მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL/არქივი 7

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წაშლა

რატომ წაიშალა სტატია "თავისუფალი პარლამენტი"? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.74.48 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იმიტომ, რომ არანაირად არ აკმაყოფილებდა ვიკიპედიის სტანდარტებს. სანამ რამეს დაწერთ, ჯერ კარგად გაეცანით ვიკიპედიის წესებს. --მიხეილ (მიწერა) 18:17, 3 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა წესებს არ აკმაყოფილებდა? კონკრეტულ ორგანიზაციაზე შემქონდა ინფორმაცია და ეს აკრძალულია? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 188.169.74.48 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

აკრძალვაზე არაა საუბარი, სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი წინადადებისგან და ა. შ. მე რომ არ გავაგრძელო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებს და წაიკითხეთ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. — მიხეილ (მიწერა) 18:56, 3 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოტი

სულ დამავიწყდა, მიხეილ. დიდი მადლობა გააქტიურებისათვის. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 20:38, 3 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. ჩემი პირველი ბიუროკრატიული ქმედება იყო ვიღიმი --მიხეილ (მიწერა) 20:47, 3 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერა

ხელმოწერის ლამაზად გაკეთება მასწავლე გასაგებად გთხოვ.--George-09 განხილვაწვლილი 14:33, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ვისი ხელმოწერაც მოგწონს, შედი იმ სექციის რედაქტირებაში, და ნახე რანაირ კოდს ტოვებს, მაგალითად აქ. შემდეგ ჩაიკოპირე შენს კონფიგურაციაში და შეცვალე მონაცემები. --მიხეილ მიწერა 14:35, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგრე კი არ მინდა,როგორც მე მინდა იმნაირად რო გავაკეთო რაა.რა კოდებს ხმარობთ,html კოდებით არ შვრება.მაგაზე სტატია არ არის აქ,ან ინგლ ვიკიში?მე ვერ ვნახე კარგად რო ხსნიდეს.--George-09 განხილვაწვლილი 14:53, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე ბოდიში, შევეცდები, ნათელი მოვფინო ამ ყველაფერს. რად უნდა ამას სტატია? ჩვეულებრივად აკეთებ, როგორც სტატიებში იყენებ ვიკი კოდს, უბრალოდ შენი საკუთარი ხელმოწერა უნდა შექმნა.

აი ჩემი კოდი

[[მომხმარებელი:Henry McClean|H.McC.]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Henry McClean|მომწერეთ]])</small>

ახლა თუ მინდა, ავდგები და გავაკეთებ ასე

[[მომხმარებელი:Henry McClean|H.McC.]] <small>([[მომხმარებლის განხილვა:Henry McClean|მომწერეთ]]) [[ფაილი:Saakashvili76589.jpg|40px]]</small>

და გამოვა

H.McC. (მომწერეთ)

შეიძლება ნებისმიერი სურათის ჩასმა ან სხვა კოდის. --H.McC. (მომწერეთ) 14:59, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გიორგი შენ ახალი მომხმარებელი ხარ და ტერმინებში ვერ ერკვევი ჯერ. იმას რასაც შენ ითხოვ ეწოდება დახმარების გვერდი. რაც აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით არ გვაქვს ქართულ ვიკიპედიაში. ისე კარგი იქნებოდა შექმნილიყო მსგავსი რამ ახალბედებისათვის, საინტერესოა მსგავსი პრეცენდენტი თუა სხვაენოვან ვიკიპედიებში? --ჯაბა ლაბაძე 15:06, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხელმოწერის კოდი იგივეა, რაც ვიკიკოდი, უბრალოდ ხელმოწერაში გამოიყენება. მაგრამ მსგავსი ელემენტარული საკითხებისათვის დამატებითი გვერდების შექმნა არ უნდა იყოს ურიგო. თუკი ვინმე ამას ოდესმე ითავებს. ვინაიდან ვიკიპედია ყველასთვის ღიაა, უნდა იყოს ყველა ტიპის მომხმარებელზეც გათვლილი ტუტორიალების დაწერა. --H.McC. (მომწერეთ) 15:08, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობთ დახმარებისთვის ჯაბა დაH.McC. George-09 განხილვაწვლილი 15:26, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

GFF.GE

მიშა მემგონი ეს მომხმარებლის სახელიც უნდა დაიბლოკოს როგორც მიუღებელი სახელი--ათო 20:52, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც ვიფიქრე დათო, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ვანდალიზმი არ ჩაუდენია, როგორც ჩანს ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის და მხოლოდ საფეხბურთო კლუბებზე დაწერენ, რაც რეკლამაში არ ჩაითვლება. რა ვიცი, იქნებ ვცდები... --მიხეილ მიწერა 20:56, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მარტო GFF რომ ყოფილიყო კიდევ ხო, მაგრამ ეს აშკარად რეკლამის ხასიათს ატარებს მიუხედავად იმისა ამ მომხმარებელს რა განზრახვა ამუშავებს--ათო 21:00, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
კაი, მოგანდობ მის ბედს ვიკრიჭები ოღონდ ხელახლა დარეგისტრირების გზა დავუტოვოთ. --მიხეილ მიწერა 21:02, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი რა თქმა უნდა. ვიღიმი--ათო 21:05, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპროექტი

ერთი თვე რომ გადის, ვიკიპროექტზე მასიური მუშაობა სრულდება. მაგრამ შემდგომშიც გრძელდება რაღაცეების დამატება. ითვლება, რომ პროექტის მონაწილე ვარ, თუ ბევრი სტატია შევქმენი (მაგრამ დაგვიანებით) ასეთ პროექტთან დაკავშირებით? --H.McC. (მომწერეთ) 21:17, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინგლისურ ვიკიში როგორც ვიცი, ეს პრაქტიკა აქვთ, მაგრამ ჩვენთან არა, მხოლოდ იმ თვეში უნდა იმუშაო იმ ქვეყანაზე. --მიხეილ მიწერა 21:18, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გთხოვ, ნუღარ ჩაუსვამ განხილვაში შვედეთის პრეოქტის თარგს. ეს პროექტი დავასრულეთ უკვე, შეჯამებულია. --მიხეილ მიწერა 21:26, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა შენი ხელმოწერის ფერები მომეწონა და მოვიპარე ინდოეთის ფერები ვიკრიჭები--დათო 21:21, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
დაიჯერებ, რომ მთლად შემთხვევით დაჯდა ინდოეთის ფერებში? მეც წეღანღა აღმოვაჩინე, დროშაზე რომ ვწერდი ვიკრიჭები, შევეცდები შემდეგ პროექტებში უკვე შეგნებულად დავამთხვიო ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 21:24, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მადლობა. ანუ მე ახლა შევქმენი ორი სტატია შვედურ ჯგუფებზე და განხილვაში დავუწერე, რომ პროექტის ფარგლებშია შექმნილი და რა ვუყო, ამოვშალო? --H.McC. (მომწერეთ) 21:24, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, სამწუხაროდ. წავშლი. --მიხეილ მიწერა 21:26, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
კაი წაშალე ეგ გვერდები. --H.McC. (მომწერეთ) 21:32, 4 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინდოეთის ტბების სია

რასაც ვერ ვთარგმნი სწორად მერე შენ შემისწორე. Nal Sarovar Bird Sanctuary

და Narayan Sarovar Sanctuary ეგ ორი ქართულად როგორ იქნება?--George-09 განხილვაწვლილი 09:51, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ok. Nal Sarovar Bird Sanctuary — ნალ-საროვარის ფრინველთა ნაკრძალი; Narayan Sarovar Sanctuary — ნარაიან-საროვარის ნაკრძალი. --მიხეილ მიწერა 09:54, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობ.--George-09 განხილვაწვლილი 09:58, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი მაგრამ ტბების სიასთან ნაკრძალი რა შუაშია?--დათო 10:00, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა ვიცი,ინგლ ვიკიში არის და შეიძლება ვერ ვაკეთებთ სწორად რაღაცას. როგორცაა სწორი ისე გავაკეთოთ--George-09 განხილვაწვლილი 12:39, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სახელი

მომხმარებლის განხილვა:Debili2 - ნორმაა ისე? --H.McC. (მომწერეთ) 13:27, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვერ გეტყვი. მგონი დროა მივიღოთ რაიმე წესი ასეთი სახელების შესახებ. ამჟამინდელი წესი არაფერს გვეუბნება. თუ თვითონ უნდა, რომ დებილი დავუძახოთ... --მიხეილ მიწერა 13:28, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ეგ მართალია. თეორიულად ვიცით, რომ სკოლის ვანდალი მოსწავლე ახალგაზრდობაა ძირითადად, მაგრამ ამაზე კანონს ვერ შეადგენ. --H.McC. (მომწერეთ) 13:30, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორც წესი, ასეთები მუშაობას მაინც არ აგრძელებენ. --მიხეილ მიწერა 13:31, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა ეს ხალხი ინგლისურ ვიკიში:

en:User:IdiotSavant, en:User:Idiotchalk, en:User:Idiotduck, , en:User:Idiotkid. --H.McC. (მომწერეთ) 13:33, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

დასავლეთში ხომ დემოკრატია ყვავის ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 13:34, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი

გამარჯობა მიხეილ ბიოგრაფიიდან კი არ ვიღებ ინფორმაციას არამედ ვასწორებ რადგან ერთი და იგივე მეორდება მე გიორგი თარგამაძის პრესსამსახურიდან ვარ და ვასწორებ ინფორმაციას და იქნებ ამის საშუალება მომცე. თავიდან რა ექაუნთიდანაც დავდეთ ის აგარ მახსოვს და ასე ვარედაქტირებ..წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

სალამი. აქ კარგად ჩანს, რედაქტირების პარალელურად, მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპს საერთოდ „აქრობთ“. ასევე, ენციკლოპედიისთვის მიუღებელია დიდი ციტატების ჩასმა პოლიტიკური გამოსვლიდან. --მიხეილ მიწერა 14:25, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეგობარო რა ნაწილსაც ვშლი ის ზემოთ უკვე წერია და მეორდება შეადარე თუ არ გჯერა... ზედ ამზაცი აბსოლუტურად ამომწურავია ციტატაზე შენიშვნა მიღებულია წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მთლიანი არ წერია. კარგად ნახეთ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 20:39, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს

მიხეილ გამარჯობა, ინგლისური რუკების გაკეთება მჭირდება SVG ფორმატში და ხომ არ იცი ვინმე რომ ხშირად აკეთებდეს ან ზოგადად ამით იყოს დაკავებული? --ჯორჯაძე 18:46, 6 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. სამწუხაროდ, მე მაგ საქმეში ვერ დაგეხმარები. უბრალოდ, გირჩევ ყველაზე მარტივად, Arc GIS-ში გააკეთე, მე არ მაქვს ეს პროგრამა. ვინც აქ რუკებზე მუშაობს, ოღონდ სხვა პროგრამით, შენ უკვე ყველას მიმართე. --მიხეილ მიწერა 19:31, 6 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ინფო

რაიმე არა სწორედაა? ეს ბოლო ცვლილება მინდა ვაჩვენო ვიკიპედიის გვერდზე წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა შალვა მჭედლიშვილი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვერ მივხვდი რას მეკითხებით. --მიხეილ მიწერა 22:50, 6 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

საქართველოში სულ 200–მდე პარტიაა,ძირითადი პარტიები კი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არიან.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gurinio (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

როგორ გეკადრებათ! აქ ის პოლიტიკური პარტიებია წარმოდგენილი, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩანან საზოგადოებრივ ასპარეზზე. --მიხეილ მიწერა 12:18, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

შაიხედე

განხილვა:ნინო ვლადიმერის ასული ალექსი-მესხიშვილი. :) --ჯაბა ლაბაძე 15:26, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

შავიხედე ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 15:27, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
კიდე შაიხედე ვიკრიჭები --ჯაბა ლაბაძე 15:38, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ

გამარჯობა, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის თანამშრომელი რომან აფაქიძე. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ფუნდამენტური მეცნიერებებით, როცა დამჭირდა ინფორმაციის მოძიება ამ სფეროში აღმოვაჩინე, რომ ქართული ინტერნეტ სივრცე პრაქტიკულად გამოუსადეგარია ამისათვის. შესაბამისად, ჩემი სურვილი ვიკი-ზე ინფორმაციის ატვირთვისა ამითაა ნაკარნახევი. ბოლო ორი წლის განმავლობაში შევაგროვე საკმაოდ დიდი მასალა ქართული ასტრონომიის, გეოლოგიის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ფიზიკის სკოლების შესახებ. შესაბამისად, ვფიქრობ თანდათან ავტვირთო ის ქართული ვიკიპედიის გვერდებზე. სამწუხაროდ საკმაოდ რთულია ჩემთვის გარკვევა ვიკი-სისტემებში და ზოგადად რედაქტირების სისტემაც არაა მარტივი, ამიტომ მადლიერი დაგრჩებით თუ დამეხმარებით და ჩემს მიერ ატვირთულ ინფორმაციას შესაბამის ფორმებში ჩასვამთ. მზად ვარ ნებისმიერი შენიშნვის წასაკითხად და გასაზიარებლად. ვფიქრობ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი გამოდგება. პატივისცემით--Afakidze განხილვაწვლილი 18:32, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ბატონო რომან! მოხარულები ვართ თქვენი ასეთი კეთილი და გონივრული მიზნების გამო, მშვენიერი გადაწყვეტილებაა. აქ ჩვენ ყველა ამას ვაკეთებთ, ვცდილობთ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შევქმნათ ქართულენოვანი ინფორმაციული ბაზა, თუნდაც 1 წვეთი, ზღვა უცხოურენოვან სივრცეში. გეტყვით, რომ პირადად მე ასტრონომია ძალიან მაინტერესებს და არცთუ ისე ცუდად ვერკვევი ამ სფეროში. აქ ყველა რედაქტორი უყოყმანოდ დაგეხმარებით, თავიდან ყველა ასე ვიწყებდით, არავინ არ მოვსულვართ ამ ტექნოლოგიების ცოდნით, აქ ვისწავლეთ თანდათან, უკვე გამოცდილი მომხმარებლების დახმარებით. ასე რომ, განაგრძეთ სტატიების წერა და თუ დახმარება დაგჭირდათ, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ მომმართოთ, ოღონდ ჩემს პასუხს ამავე გვერდზე დაელოდეთ ხოლმე. --მიხეილ მიწერა 18:40, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა, ვფიქრობ ასტეროიდთა სარტყელზე არსებული ინფორმაციის რედაქტირებას (დღეს ან ხვალ), არაფერი წერია ასტეროიდთა ძირითად სარტყელზე, ძირითადი სარტყლის გარეთ განლაგებულ ორ ძირითად ჯგუფზე - ტროელებსა და ბერძნებზე. იუპიტერის ორბიტის გარეთ აღმოჩენილ რამოდენიმე ასტეროიდზე. ჯერ ვერ გადავწყვიტე ცალკე მასალა გავაკეთო ძირითად სარტყელს მიღმა არსებულ ასტეროიდებზე თუ უკვე არსებულ გვერდს დავამატო ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა მე მგონი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს :) --Afakidze განხილვაწვლილი 18:50, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

შესანიშნავია! აუცილებლად ნახეთ ხოლმე შემოსატანი სტატია სხვა ენებზეც. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ არსებულის გავრცობა უფრო უპრიანი იქნება, ცალკე სექციის სახით, მაგრამ გადახედეთ სხვაენოვან ვიკიპედიებს და თუ ეს სტატია ცალკე იქნება, მაშინ ჩვენც ცალკე შევქმნათ. --მიხეილ მიწერა 18:54, 8 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

დავარედაქტირე ასტეროიდების სარტყლის გვერდი. რაც ბოლდითაა გამოყოფილი ჩემს ვარიანტში ყველაფერზე უახლოეს დღეებში მოვამზადებ ცალკე გვერდებს და შესაძლებელი იქნება ბმულების გაკეთება ამ გვერდებზე. ერთი კითხვა მაქვს, არის ძალიან ბევრი და კარგი ფოტო და გრაფიკული მასალა, რომელიც ამ გვერდის ილუსტრირებისთვის იდეალური იქნებოდა. ვერ მივხვდი მათი ატვირთვის და აღწერის წესს, თუ დამეხმარებით შეიძლება ესეც გავაკეთოთ და უფრო კითხვადი გავხადოთ მასალა.


ისე კარგი იქნება თუ ვინმე დაწერს პატარა სტატიას მაინც ლიბრაციის წერტილებზე.--Afakidze განხილვაწვლილი 10:50, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, პირველი — სტატიაში ხელს არ ვაწეთ, ხელი უნდა მოგეწერათ აქ, მე როცა მწერდით. რაც შეეხება ფოტომასალას, სად არის, თქვენ გაქვთ? --მიხეილ მიწერა 11:08, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა ძირითადად ნასას ფოტო-მასალაა, პრინციპში უცხოური ვიკი-გვერდებიდან უნდა გადმოვიტანოთ

გასაგებია. აბა ახლა რედაქტირება მიეცით და ნახეთ სტატია, ერთი ფოტო გადმოვიტანე და კონსტრუქციას დააკვირდით. ამისათვის საჭიროა იგივე კონსტრუქციაში ჩააკოპიროთ მხოლოდ ფაილის სახელი რომელიმე უცხოური ვიკიდან. --მიხეილ მიწერა 11:56, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ახლავე გავაკეთებ --Afakidze განხილვაწვლილი 12:10, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფლუდი

მიხეილ, არ შეიძლება, გავაჩეროთ? :) კეთილი ზრახვები კი აქვს ალბათ, მაგრამ მაინც. --H.McC. (მომწერეთ) 13:51, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მივხვდი უკვე ვინცაა. მივწერე და თუ არ გაჩერდა, მერე იძულებული ვიქნები სხვა ღონეს მივმართო. --მიხეილ მიწერა 13:56, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც მივხვდი, ვინცაა (მახსოვს, ადრე წერდა რაღაცას). არ კითხულობს მესიჯებს. ჩემი საქმე არაა, მაგრამ 1 დღით IPს შეჩერება და ექაუნტის უშველის, რომ წაიკითხოს (ახლა მაინც არ კითხულობს). --H.McC. (მომწერეთ) 13:58, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
იმედია, გაჩერდება. --H.McC. (მომწერეთ) 13:59, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეს რა ხდებოდა. მგონი მთელი მონიტორინგის ჯგუფი თავს დაგვეცა ვიკრიჭები მხოლოდ ერთი მსგავსი წერილიც და ვბლოკავ. --მიხეილ მიწერა 14:00, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ისე ჩვენში დარჩეს და დიდად ვისურვებდი, რომ ვიკიპედიაში არსებობდეს lightboxების მსგავსი სისტემა (შეგხვედრია ალბათ საიტებზე, სურათების დათვალიერებისას). ჰო და როდესაც მესიჯი მოგივა, რომ ჩაბნელდეს ეკრანი ნახევრად და დაეწეროს რომ მესიჯია (ან უბრალოდ ამოხტეს ფანჯარა, რომელსაც თუ არ დახურავ, ისე ვერ გადახვალ სხვა გვერდზე). ეს არის გარანტირებული ხერხი, რომ მომხმარებელმა წაიკითხოს გზავნილი. თუმცა ეს მხოლოდ...ოცნებასავით :) --H.McC. (მომწერეთ) 14:04, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
აბსოლუტურად გეთანხმები! ამას წინათ, მე და გიორგიც (13) ვსაუბრობდით, რომ კარგი იქნებოდა თუნდაც ეს ყვითელი ხაზი წერილის, სტატიკური რომ იყოს, მომხმარებელთა პირად გვერდებზე როგორცაა, მაგალითად ჩემთან ლოგოები. --მიხეილ მიწერა 14:07, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მიშა ეს რა იყო ამ ფერეიდნელმა მომხმარებელმა დაცვის ყველა სისტემა აამოქმედა ვიკრიჭები--დათო1010 14:11, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეგ ხომ ისაა, მიმოწერა რომ გქონდა ამას წინათ? --H.McC. (მომწერეთ) 14:14, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვეჭვობ, რომ ისაა, ისიც ლექსებს მწერდა ვიკრიჭებივიკრიჭები--მიხეილ მიწერა 14:15, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

:)

მიშა სალამი. თუკი შენ აღარ შექმნი სტატიებს, მეც გავჩერდები! ასე, რომ არ უნდა გაჩერდე. წერე და წერევიღიმი--ოთოჯი / მომწერე 19:40, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო, თუ დააკვირდები, დღეს არცერთი სტატია არ შემიქმნია და ასეც ვაპირებდი გაჩერებას, მეც მხოლოდ რედაქტირებით შემოვიფარგლებოდი, რომ არა შენი ეს წერილი. შენც რომ გაჩერდე, ვიკის საქმე წასულია და ეს ნამდვილად არ მინდა. აქ ისედაც იმდენი არაკოლეგიალური ადამიანია, რომლებსაც თურმე უსიტყვოდ უნდა ვუსმინოთ და მადლობელი ვიყოთ, რომ გავიცანით. წინ კოლეგავ, დამარწმუნე, რომ არავის არ ვუყუროთ და დაგებულ ხაფანგებს არ ავყვეთ, რაც ვიკიპედიას მხოლოდ აზიანებს, შესაძლოა გამიზნულადაც. --მიხეილ მიწერა 19:48, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიცი მიშა ვიცი. უნდა იმუშაო არა ვინმე ვიკიპედიელისთვის, არამედ საზოგადოებისათვის, მკითხევილსთვის. იცოდე თუ გაჩერდი ჩათვალე ჩემი სახით ვიკის რედაქტორი დააკლდება, ამაში ეჭვიც არ შეიტანო. ამიტომ გავაკეთოთ ჩვენ ჩვენი საკეთებელი. გავახაროთ მკითხველი. შენი დამოკიდებულება კარგად ვიცი ვიკიპედიისადმი და ვიცი, რომ განიცდი. მაგრამ ადამიანს ვერ გადააკეთებ. პირადად მე შენი მჯერა და ის რაც შენ გაგიკეთებია ბევრი მაგას ვერასოდეს ვერ გააკეთებს. ასე რომ, ნუ დარდობ. უფრო მეტი უნდა გააკეთო კოლეგა. მოდი ის სტატიებიც, რომ ესოდენ ესაჭიროება ვიკის ეგენიც დავწეროთ--ოთოჯი / მომწერე 19:58, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე ოთო! ღმერთმა უმრავლოს ვიკის შენნაირი რედაქტორი, საღად მოაზროვნე და მშრომელი. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი (ახლა უკვე ნაკლად ვთვლი) ისაა, რომ ვიკიპედია შემიყვარდა უზომოდ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მის გამო უამრავი საქმე გადამიდია გვერდზე და ზიანი მიმიყენებია, მაგრამ არ ვნანობ, იმედი მაქვს, ვინმეს ოდნავ მაინც გამოადგება რამეში ჩემ მიერ ვიკისთვის შელეული ასობით საათი. ხოდა მინდა, რომ სანამ ეს სიყვარული განელებულა, კიდევ მაქსიმალურად გამოვადგე ვიკის. სააღდგომო შვებულებიდან რომ დავბრუნდები, რამდენიმე დღეში, ერთად დავწეროთ ეს აუცილებელი სტატიები ვიღიმი --მიხეილ მიწერა 20:08, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობთ მიშა. მეც მასე ვარ ზუსტად. აბა ვიკინარკოტიკზე რომ შევჯექით რავა გეგონა შენვიკრიჭები. ყველაფერი დაივიწყე. ჩვენ შენი გვჯერა და კარგად იცის, თითოეულმა ვიკიპედიელმა შენი მართლაც დიდი წვლილი. ასე განაგრძე. ცოტა დავისვენოთ და მერე შევუდგეთ საქმეს.--ოთოჯი / მომწერე 20:16, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მართლა ამაზე დიდი ნარკოტიკი თუ გამოუგონებია ვინმეს რა ვიკრიჭები ახლა გადავხედე ამ სიის გეოგრაფიის სტატიებს, მგონი კარგად გვაქვს საქმე. --მიხეილ მიწერა 20:17, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ნუ იტყვივიკრიჭები. ხო ცოტა რაღაცეებიც დასაწერია. მოკლედ ვნახოთ რა გამოვა--ოთოჯი / მომწერე 20:19, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემთანაც მუსიკაში კარგად ყოფილა საქმე, შედარებით. რამდენიმე დასაწერია თუნდაც ესკიზის სახით და ეგაა, მინიმუმი მაქვს :) --H.McC. (მომწერეთ) 20:26, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხოდა ახლა მთავარია სხვა სფეროებს შევესიოთ, არის ჩვენი თუ არა. პირადად მე, დღესასწაულების შემდეგ შემოგიერთდებით. --მიხეილ მიწერა 20:30, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეს არის აუცილებელი სტატიების ძველი სია და ეს ჩემ სავარჯიშოში ვაქართულებ ახალ შეცვლილ სიას და მერე გადავიტან იმ გვერდზე--დათო1010 20:40, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია. --მიხეილ მიწერა 20:45, 10 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, მიხაელ, სულაც არ არის კარგი, რომ ასე უზომოდ ხარ შეყვარებული ვიკიზე. ცხოვრება მოკლეა, როგორც მოგეხსენება. აჯობებს რამე ახალით საქმით დაკავდე, სხვა სფეროში გაეხვიო. მართალია, ეს დიდი დანაკლისი იქნება ქართული ვიკისთვის მაგრამ მაინც. თან ეს შენივე გონებისთვის კარგი იქნება. --NikaJiadze განხილვაწვლილი 11:17, 17 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს მმართველებში დიაოხის მეფეებს რატომ არ უთითებთ? ჯორჯაძე 23:14, 11 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ალო, ალოოო? ჯორჯაძე 19:17, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
შვებულებაში ვიყავი და ვერ გიპასუხებდი. თუ არ ვცდები, გითხრეს, რომ აქ არავინ არაფრის ვალდებული არ ვართ. არ შედის ეს სფერო ჩემს აქტიურ ინტერესებში. ჯაბას მიმართე ან სხვა ვინმეს, ვინც ისტორიაზე მუშაობს. --მიხეილ მიწერა 19:27, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
რატომ იძაბებით? უბრალო კითხვა დაგისვით. ვინმემ რამეში დაგავალდებულათ თუ რა? კარგით ბატონო ეგრე იყოს. ჯორჯაძე 20:25, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურა

გამარჯობა მიხაელ, როგორ ხარ? თუ გცალია მასწავლე ლიტერატურა ზუსტად როგორ მივუთითო.--NikaJiadze განხილვაწვლილი 11:06, 17 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ნიკა. ანუ, უთითებ გამოცემის ავტორს, დასახლებას, ადგილს და წელს. --მიხეილ მიწერა 15:10, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
და თუ საჭიროება მოითხოვს გვერდს.--ცანგალა () 15:52, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო, გვერდი გამომრჩა, მადლობა ცანგალა. --მიხეილ მიწერა 15:54, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ბიჭებო. ნახეთ აბა.--NikaJiadze განხილვაწვლილი 17:20, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ ნახე ჩემი კომენტარი მიხაელ. --NikaJiadze განხილვაწვლილი 17:25, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი, კარგია. აქ ყველა ბიჭები არ ვართ :))) --მიხეილ მიწერა 19:19, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩემი აზრით ნიკას მითითებულ გვერდზე სტატია გზა ინგლ. არ არის საჭირო მითითება. მხოლოდ ქართული საკმარისია, რადგან ინფორმაცია ქართულიდან არის და არა ინგლისურიდან.--ცანგალა () 19:30, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაფერი არ შავდება მაგით, იყოს ინგლისური მინაწერიც.--NikaJiadze განხილვაწვლილი 21:03, 18 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

იცი რა, en:Oxford University Press - ეს არის გამომცემლობა, რომელიც შენ არ გამოგიყენებია. შენ უნდა მიუთითო რაც გამოიყენე, ხოლო Oxford University Press 1998 - ეს არავითარ ინფორმაციას არ იძლევა. თუ შენ (ნიკა) თვლი, რომ ეს რამე მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა? Oxford University Press 1998 თუ ქართული ვერსია 2011?--ცანგალა () 15:48, 19 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

MIKHEIL, ერთი ამიხსენი როგორ შეიძლება ყველა სტატიაში რაც ნიკამ შემოიტანა ჩაწეროს ლიტერატურა Oxford University Press 1998. --ცანგალა () 08:53, 20 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თქვენ მორიგდით, ოღონდ თქვენს განხილვის გვერდებზე. --მიხეილ მიწერა 08:06, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
როდესაც ორი ვერ რიგდება მესამე ხმა არის საჭირო. მომხმარებელმა შენ მოგმართა. და საერთოდ გადახედე მის მიერ ჩაწერილ ყველა სტატიაში მაგ. ევროპა (მე წავშალე) - ყველგან წერს მხოლოდ Oxford University Press 1998. გთხოვ შენ გაგვიმარტო. თუ გინდა ფორუმზე.--ცანგალა () 11:17, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვერ გავიგე ჩემგან რა გინდა? მომხმარებელმა მიმითითა ამ სტატიაში მითითებულ წყაროზე, რაზეც ვუთხარი რომ კარგია. --მიხეილ მიწერა 11:21, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
შენს მიერ მითითებულ სტატიაში Oxford University Press 1998 - მე ამოვიღე. მომხმარებელი თვლის, რომ თვლის, რომ ამით არაფერი არ შავდება. მე ვთვლი რომ Oxford University Press 1998 - არავიტარ ინფორმაციას არ იძლევა. ყველა სტატიებიდან მე ამოვიღე. ამიტომ გთხოვ მომხმარებელს განუმარტო, რომ მომავალში Oxford University Press 1998 მითიტება არ არის მიზანშეწონილი. მის წვლილს გადახედე ყველგან მხოლოდ Oxford University Press 1998ნ ჩასმული და ჩემი წაშლილია.--ცანგალა () 11:51, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ Oxford University Press 1998 არაფერს იძლევა, მაგრამ ისეთი სახით, როგორიც სტატია „გზაშია“, შენი შესწორების შემდეგ, უკვე გასაგებია. --მიხეილ მიწერა 11:58, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
იმედია ნიკა გვეთანხმება და Oxford University Press 1998 არც ერთ სტატიაში აღარ გამოიყენებს ქართულთან ერთადანაც კი. --ცანგალა () 12:35, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩემი რედაქტირება რატომ გააუქმეთ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ‎94.100.238.166 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იმიტომ, რომ ჩაიდინეთ ვანდალიზმი – სტატიაში შეიტანეთ ცრუ ინფორმაცია. როდის აქეთაა ტობავარჩხილი მარტვილის მუნიციპალიტეტში? --მიხეილ მიწერა 16:00, 21 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

?????

მიშა დღეს რისი გაკეთება მთხოვე? აღარ მახსოვს ვიკრიჭები--დათო1010 18:14, 22 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თარგის ამ ქალაქებზე. სკლეროზ? ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 18:24, 22 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
სკლეროზ და თანაც როგორი ვიკრიჭები. ისე როგორი სტილის თარგი გინდა?--დათო1010 07:05, 23 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუ შესაძლებელია რამე ისეთი, რომ შტატების მიხედვით გამოიყოს ქალაქები. --მიხეილ მიწერა 07:35, 23 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მიშა რაღაც ჯერ-ჯერობით ვერ გამოდის მთლად კარგი თარგი, მაგრამ ვეცდები რამე ნორმალური გამოვიდეს. ისე მოსახლეობის რაოდენობაც უნდა, თუ არა?--დათო1010 17:41, 23 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა დათო, ძალიანაც ნუ შეწუხდები. არა, არ უნდა მოსახლეობა. --მიხეილ მიწერა 17:43, 23 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

მიშა გთხოვ შვრია გაათავისუფლო რათა სტატია შევქმნა. ხვალე გავაკეთებ სტატიას. წინასწარ მადლობა :)--ოთოჯი / მომწერე 20:33, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გვერდის წაშლა

გამარჯობა, მიხეილ, ახსენი მაინც არა რატომ შლი ჩემს შექმნილ გვერდს, რომელიც ჯერ არსად არსებობს. უფლებამოსილი ხარ და იმიტომ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nato.k (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 23:07, 24 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

მიშა, სიახლეებში ისიც რომ ჩაწერო, რომ შედარების (ისტორიის) გვერდი შეიცვალა. წინასწარ მადლობა. (პ.ს. ბაიერნისკენ ხომ არ გადავხარე ვიკის გვერდი? :D - თორემ არ მეკადრება))))--Melberg; 20:32, 25 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რომელ სიახლეებში? არა, ნეიტრალური ხარ. მიუხედავად იმისა, რომ მე რეალის გულშემატკივარი ვარ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 20:36, 25 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ამიტომაც ვიკითხე )))--Melberg; 20:37, 25 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
შედარების ისტორიის შეცვლა მაგრად მომეწონა, რომელ სიახლეებში ჩაწერას მთხოვ? --მიხეილ მიწერა 20:39, 25 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ძარცვა, ე. ი. სხვისი იდეის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით...

რა მომპარე კი მაგრამ? ვიკრიჭები Deu. 10:23, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სათაური დავინახე და გული გამისკდა, სანამ ავტორს წავიკითხავდი:D რა და ის, რომ ვიკის გარდა სამეცადინოც არსებობს :D --მიხეილ მიწერა 10:25, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰოო, შეგონება საკუთარ თავს : )) Deu. 10:26, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგრამ მშველის კი ეს შეგონება? :( ახლა ვხვდები, რატომ ითხოვდნენ დაბლოკვას. --მიხეილ მიწერა 10:30, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რამოდენიმე

მიხეილ, სიტყვა 'რამოდენიმე' ნებისმიერ მიერ შემთხვევაში არასწორი თუ არის, თუ გინდა, მუსიკაში გავუშვებ awb-ს მაგის ამოსაშლელად. --H.McC. (მომწერეთ) 11:32, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

და ისე მართლა - სტატია Invision Power Board ბოლო დროს უცხო ქვეყნებიდან ანონიმების შემოტევის ობიექტია, რამდენჯერ ამოიშალა უკვე შინაარსი და ხომ საკმარისი მიზეზია, რომ ანონიმებისგან მაინც დავიცვათ? --H.McC. (მომწერეთ) 11:46, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი ჰენრი, ნებისმიერ შემთხვევაში შეცდომაა და თუ გაასწორებ, კარგი იქნება. ამ სტატიას კი დავიცავ. --მიხეილ მიწერა 12:25, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
გავუშვი ბოტი, sit back and relax ვიღიმი მუსიკაში მუშაობს ამჟამად. --H.McC. (მომწერეთ) 12:52, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მშვენიერია. --მიხეილ მიწერა 12:55, 26 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩანართი

მიხაელ გაუმარჯოს. როგორ ხარ? თუ შეგიძლია მასწავლე, ჩანართი როგორ გავაკეთო. აი მაგალითად: ჰეროდოტეს ჩანაწერი ამა და ამ ხალხზე... ცალკე წყაროს სახით რომ იყოს რა.--NikaJiadze განხილვაწვლილი 20:25, 27 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ნიკა. ამის რამდენიმე გზა არსებობს, კონკრეტულად ჩანართი, მაგალითად ასე:

„მოტოციკლით მოგზაურობამ სამხრეთ ამერიკის გასწვრივ, მას გაუღვივა ნახევარსფეროში აშშ-ის ბატონობის უსამართლობის განცდა და კოლონიალიზმის მიერ მისი მაცხოვრებლებისთვის მოტანილი ტანჯვა“.

ჯორჯ გალოუეი, ბრიტანელი პოლიტიკოსი.

და ასევე ციტატების სახით შემდეგი თარგებით: {{ციტატა|მაგალითი}} და {{ციტირება|მაგალითი}}

P.S. ხელმოწერა ნუ გავიწყდება. --მიხეილ მიწერა 20:26, 27 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიხაელ, დროების სტატია ""ინდუსტრიული რევოლუცია" ხელმიუწვდომელი რომ გახადოთ შეიძლება, ანუ მარტო მე რომ ვიმუშავო მაგ სტატიაზე და სხვამ რომ ვერ დაინახოს?--NikaJiadze განხილვაწვლილი 18:49, 28 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ასეთი რამ არ კეთდება ვიკიში. ჩასვი {{მუშავდება|[[მომხმარებელი:NikaJiadze|NikaJiadze]]}} და 2 დღე არავინ ხელს არ ახლებს ამ სტატიას. --მიხეილ მიწერა 19:04, 28 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

იცით თუ არა

მიშა, დღეს განახლების დღეა. მომეშველები იმედია :)). Deu. 06:07, 29 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა ვიღიმი --მიხეილ მიწერა 07:20, 29 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
მგონი უკვე გაგიკეთებია. ცოტა ადრე შემახსენე ხოლმე. --მიხეილ მიწერა 07:22, 29 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა, ახლა ჩათვალე, მომავალი კვირისთვის შეგეხმიანე : )) Deu. 07:34, 29 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
D'accord :) --მიხეილ მიწერა 07:37, 29 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატია როგორ დავწერო ?

გამარჯობა

ახალი ვარ ვიკიპედიაში და მაენტერესებს სტატია როგორ დავწერო ისე რომ ყველამ ნახოს ?


მაგალითად ამის დაწერა მინდა რომ დავწერო

სათაური რადიო 105

რადიო105 იგივე მამაჩემის რადიო რადიო სიხშირე FM 105.0 MHZ პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური საქართველოში, რადიო 105 1992 წელს ახალგაზრდულმა გამომცემლობამ MRM და კომპანიამ CBC დააფუძნეს CBC&MRM, 105 პირველად პირდაპირ ეთერში 1994 წლის აგვისტოში საცდელი გადაცემებით გავიდა1994 წლის 25 სექტემბერს კი ოფიციალურად გავიდა ეთერში, თავიდან რადიოსადგური დღეში 8 საათს მაუწყებლობდა, რადიოს მუსიკალური ფორმატი ძირითადად თინეიჯერებზე იყო გათვლილი. 105-ის პირდაპირ ეთერში ძირითადად 80 / 90 წლების და თანამედროვე მუსიკა გადიოდა, მუსიკის გარდა ეთერში სახუმარო იუმორისტული არტები და გადაცემები გადიოდა 1994-2001 წლებში 105-ის სამხატრო ხელმძღვანელი იყო შალვა რამიშვილი ,105 არაოფიციალური ინფორმაციით პირველი არტრადიო იყო მსოფლიოში. 1992-2001 წლებში რადიოს დამფუძნებლები იყვნენ: MRM ზურაბ მაჭარაძე,მალხაზ რამიშვილი, ზურაბ მირგატია და კომპანია CBC გიორგი ზანგურაშვილი, ლევან ეფრემიძე და აკაკი ეფრემიძე, 2002 წლიდან 105-ის დამფუძნებელია ზურაბ მაჭარაძე. 2010 წელს 105-მა ფორმატი და სახელწოდება შეიცვალა და გადაკეთდა ობიექტივად. ამჟამად მედიაკავშირი ობიექტივის ეთერში პოლიტიკური ინფორმაციები გადაიცემა.


სულ ჩემი დაწერილია ეგ საიტებიდან დაკოპირებული ტექტი არ გეგონოთ ! თუ შეგიძლია რომ თქვენ თითონ ჩასვათ ეს ტექსტი ? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Vipblogger (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 08:11, 1 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია შენი პოზიცია მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ქართული ვერსიაა, არ უნდა იყოს ინფორმაცია რუსულად. ან თუ რუსულ ენაზე გინდათ წაკითხვა , რუსულ ვერსიაში მოიძიეთ. ის რისი წაშლაც მე მინდოდა არის საინტერესო ფაქტები, რომელიც ქართულადაც არის.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Ninuca1212 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ეს ჩემი პოზიცია არაა, ეს ვიკიპედიის წესია! აბა გადახედეთ სტატიებს, 90%-ს უცხოენოვანი ლიტერატურა აქვს მითითებული, ანუ რა გამოდის, რაზეც მასალა ქართულად არ არსებობს, არ დავწეროთ? მესმის ეს ბორჯომია, მაგრამ აღნიშნული სტატია ფრიად კომპეტენტური ადამიანის დაწერილია და ის რჩეულობის ერთ-ერთ კანდიდატადაც კია წარდგენილი. რუსულ წყაროებს თუ დამატებით საკითხავსაც აქვს სტატიაში არსებობის უფლება. მე აღარ მომწეროთ, მსგავსი პრეტენზიები დაწერეთ სტატიის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 14:47, 1 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

SOS

უკანასკნელი რედაქტირებები. ვიკრიჭები ბჰაგავად გიტა. :) --H.McC. (მომწერეთ) 23:52, 2 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რატო ვიყავი წუხელ გასული! რაღაც ძალიან მეცნობა მისი წერის სტილი და საუბრის ტონი, ხომ იცი. --მიხეილ მიწერა 08:35, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც ვიღაცას მაგონებს და ვის, ვერ ვიხსენებ. სტატიას რა უქნა ერთ მომენტში ვიკრიჭები 0 წარმოდგენა აქვს ვიკიპედიაზე. ინგლისურს რომ აკრიტიკებს, გერმანულს დახედოს ან სხვას, სად ნახა მთლიანი ნაწარმოების თარგმანი, მხოლოდ თავების შინაარსი იყო და მაქსიმუმ რამდენიმე ლექსი. --H.McC. (მომწერეთ) 10:17, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიკიწიგნებში ერევა უეჭველი ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 10:19, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
უი, ეს ახლა ვნახე. ტიპური ვანდალიზმი ჩაიდინა. --მიხეილ მიწერა 10:20, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ქვეყანაში ამდენი გაუწონასწორებელი ადამიანია, მაგრამ ქვეყნის გარეთ რამ გაყარა ისინი, აი რა მაინტერესებს. ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:23, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთ რაღაცას მივაგენი, ანუ ეს მომხმარებელიც ეგ ყოფილა. --მიხეილ მიწერა 10:23, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები ვიკრიჭებივიკრიჭები ამ ფრაზას რომ გაკადრებს, იმ ადამიანთან არანაირ კამათს აღარ აქვს აზრი — „ვინ ხარ? ვინმე დიქტატორი ან ქრისტიანი ხომ არა?“ --მიხეილ მიწერა 10:27, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

და კიდევ - მე თუ ახალბედა ვარ, ჩემს მერე ვინც მოსულა, ბარტყი ყოფილა ვიკრიჭები შენ, აიტიშნიკი და სხვები ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 10:30, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აბა შენ ეგ თქვი ვიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭები --მიხეილ მიწერა 10:31, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დახმარება

მიხაელ ამ სტატიას გადახედე, თუ შეგიძლია და მითხარი სწორად დავწერე მნიშვნელოვანი წლები თუ არა. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა NikaJiadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გადავხედავ ნიკა. ამ სტატიაში კი, ეცადე პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები გაასწორო. მაგალითად, ფრჩხილის წინ, ადგილს ვტოვებთ. მოხდა (xxx) და არა მოხდა(xxx) --მიხეილ მიწერა 17:57, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სახალისოდ

ღმერთო, ამ 'იქმნებამ' დამღალა. ვიკრიჭები უნდა ჩამეგდო ახლა წარსულში წასაშლელის თარგი და წაგიშლია. ჰო და მიწერს „იქმნება წარსული“ ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 17:52, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც. არ მომწონს, მაგრამ ხშირად მახალისებს ხოლმე, ვთქვათ რომელიმე ქალაქზე ან პიროვნებაზე რომ ვწერ ვიკრიჭები აი კეთდება რომ იყოს, უფრო მაგარი იქნებოდა ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 17:54, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რითი შევცვალო ეგ იქმნება? მითხარით და შევცვლი ვიღიმი--დათო1010 17:58, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ააა, თუმცა შენ ხომ მთარგმნელი ხარ ტრანსლეიტვიკიზე, კაია. აქამდე როგორ იყო? --მიხეილ მიწერა 17:59, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აქამდე არაფერი არ ყოფილა, ეს ახალი შექმნილი მედიავიკია--დათო1010 18:05, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ანუ რა ეწერებოდა, „რედაქტირება წარსული“? მე ვეღარ ვიხსენებ. --მიხეილ მიწერა 18:06, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
სიმართლე გითხრა აღარ მახსოვს--დათო1010 18:08, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
იქმნება სტატია: „უმაგუმა“. Deu. 05:34, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბრჭყალები და ორი წერტილი თუ დაემატება, მგონი უხერხულობა და გაუგებრობა მოიშთობა :). Deu. 05:34, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო მაგრამ დათო თარგის, ფაილის და კატეგორიის შემთხვევაში რას ვშვრებით? ესე ხომ არ იქნება იქმნება სტატია:თარგი:*****. ეს მედიავიკი ყველასთვის საერთოა. ბრჭყალები და ორი წერტილი კარგია აზრია, მაგრამ არა სტატია--დათო1010 08:20, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მხოლოდ ორწერტილი და ბრჭყალები მშვენიერია, დათოს (1010) ვეთანხმები. --მიხეილ მიწერა 08:22, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
შეცვალე ესე: იქმნება $1 → იქმნება: „$1“. ალბათ ერთი ორ დღეში შეიცვლება--დათო1010 08:30, 4 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი ვიღიმი. Deu. 17:00, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Redirects

Ok, no problem :-) Rzuwig განხილვაწვლილი 18:02, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Thanks. We have not such practice in this Wiki ვიღიმი --მიხეილ მიწერა 18:04, 3 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Solunastra

არ ვიცი რა ამას რა ეშველება. ვიცი ვინც არის, ვიცი რომ საქმის მცოდნეა და რომ უნდა, მაგრამ როდემდე უნდა აკეთოს ეს ერთწინადადებიანი სტატიები, ყოველგვარი წყაროს და კატეგორიის გარეშე... ეჰ... --H.McC. (მომწერეთ) 19:19, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აი მისი მორიგი წყარო (კოპიოების) --H.McC. (მომწერეთ) 19:21, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც ვნახე, რატი თორდია... პირდაპირ თავსატეხი გამიჩინა, წერილებზე ნულოვანი რეაქცია, არც გაფრთხილებებს ითვალისწინებს, კოპივოც აღმოვუჩინე ამასწინათ, ამის შესახებაც გავაფრთხილე, მაგრამ... არადა არც ის მინდა, წავუშალო ასე ხელაღებით და გული ავუცრუო... --მიხეილ მიწერა 19:23, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კოპივოა და აბა როგორ არ უნდა წაიშალოს. გამოსავალი თქვენ უნდა ნახოთ. 1 დღით დაბლოკვა და ასტრონომიული ზომის ფერადი გაფრთხილება უშველის ნეტა? ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 19:25, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კაცურად რა ვიკრიჭები არსებული სტატია - პერიტონზილური აბსცესი. მისი ახალი სტატია - აბსცესი პერიტონზილური ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 19:26, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ვიწყებ ჩემთვის მონიჭებული უფლებების გამოყენებას ვიკრიჭებივიკრიჭები --მიხეილ მიწერა 19:33, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში, მართლა შენს საქმიანობაში ვერევი. მაგრამ მიმაჩნია, რომ წესები ყველასთვის არის დაწერილი - 10 წლის, 20 წლის, 30 წლის, 40 და 50 და პროფესორებისთვისაც. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 19:34, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა! არა, რას ჰქვია ერევი, მე ყოველთვის ამის მთქმელი ვარ — შენ რომ არ მყავდე... პირადად მე მართლა უდიდეს დახმარებას მიწევ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 19:36, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კაი ახლა გავწითლდი. ვიღიმი ჰო ისე აქაც იგივე პოლიტიკა აქვს. 0 ყურადღება. მართლა კაცო, პატარა ბავშვი ხომ არაა, ასაკოვანი ჩამოყალიბებული მოაზროვნე პიროვნებაა. --H.McC. (მომწერეთ) 19:48, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მეც ეგ მაოცებს პირდაპირ. იქნებ ახლა დაფიქრდეს, წაშლილი რომ დახვდება. --მიხეილ მიწერა 19:50, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მგონია, არც იცის, რომ გუშინდელი ნამუშევარი წაიშალა. --H.McC. (მომწერეთ) 19:53, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყოველ შემთხვევაში, მე ვაცნობე, რომ წაიშალა. --H.McC. (მომწერეთ) 19:54, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყველაზე ცუდი ისაა, ამ დროს რომ ჰგონიათ, რომ კარგს აკეთებენ. --მიხეილ მიწერა 19:59, 5 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხუან (ერნსტ) ზუპო

გამარჯობა,

ძალიან მაინტერესებს, რატომ წამიშალეთ ახალი სტატია. მე ვარ ახლადდარეგისტრირებული პიროვნება და კარგად ვერ ვერკვევი ტექსტის დამახსოვრების და გამოქვეყნების სახითხში. გთხოვთ, აღმიდგინოთ ნაწერი და დამეხმაროთ მის გამოქვეყნებაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Franck Ribery 7 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 06:43, 6 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სურათის ან ლოგოს ჩასმა

მიხეილ :) როცა ინგლისურ ვარიანტში ფაილს ბოლოში უწერია .svg და რამდენიც გადმოვიტანე ქართულში იმდენი არ წაიკითხა. როგორ შეიძლება ხოლმე .png ან .jpg ფაილად შეცვლა ხოლმე? --Beneto9 განხილვაწვლილი 18:01, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, svg არაფერ შუაშია, ეს იმიტომ არ გადმოდის, რომ ფაილები ატვირთული იქნება თვითონ ინგლისურ ვიკიპედიაში და არა ვიკისაწყობში. --მიხეილ მიწერა 18:04, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხოდა მაგ შემთხვევაში ვერ ჩავსვავ ქართულში? ლოს ანჯელეს ლეიკერსის მარტო ლოგო დარჩა ჩასასმელი და იქნებ რამე ლოგო ნახო ვიკი საწყობში და ჩასვა--Beneto9 განხილვაწვლილი 18:06, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგი, მივხედავ. საწყობში იშვიათადაა ლოგოები. ჩვენთან ავტვირთავ. --მიხეილ მიწერა 18:11, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
დავამატე ფოტო, ნახე აბა ვიღიმი --მიხეილ მიწერა 18:29, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი ჩასმულია, მარა თქვენ რომ არ გითხრათ? მე ვერ ვიზავ ხოლმე მაგას? --Beneto9 განხილვაწვლილი 18:31, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნახე აბა ფაილი, მიეცი რედაქტირება და დააკვირდი რა გავაკეთე. მონაცემების დაფაზე ისინი უნდა მიუთითო, რაც ინგლისურ ვიკიში აქვს (ან იმ ვიკიში, რომლის სურათსაც ტვირთავ). --მიხეილ მიწერა 18:33, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
თუმცა, მანამდე, ფაილის ატვირთვა ამ გვერდიდან ხდება. --მიხეილ მიწერა 18:34, 7 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დედაქლაქი

დედაქლაქი-ც აღმოვაჩინე რამდენიმე ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 13:13, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მივხედავ მაგასაც. იქიდან გამომდინარე, რომ პირადად მეც მახასიეთებს ასეთი შეცდომები (დედაქალქი, კუნძლი), გადავწყვიტე გადამეხედა და ბევრი აღმოვაჩინე. --მიხეილ მიწერა 13:14, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დააარსდა, დარსდა

დააარსდა და დარსდაც აღმოვაჩინე ვიკრიჭები --H.McC. (მომწერეთ) 17:47, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვავა, ვავა ვიკრიჭები გაიხარე, მივხედავ. მინდა ასეთი „შეტევებით“ ამნაირი ელემენტარული შეცდომები მაინც აღმოვფხვრა. --მიხეილ მიწერა 17:50, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოტი

მიხეილ, მგონია ასეთი სიტუაციაა - ეს შლის არასწორ ინტერვიკის, ბოტი კი თავისას ამატებს ისევ (რომელიც არასწორია). ნახე აბა ცვლილებებში კარგად. --H.McC. (მომწერეთ) 19:05, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხო, რაღაც ძალიან გამიკვირდა. გამოსავალი რა არის ვითომ? მაგ ბოტს დიდი წვლილი აქვს, თან ორი ბოტი ამატებს. --მიხეილ მიწერა 19:07, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰო ეგ საინტერესოა, თან მართლა არასწორ ინტერვიკის ამატებენ. როგორ შეიძლება ეს იყოს ლეიბლის ინტერვიკი? --H.McC. (მომწერეთ) 19:08, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ანუ რომელიმე ვიკიშია არეული და იქიდან შემოაქვს? --მიხეილ მიწერა 19:10, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აი მაგაზე ვიფიქრე. ხდება ეგრე? --H.McC. (მომწერეთ) 19:12, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
დანამდვილებით არ ვიცი, მარა ასე მგონია. --მიხეილ მიწერა 19:13, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რა ვთქვი ტყუილი??? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Naxalovka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. თქვენ თქვენი შეხედულება გაქვთ. ამიტომ, ადექით და უკეთესი საიტი შექმენით. წარმატებები. --მიხეილ მიწერა 14:16, 16 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეკითხვა

სალამი მიშა. შემთხვევით ტერმინმა "ქვეყანამ" ხომ არ გაგაკვირვა? ვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 22:18, 19 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი ოთო. გამაკვირვა არ ქვია მაგას. მე მთები ვიცოდი ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 05:51, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო, მიშა კომპლექსურად მთებია, მაგრამ აი გეომორფოლოგიურად ქვეყანავიღიმივიკრიჭები--ოთოჯი / მომწერე 09:09, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა ეგეთი ნაწერებისთვის 3 დღით ბლოკავენ. კარგი--ოთოჯი / მომწერე 20:36, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო, იქ დაფაფიქსირე უკვე ჩემი აზრი. 6 თვით უკიდურეს ვანდალებსაც კი აღარ ვბლოკავთ უკვე და ლევანი ვანდალი ნამდვილად არაა. უბრალოდ ორივეს ზედმეტი სიფიცხე მოგივიდათ. --მიხეილ მიწერა 20:41, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყოველშემთხვევაში არც 3 დღით ბლოკავენ--ოთოჯი / მომწერე 20:44, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ამ დროისთვის მოვრჩეთ ამ თემას. ქვეყნის სამუშაო გვაქვს. ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებულია. დაველოდოთ სხვა ადმინებსა და ბიუროკრატებს. --მიხეილ მიწერა 20:45, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა მე ადმინისტრატორი ვარ და ჩემს მიმართ სერიოზულ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. არაერთხელ გავაფრთხილე. მაგრამ რად გინდა. ასე არ გამოვა. მე მივიღე გადაწყვეტილება, და მიმაჩნია რომ ასეთი ადამიანები ხანგრძლივ ბლოკს იმსახურებენ. ესეიგი შეიძლება მე ვიღაცა ვლანძღო და 3 დღით დამბლოკონ. რა სისულელეა. მოვითხოვ შეიცვალოს ბლოკირების ვადა. დაბრუნდეს წინა ვადაზე. მე მიშა მართლა წყნარად ვარ. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა. ასე ვერ ვითანამშრომლებთ--ოთოჯი / მომწერე 20:48, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო ცივი გონება. არ ვიცი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე უკვე ყველაფერზე, გაიტანე ფორუმში და გადაწყვიტეთ. --მიხეილ მიწერა 20:52, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაქსიმალურად ცივი გონებით ვმოქმედებ მიშა. მართლა წყნარად ვარ კაცო. ასე არ გამოვა. სხვა ვიკიში სამუდამოთ დაბლოკავდნენ. კი გვიყვარს ხოლმე სხვა ვიკიპეიდებთან შედარება. ახლა რა ხდება--ოთოჯი / მომწერე 20:58, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა მოდი მანამ შევთანხმდებით გთხოვ დააბრუნე ვადის თარიღი.--ოთოჯი / მომწერე 21:09, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიშა გთხოვ შეცვალე თორემ მე შვეცვლი.--ოთოჯი / მომწერე 21:15, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ოთო, 6 თვით მხოლოდ აი ასეთი IP მისამართები გვაქვს დაბლოკილი [1], [2], [3]. დასკვნები შენ თვითონ გამოიტანე. --მიხეილ მიწერა 21:16, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგ რა შუაშია მიშა. შენ თვითონაც იცი რა სიტყვები მომწერა. ხომ გეუბნები უპრეცენდენტო შემთხვევაა თქო. ასეთი სიტვებით არ უნდა ლანძღავდნენ ადმინისტრატორებს. კარგი რა. უბრალოდ სხვა ვიკიპედიებში გაიკითხე. ასე სიტყვები სამუდამო ბლოკია. აბა ეს რა საქციელია ახლა. საიდან დავიწყე და სად წავიდა ადამიანი. ერთი რამეა მიშა. როც ადამაინი ასე ილანძღება ჭკუა თუ არ ასწავლე იგივეს გაიმეორებს. ეს ფაქტია--ოთოჯი / მომწერე 21:22, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მესმის ოთო შეურაცხყოფა მოხდა, ძნელი ასატანია მაგრამ მერწმუნე, სამდღიანი ბლოკი სრულიად საკმარისია. მოდი მთლად ჩვენ ნუ გადავწყვეტთ, ჩვენ გარდა აქ სხვა ძალიან ბევრი ხალხია. თუ სხვა ვიკიპედიებს შევეხებით, იქ კი სამუდამო ბლოკი თითქმის არსად აღარ არსებობს და მხოლოდ მცირეხნიანი, ხშირად რამდეინმესაათიანი ბლოკით შემოიფარგლებიან. --მიხეილ მიწერა 21:26, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ ასე არ შეიძლება მიშა. არა მხოლოდ ჩემი არამედ ვიკიპედიის აბუჩად აგდება და 3 დღიან ბლოკზე გაშვება აბსურდია. ხომ იცი რომ არიან ვიღაც ვიღაცეები, რომლებსაც ჩემი თავიდან მოშორება უნდათ. მაგრამ ხომ იცი რომ ეს არ გამოუვათ არასოდეს.ვიღიმი მაგათ ჯინაზე ათასჯერ მეტს გავაკეთებ.ვიღიმი. ხომ იცი კლავიატურით ბლატაობენ შორიდან კაცობაზე თავს დებენ. პირისპირ ვინ როგორ გამოჩნდება ამას ვნახავთ--ოთოჯი / მომწერე 21:32, 20 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თარგი ბანკი (ან ბანკები)

მიხეილ გამარჯობა,

თარგის დამატებას ვცდილობდი და არ გამოვიდა, შენც წაშალე მერე. სამწუხაროდ, ვერ გავერკვიე კარგად, თუ როგორ უნდა დავამატო თარგი – და რა წესებს ექვემდებარება მისი დამატება.

ხომ არ შეგიძლია დამეხმარო? ნიმუში აღებული მქონდა რუსული ვიკიდან – მანდ კარგად ქონდათ სტრუქტურირებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტზე უნდა იყოს მითითებული.

წინასწარ დიდი მადლობა --Dv0rsky განხილვაწვლილი 09:49, 22 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისთვის, შვებულებაში ვიყავი. შევეცდები დაგეხმაროთ. --მიხეილ მიწერა 14:22, 26 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბმულების შესახებ

მიხეილ, როგორც მითხარი საერთაშორისო ბმულები დავამატე. თუ რაიმე შენიშვნა გაქვს მომწერე. მიხარია, რომ მეც ვეხმარები ქართულ ვიკიპედიას. :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Zurakapanadze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვუპასუხე მის განხილვის გვერდზე. --მიხეილ მიწერა 16:13, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მორიგი

ოჰოჰო --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე, მადლობა ვიღიმი --მიხეილ მიწერა 17:19, 28 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰიაკუმე

ჰიაკუმე — მიხვდები :) — G.G. 14:46, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კიიიი ვიკრიჭები თან ლექსიკონის ავტორის გვარ-სახელი ჩემსას როგორ ჰგავს ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 14:53, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაგას კი არ დავკვირვებივარ ვიკრიჭები გაგახსენდა ხომ ჩვენი დისკუსია ხურმა-კარალიოკის შესახებ? ვიკრიჭები თურმე ასეთი უცნაური სახელი ჰქონია. აი სად იყო, ეგ არ მახსოვს... — G.G. 14:58, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე მახსოვს, სკაიპში იყო ენა მართლა რა უცნაურია. კახელ გლეხს უნდა უთხრა, ეზოში კარალიოკი კი არა ჰიაკუმე გიდგასო და რექაცია ხომ წარმოგიდგენია ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 15:01, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც გამახსენდა :) რეაქცია წარმომიდგენია ვიკრიჭებიG.G. 15:03, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

:D

მომხმარებელი:Xashurski და მომხმარებლის განხილვა:Xashursky, მოკლედ რა ვართ ეს ხაშურელები არააა? :D:D:D:D --ჯაბა ლაბაძე 15:24, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კახელებს მაინც ვერ აღგვემატებით რაოდენობით ენა --მიხეილ მიწერა 17:39, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნუ ეხლა მთლად კახეთპედია არაა ჩვენსკენ, მაგრამ ხო ხედავ წინსვლა აშკარააააა. :D--ჯაბა ლაბაძე 20:40, 29 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აი კიდევ ერთი ხაშურელი--Γεώργιος 13:03, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გიო მაგასაც მე შევყარე ვიკისენი. :D --ჯაბა ლაბაძე 14:20, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აღარ ხუმრობთ. ხაშური — ვიკი ქალაქი ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 14:22, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --ჯაბა ლაბაძე 14:32, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აბა ახმეტელი ვიკიპედიელები დაგვანახე , ხაშურს რო დაცინიხარ. ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები--Γεώργιος 15:20, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სადა ყავს თორემ სიამოვნებით იზამდა მაგ საქმეს. ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები--ჯაბა ლაბაძე 20:04, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შაუ ბიტე! :-) Deu. 19:40, 30 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შავიხედე :) --მიხეილ მიწერა 19:55, 30 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
სხვათაშორის ეს კანონი გვეუბნება, რომ ქალაქი არის არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია, სამწუხაროდ სურამში საქალაქო მეურნეობა არაა და ამიტომ გააჩნია დაბის სტატუსი. სამაგიეროდ სურამში არის კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. --ჯაბა ლაბაძე 03:52, 31 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შუამიწეთის არსებების სია

ბოდიშს ვიხდი ჩემი სიტყვებისათვის Tato Iakobidze განხილვაწვლილი 11:02, 4 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეიხედე

გთხოვ რეაქცია გამოხატო აღნიშნულის შესახებ და გამარკვიო რამდენად სწორი საქციელია ადმინისტრატორის მხრიდან ამის გაკეთება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თანაც გამორჩევით. როგორც წესი მინიმუმ განხილვა მაინც უნდა ყოფილიყო. იქნებ ვიკიპედიის მიღმა განიხილეთ რამე? --ჯაბა ლაბაძე 03:35, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოდი, ჯერ თავად დათომ განგვიმარტოს ვიღიმი --მიხეილ მიწერა 06:58, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბოლო ცვლილებები არ მქონდა ნანახი. გადაჭრილა უკვე პრობლემა. --მიხეილ მიწერა 07:00, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

DeuBot

გამარჯობა, მიშა. ვიღაცას პორტუგალიურ ვიკიში შეუქმნია ანგარიში Deu bot. მართალია მე DeuBot მინდოდა, მაგრამ სისტემა მეუბნება, რომ ძალიან ჰგავს ეს სახელები და არ შეიძლება რეგისტრაცია. Bot-ის ნაცვლად სხვა ბოლოსართის გამოყენება შეიძლება რობოტისათვის? Deu. 06:08, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს დათო. გადავხედე მეტაზე ბოტების პოლიტიკას და სახელზე უწერიათ, რომ სავალდებულო არაა, მაგრამ მაინც უნდა შეიცავდესო Bot-ს. შეგიძლია აიღო DeuBOT, DEUBOT, BotDeu და ა. შ. ასევე შესაძლებელია მრავალმნიშვნელოვნის ფორმით დაარქვათო სახელი, მაგალითად Deu (bot). --მიხეილ მიწერა 06:57, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კაი, ვიფიქრებ ჯერ :). ერთ ერთი ვერსია: Deu's Machina ვიკრიჭები. Deu. 11:35, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

იამბიკო

გაგიმარჯოს მიხეილ, დიდი მადლობა რჩევისათვის. ვეცდები გათვალისწინებას, იქნებ დავხვეწო სტილი :) წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Tea Kimeridze (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა

გამარჯობა, მე ვარ ნუცა შავლაძე ქრისტია–დემოკრატიული მოძრაობის პრესსამსახურის უფროსი. იქიდან გამომდინარე, რომ ვიკიპედიას და ასევე სოციალურ მედიას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გვინდა მოვახდინოთ გიორგი თარგამაძის ვიკიპედიის გვერდის რედაქტირება, როგორც ჩანს აქ არის გარკვეული პრინციპები და სტანდარტები რომლის დაცვაც უნდაა მოვახდინოთ ასე რომ კარგი იქნება თუ ამ კუთხით ვითანამშრომლებთ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს თქვენთან შეხვედრის. გთხოვთ როცა გამონახავთ დროს მოგვწეროთ და იქნებ გავისაუბროთ როგორ შეიძლება მოვახდიოთ აღნიშნული გვერდის ოპტიმიზაცია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Taktaka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გამარჯობა. სასიამოვნოა, სტატიის გაუმჯობესების სურვილი რომ გაქვთ. ბიოგრაფიაში შემოტანილი ტექსტი, მით უმეტეს პოლიტიკოსის, უნდა იყოს ენციკლოპედიისთვის მისაღები და არ უნდა ატარებდეს სააგიტაციო ხასიათს. გირჩევთ მანამდე ეს ბმული ნახოთ და საფუძვლიანად გაეცნოთ ვიკიპედიაში მუშაობის წესებს. რაც შეეხება შევხედრას, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არა მგონია შევძლო, მაგრამ შეგიძლიათ ფოსტაზე მომწეროთ თქვენი ფეისბუკის მისამართი და ამ რეჟიმით დაგეხმაროთ ვიღიმი --მიხეილ მიწერა 12:23, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან სასიამოვნოა nutsa shavladze (facebook) დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება...

რაია ეგ?

სადა წერ, ბიჭო?! ვიკრიჭები Deu. 08:02, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, ბოდიშს ვიხდი.. გადამავიწყდა მაგ გვერდის არსებობის შესახებ. თუ საჭიროდ მიგაჩნიათ გავაუქმებ და მაგ გვერდზე წამოვაყენებ ხელახლა. სულ ერთია, ჩართვით მაინც ჩაერთვება... – BruTe () 08:08, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ტიტუუუ, ისეთი ბანერი დამხვდა გვერდზე, წერილის, რომ დავიბენი, მადლობა დათო. რა საჭიროა ზედმეტი ბიუროკრატია? როგორც ბიუროკრატს, შემიძლია უარი ვთქვა ამ კენჭისყრის წამოწყებაზე? --მიხეილ მიწერა 08:10, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო, ზედმეტი პედანტური ბიუროკრატია იქნება. შემდეგი მოწონება წინასწარი თანხმობის ტოლფასია სამართლებრივად ვიღიმი. Deu. 08:12, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რა თქმა უნდა. (რედ. კონფლიქტი) – BruTe () 08:13, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხოდა ჰქონდეს ეს სტატუსი, ეკუთვნის. დათოს ვეთანხმები, გარკვეული აზრიც უკვე გამოიკვეთა. --მიხეილ მიწერა 08:15, 9 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფრანგული

მიშა ერთი ამ ფრანგი მსაჯის სახელი და გვარი ქართულად თარმნე რა როგორ იქნება--დათო1010 12:08, 13 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სწორია, სტეფან ლენუა. საერთოდ, Y უდრის ორმაგ i-ს, oi კი ერთად იკითხება როგორც უა. --მიხეილ მიწერა 12:12, 13 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეგ არა ქვევით მსაჯის ასისტენტებში რომ წერია ფრანგულად ის--დათო1010 12:15, 13 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აა, ვნახე. მიკაელ ანონიე. --მიხეილ მიწერა 12:19, 13 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ვიღიმი--დათო1010 12:22, 13 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]