მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 7

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოგესალმებით. როდესაც სტატიაში უთითებთ წყაროს, მაგრამ იგი მთლიანი ტექსტის წყარო არ არის, თარგს რატომ იღებთ? მაგ., ზღვისგველისებრნი — ქსე-ში ამხელა ტექსტი არ წერია. გიო ოქრო 12:14, 17 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის ნასოფლარები[წყაროს რედაქტირება]

იხ. კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის ნასოფლარებიანატორი (ნასოფლარი), დიდვაკის ნასოფლარი, ორბეულთა (ნასოფლარი), წობენი — ეს ოთხი ნასოფლარი დარჩა თემის მითითების გარეშე. გთხოვ, თუ იცი მიუთითე. მადლობა.--ცანგალა 16:10, 21 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

წალკის მუნიციპალიტეტის თემები[წყაროს რედაქტირება]

თემები გავასწორე მითითებული გვერდის მიხედვით. (განხილვა:ხაჩკოი). რამდენიმე დასახელება შეცვლილია. მე დავტოვე რაც გვეწერა. რადგან მაცნეზე დადებული დოკუმენტია სახელის გადარქმევის შესახებ საჭირო.--ცანგალა 09:49, 11 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგის განხილვა:ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი[წყაროს რედაქტირება]

საინტერესოა პასუხი.--ცანგალა 13:13, 12 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

თბილისის ქარვასლა[წყაროს რედაქტირება]

მომხმარებელი:Beqabai კი მითხრა, რომ მომხმარებლის განხილვა:Beqabai#თბილისის სამხატვრო გალერეა „მე სტრანდარტები უნდა შევაფასო და არა მასალის სისწორე“, მაგრამ მე მაინც თხოვნა მექნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას გადახედო ხოლმე. როგორც ეს შეცდომა სტატია თბილისის ქარვასლაში გაიპარა. --ცანგალა 21:42, 15 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ინდურთის კოშკი[წყაროს რედაქტირება]

ინდურთის კოშკი ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში — აქედან გამომდინარე ამოვიღე ზედა ზღვარის კატეგორია გამომდინარე.--ცანგალა 09:18, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

ეგ არ არის ქვედა კატეგორია. ერთი ეხება მხოლოდ ეროვნული კატეგორიის ძეგლებს. მეორე, ზოგადად ყველა ძეგლს (მიუხედავად კატეგორიისა) და ალაგებს მხარეების მიხედვით --M. განხილვაწვლილი 10:03, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ზედა უნდა დამწერა. მოკლედ ამ ორ კატეგორიას შორის იერარქიული კავშირი არაა --M. განხილვაწვლილი 10:04, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კახეთის მხარემდე. კახეთამდე ახმეტის მუნიციპალიტეტს ვგულისხმობ.--ცანგალა 17:42, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მსგავსი კატეგორია არ არსებობს, შესაქმნელია. მე არსებული კატეგორია დავამატე. თუ შეიქმნება, მერე შეიძლება შეცვლა. ხოლო თუ ახმეტის მუნიც. კოშკები - ამას გულისხმობ, ესეც სხვაა, ყველა კოშკს შესაძლოა არ აქვს ჰქონდეს ძეგლის სტატუსი მინიჭებული.--M. განხილვაწვლილი 17:51, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
„ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე.“ — ჩემი ბრალი არ არის. შექმენი შენ. პრობლემას ვერ ვხედავ. მე პირადად მომხმრე არ ვიყავი, მაგრამ...--ცანგალა 22:52, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
იხ. კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კახეთის მხარეში — მხოლოდ სამი სტატიაა.--ცანგალა 22:55, 17 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამჟამად კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კახეთის მხარეში არის ყველაზე ქვედა დონის კატეგორია, ამაზე ქვედა დონის, მუნიციპალიტეტების, არ არსებობს და მაინც ვერ გავიგე, რატომ არ უნდა იყოს მითითებული სტატიაში ინდურთის კოშკი ეს კატეგორია? ეს ერთი. მეორე: კიდევ შეიძლება ქვედა დონის კატეგორიების შექმნა: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდეგ თემების მიხედვით, შემდეგ სოფლების მიხედვით, ბოლოს საერთოდ კატეგორია ინდურთის კოშკი, რომელშიც იქნება მხოლოდ ერთი სტატია ინდურთის კოშკი? --M. განხილვაწვლილი 06:18, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
გადავხედე მაგ გადაწყვეტილებას და ის არ გამომდინარეობს მაქედან რომ ზედა დონის კატეგორია იმ შემთხვევაშიც წაიშალოს თუ უფრო ქვედა არ არსებობს. ამიტომ კატეგორიები, რომლებიც კულტ. მემკვიდრეობის ძეგლებს ალაგებს მხარეების მიხედვით, უნდა დარჩეს სტატიებში მანამ, სანამ უფრო ქვედა არ შეიქმნება --M. განხილვაწვლილი 06:26, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ახმეტის მუნიციპალიტეტში — ეს უფრო ქვედა არ არის? და ეს ჩაჯდება უფრო ზევითაში კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები კახეთის მხარეში და ა. შ. ყველა სტატიაში, სადაც ზედა კატეგორია ეწერა იშლება და ხდება მათი შეცვლა დაბალი კატეგორიით. და თუ დაბალი კატეგორია არ არსებობს ხდება მათი შექმნა. „ გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე. “ - ასე წერია გადაწყვეტილებაში. ქვედა კატეგორია თუ არ შეიქმნა არც იარსებებს. სოფლებში მუნიციპალიტეტის კატეგორია თემებზე გადავიტანე. ის არ არსებობდა. რა ვქნა იდიოტური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მოგვწონს თუ არ მოგვწონს უნდა დავემორჩილოთ. არ მყავს სკოლის მოსწავლეები, რომ მივაცემინო ხმა კენჭისყრაში.-ცანგალა 10:20, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
წესი არ ავალდებულებს ახალი კატეგორიის შექმნას. რაც არსებობს იმას ვუთითებთ, ხოლო ვისაც უფრო წვრილი უნდა, მაშინ მიუთითოს და შექმნას, წითლად რომ არ დარჩეს. გიო ოქრო 10:27, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
მეც არ მიმაჩნია ეგ სწორ გადაწყვეტილებად, მაგრამ ვემორჩილები, ამიტომ უფრო ქვედა დონის კატეგორიებს არ ვქმნი, არსებულებიდან ყველაზე ქვედა დონისას ვუთითებ. @Zangala: გთხოვ, მხარეების კატეგორიებს ნუ ამოშლი, ან თუ ამოშლი, მუნიციპალიტეტის შექმენი და იმით ჩაანაცვლე. --M. განხილვაწვლილი 10:30, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. ეტყობა კენჭისყრის ვიკიპედია:კენჭისყრა/კატეგორიის სიდიდის ზედა ზღვარი სტატიებში შედეგი „ხმათა უმრავლესობით, კანონის სახე მიეცა პირველ პოზიციას, ანუ, სტატიებს უნდა მიეთითოს მხოლოდ რაც შეიძლება წვრილი, ქვედა დონის კატეგორია, რადგან ეს კატეგორიები მაინც თავს იყრის უფრო მსხვილ, ზედა დონის კატეგორიაში. მაგალითისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს და ეს კატეგორია. გადაწყვეტილება ვრცელდება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებზე.“ გარკვევით არ არის და ყველას სხვადასხვაგვარად გვესმის. ეს კი ჩვენი ბრალი არ არის. --ცანგალა 10:53, 19 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ამ რედაქტირების აზრი ვერ გავიგე. გიო ოქრო 14:10, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

შემეშალა, მკვდარ ლინკებს ვშლიდი. დაბრუნებულია --M. განხილვაწვლილი 14:31, 25 თებერვალი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გაფრთხილება!
თქვენი მოქმედება ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს და წარმოადგენს ვანდალიზმს. თუ წესებს სისტემატურად დაარღვევთ, თქვენი წვდომა შეიზღუდება, ვიკიპედიაში რედაქტირების აკრძალვისა ან ბლოკირების სახით. გირჩევთ, საფუძვლიანად გადახედოთ ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს.

შენიშვნა: ამ გაფრთხილების წაშლა არ შეიძლება. ესეც ვიკიპედიის წესების დარღვევად ჩაითვლება.

Wiki - ჯაბა 06:54, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამის ასე დაუსაბუთებლად ჩასმა მოსულა? გამკითხავი არავინ არ არის? --M. განხილვაწვლილი 07:04, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

თავს გაუფრთხილდი[წყაროს რედაქტირება]

„გამკითხავი არავინ არ არის?“ — კარგი შეკითხვაა. სამწუხაროდ, ქართულ ვიკიპედიაში ყველაფერი მოსულა.--ცანგალა 08:29, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

კონფლიქტს ნუ ამწვავებ. --Wiki - ჯაბა 08:42, 13 მარტი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სულეიმან I-დან კატეგორია:ოსმალეთის სულთნების ამოღება რამ განაპირობა? --Wiki - ჯაბა 13:50, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ გადაწყვეტილებამ. სტატიას მითითებული აქვს უფრო დაბალი დონის კატეგორია ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები‎, რომლის ზედა კატეგორიაცაა ოსმალეთის სულთნები --M. განხილვაწვლილი 14:03, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგ გადაწყვეტილებამდე კარგი იქნებოდა რომ გენახა ეს და ეს განხილვები და მიხვდებოდი რომ ეგ გადაწყვეტილება ადრე ორჯერ იყო შეთანხმებული. ახლა რაც შეეხება ამ კატეგორიას. ვინ გითხრა რომ ერთი მეორის ქვედა კატეგორიაა? ორივე უნდა იყოს. ეგ გადაწყვეტილება ჯერ ერთი არასწორადაა ფორმულირებული თავიდანვე და მეორეც ეგ გადაწყვეტილება მივიღეთ მას მერე რაც გეოგრაფიულ ობიექტებზე იყო საუბარი და არა პიროვნებებზე (სწორედ ამიტომაა არასწორად ფორმულირებული). კატეგორია დასაბრუნებელია და რატომ იცი? ხან ასე აკეთებ ხან ისე: კუმურდოს რომ ჩაუსვი კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში ეგ მაგის ქვედა კატეგორიაა? მაშინ ეგ გადაწყვეტილება არ გახსოვდა? --Wiki - ჯაბა 14:31, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ გადაწყვეტილებაში არ წერია, რომ პიროვნებებს არ ეხება. ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები‎ თავის მხრივ შედის კატეგორიაში ოსმალეთის სულთნები‎ --M. განხილვაწვლილი 14:37, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სწორედ მაგას ვამბობ რომ არასწორად იყო ფორმულირებული თვითონ კენჭისყრაც და გადაწყვეტილებაც. განხილვებში არსად არაა ნახსენები პიროვნებები, საუბარია თბილისის ქუჩებზე. კუმურდო არ შევიმჩნიეთ? არანაირი ზედა ქვედა არ ესადაგება ამ ორ კატეგორიას შენს მიერ მოყვანილი კატეგორია სხვა ტოტად შეიძლება წავიდეს (შეიძლება იდეაში შეიქმნას „ბრძოლის ველზე მყოფი სახელმწიფოს მეთაურები“), ხოლო სულეიმან პირველის უმთავრესი კატეგორიაა ოსმალეთის სულთნები. --Wiki - ჯაბა 14:44, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორაა ფორმულირებული მაგაში არ ვერევი, არც გადაწყვეტილებაში მიმიღია მონაწილეობა. რაც არის, იმის მიხედვით ვმოქმედებ. შენი ახსნა არ ემთხვევა იმ ტექსტს, რაც გადაწყვეტილებაში წერია, ასე რომ მე ვიმოქმედებ გადაწყვეტილების ტექსტის და არა შენი ინტერპრეტაციის მიხედვით. რაც შეეხება კუმურდოს, იქაც არსებულებიდან ყველაზე ქვედა კატეგორია ჩავსვი. შეგიძლია შექმნა უფრო ქვედა კატეგორია:კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში და ამით ჩაანაცვლო. --M. განხილვაწვლილი 14:51, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ვერ გაიგე რას გეუბნები. მე ჩემს ინტერპრეტაცას არ გახვევ თავს. ეგ მაგ სტატიის ქვედა კატეგორია არაა (იდეაში რაც უნდა შეიქმნას დაგიწერე), ეგ სხვა შტოა და სრულიად შესაძლებელია ორივე დარჩეს. ჰო კიდევ, არსებული რაც იყო ის ჩასვი? ეს როგორ გავიგო? ლაზისტანის სანჯაყი? ამ სტატიაში არსებული ჩასვი? ჯერ ჩასვი და მერე შექმენი. კარგი იქნება იქაც ეგრე გემოქმედა. სრულიად ცხადია შენი მოქმედებების არსი. --Wiki - ჯაბა 14:56, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

გადაწყვეტილება საკმაოდ გასაგებად არის ფორმულირებული და ეხება ყველა სტატიას, რასაც კი კატეგორია აქვს, ყველაფერი იქ ვერ გაიწერებოდა, დამეთანხმებით. შესაბამისად, უნდა გავრცელდეს პიროვნებებზე, მათ შორის სულთნებზეც, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. — Mikheil მიწერა 15:23, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
თანაც, გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ეხება როგორც ძველ, ისე ახალ სტატიებს. — Mikheil მიწერა 15:24, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მიშა ეგ ჯერ კიდევ გადასაწყვეტია და სალაპარაკოა რამდენად სწორადაა ფორმულირებული. მაგრამ აქ სხვა საკითხია: არსებობს სტატია იბრაჰიმ I (ოსმალეთის იმპერია), აბდულაზიზი, აბდულმეჯიდ I, აბდულჰამიდ I, აბდულჰამიდ II... ამათ არ აქვთ ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნების კატეგორია (ყველას ვერც იქნებოდა), ანუ რა გამოდის ნაწილი სულთნებისა იქნება ამ კატეგორიაში, ნაწილი კი ოსმალების სულთნების კატეგორიაში? ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ერთი, მეორის ქვედა კატეგორია არ არის. ეს არის კატეგორიის ორი ტოტი, ერთ იქნება ასე: ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები → ბრძოლის ველზე მყოფი სახელმწიფოს მეთაურები, ხოლო მეორე ასე: ოსმალეთის სულთნები → სულთნები (და ა. შ). --Wiki - ჯაბა 15:29, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

არაფერია სალაპარაკო, გადაწყვეტილება ზოგადია და იქ ვერ დაკონკრეტდებოდა, რომ უნდა მოეცვა ზოოლოგიაც, ასტრონომიაც და გეოგრაფიაც, მოიცავს ყველაფერს, ეს ისედაც ცხადია. რაც შეეხება ნაწილ-ნაწილს, ვინც ნახავს, ამოაგდებს, ნელ-ნელა ან ერთნაირად, წესი ხომ იმიტომ არის, რომ ადრე თუ გვიან ყველა სტატიაზე გავრცელდეს? ერთ დღეში ხომ ვერ გავრცელდება? კატეგორიების სპეციფიკაცია (ვგულისხმობ გაშლა-დაწვრილებას) სხვა თემაა და კენჭისყრასთან კავშირში არ არის. ის, რომ მთავარი კატეგორიაც მოიცვას, რადგან ამით არაფერი შავდება, იყო კენჭისყრაში ვარიანტად, მაგრამ ვერ გავიდა, ჩავარდა. — Mikheil მიწერა 15:33, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

სალაპარაკო ბევრია. მაგრამ აქვს ამას თავისი ადგილი და წესი (ყოველშემთხვევაში მე სად რა უნდა ვთქვა ამის წესი მაქვს). რაც შეეხება ჩემი მესიჯის მეორე ნაწილს? კატეგორიის ორ სხვადასხვა შტოზე რომ ვსაუბრობ? ამაზე რას იტყვი? --Wiki - ჯაბა 15:42, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე მეც გიპასუხე, რომ ეგ უკვე კენჭისყრის წესებს სცდება, ვინ როგორ და რამდენად დააწვრილებს კატეგორიას, კენჭისყრით ეგ არ განსაზღვრულა და არც ამ შემთხვევის შინაარსობრივ მხარეზე მითქვამს რამე, მე ხაზი გავუსვი მხოლოდ კენჭისყრის გადაწყვეტილების მკაფიოობას და აღსრულების ნაწილს. — Mikheil მიწერა 15:46, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მიშა არ გიპასუხია. ეს ორი კატეგორია ერთმანეთის ზედა-ქვედა არ არის. ორივე უნდა იყოს. ერთი კატეგორიების სხვა შტოა, მეორე სხვა შტო. ერთი სხვა მიმართულებით მიდის, მეორე სხვა მიმართულებით. ზოგიერთი სულთანი როგორც ვხედავთ არ ყოფილა ბრძოლის ველზე, ამიტომ გამოდის რომ აქ ორად იყოფა სულთნების სია, რაც ნიშნავს რომ ეს ორი კატეგორია არის ორი სხვადახვა შტო. --Wiki - ჯაბა 15:50, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

როცა კატეგორია კატეგორიაში ზის, ის არის ზედა-ქვედა. ზედა-ქვედას სხვაგვარი განმარტება შეუძლებელია --M. განხილვაწვლილი 15:52, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
საბოლოოდ ყველა ეს კატეგორია თავს მოიყრის სულთნების კატეგორიაში, კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით ხომ ასეა? — Mikheil მიწერა 15:53, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

და მერე გგონია, რომ სწორადაა ჩასმული ამ კატეგორიაში? მაგას გიმტკიცებთ ამდენი ხანია. --Wiki - ჯაბა 15:54, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ძალიან მინდა, რომ სულთნებზე ყველა სტატიას ეჯდეს დედაკატეგორიაც, სულთნების, ისევე როგორც ყველა სხვა სტატიას, რასაც კენჭისყრაზედ დავუჭირე მხარი, თუმცა, ვერ გავიდა. — Mikheil მიწერა 15:56, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება შინაარსობრივ სიზუსტეს, არ ვარ ამ თემაში კომპეტენტური და არ ვიცი, არც დამიწერია აქ რამე მაგაზე, ეგ სხვა საკითხია. მე ყურადღება მხოლოდ ტექნიკურ ნაწილზე გავამახვილე. — Mikheil მიწერა 15:57, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მიშა კენჭისყრა კენჭისყრაა და დარჩება ეგრე. მე სხვა რამეს გეუბნებით და ან ვერ იგებთ, ან განგებ არიდებთ თავს. მე როგორც ვიკიპედიელმა რომ დამჭირდეს სულთნები ვნახო ერთად, რომელ კატეგორიაში უნდა ვნახო? ხო იყოფა ორ ნაწილად? ესე იგი ეს არაა ზედა-ქვედა კატეგორია. ამ ყურით მოთრეულ კატეგორიაში (ასეთები ბევრია სხვათაშორის) უნდა იყოს ასევე ყურით მოთრეული (უფრო მოსათრევი) კატეგორია კატეგორია:ბრძოლის ველზე მყოფი სახელმწიფოს მეთაურები. ეს კი სულთნების კატეგორიებში ვერ მოხვდება. ასე რომ კენჭისყრის წესებს არღვევთ რადგან კატეგორიის ორ შტოზეა საუბარი. --Wiki - ჯაბა 15:59, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიახ, დიახ მე შინაარსობრივიდან გამოვდივარ, რაც ტექნიკურთანაც სწორადაა. --Wiki - ჯაბა 16:01, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

მეც ძალიან მინდა ერთ კატეგორიაში ვნახო საქართველოს ყველა ქალაქი, მუნიციპალიტეტი, პერუს ტბები, მდინარეები და ა. შ. არგუმენტადაც კი ჰქონდა კენჭისყრაზე ეს ფაქტი ერთ-ერთ ვარიანტს, მაგრამ ვიკიპედიელთა უმრავლესობამ არაო, ჩავარდა ეს ვარიანტი. ვიმეორებ, კატეგორიების შინაარსობრივ მხარეზე მე პოზიციას არ ვაფიქსირებ და ეგ უკვე თქვენი საქმეა, ვინც ამ კონკრეტულ თემაში (სულთნების) კარგად ერკვევით. — Mikheil მიწერა 16:03, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

აი მიშა სად ცდები ახლა. საქართველოს ყველა ქალაქს ეხება ის ქვედა კატეგორიები რაც მივუთითეთ, აი ამ სულთნებს კი ყველას არ ეხება. აქ ხდება გაყოფა სიის, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს რომ სხვადასხვა შტოა კატეგორიის. აი მაგალითი კატეგორია:შიდა ქართლის მხარის სოფლები აბა შედი ამ კატეგორიაში და ჩამოშალე ლურჯი სამკუთხედები რა კოხტადაა ჩამოწიკწიკებული. აი აქ კი ასე არ გამოდის. :) --Wiki - ჯაბა 16:07, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები‎ შედის კატეგორიაში ოსმალეთის სულთნები. კიდევ შეიძლება სხვა კატეგორიაშიც შევიდეს და სხვა შტო აიგოს კატეგორიებისა, მაგრამ ორივე კატეგორია ოსმალეთის სულთნები და ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები‎ ერთ სტატიას ვერ მიეთითება მოქმედი გადაწყვეტილებით. კიდევ ერთხელ, მე არც მაგ გადაწყვეტილებაში ჩავრეულვარ, არც ეს სტატია დამიწერია, არც ამ კატეგორიებიდან რომელიმე შემიქმნია. ვასწორებ კატეგორიებს წესის მიხედვით --M. განხილვაწვლილი 16:08, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]
კენჭისყრის შედეგი აპრიორი არ გულისხმობს იმას, რომ მასე ჩამოწიკწიკებულად უნდა გამოდიოდეს ყველა სტატიის შემთხვევაში. გადაწყვეტილების მიხედვით, როდესაც შესაძლებელია, უნდა მიეთითოს რაც შეიძლება ვიწრო კატეგორია. რამდენად შინაარსიანი და აზრიანი იქნება ეს კატეგორია, ეგ სხვა საკითხია. ამ შემთხვევაში, რედაქტორმა ჩათვალა, რომ მოძებნა წვრილი კატეგორია და შექმნა, რამდენად აზრიანად, ეგეც სხვა საკითხია და მე არ ვარ მაგ საკითხში კომპეტენტური. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არიქა, სხვა დანარჩენი სტატიებს ისევ დედაკატეგორია რჩება და არ შეიძლება. ოდესმე შეიძლება მათაც მოეძებნოთ წვრილი კატეგორია და ისინიც მასე ჩამოწიკწიკდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ წვრილი კატეგორიების აზრიანობას და არსებობის მართებულობას არ ვეხები. — Mikheil მიწერა 16:12, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ ასწორებ. ამახინჯებ და არ გინდ ამის გაგება. ასე ჯიუტად ძახილი ნიშნავს რომ არგუმენტი არ გაქვს. --Wiki - ჯაბა 16:12, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

საქმის არსს ვერ (ან არ) ხვდებით. გასაგებია ორივეს ასეთი მიდგომა, საბაბი ნამდვილად გაქვთ ორივეს. წარმატებები. --Wiki - ჯაბა 16:15, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

შინაარსს არ შევხებივარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და რამდენად ამახინჯებს კონკრეტულ სტატიას კონკრეტული შინაარსის კატეგორია, მე არ ვიცი და თქვენ იმსჯელეთ, ვინც ამ თემაზე მუშაობთ. მე შევეხე მხოლოდ ტექნიკურ ნაწილს, რას გულისხმობს კენჭისყრის გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოხდეს კატეგორიაზაცია. წარმატებები! — Mikheil მიწერა 16:18, 30 აპრილი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა ფორუმზე[წყაროს რედაქტირება]

ფორუმზე განხილვაა და უნდა მიიღო მონაწილეობა.--Wiki - ჯაბა 11:17, 4 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

დაბლოკილი (გაფრთხილების გარეშე) ვარ ერთი თვით და სტატიების განხილვის გვერდზე აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს. როდესაც ვთხოვე სტატიის განხილვის გვერდებზე ეს ინფორმაცია ჩაეწერა, ნახე რა გვერდი შემიქმნა მელბეგმა შეგშურდება მომხმარებელი:Zangala/განხილვები, დააგროვე და ერთი თვის შემდეგ ჩაწერეო. --ცანგალა 05:54, 24 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

განხილვა:რაუფ ორბეი[წყაროს რედაქტირება]

განხილვა:რაუფ ორბეი სტატიის განხილვის გვერდზე ვერ ვწერ დაბლოკილი ვარ. ეს Mehman97-ის მიერ მითეთებული გვერდი თურქულად იწერება (თურქ. Bey) და არა Bay. --ცანგალა 10:23, 28 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანე განხილვის გვერდზე --M. განხილვაწვლილი 10:47, 28 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მადლობა.--ცანგალა 10:55, 28 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე მეც ვიფიქრე, მაგრამ მე ხმის ამოღების უფლება არ მაქვს. დამბლოკავენ. მაგ. ეწერი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — შემოტანილია ვიკიპედიაში 2009 წელს, ხოლო ენციკლოპედია „საქართველო“ თბ., 2014 წელი. მაგდენსაც ვერ ფიქრობენ, რომ ლიტერატურა უფრო ახალია ვიდრე სტატია ქართულ ვიკიპედიაში ე. ი. 2020 წლამდე ლიტერატურის მითითების გარეშე იყო სტატია. და მერე საბჭოთა საქართველოს პერიოდი ერთ-ერთი ნაწილია საქართველოს ისტორიისა — ესეც არ იციან. --ცანგალა 06:20, 1 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე სოფელში, რაც კონტროლის სიაში მაქვს, ქსე დავაბრუნე (ქე-ც დავტოვე), სამწუხაროდ, ყველა ცვლილებას ვერ გავაკონტროლებ. --M. განხილვაწვლილი 08:01, 3 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიცი. მე კი დაბლოკვით დამემუქრა ჯაბა. შეგიძლია ჩემი განხილვის გვერდი ნახო.--ცანგალა 08:18, 3 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს. ეს სტატია ამ სახით, მთლიანად ჩემი გაკეთებულია, ქსე-ში არც კი ჩამიხედავს და რატომ მიუთითე? — Mikheil მიწერა 20:02, 9 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მივუთითე, როგორც ლიტერატურა, სტატიას ინფორმაცია შევმატე, დამატებითი ლიტერატურის სახით. მომხმარებელს შეუძ₾ია ნახოს, რომ ამ სტატიაზე ეს ლიტერატურა არსებობს. სტატიაში ლიტერატურა მითითებული არაა (არ იყო) და ამით უფრო გამდიდრდა. ქსე, მადლობა ღმერთს, აკრძალული არ არის. ასევე, არაა სავალდებულო სტატიაში მხოლოდ ის ლიტერატურა იყოს მითითებული, რის საფუძველზეც მომზადდა. ასეთი პრაქტიკაა აქ, სტატიებში ის ლიტერატურაა ძლიან ხშირად მითითებული, რომელიც თემას ეხება და არამხოლოდ ის, რომლითაც მომხმარებელმა იხელმძღვანელა წერის დროს. ასე არის სტატიების უდიდეს უმრავლესობაში. მე პირიქით მაქვს შეკითხვა, რატომ ამოიღე? ვაპირებ, დავაბრუნო, მე მიმაჩნია, რომ ამ (და ნებისმიერი) თემის შესახებ ქართულენოვანი ლიტერატურა უნდა იყოს მითითებული, სადაც ეს შესაძლებელია. (იმედია არ ფიიქრობ რომ ეს ან სხვა სტატია მხოლოდ შენ ან სხვას „ეკუთვნის“) --M. განხილვაწვლილი 05:54, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
2020 წელს რომ ქალაქის შესახებ სტატიაში 50 წლის წინანდელ ლიტერატურას უთითებ, თუნდაც დამატებითი საკითხავის სახით, უხერხული ხომ არ არის? განა რა წერია ქსე-ს სტატიაში ამ ქალაქის შესახებ ისეთი? ლიტერატურის სექციაში ეთითება მხოლოდ წყაროები. დამატებითი ლიტერატურის შემთხვევაში, უნდა გააკეთო ქვესექცია „რეკომენდებული ლიტერატურა“. — Mikheil მიწერა 09:25, 10 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, პირველი: „უხერხულია“ როგორი არგუმენტია? ჩემი აზრით, ჯობს, აკადემიური ტერმინებით ვიმსჯელოთ, უხერხულობა რა შუაშია? მეორე: კი, 50 წლის წინანდელი და უფრო ძველი ლიტერატურის მითითება შეიძლება, 150 წლის წინანდელისაც. ძველის მითითება ახალს არ გამორიცხავს, კონკრეტულად ამ სტატიაში კი ლიტერატურა არც ძველი და არც ახალი მითითებული არაა, ლიტერატურის სექცია საერთოდ არ აქვს, ჩემი აზრით, უნდა ჰქონდეს, რაკი გვაქვს შესაძლებლობა, რომ მივუთითოთ, მით-უმეტეს გვაქვს შესაძლებლობა მივუთითოთ ქართულენოვნი ლიტერატურა. მესამე ლიტერატურის სექციაში მხოლოდ წყაროები არ ეთითება, ასეთი წესი არ გვაქვს, ხოლო დამკვიდრებული პრაქტიკა სრულიად საპირისპიროა, ლიტერატურაში თემაზე არსებული ლიტერატურის მითითება ხდება და არა მხოლოდ იმისა, რითაც მომხმარებელი ხელმძღვანელობდა წერის დროს --M. განხილვაწვლილი 03:44, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად უხერხულია და შენი ეს კომენტარი უფრო მეტად უხერხული. 2020 წელს, თანამედროვე ქალაქის შესახებ რეკომენდებულილიტერატურის სახით 70 წლის წინანდელი ტექსტის, ისიც საბჭოთა ტექსტის შეთავაზება, მკითხველის დაცინვაა და მეტი არაფერი. რაც შეეხება ლიტერატურის სექციას, დიახ, ქართულ ვიკიპედიაში ამ სექციაში 99 პროცენტ შემთხვევაში წყარო ეთითება და არა ზოგადად, თემის შესახებ არსებული ლიტერატურა, მით უმეტეს, ქსე-ს შემთხვევაში. დამისახელე სტატიები, რომლებიც ქსე-დან არ არის გადმოკოპირებული და ის რეკომენდებული ლიტერატურის სახით აქვს მითითებული. — Mikheil მიწერა 08:11, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
არა, არ გიპასუხებ. სცდები აკადემიურ მსჯელობას, როდესაც „უხერხულობასა“ და „დაცინვებზე“ საუბრობ. არ ვაპირებ ამ ტიპის კინკლაობას. --M. განხილვაწვლილი 11:30, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვერც მიპასუხებ, რადგან რეალობას სცდები და არგუმენტიც არ გაქვს. — Mikheil მიწერა 12:16, 11 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების სახელით, გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ყოველივე კარგს ცხოვრებაში. ქართულ ვიკიპედიას სჭირდები. საუკეთესო სურვილებით. 😊😘 --ცანგალა 06:19, 18 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

მადლობა!

ინფოდაფაში ბმული არის წარმოდგენილი. რა პრობლემაა ვერ ვხვდები ?. - OTOGI Messages 14:35, 27 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფაში მითითება საკმარისია? ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში ან სულ მინიმუმ სქოლიოს სექცია უნდა ჰქონდეს სტატიას --M. განხილვაწვლილი 05:15, 29 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ძალიან ბევრს ხომ არ ითხოვ ?. გინდა ათასობით სტატია განახო, სადაც სქოლიო და ლიტერატურა არ არის მითითებული ? შენი მდარე ლოგიკით ყველა სტატიაში წმენდის თარგი უნდა განთავსდეს. ოთხ-წინადადებიან სტატიაში ერთი ბმულის არსებობა განა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ წმენდის თარგი არ განთავსდეს ?. და თუკი, არსებობს საეჭვო კონკრეტული წინადადება წყაროს თარგის ნაცვლად, ფაქტის თარგი უნდა გამოიყენო. შენს მიერ დაწერილ სტატიაში — ვიქტორ პოკროვსკი სქოლიო და ლიტერატურა არ არის მითითებული, მიდი ჩასვი წყაროს თარგი, გელოდები... შენ ხომ იძახი მინიმუმ, ლიტერატურა და სქოლიოს სექცია უნდა ჰქონდესო... ამოგიყარო კიდევ ასეთი უამრავი სტატია ?. - OTOGI Messages 07:22, 29 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
წესიერად ისაუბრე, თუ ჯანსაღი დისკუსიაა შენთვის მნიშვნელოვანი. „მდარე ლოგიკა“ ასეთი მომართვა მიუღებელია. სამწუხაროა, როცა ვიკიპედიის ადმინისტრატორი ასეთი ენით საუბრობს --M. განხილვაწვლილი 12:19, 30 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
შენ რომ ზრდილობა გქონდეს სხვის სტატიებში ასე ცინიკურად წმენდის თარგებს არ ჩააგდებდი. როგორც იმსახურებ ისე გელაპარაკები. ისწავლე სხვა მომხმარებლების წვლილის დაფასება და პატივისცემა. - OTOGI Messages 07:03, 1 ივლისი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბერიძეები — გამარჯობა. დიდი წვლილი მიგიძღვით სტატიაში. იქნებ ხელი შეავლოთ უკანასკნელ დამატებებს, თუ დრო გექნებათ. გიო ოქრო 21:10, 29 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გავაუქმე ყველა ცვლილება. შემიძლია ავუხსნა ცვლილებების ავტორს, მაგრამ რეგისტრირებული არ არის, და ამ დროს როგორ ვიქცევით, არ ვიცი, IP-ის განხვილვის გვერდზე ხომ არ დავუწერ, რეგისტრირებული არ არის --M. განხილვაწვლილი 12:29, 30 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

Hello M./არქივი 7,

Really sorry for the inconvenience. This is a gentle note to request that you check your email. We sent you a message titled "The Community Insights survey is coming!". If you have questions, email surveys@wikimedia.org.

You can see my explanation here.

MediaWiki message delivery განხილვაწვლილი 18:52, 25 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სრულად როგორ არის[წყაროს რედაქტირება]

სს — რას ნიშნავს?--ცანგალა 13:00, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

საუკუნეებს. მე დავწერე? --M. განხილვაწვლილი 13:02, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არა. იხ. ნოდარ ჯავახიშვილი სს „ქართუ ბანკის". ისე ჯობია საუკუნეებიც სრულად ვწეროთ. სხვაგანაც შემხვდა.--ცანგალა 13:06, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
სააქციო საზოგადოება არის მაგ შემთხვევაში. --M. განხილვაწვლილი 13:07, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
👍 --ცანგალა 13:11, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მოსაწესრიგებელი[წყაროს რედაქტირება]

კატეგორია:აკა მორჩილაძე რამდენიმე კატეგორია წავშალე და კვლავ წასაშლელია. გადავიტანე სტატიაში აკა მორჩილაძე --ცანგალა 16:30, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვერ გავიგე ზუსტად რას მეუბნები --M. განხილვაწვლილი 16:41, 27 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გიგა ბოკერია[წყაროს რედაქტირება]

გიგა ბოკერია — ვგულისხმობ პარლამენტის თარგებს. მხოლოდ ორი მოწვევის იყო. ამიტომ ამოვიღებ თარგებს და უკან არ დააბრუნო. წყარო გაქვს?--ცანგალა 11:46, 29 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

არა, ამოიღე მე-7 და მე-8 --M. განხილვაწვლილი 11:48, 29 სექტემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ბოლო წინადადება. ამჟამად ნამდვილად არის? --ცანგალა 21:43, 8 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამჟამად არ არის. ეს მე შემომიტანია 2012-ში, როგორც ჩანს მაშინ (2010-14 წწ) იყო. ბმულიც იყო, რომელიც აღარ მუშაობს. წასაშლელია ეგ წინადადება, არ არის რელევანტური --M. განხილვაწვლილი 14:51, 11 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კახა ოქრიაშვილი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე კატეგორიის ამოშლა და შედმეგ რედაქტირების გაუქმება — ვანდალიზმია. იმედია შემდეგში განმარტავთ რატომ შლით კატეგორიას. --Mehman 97 20:48, 14 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

წესის მიხედვით სტატიებში რჩება მხოლოდ წვრილი კატეგორიები. ამ შემთხვევაში ესაა X მოწვევის პარლამენტის წევრები რაც თავის მხრივ საბოლოოდ ერთიანდება კატეგორიაში პოლიტიკოსები. ყველა ცვილებაზე ახსნა-განმარტებებს ვერ დავწერ. ნახეთ როგორაა სხვა მსგავს სტატიებში. არასწორი თქვენ მიერ გაუქმება იყო. კონკრეტულად ოქრიაშვილზეც ვაბრუნებ ჩემს ცვილებას. --M. განხილვაწვლილი 13:15, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ქართველი პოლიტიკოსები დიდი კატეგორია არ არის და მოწვევების კატეგორია თუ მასში ერთიანდება, არც ეგაა არგუმენტი. აქ საუბარი კონკრეტულად პიროვნებაზეა და რასაც თქვენ აკეთებთ — აბსურდია. უკან ვაბრუნებ ცვლილებას და თუ ასე გააგრძელებთ შედმეგ ვანდალიზმის თარგს ჩავსვამ. წარმატებები, --Mehman 97 14:43, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
დიდი არ არის რას ნიშნავს. უკან სანამ დააბრუნებთ დაწერეთ განხილვის გვერდზე. აქ ერთ სტატიაზე არ არის საუბარი. --M. განხილვაწვლილი 17:38, 15 ოქტომბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. როდესაც კატეგორიებთან დაკავშირებული წესის დაცვისაკენ მიუთითებთ მომხმარებლებს, სჯობს აქვე თავად დაიცვათ წესი ქსე-სთან დაკავშირებითაც და თავი შეიკავოთ ამ წესის დარღვევისაგან. --Wiki - ჯაბა 06:38, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თავის დროზე, როდესაც სტატია შეიქმნა იყო წყაროზე დაფუძნებული. ახლა ლინკი მკვდარია ან დაკარგული. რატომ არის ასეთ დროს სტატია წასაშლელი იმის გათვალისწინებით, რომ სტატიის მასალა სანდო წყაროზე დაყრდნობით შეიქმნა ? არ ფიქრობ, რომ მავლებლურ საქმიანობას ეწევი ? ვანდალობ და აფუჭებ ვიკიპედიის გვერდებს ? ორი სიტყვით გეტყვი, ან შეწყვიტავ მავლებლურ საქმიანობას ან შენი ანგარიში დაიბლოკება. არჩევანი შენზეა. - OTOGI Messages 08:49, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

  1. წასაშლელად არ მომინიშნავს, ჩავსვი თარგი წყარო. რაც ჯდება ისეთ სტატიებში, რომელსაც არ აქვს წყარო. ამ სტატიას ამჟამად არ აქვს წყარო. მკვდარი ბმული წყარო არ არის.
  2. გთხოვ, მიმითითო, სად შეიძლება გავასაჩივრო შენი, როგორც ადმინისტრატრის მუქარა ჩემდამი? --M. განხილვაწვლილი 08:55, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ურცხვად თამაშს თავი დაანებე. წაშლის თარგი სწორედ რომ წაშლას მოიაზრებს თავის თავში (შეგიძლია თარგის აღწერა წაიკითხო). თუკი ბმული მკვდარია უნდა ჩასვა თარგი:მკვდარი ბმული. აცდენილი ხარ ვიკიპედიის წესებს, დარღვევით ხან ქსე-ს უთითებ სტატიებში როდესაც წესი გვაქვს, ხან წაშლის თარგებს მიმოისვრი. ასე არ იქნება. სადაც გინდა იქ შეგიძლია გაასაჩივრო. - OTOGI Messages 09:00, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე საკითხს ასე ვუყურებ: სტატიებში მკვდარი ბმულები არ უნდა იყოს, მომხმარებელიც და ადმინისტრატორიც სტატიების განახლებასა და გამდიდრებაზე უნდა ზრუნავდეს და არა პირიქით. მე პირადად ასე ვაკეთებ. ვხედავ, რომ შენ სადამსჯელო და ამკრძალავ ორგანოდ წარმოგიდგენია თავი. როგორც გენებოს, ამ პოლემიკის გაგრძელებას არ ვაპირებ. --M. განხილვაწვლილი 09:10, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
რა ნაცნობი რიტორიკაა. თარგი:წყარო მოიაზრებს სტატიის აღებას. ამდენი წელია პროექტში ხარ და ელემენტარული არ იცი. აშკარად ცუდად უყურებ საკითხს, სხვა შემთხვევაში სტატიის წაშლაზე კი არა, მის გამდიდრებაზე იფიქრებდი. ბევრმა მომხმარებელმა შეამჩნია შენი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება პროექტისადმი სხვათა შორის. ძალიან ადვილია სხვისი ნაშრომის წაშლა, თარგების აქეთ-იქით მიმოყრა, მაგრამ შედეგია მთავარია. შედეგი კი კარგად ჩანს. - OTOGI Messages 09:17, 3 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგი:მმართველობის ფორმები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა M. ვიფიქრე ჩემი ვერსია უფრო მოსაწონი იქნებოდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:07, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგა ხანი კი ვიწვალე და შემოწმება არ იქნებოდა ურიგო ჩემი ვერსიის მანამდე, ვიდრე გაუქმდებოდა, გვერდის განხილვიდან გამომდინარე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:13, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა. უკაცრავად, რომ გაუქმება მომიწია. კარგა ხანს ვამოწმე (დამოწმებას არ ვგულისხმობ), სანამ გავაუქმებდი. განახლება პრობლემა არაა და მისასალმებელია, თუმცა განხილვის გვერდში დაფიქსირებული პრობლემები ისედაც გასწორებული იყო უკვე ამ თარგში. თქვენი ვერსია არც ინგლისურს შეესაბამებოდა, არც რუსულს და საერთოდ გაუგებარი იყო, რის მიხედვით იყო აწყობილი; ერთმანეთში არეული იყო მმართველობის ფორმები და პოლიტ. იდეოლოგიები, არ იყო გამართული სტრუქტურა და ამიტომ გავაუქმე. სჯობს სავარჯიშოში გააკეთოთ ახალი ვერსია, განხილვის გვერდზე დადოთ და თუ ექნება მხარდაჭერა, შემდეგ შეიცვლება, მანამდე კი იყოს მოქმედი ვერსია. --M. განხილვაწვლილი 09:54, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
უკრაინულის მიხედვით იყო. არაუშავს, სავარჯიშოში მაქვს შენახული. თუ გნებავთ თქვენთან, სავარჯიშოში გადაიტანეთ და კორექტირებები შეიტანეთ. აღარაა შრომატევადი უკვე, თითქმის გაკეთებულია. უბრალოდ გაცილებით ლამაზია არსებულზე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:05, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არაა არეული, ინგლისურის მიხედვითაა, მაგრამ უფრო დაკონკრეტებული.--გოგოლაური განხილვაწვლილი 10:13, 14 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მიუხედავად იმისა, თუ რას გვეუბნება ქსე და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული -en ქართულში ხშირად გადმოიცემა, როგორც ან, Francis Poulenc ქართულად წარმოითქმის, როგორც პულენკი: Francis Jean Marcel Poulenc [fʁɑ̃sis ʒɑ̃ maʁsɛl pulɛ̃k]. იხ. წყარო ფრანგული ვიკიპედიიდან: Phonétique historique du français et notions de phonétique générale, (fin de la page 103), 1994

როგორც ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ქართული ვიკისაზოგადოება შეთანხმდა, რომ „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიას აღარ ექნება ერთადერთი და უალტერნატივო წყაროს სტატუსი არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერის და არც გრამატიკის თვალსაზრისით.“ კეთილი ინებეთ და პატივი ეცით ამ გადაწყვეტილებას. თქვენს რედაქტირებას სტატიაში XX საუკუნის კლასიკური მუსიკა ვაუქმებ, იმედია უაზრო ჯიუტობას ადგილი აღარ ექნება. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 17:18, 17 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია უნდა გადაიტანოთ ამ დროს (ვიკიფიცირება კი არ უნდა გააუქმოთ) და ვიკიფიცირება დარჩება, ვერ გავიგე პრობლემა რა არის.--M. განხილვაწვლილი 17:25, 17 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიის ნახევარზე მეტი სხვა წყაროდანაა დაწერილი და ვალდებული ხარ მიუთითო ის წყარო რაც გამოიყენე. --Wiki - ჯაბა 19:11, 21 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს გაფრთხილებად არ მიიღეთ წინა მოწერილი და კვლავ აგრძელებთ ტექსტის შემოტანას წყაროს გარეშე. ეს უკვე მეორე გაფრთხილებაა. ყველა შემოტანილ ინფორმაციას სჭირდება წყარო და ამას ახლა მე არ უნდა გიხსნიდეთ. შემდეგი უკვე ვანდალიზმზე გაფრთხილების თარგი იქნება და ნუ გაიკვირვებთ. --Wiki - ჯაბა 06:13, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ანუ 2006 წლიდან მუნიციპალიტეტი ამის მითითებაა ყოფილა ვანდალიზმი თქვენი აზრით. ჩამოიარეთ და ჩასვით მაშ ეგ თარგი ყველა სტატიაში მუნიციპალიტტების შესახებ. --M. განხილვაწვლილი 06:19, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მე რომ ჩამოვიარე რაც ჩავსვი კი დაინახე. ეგ თქვენს საქციელს ნამდვილად არ ამართლებს. აწი თქვენ იცოდეთ. წარმატებები, მაგ გზით იარეთ. --Wiki - ჯაბა 06:21, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

აი ეს ცვლილება საერთოდ ვერ გავიგე. ამოშალეთ წყარო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და წერთ იგივე ტექსტს წყაროს გარეშე. თქვენი საქციელი დამწყებ ვიკიპედიელსაც კი არ შეეფერება. თუმცა როგორც ზემოთ გითხრეს ეს თამაშის არასწორი მეთოდებია. --Wiki - ჯაბა 06:35, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

(1) ეგ ლინკი მკვდარია დიდი ხანია და არც აღდგება (2) არასწორი ტექსტია, თითქოს 2008 წლიდან იყოს ოკუპირებული. 2008 წლამდე არ იყო ოკუპირებული თუ რას ნიშნავს ასეთი ფორმულირება? (3) როდესაც მთელი რეგიონია ოკუპირებული, უკლებლივ მისი ყველა სოფლისა, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ცალ-ცალკე სოფლების სტატიებში ამიდ დადასტურებისა, რადგან, ვიმეორებ, მთელი მუნიციპალიტეტი და მეტიც, მთელი რესპუბლიკაა ოკუპირებული. განსხვავებით მაგალითად ასეთი შემთხვევისა, სადაც კონკრეტულად მითითება აუცილებელია. --M. განხილვაწვლილი 06:42, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
1. ლინკი თუ მკვდარია უნდა გაასწორო და არ უნდა ამოშალო. 2. არასწორი ტექსტის შემთხვევაში ტექსტი უნდა გაასწორო და წყაროც უნდა დაურთო და მესამეს რაც შეეხება ეგ შენი მოსაზრებაა და განხილვის საგანია. წესით უნდა დაწერო სადმე და მერე განვიხილოთ. ან დავეთანხმებით ან არა. მანამდე ასე ამოშლა ვანდალიზმის ტოლფასია. --Wiki - ჯაბა 06:45, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვთ, შეწყვიტოთ ქსე-დან სტატიების გადმოკოპირება. ალბათ გახსოვთ, რომ ამ საკითხზე ვიკისაზოგადოებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. შეგიძლიათ, ბოლო გაფრთხილებად მიიღოთ ამ საკითხზე. — Mikheil მიწერა 15:56, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ამ გადაწყვეტილებაში სტატიის შემოტანის აკრძალვა სად წერია? --M. განხილვაწვლილი 15:58, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვიკიციტატა
„აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება, არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერისა და არც გრამატიკის (რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ამის პრეცედენტიც გვაქვს) თვალსაზრისით, როდესაც გვაქვს მასზე ახალი, აკადემიური წყაროები; ამ უკანასკნელთა გამოყენება კი მოხდეს ვიკიპედიაში წყაროების მითითების პოლიტიკის შესაბამისად. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ყველა სტატია, რომელიც ამჟამად ქსე-დან გვაქვს გადმოკოპირებული, ნებისმიერ დროს, რაიმე განსაზღვრული, კონკრეტული ვადების გარეშე, დაექვემდებაროს გადახედვას, განახლებას და უფრო ახალ წყაროებთან შესაბამისობაში მოყვანას, თუნდაც ინგლისური ვიკიპედიიდან გადმოთარგმნას. ასეთ შემთხვევაში, ამოღებულ იქნას წყაროდ მითითებული ქსე-ც.“

--Wiki - ჯაბა 16:35, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ წავიკითხე და ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია, რომ ქსე-დან სტატიის შემოტანა იკრძალება. @Surprizi: და @Kober: ამ მომხმარებლებმაც ასე გაიგეს: „არ ვიცი რა ვთქვა. ჩემთვის ქსეზე ჩაციკლვაც და მისგან კარდინალურად გამიჯვნა ორი უკიდურესობაა. კი ბატონო განავრცეთ ქსეთი შექმნილი სტატიები, მაგრამ ისეც ნუ ვიზამთ რომ ქსეზე დაყრდნობით სტატია ვერ შევქმნათ“ და „მიხეილ, მართალია, მაგრამ მაშინ კენჭისყრის ტექსტში კარგი იქნება თუ განიმარტება, რომ ეს არ ნიშნავს ქსე-ს სრულ აკრძალვას და აუტოდაფეს“. ახლა თუ მხოლოდ ჯაბას ეკუთვნის გადაწყვეტილებათა ინტერპრეტაციის უდავო უფლება, ესეც მითხარით და გავითვალისწინებ. p.s. ამ განხილვის ადგილი ჩემს გვერდზე არაა, ეს ფორუმზე უნდა იქნას გადატანილი. --M. განხილვაწვლილი 17:27, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ინტერპრეტაციას აქ თუ ვინმე ახდენს ეს შენ ხარ. გადაწყვეტილება მიღებულია და იქ გარკვევით წერია, რომ თუკი წყარო არსებობს ქსე-ზე ახალი და აკადემიური მის მიხედვით უნდა დაიწეროს, შენ კი კვლავ ქსე-ზე დაყრდნობით შემოგაქვს სტატიები, რის კარგი მაგალითიც ფრანსის პულანკია. გიმეორებ თამაშის არასწორი მეთოდებით თამაშობ, რაც ვიკიპედიისთვის სასარგებლო არაა. --Wiki - ჯაბა 17:51, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პ. ს. ნუ ცდილობ შენი პრობლემა ვიკი-საზოგადოებას მოახვიო თავს და ფორუმში გაიტანო. ეს განხილვა მანამდე გაგრძელდება აქ, სანამ არ გაისიგრძეგანებ მიღებულ წესს.--Wiki - ჯაბა 17:57, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია საერთოდ არაფერ შუაშია აქ. ეს არის კენჭისყრის ტექსტში რაღაც ხვრელების და გასაძრომების ძიება, რაც ძალიან არაკოლეგიალური საქციელია, ძალიან რბილი დახასიათება რომ გამოვიყენო. გადაწყვეტილება არის საკმაოდ გასაგებად ფორმულირებული; რა თქმა უნდა, არ წერია, რომ ქსე-ს, როგრც ასეთი, ვკრძალავთ, მაგრამ ფრაზა ყველა სტატია, რომელიც ამჟამად ქსე-დან გვაქვს გადმოკოპირებული, ნებისმიერ დროს, რაიმე განსაზღვრული, კონკრეტული ვადების გარეშე, დაექვემდებაროს გადახედვას, განახლებას და უფრო ახალ წყაროებთან შესაბამისობაში მოყვანას, თუნდაც ინგლისური ვიკიპედიიდან გადმოთარგმნას ძალიან გასაგებად მიუთითებს, თუ რა არის ქართული ვიკიპედიის პოლიტიკა ქსესთან მიმართებაში. ამის შემდეგ ქსედან სტატიების ჯიუტად კოპირება არის შეგნებული რეაქციონიზმი ამ პოლიტიკის მიმართ და უპატივცემულობა სხვა ვიკიპედიელების, რადგან ამ გზით, სრულიად შეგნებულად, ქმნით ნაგავს (ახალ ნაგავს), რომელიც მერე სხვამ უნდა გაასუფთავოს, მოიყვანოს შესაბამისობაში ამ პოლიტიკასთან, ისე, როგორც ჩემს მიერ მოყვანილ ფორმულირებაშია ახსნილი. ჩემი შეხედულებით, ქსე-დან სტატიების კოპირება არასდროს, არც ამ კენჭისყრამდე, არ წარმოადგენდა ვიკიპედიელობას და ვიკიპედიაში მუშაობას; ამით ყოველთვის კონკრეტული პიროვნებები ილუზიას იქმნიდნენ, რომ მუშაობდნენ და რაიმეს აკეთებდნენ, სინამდვილეში, ქართულ ვიკიპედიას მხოლოდ ბალასტი ემატებოდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ იგივეს გაგრძელება, ამასთან ერთად, არის უკვე შეგნებული მავნებლობა. პირადად მე, ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი ზომის მომხრე ვარ ამ პრაქტიკის აღსაკვეთად. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 22:35, 22 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვატყობ ზოგიერთებს ვიკიპედია რა არის ვერ გაუგია. ვიკიპედიაში არსად არასდროს არ ხდება ლიტერატურის აკრძალვა და მისი გამოყენების შეზღუდვა. სტატიები არ უნდა დაკოპირდეს, ამაზე არავინ დავობს, უნდა მოხდეს პერიფრაზული (გადაკეთებული) ტექსტით შემოსვლა. „ყველა სტატია, რომელიც ამჟამად ქსე-დან გვაქვს გადმოკოპირებული, ნებისმიერ დროს, რაიმე განსაზღვრული, კონკრეტული ვადების გარეშე, დაექვემდებაროს გადახედვას...“ — აქ არ იგულისხმება, რომ ქსე-დან სტატიები არ უნდა შემოვიდეს, ეგ „პოლიტიკა“, როგორც მას უწოდეთ, ამ კენჭისყრის გარეშეც ეგეთი იყო, ნებისმიერ დროს შეიძლება სტატიის განვრცობა და ახალი წყაროების დამატება (თუკი ქსე-დან აღარაფერი დარჩება, მაშინ ლიტერატურიდანაც ამოსაღებია). „აღარ მოხდეს ქართულ ვიკიპედიაში ქსე-ის, როგორც ერთადერთი და უალტერნატივო წყაროდ გამოყენება, არც ინფორმაციის, არც სტატიის სახელების მართლწერისა და არც გრამატიკის თვალსაზრისით“ — არც აქ წერია, რომ ქსე-დან სტატიის შემოტანა არ შეიძლება, თუკი ასე თვლიდით, თავის დროზე გარკვევით უნდა ჩამოგეყალიბებინათ და ახლა მკითხაობა არ უნდა გვჭირდებოდეს. ადამიანს მიუთითო, ამას ნუ იყენებ, იმ წიგნიდან შემოიტანეო — ეს ვიკიპედია არ არის, თქვენი საკუთრება ნუ გგონიათ. თუკი გაგრძელდება ასეთი „აკრძალვები“ თქვენი მხრიდან, მოგვიწევს სხვა დონეზე მივმართოთ და იქ გავარკვიოთ, ვის რას უკრძალავთ. გიო ოქრო 07:26, 23 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გუგლით ნათარგმნი გაუმართავი, კონკურსების ჩატარება და ჟიურის მიერ მრავალი შეუმოწმებელი სტატია — ეს არის ვიკიპედიის პოლიტიკა (თუ კონკურსია, თუ ჟიური არსებობს, თუ სტატიებს კითხულობთ ჩაასწორეთ და შეუმოწმებელი სტატიაც არ იქნება ვიკიპედიაში). მხოლოდ პლანშეტების დარიგება საქმეს არ შველის და კიდევ უცხოენოვან ლიტერატურას რომ უთითებთ საქართველოს ტერიტორიაზე რომელ ბიბლიოთეკას მიაკითხოს მკითხველმა? ინტერნეტით ყველა წიგნის მოძიება ვერ ხერხდება. ვეთანხმები მომხმარებელი:გიო ოქროვიკიპედია თქვენი საკუთრება ნუ გგონიათ.--ცანგალა 10:14, 23 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თარგი:სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაურები[წყაროს რედაქტირება]

ამ თარგში თუ მუშაობის სურვილი გაქვს ამოვიღებ თარგი:მუშავდება-ს. --Wiki - ჯაბა 10:35, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

როგორც განხილვის გვერდზე წავიკითხე, საღამოდან აპირებ დამუშავებას და საღამომდე შეგიძლია ამოიღო, თუმცა მაინც არა მგონია რედ. კონფლიქტში მოვხვდე, არსებითი ცვლილებები არ შემაქვს, მხოლოდ ვიკიფიცირებას ვახდენ --M. განხილვაწვლილი 10:46, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის ვიკიფიცირებაც) თარგში რედკონფლიქტს იწვევს :) თუმცა ახლა ამოვიღებ თარგს. საღამომდე იმუშავე, თუ რამე მისახედი დარჩება მერე მე მივხედავ. წარმატებები. --Wiki - ჯაბა 10:53, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

თუ ამ ორ სტატიაში თქვენს მიერ შეტანილ ცვლილებებს შევადარებთ აშკარად ვანდალიზმთან გვაქვს საქმე და არღვევთ ვიკიპედიის ძირითად პრინციპებს. სტატიიდან დავით IV აღმაშენებელი ამოშალეთ წყაროზე დაფუძნებული ინფორმაცია და ამის შემდეგ სტატიაში ხაჯალია ჩასვით ინფორმაცია წყაროს მითითების (იგულისხმება სექცია - სახელწოდება) გარეშე. მიიღეთ გაფრთხილებად. --Wiki - ჯაბა 12:59, 26 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სრულიად გასაგებია თქვენი პოზიცია. ასე რომ გაფრთხილება მიღებული გაქვთ, ცვლილებებს გავაუქმებ. --Wiki - ჯაბა 05:46, 28 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი ანგარიში ან IP (ინტერნეტ მისამართი) დაიბლოკება.
გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს!

Wiki - ჯაბა 11:54, 1 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ რედაქტირების კონფლიქტში არ აგყვები. სამაგიეროდ თქვენი ვანდალიზმის, ბოლო დროს გახშირებული მომხმარებელთა დევნის და პროვოკაციების გამო ამ თარგს გაახლებთ:

Wiki - ჯაბა 13:09, 1 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

დათო1010 07:56, 2 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

თხოვნა ბლოკის მოხსნის თაობაზე ვადაგასულია.

მომხმარებლმა მიუთითა შემდეგი მიზეზი:
არ ჩამიდენია არც პროვოკაციული ქმედება, არც ვანდალიზმი. ორივე ბრალდება დაუსაბუთებელია და პირადი შურისძიების სახე აქვს

--M. განხილვაწვლილი 13:07, 2 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ეს ინფორმაცია რომელი წყაროდანაა? ვერ მოვძებნე ვერსად. გიო ოქრო 16:25, 2 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ზუსტად აღარ მახსოვს, ალბათ აქედან ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 --M. განხილვაწვლილი 13:04, 9 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიის შემოწმება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. რის საფუძველზე დაამოწმე თავის დროზე ეს სტატია ამ სახით? გთხოვ, გამოიჩინო მეტი ყურადღება! — Mikheil მიწერა 14:01, 16 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

იგივე კითხვა გამიჩნდა ამის ხილვის დროსაც.--Wiki - ჯაბა 15:21, 20 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ცვლილებები თარგში[წყაროს რედაქტირება]

თარგი:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა (1918-1921) - შეიძლება ვიცოდე რის საფუძველზე შეგაქვთ ამ თავში ცვლილებები?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:31, 30 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

ირემაძე ი., სილაქაძე დ., ჭანტურიძე ს., „ნოე ჟორდანია — 150“, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018, ISBN 978-9941-13-712-9. --M. განხილვაწვლილი 17:05, 30 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
უცნაურია, რადგან ირაკლი ირემაძემ თავად მომაწოდა ეს მასალები, რის საფუძველზეც თარგი ავაწყე. განხილვის გარეშე მსგავსი ცვლილებები ნუ შეგაქვთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:58, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

დღის სტატიები[წყაროს რედაქტირება]

სალამი, მთავარ გვერდზე გამოჩენილი სტატიების მასობრივი განახლება შესაბამისი განხილვის გარეშე მიუღებელია. გთხოვთ, შეადგინოთ სია, რისი რით ჩანაცვლება გსურთ და დაიწყოთ განხილვა ფორუმის შესაბამის განყოფილებაში. მანამდე, გთხოვთ მასობრივი განახლება შეწყვიტოთ.--— Melberg მიწერა 15:28, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

რატომ არის მიუღებელი? 6 წლის წინაა ეს სტატიები არჩეული და წლებია ერთი და იგივე სტატია გამოდის მთავარ გვერდზე, მათ შორის ზოგჯერ ძალიან დაბალი ხარისხის და ზოგჯერ თარიღთან შეუსაბამო სტატიები. ვანაცვლებ უკეთესი და რელევანტური სტატიებით. ფორუმზე უშედეგო განხილვებს მაგალითად ასეთს არ ვაპირებ. შევწყვეტ, რა პრობლემაა --M. განხილვაწვლილი 15:37, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]
ტაბულის გაკეთება შეიძლება თავისი შემოთავაზებით - სხვებმაც რომ შეძლონ აზრის დაფიქისირება.--— Melberg მიწერა 15:41, 31 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

სოფელი დიდგორი[წყაროს რედაქტირება]

ეს გაუქმება რამ გამოიწვია? --Wiki - ჯაბა 11:53, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

შეცდომით გავაუქმე, დავაბრუნე უკან. --M. განხილვაწვლილი 12:20, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. --Wiki - ჯაბა 12:53, 7 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციის ამოღება[წყაროს რედაქტირება]

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი - ეს ინფორმაცია რატომ ამოიღეთ სტატიიდან ვაჟა ლორთქიფანიძე?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:15, 15 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

თქვენი ქმედებები (მერამდენედ) არის ჩვეულებრივი ვანდალიზმი. ამისთვის აქ ხალხი იბლოკება. სტატიებიდან შლით ფრაზებს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. რის საფუძველზე? სტატიას რომ რჩეულის სტატუსი აქვს, ტექსტის 80% ჩემი დაწერილია. მინიმუმ იმის უფლება მაინც მაქვს ვიცოდე რომ ამოღებას აპირებთ. რისთვის ვიწვალე? იმისთვის რომ ვიღაცამ ამოშალოს? დრო გავიდა, რაღაცები გადასახედი და გადასხვაფერებელია, მაგრამ არა ამოსაღები. მოგიწოდებთ შეწყვიტოთ მსგავსი ქმედებები! განსაკუთრებით ეს ეხება სტატიას ილია II.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:31, 19 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

სტატიიდან ამოღებულია მკვდარი ბმულები და ერთი მკვდარი ფაილი, რაც კარგად ჩანს სტატიის ისტორიაში .--M. განხილვაწვლილი 06:00, 20 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
კარგად ჩანს ისიც რომ ბმულებთან ერთად ფრაზებიც ამოღებული გაქვთ ტექსტიდან.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:05, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ის ფრაზა, რომელსაც ის ბმული ადასტურებდა, ცხადია. --M. განხილვაწვლილი 16:06, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და ასე აპირებთ მთელი ინფორმაციის წაშლას, თუ ბმულები გაუქმდა? სწორედ ესაა ვანდალიზმი. გიცდიათ იგივე ინფორმაციის სხვა ბმულზე მოძიება? ასე რომ გაუქმდეს ბმულები, თქვენ მთელი ეს მასალები უნდა შალოთ, რომელზეც ვიწვალეთ, წავიკითხეთ, სტატიები შევქმენით? ცოტა ადეკვატურობა გვმართებს მსგავს საკითხში და მსგავსი თემების ერთმანეთთან შეთანხმება.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:13, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მკვდარი ბმულის და დაუდასტურებლად დარჩენილი ინფორმაციის ამოღება ვანდალიზმი არაა. არც წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს --M. განხილვაწვლილი 16:25, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მთელი რიგი სტატიებია ბმულებით დაწერილი. რას ნიშნავს შეთანხმებას არ საჭიროებს? რომელიმე საინფორმაციო სააგენტო რომ გაუქმდეს, რომლითაც სტატიებია დაწერილი უნდა წავშალოთ მთელი რიგი სტატიები? თქვენ თუ არ ანაცვლებთ ბმულებით და ეგრევე წაშლაზე ხართ, უნდა შეათანხმოთ მაინც ინფორმაციის შემომტანთან, რომ მან მაინც ჩაანაცვლოს ცოცხალი ბმულით. ნებისმიერი ინფორმაციის დაუსაბუთებელი წაშლა ვანდალიზმად შეიძლება განვიხილოთ. მითუმეტეს რჩეული სტატიიდან, რომელში არსებული ტექსტიც მხარდაჭერილი იქნა, მაგრამ ბმული რომ გაუქმდა არ ნიშნავს რომ სტატია წავშალოთ, ან ტექსტი მასში. მინიმუმ ბმული უნდა ჩავანაცვლოთ ცოცხალით.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:30, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, მკვდარი ბმულები (რომელთა არქივირებული ვერსიაც არაა ხელმისაწვდომი), ამოსაღებია და დაუდასტურებელი ინფორმაციაც. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია ცოცხალი ბმულით, არავინ გიშლით --M. განხილვაწვლილი 16:35, 22 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
არავინ მიშლის? მერამდენედ ამოიღეთ ტექსტი ჩემი შემოტანილი მასალიდან? ამიტომ გირჩევთ შეეშვათ ამ ვანდალურ ქმედებებს და შემდეგ ნამდვილად არავინ დამიშლის, რომ ბმულებით გადავახალისო. ამის შესახებ ფორუმზეც დავწერე უკვე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:09, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

გერონტი ქიქოძე[წყაროს რედაქტირება]

,,გერონტი ქიქოძე 1919 წელს აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად ედპ-ის სიით, იყო ხელოვნების კომისიის მდივანი. 1919 წლის 21 მაისს დატოვა პარტია და ფრაქცია და იყო დამოუკიდებელი დეპუტატი". - რატომ ამოიღეთ ქიქოძე სიიდან, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 13:38, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

თარგში არ ჩანდა, რომ ედპ-ს სიით იყო, გასწორდა პარტიული სიის მიხედვით (მითითებულია რეზიუმეში) დამოუკიდებელი კანდიდატები 1919 წლის არჩევნებში არ მონაწილეობდნენ და თარგში ასე შეტანა მკითხველის შეცდომაში შემყვანია. ის ინფორმაცია, რომ მოგვიანებით პარტია და ფრაქცია დატოვა ასახულია შესაბამის სტატიაში --M. განხილვაწვლილი 16:05, 24 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
თარგი არაა არჩევნებზე, თარგი არის დამფუძნებელ კრებაზე, როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის თარგის განხილვაში არაერთხელ დაგიწერეთ საჭიროა თარგმა აჩვენოს ყველა მსგავსი საკითხი. გთხოვთ დააბუნოთ პირვანდელ ვერსიაზე, ან მიუთითოთ თარგში, რომ შემდეგ გახდა დამოუკიდებელი დეპუტატი.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:38, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ფრაქცია დატოვა, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამ სიით აირჩიეს? --M. განხილვაწვლილი 16:17, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვიმეორებ, თარგი არ არის ცალკეულ არჩევნებზე. თარგია წევრებზე და მათ განაწილებაზე (მე გავაკეთე ეს თარგი და ვიცი რატომაც გავაკეთე). რატომაა მნიშვნელოვანი თქვენთვის ვინ რომელი სიით გახდა დეპუტატი? ამაშია საქმე და იმედი მაქვს ან ჩაამატებთ პიროვნების გადაადგილებას (ეს კიდევ ჰო) ან დააბრუნებთ პირვანდელ ვერსიაზე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:56, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

Hello M., When you have time, could you take a look at this article: en: Stefania Turkewich? Could you create it for the "Women in Wikipedia" contest? I could help with photos, references, and links, if needed. There is no sandbox in which to work, but if you create the article in the Georgian Wikipedia, you can ask me for anything you think I might be able to help with. Nicola Mitchell განხილვაწვლილი 17:09, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

Hello, unfortunately this is not the field of my interest, maybe you can find another active editor who will be willing to write that article. Best wishes --M. განხილვაწვლილი 05:58, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ახლა შევნიშნე. რჩეულზე წარდგენილი ამ სტატიიდან ე.წ. მკვდარი ბმულები ამოგიღიათ და ჩაგისვამთ {{ციტირებააკლია}}. ან განხილვაში დაგეწერათ, ან გაგეფრთხილებინეთ... როცა ეგ სტატია დაიწერა ის ბმულები ამყარებდა მაგ მასალას, ახლა ჰაერში დაგიტოვებიათ. მერამდენედ მოგეცით კონსტრუქციული შენიშვნა?! ძალიან მოვერიდე ამ საქციელს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს, ზემოთ არსებულ კომენტარებშიც დამატებით საკმარისი მიზეზებია იმისთვის რომ მინიმუმ ვანდალის თარგი დაგიტოვოთ. ვწუხვარ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:15, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

თქვენს წვლილს შევხედე. ჩემი განხილვის გვერდის გარდა არსად საქმიანობთ. ეს არის პერსონალური დევნა, ამიტომ თქვენს გამოხტომებს აღარ ვუპასუხებ. --M. განხილვაწვლილი 05:58, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ყოველ დღე ვამოწმებ ,,კონტროლის სიას", რადგან ჩემს შემოტანილ მასალებზე მე ვარ პასუხისმგებელი. თქვენი ვანდალიზმის მეტი იქ არაფერია, შესაბამისადაც ვმოქმედებ. გირჩევთ შენიშვნები გაითვალისწინოთ, ან სხვა ზომებზე გადავიდეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:46, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

განმეორებითი გაფრთხილება ვანდალიზმის შესახებ

გაფრთხილება!
ვანდალიზმის განმეორების შემთხვევაში თქვენი ანგარიში ან IP (ინტერნეტ მისამართი) დაიბლოკება.
გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს!

გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:14, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]


გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 17:48, 26 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

--OTOGI Messages 09:50, 27 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

საღამო მშვიდობისა! ეს სტატია შარშან იანვრის თვეში თქვენი დარედაქტირებულია. თუ შესაძლებელია დაუწკაპუნეთ ხანდოს და იქნება გამარკვიოთ რომელ ხანდოზეა ლაპარაკი?GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:37, 26 აპრილი 2021 (UTC)[უპასუხე]

დიდი გონდრიო[წყაროს რედაქტირება]

ღამე მშვიდობისა! 2021 წლის 20 იანვარს თქვენ სოფელი დიდი გონდური გადაამისამართეთ დიდ გონდრიოზე, რაც ჩემი აზრით სავსებით სამართლიანია. მაგრამ გონდრიოს თემში არსებობს (ესეც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტია) სოფელი პატარა გონდური, რომელიც ჩემი აზრით ასევე იმსახურებს სახელის გადარქმევას (პატარა გონდრიო).GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:45, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]