მომხმარებლის განხილვა:Lika2672/არქივი 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დადიანების სასახლე[წყაროს რედაქტირება]

წასაშლელი ფაილები სტატიაში არის ჩადებული. ჯერ სტატიიდან ამოიღე. --ცანგალა () 20:43, 25 მაისი 2009 (UTC)

ამოვიღე.--ლიკა 20:45, 25 მაისი 2009 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

ლიკუშ, თხოვნა მექნება, როდესაც ვიკიპედიაში სხვა გვერდებიდან შემოგაქვს ტექსტი შეცდომები გაასწორე და ბმულები გააკეთე. ვიღიმი --ცანგალა () 21:06, 25 მაისი 2009 (UTC)

სხვა გვერდებიდან არ შემომიტანია, მე მქონდა ჩემი დაწერილი თემა სააკაძეზე Word-ში და იქიდან გადავაკოპირე ჯერ აქ, შრიფტი შევცვალე და მერე სტატიაში შემოვიტანე . შეცდომებს აუცილებლად გავასწორებ და ბმულებსაც გავაკეთებ,თან კიდევ ვაპირებ ინფორმაციის ჩამატებას იმ სტატიაში.--ლიკა 21:16, 25 მაისი 2009 (UTC)


aba, aba.. (ელეონორა)

ვიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭებივიკრიჭები--ლიკა 13:07, 26 მაისი 2009 (UTC)

ლიკუშ, მთავარია საკუთარი თავი არასდროს მოატყუო. პირადად მე - პასუხი მომეწონა. ვიღიმი--ცანგალა () 13:30, 26 მაისი 2009 (UTC)

არა, უფრო მთავარია სხვები არ ატყუო. თავს ვიტყუებ რამეში? ვიკრიჭებიმეც პირადად ვერ გავიგე რომელ პასუხზე საუბრობთ.--ლიკა 13:46, 26 მაისი 2009 (UTC)

21:16, 25 მაისი 2009 - ამ დროს დაწერილ პასუხს ვგულისხმობ. ცანგალა () 16:45, 26 მაისი 2009 (UTC)

რჩევა[წყაროს რედაქტირება]

სანამ ერთ სტატიაზე მუშაობას არ დაასრულებ, მეორეზე ნუ გადახვალ, თორემ შედეგად ვიღებთ ბევრ პატარ-პატარა არავიკიფიცირებულ სტატიას. ამ სტატიას მიხედვა ჭირდება (სათაური, კატეგორია, წყარო...). — დათო პასუხი 11:59, 27 მაისი 2009 (UTC)

გავითვალისწინებ.--ლიკა 12:01, 27 მაისი 2009 (UTC)

ლანა26[წყაროს რედაქტირება]

ლანა 26-იც შენ ხარ? თუ არა მაშინ მომხმარებლის პირად გვერდზე ჩანაწერი რატომ გააკეთე?--ცანგალა () 17:44, 28 მაისი 2009 (UTC)

ვიკრიჭებიარა, ერთ–ერთი ჩემი მეგობარია,სკაიპით ვკარნახობ თუ რა გააკეთოს, ვასწავლი. ხელმოწერაც ვანახე როგორი იყო,მერე ჩემი გვერდი რომ ენახა და რა ვიცი...რა არ შეიძლება? ისე, მე ჩანაწერი ელოს გვერდზეც გავაკეთე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ მე ვარ? მემგონი არალოგიკური დასკვნაა. --ლიკა 18:09, 28 მაისი 2009 (UTC)

ლიკუშ, რადგანაც შენი გვერდი არ არის. გთხოვ სკაიპით ასწავლო და თვითონ შეავსოს თავისი პირადი გვერდი. ყველა თავის პირად გვერდზე არის პასუხისმგებელი. მერე რომ არ თქვას - ეს მე არ გამიკეთებიაო. ამიტომ წაშასლელია შენი ნამუშევრები. ისე ის ვარდი რაც გააკეთე მე სასაფლაოს ქვას მივამსგავსე. ცანგალა () 18:40, 28 მაისი 2009 (UTC)

ვიკრიჭებივიკრიჭები მეც მაგას მივამსგავსე, მაგრამ ეს სურათი მისი არჩევანი იყო და არ შევეწინააღმდეგე(თან გემოვნებაზეც ხომ არ დაობენ).მემგონი ის სურათი არავის არ უშლის ხელს და არ ღირს მისი წაშლა. ცოტა რთული გამოდგა სკაიპით რამის სწავლება.რაგაცეები ავუხსენი, მაგრამ ცოტა დაიბნა და მისი წვლილი რომ ვნახე არაფერი არ გაუკეთებია ჩემს მერე.იმედია მერე მაინც დაინტერესდება,თუ არა და ესეც არ იქნება დიდი ტრაგედია.--ლიკა 18:58, 28 მაისი 2009 (UTC)

ტრაგედია არაფერი არ არის. გთხოვ მომავალში არავის პირადი გვერდები არ შეავსო. პირდაპირ წავშლი.--ცანგალა () 19:03, 28 მაისი 2009 (UTC)

მართლია რატომ უნდა წაშალოთ ვერ გავიგე, მაგრამ მომავალში მაინც აღარ ვაპირებ ვიღაცის პირადი გვერდების შევსებით დროის ფუჭად ხარჯვას, შესაბამისად არც თქვენც მოგიწევთ ჩემი "ნამუშევრების" წაშლა და თან თხოვნაც შესრულებული მექნება.--ლიკა 19:10, 28 მაისი 2009 (UTC)

ძალიან კარგია, რომ რიტორიკული ფიგურების კეთება დაგიწყია. --Pirtskhalava 11:35, 1 ივნისი 2009 (UTC)

ლიკა, სტატია უნდა იყოს მინიმუმ 3 წინადადება. უარეს შემთცვევაში სწრაფი წაშლა დაემუქრება.--გიორგი Question.svg, 11:42, 1 ივნისი 2009 (UTC)

დიდი მადლობა მოლოცვისათვის. თემა გასაგები რომ იყოს წამოწყებული თემის იქვე გაგრძელება, ანუ შენ შეგეძლო პასუხი ჩემს რეპლიკაზე შენსავე გვერდზე მიგეწერა. გაარძელო იქნებ ეს ძალიან საჭირო თემაა. მერაბი

არაფრის, მართალი ხართ..ასეც მოვიქცევი..Dotswirl.gif--12:12, 1 ივნისი 2009 (UTC)

სტატიები გრამატიკულ ცნებებზე[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გრამატიკული ცნებების შესახებ სტატიებში, რომლებსაც ახლა წერთ, ახსნა-განმარტების დიდი ნაწილი მარტო ქართულ გრამატიკას ეხება. ასე არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, რომ სტატიაში ეწეროს ქართულ ენაში როგორ არის. მაგრამ თვითონ სტატია ამა თუ იმ გრამატიკული ცნების უფრო ზოგად განმარტებას უნდა წარმოადგენდეს.

მაგალითად, სტატიაში „პირდაპირი დამატება“ წერია: „პირდაპირია დამატება, რომელიც ზმნის პირდაპირობიექტურ პირთან არის შეწყობილი. პირდაპირი დამატება მხოლოდ გარდამავალ ზმნას აქვს. იგი ბრუვნვაცვალებადია: I სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაში დგას, ხოლო II და III სერიის ფორმებთან კი სახელობითშია“. ასეთი განსაზღვრება ქართულის გარდა სხვა ენებისთვის არ გამოდგება. სტატია ჯერ უნდა განმარტავდეს, საერთოდ რა არის პირდაპირი დამატება, და მერე სექციაში „პირდაპირი დამადება ქართულში“ დაიწეროს, ქართულ ენაში პირდაპირი დამატება როგორ განისაზღვრება.

ამავე მიზეზით სტატიები უბრალო დამატება მოქმედებით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება ვითარებით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება ნათესაობით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება მიცემით ბრუნვაში‎, ჩემი აზრით, წასაშლელია. შეგიძლიათ გასხნათ ცაკლე სტატია „ქართული გრამატიკა“ ანდა ეს მასალები შეიტანოთ პროექტში „ვიკიწიგნები“. (იხ. b:თარო:ენები) - Island 09:06, 2 ივნისი 2009 (UTC)


გაგიმარჯოთ, იგივე ლოგიკით მაშინ უბრალო დამატება მოქმედებით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება ვითარებით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება ნათესაობით ბრუნვაში‎, უბრალო დამატება მიცემით ბრუნვაში‎ ამათ გარდა ესენიც წასაშლელია: ქვემდებარე, შემასმენელი, რთული წინადადება, შერწყმული წინადადება, მარტივი წინადადება, უბრალო დამატება, პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება, გარემოება, დროის გარემოება, ვითარების გარემოება, ადგილის გარემოება, მიზეზის გარემოება, მიზნის გარემოება, განსაზღვრება – აქ არც ერთი არ არის ზოგადი ცნება და კონკრეტულად ქართულში როგორაა იმაზეა საუბარი.--ლიკა 10:43, 2 ივნისი 2009 (UTC)


რჩევებს უყურადღებოდ ნუ ტოვებ![წყაროს რედაქტირება]

რჩევებს რომ გაძლევთ, ამბობ რომ ”გაითვალისწინებ”. დამისახელე ერთი რჩევა მაინც, რომელიც გაითვალისწინე... გაგიმეორებ და ერთად მოვუყრი თავს ყველა იმ შენიშვნას, რომლებიც შენთან მაქვს მე:

  1. ყველა სტატიას ჭირდება კატეგორია;
  2. უმეტეს სტატიას ჭირდება საერთაშორისო ბმულები;
  3. პატარა სტატია ბევრი ბმულებით უკეთესია, ვიდრე დიდი სტატია ბმულების გარეშე. მოცულობასთან დაკავშირებით შენიშვნას ვერ მოგცემ, მაგრამ ბმულები გააკეთე აუცილებლად!
  4. სანამ ერთ სტატიას არ დაასრულებ, მანამდე მეორეზე ნუ გადადიხარ.

კარგად გამიგე, შენიშვნის მოცემა ჩხუბი არაა, ეს უბრალოდ დარიგებაა და აქვე პირობა მინდა მივიღო შენგან, რომ დღესვე (ხვალევე, ან როცა გეცლება) შეუდგები შენი დაწერილი დაუმთავრებელი სტატიების ვიკიფიცირებას. აბა შენ იცი ვაპაჭუნებ. P. S. წინა განხილვაში აბსოლუტურად ვეთანხმები ისლანდს. — დათო პასუხი 17:25, 2 ივნისი 2009 (UTC)


გამარჯობა....რჩევებს უყურადღებოდ არ ვტოვებ და შესაძლებლობის ფარგლებში ვითვალიწინებ კიდეც! ამ შენიშვნების ჩამოთვლა და გამეორება არ იყო საჭირო (ისედაც ვიცი). ამ შენიშვნების სრულ გაუთვალიწინებლობაში ბრალის დადება მემგონი არასწორია თქვენი მხრიდან, რადგან სტატია შიდა ბმულის გარეშე არ დამიტოვებია, იონა მეუნარგიას თუ არ ჩავთვლით..ასევეა კატეგორიებთან და საერთაშორისო ბმულებთან დაკავშირებითაც, მე მათ ყოველთვის ვაკეთებ. მაგრამ აი მაგალითად შემასმენელი. ქვემდებარე და ა.შ. სტატიებში ვერ მივხვდი რომელი კატეგორია ჩამესვა და შესაბამისად არც გამიკეთებია. რაც შეეხება ახალ–ახალ სტატიების შექმნას ძველის დაუსრულებლობისას, ამაში გეთანხმებით, თუმცა ძველებსაც არ ვივიწყებ და პარალელურად მაგათაც ვწერ.

კარგად ვიგებ თქვენს ნაწერს. პირობა და მსგავსი რაღაცეები ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო.......... მაგრამ რადგან ასე გსურთ –

ვდებ პირობას რომ დღესვე (ხვალვე, ან როცა მეცლება) შევუდგები ჩემი დაწერილი დაუმთავრებელი სტატიების ვიკიფიცირებას.(ვადასტურებ ხელმოწერით:    ლიკა    ვიღიმი)

და ბოლოს თხოვნა: თუ შეიძლება(და თუ არ შეწუხდებით) დამისახელეთ ის სტატიები რომელსაც სჭირდება ვიკიფიცირება, ამ შემთხვევაში უფრო კარგად შევუდგები პირობის შესრულებას და თქვენც აღარ მოგიწევს კვლავ იგივე შენიშვნების ჩამოწერა....--ლიკა 18:24, 2 ივნისი 2009 (UTC)

აქ ჩამოწერას არ დავიწყებ... შენს წვლილშიც ხომ წერია. შენს დაწერილ უმეტეს სტატიაში არაა საერთაშორისო ბმულები და თანაც ეს ბმულები ძალიან აუცილებელია. ვიკიფიცირებაში კატეგორიზაციაც იგულისხმება და საერთაშორისო ბმულებიც. შემასმენელს და ქვემდებარეს რაც შეეხება, ამათ კატეგორიზაციაზე იოლი მგონი არაფერია - კატეგორია:მეტყველების ნაწილები. — დათო პასუხი 11:45, 3 ივნისი 2009 (UTC)


მართალია, რა ადვილია არასწორი კატეგორიის შერჩევა. მემგონი არაშესაბამისი კატეგორიის ჩასმას ჯობია ისე დარჩეს როგორც არის.

ქვემდებარე და შემასმენელი ორივე არის წინადადების წევრი, ასევე ამათთან ერთად: პირდაპირი დამატება, ირიბი დამატება, უბრალო დამატება, განსაზღვრება და გარემოება. ამიტომ ეს ყველა სტატია უნდა მოთავსდეს კატეგორია:წინადადების წევრები . ესეთი კატეგორია კი არ არსებობს.--ლიკა 13:37, 3 ივნისი 2009 (UTC)

ჰოდა შენც შექმენი. — დათო პასუხი 14:03, 3 ივნისი 2009 (UTC)

თარგი:პუშკინისდაბდღე--გიორგი Torchlight help icon.svg, 16:34, 6 ივნისი 2009 (UTC)

გაეცანით პუშკინის ნაწარმოს ქართულად--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 16:59, 6 ივნისი 2009 (UTC)

gavecani...--ლიკა 06:56, 7 ივნისი 2009 (UTC)

კატეგორიები[წყაროს რედაქტირება]

ლიკა, გრიგოლ განმანათლებლის განხილვა ნახე, მე კატეგორია : სომეხი კათოლიკოსები, რუსული სტატია ნახე, епископ – ანუ ეპისკოპოსი. ის არ იყო კათოლიკოსი, მართლაი დამაარსებელი მაგრამ ჯერ იქ ის წოდება არ ფიგურირებდა --ႧႤႫႳႰႨ მომწერე 19:36, 9 ივნისი 2009 (UTC)

)--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 19
47, 9 ივნისი 2009 (UTC)

შეჩერდი[წყაროს რედაქტირება]

შეაჩერე კატეგორიების კეთება. ჯერ გაირკვეს.--ცანგალა () 21:39, 9 ივნისი 2009 (UTC)

კარგი, შევჩერდები..საინტერესოა რა უნდა გაირკვეს..--ლიკა 21:40, 9 ივნისი 2009 (UTC)
უნდა გაირკვეს რამდენად სწორედ აკეთებ კატეგორიებს.--ცანგალა () 22:09, 9 ივნისი 2009 (UTC)

იმიტომ რომ არასწორედაა გაკეთებული და პროექტის ნორმალურ ფუნქციონალობას ხელს უშლის. --გიორგი Torchlight help icon.svg, 04:24, 10 ივნისი 2009 (UTC)

ბანდალიც არ ფიქრობს, რომ ვანდალია. სურათის კატეგორიაში სტატია არ უნდა იყოს. ისევე როგორც სტატიისაში – სურათი.--გიორგი Torchlight help icon.svg, 04:35, 10 ივნისი 2009 (UTC)

იყალთო[წყაროს რედაქტირება]

ფაილი:Ikalto2008.jpg - სურათი ცუდი არ არის, მაგრამ თავი რატომ მოჭერი. თუ გექნება საშუალება ხელმეორედ გადაუღე. --ცანგალა () 16:23, 10 ივნისი 2009 (UTC)

რა ვიცი რატომ მოვაჭერი თავი?!ვიღიმი ისე გადავიღე ციფრულის ეკრანისთვის არც კი შემიხედავს და აი შედეგიც. არა მგონია ახლო მომავალში კახეთში მოვხვდე, სანამ მოვხვდები მანამ ჯობია ჩემს სამეგრელოს მივხედო, აქაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, საინტერესო და ულამაზესი ადგილია... --ლიკა 16:55, 10 ივნისი 2009 (UTC)
აქ მაინც გაითვალისწინე. ვიღიმი--ცანგალა () 17:18, 10 ივნისი 2009 (UTC)

ვიღიმი--ლიკა 17:21, 10 ივნისი 2009 (UTC)

ლიკუშ, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს. მუშაობისას ნუ ჩქარობ. ვიღიმი--ცანგალა () 17:24, 10 ივნისი 2009 (UTC)

ვჩქარობ??? ჩემი ინტერნეტი არც ისეთი სწრაფია და არ მაძლევს სწრაფად მოქმედების საშუალებას. მართალი გითხრათ, რას გულისხმობთ ვერ მივხვდი. მუშაობისას სიჩქარეში რამეს ვაშავებ ხოლმე???ლიკა 17:34, 10 ივნისი 2009 (UTC)

სამწუხაროდ ინტერნეტის სიჩქარეს არ ვგულისხმობ. „(XIV-XVII საუკუნეთა ისტორიალი ამბები)“ - ამას ვგულისხმობ. ვიღიმი--ცანგალა () 19:31, 10 ივნისი 2009 (UTC)

ვეცდები გამოვსწორდე....--ლიკა 19:37, 10 ივნისი 2009 (UTC)

მაგ. როდესაც სტატიაში ვახტანგ VI-ზეა საუბარი ბმული ვახტანგ V-ზე რომ არ იყოს. ვიღიმი--ცანგალა () 20:23, 10 ივნისი 2009 (UTC)

ასე რომ მიყვეთ მაგალითების მეტს რას გადააწყდებით.ვიღიმი ხდება ხოლმე...--ლიკა 20:47, 10 ივნისი 2009 (UTC)



ლიკა, არ ვიცოდი თუ დაწერილი გქონდა მამა იოანეზე სტატია. შენი დარჩეს, რა თქმა უნდა. გისურვებ წარმატებას. --~zLION~ 21:15, 10 ივნისი 2009 (UTC)

ლიკა, ერთი თხოვნა მაქვს - მეგრულად ფანჯარა როგორაა ხომ ვერ გამირკვევ, უკვე 1 წელია ამ სიტყვას ვეძებ, მაგრამ (როგორც აღმოჩნდა) ჩემი ნათესავებისთვის ნამეტანი რთული სიტყვა აღმოჩნდა. ვიღიმი--გიორგი Torchlight help icon.svg, 05:56, 11 ივნისი 2009 (UTC)

ესე იგი ბებიაჩემი მართალი იყო, "აკოშკო" რომ მითხრა ვიკრიჭები მე კი მეგონა გამეხუმრა ....ვიკრიჭები--გიორგი Torchlight help icon.svg, 06:07, 11 ივნისი 2009 (UTC)

ისე, ძალიან კარგია ერთი აქტიური მეგრელი რომ გვყავს (უფრო სწორედ, მეგრული ენის მცოდნე) ძალიან კარგი იქნება თუ მეგრულ ვიკისაც მიხედავ, საცდელი კი შევქმენით, მაგრამ... ენის არცოდნა პირადად მე მიშლის ხელს, თუ საცდელი პროექტი დაგაინტერესებს, შემიძლია ტექნიკურადაც (თარგები, "აკოშკები"ვიკრიჭები) მოგეხმარო და ეგებ, ერთ მშვენიერ დღეს ნორმალურ დონემდე ავწიოთ :)--გიორგი Torchlight help icon.svg, 06:27, 11 ივნისი 2009 (UTC)

პ.ს. სკაიპი ხომ არ გაქვს? უფრო აგიხსნი ყველაფერს... (თუ გინდა, რა თქმა უნდა):)--გიორგი Torchlight help icon.svg, 06:28, 11 ივნისი 2009 (UTC)

მადლობა, მაგრამ ოკოშკოც ძალიან მომეწონა ვიკრიჭები--გიორგი Torchlight help icon.svg, 15:31, 11 ივნისი 2009 (UTC)

კატეგორია:ლინგვისტიკა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ლინგვისტიკა ენათმეცნიერებისაგან განსხვავდება? ჩემი აზრით ახალი კატეგორია არ არის საჭირო. - Island 09:47, 13 ივნისი 2009 (UTC)

Help requested[წყაროს რედაქტირება]

Greetings Lika2672,

I have left you a message on your talk page at Wikimedia Incubator. Are you able to help me? --Jose77 10:10, 14 ივნისი 2009 (UTC)

I know.--ლიკა 14:39, 14 ივნისი 2009 (UTC)

Gratitude[წყაროს რედაქტირება]

Gnu-color-reiss-head.jpg
THANKYOU SO MUCH Lika2672 for your Outstanding Translation help!
The Mingrelian language looks very beautiful; I am very very Grateful.
May You be Blessed and may the Mingrelian Incubator project prosper and become a real Wikipedia in the near future!
(In the future, if you want your favourite article to be translated into the Chinese language, then I would be glad to help you)
Yours Sincerely, --Jose77 22:54, 14 ივნისი 2009 (UTC)

საკმაოდ რთული საქმეა, თავიდან მოგიწევს [1] გადმოქართულება, მერე კი ამის, გინდა ვეცდები გადმოვაქართულო? ოღონდ ტერმინებში დამჭირდება დახმარება.--გიორგი Torchlight help icon.svg, 17:45, 16 ივნისი 2009 (UTC)

ლიკა, ხომ გთხოვე თარგებს არრასწორად ნუ სვამ:) ქლორს დახედე. შეგიძლია შესაბამისი ლემენტის ინფოდაფა პირდაპირ რუსული ვიკიდან გადმოაკოპირო (მინიმალური შესწორებაა საჭირო)--გიორგი Torchlight help icon.svg, 17:47, 18 ივნისი 2009 (UTC)

თარგი:პასკალის დაბადების დღე ძალიან მაგარი თარგია! უღმესი მადლობა მოლოცვისთვის ვიღიმი შენც გილოცავ --მოცარტი 20:49, 18 ივნისი 2009 (UTC)

გენაცვალე, პასკალი ძალიან მომწონს როგორც ფილოსოფოსიც, სკოლაში პროექტს ვწერდი მასზე ვაპაჭუნებ--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 05:02, 19 ივნისი 2009 (UTC)

დიდი მადლობა , მეც აგრეთვე გილოცავ პასკალის დაბადების დღეს --Nika 243 06:02, 19 ივნისი 2009 (UTC)

მადლობა...ლიკა--(გ) 06:15, 19 ივნისი 2009 (UTC)

=) მადლობა :))) როგორ დაგიმშვენებია აქაურობა. --მიშა () 06:18, 19 ივნისი 2009 (UTC)

არაფრის...ვიღიმილიკა--(გ) 06:23, 19 ივნისი 2009 (UTC)

დიდი მადლობა, ეს კი მის საფლავს მივაგოთ.--გიორგი Torchlight help icon.svg, 07:43, 19 ივნისი 2009 (UTC)

Gazania rigens var. rigens.jpg
DSC 7095--Saint-Etienne-du-.jpg

ხო, მართლა ეგ ყველაზე მთავარია..მემგონი აქ არის დაკრძალული. ლიკა--(გ) 07:55, 19 ივნისი 2009 (UTC)

ქიმიის პორტალი ხომ არ გინდა რომ გავაკეთო?:)--გიორგი Torchlight help icon.svg, 07:59, 19 ივნისი 2009 (UTC)

კარგი, გავაკეთოთ..ვნახე(პორტალი: ქიმია/ქუდი, პორტალი:ქიმია/შესავალი)შენ უკვე დაგიწყია კეთება...მეტი რა არის გასაკეთებელი????.--ლიკა 08:05, 19 ივნისი 2009 (UTC)

მადლობა[წყაროს რედაქტირება]

ლიკუშ მადლობა მოლოცისთვის, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება იქნებ თარგი დააპატარაო. საკუთარი თავს ვერარ ვპოულობ განხილვის გვერდზე.--ცანგალა () 09:55, 19 ივნისი 2009 (UTC)

არაფრის, ამ საქმისთვის უკვე მიუხედავს გიორგის, (ძვლივს ვიპოვე ეს თარგი ჩემს განხილვის გვერდზე)--ლიკა 11:59, 19 ივნისი 2009 (UTC)

მადლობა მოლოცისთვის. :) ნამეტნავად გადატვირთული განხილვის გვერდი ხომ არ გაქვს? :) – Mer ® 12:35, 19 ივნისი 2009 (UTC)

მართალია გადატვირთულია, შევეცდები მივხედო.....--ლიკა 12:44, 19 ივნისი 2009 (UTC)