მომხმარებლის განხილვა:Kriptex~kawiki

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Kriptex, მივესალმები თქვენს გამოჩენას ვიკიპედიაში და სურვილს მონაწილეობა მიიღოთ ამ პროექტში.

მე დავიწყე თქვენი ნამუშევრის (1908 წელი) შესწორება, მაგრამ ვერ დავამთავრე, რადგან უამრავი შეცდომა იყო როგორც ორთოგრაფიული, ასევე სტილისტური და ტექნიკური ხასიათის. გთხოვთ პირველ რიგში დაწვრილებით გაეცნოთ დახმარების გვერდებს (ჩვენც, ამჟამინდელმა მონაწილეებმა, აქედან დავიწყეთ!), რადგან შეცდომების უმრავლესობა აქ ჩამოყალიბებული წესების გაუთვალისწინებლობის გამოა დაშვებული.

თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, დატოვეთ ამ გვერდზე - აუცილებლად გიპასუხებთ.


ავთანდილ 07:24, 15 სექტემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

PHP ფაილის გადმოწერა[წყაროს რედაქტირება]

მართალი ბრძანდები ჩემი შეცდომების თაობაზე, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ავითვისებ. ერთი შეკითხვა მაქვს. როცა რომელიმე სტატიას(რომელიც წითლად არის) რედაქტირებას ვაჭერ PHP ფაილის გადმოწერას იწყებს და რედაქტირების საშუალებას არ მაძლევს. მაგალითად: მინდა გავაკეთო სტატია ჟან-პოლ სარტრის შესახებ. ვაჭერ წითლად გახაზულ სარტრს და PHP ფაილი იხსნება გადმოსაქაჩად. რა უნდა გავაკეთო?


სიმართლე რომ გითხრათ ვერ მივხვდი, რა ფაილის გადმოქაჩვას იწყებს. მაინც რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

  • როდესაც ბმულს აკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგ მასზე დაჭერით ახალი სტატია შექმნათ, დაუკვირდით სათაურს. სტატიის სათაური არ შეიძლება იყოს ჟან-პოლ სარტრი ან სარტრი, არამედ სარტრი, ჟან-პოლ. ეს ნორმა ქართულ ვიკიპედიაში უკვე მიღებულია.
  • როდესაც წითელი ფერის ბმულს აჭერთ, უნდა გაიხსნას გვერდი Editing "სტატიის სათაური”. თუ ასე არ გამოდის, გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი:
    • ნებისმიერი გვერდის მარცხენა სვეტში ნახავთ სექციას ”ძიება”. მის ქვემოთ პატარა ფანჯარაში ჩაწერეთ ახალი სტატიის სათაური, მაგალითად სარტრი, ჟან-პოლ და დააჭირეთ ღილაკს სტატია - გამოვა შუალედური შეტყობინება, რომ ამ სათაურით ჯერ სტატია არ არსებობს და ა.შ. ... დააჭირეთ წითელ ბმულს და ავტომატურად შეიქმნება გვერდი Editing "სტატიის სათაური”. თუ ვერც ეს ოპერაცია ვერ შეასრულა, მაშინ სავარაუდოდ ტექნიკურ პრობლებასთან გვექნება საქმე.
  • ქართულ ვიკიპედიაში თითქმის 3 ათასამდე სტატიაა, ამიტომ ბმულების კეთების დროს კარგი იქნება თუ გეცოდინებათ, არსებობს თუ არა ასეთი სტატია და რა ჰქვია მას ზუსტად. როდესაც როტერდამს უკეთებთ ბმულს, იგი უნდა გადაამისამართოთ სტატიაზე როტერდამი (რომელიც ჯერ არ არსებობს, მაგრამ არა უშავს - მომავალში ხომ იქნება!) ან სტატიაზე ნიდერლანდები (ამ ქვეყნის სახელი გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის თანახმად იწერება ასე და არა ნიდერლანდები ან ჰოლანდია).
  • ისევ ბმულებზე. ბმული შეიძლება გაკეთდეს სიტყვაზე, რომელიც სახელობით ბრუნვაშია. თუ ტექსტი მოითხოვს სხვა ბრუნვას ჩაწერეთ ასე: [[იტალია|იტალიის]] პროვინცია.

ავთანდილ 09:24, 15 სექტემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

თქვენს ანგარიშს სახელი გადაერქმევა[წყაროს რედაქტირება]

03:01, 18 მარტი 2015 (UTC)

09:15, 19 აპრილი 2015 (UTC)