მომხმარებლის განხილვა:Ner.ge

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

D.DEU. პასუხი 13:40, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სანამ ზოგადად ვიკიპედიაში მუშაობას დაიწყებდეთ, უნდა გაეცნოთ მის წესებს, იმას თუ რა არის ზოგადად ვიკიპედია, რისი გამოქვეყნება არ შეიძლება მასში და თუნდაც იმით დაიწყოთ, რომ არ წეროთ ლათინური ასოებით. თქვენს მიერ ლათინურად დაწერილი წინადადებები ქართულ შრიფტად ავტომატურად არ გადაკეთდება, ასე რომ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ წეროთ ქართული შრიფტით.

რაც შეეხება თქვენს საიტს - თქვენს მიერ შემოტანილი დამატებითი ბმულები (გარდა გიორგი ლეონიძის სტატიისა, სადაც სხვა გამოსადეგი ბმულებია) შეიცავენ ვიკიპედიის ორიგინალური სტატიების სრულს ასლს. იგივე მოხდება, თუკი მე გამოვცემ წიგნს, თქვენ მის ასლს შექმნით, საკუთარ სახელს დააწერთ და მეტყვით, შეიძინე, საინტერესო მასალა არისო. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 13:52, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კარგით ქართული შრიფტით დავწერ.. რაც შეეხება წიგნის დაწერას არავინ არ აპირებს. მემგონი საიტზე არის მითითებული, რომ ვიკიპედიადანაა გადმოტანილი მე უბრალოდ ვამატებ შემოქმედებებს მიხვდით ალბათ. კარგად დაათვალიერეთ საიტი თუ შეიძლება და ნუღა ამოშლით NER.GE - ს თემებიდან. კიბატონო თუ გნებავთ NER.GE-ს არ მივაწერ უბრალოდ რა თემაც იქნება იმას დავწერ ანუ თუ იქნება შოთა რუსთაველზე თემა ინტერნეტ რესურსებში ჩავწერ ჩემი საიტის ბმულს და დავაწერ შოთა რუსთაველი და მისი შემოქმედებანი თუ მასე გნებავთ მასე იყოს.— Ner.ge განხილვაწვლილი 13:58, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავამატებ. რადგანაც თქვენი სტატიები ner.ge-ზე წარმოადგენენ ვიკიპედიის სტატიათა სრულ ასლს, საკმარისი არაა ზტატიის ბოლოში ვიკიპედიის ლოგოს (და თანაც ინგლისური ვიკიპედიის ლოგოს) გამოქვეყნება, მითუმეტეს, რომ ამ ბანერზე დაწკაპუნებით ვხვდებით ვიკიპედიის ზოგად გვერდზე და არა ქართულ ვიკიპედიაში. თუკი კოპირებას აკეთებთ, თითოეული სტატიის ბოლოში მიუთითეთ, რომ სტატიაში გამოყენებულია მასალა ქართული ვიკიპედიიდან. — D.DEU. პასუხი 14:00, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

პირველ რიგში, გადახედეთ სხვა სტატიებს (რედაქტირებას და არა გარე იერს) და ნახავთ, სად და როგორ ისმევა დამატებითი ბმულები. ყველა იწერება ერთი ზომის შრიფტით, არავითარი სქელი შრიფტი. იმედია, რომელიმე სტატიაში მითითებული დამატებითი ბმულები გამოყენებული იქნება რედაქტირების მაგალითად, რათა შემდგომში ვიზუალურად თქვენს მიერ ჩასმული ტექსტიც შეესაბამებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებს და არ ჰქონდეს ისეთი იერი, როგორიც ჰქონდა ამ რამდენიმე წუთის წინ - შესამჩნევად დიდი ზომის ასოების სახით. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 14:02, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


რესურსების მითითება სტატიებში[წყაროს რედაქტირება]

თქვენ მიერ რამდენიმე სტატიაში ჩამატებული რესურსები გამოუსადეგარია რადგან ვიკისტატიების კოპიოებია ([1], [2], [3], [4] და ა. შ.), უფრო მეტიც ცანს არ იცავთ ვიკიპედიის სალიცენზიო პოლიტიკას (მასალები პირდაპირ ვიკიპედიიდან გაქვთ გადატანილი, წყაროს ყოველგვარი მითითების(10:44, 13 ნოემბერი 2010 (UTC)) გარეშე)! გთხოვთ მიიღოთ ზომები.— Rastrelli F 08:05, 13 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონო მე ვიცავ ყველანაირ წესს და სათანადო ზომებიც მიღებული მაქვს: საიტზე თუ შეხვალთ შეამჩნევთ რომ საიტის თავშიც და ბოლოშიც მითითებულია ვიკიპედია. საიტის თავში მორბენალ სტრიქონში წერია ხოლო საიტის ბოლოში ქართული ვიკიპედიის ბანერი და მემგონი არ ვარღვევ არაფერს... და ამ ლინკებს იმიტომ ვამატებ თემებში, რომ გარდა მწერლის ბიოგრაფიის ჩემ საიტზე მათი შემოქმედებანიც არის მიმიხვდით ალბათ... ჩემი მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია ინტერნეტ სივრცეში წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ner.ge (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მითითება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და არა ზოგადად (მაგ. სტატიას დავით აღმაშენებელი უნდა დაურთოთ ბმული სტატიაზე ვიკიპედიაში - ინსტრუმენტების პანელში არსებობს ინსტრუმენტი "ამ გვერდი ციტირება"). რაც შეეხება საიტის როგორც რესურსის გამოყენებას, ის უნდა იყოს იმაზე ვრცელი და მეტი ინფორმაციის წყარო, ვიდრე ვიკისტატიაა. ვიკიპედიაში კი, ვიკისტატიის კოპიო სტატიის წყაროდ მითითება აზრსმოკლებულია - გამოდის ჩაკეტილი წრე. თუ გაქვთ განსხვავებული ინფორმაციის შემცველი გვედები მიუთიტეთ პირდაპირ ისინი, მაგ.: აღმაშენებლზე გაქვთ "გალობანი სინანულისანი" - წყაროში მიუთითეთ პირდაპირ ეს გვერდი. გამოიყენეთ თარგი {{cite web}}. R. 10:44, 13 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ვაწერ ესე: დავით აღმაშენებელი და მისი შემოქმედებანი და არ არის საკმარისი? თუ აუცილებელია მარტო შემექმედება დავწერო? რა მნიშვნელობა აქვს ვერ ვხვდები ყველა თემაზე სადაც ნერ.გე - ს ლინკი განვათავსე აწერია მწერლის სახელი და გვარი და მისი შემოქმედებანი მეტი რაღა ვქნა? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ner.ge (განხილვაწვლილი) 15:01, 13 ნოემბერი 2010.

მთავარი თქვენ საიტზე ლიტერატურაა თუ ბიოგრაფიები? როგორც საიტი გვამცნობს ლიტერატურა - („ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა“), მაშინ რა აზრი აქვს იმ სტატიების მითითებას, რომელიც ვიკისტატიები კოპიოა?! თქვენ მიერ მითითებული მე შევასწორე დავით აღმაშენებელზე - {{cite web|url=http://home.ner.ge/wp-content/uploads/2010/03/galobani-sinanulisani-NER.GE_.pdf |title=გალობანი სინანულისანი |date={{ISOdate|2010-03-??}} |publisher=[http://home.ner.ge/ NER.GE] – ''ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა'' |format=pdf}} - გთხოვთ, დაიცვათ ეს სტილი ყველგან. R. 11:09, 13 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონო კი არის "ქართული ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა" მაგრამ მარტო შემოქმედება არ არის საკმარისი გამოფიტული იქნება მასე საიტი. თქვენ როგორც ბრძანეთ მასე ლიბ.გე - ზე არის ყველაფერი. ჩემი მიზანია მკითხველმა გაიცნოს ესა თუ ის ავტორი და იცოდეს მასზე ყველაფერი და გაეცნოს მის შემოქმედებასაც მიმიხვდით იმედია... — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ner.ge (განხილვაწვლილი) 15:13, 13 ნოემბერი 2010.

თქვენი მიზანი ერთია და ვიკიპედია მეორე. რა სარგებლობა აქვს იმ ბმულებს ვიკიპედიის მკითხველისთვის თუ იგივე ტექსტ სთავაზობთ პირველ გვერდზევე?! მიუთითეთ ის განსხვავებული რაც გაქვთ საიტზე, თუ როგორ - გაჩვენეთ უკვე ზემოთ. ამით თქვენი საიტის სახელიც დაფიქსირება (და იმედია ეს არაა თქვენი ნამდვილი მიზანი). პ. ს. ბატონობით მომართვა არაა საჭირო. R. 11:28, 13 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საკუთარი საიტის სახელი სჯობს, მიუთითოთ ისე, როგორც წერთ ზოგადად და არა caps-lock-ებით - ანუ დიდი ასოებით. ზოგადად ინტერნეტ სივრცეში ეს დიდი ასოებით წერა არასერიოზული ტონია. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 11:20, 13 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]


ყველაფერი რგოროც წესია და როგორც თქვენ მითხარით ისე ვაკეთებ და ვიღაცა მაინც შლის ლინკებს და რა გავაკეთო