მომხმარებლის განხილვა:Ninushka
გამარჯობა, Ninushka. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}} , რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის, რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში ღილაკ „ცვლილებების შენახვა“ დააჭირე.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
ვიკიპედიაში გვერდების რამდენიმე ნაირსახეობა არსებობს: სტატიების გარდა, არსებობს ასევე განხილვის გვერდები. განხილვის გვერდი ყველა სტატიას აქვს; ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლია საკუთარი კონსტრუქციული მოსაზრების დატოვება. განხილვის გვერდზე აუცილებელია ხელმოწერის დატოვება. ამისთვის ტექსტის ბოლოს ჩაწერე ოთხი ტილდა (
~~~~ ) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|
Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
—მიხეილ (მომწერე) 13:48, 27 ოქტომბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს. ასეთი ინფორმაციები სტატიის განხილვის გვერდზე არ იწერება. ამისათვის არსებობს თავად სტატია. --მიხეილ (მომწერე) 22:41, 29 ოქტომბერი 2011 (UTC)
თქვენი რედაქტირებები ამ სტატიაში გაუქმდა არა იმის გამო, რომ ისინი არ არიან სწორი, არამედ იმიტომ, რომ არ იყო მოყვანილი გადამოწმებადი ავტორიტეტული წყარო. გთხოვთ გაითვალისწინოთ და შემდგომში რედაქტირებისას მიუთითოთ წყარო, საიდანაც შეგაქვთ სტატიაში ინფორმაცია. პატივისცემით --Ouzo განხილვაწვლილი 08:01, 31 ოქტომბერი 2011 (UTC)
ბატონებო MIKHEIL და Ouzo, ის, რაც ჩავწერე სტატიის განხილვაში, ჩავწერე იმისათვის, რომ დამესაბუთებინა ერთადერთი სიტყვის ჩამატების აუცილებლობა, მხოლოდ იმისთვის, რომ მეჩვენებინა სტატიაში არსებული შეცდომა _ თითქოს ნისან ბაბალიკაშვილი იყო ებრაული ენის პირველი ოფიციალური მასწავლებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე შევეცადე ჩამემატებინა სიტყვა "ერთ-ერთი", (ერთ-ერთი პირველი ოფიციალური მასწავლებელი), მაგრამ უშედეგოდ. საქმე ის არის, რომ დაუსაბუთებლად და წყაროს მითითების გარეშე არის სწორედ არსებული ცნობა მოთავსებული აღნიშნულ სტატიაში. შეუძლებელია, ასეთი წყარო სადმე არსებობდეს, ამიტომ გიჯობთ, სწორედ ეს ინფორმაცია გადაამოწმოთ და ამის დამწერს მოსთხოვოთ წყაროების, და თანაც ავტორიტეტულის, მითითება. ბატონმა ნისანმა ებრაული ენის კვალიფიციური და მეცნიერული ცოდნა მიიღო სწორედ თბილისის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, (რაც დასტურდება სტატიაში მითითებული ლიტერატურითაც _Шуламит Шалит, Неотторжимые от Сиона, -სადაც ბ-ნი ნისანის დის მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ბ-ნი ნისანის მასწავლებელი იყო ბ-ნი გიორგი წერეთელი, (თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ასწავლიდა გიორგი წერეთელი, ან ბ-ნი კოტე წერეთელი თავის სტუდენტს ენას? არაოფიციალურად? იატაკქვეშეთში? )). არსებული სტატიის ავტორმა რა წყაროები წარმოგიდგინათ? აქვს იმის გადამოწმებადი და ავტორიტეტული საბუთი, რომ ბატონ ნისანზე ადრე კოტე წერეთელი არ ასწავლიდა უნივერსიტეტში ებრაულს? როდესაც ამ სტატიას ადასტურებდნენ, ვინმემ შეამოწმა ეს ინფორმაცია? მე ბატონი ნისანის მოსწავლე ვიყავი და ჩემი სტუდენტობის დროს შეცვალა ბატონმა ნისანმა კოტე წერეთელი, როგორც ებრაული ენის ოფიციალური პედაგოგი (ცნობილი "თვითმფრინავის ამბისა" და ბატონი კოტეს შვილის დაღუპვის შემდეგ). მე ვარ ამ ამბის მომსწრე და თვითმხილველი, ვესწრებოდი ბატონი ნისანის ლექციებს. საბუთი რა სახის გნებავთ? უნივერსიტეტის არქივი მოგართვათ, თუ იქნებ ჯობს, თქვენ გადაამოწმოთ გიორგი და კონსტანტინე წერეთლების ბიოგრაფიები და გაიგოთ, რას საქმიანობდნენ ისინი. მე ვფიქრობ, რომ არსებულ სტატიას აუცილებლად სჭირდება შესწორება, რადგან ძალიან უხეშ შეცდომასთან გვაქვს საქმე. კეთილი სურვილებით,--Ninushka განხილვაწვლილი 14:50, 1 ნოემბერი 2011 (UTC) P.ს. რაც შეეხება ჩემს ჩამატებას ნ. ბაბალიკაშვილის თარგმანების შესახებ, უახლოეს მომავალში მოვათავსებ ბიბლიოგრაფიის ჩამონათვალს. სანამ ვინმეს შენიშვნებს, ან განხილვას წაშლიდეთ, იქნებ სჯობს, ჯერ გადაამოწმოთ არსებული სტატია.--Ninushka განხილვაწვლილი 14:50, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
- ძალიან გთხოვთ დამშვიდდეთ და ნუცხარობთ. სიცხარით ვერაფერს მიაღწევთ. მოდით დავწყნარდეთ და ისე ვიმსჯელოთ:
- თუ სწავლობდით ნისან ბაბალიკაშვილთან, რაშიც ეჭვი არ შემაქვს, მაშინ გეცოდინებათ, რომ სხვაა ივრითი - עברית და სხვაა ძველი ებრაული ენა - עברית מקראית (თუმცა არასამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ ძველი ებრაულის აღსანიშნავად ტერმინი "ივრითი"-ც იხმარება, მაგრამ აქ ენციკლოპედიაში ვართ). სტატიაში წერია, რომ ნისან ბაბალიკაშვილი იყო "საბჭოთა პერიოდში ივრითის პირველი ოფიციალური პედაგოგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში". ანუ, ივრითის, და არა ძველი ებრაულის, რომელსაც კოტე წერეთელი ასწავლიდა.
- სტატიის ბოლოს მითითებულ წყაროში ვკითხულობთ: "Его сын Нисан станет первым в Грузии, в университете, "законным" учителем иврита, семитологом-гебраистом". ამ სიტყვების ავტორის ავტორიტეტულობაში ეჭვის შეტანა ძნელია. გარდა ამისა, ჩვენ, ვიკიპედიელები ვალდებულნი არ ვართ წყარო მოვთხოვოთ იმ ავტორს, რომელიც თავად არის ავტორიტეტული და სანდო წყარო.
- შესაძლოა, გიორგი წერეთელი და კოტე წერეთელი იყვნენ ნისან ბაბალიკაშვილის მასწავლებლები (პირველი ნამდვილად იყო - "...А. Фиркович и Д. Хвольсон, И. Черный и Г. Церетели. Нисан Бабаликашвили был учеником последнего - მეორეს დანამდვილებით ვერ გეტყვით), მაგრამ ნისანი გაიზარდა რაბინის ოჯახში და ივრითიც იქ შეისწავლა: "В том же 1953 году он (რაბინი იზრაელი, ნისანის მამა) пишет, что оба сына сначала встретили его затею говорить дома только на иврите без энтузиазма, но потом вошли во вкус… К 15-16 годам они владели уже четырьмя языками - грузинским, русским, армянским и ивритом!". ხომ ხედავთ, 15-16 წლის ნისანი უკვე ივრითზე ლაპარაკობდა და ტრადიციაც, რომ ბაბალიკაშვილების ოჯახში მხოლოდ ივრითზე ელაპარაკათ, ამაზე მეტყველებს. ასე რომ ნისანი ოჯახში, იატაკქვეშეთში სწავლობდა ნამდვილად ივრითს და ეს ნამდვილად არ არის "ძალიან უხეში შეცდომა".
- უნივერსიტეტის არქივებს და გიორგი და კოტე წერეთლის ბიოგრაფიებს მე ნუ მომართმევთ, შეგიძლიათ თავად მიუთითოთ ისინი, შესაბამის სტატიაში.
პატივისცემით --Ouzo განხილვაწვლილი 15:54, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
ეს ციტატაც დაკვირვებით წაიკითხეთ:
„В этот период в Тбилиси был единственный преподаватель иврита – Нисан Бабаликашвили, с которым Голда поддерживала дружеские отношения и учила у него ТАНАХ с комментариями РАШИ. Сын известного тбилисского раввина, преподававшего иврит и Тору даже в страшные годы сталинских чисток, Нисан продолжал семейную традицию. Семитолог по образованию, он был также преподавателем Тбилисского университета, и одним из первых в Советском Союзе исследователем истории еврейских общин – грузинской, горской и караимской.[1]“
|
. თუ გაინტერესებთ ამ სიტყვების ავტორის ვინაობა, შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ.--Ouzo განხილვაწვლილი 16:16, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
ძვირფასო Ouzo, მე ნამდვილად არ ვცხარობ, ღმერთმა დამიფაროს, და მისაღწევიც არაფერი მაქვს. აქ თქვენი პრობლემაა _ არასწორად ბლოკავთ სწორ ინფორმაციას, ხოლო არასწორს უკრიტიკოდ იღებთ. ნება თქვენია, მაგრამ თუკი ქართულ ვიკიპედიასთან თანამშრომლობთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მისი ავტორიტეტი, ამასთანავე, რაც მთავარია, თქვენს შრომას შედეგი უნდა ჰქონდეს.
რაც შეეხება "ივრითს", ებრაულად ამ ენას ასე ჰქვია. ძველი და თანამედროვე ივრითი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან ენობრივად. განსხვავება მხოლოდ ლექსიკაშია, და გამოყენებაში. თანამედროვე ებრაული იგივე ძველი ებრაულია, რომელიც ხელოვნურად აღადგინეს როგორც სახელმწიფო და სალაპარაკო ენა და გაამდიდრეს თანამედროვე ლექსიკით. ორივეს ჰქვია ივრითი, თუმცა ერთი თანამედროვე ლიტერატურული და სალაპარაკო ენაა, მეორე კი - ძველი ტექსტების ენა, თავ-თავისი შესაბამისი ლექსიკითა და ზოგი სხვა თავისებურებით. რაც შეეხება ბ-ნ კოტე წერეთელს, მას თუ რუსეთში მცხოვრები ებრაული წრეები არ იცნობდნენ, დიდი უბედურება არ არის, ისე კი ბატონი ნისანის უშუალო მასწავლებელი იყო (სამწუხაროდ, ახლა დიდი ხანია, არ უჩვენებიათ შესანიშნავი ფილმი ბ-ნ ნისანზე, რომ გენახათ, დარწმუნდებოდით, რომ ეს დიდი მეცნიერი მისი მასწავლებელი იყო და ამასთანავე, სამეცნიერო ხელმძღვანელიც,ასევე, ის იყო აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სემიტოლოგიის განყოფილების გამგე, სადაც მუშაობდა ბ-ნი ნისანი.)
რაც შეეხება ებრაულის სწავლას ბ-ნი ნისანის მიერ, მე არა მგონია, თქვენ მართლაც ვერ ხვდებოდეთ, რა მოგწერეთ: ის რაც ბ-ნმა ნისანმა ოჯახში ისწავლა, არ იყო ენათმეცნიერული განათლება, ამგვარი სრული მეცნიერული განათლების მიღება მხოლოდ უნივერსიტეტში შეიძლებოდა და მიიღო კიდეც. მე ვფიქრობ, რომ თქვენთვის ნათელია, რომ, ის, რასაც თქვენთვის სანდო სტატია ეფუძნება, დაიწერა რუსეთში მცხოვრები ებრაელების მიერ, რომელთაგანაც ზოგი საქართველოში არც ყოფილა, ზოგი სხვისი ნაამბობის მიხედვით წერს. თქვენთვის, მე ვფიქრობ, რომ ნათელი უნდა იყოს, რომ ამგვარი ცნობები არ შეიძლება იყოს წყარო იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა თბილისის უნივერსიტეტში - ვინ ვისი მასწავლებელი იყო და ა.შ. ერთადერთი, რაც ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო, არის ის, რომ ბატონი ნისანი იყო ებრაულის კვალიფიციური, მეცნიერული ცოდნისა და მაღალი რანგის სპეციალისტი, მათ ჰქონდათ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბ-ნი ნისანი იყო უნივერსიტეტის პედაგოგი. ხოლო ამ ცნობის მეორე ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არის გამოქვეყნებული, და რომელიღაც ებრაულ ენციკლოპედიაშიც მოხვედრილა და თქვენ შეგიძლიათ მისი მითითება, სწორი არ არის, სიმართლის დადგენა მხოლოდ აქ, საქართველოში შეიძლება. ბ-ნი კოტე კი იმ დროს სწორედ თანამედროვე ებრაულს ასწავლიდა არაბული ენის სპეციალობის სტუდენტებს, როდესაც მოუწია უნივერსიტეტის მიტოვება და ის მისმა მოსწავლემ ნისანმა შეცვალა. ამ დროისთვის ბ-ნი ნისანი უკვე ასწავლიდა ებრაულის შემსწავლელ წრეს ბიბლიის ებრაულს. ასე, რომ, საკამათო აქ არაფერია, თუკი რაიმეს მითითება შეიძლება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სიმართლესთან გვაქვს საქმე.
ბ-ნი ნისანი შეიძლება იყო პირველი, ებრაული საზოგადოებიდან გამოსული კანონიერი მასწავლებელი, ანუ პირველი იყო ებრაული წრისათვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ იყო თბილისის უნივერსიტეტისათვის პირველი ებრაულის მასწავლებელი. თქვენი სტატიიდან კი ასე გამოდის.
კარგად ბრძანდებოდეთ--93.177.149.58 23:20, 1 ნოემბერი 2011 (UTC)
- "ძვირფასო Ouzo" — ასეთი მიმართვა ვიკიპედიაში მიღებული არაა და გთხოვთ, თავი შეიკავოთ.
- ძალიან გთხოვთ გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველი ინფორმაცია უნდა იყოს დამყარებული ავტორიტეტულ, სანდო და გადამოწმებად წყაროებზე. სტატიაში მითითებული ყველა წყარო სწორედ ასეთია. თუ თქვენ გაქვთ სხვა წყაროები, დაამატეთ და დაარედაქტირეთ სტატია. სულ ეს არის. პირადი გამოცდილება/ნაცნობობა ამა თუ იმ პირთან, ეს თქვენი სუბიექტური ხედვაა. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ იგი აკადემიურ ჟურნალში და ისიც ჩაითვლება სანდო წყაროდ, მანამდე კი, რასაც თქვენ ამბობთ, მხოლოდ ორიგინალური კვლევის კვალიფიკაცია შეესაბამება, რისი ადგილიც ვიკიპედია არ არის. უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორზე სტატიის წერისას, როდესაც მის ავტორს წყარო მოსთხოვეს, გაიკვირვა: რა წყარო გინდათ, ამ პროფესორის შვილიშვილმა მომაწოდა ეს ინფორმაციაო. აი, ასეთ კომიკურ სიტუაციამდე მივალთ, თუ დავეყრდნობით მხოლოდ პირად გამოცდილებას და არა - ავტორიტეტულ, სანდო და გადამოწმებად წყაროებს. პატივისცემით --Ouzo განხილვაწვლილი 10:16, 2 ნოემბერი 2011 (UTC)
ძვირფასო უზო, სასიამოვნოა, რომ იუმორიც ყოფილა დაშვებული ვიკიპედიაში და კომიკური სიტუაციების მოყვანაც თურმე შეიძლება (თორემ მე მეგონა თქვენთან ყველაფერი აკრძალული იყო), მაგრამ თქვენი მოყოლილი ამბავი სწორედ მაგ სტატიის წყაროს სიტუაციას რომ ემთხვევა, ეს ეტყობა ვერ შეამჩნიეთ. თქვენი სტატიის "სარწმუნო და ავტორიტეტულ წყაროშიც" სწორედ ასეა - ავტორი წერს, რომ ბატონი ნისანის დამ მომწერა ისრაელიდან ესა და ესაო... დანარჩენს თავისი ფანტაზიით აგრძელებს და სწორედ ასეთ სტატიას ეყრდნობით უკრიტიკოდ. ქართულ ვიკიპედიაში ვერ მივაგენი ანალოგიურ რჩევას, მაგრამ რუსულში გადაჭრით ურჩევენ ავტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებისაგან, როგორიცაა "პირველი", "პირველად მსოფლიოში' და სხვა, თქვენც რომ გაგეთვალისწინებინათ ეს, ქართული ვიკიპედია ასეთ სავალალო დღეში არ იქნებოდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.--Ninushka განხილვაწვლილი 22:54, 2 ნოემბერი 2011 (UTC)
- ერთხელ უკვე აგიხსენით, რომ ამგვარი მიმართვა ვიკიპედიაში არ არის მიღებული. კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში მიიღებთ პროგრესირებად გაფრთხილებას.
- თქვენ მიერ მოყვანილი ორი შემთხვევა არ არის იდენტური და აი, რატომ: ნისანის დის მოყოლილი ჩაიწერა და გამოაქვეყნა საჯაროდ ავტორმა, რომელიც სანდოა და საიტზე, რომელიც სანდოა. მეორე შემთხვევა კი არსად გამოქვეყნებულა და სახლში ჩაიზე მოყოლილი ამბების ვიკიპედიაში შეტანა იყო და სხვა არაფერი. თქვენი ვარიანტიც, რომ "მე მასთან ვსწავლობდი და ვიცი", "მე მას პირადად ვიცნობდი და ვიცი" - ამ მეორე კატეგორიაში გადის. კიდევ ერთხელ გიხსნით: თუ თქვენ საკუთარ პირად გამოცდილებას ნისან ბაბალიკაშვილთან უერთიერთობაში, გამოაქვეყნებთ სანდო სამეცნიერო ჟურნალში, ან სანდო საიტზე (მაგ, თსუ-ს საიტი, ან ლიბ.ჯი, ან ბურუსი და სხვა), მაშინ თქვენი მონაყოლი სანდო გადამოწმებადი წყაროს სტატუსს მიიღებს.
- რუსული ვიკიპედიის წესი ბოლომდე რომ წაგეკითხათ და მის არსს ჩასწვდომოდით, კარგი იქნებოდა. ეგ წესი გულისხმობს, რომ პიროვნებას არ უნდა მიეწეროს ისეთი ეპითეტი, როგორიცა "დიდი", "სახელგანთქმული", "ცნობილი" და ასე შემდეგ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ასეთ ეპითეტს ამყარებს რომელიმე ძალიან ავტორიტეტული წყარო, მაგ. ბრიტანიკა, ბროკჰაუზი და სხვა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მაგალითს, "პირველი" აქ ეპითეტის სახით არაა გამოყენებული, არამედ ეს მხოლოდ ტრივიალური ქრონოლოგიური მითითებაა.
- დანარჩენი იხილეთ აქ.
პატივისცემით --Ouzo განხილვაწვლილი 11:21, 3 ნოემბერი 2011 (UTC)
- პ.ს. თუ ეპითეტების ხმარების შესახებ ქართველ ვიკიპედიელთა აზრები გაინტერესებთ, შეგიძლიათ იხილოთ აქ და აქ, ხოლო, სამწუხაროდ, უშედეგო კენჭისყრის ნახვა შეგიძლიათ აქ.
ვინ თქვა, რომ "პირველი" და "პირველად მსოფლიოში" ეპითეტებია (კარგია, თუ გაარკვევთ, რას ნიშნავს ეპითეტი), უბრალოდ, ამის ცოდნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი, იმიტომ, რომ ძნელია საკითხის ისტორია ამომწურავად იცოდე. რაც პირველი ჰგონია ადამიანს, ხშირად 23-ე აღმოჩნდება ხოლმე, ამიტომ ხალხს ურჩევენ, თავი შეიკავონ იმის დაწერისაგან, რისი შემოწმებაც მათ შესაძლებლობას აღემატება. ჩემს შესახებ ცინიკურ მსჯელობას თუ შეეშვებით, კარგი იქნება და ნუ მომაწერთ იმას, რაც არ დამიწერია, ის რაზეც თქვენ დავობთ საქვეყნოდ ცნობილია ყველა ადამიანისთვის, ვისაც თბილისის უნივერსიტეტთან ჰქონია შეხება, ან არ ჰქონია. რომელიმე გვერდზე იმის გამოქვეყნება, რაც ყველამ ისედაც კარგად იცის, უაზრობაა. ლიტერატურას ახლო მომავალში მოგაწვდით.ჰა-ჰა-ჰა, რა ავტორიტეტულიც თქვენ ჩანხართ, ისეთივე ავტორიტეტულია თქვენი ბურუსიც. თსუ-ს საიტზე ბუნდოვანი წარმოდგენა გქონიათ...
- მოკლედ, ასე შევთანხმდეთ:
- ცინიზმს და უაზრო, შეურაცხმყოფელ კომენტარებს (ამის მაგვარს: "კარგია, თუ გაარკვევთ, რას ნიშნავს ეპითეტი", "ჰა-ჰა-ჰა, რა ავტორიტეტულიც თქვენ ჩანხართ" და ა.შ.) შეეშვებით , თუ არადა, მიიღებთ პროგრესირებად გაფრთხილებას ეთიკის ნორმების დარღვევისთვის. ცნობისთვის: წაიკითხეთ ვიკიპედიის ხუთი უმთავრესი პრინციპი, რომელთა შორის ეთიკაც არის. გპირდებით, რომ გაფრთხილების შემდეგ თუ კიდევ გააგრძელებთ წესების დარღვევას, დავსვამ ადმინისტრატორების წინაშე თქვენი დაბლოკვის შესახებ საკითხს.
- პირველი საკითხის თქვენი მხრიდან დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ლიტერატურას მე ნუ მომაწვდით, თქვენ თვითონ შეგიძლიათ თამამად შეიტანოთ ცვლილებები წყაროს მითითებით.
მე მოვრჩი და აღარ ვაპირებ თქვენთვის წესების უკვე მერამდენეჯერ ახსნას. წარმატებები.--Ouzo განხილვაწვლილი 11:59, 4 ნოემბერი 2011 (UTC)
- გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს და წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია.--David 10:55, 5 ნოემბერი 2011 (UTC)
სალამი. ლიტერატურას არასწორად უთითებთ. საჭიროა ==ლიტერატურა== ასე. --Otogi განხილვაწვლილი 09:11, 6 ნოემბერი 2011 (UTC) დავიჯერო, მაგ სტატიაში სხვა რამე ვერ იპოვეთ, რასაც შესწორება სჭირდებოდა? სხვა რამეები რატომ არ გაასწორეთ ორი წლის განმავლობაში?--93.177.149.58 15:50, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
გამარჯობათ. თუ გსურთ, სტატიის რედაქტირებაში ხელი არავინ შეგიშალოთ, სტატიის თავში უნდა ჩასვათ თარგი {{subst:L}}, ხოლო რაც შეეხება ამ ცვლილებას, უნდა მიგეწერათ არა მომხმარებლის პირად, არამედ განხილვის გვერდზე. საუკეთესო სურვილებით, — G.G. 10:37, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
დიდი მადლობა რჩევებისათვის, მაგრამ განხილვაში დაწერას რა აზრი აქვს? ზუსტად ორ წუთში ვინმე გააქრობს.--93.177.149.58 15:56, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
- უსაფუძვლოდ არავინ არაფერს არ აქრობს! და მეორე, უბრალოდ შესაბამისი უფლების მქონე მომხმარებლისგან დამოწმება სჭირდება დამატებულ ინფორმაციას. --მიხეილ (მომწერე) 16:04, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
განხილვას რა დამოწმება სჭირდება, მე მხოლოდ განხილვის გვერდიდან ყველაფრის უმალვე წაშლაზე ვწერდი. განხილვა იმისთვის არის, რომ იქ საჭირო შემთხვევაში უნდა ხდებოდეს მსჯელობა. მაგ. ნისან ბაბალიკაშვილზე რუსულ ვიკიპედიაში არ იყო სტატია და მე გამოვაქვეყნე. იქ მიუხედავად იმისა, რომ სტატია მაშინვე წაშლაზე დააყენეს, დღემდე გრძელდება მსჯელობა და ნამდვილად, ძალიან ობიექტური. ჯერ-ჯერობით არავის გამოთქმული მოსაზრება არ წაუშლიათ. როდესაც მივწერე, რომ ამ სტატიაში დამატებული ერთ-ერთი ცნობა არასწორი იყო და წავშალე, თან მივწერე, რომ ახლო მომავალში შევეცდები დამადასტურებელი ლიტერატურა გამოვაქვეყნო, ჩემი შესწორება ჯერ-ჯერობით მიღებული აქვთ და არავის არ შეუცვლია რამე. ქართულ ვიკიპედიაში კი, როდესაც ზუსტად იგივე გავაკეთე, ჩემი შესწორება იმ წუთასვე წაშალეს და გრძელი პოლემიკა გამიმართეს, ხან რა საკითხზე ვიყავი იძულებული გამეცა პასუხი და ხან რაზე. ასე, რომ, ტყუილად არავინ არაფერს არ გისაყვედურებთ (ბუნებრივია, ყველას ალბათ არ ეხება ეს).--Ninushka განხილვაწვლილი 20:11, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
- იქნებ მიმითითოთ სად წაიშალა განხილვის გვერდიდან რაიმე? --მიხეილ (მომწერე) 20:13, 6 ნოემბერი 2011 (UTC)
სქოლიო
[წყაროს რედაქტირება]ლიტერატურის სექციის ქვეშ სწორედ ქსე უნდა ეწეროს. მინიშნებებისათვის გახსენი ახალი სექცია:
==სქოლიო==
{{სქოლიო}} --მიხეილ მიწერა 20:18, 9 აპრილი 2012 (UTC)
ვერ მივხვდი რას შეეხება ეს თქვენი მინაწერი, რომელ სტატიზეა ლაპარაკი?--Ninushka განხილვაწვლილი 21:22, 9 აპრილი 2012 (UTC)
საუბარი იყო იმაზე, რომ თუ სტატიაში სადმე გაქვთ ასეთი რაღაც <ref>აქ წყარო</ref>, მაშინ ცალკე სექციად სტატიაში უნდა იყოს ის, რაც ზევით მიგითითათ. <references> ჩასმა უბრალოდ ცალკე არ ხდება. იხილეთ, როგორ არის სტატიაში არტანუჯი --H.McC. (მომწერეთ) 21:25, 9 აპრილი 2012 (UTC)
დიდი მადლობა, როგორც მივხვდი, უნდა ჩავწერო - სქოლიოს სია references ნაცვლად, (მგონი ორივე ერთსა და იმავეს აკეთებს). გმადლობთ--Ninushka განხილვაწვლილი 21:58, 9 აპრილი 2012 (UTC)
არაფრის. არა მხოლოდ უნდა ჩაანაცვლოთ, ცალკე სექციადაც უნდა იყოს - ==სქოლიო== და მის ქვეშ უნდა ჩასვათ {{სქოლიოს სია}}. --H.McC. (მომწერეთ) 22:10, 9 აპრილი 2012 (UTC)
გადამისამართება
[წყაროს რედაქტირება]გადამისამართების ფუნქცია გვაძლევს იმას, რომ გადამისამართების გვერდზე შესვლისას მომხმარებელი ავტომატურად გადადის სხვა გვერდზე. ამიტომ შეწყვიტეთ ამ ფუნქციის ჩასმა გვერდებში. სხვათა შორის, მაქედან დაიწყო თქვენი პრობლემები - თქვენ გქონდათ ჩასმული ცარიელ გვერდზე გადამისამართება გვერდზე 'საპონელა B'. გამოდის, რომ სამიზნე გვერდი იყო 'საპოვნელა B' და მომხმარებელმა ჩათვალა, რომ გვერდი 'საპონელა' აღარ გჭირდებოდათ - სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ ამ გვერდში შეგქონდათ ტექსტი. ანუ საერთოდ არ ეტყობოდა, რომ თქვენ აღნიშნულ გვერდს ამუშავებდით, ვინაიდან სამიზნე გვერდად მიიჩნია 'საპონელა B' (საერთოდ გაუგებარია, რისთვის გაქვთ ჩასმული). მოკლედ - ნუ სვამთ გადამისამართების ფუნქციებს, როგორც ჩანს, ვერ მიხვდით, რისთვის იყო იგი განკუთვნილი. და კიდევ - საპოვნელა და საპონელა ერთი და იგივე არ არის და მრავალმნიშვნელოვანის გვერდზე მისი ჩასმა, თუნდაც იდენტური ჟღერადობის გამო, არასწორია. ამას ვწერ ვიკიპედიის გამოცდილებიდან გამომდინარე. --Henry McClean განხილვაწვლილი 23:11, 8 აგვისტო 2015 (UTC)
ადამიანებს რომ აცადოთ იმის გაკეთება,რასაც აკეთებენ, კარგი იქნება. თქვენ ბოტანიკოსი ბრძანდებით და საპოვნელაზე მუშაობთ? რა იცით, რომ ერთი და იგივე არ არის? სწორედაც რომ ერთი და იგივეა, წესები ასეთია: ჯერ კი არ უნდა წაშალოთ და ადამიანებს ორმაგი სამუშაო გაუხადოთ, არამედ,ჯერ განხილვის გვერდი გამოიყენოთ. მსგავსი რამე არსად არ ხდება... მხოლოდ ქართული ვიკიპედია გვაქვს ასეთი გამორჩეული; სხედან ვიღაც უსაქმურები და ფიქრობენ, რომ ეს ვიკიპედია მათი საკუთრებაა, როგორც კი ვინმე გამოჩნდება, საწრაფოდ უშლიან ნაწერს, სხვა საქმე არ გაქვთ? დააბრუნეთ, თუ შეიძლება, ჩემი გადამისამართება! საპოვნელა რომ მცენარეა, არ გაგიგიათ,რატომ შლით? მარტო ფეხბურთის გუნდი უნდა იყოს ვიკიპედიაში, იმიტომ რომ რომელიღაც თქვენი გუნდის წევრმა შეიტანა... გუნდს ყვავილის სახელი დაერქვა და ჯერ საპოვნელა,როგორც მცენარე უნდა შეგეტანათ. ისე, უფრო სწორი სახელია საპონელა (საპონიდან მოდის სახელი),--Ninushka განხილვაწვლილი 23:31, 8 აგვისტო 2015 (UTC)
რაღაც გაუგებარს მთხოვთ ახლა. გადამისამართების ფუნქცია, კიდევ ერთხელ გიხსნით - გვერდზე შესულ მომხმარებელს გაუშვებს სხვა გვერდზე. მარტივად - ლუჩანო პავაროტის გვერდზე რომ ჩავწერო #გადამისამართება ლელა წურწუმია
, ნებისმიერი, ვისაც პავაროტიზე მოუნდება სტატიის წაკითხვა, წურწუმიას გვერდზე ამოჰყოფს თავს. აი ამას აკეთებს ის, რასაც თქვენ ამატებთ გვერდებზე. ახლაც ვერ მივხვდით? და გარდა ამისა - მე არ გამიკეთებია არაფერი, ჯაბამ მოითხოვა გვერდის წაშლა, ვინაიდან ცარიელი იყო და გადამისამართებით გადადიოდა გვერდ 'საპონელა B'-ზე. საერთოდ რა არის ეს 'საპონელა B' და ახლა მაინც მიპასუხეთ (მას შემდეგ, რაც, იმედია, გაგარკვიეთ), რისთვის გჭირდებათ გადამისამართება? --Henry McClean განხილვაწვლილი 23:38, 8 აგვისტო 2015 (UTC)
სწორედ იმისთვის გავაკეთე,რა დანიშნულებას აქვს გადამისამართებას..... სტატიის სათაური არის „საპონელა“, იმიტომ, რომ, ეს არის სწორი სახელი მცენარის, ხოლო ხალხში პოპულარულია „საპოვნელა“, სწორედ, საპოვნელას საპოვნელად უნდა გადავიდეს ადამიანი „საპონელაზე“, იმედია,მიხვდით! ხოლო მე საპონელათი დავიწყებდი წერას, თუ საპოვნელათი, ეს ჩემი საქმეა, თქვენთვის არსსებობს განხილვის გვერდი და იქ წერეთ, რაც არ მოგეწონებათ, ან მოგეწონებათ, მე ჯერ დამაცადეთ !!!!!!!!!!!!!!--Ninushka განხილვაწვლილი 23:50, 8 აგვისტო 2015 (UTC)
ზემოთ მშვენივრად გიხსნიდით ყველაფერს (საპონელამდე დიდი ხნით ადრე) და ვიღაც უსაქმური არ ვარ. ელემენტარულის გაგება არ გინდათ და აქეთ ჯიბრში შემოდიხართ. რამე გაუგებარს ვამბობ??? იმას მაინც ვერ ხვდებით, რომ ვცდილობ, აგიხსნათ მუშაობის და კოლაბორაციის სტილი? გუშინ მოსული ვარ?
მერე კიდევ - საპოვნელა (მრავალმნიშვნელოვანი) - ამ გვერდზე გადასამისამართების ფუნქცია რომ გქონდათ ჩასმული, ახლა მაინც ხვდებით, რომ საფეხბურთო კლუბის და დაკარგული ნივთის სარჩევიდან მომხმარებელს გადაამისამართებდა იმ თქვენს საპონელაზე თუ საპოვნელაზე და ამ გვერდს საერთოდ ვერ წაიკითხავდნენ (როგორც სარჩევს?) საერთოდ, მეგზურებს კითხულობთ? ან ელემენტარული - ამ გვერდის თავში მოცემულ მეგზურში გარკვევით წერია:
თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}
ამას მაინც არ ხედავთ? დაიწყებთ ახალ სტატიას - ჩასვით ეს თავში და წერეთ, არავინ ჩაერევა თქვენს ნაწერში. --Henry McClean განხილვაწვლილი 06:14, 9 აგვისტო 2015 (UTC)
Help
[წყაროს რედაქტირება]Hello. Can you just check this article for mistakes? ნეა სალამისი ფამაგუსტა (საფეხბურთო კლუბი) Xaris333 განხილვაწვლილი 00:42, 9 აგვისტო 2015 (UTC) There are no mistakes!--Ninushka განხილვაწვლილი 00:49, 9 აგვისტო 2015 (UTC)
გამარჯობა
გამარჯობა. სანამ დაიწყებთ რედაქტირებას, გაეცანით ვიკიპედიის შესავალსა და დახმარების გვერდებს. წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია! |
— დათო1010 06:33, 9 აგვისტო 2015 (UTC)
დიდებულო ბატონო ჰენრი Henry McClean, თქვენ კვლავ ცდებით, რაც შესანიშნავია, რადგან ადამიანი ბრძანდებით, თორემ უკვე მანქანა მეგონეთ! ასევე ბატონო David1010 (იმედია, თქვენც ადამიანი ბრძანდებით), რომ ჩაბუდებულხართ ამ ვიკიპედიაში და თქვენი შიშით ცაში ფრინველს ვერ გაუფრენია და ძირს ჭიანჭველას, რა შესანიშნავი იქნებოდა, ეს წესები თქვენ რომ გესწავლათ და არავითარი პრობლემა არ ექნებოდა არავის! დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შევსულვარ და ცვლილებებიც შემიტანია, ახალი თემებიც შემიქმნია, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ვიკიპედიაშიც კი.... და ყველგან სასიამოვნო, პატივისცემის გამომხატველი სამუშაო გარემო დამხვედრია, ყოველთვის მიმიღია ძალიან საჭირო დახმარება (რადგან მე ძალიან იშვიათად შემოვდივარ ამ სამყაროში და ხშირად მავიწყდება ის, რაც წინა შესვლაზე ვისწავლე), მაგრამ ასეთი თავდასხმები, თითქოს ყაჩაღები მყავდნენ ჩასაფრებულები, არსად მიგრძვნია, გარდა ქართული ვიკიპედიისა და იმ რუსული სტატიებისა, სადაც სომეხი თაღლითები იცავენ თავის ტყუილებს.... ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ასეა...... რაც შეეხება საბრალო საპოვნელას, ვერ გავიგე, რატომ არ უნდა იყოს საპოვნელა მრავალმნიშვნელოვან „საპოვნელათა“ შორის? ვფიქრობ, რომ თქვენ სიტყვა „მრავალმნიშვნელოვანის“ მნიშვნელობა არ გესმით. იქნებ, ვინმე ისეთ ადამიანს ჰკითხოთ, ვისიც გჯერათ! ძალიან ვდარდობ, რომ გუშინ ბევრი, ჩემთვის ძვირფასი დრო დავკარგე თქვენი წყალობით :(. ისწავლეთ ძვირფასებო წესები, დროს ტყუილად ნუ ფლანგავთ, თქვენსასაც და სხვისასაც! წესები აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის! ისე, საქმე თუ არაფერი გაქვთ, იქნებ იმ რუსულენოვანი სტატიებისთვის მიგეხედათ, სადაც საქართველოს უმეტესი ნაწილი სომხეთადაა გამოცხადებული, თქვენც დასაქმდებით და საქმეც გაკეთდება, ხალხიც შვებით ამოისუნთქავს..... ნამდვილად სასარგებლო საქმე იქნება, შთამომავლობა არ დაგიკარგავთ თქვენს ღვაწლს--Ninushka განხილვაწვლილი 08:36, 9 აგვისტო 2015 (UTC)
@David1010: - როგორც ადმინისტრატორს, გთხოვ, მიხედო ამ დამცინავ ტონს და დამოკიდებულებას. 12 წელია, რაც ქართული ვიკიპედია არსებობს და მე პირადად აქედან 8 წელი ვიკიპედიის დახვეწას მოვანდომე, ზოგიერთი კი ჩემზე უფრო სტაჟიანია და მარტო ქართულ ვიკიპედიაში იპოვეთ თქვენთან შეუთავსებელი და არაპროფესიონალური მიდგომის მქონე ხალხი? (იმ ნამდვილად უსაქმურებს აღარ ვახსენებ, მათთან ერთ რიგში რომ დაგვაყენეთ, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული და არაადამიანური საქციელია). საკუთარი ხალხის კრიტიკა და სხვებით აღტაცება ძალიან მარტივია. და კიდევ - მადლობა იმისთვის, რომ თურმე სხვა საქმე არ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა, რომ თვალები აგვიხილეთ ჭეშმარიტებაზე. ამ მცირე ხნის წინ მოხდა ისე, რომ ერთ დღეში 1000 სტატია შეემატა ქართულ ვიკიპედიას და თურმე უსაქმურები ვყოფილვართ. აფერუმ თქვენს ლოგიკას. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:50, 9 აგვისტო 2015 (UTC) დიდი მადლობა, დიდო მბრძანებელო!--Ninushka განხილვაწვლილი 08:53, 9 აგვისტო 2015 (UTC)
გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ
[წყაროს რედაქტირება]თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება. |
— Henry McClean განხილვაწვლილი 08:54, 9 აგვისტო 2015 (UTC)
ცინიკური ტონით საუბარი თქვენთვის შეინახეთ. აქ მყოფი მომხმარებლების უმეტესობა თავისი დროის უდიდეს ნაწილს უკვე წლების განმავლობაში ვიკიპედიას ახმარს, რათა უფრო გაუმჯობესდეს ის თქვენ კი არანაირი უფლება არ გაქვთ მათ ასეთი ტონით ელაპარაკოთ. გაითვალისწინეთ კიდევ ერთ ასეთ გამოხტომაზე დაიბლოკებით!!!--დათო1010 09:03, 9 აგვისტო 2015 (UTC)
დათო1010 - დიდი მადლობა რჩევებისთვის, მეც ის მინდა, რომ ქართულ ვიკიპედიას ავითარებდეთ! თუ თქვენ მართლა ეს მიზანი გამოძრავებთ, იქნებ Henry McClean-ის ნამუშევარიც ნახოთ სიტყვა „საპოვნელას“ საძიებელზე. გუშინ შევქმენი ახალი სტატია მცენარე საპოვნელა-საპონელას შესახებ (ალბათ გრძნობთ, რომ საბუნებისმეტყველო დარგები ქართულ ვიკიპედიაში ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი), მცენარის გავრცელებული სახელი არის საპოვნელა, თუმცა, როგორც ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, სახელი არც თუ პოეტური სიტყვიდან - საპნიდან ყოფილა წარმომდგარი (საპონინების დიდი შემცველობის გამო, ასევე ჰქვია ხელსაბანი, ხელბუჟუჟა და სხვ.). სტატიის სათაურად ავირჩიე საპონელა, რადგან, ეს არის თავდაპირველი სახელი, მაგარამ, იმ მომხმარებელს, რომელიც „საპოვნელას“ ეძებს, გაუჭირდება ამ სტატიის მოძებნა, ამიტომ, ვთვლი, რომ, აუცილებელია „საპოვნელას“ როგორც მცენარის აღმნიშვნელი სიტყვის გადამისამართება ამ სტატიაზე. თუ რამე მიუღებელია ვიკიპედიისათვის და ქართულ ვიკიპედიას რამე განსხვავებული სპეციფიური მიზნები აქვს, მაშინ გამოაქვეყნეთ და გვეცოდინება მაინც. ნახეთ ამ საძიებლის რედაქტირების ისტორია და შეაფასეთ ჩემი და ჩემი ოპონენტის ღვაწლი, ვინ უფრო ცდილობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიკიპედიის განვითარებას? ვერ ვხვდები, რატომ არის ამ პირისთვის მიუღებელი სიტყვა „საპოვნელა“ მცენარის მნიშვნელობით? ნახეთ,რამდენჯერ არის ამოშლილი საძიებლიდან. პირველად ისე ქნა, რომ მთელი შრომა, სტატიის შექმნისთვის გაწეული, წყალში ჩამიყარა, მთელი სტატია ატვირთვისთანავე წაიშალა, ამის თაობაზე ქართული ვიკიპედია, ამბობს, აცადეთ სტატიის შემქმნელებს, განსაკუთრებით გამოუცდელებს და მხოლოდ განხილვის გვერდზე დაწერეთ თქვენი აზრებიო, მაინტერესებს, რატომ არ იცავთ ამ წესს????? - როგორც ბრძანებთ, შეაბერდით ამ ვიკიპედიას. ამ წუთას, იმავე „საპოვნელას“ საძიებელის განხილვაზე დაყენებული მაქვს საკითხი, ამ სიტყვის მნიშვნელობები დალაგდეს გავრცელებულობის მიხედვით, იერარქიულად - ჯერ დაიწეროს ყველაზე გავრცელებული -მცენარის სახელი, შემდეგ ამ მცენარის სახელიდან წარმომდგარი ფეხბურთის გუნდის ან ისტორიული, დღეს დაკარგული მნიშვნელობის განმარტება, როგორც არის მიღებული ლექსიკონებისა და ენციკლოპადიების შედგენისას, მაგრამ, ეს, მართლაც საჭირო თხოვნა ჯერ ვერავინ შეამჩნია, მე რომ თვითონ გამეკეთებინა ეს, აუცილებლად შეამჩნევდით და უკვე დიდი ხნის წაშლილი გექნებოდათ. ასეთი მშრომელი ხალხი რომ ხართ და ზრუნავთ ვიკიპედიის განვითარებისთვის, ამის გაკეთება არ იქნებოდა ზრუნვა განვითარებისთვის? მაგრამ, რატომღაც, საჭირო რამეებს ვერავინ ამჩნევს... ჩემთავის მუქარის წერილების წერას, არ აჯობებდა, ამ საქმისთვის მიგეხედათ? თქვენც დროს კარგავთ და მეც მაკარგვინებთ! თუ ამ საქმეს გააკეთებთ და საჭირო გადამისამართებასაც დაამატებთ, ნამდვილად დავიჯერებთ, რომ, საქმიანი ხალხი ბრძანდებით--Ninushka განხილვაწვლილი 10:55, 9 აგვისტო 2015 (UTC)
მეორედ ვწერ - თქვენ მიერ პირველად შექმნილი საპონელას (რომელშიც ჩაამატეთ გადამისამართების ფუნქცია) წაშლა ჯაბამ მოითხოვა და არა მე. პრეტენზიები - მასთან. იხ. ნათელი მტკიცებულება - მარცხნივ თქვენი პირველი წვლილი, მარჯვნივ - ამის შემდეგ უკვე მის მიერ დამატებული წაშლის მოთხოვნა..
მომავალში, როგორც უკვე დავწერე:
თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}
ამას ყველა ვიყენებთ ახალი (გრძელი) გვერდების შექმნისას. როდესაც დაამთავრებთ სამუშაოს, ამოიღეთ აღნიშნული თარგი. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:02, 9 აგვისტო 2015 (UTC)
ჯაბამ ან პეტრემ თქვენი მოკვლა რომ მოითხოვოს და მე მოგკლათ, ვისთან ექნებათ პრეტენზია, ჩემთან, თუ ჯაბასთან, ხომ არ იცით შემთხვევით? რატომ არ ჩაწერეთ განხილვის გვერდზე? ჩემს თხოვნას რატომ არ ასრულებთ, თავდადებული მზრუნველი რომ ბრძანდებით? სხვაენოვან ვიკიპედიებში ბევრჯერ გაუკეთებიათ სხვებს ის, რის გაკეთებასაც ვცდილობდი, ნამუშევრებს კი არ მიშლიდნენ....--Ninushka განხილვაწვლილი 11:10, 9 აგვისტო 2015 (UTC)
მე არ ჩამიმატებია წაშლის მოთხოვნა და მაინც ჩემი მისამართით წერდით ამის შესახებ პრეტენზიებს (ანუ იმაზე, რომ მე ჩავამატე). ლოგიკა? საკუთარ ნაწერს დაუკვირდით, ამონარიდი:
ვერ ვხვდები, რატომ არის ამ პირისთვის მიუღებელი სიტყვა „საპოვნელა“ მცენარის მნიშვნელობით? ნახეთ,რამდენჯერ არის ამოშლილი საძიებლიდან. პირველად ისე ქნა, რომ მთელი შრომა, სტატიის შექმნისთვის გაწეული, წყალში ჩამიყარა, მთელი სტატია ატვირთვისთანავე წაიშალა
რომელ სტატიაზე ამბობთ, საპონელაზე? ჯაბა საერთოდ არ გიხსენებიათ და გამოდის, მე მგულისხმობდით, როგორც ჩანს. და რატომ თვლით, რომ კონკრეტული პირის აღნიშვნას არ აქვს მნიშვნელობა? მე არ ამომიშლია და რატომ ამბობთ, რომ მე ამოვშალე?
ეს "თავდადებული მზრუნველი" კი კვლავ იგივე და როგორ აპირებთ ასე ურთიერთობის გაგრძელებას, უბრალოდ საინტერესოა? საერთოდ - მე მომიმართავს ასე თქვენთვის? დაგიწერეთ განმარტებები, რაზეც პასუხად ეს მკვახე ტონი მივიღე. იმ თქვენ უცხოურ ვიკიპედიებს რომ იცავთ - აქ ასეთი ტონით მაინც არ ვესაუბრებით ერთმანეთს (საერთოდ არ გვაქვს ასეთი მიმართვები ერთმანეთთან) და ასე აპირებთ თავის გამოჩენას და მუშაობის გაგრძელებას? Facebook-ში ვართ, ინტერნეტ ფორუმზე თუ ჩატში, იქნებ საბოლოოდ გავარკვიოთ? 4 წლის წინაც გქონდათ კონფლიქტები ქართული ვიკიპედიის მომხმარებლებთან ეპითეტების გამოყენების გამო და არ მითხრათ, რომ უბრალოდ ერთმანეთის კლონები ვართ, მემკვიდრეობით გადადის თქვენთან კონფლიქტისადმი მიდრეკილება და იმიტომ არის, რომ აქ პერმანენტული პრობლემები გიჩნდებათ.
ბოლოს = რომელ თხოვნაზე გაქვთ საუბარი? ამაზე თუ ამბობთ - საპოვნელა (მრავალმნიშვნელოვანი), დიდი ხანია, საპონელა ამოვწიე პირველ მნიშვნელობად. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:26, 9 აგვისტო 2015 (UTC) შესანიშნავია! ოღონდ მთლად ზუსტი არ არის..... ყველაზე გავრცელებული სახელი მაინც „საპოვნელაა“. საპოვნელას ძებნისას სჯობს გამოჩნდეს არა „საპონელა“, არამედ „საპოვნელა“ და გადამისამართდეს სტატიაზე, სადაც წერია სახელის ეს ვარიანტიც, თორემ მძებნელს შეიძლება სხვა მცენარე ეგონოს და არც ნახოს.... ასე არ ჯობს?! რაც შეეხება თავდადებულ მზრუნველს, ლანძღვა არ არის, ბრჭყალებშიც თქვენ ჩასვით, მე პირდაპირი მნიშვნელობით დავწერე და რატომ დავობთ, არ ვიცი ......... რთულია აქ ყველაფერი--Ninushka განხილვაწვლილი 12:01, 9 აგვისტო 2015 (UTC)
თუ გსურთ, რომ სტატია საპონელა გადარქმეული იყოს, უნდა მოხდეს მისი სხვა სახელწოდებაზე გადატანა (ასე ჰქვია ჩვენთან სტატიების გადარქმევას). სწორად გავიგე? შევუცვალოთ სტატიას მხოლოდ სახელწოდება 'საპოვნელათი'? --Henry McClean განხილვაწვლილი 12:04, 9 აგვისტო 2015 (UTC)
არა, რა თქმა უნდა.... გმადლობთ!
იყოს, როგორც არის.--Ninushka განხილვაწვლილი 13:11, 9 აგვისტო 2015 (UTC)
ძაღლიპირა
[წყაროს რედაქტირება]გამარჯობათ, ქალბატონო ნინო! თქვენ მიერ განხორციელებულ რედაქტირებასთან დაკავშირებით გწერთ. ვფიქრობ, განსხვავებაა ძაღლიპირასა და დევისპირას შორის, უკანასკნელი მგონია en:Antirrhinum majus-ის შესატყვისი, თქვენ რას ფიქრობთ ?. - OTOGI Messages 19:36, 30 აპრილი 2018 (UTC)
ბოტანიკოსების აზრით, ორივე სახელი სინონიმია, როგორც ძაღლიპირა, ასევე დევისპირა და კიდევ სხვა სახელები არის Antirrhinum maius L. ამავე დროს, ყველა სახელი ერთსა და იმავე შინაარსს გამოხატავს. ყველა ეს სახელი მცენარეთა ერთი და იმავე გვარის აღმნიშვნელი ზოგადი სახელი უნდა იყოს. მაგ. "ია" აღნიშნავს ამ მცენარის ყველა სახეობას, "ვარდი" არის ვარდის ყველა სახეობისა და ჯიშის აღმნიშვნელი სიტყვა. ძაღლიპირა თუ დევისპირაც ასევე უნდა უნდა იყოს ყველა სახეობის აღმნიშვნელი სახელი, ანუ გვარის სახელწოდება. ქართულ ბოტანიკურ ლექსიკონში შესატყვისი ლათინური სახელწოდება არის Antirrhinum maius L. რომელიც, როგორც გაირკვა, ამ გვარის ტიპური, (ტაქსონომიური) სახეობა ყოფილა. ალბათ ამიტომ შეარჩიეს ეს სახელი. ამ ლექსიკონში რუსული შესატყვისი, "львиный зев" სწორედ გვარს აღნიშნავს. რაც შეეხება "ძაღლიპირას" ამ ლექსიკონის მიხედვით, ისიც ისეთივე Antirrhinum maius L.-ია, როგორც დევისპირა. უბრალოდ სხვადასხვა კუთხეში მცენარეების უმეტესობას სხვადასხვა სახელი აქვს.
- დიახ, ბიოლოგიური ლექსიკონის თანახმად, Antirrhinum იგივეა რაც დევისპირა, რომელიც გვარია და შეიცავს 21 სახეობას, მათ შორის ჩემ მიერ ზემოხსენებულ Antirrhinum majus-ს, მაგრამ მისი ზუსტი შესატყვისი როგორც ჩანს არ ვიცით. დღევანდელ რეალობაში, წყაროთა თანახმად, Antirrhinum (ანუ დევისპირა ახალი ლექსიკონის თანახმად) არის გვარი, ხოლო Antirrhinum majus (და არა Antirrhinum maius + j აკლია ≈ შეცდომაა როგორც ჩანს) სახეობა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქართულ ვიკიპედიაში შესაქმნელი იქნება გვერდი Antirrhinum majus-ის სახელწოდებითაც. მე ვფიქრობ, რომ ძაღლიპირა ბიოლოგიური ლექსიკონის თანახმად, უნდა გადავიტანოთ დევისპირაზე და არსებული სინონიმი და კუთხური სახელწოდებანიც დავუწეროთ. - OTOGI Messages 08:43, 1 მაისი 2018 (UTC)თ
თუკი დევისპირა უფრო ლიტერატურულად მიგაჩნიათ, კარგი იქნება, თუ ამას გააკეთებთ. როდესაც ამდენი სახელწოდება გვაქვს, ყველა მათგანი რატომ არ უნდა იყოს მოცემული?
- დიახ, უნდა იყოს ყველა სახელწოდება მოცემული. ამ დღეებში გავასწორებ სტატიას. - OTOGI Messages 13:05, 2 მაისი 2018 (UTC)
კი მაგრამ, თუ ასე ფიქრობთ, რატომღა წაშალეთ ჯერ სახელების ჩამონათვალი და მერე მითითებული წყაროები?! მიზეზი რა გქონდათ? მხოლოდ იმიტომ, რომ სხვისი ნაწერი იყო?
- როგორ გეკადრებათ, უბრალოდ საკითხის დაზუსტება მინდოდა და სწორედ ამიტომაც მოგწერეთ და მაინტერესებდა თქვენი აზრი. უბრალოდ, სტატიის განხილვის გვერდზე განხილვა მიდიოდა. კონსენსუსი როგორც ჩანს მიღწეულია და ჯერ სტატია გვექნება გადასატანი ახალ სათაურზე და შემდეგ თქვენ მიერ შემოტანილ ტექსტებს დავაბრუნებ უკან. - OTOGI Messages 13:31, 2 მაისი 2018 (UTC)
გასაგებია, მაგრამ, საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, როგორ იქცევიან ასეთ შემთხვევებში სხვა (არაქართულენოვან)ვიკიპედიებში: წაშლა ხდება მხოლოდ განხილვის შემდეგ და ჯერ განმარტავენ, თუ რატომ ფიქრობენ, რომ, საჭიროა წაშლა ან რაიმეს შეცვლა, შემდეგ კიდევ ტოვებენ ერთხანს ხელუხლებლად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება წაიშალოს რამე. ჩვენთან ყველაზე ბევრი, 20 წუთით თუ დატოვეს რაიმე სიახლე, დიდი ამბავია, მაშინვე უპირობოდ შლიან. მერე, თუ ვინმე შეედავა, შეიძლება გითხრან მიზეზი. ისე, თვიტონ არ თვლიან ამას საჭიროდ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ "წრომის" განხილვის გვერდზე დავწერე, რომ, უხეში, ალბათ მექანიკური შეცდომა იყო, არავინ მიაქცია ყურადღება. მაგრამ, როდესაც მე ჩავასწორე ერთი ციფრი, მაშინვე მოიცალა ვიღაცამ და ხელად წაშალა ყოველგვარი განმარტების გარეშე, არადა სრული უაზრობა ეწერა, თითქოს წრომელები 1828 წელს ოსმალურ გადასახადებს იხდიდნენ, მგონი სირცხვილია, ასეთი მდგომარეობა რომ გვაქვს...--Ninushka განხილვაწვლილი 14:04, 2 მაისი 2018 (UTC)
- სიტუაციას გააჩნია. ამ შემთხვევაში მე თქვენ მოგწერეთ და შეგატყობინეთ არსებული პრობლემის შესახებ. ორი სიტყვით ეგ პრობლემა გასწორდება. რაც შეეხება წრომს, დარწმუნებული ვარ საკითხი გაირკვევა. ვინც გააუქმა თქვენი ცვლილება თავის აზრს დააფიქსირებს. სტატიაში შესაძლოა მექანიკური შეცდომა გაიპარა, ხდება ხოლმე. - OTOGI Messages 14:19, 2 მაისი 2018 (UTC)
- ) დიახ, ნამდვილად მომწერეთ, წინსვლა ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც წაშალეთ ჩემი ცვლილება, თან , უმიზეზოდ. მექანიკური შემთხვევა რომ იპარება ხოლმე, მე ამას კი არ ვამბობ, ჩასწორებას რომ ებრძვის რაღაც ჯგუფი თავგამოდებით, ეს არის პრობლემა, მცენარის შესახებ თქვენამდე ჯერ სხვამ წაშალა, თან ისე, რომ, ხელახლა დამჭირდა დაწერა, მერე თქვენ გამოჩნდით.... იმდენი დრო ეკარგება ადამიანს, რომ, ვიკიპედიასთან მიკარების სურვილი დაეკარგება ნებისმიერს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ასეთი რამე არსად ხდება. წესები რომ დაიცვათ, არ შეიძლება?!
- წაშლის მიზეზი იყო ის, რომ საკითხი არ ყოფილა იმ ეტაპზე ბოლომდე გარკვეული და ზუსტად ამიტომ მოგწერეთ ამასთან დაკავშირებით. თქვენ სამწუხაროდ, სანდო მომხმარებლის სტატუსი არ გაგაჩნიათ და თითოეულ თქვენ რედაქტირებას ესაჭიროება დამოწმება. ის რაც თქვენ დაწერეთ სტატიაში ძაღლიპირა - ინფორმაციის დაზუსტებამდე მაინც გამოუქვეყნებელი იქნებოდა, ვინაიდან გასარკვევი იყო დეტალები. საბედნიეროდ გაირკვა და ახლა თქვენი ცვლილება უკან დაბრუნდება. რა არის აქ დარღვეული ? მერწმუნეთ, წრომის საკითხიც გაირკვევა და ძაღლიპირას საკითხიც, უმიზეზოდ ცხარობთ . ვიკიპედიასთან მუშაობაში დრო ნამდვილად იკარგება, ეს ფაქტია და ჩვენი ინდივიდუალური არჩევანიც. - OTOGI Messages 08:10, 3 მაისი 2018 (UTC)
აი ამასობაში დევისპირას საკითხიც გაირკვა. დღეისათვის იგი მრავალძარღვასებრთა ოჯახშია და ბებრისკონკასნაირთა რიგში. დაბრუნდა თქვენი ცვლილება უკან სტატიაში. ცნობები სქოლიოს სახით დავამუშავე. მადლობა გამოხმაურებისთვის. - OTOGI Messages 10:00, 3 მაისი 2018 (UTC)