მომხმარებლის განხილვა:Otogi/არქივი 23

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

კატეგორიები

გამარჯობა. ახლა აღმოვაჩინე, რომ თეთრი წეროს კატეგორიებიდან ამოგიღია წეროები და ჩაგისვავს წეროსნაირნი. ფორუმზე კატეგორიების განტვირთვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ რომელიმე ბიოლოგიური რანგი (სახეობა, გვარი, ოჯახი და სხვ.) გაერთიანდეს მასზე ზემდგომი რანგის კატეგორიაში, ამიტომაც ისევ წეროები დავაბრუნე. გიო ოქრო 16:18, 20 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი და ათასი რამე

Sorry, ოთო, ბევრი რაღაც მოგაყარეთ (ადმინებს). გამოუყენებელ სურათებში ჩავსვი წასაშლელის თარგები. გარდა ამისა, კაი 6 კაცი დაგროვდა დასაბლოკი. საერთოდ, ბოლო დღეები საღამოობით ვანდალიზმების ფესტივალია. ასეთ შედევრებამდეც მივიდა საქმე --Abandoner განხილვაწვლილი 08:04, 29 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: ჰენრის გაუმარჯოს! რიგზეა ყველაფერი, ერთობლივი თანამშრომლობით მე და შენ უარესებიც გვიკეთებია :). პერიოდულად, როცა დრო მაქვს ვადევნებ საჭირო გვერდებს თვალს. მადლობა შეხსენებისთვის!. ისე, სწავლა რაც დაიწყო წამოვიდა ვანდალიზმი, იმ ბმულს რაც შეეხება სათქმელი არაფერია, რა ჩვენი ბრალია თუ დადებილდა ეს ხალხი :). - OTOGI Messages 08:37, 29 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰო, ნუ იტყვი. და ბოდიში, მაგრამ ეგეთი ფანტაზიებით გაჯერებული ნაწერები მტკიცებულებად უნდა ააფარო ყველა ილუზიაში მცხოვრებს, ყველა სხვა ერი გარყვნილი რომ ჰგონია და მარტო ქართველებს თვლის ანგელოზებად :) --Abandoner განხილვაწვლილი 08:59, 29 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეგრეა ჰენრი!. მოდი ჯერ ელემენტარულად ილია ავიღოთ, იგი წმინდანია, ამგვარ ჩანაწერს სულითა და ხორცით გარყვნილი თუ გააკეთებს და აქ არ არის საუბარი კონკრეტულად ერთ ან ორ ადამიანზე, აქ საუბარია მასაზე. გარდა ამისა, ეს ადამიანები ცალსახად შეფიქრიანებულები არიან განურჩევლად სქესისა, სხვათაშორის. მართლაც მეტად რთულია ამგვარი ჩანაწერების ხილვა. - OTOGI Messages 09:23, 29 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავიგე. გვიან ვნახე. ეს ჩემი მისამართით არის ნათქვამი? ვერ გავიგე, რას ვაშავებ და მიტომ ვწერ. პილასტრებს შეეხება ეს ტექსტი. --Fiqriasidamonize განხილვაწვლილი 16:31, 3 ოქტომბერი 2017 (UTC)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Fiqriasidamonize (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - . [უპასუხე]

@Fiqriasidamonize: რა არის შენი მისამართით ნათქვამი ვერ გავიგე ?!. რა ხდება საერთოდ ?!. - OTOGI Messages 10:51, 4 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

ქედს ვიხრი, ოთო, რომ მიუხედავად დროის სიმწირისა, მაინც ახერხებ ვიკის მოვლას შეძლებისდაგვარად. დიდი მადლობა შენ ამისთვის. საღამო რომ დგება, ძირითადად მაშინ იწყებენ, იმ დღეს კი ვიღაცამ პირდაპირ დაწერა სტატიაში, რომ სკოლაში იმყოფებოდა :D მგონია, ძია ჯიმის უნდა ვთხოვოთ, რომ ცალკე ფუნქცია ჩაგვირთოს და ანონიმები ყოველი რედაქტირების წინ სამი რთული მათემატიკური კითხვით შემოწმდნენ :D --Abandoner განხილვაწვლილი 11:33, 21 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჰენრი!. პირიქით, მადლობა შენ და ყველა იმ ვიკიპედიელს, ვინც კონკრეტულად პროექტს ემსახურება და არა საკუთარ ინტერესებს. მადლობა თბილი სიტყვებისათვის, რამდენი წელია ერთ საქმეში ვართ... ღმერთო, რა მალე გარბის დრო... მოკლედ, ვიკიპედია არის ბავშვებისთვის ტესტირების საუკეთესო ადგილი D. იმაიმუნონ, მაინც ვერ გაიტანენ თავისას D. - OTOGI Messages 11:55, 21 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ხუტია (მყინვარი)

რატომ წაშალე ეს გვერდი? გიო ოქრო 08:57, 31 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

იხ. ხუტიის მყინვარი. - OTOGI Messages 10:42, 31 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიის აზიის თვე 2017

გამარჯობა, ვიკიპედიის აზიის თვე დაიწყო! ჩაერთეთ ვიკიმარათონში!--დათო1010 07:28, 2 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

:კატეგორია:Pages using PMID magic links

ოთოს გაუმარჯოს, ეს კატეგორია რას ნიშნავს? ბევრ სტატიებში კატეგორია (გვერდები, რომლებიც იყენებენ PMID magic ბმულებს) წითლად ჩანს. ეტყობა ცენტრალურად სადღაც გვიზის, რომ ავტომატურად წითლად აჩენს სტატიებში. ერთად ვეძებოთ და გავასწოროთ. -- ცანგალა 13:44, 3 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: გაგიმარჯოს, ცანგალა! ეგ არის თვალსადევნებელი კატეგორია, რომელიც იდეაში არ უნდა წაიშალოს (en:Category:Pages using PMID magic links). ანუ იგი ვიკიპედიის კატეგორიზაციის სქემის ნაწილს არ წარმოადგენს. - OTOGI Messages 13:51, 3 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ახლა გასწორდა ყველგან.! - OTOGI Messages 13:54, 3 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. ე.ი. ყველგან ქართულად იქნება. -- ცანგალა 13:57, 3 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატიის „ციმბირული ცისთვალა“ დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი.

გიო ოქრო  19:33, 13 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

შენ ხომ არ იცი...

ოთო, სალამი. შენ ხომ არ იცი, ეს რა ფენომენია - უკვე დიდი ხანია მინდოდა ამაზე კითხვის დასმა ვინმესთვის მაინც...აი უკანასკნელ ცვლილებებში რეზიუმეებში ჩანს - "რესურსები ინტერნეტში" - ანუ ლოგიკურად ფიქრობ, რომ ადამიანმა არედაქტირა ეგ სექცია, მაგრამ რომ შევდივარ და ვნახულობ, სულ სხვა სექციაა და ის "რესურსები" საიდან ჯდება რეზიუმეში? --Abandoner განხილვაწვლილი 19:11, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჰენრი!. ალბათ მისტერ რობოტს გულისხმობ ჰო ? ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ვიზუალური რედაქტორი გამოიყენა, ეს ხომ არ არის შემთხვევით რაიმე კავშირში ? სხვაგან თითქოს რიგზეა ყველაფერი... - OTOGI Messages 19:17, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგაზეც და სხვებზეც მაქვს საუბარი. ანუ რატომ ტოვებს რეზიუმეში მასეთ ტაგებს (რესურსები ინტერნეტში), როდესაც რეალურად მაგ კი არა, ზოგადად რედაქტირებაშია შესული (მთლიანი სტატიის) ან სხვა სექციაში? --Abandoner განხილვაწვლილი 19:23, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა, მანამ სანამ არ მეტყვოდი ამას, არც კი შემიმჩნევია ეს, მე მაინტერესებს, სტანდარტული რედაქტირებისას (ვიზუალური რედაქტორის გარეშე) მსგავსი ფიქსირდება ?. - OTOGI Messages 19:28, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა. ახლა მივხვდი, რაც არის. +1 დეფექტი ამ რედაქტორის. --Abandoner განხილვაწვლილი 19:41, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ანუ ვიზუალური რედაქტორის ამბავია ჰო ?. - OTOGI Messages 19:42, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აშკარად. გაგვირკვევია და ეგ არის :) დავაკვირდი და ნამდვილად ასეა. მე არ ვიყენებ ვიზუალურს და ჩემი რედაქტირებების რეზიუმეებში ეგენი არ ჩანს. --Abandoner განხილვაწვლილი 19:44, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰო, საინტერესოა... - OTOGI Messages 19:54, 6 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ლურჯი ვეშაპი

ნახე, სადამდე მივიდა საწმე,

https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვიკიპედია_განხილვა%3Aშემოწმება%2Fმოთხოვნა&type=revision&diff=3410997&oldid=3410996

უკვე ვიკიპედიაში ეძებენ ამაზე ინფორმაციას (თუკი ეს ტროლინგი არ არის)

გარდა ამისა, წინა დღეებში იყო ერთი რედაქტირება ლურჯი ვეშაპის სტატიაში (რომელიც გავაუქმე) და კიდევ მომხმარებელი დარეგისტრირდა ერთი (ვეშაპივით ჰქონდა სახელი). რაღაც აქტიურად კითხულობენ. შედეგი თქვი შენ. --Abandoner განხილვაწვლილი 09:06, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია სტატიაში ჩავწეროთ, რომ ვთქვათ, „ეს თამაში არ ითამაშოთ, სახიფათოა...“ და ა.შ. ვიკიპედია სხვადასხვა სახის ინფორმაციის საცავია და პირიქით, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს. მთავარი ის არის, რომ სტატიაში არ არის ნათქვამი, რომ ეს თამაში კარგია და მოგიწოდებთ თამაშისკენ და ა.შ. რაც შეეხება, შენ ნათქვამს, რა თქმა უნდა, ტროლინგიც, რომ იყოს ძალიან არასასიამოვნოა ამის წაკითხვა და ყურება. ვთქვათ, გავწეროთ სპეციალური თარგი, სადაც ერთგვარი გაფრთხილებასავით იქნება, რომ ამ თამაშით გართობა ერთობ ფატალურია, მაგრამ მეორე მხრივ, რამდენადაც მახსოვს, საქართველოს შსს ოფიციალურად უარყო ამ თამაშის არსებობა, და შესაბამისად, ამ თარგის განთავსება აღარ გამოვა. - OTOGI Messages 09:17, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
განხილვაში დავუწერე მაგის შესახებ, რომ უბრალოდ კარგად გადაეკითხა ეგ სტატია. რაც უნდათ, უარყონ, გინდა ვეშაპი ერქვას, გინდა სხვა რამე - ფაქტები დევს, რომ არსებობს რაღაც. დანარჩენი სხვამ განსაზღვროს. რუსულ ვიკიში რატომღაც უნდათ გაერთიანება ru:Группы смерти - ამასთან. არა და მარტო რუსეთს არ ეხება ეს მოვლენა, როგორც ვხედავთ. --Abandoner განხილვაწვლილი 09:23, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
კი, არა მხოლოდ რუსეთს ეხება ეს პრობლემა, არამედ მსოფლიოს რიგ ქვეყნებს. დიდძალ ინფორმაციას გავეცანი ამ თამაშთან დაკავშირებით და სრულიად გეთანხმები, რომ არსებობს რაღაც. მოდი მე ახლა ამ სტატიას ისე დავარედაქტირებ, რომ რაღაც აზრები აღარ გაუჩნდეს ხალხს. თუკი რაღაც პრობლემები შექმნა ამ სტატიამ, არც წაშლა იქნება პრობლემა. - OTOGI Messages 09:32, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგეც მართალია. --Abandoner განხილვაწვლილი 09:43, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მოკლედ, ახლა მაქსიმალურად შევამცირე ცნობები, პრიციპში, ინტერნეტი გადაჭედილია ლურჯ ვეშაპთან დაკავშირებული საკითხებით, გარდა ამისა, არ დუმს არც ტელევიზია, ასე რომ, ვიკიპედია მთლად წითელი კოჭიც ვერ იქნება ამ საქმეში. ჰენრი, აგრეთვე, მადლობა, რომ მაყენებ საქმის კურსში. - OTOGI Messages 09:57, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

არაფრის ოთო. საჭიროდ ჩავთვალე. ხოლმე ისეთი რაღაცები იწერება, მეშინია, რამე არ მოხდეს და ვიკი არ გარიონ ამ ამბებში. --Abandoner განხილვაწვლილი 10:11, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

კიდევ დაფიქსირდა მსგავსი ფაქტი, რაც ნამდვილად სამწუხაროა. გიო ოქრო 17:15, 20 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი. უკვე მესამე. ალბათ. - https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მომხმარებლის_განხილვა%3AMrqa007&type=revision&diff=3416878&oldid=3416642 --Abandoner განხილვაწვლილი 13:34, 23 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გვერდის აღდგენა

გამარჯობა! ჩემთვის გაურკვეველია რატომ იქნა წაშლილი გვერდი Misha Arobelidze Studio. ინფორმაცია რაც იყო მითითებული არის სწორი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა მ.ა (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

@მ.ა: გამარჯობა! იხ. ვპ:არა, ვპ:მნიშ. გახსოვდეთ, ვიკიპედიაში მცირე, შესაბამისი სახელისა და ავტორიტეტის არმქონე კომპანიებზე ინფორმაციების განთავსება არ არის მიზანშეწონილი. - OTOGI Messages 17:55, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აბდ ალ-კადირი

ეს სათაური მინდა რომ იყოს ძირითადი ქსეში ესე წერია და წინააღმდეგი ხომ არ იქნები რომ გადავიტანო? ეხლა არის - აბდ ალ-ყადერი.--Surprizi განხილვაწვლილი 17:43, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Surprizi: გამარჯობა! რა თქმა უნდა, აკადემიური წყაროს შესაბამისად, შეგიძლიათ გადაიტანოთ გვერდი. - OTOGI Messages 17:46, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ახალი საერთო კატალოგი

გამარჯობათ, ბარბარობას გილოცავთ! ეს თარგი კი შევქმენი, მაგრამ აი რა გამოვიდა. ალბათ ცუდად შეცქმენი, მაგრამ ვერ მივხვდი შეცდომა სადაა. იქნებ თუ შეგიძლიათ როგორმე დამეხმაროთGiorgiXIII განხილვაწვლილი 18:39, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@GiorgiXIII: მეც შეგიძლია მომწერო ხოლმე, თუ ძალიან აბდაუბდა არ არის, თარგში ვმუშაობ :) გავასწორე. ზედმეტად დიდი რაოდენობის noinclude-ები იყო. შენ მიერ მასში ჩასმული კატეგორიებიც ავტომატურად აისახება სტატიებში. --Abandoner განხილვაწვლილი 18:47, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით!. მადლობა ჰენრის... - OTOGI Messages 18:51, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

საროვი (გორანბოი)

საროვი (გორანბოი) — პოზრუკას ვერ ვასწორებ. დამეხმარე. მადლობა.-- ცანგალა 20:24, 18 დეკემბერი 2017 (UTC) გაკეთდა-- ცანგალა 20:52, 18 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰონოლულუ

ჰონოლულუ — პოზრუკას ვერ ვასწორებ.-- ცანგალა 18:18, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

Otogi არ სწორდება რუკები? მიზეზი რა არის?-- ცანგალა 18:55, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: მიზეზი სხვადასხვაგვარია. ჰონოლულუს შემთხვევაში თვითონ ინფოდაფა იწვევს აღნიშნულ პრობლემას. იდეაში რუკის სახით აშშ არ უნდა გამოჰქონდეს, არამედ მხოლოდ ჰავაის კუნძულები. აშშ-ის რუკა რომ გამოაქვს ამიტომ ჩნდება ეს პრობლემა. ანალოგიური სიტუაციაა ჰამილტონის შემთხვევაშიც. - OTOGI Messages 18:59, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

რომ ამოვიღოთ აშშ რუკა არ შეიძლება? Usa edcp (+HI +AL) location map.svg სწორედ ვერ ამოვიღე გერმანულიდან და ეს რომ ჩაჯდეს არ შეიძლება?-- ცანგალა 19:05, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Zangala: ჩავსვი, მაგრამ არ უშველა... - OTOGI Messages 19:17, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ

მოგესალმებით,

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია თემაში განხილვა:იბერიის სამეფო.

დიდი მადლობა.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 108.41.0.140 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

შენ უკეთ უნდა იცოდე...

სალამი, ოთო. თუ ხვალ არ დავწერ სადმე, ყოველი შემთხვევისთვის - წინასწარ გილოცავ დამდეგს. იმას გისურვებ, რომ მეტი დრო მოგეცეს ვიკიში სტატიების საწერად :) ხუმრობის გარეშე, ნამდვილად მესმის, რომ ყველა რაღაცით დაკავებული და ხოლმე იმას ძლივს ასწრებს, შემოვიდეს და ადმინისტრაციული ზომები მიიღოს.

ახლა რა უნდა გკითხო მომხმარებელ Nariman 58-ზე (თუ როგორც არის). ალბათ შეამჩნევდი, რომ სტატიები ძალიან უცნაურად შემოაქვს. ხოლმე - არასრული სახელწოდებით თარგმნის, ხოლმე აბნეულით. შიგთავსი საერთოდ ვერ უძლებს კრიტიკას. არა და, ენობრივი პრობლემები აშკარად არ აქვს, აქა-იქ ქართულად ძალიან ჩამოყალიბებული წინადადებები შემინიშნავს. რომ ვთქვათ, რომ თარჯიმნის ფუნქციით გადმოაქვს - რთულია. რედაქტირების რეზიუმეში ტეგი ამის ხსენებით არ ჩანს.

შემოდის შაბათს და/ან კვირას (ინფორმაციისთვის). დილაობით. არც ერთ მითითებაზე რეაგირება არ ჰქონია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოშმარი მის რედაქტირებებში - შიდა ბმულების არასწორად შექმნა (მაგ. [[ილჰამ ალიევის]]). ალბათ, ჰგონია, რომ ბმული თავისით შეიქმნება, მაგრამ ვერ მივახვედრე ამის თაობაზე.

ვიკის ადმინისტრაციულ ფარგლებში რა კეთდება ასეთ დროს, ეს მაინტერესებს? :) თორემ ხოლმე იმდენ ნაგავს შემოყრის, რომ თავბრუ დაგეხვევა. --Abandoner განხილვაწვლილი 11:42, 30 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: გამარჯობა, ჰენრი! მადლობა... მეც გილოცავ დამდეგს! ვიცი ეგ ამბავი ჰენრი. ვადევნებ თვალს ყოველივეს. ამ მომხმარებელს აქვს პრობლემები ტექნიკურ მხარესთან, შიდა ბმულები, გამოტოვებული ცარიელი ადგილები და სხვა ტექნიკური პრობლემები ჩანს მის მიერ შემოტანილ სტატიებში. თვით მასალა, ის რაც შემოაქვს ენციკლოპედიურია და სულ მცირედ სჭირდება ხოლმე კორექტირება, უმნიშვნელოდ. უყურადღებოდ მუშაობს. ფაქტია, რომ ვერ გებულობს რასაც ვწერთ, თუმცა ალბათ არ ივარგებს ასეთი მომხმარებლის დაკარგვაც. რა თქმა უნდა არც ის ივარგებს თუ ასე გააგრძელა მუშაობა, რამეთუ ვიკიპედიაში მუშაობისას უნდა დავიცვათ პროექტის წესები. მოკლედ, მეც მივწერ ამის შესახებ. - OTOGI Messages 12:06, 30 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუკი საერთოდ გიპასუხებს. ელ.ფოსტა აჯობებდა --Abandoner განხილვაწვლილი 12:15, 30 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თუ მისი მხრიდან გაგრძელდება ვიკიპედიელების რჩევა-დარიგებათა იგნორირება მაშინ ზომების მიღებაც იქნება ალბათ საჭირო. - OTOGI Messages 12:17, 30 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]