მომხმარებლის განხილვა:LUGALzu

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

93.177.149.58 17:04, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, LUGALzu!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა
ჯაბა ლაბაძე () 04:18, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

სტატია ნიკარაგუა კი არ შეასწორეთ დაამახინჯეთ. საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (გვ. 126) გვეუბნება რომ სწორია ნიკარაგუს და არა ნიკარაგუს. სხვა დროს ყურადღებით. — ჯაბა ლაბაძე () 04:22, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

ბატონო ჯაბა, თქვენ გეტყობათ, გრამატიკასთან მწყრალად ხართ. თუ ასეთი ტონით ელაპარაკებით ახალ მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ რაღაცით დაგეხმარონ, ყოჩაღ თქვენ. გთხოვთ, იხილოთ: ვ. თოფურია, ივ. გიგინეიშვილი, ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1968, გვ. 1073, მარცხნივ, მე-13-ე სტრიქონი.93.177.149.58 17:04, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)-LUGALzu განხილვაწვლილი 17:05, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიმეორებ კი არ დაგვეხმარე დამატებითი საქმე გამოგვიჩინე. მე ხელთა მაქვს უფრო ახალი წყარო 1989 წელს გამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი თავად იხილე გვ. 126 და მერე ისაუბრე მაგ ტონით. — ჯაბა ლაბაძე () 04:26, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

როგორც ჩანს ხელმოწერის პრობლემა გაქვთ, ამ განხილვის ზემოთ წერია როგორ უნდა მოაწეროთ ხელი განხილვის გვერდზე. გმადლობთ.— ჯაბა ლაბაძე () 04:42, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობა LUGALzu. მოხარული ვარ რომ ქართულ ვიკიპედიასთან თანამშრომლობის სურვილი გაქვთ. ძალიან კარგი იქნება თუ დაეხმარებით ქართულ ვიკიპედიას. იმედია ყველაფერი კარგად იქნება და account-ის გაუქმების სურვილი აღარ გექნებათ. პატივისცემით.— ნიკა () 12:51, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

ძალიან მინდოდა რომ რაიმე კარგი გამეკეთებინა ქართული ვიკიპედიისათვის, მაგრამ სანამ ისეთი ტუტუცი ადმინისტრატორები გეყოლებათ, როგორიცაა ჯაბა ლაბაძე, არაფერი გამოვა. გთხოვთ, გამიუქმოთ წევრობა.--LUGALzu განხილვაწვლილი 12:59, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

უღრმესი მადლობა ბატონო ზურაბ ცქვიტინიძევ. ვიღიმი (იმედია ამაშიც უზრდელობას არ დაინახავთ) — ჯაბა ლაბაძე () 13:01, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

ბატონო ჯაბა, თქვენ ის ვერ დაინახეთ, ნიკარაგუაზე დაწერილი რაღაც გაურკვევლ ენაზე დაწერილი სტატია რომ გავასწორე და ნიკარაგუას-ნიკარაგუის შესახებ მედავებით? ჩემი ტოლი დედა რომ გყავთ, სწორედ მაგიტომ უნდა მცეთ პატივი. ძალიან გთხოვთ, გამიუქმოთ ვიკიპედიის წევრობა. --LUGALzu განხილვაწვლილი 13:06, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

ბატონო ზურაბ პატივსაც გცემთ და გთხოვთ კიდევ ერთ რამეს დაგვიდექით გვერდში და აკეთეთ კარგი ქართული საქმე. დავივიწყოთ წყენა და განვაგრძოთ მეგობრულად თანამშრომლობა. — ჯაბა ლაბაძე () 13:10, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

გთხოვთ ამის შემდეგ მომმართოთ მხოლოდ სახელით ვიკიპედიაში ყველა თანასწორია. ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 05:23, 15 ოქტომბერი 2010 (UTC)

კითხვა და მინიშნება[წყაროს რედაქტირება]

  • კითხვა: LUGALzu, ერთი კითხვა მაქვს. ადრეც ხომ არ ყოფილხარ ვიკიპედიაში დარეგისტრირებული?
  • მინიშნება:მომხმარებელ Zangala-ს მივწერე მაინტერესებდა როგორ ეწერებოდა ნიკარაგუა ქსე-ში ნათესაობით ბრუნვაში და მივიღე ასეთი პასუხი.
ვიკიციტატა
„ნიკარაგუის რესპუბლიკა - ქსე, ტ. 7, გვ. 424, თბ., 1984.“

და კიდევ მიმითითა ერთი განხილვა რომელსაც ახლა მე თქვენ მიგითითებთ განხილვა:ღაზის სექტორი (გთხოვთ ამ განხილვაში კარგად გადაიკითხოთ ციტატა). გარდა ამისა ქართულ ვიკიპედიაში არსებობს გვერდი რომელიც გვეხმარება უცხოური გეოგრაფიული სახელების ქართულად გადმოცემაში გთხოვთ იხილოთ მე-3 წესი, სადაც თვით ნიკარაგუის შემთხვევაა მაგალითად მოყვანილი.

ალბათ მიხვდებით რომ თქვენი თავდასხმა ჯერ ნიკარაგუის სტატიაზე და შემდეგ ჩემზე (ჯერ აქ ზემოთ და მერე ყავახანაში), სავსებით უადგილო და უსაფუძვლო იყო. თქვენგან ველი შესაბამის რეაქციას, ისეთს როგორიც ეკადრება ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს. გმადლობთ. იმედია სწორად გამიგებთ.— ჯაბა ლაბაძე () 10:39, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)

არჩევნები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, არჩევნების გვერდი ასეთი კითხვების დასმის ადგილი არაა. ბიუროკრატის არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ ვიკიპედიელს შეუძლია, რომელის დარეგისტრირებიდანაც 3 თვეზე მეტია გასული და გააჩნია გარკვეული წვლილი. — მიხეილ (მომწერე) 20:13, 1 სექტემბერი 2011 (UTC)

შეკითხვა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ეს მომხმარებელიც Ninushka თქვენ ხართ? --მიხეილ (მომწერე) 21:56, 6 ნოემბერი 2011 (UTC)

პასუხი[წყაროს რედაქტირება]

Ninushka რატომ უნდა ვიყო? რაზე შემატყვეთ? ააა, მივხვდი, რატომ მეკითხებით, IP მისამართი დაემთხვა, არა? Ninushka ჩემი მეუღლეა. რაც შეეხება თქვენს პოლემიკას, არ ვერევი, ჯერჯერობით... LUGALzu განხილვაწვლილი 22:36, 6 ნოემბერი 2011 (UTC)

გადამისამართება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. საერთოდ, სანამ გადამისამართებას განახორციელებთ, ჯერ განხილვის გვერდზე დაწერეთ ხოლმე ამის შესახებ და სხვებსაც დაელოდეთ, ანდა მიუთითეთ სანდო წყარო, სადაც ახალი სათაურის სისწორე მტკიცდება. --მიხეილ (მიწერა) 08:47, 17 ნოემბერი 2011 (UTC)

მოიცათ, აქ არაფერს შუაშია გარედან შემოსული მომხმარებელი, ვიკიპედია პირველ ყოვლისა, თანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება და წესია ასეთი, გადამისამართებამდე, რაგინდ არ უნდა დარწმუნებული ვიყოთ, მაინც ვწერთ განხილვის გვერდზე! „იმწამსვე ეცემით ადმინისტრატორები თუ ბიუროკრატები თუ რაც გქვიათ...“ — თანამშრომლობას კი პირველ რიგში ასეთი ფრაზები აფუჭებს. --მიხეილ (მიწერა) 13:37, 17 ნოემბერი 2011 (UTC)