მომხმარებლის განხილვა:M./არქივი 6

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დმანისის მუნიციპალიტეტი[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს! ინფოდაფიდან რატომ ამოშალე დეპუტატის ველი? — Mehman 97 14:10, 23 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

დეპუტატები აღარ არის მუნიციპალიტეტების მიხედვით. მაჟორიტარული ოლქები და თვითმმართველი ერთეულები არც გეოგრაფიულად ემთხვევა ერთმანეთს და პრინციპულადად არაფერი აქვთ საერთო. ინფოდაფის თარგიდან მთლიანად ამოსაღებია ეს ველი --M. განხილვაწვლილი 05:43, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, მაგრამ სანამ ამ საქმეს შევუდგებით, საჭიროა ფორუმში დავწეროთ და მოვძებნოთ კონსტრუქციული გზა ამ საკითხის გადასაჭრელად. — Mehman 97 11:28, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

Share your experience and feedback as a Wikimedian in this global survey[წყაროს რედაქტირება]

  1. This survey is primarily meant to get feedback on the Wikimedia Foundation's current work, not long-term strategy.
  2. Legal stuff: No purchase necessary. Must be the age of majority to participate. Sponsored by the Wikimedia Foundation located at 149 New Montgomery, San Francisco, CA, USA, 94105. Ends January 31, 2017. Void where prohibited. Click here for contest rules.

Your feedback matters: Final reminder to take the global Wikimedia survey[წყაროს რედაქტირება]

(Sorry for writing in English)

Перевод с груз., пожалуйста[წყაროს რედაქტირება]

პანტა — მსხლის (Pyrus) გვარის ველური სახეობები, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება მეზოფილურ ტყეში, მთის შუა, იშვიათად ზემო სარტყლამდე. ბერყენისაგან განსხვავებით მომრგვალო ან კვერცხისებრი ფოთოლი აქვს, რომლის სიგრძე ოდნავ აღემატება სიგანეს. კავკასიაში 4 სახეობაა გავრცელებული, საქართველოი გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური პანტა (Pyrus caucasica) კავკასიის ფლორის ენდემია, მაგრამ ჩვენში ფართოდ არის გავრცელებული; სწრაფმზარდი ეკლიანი ხეა, მრგვალი ან შებრტყელებულსფეროსებრი ნაყოფი აქვს; იჭმება, ხდიან არაყს, ამზადებენ ძმარს. მერქანი მაღალი ღირსებისაა, იყენებენ მსხლის კულტურის ჯიშების საძირედ. ბალანსას პანტა (Pyrus balansae) უეკლოა, დამახასიათებელია კოლხეთისათვის.

ლიტერატურა[წყაროს რედაქტირება]

  • სახოკია მ., ქსე, ტ. 7, გვ. 665, თბ., 1984

Переведите, пожалуйста--Станислав Савченко განხილვაწვლილი 12:46, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Станислав Савченко: - к слову, это дикая груша, по крайней мере, словарь выдаёт это значение и поиск картинок на русском и грузинском тоже выдаёт одинаковые виды. --გიორგი (მომწერეთ) 12:48, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

დმანისის მუნიციპალიტეტი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვერ გავიგე, რას გიშლის საკრებულოს თავჯდომარის ვინაობის მითითება ინფოდაფაში? --Mehman 97 11:36, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

ძველი დროიდანა შემორჩენილი. იმ დროიდან, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის პირველი პირი იყო. მაშინ საკრებულოს ვთავმჯდომარეს ვწერდით და არა გამგებელს. ახლა (2014-დან) აღარ არის, ახლა გამგებელია პირველი პირი და მისი მოხსენიება სრულიად საკმარისია (არჩევნების შემდეგ მერით უნდა ჩანაცვლდეს ესეც). ყველა თანამდებობის პირის ჩამოთვლა არაა საჭირო, ამისთვის მუნიციპალიტეტების საიტები არსებობს --M. განხილვაწვლილი 11:43, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
იხილე შესაბამისი თარგის განხილვა. ასე რომ ვაბრუნებ ჩემს ცვლილებებს --M. განხილვაწვლილი 11:45, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
ვერ დაგეთანხმები. მუნიციპალიტეტი განასახიერებს ქვეყნის პატარა მოდელს, მაგალითად ჩვენ გვყავს პრემიერი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეშია, აქ გამგებელია, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში პარლამენტის თავმჯდომარეა ანუ საკრებულოს თავმჯდომარე. თუ საქართველოს ინფოდაფაში ეს ყველაფერი მითითებულია, რატომ მუნიციპალიტეტში არა? ხოლო მერებს რაც შეეხება, ეს მარტო თვითმმართველ ქალაქებს შეეხება, მუნიციპალიტეტში არაფერი არ შეიცვლება. მარტო თუ პარლამენტის წარმომადგენლის გრაფა თუ შეიცვალა, ისიც როცა საარჩევნო სისტემის რეფორმა განხორციელდება. --Mehman 97 11:49, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
როგორ არ იცვლება, ყველგან იცვლება. ქვეყნის მასშტაბით პარლამენტის წევრებზე ვწერთ სტატიებს, ყველა საკრებულოს ყველა წევრზე შევქმნათ? --M. განხილვაწვლილი 11:51, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]
პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე სულ სხვაა. მერი მუნიციპალიტეტის სათავეში არაა და ამიტომ მერის თანამდებობა წამყვანიც არაა, ეს მარტო თვითმმართველ ქალაქებს შეეხება. მგონი ასე შორს ვერ წავალთ, მოდი ან შენ ან მე ფორუმში დავწეროთ და იქ მოვძებნოთ გამოსავალი. --Mehman 97 11:58, 25 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

სახალვაშო — პოზრუკაა გასასწორებელი. მადლობა.-- ცანგალა 20:37, 18 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბახმარო — თარგიდან რატომ ამოიღე ვერ მივხვდი.-- ცანგალა 18:12, 4 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. დასახლებული პუნქტების თარგი არ არის? ასე ჰქვია. ბახმარო დასახლებული პუნქტი არ არის. არც სოფელია, არც დაბა, არც ქალაქი. --M. განხილვაწვლილი 18:29, 4 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

იოსებ დუმბაძე[წყაროს რედაქტირება]

იოსებ დუმბაძე— ნამდვილად 1917 წელს გარდაიცვალა. მითითებულ ბმულზე უცნობია.-- ცანგალა 14:59, 16 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

შევასწორე --M. განხილვაწვლილი 07:50, 22 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ივანე სურგულაძე[წყაროს რედაქტირება]

ივანე სურგულაძე — მითითებულ გვერდზე ვერ გადავდივარ. იქნებ გარდაცვალების თარიღი გავიგოთ. მადლობა.-- ცანგალა 18:15, 24 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გადავამოწმე და 1983-ია სტატიაში მითითებული წყაროს მიხედვით --M. განხილვაწვლილი 05:55, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. ჩაგიმატებია. გარდაცვალების თვე და რიცხვს ვგულისხმობდი.-- ცანგალა 08:39, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
სხვა პრობლემაა დაბ. თვე და რიცხვი სტატიასა და ინფოდაბას შორის სხვაობაა. -- ცანგალა 08:41, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
აქ რაღაც შეცვლილა და ინფოდაფებში რა ხდება, შინაარსი როგორ რედაქტირდება - არ ვიცი --M. განხილვაწვლილი 10:31, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა. მაინტერესებს რომელია ზუსტი დაბადების და გარდაცვალების თარიღი? მომწერე და ვიკიმონაცემებში შევცვლი. გიო ოქრო 10:34, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

რომელიც სტატიის ტექსტშია (არა ინფოდაფაში) --M. განხილვაწვლილი 10:43, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

შეიცვალა. გიო ოქრო 10:47, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
მადლობა --M. განხილვაწვლილი 10:53, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
არაფრის. გიო ოქრო 13:01, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

სტენლი ტუჩი — რა წყაროს მიხედვით არის ორი დაბადების თარიღი (თვე და რიცხვი). სხვა ვიკიში და მითითებულ ბმულზე ერთი წერია 11 ნოემბერი.-- ცანგალა 12:05, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

შეცდომაა ალბათ, დაკოპირების ბრალი იქნება. ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს. ყველა სხვა ვიკიში თუ ერთი თარიღია, ე. ი. ისაა სწორი --M. განხილვაწვლილი 12:08, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
ახლა გადავამოწმე. ინგლისურში სქოლიოშია ჩატანილი რომ ზოგი წყაროს მიხედვით 11 იანვარი არისო --M. განხილვაწვლილი 13:33, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინგლ., გერმ., რუს. ვიკი — მხოლოდ ერთ თარიღს წერენ 11 ნოემბერს. ჩვენ ორივე დავტოვოთ? რომელ წყაროს გულისხმობ. იქნებ სქოლიო გაუკეთო. მადლობა.-- ცანგალა 14:01, 25 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციისთვის[წყაროს რედაქტირება]

უკვე კატეგორიებში ვწერთ არა მხოლოდ დაბ. და გარდ. წლებს, არამედ დაბ. და გარდაცვალების თვე და რიცხვს. მადლობა.-- ცანგალა 18:35, 26 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გიორგი გოთუა[წყაროს რედაქტირება]

გიორგი გოთუა — თარიღები სტატიაში და ინფოდაფაში სხვადასხვაა. ვერ ვასწორებ ინფოდაში.-- ცანგალა 18:49, 28 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

დანიელ კალიჯური[წყაროს რედაქტირება]

დანიელ კალიჯური — გერმანელი ფეხბურთელია და არა იტალიელი.-- ცანგალა 09:19, 30 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გასწორებულია --M. განხილვაწვლილი 08:45, 31 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. შენ შემოტანილ ინფორმაციებს გთხოვ წყარო დაურთო. ვგულისხმობ აბაშა, გაუწყინარი. მადლობა. გიო ოქრო 13:46, 1 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, საინტერესო ინფორმაცია შემოგაქვს, მაგრამ წყაროს თუ მიუთითებ უკეთესი იქნება. --ჯაბა 1977 06:06, 13 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ალექსანდრე ზაქარიაძე[წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ზაქარიაძე — ვიკიპედიის წესების მიხედვით კატეგორიებში ვწერთ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს. ამ სტატიაში არ მოქმედებს ერთ-ერთი ლინკი.--ცანგალა 17:46, 15 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#საუკუნეები თარიღებში — როგორც მომხმარებელმა შენი აზრი დააფიქსირე.--ცანგალა 20:01, 19 მარტი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯონდი ბაღათურია[წყაროს რედაქტირება]

ჯონდი ბაღათურია დაბადების თარიღი იქნა შესწორებული 30 მარტად. შენ კი 5 მარტი გეწერა. რომელი წყაროს დავუჯეროთ. --ცანგალა 07:53, 3 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვნახე წყარო. 30 მარტია მართებული.--ცანგალა 07:59, 3 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

გრიგოლი (ცერცვაძე)[წყაროს რედაქტირება]

როგორც სოფლების შემომტანი. ხომ არ იცი გრიგოლი (ცერცვაძე) — დაბადების ადგილი ვაზისუბანი ამჟამად ვის ეკუთვნის ან რომელი სახელი ჰქვია ამჟამად. მადლობა.--ცანგალა 10:12, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) — სავარაუდოდ ეს, რადგანაც თელავის მაზრაში ყოფილა. გიო ოქრო 10:32, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მეც ასე ვფიქრობ --M. განხილვაწვლილი 12:56, 1 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

მურყმელი — წყარო ესაჭიროება! გიო ოქრო 15:14, 22 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, გელით შეხვედრაზე. --Mehman 97 14:46, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ლევან ფილფანი — დაიბადა სოფელ ლენჯერში. სოფელი ლენჯერი არ არსებობს? ლენჯერის თემია.

ქსე გადავამოწმე, ფილფანს უწერია, რომ ლენჯერში დაიბადა, ხოლო სოფ. ლენჯერი ქსე-ში არ არსებობს. გუგლი კი ლენჯერს აგდებს. საინტერესოა ამჟამად რა ჰქვია იმ ლენჯერს, სადაც ფილფანი დაიბადა.

სამწუხაროდ ჯაბა ვერ მეხმარება.--ცანგალა 16:09, 3 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვერც მე დაგეხმარები, სამწუხაროდ. სოფელი ლენჯერი არ არსებობს, ე. ი. ლენჯერის თემის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა ეს ადამიანი, მაგრამ რომელში, ეს შეიძლება იცოდნენ ადგილობრივებმა გადმოცემით --M. განხილვაწვლილი 06:46, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ისე გუგლში ლენჯერი იძებნება. [1] [2]. ალბათ როდესაც ფილფანი დაიბადა 1934 წელს ლენჯერი არსებობდა, რომელიც რომელიღაც სოფელს შეუერთდა. სამწუხაროა, რომ ჩვენ წყარო არ გვაქვს.ცანგალა 08:25, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
გუგლში რომ იძებნება, არ მიკვირს. არსებობს ასეთი თემი და ბუნებრივია, რომ მოიძებნება. ისიცაა, რომ ხალხი სოფლად აღიქვამს იმას, რასაც ჩვენ თემს ვეძახით და იმას, რასაც ვიკიპედიაში სოფელს ვეძახით (და არამხოლოდ ჩვენ ვეძახით, სახელმწიფოს ოფიციალურად ასე აქვს სტატუსი მინიჭებული), ხალხი სოფლის უბნებს ეძახის. ასე მაგალითად გურიაში არავინ იტყვის სოფელი გონებისკარიო, იტყვიან რომ ეს სოფელ შემოქმედის უბანია. ფილფანის ბიოგრაფიის ავტორიც და შენ მიერ აქ დადებულ ლინკებზე ტექსტების ავტორებიც იგივე შეცდომას უშვებენ. თემი აქვთ მოხსენიებული სოფლად. მარიამ ხაჭვანი აი კიდევ ერთი მაგალითი. --M. განხილვაწვლილი 10:17, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
სვანეთის ადმინისტრაციული რუკა ეს ნახე, 1925 წელია, აქ მოცემულია თემები და მათში შემავალი სოფლები. ლენჟერი (ასე წერია) აქაც თემია და არა სოფელი. (დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით სვანეთში თემის სახელი არ ემთხვევა მისი ცენტრალური სოფლის სახელს). --M. განხილვაწვლილი 10:20, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]
ეს 1865 წ. აქაც ლენჯერი თემია (Cельское общество) და არა სოფელი. --M. განხილვაწვლილი 10:22, 6 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

სეიანუსი — შენი შემოტანილია სტატია. დაბ. 20 ივნისი საიდან შემოიტანე?--ცანგალა 18:56, 17 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

20 წელი გადმოვიტანე შეცდომით --M. განხილვაწვლილი 08:11, 19 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიელების სახელით გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებ ჯანმრთელობას და ვიკიპედიის ერთგულებას. გამოჩნდი ვიკიშეხვედრაზე, დიდი ხანია არ გვინახიხარ. ფერი ხომ არ შეგეცვალა? წარმატებები.--ცანგალა 06:37, 18 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა :) შევეცდები აუცილებლად --M. განხილვაწვლილი 08:12, 19 ივნისი 2018 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ზევით მითითებულ სტატიებს წყაროებს რატომ არ ურთავთ? თუ არ მიუთითებთ სათანადო წყაროებს (და არა ასეთებს) თქვენ ცვლილებებს გავაუქმებ. გიო ოქრო 08:39, 19 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რომელ სტატიებს? --M. განხილვაწვლილი 08:42, 19 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
აბაშა, გაუწყინარი, მურყმელი. გიო ოქრო 08:44, 19 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
აბაშასა და გაუწყინარს მითითებული აქვს --M. განხილვაწვლილი 09:03, 19 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ამას და ამას არ აქვს ისევე, როგორც მურყმელს. გიო ოქრო 09:26, 19 სექტემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

როდოპოლისი — არც ამას აქვს წყარო. მითითებულ ლიტერატურაში ასეთი მასშტაბის ტექსტი არ გვხვდება. გიო ოქრო 15:09, 27 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გაითვალისწინე მომავლისთვის[წყაროს რედაქტირება]

კონსტანტინე გვარჯალაძე — ვწერთ არა მხოლოდ დაბადების თვე და რიცხვის კატეგორიას, აგრეთვე გარდაცვალების თვე და რიცხვის კატეგორიას.--ცანგალა 11:03, 26 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ისევ და ისევ წყარო[წყაროს რედაქტირება]

შეკვეთილი, გურიის სამთავრო, ვახტანგ III გურიელი, ქაიხოსრო ბატონიშვილი — წყარო არ აქვს შეტანილ ტექსტებს! გიო ოქრო 07:28, 14 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

შემაქვს კიდევ და მივუთითებ --M. განხილვაწვლილი 07:32, 14 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გიორგი საფაროვი[წყაროს რედაქტირება]

გიორგი საფაროვი — გარდაცვალების თარიღი შევასწორე რუს. ვიკის მიხედვით. იქნებ შენ სხვა წყარო გაქვს.--ცანგალა 21:59, 14 დეკემბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რაიონი/მუნიციპალიტეტი[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! თხოვნა მექნება, ეგება მიმითითოთ რამე საკანონმდებლო აქტი სადაც დაფიქსირებულია რაიონების მუნიციპალიტეტებად გადარქმევა.--Surprizi განხილვაწვლილი 12:41, 27 მარტი 2019 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, 2005 წ. 16 დეკ (ამჟამად გაუქმებულია), მუხლი 64 [3]
ძალიან საინტერესოა! აუცილებლად წავიკითხავ სრულად. უღრმესი მადლობა!!!--Surprizi განხილვაწვლილი 06:40, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#განხილვა:კალიბეკი, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა.--ცანგალა 07:07, 2 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

რაიონების შეერთების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვნახე, რომ ეს ცვლილება განახორციელე და შემთხვევით ეგ წიგნი ხომ არ გაქვს ხელთ? გიო ოქრო 18:29, 10 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

ეს არის ბეჭდური ვერსია არ მაქვს. აქვე დავამატებ, რომ 2006 წლიდან ეს კანონი შეცვლილია და რაიონები შეერთებული აღარაა (პრაქტიკულად არც არასდროს ყოფილა, მხოლოდ იურიდიულად იყო), ასევე დაბრუნებულია სახელწოდება ზნაური --M. განხილვაწვლილი 11:48, 11 აპრილი 2019 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სტატიაში ბერთუბნის მონასტერი ეს ცვლილება თქვენი შეტანილია. იქნებ წყაროც მიუთითოთ. --Wiki - ჯაბა 17:13, 27 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

მითითებულია --M. განხილვაწვლილი 11:37, 28 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 18:58, 20 სექტემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

Reminder: Community Insights Survey[წყაროს რედაქტირება]

RMaung (WMF) 15:28, 4 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

საცხენეთი — ქურთაც, ერედვიც და თიღვაც შედის შიდა ქართლის მხარეში. იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქურთისა და ერედვის რაიონული განყოფილებების და თიღვის თემის რაიონული განყოფილების სამხედრო... გიო ოქრო 18:42, 21 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია არ არის ტერიტორიული ორგანო და არ შედის საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფაში. გიო ოქრო 18:45, 21 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
შინაგან საქმეთა სამინისტრო არაა შესაბამისი წყარო. იხილე შესაბამისი მხარის გუბერნატორის საიტი, ან მისი დანიშვნის ბრძანება. აი. მაგ. https://matsne.gov.ge/document/view/2155382?publication=0 ყველა გუბერნატორზე ეს ჩამონათვალია მუნიციპალიტეტების, ანუ აქ რაც არაა ნახსენები, ის მუნიციპალიტეტი არ შედის შესაბამისი გუბერნატორის სამოქმედო არეალში. შსს რელევანტური არაა, ეგრე სასამართლოს, პროკურატურას და ა.შ. სრულიად განსხვავებული შიდა მოწყობა აქვთ, რომელიც არ ემთხვევა ქვეყნის ადმ. მოწყობას

უფრო ზოგადადაც რომ აღვნიშნო კიდევ ერთხელ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის აო-ს ტერიტორია არ ყოფილა არასდროს მიწერილი არცერთ რაიონზე/მუნიციპალიტეტზე თუ მხარეზე, ანუ ის სოფლები არ შესულა არც გორის კასპის, ქარელის და ა.შ. მუნიციპალიტეტში და არც შიდა ქართლის მხარეში. ეს ტერიტორიები ადმ. დაყოფის კუთხით არის ასე ვთქვათ ჰაერში დარჩენილი, მაგრამ ვიკიპედიამ რეალობა უნდა ასახოს და არა ვითომ „პატრიოტული“ განწყობები. შეგიძლია დათაგო აქ აქტიური რედაქტორები და ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი ამ დავას და არაკომპეტენტურ ცვილებებს --M. განხილვაწვლილი 05:59, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

იმის გამო, რომ ეგ მუნიციპალიტეტები „უტერიტორიოა“ ხშირად არ არის მოხსენებული სამოქმედო სამსახურებში. მაგრამ შეტანილია აქ, აქ, აქ როგორც შიდა ქართლის ნაწილი. ზოგ დოკუმენტში გორის მუნიციპალიტეტში აერთიანებენ მაგ სოფლებს, ამიტომ ასეთი იდეა მაქვს — საქართველოს შესაბამის სამსახურს მივმართოთ განცხადებით და გავარკვიოთ დღევანდელი ადმინისტრაციული მოწყობა. გიო ოქრო 17:07, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
სამივე შემთხვევაში მინისტრის ბრძანება გაქვს მოყვანილი მაგალითად, მინისტრის ბრძანება საკმაოდ დაბალი დონის სამ. აქტია და ამ საკითხის წყაროდ ვერ გამოდგება. შეგიძლია მიმართო, კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი ამ ფორმულირებით: „შედის თუ არა x მუნიციპალიტეტი ან x სოფელი შიდა ქართლის მხარეში?“, ზუსტად ვიცი, რაც იქნება პასუხი, მაგრამ სანამ პასუხს მიიღებ, მანამ ნუ შლი ჩემს ცვლილებებს, არ მომერიდება ვთქვა, რომ ამ საკითხში სხვებზე მეტი მაქვს კომპეტენცია --M. განხილვაწვლილი 17:16, 22 ოქტომბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
პატივცემულო, ეგება ერედვის მუნიციპალიტეტის სოფლების თარგიდან ყველგან ამოიღოთ შიდა ქართლი. გიო ოქრო არ შეიძ₾ება ისე ვქნათ რომ თარგში ერედვის მუნიციპალიტეტის რუკა გამოჩნდეს?--Surprizi განხილვაწვლილი 18:48, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

იმედია არავინ დამიწერს რომ სხვის განხილვაში ვიყურები 😂😂 მაგრამ უნდა დავწერო რაც ენციკლოპედია საქართველოს მესამე ტომში (გვ., 36) წერია:

ვიკიციტატა
ერედვის მუნიციპალიტეტი, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შიდა ქართლის მხარე).“

წყარო გვეუბნება რომ შიდა ქართლის მხარეა. --Wiki - ჯაბა 19:56, 10 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცდება ენციკლოპედია საქართველო. რა, არ შეიძლება ენციკლოპედია შეცდეს? თავად ტექსტიდანაც კი თვალნათლივ ჩანს შეცდომა: „მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე? რა არის ეს? თავად მას რა წყარო აქვს მითითებული? პირველწყარო, ანუ სამართლებრივი აქტი ე.წ. შიდა ქართლის მხარის (ე.წ. იმიტომ რომ ზოგადად არც მხარეები არსებობს დე-იურე, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ, რადგან დე-ფაქტო მდგომარეობას ავსახავთ და წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი დასახელების გამოყენება მოგვიწევდა) გუბერნატორის სამოქმედო ტერიტორიად განსაზღვრავს მხოლოდ გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს. გარდა ამისა, სრულად ვეხრობი ზემოთ კოლეგის წინადადებას, რომ მივიღოთ შესაბამისი ოფიციალური პასუხს მთავრობის ადმინისტრაციიდან. --M. განხილვაწვლილი 06:12, 12 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]