მომხმარებლის განხილვა:Nini angel

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--გიგა პასუხი 11:34, 25 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გთხოვ გადახედო ვიკიპედიის წესებს ვიკიპედია:დახმარება. --ცანგალა () 15:45, 26 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ის იყო პორტალი:თეატრი და არა სტატია თეატრი. რადგანაც ახალი ხარ, ამიტომ გთხოვ წესებს გაეცნო. პირველ სტატიასაც გადახედე.--ცანგალა () 16:04, 26 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიას სცენარი გავუკეთე საერთაშორისო ბმულები. გთხოვ გადახედო სხვა ენებზე სტატიებს. სტატიის ფორმას, შინაარს და ა. შ. ნელ-ნელა რასაკვირველია ყველაფერს აითვისებ. --ცანგალა () 16:15, 26 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Nini angel, სურათები გინდა სტატიებში გამოიყენო? იმედია საავტორო უფლებები არ დაირღვევა. --ცანგალა () 16:54, 27 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მამა გაბრიელი სამი წლის იყო? ყურადღებით წერე სტატიები. გთხოვ გადახედო სხვა სტატიების სტილს.--ცანგალა () 17:11, 27 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

შეწუხებით არ ვწუხდები. ილია II - გადახედე სტატიას. ნახე სურათი, ბმულები და თუ რამე შეკითხვა გექნება არ მოგერიდოს. მთავარია - იყავი გაბედული. არ დაიზარო წესებსაც გადახედე. --ცანგალა () 17:35, 27 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Nini angel - ასეთი კითხვა მაქვს შენთან. გინდა ვიკიპედიის წესები შეისწავლო და იმუშაო მასშო?--ცანგალა () 10:16, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლელა წურწუმია - გადახედე სტატიას და შეალამაზე შენი სტატია.--ცანგალა () 12:37, 8 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ახლა მე როგორც მივხვდი შენ გინდოდა ბმული იდეაზე გაგეკეთებინა, მაგრამ ნახე სტატიაში რა გამოგივიდა.--ცანგალა () 11:18, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ ხომ ადვილია ბმულები. ბმულები შეგიძლია გააკეთო AB-თი. მოხაზე სიტყვა და AB-ს დააჭირე. AB შენ ხედავ როდესაც რედაქტირებაში ხარ.--ცანგალა () 11:26, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ბმულში იმედია აღარ დაუშვებ შეცდომებს. როდესაც სიტყვა სახელობით ბრუნვაში არ გაქვს მაშინ ბმული როგორ უნდა გააკეთო? მაგ. სიტყვა კადრში. ამ დროს სიტყვას კადრში წინ დაუწერე სახელობით ბრუნვაში კადრი ჩამოუსვი | და გამოგივა კადრი|კადრში და გაუკეთე ფრჩხილები.--ცანგალა () 11:36, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


ა.კლიოცკი, ე.მარგოლისი, და ი.პოდნიექსი - ასე ბმულები არ ივარგებს. რატომ? იმიტომ, რომ სტატია შეიქმნება სახელი და გვარით და არა ა. კლიოცკი. აქედან გამომდინარე უნდა დაიწეროს სრულად. ბმული არ იმუშავებს.--ცანგალა () 11:39, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

პერსონაჟების - ალბათ ესეც არ ივარგებს რადგან სტატია მხოლობითში იქნება პერსონაჟი ამ დროს როგორც გითხარი ჩამოუსვი ხაზი და წინ დაუწერე მხოლობით რიცხვში.--ცანგალა () 11:43, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

როდესაც შენ ფრჩხილებს აკეთებ [[სახელობით ბრუნვაში|კადრში]] ხაზი აღარ ჩანს --ცანგალა () 11:49, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეტყობა ცუდად აგიხსენი სტუდია/ში აქ არ უნდა, მაგრამ კადრში, კადრთან, მუზეუმში, თბილისში - აქ სტუდიასავით სახელობითი ბრუნვა არ გამოგდის და ამ დროს უნდა [[კადრი|კადრში]] ხაზი უნდა იყოს სწორი.--ცანგალა () 11:57, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ილია II-ს ბიოგრაფიას გადახედე აუცილებლად. სტილი დაიცავი. შესწორება ჩვეულებრივად. როგორც სტატიას წერ, შედი რედაქტირებაში და შეასწორე სურათის ფორმაც (ნახე ილია II) და დაბ. წელი. აგრეთვე წაიკითხე მამა გაბრიელის განხილვის გვერდი. ბმულები არ დაგავიწყდეს. გისურვებ წარმატებებს.--ცანგალა () 12:00, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე გერმანული კლავიატურა მაქვს. კლავიში < > | - ერთად არის. ხაზის დროს მარჯვნივ ვაჭერ AltGrცანგალა () 12:07, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მწყდება გული, რომ ილია II არ გადახედე. რომ გადაგეხედა სტატიის დასაწყის შეცვლიდი. --ცანგალა () 12:12, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად იქნება. მოშინჯე ყველა კლავიატურა. AltGr - კლავიში გაქვს?--ცანგალა () 12:14, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

არასწორად აკეთებ ხაზებს. გთხოვ ნახე სტატია ილია II შედი რედაქტირებაში და დააკვირდი ბმულებს სადაც ხაზია.--ცანგალა () 12:35, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გაბრიელის დაბადების წელი დააზუსტე პლზ :) --გიგა პასუხი 12:37, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რედაქტირებას სულ სულ თავში უნდა დააწვეთ --გიგა პასუხი 12:42, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სიცოცხლე | ამოვიღე დარჩა კიდევ ცოტა სტატიაში გაბრიელი - ძალიან გთხოვ ამოიღო რაც დარჩა. ბმულები პრინციპი |-ით ჯერ ვერ დაამხეცე. გთხოვ ნახე სტატია ილია II შედი რედაქტირებაში.--ცანგალა () 12:47, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. მგონი უკვე დამხეცდი. მაგ. კოშკში - ეს ხაზით რადგან სახელობითი ბრუნვა არ გამოდის და კოშკის ამას არ უნდა ხაზით რადგან სახელობითი ბრუნვა გამოდის. --ცანგალა () 13:22, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

არაფრის :)--ცანგალა () 13:30, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიებში ხელმოწერა მომხმარებლის არ არის საჭირო. ყველა სტატიას აქვს თავისი ისტორიის გვერდი.--ცანგალა () 14:21, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ამ ეკლესიას გულისხმობ? მარტვილი (ძეგლი) და კიდევ სურათებს უნდა ჰქონდეს წყარო - თარგი--ცანგალა () 15:28, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს არის სურათების თარგები ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები - სურათს უნდა მიუწერო. მეორე შემთხვევით ისეთი სურათი ხომ არ გაქვს გადაღებული, სადაც კიბით ბიჭი არ ჩანს :) თუ არ გაქვს მაშინ ეს სურათი ჩასვი სტატიაში.--ცანგალა () 15:42, 28 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სურათები ჯერ შენს კომპიუტერში დააპატარავე.--ცანგალა () 16:04, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნახე სტატიაში ჩავსვი. ეკლესიის სურათი შენი გადაღებულია? გთხოვ მიუთითე წყარო, თორემ წაიშლება. აგრეთვე მამა გაბრიელის სურათსაც მიუთითე - საავტორო უფლებები დაცული უნდა იყოს.--ცანგალა () 16:14, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ სურათებს აქედან ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები მიუწერე წყაროები. --ცანგალა () 16:46, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

სწორედ არ აკეთებ. მაგ. სურათი:Geo92-057.-2400jpg.jpg - მწვანედ რომ არის შემოხაზული ის არის თარგი.--ცანგალა () 16:53, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მამა გაბრიელი შენი გადაღებულია?--ცანგალა () 16:55, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამოვიდა სურათების წიგნი. იქ წიგნში ეწერება სურათების გამოყენების უფლება გაქვს თუ არა. გთხოვ მიუთითო წიგნის დასახელება, ავტორები. სურათს ისევე როგორც სტატიას აქვს რედაქტირება. გიგამ გითხრა ზევითო. ხოდა შედი რედაქტირებაში და ჩაწერე. წესით მამა გაბრიელის სურათის გამოყენების უფლება არ გაქვს. ხოლო შენს სურათს თუ შენი გადაღებული ჩაწერე რედაქტირებაში შენთვის სასურველი თარგი. თარგების სია მოგაწოდე. შეიძლება შენ არ აძლევ უფლებას, რომ გაიყენონ შენი სურათი მაშინ წითელი იქნება, თუ აძლევ მაშინ მწვანე იქნება. თარგებში ყველაფერი წერია. ვიკიპედია - ეს არის ენციკლოპედია და ყველა წესი უნდა დავიცვათ.--ცანგალა () 17:03, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

წინანდალსა და მამა გაბრიელს გთხოვ მიუწერო ლიტერატურას აგრეთვე გამოცემული თბ., 19.... ე .ი. გამოცემის თარიღი. წიგნს აგრეთვე ეყოლება ავტორი ან ავტორები.--ცანგალა () 17:24, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

წინანდალში ბმულები გასასწორებელია - სახელობით ბრუნვებშია გასაკეთებელი. წაიკითხე ძალიან გთხოვ წესები. ეკატერინე მეორე კი არა არამედ ეკატერინე II. ყველაფერს როდესაც აწითლებ ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე სტატიები უნდა გაკეთდეს. ამიტომ ბმული უნდა იყოს წესიერად გაკეთებული. მაგ. ქალიშვილი ნინო კი არა არამედ ბმული ნინო ჭავჭავაძე. ყველაფერს აკეთებ მექანიკურად. კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვ წესებს გადახედო. --ცანგალა () 17:32, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ერეკლე II და არა ერეკლე მეორე--ცანგალა () 17:42, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნინი, გამარჯობა, ერთი კითხვა მაქვს, ოღონდ, გთხოვ, სწორად გამიგე — რამდენი წლის ხარ? --გიგა პასუხი 18:24, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გემის სურათი სტატია ფოთიდან წავშალე - გემი - ეს არ ნიშნავს ქალაქ ფოთს.--ცანგალა () 18:28, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გთხოვ, ამიხსენი რა ეტობა სურათი:050909_002033.jpg-ს ქალაქ ფოთის? :) გთხოვ, კიდევ ერთხელ, სწორედ გაიგე — ვხედავ გემს, ვხედავ ზღვას, ვხედავ ვიღაცის თავს... ფოთი რა შუაშია? ეს იგივე ცას რომ გადაუღო სურათი და ჩასვა სტატიაში თბილისზე :) --გიგა პასუხი 18:30, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ფოთი ჩემთვის ბაყაყებთან და სახლების წინ გამდინარე კანალიზაციასთან ასოცირდება :) მაგრამ სურათს სტატიაში არ ჩავსვამ :)) --გიგა პასუხი 18:39, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე ბოდიშს ნუ მიხდი :) აქ ყველანი ზუსტად ერთნაირი მომხმარებლები ვართ :) უბრალოდ, არსებობს ვიკიპედიის წესები, სტილი... რომელსაც ადრე თუ გვიან შენ თავადაც გაერკვევი, მანამდე კი მოგეხმარებით ხოლმე :) მთავარია შენიშვნა ცუდად არ გაიგო :) --გიგა პასუხი 18:59, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ ხელს არ მოაწერთ ხოლმე -ს გამოყენებით, ძალიან გამიჭირდება ხოლმე იმის გაგება, თუ ვინ მომწერა შეტყობინება :) მუსიკას რაც შეეხება ვუსმენ ძირითადად, ელექტრონულს :) თუმცა "ყველა დროის საუკეთესო" მუსიკის ფორმატიც მიზიდავს :) ზემფირა და მადონა (მომღერალი) ოდესღაც ძალიან მიყვარდა --გიგა პასუხი 16:36, 30 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ უმჯობესია ძველი ნაწერი ან დატოვო ან ისე გადააკეთო, რომ იმასთან, რის დამატებასაც აპირებ, ერთ სტილში იყოს :) --გიგა პასუხი 15:20, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნახე მაგია-ში, დააჭირე რედატირებას, როგორ კეთდება ქვესათაურები და ჩამონათვალი ანუ == -სა და * -ის გამოყენებით :) და კიდევ სტატიებს შესავალი სჭირდებათ ხოლმე, სადაც უნდა მოხდეს მოკლე შეჯამება ყველაფრის, მხოლოდ მას შემდეგ ხდება სტატიის გაშლა. --გიგა პასუხი 15:34, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ნინი, რომელი უცხო ენა იცი? მიპასუხე და უცებ გიპასუხებ და გაიგებ, რატომაც გეკითხები :) --გიგა პასუხი 16:20, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

(паранормальная) http://ru.wikipedia.org/wiki/Магия (паранормальная) აქ შედი და ნახე რა უწერიათ შესავალში და მერე მიხვდები რატომ ვურთავთ ხოლმე ზოგიერთ სტატიას, რომ შესავალი აკლია --გიგა პასუხი 16:56, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ სკოლაში ისწავლება ასე :) შესავალი - ტანი - დასკვნა. ვიკიპედიის შემთხვევაში მხოლოდ შესავალი და ტანია აუცილებელი, დასკვნა თვითონ მკითხველმა უნდა გააკეთოს :) თუ კიდე რამე იქნება გაუგებარი შემომეხმიანე :) --გიგა პასუხი 17:15, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხაზს აბზაცი ჯობია :) ახალი აბზაცი ვიკიპედიაში მხოლოდ ახალი ხაზიდან დაწყებით არ ხდება. აბზაცებს შორის უნდა გამოტოვო 1 ცარიელი ხაზი ანუ დაახლოებით ასე:

შესავალი - რაღაცა რაღაცა რაღაცა.

მეორე აბზაცი.

და არა ასე:

შესავალი - რაღაცა რაღაცა რაღაცა.
მეორე აბზაცი.
) --გიგა პასუხი 17:22, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მე აბზაცებს გიხსნი, შენ კიდე ხაზებს ამატებ :)) --გიგა პასუხი 17:28, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

გაერკვიააა! =))) ვაშააა :)) --გიგა პასუხი 17:37, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

pre არაფერ შუაშია, უბრალოდ ხაზი გამოტოვე აბზაცებს შორის :)) pre მაგალითის საჩვენებლად გამოიყენება :)) --გიგა პასუხი 17:43, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

აი, თეოდორ შტორმი როგორ გაგილამაზე :) ბოლოში მითითებული ლიტერატურის წელი შეასწორე გთხოვ :) --გიგა პასუხი 17:50, 13 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

მინდა დიდი წუხილით აღვნიშნო, რომ მაგ წელს სტამბა არა მგონია, რომ არსებობდა :) თუმცა ცუღლუტ ქართველებს მერანის გამოცემაც შეეძლოთ ალბათ:) --გიგა პასუხი 17:59, 13 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

felizdenovo ოტპუსკშია[წყაროს რედაქტირება]

ფელიზა შვებულებაშია და თუ დაამთავრე და აღარაა გასასწორებელი ტექსტი, ამოვიღებ. :). R`Z` 14:22, 8 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ატვირთული თუა მე ჩაგისვავ. დასაწყისში მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები უნდა იყოს ჩაწერილი და ვინაა, რას საქმიანობს და რავიცი შეჯამებასავით, რამე სვხვა სტატიებს შეხედე და იმის მიხედვით, მაგალითად ბიორკი, ჟან-მიშელ ჟარი. პირველი აბზაცი როგორაა ნახე. R`Z` 14:33, 8 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, შენც გილოცავ, :). ეხლა შევხედავ რა ხდება.!!R`Z` 15:43, 8 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]