 09:49, 11 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]