მომხმარებლის განხილვა:Nodar Kherkheulidze/არქივი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, Nodar Kherkheulidze!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:მუშავდება}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

--ჯაბა ლაბაძე 18:06, 15 ივნისი 2009 (UTC)

ფაილი:Coat of Arms of Kherkheulidze.jpg[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. თუ შეიძლება, გამოიყენეთ ფაილი:Coat of Arms of Kherkheulidze.jpg. გამოუყენებელი ფაილები ვიკიპედიაში იშლება. — BH განხილვაწვლილი 16:40, 15 აპრილი 2011 (UTC)

გამარჯობა, გთხოვთ, სტატიებთან დაკავშირებულ საკითხებს ნუ განიხილავთ ზოგადად მკითხველთათვის განკუთვნილ სვეტში, ასეთი საკითხები თვით იმ კონკრეტული სტატიის განხილვის გვერდზე დაწერეთ. წარმატებები :)--მიხეილ () 18:43, 9 მაისი 2011 (UTC)

ხერხეულიძეები[წყაროს რედაქტირება]

სრულიად სამართლიანად ჩასვეს ფაქტის მიმანიშნებელი თარგი. ასევე ზუსტად მიუთითეთ წყაროები. {{ფაქტი}} ამ ტექსტის ამოღების შემდეგ კი ავტომატურად ამოვარდა თქვენი სტატია დაუსაბუთებელი მტკიცებულების მქონე სტატიების კატეგორიიდან. ტექსტის ბოლოში კატეგორიებში მითითებული კატეგორია აღარაა. — ჯაბა ლაბა 19:29, 9 მაისი 2011 (UTC)

მადლობა![წყაროს რედაქტირება]

ქართველი ვიკიპედიელების სახელით, მსურს მადლობა გადაგიხადოთ საგვარეულზოე ასეთი კარგი სტატიის დაწერისთვის! იმედია, ოდესმე მოიცლით და საგვარეულოს წარმოამდგენლებზეც ასეთ შესანიშნავ სტატიებს დაწერთ!--იორგი; 19:40, 9 მაისი 2011 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად ვეცდები, სათანადო მონაცემები მოვიძიო და დავწერო სტატიები არა მარტო ჩემი საგვარეულოს წარმომადგენლებზე, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებითაც.— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 08:40, 10 მაისი 2011 (UTC)


დიდი მადლობა თქვენ არ ივით როგორ დამეხმარეთ და მაინც რამდენ ენაზე უნდა ჩავსვა რომ შემდეგ ბოტმა თვითონ ჩაამატოს მინიმუმ 2 ენაზე საკმარისია.— Basraako განხილვაწვლილი 08:04, 11 აგვისტო 2011 (UTC)

ხერხეულიძეთა საგვარეულო გერბი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ, რადგანაც ამ გერბთან დაკავშირებით მცირედი გაუგებრობა წარმოიშვა, უბრალოდ მინდა ცოტა ფარდა ავხადო ამ საკითხსა და ჩემს ქმედებებს - გარდა ამისა, იმედია გერბის ისტორია თქვენთვისაც იქნება საინტერესო... :) უპირველეს ყოვლისა, გერბის იმ ვერსიის ავტორი, რომელიც თქვენ ატვირთეთ, არის ლეო შერვაშიძე, ხოლო ამ გერბის ორიგინალის ავტორი არის ვადბოლსკი. იქიდან გამომდინარე, ორმ ვადბოლსკი ხატავდა მხოლოდ ფარებს, თქვენს მიერ ატვირთულ ვერსიაში რამდენიმე დეტალი გამოტოვებულია. მე დავუკავშირდი გამოჩენილ ჰერალდიკოსს ბ-ნ დავით გულორდავას, და მისი დახმარებით მივაგენი როგორც ვადბოლსკის ორიგინალს, ისევე მივიღე რამდენიმე მნშვნელოვანი რეკომენდაცია. პირველი იყო ჩემი შეცდომა - შემთხვევით ხერხეულიძეთა გერბი შევამკე "სამეფო" გვირგვინით, რაც ცხადია შეცდომა იყო - ხერხეულიძეები ხომ თავადები იყვნენ. ამის გასწორების შემდეგ გამოირვა კიდევ ერთი დეტალი. წესითა და რიგით გერბს ასევე გააჩნია ფარის დამჭერები - ორი ლომი მანტიის შიგნით და ფარის ირგვლივ.ამ ეტაპზე გერბის დამუშავება გრძელდება, ასე რომ შესაძლებელია გერბში კიდევ რამდენიმე შესწორება შევიტანო პ.ს. ეს არის გერბის ორიგინალი. პატივისცემით, --იორგი; 14:45, 11 მაისი 2011 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა საქმის კურსში ჩაყენებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ჩემს იტერესებშიც შედის, რომ ყველაფერი ზუსტად იყოს ასახული. ასევე, მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ამ სტატიით და აუმჯობესებთ მას. მე უბრალოდ იმას ვამბობდი, რომ ცვლილებები არ იყო ასახული სხვა სტატიებშიც. ძალიან გამიხარდება, როცა ვნახავ ამ გერბის ორიგინალი ვერსიის მიხედვით შექმნილ გერბს, სადაც მანტიის შიგნით ფარს ლომები დაიჭერენ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. პატივისცემით, ნოდარი— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 15:12, 11 მაისი 2011 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, განხილვის გვერდებზე არაფერი არ იშლება. --ცანგალა () 15:10, 11 მაისი 2011 (UTC)

გასაგებია. უბრალოდ აღნიშნული ფაილი უკვე წაშლილია და ამიტომ გადავწყვიტე ამ შეტყობინების წაშლაც.— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 15:11, 11 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობათ, გთხოვთ მითხრათ როგორ ჩავსვა სტატიაში ინტერვიკი.— Basraako განხილვაწვლილი 07:55, 11 აგვისტო 2011 (UTC)

მდივანბეგთა სასამართლო‎[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. თქვენ უკვე გაქვთ სანდო მომხმარებლის სტაუსი და თქვენ მიერ შექმნილ სტატიებს შემმოწმებლის მიერ დამოწმება აღარ სჭირდება, ავტომატურადაა შემოწმებული. აქვე კიდევ ერთხელ გთხოვთ, თქვენ უკვე ვიკიპედიელი ხართ და ასეთ საკითხებზე ნუღარ დაწერთ მკითხველთათვის განკუთვნილ სვეტში (ვიკიპედია:მოგვწერეთ), ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ნებისმიერ იმ მომენტში მომუშავე რედაქტორს. წარმატებები:)--მიხეილ () 12:01, 14 მაისი 2011 (UTC)

გასაგებია, გმადლობთ.აუცილებლად გავითვალისწინებ.— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 12:34, 14 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობა, მე გიპასუხებთ მაგ კითხვაზე - დაახლოებით 2 დღეში ერთხელ ინდექსირდება ახალი სტატიები. შეიძლება თავისით არ გამოგიტანოთ ძიებაში, მაგრამ რომ ჩაწეროთ და ძიება მიუთითოთ, მოძებნის. — BH განხილვაწვლილი 14:12, 14 მაისი 2011 (UTC)

აქაც გიპასუხეს :)--მიხეილ () 14:15, 14 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობათ, მაპატიეთ ამ წერილისათვის, მაგრამ ჯობს გითხრათ. პირად გვერდზე თქვენს მიერ შექმნილ სტატიებში ჩაწერილი გაქვს რუის-ურბნისის ძეგლისწერა. სტატიის ისტორიას თუ გადახედავთ ეს სტატია თქვენი დაწერილი არაა, ეს სტატია თქვენი შევსებულია (და მინდა გითხრათ საკმაოდ წარმატებულად). იმედია სწორად გამიგებთ. წარმატებებს გისურვებთ. — ჯაბა ლაბა 14:11, 19 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობა. გასაგებია, უბრალოდ იმიტომ შევიტანე „ჩემ დაწერილ სტატიებში“, რომ ეგ სულ თავიდან დავწერე, ანუ ძველი სტატია წავშალე და ხელახლა დავწერე. მაშინ ხომ შეიძლება დავტოვო „ჩემ სტატიებში“, ოღონდ მივუთითო, რომ იგი თავიდან არის დაწერილი ჩემ მიერ?— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 15:00, 19 მაისი 2011 (UTC)

იცით არც წაშლა მოგიხდენიათ წაშლას მხოლოდ ადმინისტრატორები ახერხებენ. თავიდან დაწერაც მართებული ტერმინი არაა ვიკიპედიაში, ამას სტატიის შევსებას ვეძახით. უმჯობესია შექმნათ სექცია "სტატიები ჩემი მნიშვნელოვანი წვლილით" (ან თქვენი სურვილისამებრ) და იქ ჩაწეროთ. — ჯაბა ლაბა 15:09, 19 მაისი 2011 (UTC)

კარგი, გმადლობთ. ალბათ, მიხვდებოდით, წაშლაში რა ვიგულისხმე. გასაგებია, ალხავე შევცვლი — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 15:11, 19 მაისი 2011 (UTC)

დიახ, კარგად გავიგე, რადგან მსგავსი რამ (შესაძლოა უარესიც) მეც დამმართნია. ვიკიპედია ახლა თქვენნაირი ახალგაზრდების იმედადაა. იაქტიურეთ და გახდით აქტიური ვიკიპედიელი. ვიკიპედიას წარმატებული ცვლა ჭირდება. ვიკიწარმატებები. — ჯაბა ლაბა 15:15, 19 მაისი 2011 (UTC)

გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 15:18, 19 მაისი 2011 (UTC)

მიცნობ? გიცნობ?[წყაროს რედაქტირება]

მართალი გითხრა, შენი სახელი და გვარი არაფერს მეუბნება, მაგრამ მეც შენხელა ვარ (1992) და მეც თსუ–ში იურიდიულზე ვსწავლობ (I კურსზე). კორპუს იურის ცივილისმა მიიქცია ჩემი ყურადღება :)... — დავით პასუხი 11:28, 20 მაისი 2011 (UTC)

შესაძლებელია, გიცნობდე, მაგრამ მხოლოდ სახელით ვერაფერს მივხვდები. შეიძლება გვარით გიცნო. თუ არა და დიდი სიამოვნებით გაგიცნობ. მით უმეტეს, კურსელები ვართ და თან ვიკიპედიელები :) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 12:16, 20 მაისი 2011 (UTC)
მეც იგივე სურვილი გამიჩნდა, გაცნობის შესახებ :). მაისურაძე ვარ მე. I კურსზე ხარ ხომ შენც? — დავით პასუხი 13:14, 20 მაისი 2011 (UTC)
კი, მეც პირველ კურსზე ვარ. ისე, თუ facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, მაშინ, ალბათ, ჯგუფ "Curse :)"-შიც იქნები გაწევრიანებული, ხო? — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 13:24, 20 მაისი 2011 (UTC)
კი, ვარ მაგ ჯგუფშიც... მგონი ვიღაცამ გამაწევრიანა :). მაგრამ, მართალი გითხრა, ჩემი ინტერნეტსფერო, შეიძლება ითქვას, 99%–ით ვიკიმედიის პროექტებს მოიცავს :). სხვა დანარჩენი მხოლოდ ათასში ერთხელ... ასე რომ, FB-ში ბევრი არაფერი ვიცი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. იშვიათად შევდივარ ძალიან :)). — დავით პასუხი 13:44, 20 მაისი 2011 (UTC)
გიპოვე facebook-ში და უკვე გამოგიგზავნე request. როგორც გითხარი, შეიძლება გიცნობდე-მეთქი (პირადად არა, სახეზე), მართალიც აღმოვჩნდი. სურათზე გიცანი, ასე, რომ, თუ შეგხვდები, აუცილებლად გაგიცნობ. სხვათა შორის, ხშირად გხედავ ხოლმე :) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 14:06, 20 მაისი 2011 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გაუ, სტატიებში თანმიმდევრობა იქნება: 1. გალერეა, 2. იხილეთ აგრეთვე (და არა იხილეთ ასევე), 3. რესურსები ინტერნეტში 4. ლიტერატურა 5. სქოლიო, თუ რამე გამომრჩა დოიჩლანდს შეეკითხე. --ცანგალა () 11:33, 20 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობა. შევცვალე თანმიმდევრობა. — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 12:14, 20 მაისი 2011 (UTC)

დილა მშვიდობისა, ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გერბი მზადაა :)--იორგი; 09:41, 26 მაისი 2011 (UTC)

დილა მშვიდობისა. შესანიშნავია! ძალიან დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი გერბის გაკეთებისთვის! ვაფასებ თქვენს შრომას! ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს ეს გერბი. :) — Nodar Kherkheulidze () 09:47, 26 მაისი 2011 (UTC)

მემგონი გავასწორე. :) კიდევ რაიმე შეცდომა ხომ არ გამომეპარა? --იორგი; 10:06, 26 მაისი 2011 (UTC)

მშვენიერია! დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის :) — Nodar Kherkheulidze () 10:07, 26 მაისი 2011 (UTC)

რისი ბოდიში :) რაც მთავარია, ასეთ კარგ საგვარეულოს კარგი გერბიც აქვს :)--იორგი; 10:09, 26 მაისი 2011 (UTC)

გმადლობთ :) დიდი მადლობა, ასე რომ დაინტერესდით და ასე გააუმჯობესეთ სტატიაც და გერბიც :) — Nodar Kherkheulidze () 10:11, 26 მაისი 2011 (UTC)

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები[წყაროს რედაქტირება]

გაუ, მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები ამ სტატიიდან გადავედი გერმანულში იქ კი ქართული სხვა ბმული დამხვდა. გთხოვ როდესაც ქართ. ბმული არსებობს სხვა ენის ვიკიპედიაში ე. ი. ქართ. ენაზე შესაბამისი სტატია არსებობს და ახალ სტატიაში იგივე ბმულები არ შეიძლება რომ ჩასვა.--ცანგალა () 08:00, 27 მაისი 2011 (UTC)

იხ. აგრეთვე განხილვა:მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები--ცანგალა () 08:02, 27 მაისი 2011 (UTC)

გამარჯობა, შეგიძლიათ მომწეროთ, რომელი ბმული დაგხვდათ გერმანულ ვიკიპედიაზე? როგორც ახლა ვხედავ, თვითონ გერმანულ ვიკიპედიაზე არის არასწორად მითითებული ბმული, რადგან გერმანულ ვიკიპედიაში სტატია დაწერილია სწორედაც რომ სამართლის სისტემებზე, ხოლო ქართული ბმულით კი გადმოდის არა „მსოფლიოს სამართლებრივ სისტემებზე“, არამედ „კონტინენტური ევპოპის სამართალზე“, რაც თავისთავად არასწორია. ინგლისურ ენაზე კი „მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები“ არსებობს: en:List of country legal systemsNodar Kherkheulidze () 09:55, 27 მაისი 2011 (UTC)

ჯერ კიდევ გასასწორებელია კონტინენტური ევროპის სამართალი და მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები ორივეში გერმანული ბმულია ერთიდა იგივეა. გერმანულში ერთში ინგლ. არ არის. ნოდარ ძალიან დიდი ბოდიში ახლა გავრბივარ.--ცანგალა () 10:34, 27 მაისი 2011 (UTC)

შევხედე ბმულებს, გავასწორე და მივხვდი რასაც აკეთებს: როდესაც „მსოფლიოს სამართლებრივი სისტემებიდან“ გადადიხარ გერმანულ ბმულზე, სტატიას ჩვეულებრივად, თავიდან ანახვებს და როდესაც „კონტინენტური ევროპის სამართლიდან“ გადადიხარ გერმანულ ბმულზე, კი რთავს იმავე სტატიას, მაგრამ არა თავიდან, არამედ სტატიის ერთ–ერთ განყოფილებას — „Kontinentaleuropäischer Rechtskreis“ (de:Kontinentaleuropäischer Rechtskreis), ანუ კონტინენტური ევროპის სამართალზე. აბა, თქვენც ნახეთ. რა ვქნა, ამოვიღო ეგ ბმული სტატიიდან „კონტინენტური ევროპის სამართალი“?— Nodar Kherkheulidze () 12:43, 27 მაისი 2011 (UTC)

P.S. გერმანულ ვიკიპედიაზე ცალკე არც არსებობს სტატია კონტინენტური ევროპის სამართალზე. იგი მოქცეულია სამართლებრივი სისტემების სტატიაში de:Rechtskreis. ამიტომ, რახან გერმანულად სტატია წერია სამართლებრივ სისტემებზე, გერმანულ ვიკიპედიაზე მივუთითე ქართული ბმული „მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები“.— Nodar Kherkheulidze () 14:10, 27 მაისი 2011 (UTC)
გაუ, დავბრუნდი ვიღიმი. ყველაფერს კარგად მიხვდი. ახლა გეტყვი რატომ ასე პრინციპულად ვსაუბრობ ბმულების გასწორებაზე. არსებობს ბოტი, რომელიც ავტომატურად ჩასვამს ქართულს ყველა ენაში. ამიტომ თუ ორ სტატიას ერთნაირი ბმული აქვს ამას ბოტი ვერ შეასრულებს. გერმანულ ვიკიში, თუ შეამჩნიე ერთ-ერთ სტატიაში ინგლ. ბმული არ არის. თუ მე რამე ვერ ავხსენი დოიჩლადს მიმართე.--ცანგალა () 19:11, 28 მაისი 2011 (UTC)
გამარჯობა.კი, ვნახე, გერმანულ სტატიაში არ არის ინგლისური ლინკი, მაგრამ ინგლისურ ვიკიპედიაში ნამდვილად არსებობს ეგ სტატია. ორივე სტატია, რომელიც გერმანულ ვიკიპედიაში იყო მითითებული, ჩემი დაწერილია, ამიტომ, არ შემეშლებოდა და ორ ერთსა და იმავე სტატიას არ დავწერდი. ახლა კი, ვფიქრობ, რომ ყველაფერი გასწორებულია. შეგიძლია ერთმანეთს შეადარო და ნახავ, რომ ერთი და იგივე სტატიებია: მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები და en:list of country legal systemsNodar Kherkheulidze () 19:17, 28 მაისი 2011 (UTC)

რადგანაც გერმანულ ვიკიპედიაში სტატია წერია სამართლებრივ სისტემებზე, ქართული სტატიიდან კონტინენტური ევროპის სამართალი ამოვიღე გერმანული ბმული. — Nodar Kherkheulidze () 20:14, 28 მაისი 2011 (UTC)

ნოდარ, ამ en:list of country legal systems ჩამონათვალია ქვეყნების. შეძლებ თარგმანს? ქართველი მომხმარებლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. კიდევ ერთი თხოვნა მექნება სხვა ენებში როდესაც ჩასვამ ქართულ ბმულს ანბანი დაიცავი. წესით მხოლოდ ერთ ენაში როდესაც ჩასვამ ქართულს ბოტმა ავტომატურად ყველაში უნდა ჩასვას. მართალია სამართალზე ბევრი სტატიები არ გვაქვს მაგრამ თუ ინტერესი გაქვს იქნებ de:Portal:Recht ქართულ ენაზე პორტალი:სამართალი გააკეთო. რა სტატიები გვაქვს შეგიძლია ნახო კატეგორია:სამართალი. ტექნიკურ საკითხებში როგორ ხარ? დასაწყისში გიორგი დაგეხმარება.--ცანგალა () 20:36, 28 მაისი 2011 (UTC)
en:list of country legal systems — ამ სტატიას, ფაქტობრივად, ისედაც ვთარგმნი. ამას, ძირითადად, თითოეული ქვეყნის დახასიათების დროს ვაკეთებ, ხოლო ზოგადად სამართლებრივი სისტემების დახასიათებისას კი ქართულ ლიტერატურას ვიყენებ. მითითებული მაქვს კიდეც. შეიძლება რაიმე გამომრჩეს კიდეც და თუ ასე მოხდა, ამას ინგლისური ვიკიპედიიდან შევავსებ. უცხოურ სტატიებში ქართული ბმულის ჩასმისას კი ვცდილობ, ინგლისური ანბანის თანრიგის დავიცას. ხოლო რაც შეეხება სამართლის პორტალს, დიდი სიამოვნებით შევქმნიდი, ოღონდ აქ ორი დამაბრკოლებელი გარემოებაა: პირველი, ამაში აუცილებლად დამჭირდება გამოცდილი ვიკიპედიელის დახმარება, რადგან მე ჯერ კიდევ გამოუცდელი ვარ, და, მეორე, ესაა დროის უქონლობა. გამომდინარე იქიდან, რომ ვსწავლობ და ახლა გამოცდები მაქვს, ვშიშობ, ამისთვის საკმარისი დრო არ მექნება. — Nodar Kherkheulidze () 09:24, 29 მაისი 2011 (UTC)
გამოცდებს რომ დაამთავრებ მერე. გიორგი (ხერხეულიძეების გერბი ვინც გააკეთა) შეძლებს ტექნიკურ საკითხებში დახმარებას.ცანგალა () 10:38, 29 მაისი 2011 (UTC)
კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ გიორგისთან. ამისთვის უკეთესი იქნება, გიორგის დავუკავშირდე Facebook-ს ან მსგავსი საშუალებით, რათა უკეთ გავერკვიო დეტალებში. — nodar xerxeuliZe () 15:21, 29 მაისი 2011 (UTC)

პირველი ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

Random Acts of Kindness Barnstar.png ამომავალი ვარსკვლავის ვიკიორდენი
ნოდარ, შენში ვიკიპედიის ამომავალ ვარსკვლავს ვხედავ, ასე გააგრძელე, წარმატებები! --მიხეილ () 19:15, 2 ივნისი 2011 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა, მიხეილ. ეს ჩემთვის კარგი სტიმული იქნება :) — nodar xerxeuliZe () 19:19, 2 ივნისი 2011 (UTC)

ძვ. წ.[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვ გაითვალისწინო წელი, რომელიც ძველ წელთაღრიცხვას აღნიშნავს მთლიანად ისმევა კვადრატულ ფრჩხილებში ძვ. წ. 1247 და არა ძვ. წ. 1247. გმადლობ. — ჯაბა ლაბა 20:06, 8 ივნისი 2011 (UTC)

გასაგებია, შევცვალე. — Nodar Kherkheulidze () 07:30, 9 ივნისი 2011 (UTC)

შალომ![წყაროს რედაქტირება]

აქ ბოლო წერილი ნახე, შენცა გწერ :). — დავით პასუხი 14:30, 11 ივნისი 2011 (UTC)

შემმოწმებელ! :)) — დავით პასუხი 14:36, 11 ივნისი 2011 (UTC)
გილოცავ ნოდარ, ნამდვილად იმსახურებ! ასე გააგრძელე, წარმატებები :) --მიხეილ () 14:41, 11 ივნისი 2011 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა! ვაფასებ ჩემდამი თქვენს ასეთ ნდობას. არ შეგარცხვენთ! — Nodar Kherkheulidze () 14:42, 11 ივნისი 2011 (UTC)

ბოტ-ვანდალი[წყაროს რედაქტირება]

ეს არის ავტომატური ბოტ-ვანდალი. როდესაც ხედავთ, რომ გერმანულ ენაზე რაღაც უაზრო ფრაზები უწერია (ძირითადად, უცენზურო გამოთქმებით შემოიფარგლება), პირდაპირ დაუწერეთ

{{subst:დასაბლოკი|მიზეზი=აქ დაწერეთ მიზეზი}} ~~~~

და კიდევ უცხოელ სტუმრებზე, რომლებიც ვითომ ქართულად წერენ - სანამ გაფრთხილებას მისცემთ, გადახედეთ, რას წერენ. როდესაც ჩანს, რომ აშკარად ონლაინ თარჯიმნით არის ნათარგმნი და ქართულად არის, მაგრამ გაუმართავი ენით წერია, დაახლოებით ასეთ გაფრთხილებას ვუწერთ

Please don't use Eng-Geo online translator, since they produce only wrong translations. Thank you. — ~~~~

სტატიას კი წაშლის კანდიდატად ვაყენებთ.

იმედია, დაგეხმარებათ. — BH განხილვაწვლილი 14:20, 13 ივნისი 2011 (UTC)

გმადლობთ. — Nodar Kherkheulidze () 14:24, 13 ივნისი 2011 (UTC)
გერმანელებზე შეიძლება არც იყოს საჭირო, მაგ ბოტზე სხვა ბოტები დაგეშეს და ავტომატურად ბლოკავენ. — BH განხილვაწვლილი 14:26, 13 ივნისი 2011 (UTC)

ორი თარგი:

{{subst:ტესტი}} — ~~~~

ჩაუსვით განხილვაში, როდესაც გსურთ, აუხსნათ, რომ საკუთარი სავარჯიშო უნდა გამოიყენოს

{{subst:სპამი}} — ~~~~

ჩაუსვით განხილვაში, როდესაც გსურთ, აუხსნათ, რომ სარეკლამო განცხადებების ტიპის სტატიებისგან თავი უნდა შეიკავოს (ძირითადად, საუბარია საიტების ღია რეკლამირებაზე). — BH განხილვაწვლილი 15:52, 13 ივნისი 2011 (UTC)

დიდი მადლობა დახმარებისთვის. — Nodar Kherkheulidze () 16:29, 13 ივნისი 2011 (UTC)

სალამი. გთხოვთ მიუთითოდ ლიტერატურა საბანისძეს--Otogi განხილვაწვლილი 10:37, 14 ივნისი 2011 (UTC)

ზუსტად მაგას ვაპირებდი ახლა :) — Nodar Kherkheulidze () 10:39, 14 ივნისი 2011 (UTC)
ძალიან კარგი--Otogi განხილვაწვლილი 10:42, 14 ივნისი 2011 (UTC)

გასაგებია, გავითვალისწინებ...— Kotola001 განხილვაწვლილი 17:49, 18 ივნისი 2011 (UTC)

გადატანა[წყაროს რედაქტირება]

წავიკითხე ჩხერიმელას გადატანის გვერდი მაგრამ ყველა საფეხბურთო კლუბის სტატია ამ ფორმით იწერება, ყველგან მითითებულია ქალაქი და ამაზე შეთანხმებაც არსებობს. კიდევ ერთი რამ მაინტერესებს, განხილვის გვერდზე რომ ვწერ ჩემს მოსაზრებას რომ სტატია გადასატანია და რო არავინ მეხმაურება რამდენხანს უნდა ვიცადო?არ შეიძლება რო გადავიტანო რაც უეჭველი გადასატანია???— Kotola001 განხილვაწვლილი 14:23, 20 ივნისი 2011 (UTC)

სტატიების სახელწოდებები უნდა შეესაბამებოდეს გუნდის იურიდიულ სახელწოდებას, ანუ როგორც გუნდს ჰქვია ოფიციალურად. განხილვის გვერდზე კი თქვენს მოსაზრებას აუცილებლად დაინახავენ რედაქტორები. ხოლო თუ სტატია უეჭველი გადასატანია, მაშინ მაინც უნდა დააფიქსიროთ განხილვის გვერდზე თქვენი მოსაზრება, დაელოდოთ ცოტა ხანს და შემდეგ გადაიტანოთ. აუცილებელია სანდო წყაროს მითითება, თუ რის საფუძველზე გადაგაქვთ სტატია სხვა სახელწოდებაზე. — Nodar Kherkheulidze () 14:48, 20 ივნისი 2011 (UTC)

ნოდო, სურათის ატვირთვა რეგისტრაციიდან მხოლოდ 2-3 დღეში შეიძლება. :)--იორგი; 16:36, 21 ივნისი 2011 (UTC)

უი, მაგასაც მივუწერ. მადლობ, გიორგი. ისე კარგია, წინასწარ გაეცნობა წესებს :) — Nodar Kherkheulidze () 16:37, 21 ივნისი 2011 (UTC)

მადლობა[წყაროს რედაქტირება]

დიდი მადლობა, ყველაფერი რიგზეა, პატარა შეცდომა იყო, ორჯერ ეწერა ერთი სექციის სათაური და ეგ ჩავასწორე. მადლობა კიდევ ერთხელ. --BigBrother განხილვაწვლილი 09:43, 22 ივნისი 2011 (UTC)

არაფრის :) სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სტატიაა. — Nodar Kherkheulidze () 10:37, 22 ივნისი 2011 (UTC)

მადლობა, რაც მეტს დააინტერესებს მით უკეთესი :)--BigBrother განხილვაწვლილი 19:19, 23 ივნისი 2011 (UTC)

კონსტიტუცია იგი საქართველოჲსი, ქუეყნისა ჩუენისაჲ[წყაროს რედაქტირება]

ინფოდაფაში ხელისმომწერებში პრესიდენტი იგი ჩუენი ედუარდი რატომ არაა? მე მახსოვს, რომ ჩვენი კონსტიტუციის უკანასკნელი ორი სიტყვაა: ედუარდ შევარდნაძე :). მგონი ეგეცაა ხელისმომწერი, არა? — დავით პასუხი 11:56, 24 ივნისი 2011 (UTC)

იცი რა არის, დათო, ედუარდ შევარდნაძე იყო მაგ დროს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ე.ი. წევრიც, ხო? ამიტომ დავწერე პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრები. მარტო ჩუენი პრეზიდენტი ხო არ აწერდა ხელს? — Nodar Kherkheulidze () 13:57, 24 ივნისი 2011 (UTC)

ნოდარ, კენჭისყრის გვერდი ნახე. სანდრო მართალია მანდ. აი ეს გვერდები დაგეხმარება: [1], [2], (ეს კრიტიკა), (აქ ვიღაც თვლის, რომ ახალი კონსტიტუცია გვაქვს :)) 2011 წლის კონსტიტუცია, თუმცა გამოსაყენებელია). კიდევ ბევრი... — დავით პასუხი 12:26, 28 ივნისი 2011 (UTC)

კაი იქნება, თუ რამდენიმეს გამოიყენებ მაგ სექციის შესავსებად და არა ერთს. მასალა ბევრია და შეიძლება ქვე–ქვეთავიც კი გააკეთო: კრიტიკა. — დავით პასუხი 12:27, 28 ივნისი 2011 (UTC)
ისე, ახლა გამოცდები რომ დაგვიმთავრდება, თუ გინდა მოგეხმარები მაგ ქვეთავში :). — დავით პასუხი 12:28, 28 ივნისი 2011 (UTC)

მართალია, დათო, ეგეც უნდა აღმენიშნა და, მართალი რომ გითხრა, ვფიქრობდი კიდეც მაგის დაწერას, მაგრამ, ალბათ, ისევდაისევ გამოცდების გამო, ვერ მოვახერხე. შესაძლებელია, ჩემი სუბიექტური აზრის გამოც იყოს ეგ გამოწვეული — მე მომწონს ჩვენი კონსტიტუცია. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ და აუცილებლად დავწერ. შენი დახმარებაც, რა თქმა უნდა, კარგი ინქება. მადლობ :) — Nodar Kherkheulidze განხილვა 16:23, 28 ივნისი 2011 (UTC)

ორდენი[წყაროს რედაქტირება]

Original Barnstar.png პირველი ვიკიორდენი
რეალურად, პირველი ვიკიორდენი კი გაქვს უკვე, მაგრამ ამ ორდენით მინდა აღვნიშნო ამ სტატიაზე გაწეული წვლილი და კიდევ მრავალი დასაწერი ხარისხიანი სტატიისთვის, გენიჭება ეს ვიკიორდენი.ვაპაჭუნებ—G.G. 05:42, 29 ივნისი 2011 (UTC)
ძალიან დიდი მადლობა, გიორგი :) იმაზე უკეთესი რა არის, როდესაც შრომა გიფასდება.მადლობ :) — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:31, 29 ივნისი 2011 (UTC)

გილოცავ, ნოდარ, დღევანდელ დღეს! მიხვდები, ალბათ, რატომაც ვიღიმი—G.G. 09:05, 24 აგვისტო 2011 (UTC)

მეც გილოცავ ნოდარ, მართლაც სასიამოვნო დამთხვევაა ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 09:11, 24 აგვისტო 2011 (UTC)
მადლობა ორივეს, მივხვდი ენაNodar Kherkheulidze განხილვა 14:41, 24 აგვისტო 2011 (UTC)

ტირე და დეფისი[წყაროს რედაქტირება]

იხ. ვიკიპედია:ყავახანა/2011/4#ტირეები. --ცანგალა () 17:53, 6 ივლისი 2011 (UTC)

გავეცანი, მაგრამ ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა გინდა. ალბათ, აქ შეტანილი ცვლილებების გამო მომწერე. ისე, მეც ვიზიარებ მიხეილის აზრს და ვემხრობი პუნქტუაციის წესების დაურღვევლობას. ტირეს სულ სხვა დანიშნულება აქვს და დეფისს — სულ სხვა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 18:09, 6 ივლისი 2011 (UTC)
ყველაფერს კარგად მიხვდი. სტატიის ისტორიას თუ გადახედავ ნახავ, რომ ზუსტად ტირეები გავასწორე. ვიღიმი--ცანგალა () 18:31, 6 ივლისი 2011 (UTC)

დაბრუნებას გილოცავ[წყაროს რედაქტირება]

სალამი ნოდარ. კეთილი იყოს შენი დაბრუნება ვიკიშვებულებიდან:) ზუსტად რომ დროული იყო შენნაირი აქტიური მომხმარებლის დაბრუნება, მაშინ, როდესაც ვიკიპედიელთა უმრავლესობა შვებულებაში ვიმყოფებით. იმედია სასიამოვნო შთაბეჭდილებებით ჩამოხვედი ნიდერლანდის სამეფოდან :) წარმატებები. — მიხეილ (მომწერე) 19:28, 31 ივლისი 2011 (UTC)

მადლობ, მიხეილ. კი, ნამდვილად სასიამოვნო შთაბეჭდილებებით ჩამოვედი ნიდერლანდებიდან. აქამდე ვერ დავლაგდი, ჯერ კიდევ არეულობა მაქვს :D რომ მოვრჩები, შეძლებისდაგვარად მივხედავ აქაურობას :P — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:02, 2 აგვისტო 2011 (UTC)

ხო თუ არა[წყაროს რედაქტირება]

იხ. ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები--ცანგალა () 19:26, 4 აგვისტო 2011 (UTC)

განხილვა:სვიდა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ერთპიროვნულად სახელის გადატანა, როდესაც განხილვა არ დამთავრებულა, არ არის სწორი. აჯობებდა განხილვაში მიგეღო მონაწილეობა.--Ouzo განხილვაწვლილი 20:06, 4 აგვისტო 2011 (UTC)

გამარჯობა. ეგ სტატია ჩემი გადატანილი არ არის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:08, 5 აგვისტო 2011 (UTC)
ბოდიში, დიქსტოზას გადაუტანია, შენი შემოწმებულია მხოლოდ.--Ouzo განხილვაწვლილი 07:06, 5 აგვისტო 2011 (UTC)
:) — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:31, 5 აგვისტო 2011 (UTC)

ბებურიშვილი პაპა[წყაროს რედაქტირება]

ბატონო ნოდარ ! საქართველოს ისტორიის ნარკვევებში,ტომი მეოთხე, თბ.,1973. 620 გვერდზე ასეთი ტექსტია: "აგრი–ჩაის ნაპირებზე 1751 წ.15 თებერვალს ქართველები სასტიკად დამარცხდნენ. თავად პაპა ბებურიშვილ – ვაჩნაძისა და მაჩხაანელი გლეხის– დათუნა ბოსტაშვილის გმირობამ იხსნა .....ერეკლე".

ამავე წიგნის პირთა სახელების საძიებელშიც, 961 გვ., აღნიშნულია – ბებურიშვილი – ვაჩნაძე პაპა.

ასევე ჩანს ა.იოსელიანის მიერ გამოცემულ, ქრონიკებში არსებულ დოკუმენტში.

წიგნში –ყვარლის ბრძოლა ანუ მაშინ კიდევ ერთხელ გადარჩა საქართველო – იგივეს აღნიშნავს თეიმურაზ პეტრიაშვილი.

გმადლობთ ყურადღებისათვის! სხვათა შორის ლიტერატურის ჩამონათვალში აკლია ომან ხერხეულიძის წყარო და დავამატებ.

პატივისცემით – თეიმურაზ პეტრიაშვილი

ახლა შემთხვევით ვნახე,რომ 1912 წელს , ერთ–ერთი პირველი ინვალიდის ეტლი შეუქმნია თავად ირაკლი ბებურო–ვაჩნაძეს. შეგიძლიათ , გუგლში ამ გვარსა და სახელზე ნახოთ მთელი სტატია...

უბრალოდ...ჩვენს მოსაზრებას ამტკიცებს.

მადლობა გეკუთვნით თქვენ ! რაც მეტი იქნება თქვენნაირი პიროვნება, ყველა საქმე უკეთ გამოვა, მათ შორის ქართულ ვიკიპედიაშიიც !

პატივისცემით თ,პ.

დიდი მადლობა დახმარებისთვის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:09, 7 აგვისტო 2011 (UTC)

გადამისამართება[წყაროს რედაქტირება]

ვთქვათ, სრული სახელი და გვარი, რითაც მოღვაწეობდა ან პასპორტში ეწერა ან სხვაგან, არის ნიკოლოზ კეცხოველი. დიახ, ვაკეთებთ. ნათელი მაგალითი - თუ ვინმემ შექმნა სტატია ’ბუბა კიკაბიძე’, ვამისამართებთ ’ვახტანგ კიკაბიძეზე’. ასე უფრო გაადვილდება მოძიება. თუ ვინმე დაიწყებს ბუბას ძიებას, ამოუგდებს ვახტანგს და ეგაა. :) — BH განხილვაწვლილი 17:54, 7 აგვისტო 2011 (UTC)

გასაგებია, მადლობ :) — Nodar Kherkheulidze განხილვა 17:54, 7 აგვისტო 2011 (UTC)

სარო[წყაროს რედაქტირება]

შეგიძლია სტატიის პირველ ნაწილში ფოტოები ისე დააბრუნო, როგორც მე ჩავსვი? ვგულისხმობ ჯავახური დარბაზის ორ ფოტოს. დიდი მადლობა.— სერაფიტა განხილვაწვლილი 10:43, 8 აგვისტო 2011 (UTC)

შევამოწმე და გამოჩნდება ახლა. მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი სურათი აღარ იქნება კარგი, რადგან სტატია ძალიან გადაიტვირთება. ამიტომ გადავიტანე ისინი გალერეაში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:48, 8 აგვისტო 2011 (UTC)

დაუდეს ონლაინ თარჯიმნები და გალაღდნენ :D ადრე შემოდიოდნენ და გვთხოვდნენ თავად (ახლაც ხოლმე ეგრე აკეთებენ). ახლა შემოდიან და პირდაპირ დებენ. ან იციან, რომ მაინც არასწორად თარგმნის (და რატომღაც თვლიან, რომ ვიღაც ვალდებულია, ასწოროს მაგათი სტატიები მარტო იმიტომ, რომ დადეს). ან კიდევ არ იციან, რომ უაზრო თარგმანები გამოდის. — BH განხილვაწვლილი 16:15, 8 აგვისტო 2011 (UTC)

ხო ეგ თარჯიმანი მაგარია ვიკრიჭები მაშინ მიხეილს რომ წერდა ვიღაც და რომ მიმართავდა, „ბატონო პრეზიდენტო“ ვიკრიჭები მაგარია ეს Google translate ვიკრიჭებიNodar Kherkheulidze განხილვა 16:18, 8 აგვისტო 2011 (UTC)
მაშინ მართლა ბევრი ვიხალისე ვიკრიჭები თუნდაც ეგ აჩვენებს, რამდენად ალფას ალფა სტადიაშია ჯერ ეგ ტრანსლატორი. :) —G.G. 17:05, 8 აგვისტო 2011 (UTC)

ბარალეთი, კოთელია[წყაროს რედაქტირება]

შეგიძლია, თუ რაიმე პრინციპული შენიშვნა არა გაქვს, ყველაფერი ისე დატოვო, როგორც მე გავაკეთე? იქნებ ამიხსნა, ცვლილებების შეტანის დროს რა წესებით ხელმძღვანელობ?— სერაფიტა განხილვაწვლილი 11:48, 10 აგვისტო 2011 (UTC)

გამარჯობა. კი, ბატონო, აგიხსნით. ცვლილება გავაუქმე იმიტომ, რომ სტატიას დაკარგული ჰქონდა თავისი სახე — ყოველი სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის სტანდარტებს. მაგალითად, ბევრი სურათი სტატიაში არ ვარგა, რადგან იგი სტატიაა და არა ფოთოგამოფენა. სურათების ადგილია გალერეაში, როგორც მე გავაკეთე. მეორეც, [[1204]] ზუსტადაც კვადრატულ ფრჩხილებში უნდა იყოს, რადგან ეს წესია — თარიღის გამოსაჩენად, აი, ასე 1204. მესამეც, {{ფაქტი}}-ს ამოღება სტატიიდან მანამ არ შეიძლება, სანამ იგი არ დადასტურდება სანდო და გადამოწმებადი წყაროებით. მეოთხეც, თუ გაინტერესებთ, რა წესებით ვხელმძღვანელობ, გეტყვით — წესები ვიკიპედიაში ყველასთვის საერთოა. გაეცანით შემდეგ გვერდებს: ვიკიპედიის წესები, დახმარების გვერდები, ტექსტის რედაქტირების წესები, ვიკიპედიის მასწავლებელი და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყოველი სტატია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 11:59, 10 აგვისტო 2011 (UTC)
მოდი, იქიდან დავიწყებ, რომ მაგალითისთვის (როგორც შენ ახსენე) 1024 -ზე ან {{ფაქტი}}-ზე პრეტენზია არ მაქვს. ამ თვალსაზრისით ცოტათი ვერკვევი ვიკიპედიის წესებში. ჩემი შენიშვნა ეხება ფოტოებს. მეგონა მიხვდებოდი, რადგანაც რამდენჯერაც შევასწორე, იმდენჯერ გადააკეთე. მეორეც, მგონი შენი ქმედება შენს ნათქვამს ეწინააღმდეგება: ისეთი გალერეაა სწორედ გამოფენა, როგორიც შენ გააკეთე. ჩემს მიერ გაკეთებულ გალერეაში მხოლოდ ერთი ფოტო ჩანს და არა მთელი ექსპოზიცია. მოკლედ, ისევ ვიმეორებ - ჩემი პრეტენზია ეხება გალერიის ტიპს და არა ტექსტში შესულ ყველასათვის გასაგებ და ჩემთვის სრულიად მისაღებ რედაქტირებებს.— სერაფიტა განხილვაწვლილი 12:12, 10 აგვისტო 2011 (UTC)
თქვენ მიერ გაკეთებული გალერეა სტატიას ამახინჯებს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:18, 10 აგვისტო 2011 (UTC)
სიმახინჯე არ არღვევს ვიკიპედიის წესებს, ეს უბრალოდ განწყობის და მიდგომის საკითხია. ან შეცვალეთ, ან ყავახანაში ვიკითხავ. დიდი მადლობა.— სერაფიტა განხილვაწვლილი 12:24, 10 აგვისტო 2011 (UTC)
გარკვევით გითხარით, ვიკიპიდიის სტატიები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ წესებს. მათ შორისაა „სილამაზეც“ და „სიმახინჯეც“. დაელოდეთ სხვა მომხმარებლების აზრს. და ულტიმატუმის წაყენებას თავი დაანებეთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 12:30, 10 აგვისტო 2011 (UTC)
არავითარ ულტიმატუმს არ ვუყენებ არავის. მოკლედ, მე ჩემს ფოტოებს ვშლი და იმედს ვიტოვებ, რომ ამის უფლება მაქვს. — სერაფიტა განხილვაწვლილი 12:45, 10 აგვისტო 2011 (UTC)

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ნოდარ შეხვედრაზე 12 სთ-ზე არ შევთანხმდით? შენ ორი საათი დაგიწერია--David Rotating earth (Very small).gif 08:23, 11 აგვისტო 2011 (UTC)

ერთიანი გამომრჩა ორის წინ ვიკრიჭებიNodar Kherkheulidze განხილვა 08:26, 11 აგვისტო 2011 (UTC)
მეც ეგრე ვიფიქრე:)--David Rotating earth (Very small).gif 08:27, 11 აგვისტო 2011 (UTC)

კრებაჲ იგი ჩუენი ჳკიპედიელებისა კუალად[წყაროს რედაქტირება]

გამარჯვება ნოდარ!
თხოვნაჲ ერთი მაქუს წინაშე შენდა. შემდგომად ყოველთა დღეთა მათ, ოდეს იკრიბებოდეს კაცნი ჩუენნი ჳკიპედითგან ქართულით, მოიწეოდა კაცი ერთი ჩუენგანი საბჭეოსა მას ჩუენსა აღწერად დღისა მის კრებისასა, რამეთუ ჳიკიპედიელთა მათ, რომელთა არა აქუნდათ სურვილი ანუ შესაძლებლობაჲ მოსლვისა ნახვად ჩუენდა, შეიტყონ ამბავი იგი დღისა მის კრებისა ჩუენისა. და ესრეთ იყო ძუელად...
ხოლო აწ მე მაქუს თხოვნაჲ წინაშე შენდა, ვითარმედ აღწერო დღეჲ იგი იდ თიბათვისა, წლისა ცია, უკუეთუ შესაძლებელ არს ესე ყოველი შენდა. ხოლო მე უწყი, ვითარმედ ესე ყოველი ჩემდა შეუძლებელ არს, რამეთუ უწყი შენც საქმეჲ იგი სკლეროსისა ფრიადისა ჩემისა ამის უგვანოსი.
ხოლო ბაგენი ჩემნი იტყუიან მადლიერებასა ფრიადსა კუალად წინაშე შენდა. ვიღიმიდავით პასუხი 10:33, 15 აგვისტო 2011 (UTC)

მაგარია, ოღონდ მართლა ვიკრიჭები ყავახანაში დავწერო, თუ ყავახანა/შეხვედრებში? — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:35, 15 აგვისტო 2011 (UTC)
აქ ჯობია ალბათ ვიკრიჭებიდავით პასუხი 10:38, 15 აგვისტო 2011 (UTC)

სილქნეტი[წყაროს რედაქტირება]

გთხოვთ იხილოთ მონაწილის განხილვა:Gaga.vaamebadury განხილვაწვლილი 12:38, 15 აგვისტო 2011 (UTC)

ნოდარ, მე მგონია, გასაგებია, რომ ფაილების აღწერაში ამ ბრჭყალებს ისეთი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვეულებრივი ფაილია, რომელსაც დღეს ვიღაც შეხედავს, ხვალ - არა. სტატია სხვა რამე არის და იქ, თავისთავად, გასასწორებელია. — Floydgeo განხილვაწვლილი 17:45, 20 აგვისტო 2011 (UTC)

კი, ფაილია, მაგრამ იქაც ხომ უნდა დავიცვათ პუნქტუაციის წესები? არ გეწყინოს მაგას რომ ვასწორებ, მაგრამ თვალში მხვდება ეგრევე და ვეღარ ვძლებ...— Nodar Kherkheulidze განხილვა 17:58, 20 აგვისტო 2011 (UTC)
ამას არავინ გვთხოვს. ფაილების აღწერაში ბევრი რამ არის დასაცავი. ფანტაზია რომ გააქანო, თუნდაც მუსიკოსის სახელების ბმულის სახით წერა ან ნაწარმოებზე ბმულის შექმნა შეიძლება. მთავარია, რომ აღწერილია, რა არის და როგორია, რომ მერე ადმინისტრაციამ საეჭვო და ულიცენზიო ფაილად არ მიიჩნიოს. ეს არის და ეს. მით უმეტეს, რომ სპეციალურად გაგვიკეთეს ასეთი თარგები, რათა ყველაფერი ლაკონურად ვწეროთ. იგივე ინგლისურ ვიკიპედიაში მთელი ლექციებია თარგებში დაწერილი, თავისი პუნქტუაციების დაცვით. — Floydgeo განხილვაწვლილი 18:04, 20 აგვისტო 2011 (UTC)