მომხმარებლის განხილვა:Lado 10

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ცანგალა () 13:06, 24 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, იქნებ ამ საიტის შესახებ გვითხრათ რამე? --მიხეილ (მიწერა) 08:46, 26 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. სანდოობაზე რას გვეტყვით? მასალები გამყარებულია წყაროებით? --მიხეილ (მიწერა) 13:36, 26 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
კარგით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. საერთოდ, ვიკიპედიაში მხოლოდ ბმულების დადება საიტის პოპულარიზაციის მიზნით, კარგ ტონად არ აღიქმება. კარგი იქნება სტატიების წერა-გაუმჯობესებაშიც თუ შემოგვიერთდებით, განსაკუთრებით თქვენი საიტის თემატიკაში. შემიძლია მოგცეთ ბმულები, რომლების წაკითხვის შემდეგაც ვიკიპედიაში მუშაობის გარკვეულ ცოდნას შეიძენთ. --მიხეილ (მიწერა) 13:58, 26 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
იხ. http://www.orthodoxy.ge/kontaqti.htm — საიტის შესახებ რა წერია. მე მხოლოდ იმას ვხედავ რომ საიტის პოპულარუზაცია უფრო (ვეთანხმები მიხეილს). უშეცდომო ავტორიტეტი ჩემთვის მხოლოდ ღმერთია. (თქვენი პასუხი). აქედან გამომდინარე ყველა სტატიაში ასეთი უცნობი გვერდის ჩასმა არ არის სახარბიელო. გუგლი არის კარგი საშუალება, რომ მომხმარებელი თქვენს გვერდზე მოხვდეს. პოპულარუზაციისთვის ვიკიპედიას არ უნდა იყენებდეთ. ცანგალა () 14:30, 26 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
ეს თემა გადმოტანილია გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:Zangala#26.01.2012 .

გამარჯობათ, ვერ გავიგე კარგად თქვენი წერილის შინაარსი. orthodoxy.ge - ზე მითითება რას ნიშნავდა? მე მგონი თქვენ ჩემი პასუხი მიხეილისადმი კარგად ვერ გაიგეთ. რას ნიშნავს უცნობი გვერდი? თუ თქვენ რაიმე პრეტენზია გაქვთ ჩემს მიერ მითითებული მასალის ან თუნდაც ჩემს საიტზე დადებული მასალის მიმართ, განვიხილოთ.მე საიტზე ყველაფერს ვაკეთებ კურთხევით, და შესაბამისი განათლებაც მაქვს მიღებული. ჩემს საიტზე განსხვავებით საიტების უდიდესი უმრავლესობისგან არაკანონიერად მოპოვებული და არასერიოზული მასალები არ არის განთავსებული. რაც შეეხება საიტის პოპულარიზაციას,იქნებ ამიხსნათ,აკრძალულია თუ არა ვიკიპედიაში გარე ლინკების მითითება.და მერე რა მიზნით ვაკეთებ ამას თქვენ საიდან იცით, თუ სხვა რამეშია საქმე? ძალიან გთხოვთ გარკვეული პასუხი გამცეთ.

როდესაც ვინმე რამე ვებ-გვერდს უთითებს, მომხმარებელს ყოველთვის აინტერესებს მისი შექმნელი. orthodoxy.ge - სამწუხაროდ აქაც არ ვიცით , მაგრამ პატარა ინფორმაცია (თუ შეიძლება, რომ ინფორმაცია დავარქვათ) მაინც არის. თქვენს მიერ მითითებულ გვერდზე ეს ვერ ვნახე (იქნებ მიმითითოთ). ან ვებ-გვერდზე ყოველთვის არის „ჩვენს შესახებ“. როგორ ვთქვა, როგორც წიგნს აქვს თავისი ავტორი და მომხმარებელი იმ წიგნს გადაშლის, რომლის ავტორიც მისთვის მისაღებია. ასევე წარმომიდგენია ვებ-გვერდებიც. შეიძლება ვცდები? პასუხი აქვე დაწერეთ, რომ მომხმარებლისთვის ნათელი იყოს ჩვენი საუბარი. ცანგალა () 19:12, 26 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
მე არ ვიცი თქვენ რამდენად გარკვეული ბრძანდებით ქრისტიანობაში, ამიტომ პატარა განმარტებას გავაკეთებ. ჯერ პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ვებ გვერდის ავტორი არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, საერო და სასულიერო განათლებით, ოც წელზე მეტია ემსახურება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სხვადასხვა სახით და კარგად იცნობს როგორც ქრისტიანობას, ასევე სხვა რელიგიებს, ისტორიას, ლიტერატურას და ა.შ. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ქრისტიანი მისი აზრით რაიმე სასიკეთო საქმეს აკეთებს, მითუმეტეს უსასყიდლოდ, უმჯობესია, თუკი არის საშუალება, დარჩეს ანონიმად. ზოგჯერ საჭიროება არ იძლევა ამის საშუალებას, ჩემს შემთხვევაში მე ასე გადავწყვიტე და ეს ჩემი უფლებაა. თქვენ, თუ გაქვთ უფლება და საჭიროდ მიგაჩნიათ, შეგიძლიათ წაშალოთ ჩემი ჩანაწერები. რაც შეეხება ვებ გვერდის პოპულარიზაცის, თუნდაც ასე იყოს, რა არის ცუდი მის პოპულარიზაციაში თუკი ის ქრისტიანობისა და სწორი ცოდნის გავრცელებას უწყობს ხელს, მით უმეტეს, როცა ქართულ ვიკიპედიაში ასეთი სიმწირეა საჭირო მასალისა და ვერც ქართული საიტებია სასურველ დონეზე. თუ თქვენ სხვანაირად თვლით და სხვა უფრო კომპეტენტური საიტები გეგულებათ, არ შეგეკამათებით, მე უბრალოდ კარგად ვიცი რა მდგომარეობაა ქრისტიანული ცოდნის მხრივ როგორც ვებ სივრცეში ისე სხვა სივრცეში.კეთილი სურვილებით.--Lado 10 განხილვაწვლილი 12:21, 27 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ ქრისტიანობაში გარკვეული არ ვარ (დაგეთანხმებით). ჩემს შემთხვევაში მე ასე გადავწყვიტე და ეს ჩემი უფლებაა. (დაგეთანხმებით). მაგრამ იმაში მაინც დამეთანხმეთ, რომ მრავალი ვებ-გვერდები საპირისპირო პროპაგანდასაც აკეთებს. როდესაც ვებ-გვერდის შესახებ საერთოდ არაფერი არ წერია (მე არ ვგულისხმობ პიროვნებების შესახებ - თითქმის ყველა ოფიციალურ გვერდებს აქვს „ჩვენს შესახებ“). საინტერნეტო ქსელში იმდენი ინფორმაციაა ყველას გაკონტროლება რთულია - ამიტომ თუ ვიკიპედიამ ზედმეტად სიფრთხილე გამოიჩინა ამაში ცუდი არაფერი არ არის. --ცანგალა () 12:39, 27 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ვიკიპედიაში რესურსის სახით ერთიდაიგივე საიტის დამატება სტატიებზე ჩვენში საიტის რეკლამირებად აღიქმება და ეწინააღმდეგება წესებს, რაც უკვე განგემარტათ. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ დამატებული ინტერნეტრესურსი (დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალება) იყოს მეტ-ნაკლებად სანდო, რაც გამოიხატება გადამოწმებადობაში და ავტორიტეტულობაში. ორივეს მახასიათებელი დამოკიდებულია უთითებს თუ არა ინტერნეტრესურსი გამოცემასა და ავტორს/რედკოლეგიას (და ა. შ.). თუ ინტერნეტრესურსი არ უთითებს იქ განთავსებული ინფორმაციის წყაროს, ის უბრალოდ არსანდოა და მკითხველისთვის მას დაბალი ფასი აქვს. ამიტომ ვცდილობთ მაქიმალურად დავიცვათ ვიკიპედია ამგვარისგან და გავაუმჯობესოთ მისი ხარისხი, მათ შორის აკადემიურობა - ეს არის და ეს. პ.ს. ბოდიში ჩართვისთვის, თუმცა საჭიროდ მივიჩნიე დამატებითი განმარტების გაკეთება. პატივისცემით. --Rastrelli F 20:54, 27 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. ყველას მადლობა ყურადღებისთვის, შენიშვნებს გავითვალისწინებ. რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ მიპასუხოთ. რა პრინციპით მიიჩნევა წყარო სანდოდ, მაგ. რელიგიაში. რასაც თვალი გადავავლე, ჩემთვის სანდო წყაროები ბევრი ვერ შევნიშნე. მაგალითად, ასკეტიზმი განმარტებულია საბჭოთა ენციკლოპედიიდან, ფოიერბახის გამონათქვამზე დაყრდნობით. ეს წყარო სანდოა მხოლოდ იმიტომ, რომ დაბეჭდილია და თან დიდი ტირაჟით? ამ შემთხვევაში სად არის სანდოობის კრიტერიუმი. რომელი წყაროები ჩაითვლება სანდოდ ქრისტიანულ თემატიკაში? რა პრინციპით ხორციელდება ვიკიპედიის მართვა, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას ვინ იღებს და ვინ ანიჭებს ამის უფლებას? მაგალითად, მე დავხარჯე დრო და ენერგია, დავწერე სტატია და მივუთითე წყაროები. შეიძლება გამოჩნდეს ვინმე N, ვისთვისაც ეს წყაროები არ იქნება კომპეტენტური და წაშლის ჩემს ნაშრომს? გთხოვთ ამიხსნათ ეს დეტალები.--Lado 10 განხილვაწვლილი 14:57, 28 იანვარი 2012 (UTC)[უპასუხე]