მომხმარებლის განხილვა:Nodar Kherkheulidze/არქივი 5

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
თუ თქვენ მომწერეთ, მაშინ გიპასუხებთ ამ გვერდზე.
თუ მე მოგწერეთ, მაშინ მე, კიდევ რამდენიმე დღე, თვალყურს ვადევნებ თქვენი განხილვის გვერდს.



ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ დროულად დააფიქსიროთ თქვენი აზრი თარიღთან დაკავშირებით--დათო1010 04:04, 14 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება გთხოვთ, შეწყვიტოთ რედაქტირების ომი!
მიხეილ მიწერა 19:16, 23 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

ნოდარ, გამარჯობა. ახლა სტატია, რომ წაშალე იტალიურ მოდაზე, ინგლისური სტატიის თარგმანი იყო, უბრალოდ ვიკიფიცირება სჭირდებოდა.--Tornike 14:29, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თორნიკე. ვნახე და ამიტომ, ავტორისთვის შრომა რომ არ დამეკარგა, მის სავარჯიშოში გადავიტანე. ავტორსაც ვაცნობე. მგონი, ასე ჯობია, რადგან დაამუშავებს ტექსტს, შემდეგ კი შექმნის სტატიას. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:33, 27 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]


გთხოვთ, იხილოთ ფორუმში მიმდინარე განხილვის რეზიუმე და მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. მადლობა, Deu. 13:20, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მივიღე მონაწილეობა. Nodar Kherkheulidze განხილვა 13:52, 29 იანვარი 2014 (UTC)[უპასუხე]

მინიმუმ პრეამბულაში რომ იყოს მითითებული, რომ ეს სტატია საქართველოს კანონმდებლობაზეა მხოლოდ დაფუძნებული, არ იქნებოდა ურიგო, თორემ გაუცნობიერებელ მკითხველს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ინტერნაციონალური ზოგადსამართლებრივი ცნებაა, რაც არაა მართალი. სხვა ვიკიპედიებში სათაურშიც კი უთითებენ ქვეყანას, თუკი ერთი და იგივე ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში სხვადასხვაგვარია და ეს სხვაობა იმდენად დიდია, რომ საერთო სტატია ვერ დაიწერება. მაგ. იხ. იძულების შესახებ სტატია გერმანიის კანონმდებლობით და ავსტრიის კანონმდებლობით, სახელწოდება დანაშაულისა ერთია, მაგრამ სხვადასხვაგვარად ესმით და ამიტომ ცალცალკეა სტატიები. Deu. 09:52, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:53, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ ვფიქრობდი, რომ წყაროს (სქოლიოს) სახით ქართული საკანონმდებლო აქტების მითითება მიუთითებდა იმაზე, რომ ეს სტატია ქართულ სამართლებრივ სივრცეზეა. არ ფიქრობ ასე? Nodar Kherkheulidze განხილვა 09:54, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა მგონია. სქოლიო მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც ზემოთ წერია. ანუ, იდეაში, სქოლიომდე მკითხველი არც მიდის, თუკი ზემოთ დაწერილის ჭეშმარიტების გადამოწმება არ სურს, ამიტომ ვფიქრობ სტატიაშივე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინსტიტუტი ქართულ სამართალში გვაქვს და არა სხვაგან. Deu. 09:57, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მოვუფიქრებ რამეს და შევცვლი ცოტა ხანში. Nodar Kherkheulidze განხილვა 09:58, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
შეიძლება უბრალოდ პრეამბულის შესავალს დაემატოს: ქართულ ადმინისტრაციულ სამართალში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ... ბლა ბლა ბლა.
მიზეზობრივი კავშირი აი, ნახე, ეს სამართლის თეორიიდანაა და უფრო მარტივია ზოგადი სტატიის დაწერა, მაგრამ ეს სტატია თავისი სათაურით არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართულ სამართალში მიზეზობრივი კავშირის თავისებურებებზე და საკანონმდებლო საფუძვლებზე ბევრი დავწერო, ამიტომ ამ ზოგადი სტატიის პარალელურად ვაპირებ — მიზეზობრივი კავშირი (საქართველო) — ამდაგვარი რამის გაკეთებას. მგონი ცუდი არ იქნება ასეთი მიდგომა :). Deu. 10:03, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
შეიძლება, მაგრამ არ მგონია, უცხოური პრაქტიკის წერის თავი მქონდეს ადმინისტრაციულ აქტებზე ვიკრიჭები. თანაც, რომ არ მოგატყუო, არც ვარ დაინტერესებული შედარებითი სამართლით. ამიტომ პრეამბულაში მივუთითებ ცოტა მოგვიანებით, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით არის, ხოლო თუ სამომავლოდ დადგა ის პრობლემა, რომ სახელწოდების შეცვლა დაგვჭირდება, მერე ვიფიქროთ ამაზე. Nodar Kherkheulidze განხილვა 10:08, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, ზუსტად არც ვიცი, მაგრამ არა მგონია მსგავსი აქტი ზუსტად ანალოგიური სახელწოდებით რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობით იყოს გათვალისწინებული : )). ასე რომ, მხოლოდ პრეამბულაში აღნიშვნა კი იქნება საკმარისი ამ შემთხვევაში : )). Deu. 10:13, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]