მომხმარებლის განხილვა:MIKHEIL/არქივი 2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიშა ეს პირველი და სხვა მრავალი. :) — ჯაბა ლაბა 17:03, 9 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პასუხი

გაუმარჯოს მიშა. ბოდიში გვიან რო გწერ. არ მეცალა არანაირად და.. არაფერი არა მწყენია, რაზეა საუბარი. უბრალოდ საჭიროა რომ ყველამ ისწავლოს სხვისი აზრებისა და სტატიების დაფასება; --Otogi განხილვაწვლილი 11:07, 11 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები ოთო და მიხარია შენი დაბრუნება :) --მიხეილ () 15:31, 11 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე მიშა. შენს დამოკიდებულებას ჩემდამი მე დიდად ვაფასებ. მადლობა --Otogi განხილვაწვლილი 16:05, 11 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰმ. ამის მიხედვით შენი თანხმობა მჭირდება. — GIO→13 () 21:48, 13 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პასუხი აქ დავწერე --მიხეილ () 22:17, 13 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კითხვა

ბატონო მიხეილ, დღეს დავწერე სტატია მდივანბეგთა სასამართლო. მაგრამ როდესაც ვიკიპედიის ძებნაში ვწერ საძიებო სიტყვას (მაგალითად, „მდივანბეგ“), შესაძლო ვარიანტებში იგი არ მაჩვენებს „მდივანბეგთა სასამართლოს“. რა უნდა ვქნა ხოლმე იმისთვის, რომ ახლად დაწერილი სტატია ჩანდეს საძიებო სისტემაში? თუ სისტემა ავტომატურად ახლდება და ეს ცვლილება თავისით აისახება ძიებაში? პატივისცემით,— Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 14:09, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნუ წუხხართ, ეს ასე ხდება, სანამ მონაცემები სერვერზე აისახება, როგორც წესი, შესაძლო ვარიანტებში მხოლოდ 1 ან 2 დღის შემდეგ „გამოაგდებს" სისტემა, მანამდე კი მიუხედავად ამისა, მოძებნას თუ მისცემთ, მაინც მოგიძებნით :) --მიხეილ () 14:13, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია

გამარჯობა. განვაახლე თარგი:ინფოდაფა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, კერძოდ, წინამძღვარში, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს დავუმატე ტიტული „მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა“, რომელიც უწმიდესს წმინდა სინოდმა ცოტა ხნის წინ მიანიჭა. ამავე ტიტულით მოიხსენიება უწმიდესი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.[1] მაგრამ ეს ცვლილება არ აისახა სტატიაში საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია — ელოდება უფლებამოსილი რედაქტორის მიერ შემოწმებას. გთხოვთ, შეამოწმოთ და გამოაჩინოთ იგი. პატივისცემით, — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 15:24, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შემოწმდა--მიხეილ () 17:03, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გმადლობთ.— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:18, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისე, ბატონო მიხეილ, მაგ სტატიის განხილვის გვერდზე [2] დაწერილ ჩემს მოსაზრებაზე რა აზრის ბრძანდებით?— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:21, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დავწერე ჩემი მოსაზრება, სხვებსაც დაველოდოთ. ისე ჩემი თხოვნა იქნება „ბატონო" ან „თქვენობით" ნუღარ მომმართავთ, უბრალოდ მიშა ან მიხეილი დამიძახეთ :) --მიხეილ () 18:25, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგი, გასაგებია. მაგრამ რთული იქნება „შენობით“ მოგმართოთ, რადგან არ გიცნობთ კარგად :)— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 19:01, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორც თქვენს გვერდზე ვნახე, სტუდენტი ხართ, მეც სტუდენტი ვარ, ასე რომ თავისუფლად:)--მიხეილ () 19:02, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
:) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 19:07, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

რუის-ურბნისის ძეგლისწერა

გამარჯობა, მიხეილ. ვკითხულობდი სტატიას რუის-ურბნისის ძეგლისწერა, თუმცა მასში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა მოცემული. მსურს, სტატიაში ჩავამატო ინფორმაცია, მაგრამ გამოდის ისე, რომ, ფაქტობრივად, იგი სულ თავიდან უნდა დავწერო. მაგრამ ამისგან მაინც თავი შევიკავე, რადგან იგი ვიკიპედიელების დაწერილია. შეიძლება, რომ ეს სტატია თავიდან დავწერო?ანუ არსებითად შევუცალო სტატიის დღევანდელ რედაქციას სახე და შინაარსი? რა თქმა უნდა, იმასაც გავითვალისწინებ, რაც ახლა წერია იქ და ასევე მივუთითებ ახალ, სანდო წყაროს. — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 17:34, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ნოდარ! ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, სადაც ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მუშაობა. მას ყველა ერთად ვქმნით და ვაუმჯობესებთ. როდესაც ჩვენ რაიმე სტატიას ვწერთ, თავიდანვე გაცნობიერებული გვაქვს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი რედაქტირება ჩვენს დაუკითხავად. როდესაც ვიკიპედიაში მუშაობ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ამ „პირობაზე" თანახმა ხარ. სტატიების დახვეწა-დამუშავება შეუქცევადად გრძელდება და ვიკიპედიელები მოხარული ვიქნებით, თუკი აღნიშნულ სტატიას იმაზე უკეთეს სახეს მისცემ, როგორც ის დღესაა, თუნდაც მისი თავიდან გადაწერა გახდეს საჭირო :) ამას კი შენი უკვე შექმნილი სტატიები მაფიქრებინებს და ალბათ სხვა ვიკიპედიელებიც დამეთანხმებიან . ასე რომ წარმატებები :)--მიხეილ () 17:43, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობ. კარგი, ავკრეფ სტატიას, დახვეწილ სახეს მიცვემ და შევცვლი :) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 17:46, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, მიხეილ. როგორც გითხარი, თავიდან დავწერე სტატია რუის-ურბნისის ძეგლისწერა. გთხოვ, შეამოწმე იგი, გვერდი შეუმოწმებელია. თუ რამე შენიშვნა გექნება, დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ. — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:02, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შემოწმდა მშვენიერი სტატიაა ნოდარ. ისე მოწერა აუცილებელი არაა შემოწმების თაობაზე, დაინახავს რომელიმე შემმოწმებელი და დაამოწმებს ვერსიას. წარმატებები, ასე გააგრძელე :) --მიხეილ () 18:29, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კარგი, მადლობ :) — Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:31, 18 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ლათინურამერიკული ფორუმი

gamarjoba mikheil,

rogorc tkveni wiki-statiebidan sheinishneba, spezialisirebuli xart latinuri amerikis kontextshi. dzaan gagvixardeboda tu miigebedit საქართველოს ლათინურამერიკული ფორუმი ganvitarebis proektshi moawileobas.

gadaxedet shemdgom gvers da tu interesi geknebat mogvweret facebook-se: http://www.facebook.com/home.php?sk=group_211643732191649#%21/home.php?sk=group_211643732191649

საქართველოს ლათინურამერიკული ფორუმი http://georgialatin.com pativscemit lexo— Americas82 განხილვაწვლილი 18:47, 19 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით. სწორად გამოიცანით ჩემი ინტერესთა სფერო. გავეცნობი თქვენს ფორუმს აუცილებლად, დიდი მადლობა :)--მიხეილ () 19:06, 19 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის არჩევნები

დასრულების თარიღი: 21:41, 20 მაისი, 2011 (UTC) - მიხო ვინმე შეატყობინებს შენს არჩევას?--ცანგალა () 17:38, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

როგორც წესი, მგონი ვინმე ატყობინებს ხოლმე, არა? ალბათ ახლაც ასე მოიქცევა ვინმე:)--მიხეილ () 17:41, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ არჩევას. იმედია პასიური არ გახდები, როგორც წინა არჩევნების ადმინისტრატორები. ოფიციალურ ჩართვაც მალე იქნება.--ცანგალა () 17:44, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ცანგალა. ვიკიპედია ჩემთვის უკვე ცხოვრების წესად იქცა და აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნები თუ არა ადმინისტრატორი. მე ძველებურად ვაგრძელებ მუშაობას, პირველ რიგში, როგორც რიგითი მომხმარებელი და მერე სხვა დანარჩენი.--მიხეილ () 17:51, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

როგორც ახალი ადმინი წაშლებს და მომხმარებლების დაბლოკვას ერთი ხელის მოსმით ნუ გააკეთებ. ასზე გაზომე და ერთხელ გაჭერი ვიღიმი. წარმატებები.--ცანგალა () 17:49, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია :) --მიხეილ () 17:52, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ

მიშა, გილოცავ ოფიციალურად გაადმინისტრატორებას, შენ ვიკიპედიის ღირსება ხარ. იმედია შენებური ხარისხიანი სტატიების რიცხვი არ მოიკლებს. წაშლამ არ გაგიტაცოს და ტემპი არ დააგდო. წარმატებები მეგობარო. — ჯაბა ლაბა 18:08, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჯაბა. საჯაროდ ვდებ პირობას, ჩემი მუშაობის ტემპი არ დაეცემა :) ჩემი ახალი "იარაღიც", ადმინისტრატორის სიმბოლო – ცოცხი, მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი და მეორადი იქნება, პირველი და მთავარი იარაღი თუ შეიძლება ამ შემთხვევაში ეწოდოს კვლავაც "კალამი" იქნება :) --მიხეილ () 18:12, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ მიხეილ. შენზე იმედებს ვამყარებ. მით უმეტეს, დღის გარკვეულ და საკმაოდ დიდ პერიოდში აქ გხედავ ხოლმე და იმედია, უსაქმურების ნამუშევრებს მიშლი ხოლმე ოპერატიულად, რომ მერე 1 კვირა არ იდოს წასაშლელ კატეგორიებში :) — BH განხილვაწვლილი 18:15, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა floydgeo. მართალი ხარ, თავისუფალი დროის 95%–ს აქ ვატარებ, მათ შორის ლექციებს შორის შესვენებისაც :D ნამდვილად აღარ მოუწევს უსაქმურების "ნამუშევრის" დიდი დროით ტვირთვა ვიკიპედიას :) ყოველ შემთხვევაში შევეცდები ასე იყოს. --მიხეილ () 18:23, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ! გილოცავ! გილოცავ! წარმატებები ახალ ამპლუაში :). — დავით პასუხი 18:36, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა დავით! :) --მიხეილ () 18:45, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

უფ ეს როგორ გამომრჩა :) მეც გილოცავ და წარმატებები ვანდალებთან ბრძოლაში :)--Δαβίδ 19:01, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე დათო :)--მიხეილ () 19:06, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ მიშა, წარმატებები და გაგვახარე შენი მეტად საჭირო სტატიებით, კიდევ და კიდევ. გახსოვდეს შენ კარდინალურ სტატიებზე მუშაობ, რაც მეტად მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე (და საერთოდ) ვიკიპედიისთვის. მთავარია რომ ასე გააგრძელო ყოველთვის. აბა შე იცი გეოგრაფო ვიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 19:18, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ოთო უღრმესი მადლობა :) --მიხეილ () 19:34, 20 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ, მიხეილ, და წარმატებებს გისურვებ! —G.G. 06:18, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჯერ არ ჩაგერთო პანელი? მეგონა, ჩაგერთო.. — BH განხილვაწვლილი 10:42, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გიორგის მადლობა მოლოცვისთვის. პანელი კი ჯერ არ ჩამრთვია Floydgeo, ჯერ არც კი მიუმართავს არავის ბიუროკრატისთვის.--მიხეილ () 10:50, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, ეგ მწერალი მართლა არსებობს და ორი წიგნიც აქვს გამოცემული. თუ რამეს მოვიძიებ, დავწერ. უნდა ეყაროს ინფო ქართულ ნეტში. — BH განხილვაწვლილი 11:39, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბოდიშს ვიხდი, ნამდვილად არ გამიგია და მეგონა მორიგი ვანდალიზმი იყო (დროს ჩამოვრჩი).--მიხეილ () 11:47, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

აი ახლა ფუნქციონერი ადმინი ხარ. — ჯაბა ლაბა 17:13, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ყველას დიდი მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის! ვიღიმი --მიხეილ () 17:16, 21 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ დაგვიანებით, წარმატებები. ვიღიმიBruTe () 07:50, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დაგვიანებთ მაგრამ გულით გილოცავ. წარმატებები და საუკეთესო სურვილები. :) — GIO→13 () 15:24, 27 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვუერთდები მოლოცვებს. წარმატებები.--Ouzo განხილვაწვლილი 15:37, 27 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტერმინ-სტატია "აპოლონ ურუშაძე"

ტერმინ-სტატიაში "აპოლონ ურუშაძე" 20 და 22 მაისს შევიტანე ორი ცვლილება, რომლებიც ეფუძნება შესაბამის წყაროებს. გთხოვთ, ეს ცვლილებები დატოვოთ ტექსტში.

პატივისცემით,

ლევან ზ. ურუშაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ხელოვნების და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი

ტერმინ-სტატია "აპოლონ ურუშაძე"

მოგესალმებით, მიხეილ!

ტერმინ-სტატიაში "აპოლონ ურუშაძე" გუშინ და დღეს შევიტანე პროფესორ აპოლონ ურუშაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული ორი მნიშვნელოვანი ცვლილება, დაფუძნებული ოჯახში დაცულ შესაბამის წყაროებზე. გთხოვთ, აღნიშნული ცვლილებები დატოვოთ ტექსტში.

პატივისცემით,

ლევან ზ. ურუშაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის კურატორი, ხელოვნების და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი— 188.169.54.138 01:16, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით ბატონო ლევან! პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, სადაც ნებისმიერს შეუძლია მუშაობა, ოღონდ გარკვეული შიდა წესების დაცვით. თქვენ მიერ გაკეთებულ ცვლილებებში ვერ ვხედავ რაიმე ისეთს, რომ გეშინოდეთ მისი ტექსტში დატოვება-არდატოვების, პირიქით, მადლობის მეტი ვიკიპედიელებს არაფერი გვეთქმის. კარგი იქნებოდა, თუ სხვა სტატიებზეც შემოგვიერთდებით, რა თქმა უნდა თვენი ინტერესების სფეროს გათვალისწინებით. წარმატებები :) --მიხეილ () 05:32, 22 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფიტოლექსიკონი

გამარჯობათ! გადავწყვიტე შეგაწუხოთ ჩემი პრობლემით, ვინაიდან, მემგონი რაღაცა არასწორად გავაკეთე (ეს ჩემი პირველი მცდელობა არის ვიკიპედიასთან!). საქმე იმაშია, რომ დღეს გადმოვიტანე ჩემს მიერ შედგენილი, ”ფიტოლექსიკონი: ქართულ–რუსული” და ისე დავამახსოვრებინე, სახელი და გვარი არ მიმითითებია, მხოლოდ წყაროს ჩამონათვალში, ბოლოში მითითებული მაქვს ნინო თურქესტანიშვილი.თუ შეიძლება გამარკვიეთ როგორ მოვიქცე, ვინაიდან არ მინდა ჩემი ამდენი ხნის შრომა დამეკარგოს. საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის ვერ ვიძიებდი ამა თუ იმ მცენარის თარგმანს და ამან მიბიძგა მომეძიებინა და შემეგროვებინა ყველა ჩემს ხელთ არსებული წყაროებიდან ინფორმაცია (რასაც რამოდენიმე წელი დასჭირდა!). იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი პატარა ნაშრომი არ დაიკარგება და სხვებსაც დავეხმარებით საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში. პატივიაცემით ნინო თურქესტანიშვილი — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Nini-Tu (განხილვაწვლილი).

გამარჯობა ქალბატონო ნინო! სამწუხაროდ თქვენ მიერ შედგენილი ფიტოლექსიკონი მე წავშალე, ვინაიდან ვიკიპედიის არანაირ წესს არ აკმაყოფილებდა. შესაძლოა ის მართლაც საინტერესოა, მაგრამ არა ვიკიპედიისთვის. მე თქვენ უკვე გამოგიგზავნეთ და კიდევ გამოგიგზავნით დახმარების გვერდებს, ჩვენი დიდი თხოვნა იქნება, მიჰყვეთ იქ მოცემულ ბმულებს და საფუძვლიანად გაეცნოთ ვიკიპედიის წესებს. თუ რატომ წაიშალა თვენი ლექსიკონი, შეგიძიათ იხილოთ აქ--მიხეილ () 13:32, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამედეო კლემენტ მოდილიანი

მოდილიანი - ეს სტატია შენ შეამოწმე? ამადეო კლემენტ მოდილიანი უნდა იყოს ამდეო.--ცანგალა () 20:47, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, მე შევამოწმე, იმიტომ რომ სტანდარტებს აკმაყოფილებდა და წყაროც ჰქონდა მითითებული, ანუ გამართული იყო, ხოლო ამდეო თუ იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი, არ მაქვს ქსე და მე ამდეო ვიცოდი. --მიხეილ () 20:50, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
აქვე თხოვნა მაქვს, იქნებ ვინმე დამეხმაროს, რატომ იწერება ჩემი განხილვის გვერდის უკანასკნელი რამდენიმე შეტყობინება პატარა შრიფტით? --მიხეილ () 20:52, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქსე არ გაქვს, მაგრამ სტატიაში წერია (იტალ. Amedeo Clemente Modigliani ) , არსებობს სხვა ვიკიპედიის ბმულები. ვიღიმი. ვაჟა გიგაშვილი - ამ სტატიაში დაბ. თვე კი ჩავწერე, მაგრამ რიცხვი არ არის მითითებული - ესეც შემოწმებულია. რაც შეეხება პატარა შრიფტს მე მეგონა, რომ შენი სურვილით არის. შენს კონფიგურაციაში ხომ არ არის რამე შესაცვლელი?--ცანგალა () 21:00, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არა, მე არაფერი შემიცვლია, თავისით დაყენდა. სხვა ბმულები კი არსებობს, მაგრამ ყოველთვის ხომ ისე არაა დამკვიდრებული ქართულში, როგორც სხვა ენებში? ამის უამრავი მაგალითი არსებობს. პირადად მე ამედეო არ გამიგია ქართულში, თუ რამე დავაშავე, ბოდიშს ვიხდი. რაც შეეხება შემოწმებას, მე მხოლოდ ამ პრინციპებით ვმოქმედებ ამ პროცედურისას :)--მიხეილ () 21:19, 23 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამადეო/ამედეო

ცანგალ მოდილიანი მიშას კი არა არამედ ჩემი აშკარა შეცდომაა. სტატია მე გადავამუშავე და ამადეოს (ე) არ ჩავუსწორე რადგან ვერ შევნიშნე (უყურადღებობა). ხოლო სტატიის გადამუშავების შემდეგ მოდილიანი მიშამ შეამოწმა. ეგ მიშას კი არა მე მაქვს ბოდიში მოსახდელი, რომ შევამოწმე და [ა]-ს ნაცვლად [ე] არ დავუწერე. ამადეოს რაც შეეხება, მიშასი არ იყოს მეც იმდენად ამადეო ვიცოდი რომ როცა ქსე-ს ჩავხედე ავტომატიურად ამადეო ამოვიკითხე, წარმოგიდგენიათ.

ვფიქრობ სერიოზული მაინც არაფერი არ მომხდარა.პატივისცემით --Otogi განხილვაწვლილი 10:11, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე იმას დავამატებ, რომ ამ პრინციპით თუ მივუდგებით შემოწმების საკითხს, გამოდის ტყუილად შემოგვიღია, თუკი მხოლოდ იმ სტატიებს დავამოწმებთ, რომლებშიც ინფორმაციის სიზუსტეზე 100%-ით ვართ დარწმუნებული. კი მაგრამ გვაქვს ასეთი სტატია? ან არის ასეთი შემმოწმებელი ვინც ყველა სფეროში ერკვევა და თავის თავზე იღებს მის უტყუარობას? გამოდის სტატიების უდიდეს ნაწილს შემოწმება არ უწერია. დავამოწმოთ მაშინ მხოლოდ ქსე-ს სტატიები. --მიხეილ () 10:24, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იცით რას გეტყვით - საბოდიშო არავის არაფერი არ აქვს და არ გვაქვს. შეცდომისგან არავინ არ არის დაზღვეული. ჩემი დიდი დიდი თხოვნაა, რომ ყველა ყურადღებით ვიყოთ. 100%-ით ვართ დარწმუნებული არც ერთი სტატიაში არ ვიქნებით, მაგრამ ელემენტარულია სახელი და გვარი და დაბადების თვე, რიცხვი, წელი. წარმატებები --ცანგალა () 10:31, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიშა სამწუხაროდ აქ უფრო მეტი პრობლემაა. სამწუხაროდ არც ქსე-ა 100 % დამაჯერებელი ინფოს მატარებელი (წინათ ამის შესახებ დათოსაც ვწერდი, მაგ.: ტბების შესახებ). და თავისთავად თვალდახუჭული ქსე-ს არ უნდა ვენდოთ (რადგან ქსე-ს ძალიან დიდი ნაწილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის კოპივოა). აი კოპივო როა ეს ცუდი კი არ არის, ცუდი ის არის რომ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიაა ძალზე მოძველებული.

ასეთ შემთხვევაში ისმის შეკითხვა, აბა ოთოჯი რატომ ხმარობს ასე აქტიურად ქსე-სო, მე კი ვხმარობ ქსე-ს მაგრამ დამატებით ვამოწმებ მასში ინფოს, დიდი გეოგრაფების ნაშრომების გათვალისწინებით, და ყველას მოვუწოდებ რომ ასე მოიქცეს (უნდა გადამოწმდეს აუცილებლად დამატებით).

მაგრამ რადგან დღეისათვის არ არსებობს ქსე-ს ნაირი გამოცემა, ასეთ შემთხვევაში ბევრ საკითხში ისევ ჯობს რომ ქსე-ს მივემხროთ, ბოლო-ბოლო ვიკი ეს ენციკლოპედიაა, ქსე-ც ენციკლოპედიაა--Otogi განხილვაწვლილი 11:14, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

p.s. მიშა შემთხვევით მეტეხის ციხის (მტკვრის დონიდან) სურათები ხომ არ გაქვს (სადაც ოთხკუთხედისებური ამოქვაბული ჩანს) ?

გეთანხმები ოთო, მე ზოგადად ვთქვი, თორემ ყველაფერში ქსე-ს ნდობა გამორიცხულია. სურათი არ მაქვს სამწუხაროდ. --მიხეილ () 16:21, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შეგაწუხე მიშა და კიდევ ერთი. სტატიაში არეულშრეებრივი კონგლომერატები შენ ქე-ს [ს] დაუმატე რაც არასწორია. ეგ სტატია ქსე-დან არ მაქს ამოღებული (ქსე-ში არ არსებობს ასეთი სტატია). ეგ სტატია არსებობს თბილისის ენციკლოპედიაში, რომელიც მხოლოდ ერთი გამოცემაა (გად. ერთი ტომი), რომელიც 2002 წელს არის გამოცემული. ხოლო ქე-ში იგულისხმება მხოლოდ ქართული ენციკლოპედია. პატივისცემით--Otogi განხილვაწვლილი 16:28, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე კი მეგონა ტექნიკური შეცდომა გაგეპარა, გასაგებია ახლა:) ეგ ენციკლოპედია კი მაქვს მეც :)--მიხეილ () 16:31, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ქე-ში იგულისხმება მხოლოდ ქართული ენციკლოპედია „საქართველო“, რომლის მხოლოდ ერთი ტომია გამოსული 1997 წელს. „საქართველო“ - ეს აუცილებლად ჩავწეროთ.ცანგალა () 16:44, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეც 1997 წლის გამოშვება მაქვს, მართლა სჯობს ვრცლად მიეთითოს სახელი. --მიხეილ () 16:59, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ ინფორმაციისთვის

გალერეა, იხილეთ აგრეთვე (და არა იხილეთ ასევე), რესურსები ინტერნეტში, ლიტერატურა, სქოლიო. სტატიებში ამასაც მიაქციე ყურადღება. თუ რამე გამომრჩა დოიჩლანდს მიმართე. --ცანგალა () 18:49, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

რეკლამა სჭირდება პროდუქციას რომელიც არ საღდება. :) — ჯაბა ლაბა 19:03, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სად დავარღვიე ეგ წესი ბოლო სტატიებში? ადრეც გამაფრთხილე იხილეთ აგრეთვეზე და მას შემდეგ ვითვალისწინებ. ამას თუ გულისხმობ, სადაც პანორამა სულ ბოლოში ჩავსვი, არ ვიცი. მანამდე უბრალოდ არ გამოდის მისი ჩასმა, ინფოდაფა უშლის. --მიხეილ () 19:11, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არსად არაფერი არ დაგირღვევია, უბრალოდ მოგწერე ინფორმაციისთვის.--ცანგალა () 19:21, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, მადლობა :) --მიხეილ () 19:23, 24 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წაშლის თაობაზე

ბ-ნო მიხეილ, დღეს შევქმენით ჩვენი პროექტის ინფო, რომელიც განვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილ ქვეკეტეგორიაში "ბიზნესი ქუთაისში".. მას შემდეგ რაც თქვენს მიერ იქნა წაშლილი ქვეტექსტს სახელწოდება შევუცვალეთ და დავარქვით "ქუთაისის ბიზნეს-საინფორმაციო ცენტრი", თუმცა, არ ჩანს.. შეგიძლიათ აგვიხსნათ რატომ ცაიშალა ფაილი თქვენს მიერ? მადლობა წინასწარ! — BHD Kutaisi განხილვაწვლილი 12:56, 25 მაისი 2011 (UTC) BHD Kutaisi ჯგუფი[უპასუხე]

გამარჯობა. პირველ რიგში გთხოვთ კარგად გაეცნოთ ჩემ მიერ გამოგზავნილ ვიკიპედიის წესებს, განსაკუთრებით იმის, თუ რა არის და რა არ არის ვიკიპედია. თქვენი სტატია მხოლოდ თქვენი პროექტის რეკლამირების ხასიათს ატარებდა და მეორეც, შექმნილი იყო სათაურით "დახმარება:წყაროს მითითება", რის გამოც დაუყოვნებლივ წაიშალა.--მიხეილ () 10:09, 26 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

მიხელ, ძალიან დიდი, დიდი მადლობა. სიმართლე გითხრა შემრცხვა თქვენი, ვისაც მართლა დიდი წვლილი გაქვთ გაწეული. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.--Ouzo განხილვაწვლილი 20:58, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაფრის, რის მადლობა. ახლა მე შემრცხვა დიდი წვლილი რომ ახსენე. სტიმული ყველას ჭირდება, თუნდაცი იმის შესახსენებლად, რომ საშვილიშვილო, უანგარო საქმეს ვაკეთებთ ყველა ერთად და ასე უნდა განვაგრძოთ :) --მიხეილ () 21:07, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა მიშა, თუ შეუძლება, ხომ ვერ ამიხსნი, რატომ აღდგა ცემს მიერ წასაშლელად მოთხოვნილი სტატიები?--იორგი; 13:28, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, თუ შეიძლება, ჯერ ის ამიხსენი რატომ უნდა წაიშალოს? --მიხეილ () 14:47, 3 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ავტორის მოთხოვნა მემგონი საკმარისად მნიშვნელოვანი არგუმენტი, მითუმეტეს, რომ არსებობს ზ5 კრიტერიუმი.--იორგი; 12:23, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი, მესმის, მაგრამ იმ შემთხვევის გამოყენება სტატიაში, რის გამოც დავა აგორდა და შემდეგ შენ მოითხოვე წაშლა, გამართლებულად მიმაჩნია. სამწუხაროდ შეცდომა დავუშვი და გვიან გავეცანი სიტუაციას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სტატიები წავშალე. ვისაც ეს შემთხვევა გაუმართლებლად მიაჩნია, მან წაშალოს. --მიხეილ () 12:30, 7 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გერბები

დიდი მადლობა,ამის შემდეგ ასე გავაკეთებ ;) — Kotola001 განხილვაწვლილი 05:54, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შემოწმება

ვერ მეტყვი რა არის საჭირო ავტოშემმოწმებლის დროშის მისაღებად??? ჩემ ცვლილებებს შემოწმება რომ აღარ დაჭირდეს....— Kotola001 განხილვაწვლილი 11:20, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამისათვის უნდა იაქტიუროთ და ბევრი უნდა იმუშაოთ, შემოიტანოთ სანდო და ხარისხიანი მასალა (სტატიები, ფოტომასალა), რომლებიც სრულიად დააკმაყოფლიებენ ვიკიპედიის სტანდარეტბს. მას შემდეგ, რაც თქვენს ნამუშევარში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იქნება და მოიპოვებთ ნდობას სხვა მომხმარებლების თვალში, ადმინისტრატორი ჩაგირთავთ სანდო მომხმარებლის სტატუსს. --მიხეილ () 11:26, 4 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Русским владеешь?

???--217.118.81.17 06:52, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

да, неплохо. --მიხეილ () 06:55, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
Хорошо.Понятно--217.118.81.17 06:58, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Что произошло? --მიხეილ () 07:01, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Да, ничего. Проверка :D--217.118.81.17 07:12, 5 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნახვამდის

მიშა გთხოვ ჩემი პირადი გვერდი, განხილვა და განხილვების არქივები დაბლოკო მხოლოდ ადმინისტრატორზე. ნახვამდის. — ჯაბა ლაბა 03:10, 10 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიმძიმს ამის გაკეთება ჯაბა, მაგრამ ნება შენია... ვიკიპედიელთა სახელით უღრმეს მადლობას გიხდი მის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მე მაინც იმედს ვიტოვებ, ოდესმე დაგვიბრუნდები. ასევე მადლობას გიხდი პირადად, რადგან ჩემი, როგორც ვიკიპედიელად ჩამოყალიბება, მთლიანად შენი დამსახურებაა :) წარმატებები მეგობარო ყველანაირ საქმიანობაში! :) --მიხეილ () 10:32, 10 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც ძალიან დამწყდა გული ჯაბა რო წავიდა ვიკიპედიიდან. მაგრამ მაქვს იმის იმედი რომ ოდესმე შეცვლის თავის გადაწყვეტლებას და დაუბრუნდება ქართულ ვიკიპედიას. --Otogi განხილვაწვლილი 19:43, 10 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნატოს სხდომის მოდელირება

და რატომ წაშალეთ? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).

მე რომ გაფრთხილება გამოგიგზავნეთ, იმ ლინკებს მიყევით და ნახავთ. კარგად გაეცანით რა არის და რა არ არის ვიკიპედია. --მიხეილ () 14:57, 11 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

რა ლინკებიც გამომიგზავნეთ კარგად ვნახე და არსად არ წერია რომ აი ასეტი სტატია როგორიც მე დავდე არ შეიძლება და მემგონი არ გაქვთ უფლება წამიშალოთ! — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).

ალბათ კარგად არ გაეცანით :) ვიკიპედია ენციკლოპედიაა, აქ იწერება მხოლოდ ენციკლოპედიური სტატიები და არა სხვადასხვა პროექტების აღწერები და მისი განრიგი. --მიხეილ () 15:02, 11 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ააჰ გასაგებია მაშინ კატეგორიულად ვითხოვ სხვა პროექტების სტატიების წაშლას :))) — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).

მაჩვენეთ მასეთი სადაა ქართულ ვიკიპედიაში. --მიხეილ () 15:05, 11 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეს თქვენი საქმე უფროა მგონი :) — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).

ხოდა ჩემი საქმის მე ვიცი და ნუ მასწავლით რა არის წასაშლელი და რა არა. წასაშლელი რომ არ ყოფილიყო, ეჭვი არ შეგეპაროთ, არც წავშლიდი. კარგად გაეცანით ვიკიპედიის წესებს და იხელმძღვანელეთ მხოლოდ მათი მიხედვით, წარმატებებს გისურვებთ :) --მიხეილ () 15:23, 11 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

და რა მაინტერესებს თქვენ ვინ ხართ? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).

ერთ-ერთი ვიკიპედიელი. კიდევ რა გაინტერესებთ? --მიხეილ () 19:34, 11 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ააჰ და რიგით ვიკიპედიელს ყველაფრის კეთება შეუძლია? — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gubazkoberidze (განხილვაწვლილი).


კარგით, ადმინისტრატორიც ვარ. ამოიწურა თქვენი ინტერესთა სფერო? ამ დაკითხვას არ გირჩევნიათ რაიმე სასარგებლო გააკეთოთ ვიკიპედიაში? თუმცა მე პრობლემა არ მაქვს, მკითხეთ და გიპასუხებთ :)--მიხეილ () 18:09, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დამავიწყდა მეთქვა. მიშა მთავარ გვერძე ახალი ამბების სექტორში მრავალუჯრედიანი ორგანიზმები უნდა იყოს--Otogi განხილვაწვლილი 18:08, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვნახავ ოთო. --მიხეილ () 18:09, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ანუ მრავალუჯრედიანი ორგანიზმი წერია რა. და უნდა შეიცვალოს--Otogi განხილვაწვლილი 18:11, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა --მიხეილ () 18:13, 12 ივნისი 2011 (UTC) დიდი მადლობა ოთო შეცდომის ცნობისთვის. --მიხეილ () 18:13, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაფრის მიშა. --Otogi განხილვაწვლილი 18:15, 12 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Why?

Why is that problem, i just voted for the good proposition!? That is not vandalism. But if you say so, i will not vote anymore... --WhiteWriter განხილვაწვლილი 22:40, 13 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

this wasn't vote, you translated other things in english, with use translator, why? this is georgian wikipedia! --მიხეილ () 22:43, 13 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
I am sorry. --WhiteWriter განხილვაწვლილი 23:09, 13 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვა, პრეზიდენტიც გახდი, მიშა? უკაცრავად, ბატონო მიხეილ...ვიღიმი—G.G. 09:55, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
აუ გიო მაგაზე მეც რამდენი ვიცინე ვიღიმი, მასე თარგმნის ჩემს სახელს translator-ი ვიღიმი --მიხეილ () 11:23, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

იოანე საბანისძე

გამარჯობა, მიხეილ. აბა, შენც ნახე ეს. — Nodar Kherkheulidze () 06:37, 14 ივნისი 2011 (UTC)

სალამი ნოდარ. პირადად ჩემთვის, ივანე ჯავახიშვილის შემდეგ ყოველგვარი სხვა წყარო ფასს კარგავს. --მიხეილ () 06:40, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემთვისაც. ივანე სურგულაძეც დიდი მეცნიერია და ვენდობი მას. მით უმეტეს, მაგათ სხვა მეცნიერების აზრიც აქვთ გათვალისწინებული. სურგულაძეს სქოლიოს სახით აქვს მითითებული ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, შესაბამისად, შეცდომით არ დაწერდა იოანე საბანისძის სახელს. — Nodar Kherkheulidze () 06:44, 14 ივნისი 2011 (UTC)

გასაგებია, იხილონ სხვებმაც განხილვის გვერდი და მერე გადატანა მოგვიწევს :) --მიხეილ () 06:46, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თბილისის ქართული გიმნაზია

მიხეილ, შენი აზრით, ამ სტატიას სწორად ჰქვია სათაური? თუ უნდა ერქვას „თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია“ ან „ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია“? აქ სათავადაზნაურო გიმნაზია ჰქვია და აქ კიდე ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. ყველა შემთხვევაში, სათავადაზნაურო გიმნაზიაა, როგორც ეს ყველასათვის ცნობილია. — Nodar Kherkheulidze () 14:21, 14 ივნისი 2011 (UTC)

ვერ გეტყვი ნოდარ, როგორც სტატიის პირველივე აბზაცციდან ირკვევა, ორივე სახელი ჰქვია. ამიტომ ჩემი აზრით, ამ სახელიდანაც უნდა გაუკეთდეს გადამისამართება. --მიხეილ () 14:35, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე როგორც ვიცი და როგორც თსუ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია (და არა მარტო ამ გვერდზე), I კორპუსსში იყო სათავადაზნაურო გიმნაზია. რატომღაც მგონია, რომ სტატიის სახელწოდება შეცდომაა. — Nodar Kherkheulidze () 14:37, 14 ივნისი 2011 (UTC)

წერილობით წყაროებში ჩაიხედე? --მიხეილ () 14:38, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ, ახლა ვერ ვნახავ, მაგრამ მერე აუცილებლად გადავამოწმებ. ასევე ვეცდები სატელევიზიო გადაცემებიც მოვიძიო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. — Nodar Kherkheulidze () 14:42, 14 ივნისი 2011 (UTC)

ბლოკირებასთან დაკავშირებით

საინტერესოა, მაგრამ აქ მიჩვენებს შემდეგ ტექსტს: „ეს მომხმარებელი ამჟამად დაბლოკილია. ქვემოთ მოყვანილია ამონაწერი ბოლირებათა ჟურნალი:
(ჩვენება/დამალვა) 18:21, 14 ივნისი 2011 Mikheil88 (განხილვა | წვლილი | ბლოკირება) ბლოკი მოხსნილია Floydgeo (განხილვა | წვლილი)
‎ (ჩვენება/დამალვა) 18:20, 14 ივნისი 2011 Mikheil88 (განხილვა | წვლილი | ბლოკირება) "Floydgeo (განხილვა | წვლილი)" ბლოკირების ვადის გასვლის თარიღი 3 თვე. ‎ (ბლოკი მოხსენი | ბლოკის შეცვლა)“
(ხაზგასმა ჩემია)... საინტერესო ისაა, რატომ (ფლოიდგეოს განხილვის გვედი წაკითხული მაქვს).—G.G. 19:24, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბლოკი მოვხსენი Floydgeo-ს IP-საც, მაგრამ მაინც იგივეს წერს ჯერ-ჯერობით. იმედია, ხვალ ყველაფერი დალაგდება თავ-თავის ადგილას.—G.G. 19:37, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მოიხსნა. მუშაობს :) მადლობა პატრულს კი არა და, მადლობა ყველას — BH განხილვაწვლილი 19:39, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვაშა!ვიღიმი ახლა გამახსენდა, მეც იგივე სიტუაცია მქონდა ერთ დროს და საკუთარი ანგარიშით პროქსი სერვერების გამოყენებით ვარედაქტირებდი, ჩემი IP-ით — ვერა.—G.G. 19:41, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა გიორგი, ამოვისუნთქე. თორემ უკვე ისე ვიყავი, სიტუაციის არგამოსწორების შემთხვევაში ჩემი აქ ყოფნა მორალურად ყოვლად გაუმართლებელი იქნებოდა და სამუდამო ბლოკის მოთხოვნას ვაპირებდი... იმედია ასეთ ამბავში აღარ გავეხვევი, მართლა ვერ ვპატიობ ჩემს თავს და floydgeo-ს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი. --მიხეილ () 20:33, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ნუ აზვიადებ მიხეილ, მე ვიქნებოდი პირველი, რომელიც გამოვიდოდა შენი აქედან გაქრობის წინააღმდეგ. შეცდომა იყო უბრალო, ხომ ვიცით ყველამ. ჩემი აქედან 1 დღით გაქრობით არაფერი დაშავდებოდა. — BH განხილვაწვლილი 20:35, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ერთი დღე არაუშავს და მე რას აღარ ვფიქრობდი. მადლობა გაგებისთვის :) --მიხეილ () 20:36, 14 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Помогите, пожалуйста перевисти

Помогите, пожалуйста перевисти. Часть я перевел т.е мне помогли

Миктат Джихашвили (родился 9 декабря,1929 года,в Аджарской АССР,умер 12 сентября,1998 года в Грузинской ССР) — грузинский инженер.

ბიოგრაფია

დაიბადა 1929 წლის 9 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სამშენებლო ტექნიკუმში. 1953-56 წლებში სწავლობდა მოსკოვის საგზაო ინსტიტუტში. 1959 წელს დაინიშნა ქ. ბათუმის რაიონის საგზაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსად, შემდეგ ხულოს საგზაო საექსპლუატაციო ნაწილის უფროსად. ამის შემდეგ კი დაინიშნა საგზაო-სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსად. 1972-75 წლებში სწავლობდა ბათუმის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში. 1965 წლიდან პარტიის წევრი. დაჯილდოვებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (1979 წელი), საქართველოს რესპუბლიკის "გზის საპატიო მუშაკის" წოდებით. 1981 წელს მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება.--217.118.81.18 15:56, 15 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სურათების წაშლა

მიშას გაუმარჯოს. წინა წელს რამდენიმე სურათი მაქვს ატვირთული და ახლა მინდა რომ წაიშალოს ისინი. პირველ რიგში იმიტო რომ ვერ გავიგე მათი სალიცენზიო კომპონენტები და მეორეც ხარისხიც არ მომწონს. შეგიძლია წაშალო ?--Otogi განხილვაწვლილი 14:47, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ოთო, აი აქაა შენ მიერ ატვირთული ყველა სურათი. ანუ, გასულ წელს ატვირთული ყველა წავშალო?--მიხეილ (მომწერე) 15:06, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიშა ყველაფერი წაშალე აი ამ სურათის გარდა : Javakhishvili alexsander -.jpg--Otogi განხილვაწვლილი 15:25, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ოთო, უფრო რამ დავაკონკრეტოთ, გასული წლის ყველაფერი თუ საერთოდ ყველაფერი მაგ სიაში? --მიხეილ (მომწერე) 15:28, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

რაც მაგ სიაშია ყველაფერი წაშალე აი ამის გარდა Javakhishvili alexsander -.jpg.; მაინც არ მომწონს ეგ სურატები და ლიცენზიაც არ მაქვს ამ ეტაპზე. --Otogi განხილვაწვლილი 15:32, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნის ასრულებისთვის დიდი მადლობა მიშა. --Otogi განხილვაწვლილი 15:48, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაფრის ოთო :)— მიხეილ (მომწერე) 15:50, 18 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისლანდიის ტბები

აუუ მიშა ისლანდიის ტბების სიაში ნახე ერთი რამდენი შეცდომაა. აუ რატო არ გადავამოწმე თავის დროზე რა. მოკლედ Þ - თ, ხოლო შესართავში t - ტ. ტყუილად ხო არ დავწერე არა თინგვადლავატნი. თავში თ ხოლო შესართავში ტ მიწერია. უნდა ენახა iraklis და ჩემნაირად უნდა გაეკეთიბინა. ეხლა რა ვქნათ ? --Otogi განხილვაწვლილი 12:37, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მეც ვნახე ოთო ეგ შეცდომები და ვაპირებდი შენთან მოწერას. გავასწოროთ ერთობლივად. ისლანდიის სათემოებშიც ანალოგიური მდგომარეობაა... — მიხეილ (მომწერე) 12:40, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ისლანდიის სახელეებმა უფრო მეტი დრო წაიღეს ვიდრე თვით სტატიებმავიკრიჭები. მეც მაშინ არ მქონდა საშუალება რომ გადამემოწმებინა. მაგრამ ტბა ხომ შევქმნეი შეგნებულად. მაგრამ რად გინდა. მიშა მოკლედ მე ჯერ ტბებს მივხედავ და სწორ სათაურზე გადავიყვან. მერე სათემოებშიც შევიხედები. --Otogi განხილვაწვლილი 12:47, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი ოთო. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ სკანდინავიის პროექტებმა არ გაამართლა, რადგან სახელებზე ვმკითხაობთ და მართლა ამან უფრო მეტი დრო წაიღო. სამწუხაროა, რომ ამ რეგიონის გეოგრაფიულ სახელებზე ზოგადად ქართულში ძალიან გაურკვეველი მდგომარეობაა. — მიხეილ (მომწერე) 12:49, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კი მეც გეთანხმები მიშა. ძაან ძნელია ასეთ პროექტებზე მუშაობა თან ლიტერატურის გარეშე. უმეტესობამ ვინც ისლანდიის პროექტში მიიღო მონაწილეობა არც კი ამოწმებდა სახელწოდებებს და პირდაპირ (ზეპირად) თარგმნიდა სხვა ენებიდან. აი აქ კი როგორც ხშირად ხდება უამრავი შეცდომა გაიპარა. სამწუხაროდ მე არ შემიძლია სხვისი სტატიების თვალყურის დევნა 1 თვის განმავლობაში, ხომ გესმის. მოკლედ ჩასწორდა რაც ჩასწორებელი იყო. მაგრამ აი ამას რავუყოთ ? სკორრადალსვათნი, თ-სთან მიმართებაში გარკვეულია მარა ორი რრ მაბნევს რაღაც. შენ შეგხვედრია ისლანდიის რომელიმე სახელში ორი რრ ? --Otogi განხილვაწვლილი 13:46, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად ამიტომ ჩავერთე ოთო სკანდინავიურ პროექტებში მინიმალურად. ორ რ-ს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, ქართულში ორმაგი თანხმოვნის გამოყენება არაა დაშვებული. --მიხეილ (მომწერე) 18:58, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ხოდა თამამად გადავიყვან სწორ სათაურზე. თემებს ხვალე გადავხედავ--Otogi განხილვაწვლილი 19:01, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. სათემოების სწორ სახელწოდებაზეც ვიფიქროთ, რაღაც არა მგონია სათემო ერქვას. — მიხეილ (მომწერე) 19:08, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ოკ., დღეს ვიფიქროთ და ხვალე მივხედოთ. --Otogi განხილვაწვლილი 19:11, 20 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საკითხი

ჩემს განხილვაში შემოდი რა, მიხეილ. გადახედე და აუხსენი, რას აკეთებს არასწორად. — BH განხილვაწვლილი 15:23, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისლანდია

გაუმარჯოს მიშა. როგორც იქნა დავასრულე ილსანდიის სათემოების გასწორება, ისე ენა კი მომტყდა ვიკრიჭები. --Otogi განხილვაწვლილი 16:36, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. ისლანდიის სათემოები გადაიყვანე--Otogi განხილვაწვლილი 16:39, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ოთო. მე უკვე გამოვცადე ეგ რა მძიმე ტვირთიცაა და იმიტომ შევეშივი ისლანდიას :D გაიხარე რომ ეს საქმე ითავე :) --მიხეილ (მომწერე) 16:40, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

არაფრის მიშა. ეხლა ისევარ არავითარი სტატიის შექმნის თავიც კი არამაქვს (დავიღალე)ვიკრიჭები--Otogi განხილვაწვლილი 16:43, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

შენ დღეს ისედაც საკმარისი გააკეთე  :) — მიხეილ (მომწერე) 16:47, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობა, თხოვნა მაქვს, იქნებ ეს სტატია შეამოწმოთ როცა მოიცლით: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%90 მადლობა წინასწარ. --BigBrother განხილვაწვლილი 17:31, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. აუცილებლად წავიკითხავ თქვენს სტატიას და დავამოწმებ, ოღონდ ამწუთას ვერ შევძლებ, რამდენიმე საათში შემეძლება:) --მიხეილ (მომწერე) 17:46, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე დათო, დიდი მადლობა დახმარებისთვის :) — მიხეილ (მომწერე) 17:57, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, მგონი, საქმე წაგართვი და მე ვასწორებ სტატიას :D — Nodar Kherkheulidze () 18:04, 21 ივნისი 2011 (UTC)
გაიხარე ნოდარ. შეგიძლია სხვაც ბევრი წამართვა ასეთი საქმე:))) — მიხეილ (მომწერე) 18:30, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დავიწყე, ნელ-ნელა მოვყვები თავიდან და თუ მოიცლი, შენც ნახე მერე :) — Nodar Kherkheulidze () 19:11, 21 ივნისი 2011 (UTC)
გავასწორე სულ, მიხეილ :P — Nodar Kherkheulidze () 09:02, 22 ივნისი 2011 (UTC)
ყოჩაღ ნოდარ, მშვენიერია :) — მიხეილ (მომწერე) 09:51, 22 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

დახმარება

მიშა სანამ გიორგი ნახავდა მე დაგეხმარე პრობლემის მოგვარებაში :) პრობლემა სი იყო რო ბიოგრაფიას პირველი დონის სათაური ქონდა მითითებული, ხოლო დანარჩენებს მეორე დონის და მაგიტომ დაიყო დანარჩენი ქვეთავებად--David 17:58, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

უღემესი მადლობა დათო, გაიხარე. ხოო, მაგას არ დავუკვირდი... — მიხეილ (მომწერე) 18:01, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე სხვა რაღაცა გავასწორე ტავის დროზე :) პატარა შრიფტით რომ იწერებოდა, ის :)--იორგი; 19:19, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი მახსოვს და იმიტომაც მოგწერე, ესეც გეცოდინებოდა :) — მიხეილ (მომწერე) 20:26, 21 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ მიხეილ. მაინტერესებს და ვერ მოვიძიე როგორ დავამატო შრომების სია. წინასწარ მადლობას გიხდით. პატივისცემით.ალესანდრე ახვლედიანი. --Alexander Akhvlediany განხილვაწვლილი 05:52, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვუპასუხე საკუთარი განხილვის გვერდზე. — მიხეილ (მომწერე) 06:05, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

მიშა გამარჯობა, ერთი სათხოვარი მაქვს ჩემი პირადი გვერდი წაშალე. — ჯაბა ლაბა 12:58, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა მიშა. კიდევ ესენიც. წეღან დამავიწყდა:

  1. ვიკიპედიელი:Jaba1977/სავარჯიშო6
  2. ვიკიპედიელი:Jaba1977/ვიკიორდენები
  3. ვიკიპედიელი:Jaba1977/სავარჯიშო4
  4. ვიკიპედიელი:Jaba1977/vector.js. — ჯაბა ლაბა 13:51, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა რატომ ქრები ასე უკვალოდ? ვიკიორდენები მაინც დატოვე. ვიღიმიBruTe () 14:01, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მეც ეგ კითხვა გამიჩნდა და აქვე ერთი თხოვნა ჯაბასთან, შენი იუნესკოს პორტალის სავარჯიშო რომ დავტოვო, მოხდება რამე? აფრიკის ძეგლებსაც მოვრჩები და მერე მე ვიზრუნებ ამ პორტალზე:) — მიხეილ (მომწერე) 14:04, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა მიშა. შეგიძლია შენთან დააკოპირო და ჩასვა. მერე კი ჩემი წაშალო. ვიღიმი. მშვიდობით. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ვიკიპედიას. — ჯაბა ლაბა 14:08, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გული დამწყდა, ჯაბა. — Nodar Kherkheulidze () 14:13, 24 ივნისი 2011 (UTC)
წავშალე... მადლობა ჯაბა. იუნესკოს საქმე მთლიანად შენი დაწყებულია, მე უბრალოდ ვამთავრებ. მწყდება გული უზომოდ... — მიხეილ (მომწერე) 14:16, 24 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბმულის ჩასმა

სალამი მიხეილ. თუ შეიძლება გამარკვიეთ თუ სად უნდა ჩაისვას ბმულები ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე. პატივისცემით. ალიკო ახვლედიანი.

გამარჯობა. თქვენივე სტატიაში არსი ქვეთავი რესურსები ინტერნეტში. სადაც უკვე მითითებულია ორი რესურსი. მანდ უნდა მიუთითოთ იგივე პრინციპით. --მიხეილ (მომწერე) 15:18, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბმულის ჩასმა

სალამი მიხეილ. თუ შეიძლება გამარკვიეთ თუ სად უნდა მოთავსდეს ბმული ინტერნეტში გამოქვეყნებულ ნაშრომზე. პატივისცემით.ალექსანდრე ახვლედიანი.--Alexander Akhvlediany განხილვაწვლილი 15:19, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ბმულის ჩასმა

მიხეილ.ვცადე ბმულის ჩასმა.რატომღაც არ იხსნება დაწკაპუნებით.მეორე საკითხი – ატვირთული ფაილები.მე მეგონა რომ ვიკიპედია დაინტერესებულია ფაილებით.ამიტომაც ავთვირთე ჩემი ზოგიერთი ფაილი.მე მომწერეს განხილვაში რომ ეს არ არის სასურველი. გადაწყვეტილება – თქვენზეა. თუ ენციკლოპედიისთვის საინტერესოა ეს ფაილები – შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ. თუ არა და – არ არის პრობლემა – შეიძლება მათი წაშლა.--Alexander Akhvlediany განხილვაწვლილი 15:39, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში, ეგ უკვე იმ ვებ-გვერდის პრობლემაა. ერთი საკითხი, აღნიშნული pdf ფაილები აუცილებელი არაა იყოს ვიკიპედიაში ატვირთული, ის ალბათ უკვე განთავსებული გექნებათ სხვა რომელიმე ვებ-გვერდზე და უმჯობესია, რესურსები ინტერნეტში-ში მიუთითოთ ბმულის სახით. — მიხეილ (მომწერე) 15:59, 26 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ინებეთ!

--იორგი; 04:58, 28 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა გიორგი! შენც ასევე, სასიამოვნო დღეს გისურვებ:)— მიხეილ (მომწერე) 07:59, 28 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. და გმადლობთ ვიღიმი 78.123.106.22 23:14, 28 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ორდენი

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
ვიკიპედიაში დაუზარელად შემოტანილი დიდი წვლილისთვის.—G.G. 05:16, 29 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა გიორგი:) თითქოს გამოცდილი ვიკიპედიელისთვის ორდენს არანაირი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მაინც ყოველთვის სასიამოვნოა :) — მიხეილ (მომწერე) 08:45, 29 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
თხოვნა შესრულებულია. მიშა შეგიძლია ჩაასწორო თუ რამე ჩასასწორებელია--Otogi განხილვაწვლილი 21:18, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ოთო, აღფრთოვანებული ვარ, უღრმესი მადლობა, ასე სწრაფად ვერც კი ვიფიქრებდი :) მოკლედ რას არ გადააწყდება კაცი, რატომღაც ამ ფენომენმა ჩემი დიდი ყურადღება მიიქცია. ულამაზესი ფორმაციაა და სტატიაც უმშვენიერესი გამოვიდა. — მიხეილ (მომწერე) 21:25, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არაფრის მიშა. მიხარია რომ მოგეწონა სტატია. ხო მეც ვარ ამდაგვარი ფენომენებით დაინტერესებული და ვიფიქრე ბარემ დღესვე გავაკეთებ მეთქი სტატიას (თან მოვრჩი დოკ. კინოს ყურებას). ფენომენი კი მართლაც რომ გასაოცარია, ვერაფერს ვერ იტყვი, საოცრებაა. --Otogi განხილვაწვლილი 21:34, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
საოცრებაა და ძალიან სასურველია ამგვარი სტატიების არსებობა ქართულ ვიკიში. ოთო, აქვე დაგემშვიდობები, ხვალიდან კახეთში მივდივარ და 3 თვე ვეღარ ვიაქტიურებ:(:( რაზეც საშინლად მწყდება გული. აბა შენ იცი, წარმატებებს გისურვებ და ეჭვი არ მეპარება, გეოგრაფიას სათანადოდ მიხედავ :) — მიხეილ (მომწერე) 21:38, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროა. მადლობა მიშა და შენც წარმატებებს გისურვებ. იმედია მალე დაგვიბრუნდები. აბა კარგი დასვენებავიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 21:42, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ინტერნეტის პრობლემაა სოფელში :( თუკი სადმე ვნახე, აქ ვარ მაშინვე, ასევე ვგეგმავ ხშირად ვესტუმრო თელავის ინტერნეტ-კაფეებს:D გაიხარე ოთო და წარმატებები :) — მიხეილ (მომწერე) 21:45, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
აბა შენ იცი--Otogi განხილვაწვლილი 21:48, 30 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფილმები

3 ფილმზე გვქონია. Living daylights ბონდის ფილმია და ხანგრძლივი კვლევის შედეგად თავის დროზე მისი ნამდვილი თარგმანი დავადგინე - ნაპერწკლები თვალებიდან. ვინაიდან ’ცოცხალი დღის სინათლე’ ბონდის ფილმისათვის ზედმეტად სიურეალისტური სათაურია. :) — BH განხილვაწვლილი 16:22, 2 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

უღრმესი მადლობა ფლოიდ, გაიხარე :) — მიხეილ (მომწერე) 16:23, 2 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. ისე, იესო ნაზარეველი პირდაპირ პიროვნებაზე გადადის, მაგრამ იყოს. გავაკეთე ბმული „იესო ნაზარეველი (ფილმი)“-ზე. — BH განხილვაწვლილი 16:26, 2 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, მიხეილ. თუ სწორად ვიცი, მომხმარებელს აქვს უფლება შექმნას სტატია საკუთარ ქვეგვერდზე. მაგ. ინგლ. ვიკიში ეს გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთ შემთხვევაში ქვეგვერდი სავარჯიშოს როლშია. საბოლოოდ კი მაინც სახელთა მთავარ სივრცეში ხვდება ასეთი სტატიები. ანუ შენ რომ მიუთითე, არ შეიძლებაო, მასე არ არის, მაგრამ იმაში მართალი იყავი, სახელთა მთავარ სივრცეში რომ სთხოვე შეექმნა, რადგან ახალბედაა და, შესაძლოა, სტატია შექმნილი ეგონა. იმედია ყველაფერი ნათლად ვთქვი. ვიღიმი—G.G. 12:26, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეკითხვა: ეს საჭიროება იყო?—G.G. 12:28, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა გიორგი. დამეთანხმები, ეს არ იყო ქვეგვერდი, მთლიანად სტატია იყო, რომელიც პირდაპირ გადაიტანა შემდეგ სახელთა სივრცეში (სანამ მე მივუთითებდი სავარაუდოდ მანამდე). რაც შეეხება კითხვას, ამის დიდი საჭიროება არ იყო, მაგრამ ასეა თუ ისე, მომხმარებელი დარეგისტრირებულია და ფორმალური მოვალეობა შევასრულე :) — მიხეილ (მომწერე) 12:36, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. მაგალითი „მეტი სინათლისათვის“: ვიკიპედიელის განხილვა:Smerus/INOGATE რეალურად არის ამ გვერდის ვიკიპედიელის განხილვა:Smerus ქვეგვერდი, ორივე გვერდი ერთი და იმავე მომხმარებელს Smerus-ს ეკუთვნის. უკანასკნელი მისი განხილვის გვერდია, სადაც მისალმების თარგი ზის. ანუ გამოდის, რომ მომხმარებელს განხილვის გვერდზეც მივესალმეთ და მისი განხილვის გვერდის ქვეგვერდზეც.ვიღიმი ყველაფერი ზემოთმოწერილი კარგი განწყობით წაიკითხე, თორემ მეც ცუდი განწყობით თუ ვკითხულობ, ჭკუისსწავლება მგონია.ვიკრიჭები საუკეთესო სურვილებით,—G.G. 16:18, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კაი გიო :) მე უბრალოდ საშინელი ინტერნეტი მაქვს და ძნელად შემოვდივარ, ამავე დროს ვჩქარობ, რადგან საკმაოდ თანხას მიწერს წუთობრივად. ვცდილობ არ ჩამოვრჩე ვიკის და ვერ მოვასწარი საქმის კურსში კარგად გაეკვევა. — მიხეილ (მომწერე) 16:44, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
შევდივარ შენს მდგომარეობაში. მას მერე რაც მიხვდი, რომ ვიკიპედიელის განხილვა:Smerus/INOGATE სხვა მომხმარებელი არ არის, წაშალე ეს გვერდი. ჩემგან ცოტა უშნოდ გამოჩნდება მაგის წაშლა, მაგრამ შენ თუ მთხოვ, მაინც წავშლი.ვიღიმი—G.G. 16:51, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]
წაშალე, ჩემგან მწვანე შუქი :D— მიხეილ (მომწერე) 16:52, 12 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Nhombre

მიშა ახლა იუნესკოში პატარა ჩასწორება გავაკეთე და უცბად აღმოვაჩინე რომ მსოფლიომ მემკვიდრეობის გარდა კიდევ ერთი სტატია ყოფილა დაწერილი, ვინაა ეს მომხმარებელი? შევაგდოთ იუნესკოს პროექტში? მიდი შენ უფრო გეხერხება მსგავსი რამეები ცოტა დავაკვალიანოთ, სტატიების ზომა გაზარდოს და იქნებ ერთი იუნესკოელიც "გავზარდოთ" :) (ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ საერთოდ შემოიხედა ვიკიში კიდევ როდისმე). — ჯაბა ლაბა 20:35, 20 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი ჯაბა. სიმართლე გითხრა ძალიან გამიკვირდა და ამავე დროს ძალიან მესიამოვნა, რომ ვიღაც დაინტერესდა ამ თემატიკით. აუცილებლად მივწერ, როგორც ჩანს, გარკვეულია ამ თემატიკაში, არ ღირს მისი გაშვება :) — მიხეილ (მომწერე) 20:39, 20 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, ელ-ფოსტაზეც მოგწერეთ, მაგრამ შემდეგ ვნახე რომ აქ უნდა მომეწერა. მაინტერესებს ჩემზე ინფორმაცია როგორ უნდა დავამატო თქვენ მიერ გამოგზავნილი ბმულების მეშვეობით? :)— L. K. 16:32, 23 ივლისი 2011 (UTC)

ვუპასუხე საკუთარი განხილვის გვერდზე. — მიხეილ (მომწერე) 17:30, 23 ივლისი 2011 (UTC)[უპასუხე]

უფრო კონკრეტულად მაინტერესებს როგორ უნდა დავაფიქსირო თუ სად ვსწავლობ, რა მაინტერესებს და ა. შ. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. --L. K. 17:54, 23 ივლისი 2011 (UTC)

swored es mainteresebda, didi madloba. L. K.

მიუღებელი სახელი

იგივე ოპერიდან.BH განხილვაწვლილი 10:42, 8 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა floyd, დავბლოკე. — მიხეილ (მომწერე) 10:54, 8 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ლონდონის არეულობებიც არ აწყენდა სიახლეებს. თან უკვე სხვა ქალაქებშიც გადავიდა. — BH განხილვაწვლილი 15:14, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ, გავიტან აუცილებლად. — მიხეილ (მომწერე) 17:21, 9 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, გთხოვ, ესეც ნახე. მანდაც იგივე პრობლემაა. — Nodar Kherkheulidze განხილვა 13:48, 10 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გავაუქმე ცვლილებები. დასანანია, რომ ასეთი რამ სწყინს ავტორს და სურათების ამოღება გადაწყვიტა. თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. სურათები ვიკისაწყობშია და მათი გამოყენების უფლება გვაქვს, სანამ იქ იქნება. — მიხეილ (მომწერე) 13:56, 10 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]


მიხეილ, ერთი ამას გადახედე რაა. სამეცნიერო ხარისხი დაიცვა, მგონი, უკვე ვიკრიჭები აფრთხილებენ და არც ესმის. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:14, 16 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ნოდარ. წაშლილ არს უკვე და გაფრთხილებულიც :)))— მიხეილ (მომწერე) 15:18, 16 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ძალიან კარგი — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:24, 16 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

:)

ბატონო მიხეილ თუ შეიძლება გამარკვიეთ, ვთქვათ ვქმნი ახალ თემას ან სხვის მიერ შექმნილ თემას ვარედაქტირებ, როგორც შევიტყვე საჭიროა ინფორმაციის წყაროს მითითება, ვხვდები იმასაც რომ ეს წყარო თავად სტატიაში არ უნდა მივუთითო ჰო და მაინტერესებს სად უნდა მივუთითო ინფორმაციის წყარო? Gia Amilaxvari განხილვაწვლილი 18:17, 17 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ენი ფრაბლამზ?

პრობლემები გაქ? მაშინ დალიე კოკა!— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 18:50, 21 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

რაღაც ვერ გავიგე. მე პეპსი მირჩევია! — მიხეილ (მომწერე) 18:51, 21 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, ერთი სათხოვარი მაქვს - ეს ენციკლოპედიაა ჩემო კარგო, აქ სერიოზული ხალხი მუშაობს, რასაც განხილვებში წერის სტილზე შენ ვერ გატყობ. ცოტა მეტად სერიოზულად! — მიხეილ (მომწერე) 18:56, 21 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აჰა ოკე ე.ი. შენი ხდ-ები(საუბარი მაქვს ორ სიმბოლოიან კომენტარებზე) სერიოზულია. გასაგებია . ენციკლოპედიური ლოგიკაა ხდ.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:16, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

იცი რას გეტყვი? სხვებიც დამეთანხმებიან, რომ ეს შენი არასერიოზული ხდ მართლაც რომ ყველას ყელში ამოგვივიდა. ამით სწორედ ეგ მიგანიშნე. პირადად მე, წავშლი ყველა სტატიის განხილვის გვერდს, სადაც შენს ხდ-ს ვნახავ. მადლობა ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 08:27, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება სწორედაც!. ენციკლოპედიური ლოგიკაა მართლაც რომ.


რა არი იცი, თუ აქ მინიშნებებიც შეიძლება მაშინ გეტყვი რომ ჩემი ხდ მიანიშნებს დიდ სიყვარულს ყველა იუზერისადმი. ე.ი. აღარ წაშლი(მინიშნებაა კაცო!). მაგრამ ამის გარეშეც არ გაქ წაშლის უფლება(თუმცა საშუალება ალბათ კი :შ). ხდ უბრალოდ სიცილაკია. ისევე როგორც შენი (:.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:36, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგად ვიცი რა არის სიცილაკი, მადლობა განმარტებისთვის. აქ სიცილაკების სხვა ნიშნები გვაქვს აშკარად. რაღაც მომხმარებლებისადმი სიყვარულის გამოხატულებას ვერ ვხედავ შენს ხდ-ებში, მათში მხოლოდ ირონია და ცინიზმი იკითხება. გირჩევია ეს იხილო. — მიხეილ (მომწერე) 08:42, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

დაე იყოს სიცილაკის თავისუფლება!~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 08:46, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ამას არავინ გიშლის. მაგრამ თუკი სიცილაკებს ცინიზმის გამოსახატად იყენებ?! უბრალოდ გამოიჩინე მეტი სერიოზულობა! — მიხეილ (მომწერე) 08:51, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ცინიზმითა და დაცინვით ლაპარაკს თავი დაანებე, თორემ ამას კარგი შედეგი არ მოყვება და ამით შენსას მაინც ვერ გაიტან. ბოდიში მიხეილ, რომ ჩავერიე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 11:04, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
რის ბოდიში ნოდარ, როგორც ჩანს ზოგიერთ მომხმარებელს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია სად მუშაობს, რომ ეს ენციკლოპედიაა და არა ფორუმი. — მიხეილ (მომწერე) 11:15, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]


ცინიზმი მაგარი სიტყვაა, ასწორებს მაგის გამოყენება. იუმორი და ციზნიზმი განასხვავეთ ბატინებო. ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ ცინზიმისა. — ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:32, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აი მაგალითი „იუმორი და ციზნიზმი განასხვავეთ ბატინებო". იმედს ვიტოვებ მექანიკური შეცდომა დაუშვი წერისას (ბატინებო) ... — მიხეილ (მომწერე) 14:37, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აი ახლა კი ლოლ. ვტოვებ ამ გვერდს იმედი მაქვს შეგრცხვება ხდ.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 14:39, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

საბოლოოდ გაფრთხილებ, შეეშვი ცინიზმს! თუ არ იცი ამ სიტყვის მნიშვნელობა, განგიმარტავ ბატინო! შესარცხვენი შენ გაქვს, რომ ანაგვიანებ ვიკიპედიას, როგორც ჩანს შენი მიზანი მხოლოდ ესაა. კიდევ ერთი გამოვლინება შენეული ქმედებ(ებ)ისა (აღარ გავიმეორებ რისი) მომხმარებლის ან სტატიის განხილვის გვერდზე და გამოვიყენებ გაფრთხილების ყველაზე მკაცრ საშუალებას, სხვა გზას არ ტოვებ! — მიხეილ (მომწერე) 14:45, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის ვიკიორდენი

ადმინისტრატორის ვიკიორდენი
მიხეილ, აქტიური ადმინისტრატორობისთვის განიჭებ ამ ვიკიორდენს! ასე გააგრძელე! ვიღიმიNodar Kherkheulidze განხილვა 14:43, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ნოდარ, უღრმესი მადლობა, მართლაც დიდი პატივია და კიდევ უფრო საპასუხისმგებლო. რაღა დავმალო და ვიკიორდენი მაინც ყოველთვის სასიამოვნოა, თუნდაც საკმაოდ გამოცდილი ვიკიპედიელისთვის. გაიხარე ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 14:47, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად იმსახურებ ვიღიმიNodar Kherkheulidze განხილვა 14:58, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ მიშა ვიკიორდენს. თავისთავად იმსახურებ--Otogi განხილვაწვლილი 17:36, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ოთო, გამიხარდა შენი დაბრუნება ვიკიშვებულებიდან ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 18:08, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

არაფრის მიშა. ჰო როგორც იქნა დავბრუნდი ისევ ვიკიში. იმედია შენც სრული დატვირთვით შემოგვიერთდები მალევიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 18:17, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კი, მოუთმენლად ველი მაგ დროს, როცა სრული დატვირთვით ავმუშავდები ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 18:20, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

აბა გელოდებით. ა ჰო ძაან დამწყდა გული ვიკიშეხვედრაზე რომ ვერ მოვედი, ცუდათ დაემთხვა დროვიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 18:24, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მინდოდა შენი გაცნობა, მაგრამ არაუშავს, კიდევ არაერთი ვიკიშეხვედრა იქნება ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 18:25, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კი მეც მინდოდა შენი გაცნობა მიშა, მალე მოვა ეგ დროცვიღიმი--Otogi განხილვაწვლილი 18:27, 22 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

გამარჯობა, მიხეილ. პირველ რიგში მოგილოცავ მარიამობას, მისი მადლი და ძალა გფარავდეს მუდამ! ხომ ვერ აუხნიდი მომხმარებელ ლევანს, რატომ იშლება სამზე ნაკლები წინადადების მქონე სტატიები. მადლობა წინასწარ.—G.G. 12:26, 28 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი გიო, დიდი მადლობა, მეც გილოცავ. ჩემი პოზიცია დავაფიქსირემიხეილ (მომწერე) 18:51, 28 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა კიდევ ერთხელ ვიღიმი—G.G. 05:31, 29 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩინური სახელები

მიხეილ რამოდენიმე ძირითადი პრობლემა მაქვს: zh ქართულად შემოდის ნამდვილად როგორც ჯ? მაგალითად რუსულში ჩჟ-ა. h - ყველა ვარიანტში ხ ხდება??? და j - ძ არის თუ ცზ? h საკითხი ყველაზე მეტად მაფიქრებს ხ რუსულის გავლენით ხო არ არის შემოსული? მაგათ ხო ჰ არ აქვთ ვიღიმი მაგალითად რაგამოდის ჰანჩჟოუ ხანჯოუა???? — mebadury განხილვაწვლილი 07:56, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

როგორც მე დავუკვირდი, zh შემოდის როგორც , j - და არა ზც, რუსულში ეს იმიტომაა, რომ ძ არ აქვთ. აი ჰ კი ყოველთვის შემოდის რუსულის გავლენით. ჰ-თი შემოსვლის მხოლოდ ორი გამონაკლისი არსებობს — ჰონკონგი და ლჰასა. ჰანჩჟოუ ნამდვილად ხანჯოუა, ასე წერია იმ ლიტერატურაშიც, საიდანაც ჩემი სავარჯიშო გავაკეთე, შეგიძლია გამოიყენო და იხელმძღვანელო. ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 08:03, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა.— mebadury განხილვაწვლილი 13:45, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, გამარჯობა, კიდევ ერთხელ. შეგიძლია ამ სტატიასაც დაამატო რამე + წყარო?--Ouzo განხილვაწვლილი 13:15, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი კიდევ ერთხელ. სამწუხაროდ ქსე-ს მხოლოდ მე-6 ტომი მაქვს. აჯობებს ავტორს ვთხოვოთ განვრცობა და წყაროს დამატება, მით უფრო, რომ ბოლო დროს აქტიურია. — მიხეილ (მომწერე) 14:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, გასაგებია.--Ouzo განხილვაწვლილი 14:45, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა --M. განხილვაწვლილი 04:59, 2 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ესკიზი

რა ვიცი, მიხეილ, მე დავტოვე. მაინც, მსახიობები აკლია, გადაღებების აღწერა აკლია, ჯილდოები... ამიტომ ვტოვებ ხოლმე, თუმცა თუ საერთო დადგენილებით, არ არის საჭირო ამხელა სტატიაში ესკიზის თარგის დატოვება, მზად ვარ მომავალში არ გამოვიყენო. — Henry McLean განხილვაწვლილი 15:03, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

მე როგორც მახსოვს, ამ თარგის დატოვება გადავწყვიტეთ... ესკიზი როგორც მე მესმის, მხოლოდ უბრალო მონახაზია სტატიის. ეს სტატია კი ასეთი ნამდვილად არაა. — მიხეილ (მომწერე) 15:34, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ LUGALzu განხილვაწვლილი 20:20, 1 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:თეიმურაზ II

გაუ, განხილვა:თეიმურაზ II - შესახებ. ეწერა თუ არა სტატიაში სადმე თუ მე ვერ მივაგენი?--ცანგალა () 17:45, 2 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სალამი ცანგალა. რას გულისხმობ? ანონიმი რასაც იძახდა (თეიმურაზ პეტრიაშვილი), იმას თუ გულისხმობ, ის სტატიაში არსად ეწერა, ცრუ განგაში აღმოჩნდა. — მიხეილ (მომწერე) 19:22, 2 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხო მაგას ვგულისხმობდი, იმედია საკუთარ წიგნებში სისწორე უწერია პროფ. თეიმურაზ პეტრიაშვილს. რომ გადავხედე ვიკიპედიის სტატიებში მითითებული არის პროფ. თეიმურაზ პეტრიაშვილის ლიტერატურაც. ვიღიმი ცანგალა () 19:41, 2 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხოო, იმედია. ისე კი გამიხარდა ასეთი ხალხი რომ გვეხმიანება, თავისთავად სასიამოვნოა ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 19:48, 2 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

მიშა, თუ შეიძლება, ამ ახალი ავტორის სტატიებს მიხედე. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რელიგიურ სტატიებს მარტო ნესტორიანული თვალსაზრისით წერს, რაც ვიკიპედიის ერთ-ერთ უმთავრესი პრინციპს (უმცირესობის თვალსაზრისი არ უნდა ისახებოდეს სტატიებში, ისე, ვითომ მას უმრავლესობა იზიარებს). მე მაქვს თხოვნა, რომ მის სტატიებს თვალი ადევნოთ, რომ ეს პრინციპი შესრულებული იქნეს - სამწუხაროდ, მე ამის კვალიფიკაცია არ მყოფნის. წინასწარ მადლობა :)--იორგი; 10:37, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აუცილებლად გიორგი. მეც ზუსტად იგივე შთაბეჭდილება მრჩება, თავს გვახვევს ნესტორიანული მრწამსით გაჟღენთილ სტატიებს. ქრისტიანობის ისტორიას და ზოგადად ქრისტიანული რელიგიის საკითხებს საკმაოდ კარგად ვიცნობ, ამიტომ აუცილებლად მივადევნებ მის სტატიებს თვალს და პირად განხილვაშიც მივწერ ამასთან დაკავშირებულ საკითებზე. პირიქით, შენ მადლობა :) — მიხეილ (მომწერე) 10:49, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა

მიხეილ, გთხოვ, ნახევრად დაბლოკე ჩემი პირადი გვერდი. — Nodar Kherkheulidze განხილვა 15:37, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ ენაNodar Kherkheulidze განხილვა 15:43, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]


და ალბათ ამ ზედმეტი ლმობიერების გამოა, რომ ჩვენი შრომა ზოგჯერ ასეთების მიერ არ ფასდება. რამდენიმე მიზეზი იყო, როის გამოც ეს უფრო ადრევე უნდა დაბლოკილიყო. — დავით პასუხი 17:03, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები დათო, ნამდვილად ზედმეტი ლმობიერება გამოვიჩინე. სამწუხაროა, რომ ამდენი დაუნახავი ადამიანი არსებობს, რომლებიც ჩვენს უანგარო შრომას ასე აბუჩად იგდებენ ერთი ხელის მოსმით. მიხარია, რომ უკვე დაბლოკილ არს ეს პიროვნება ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 19:22, 3 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ურთიერთობები--თეიმურაზი () 08:47, 4 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ თემურ, მომავალი კოლეგა ყოფილხარ! მეც ეგ დავამთავრე ბაკალავრიატში ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 09:09, 4 სექტემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]