მომხმარებლის განხილვა:Jajvi

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

ალ-ო () 13:40, 7 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

გადახედე წესებს. სტატიაში ბმულებია გასაკეთებელი, ხოლო სურათების ატვირთვისას აუცილებლად უნდა მიუთითო ინფორმაცია მისი ლიცენზიის და წყაროს შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სურათები წაიშლება. აქედან ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები შეარჩიე რომელიმე თარგი და ჩასვი სურათების გვერდზე. ნახე მაგალითისთვის სურათი:Armazi abano.jpg. სურათი თუ ვიკისაწყობშია (Wikimedia Commons), ქართულ ვიკიპედიაში ხელახლა მისი ატვირთვა არ არის საჭირო. სხვაენოვან ვიკიპედიაში სურათს დააწკაპუნებ და ნახავ ვიკისაწყობშია თუ არა. --ცანგალა () 20:40, 26 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ წესები დაიცვა. --ცანგალა () 12:31, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]


სურათების ჩასმა[წყაროს რედაქტირება]

სურათების სტატიაში ჩასასმელად ეს კოდი უნდა გამოიყენო: [[სურათი:სურათის ფაილის სახელი|thumb|წარწერა]]. თუ შენს მიერ ატვირთული სურათის ჩასმა გსურს სურათის ფაილის სახელი ზუსტად გადმოიტანე ამ კოდში. მაგალითისთვის ნახე ნებისმიერი სტატია, სადაც სურათებია ჩასმული, შედი რედაქტირებაში და ნახე კოდი. - ალ-ო     @ 17:36, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

სურათებთან დაკავშირებით მე თუ კარგად ვერ გიხსნი სხვა მომხმარებელს შეეკითხე. აუცილებლად უნდა გაერკვიო. სტატიას კი ბმულები გაუკეთე. გადახედე სხვა ენებზე სტატიებს. წარმატებები.--ცანგალა () 21:06, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

დავიწყოთ ვიკიპედიის ნელ-ნელა ათვისება. როგორ უნდა მისწერო მომხმარებელს? ყველა მომხმარებელს აქვს მომხმარებლის გვერდი და მომხმარებლის განხილვის გვერდი. წერილი ყოველთვის უნდა მიწერო განხილვის გვერდზე და ის მომხმარებელიც მიიღებს შენსავით ყვითელ შეტყობინებას. დისკუსიების დროს აუცილებლად ვაწერთ ხელს. ამისათვის რა უნდა გააკეთო? უნდა დააწკაპუნი და ავტომატურად შენი ხელმოწერა იქნება. ე. ი. ყავახანაში აუცილებლად უნდა მოაწერო ხელი. ეს თუ გასაგებია მაშ მოაწერე ხელი შენს მიერ დაწერილ შეკითხვაზე.--ცანგალა () 21:44, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვიკისაწყობშია (Wikimedia Commons)[წყაროს რედაქტირება]

რა არის ვიკისაწყობში (Wikimedia Commons) - წარმოიდგინე ჩვენი საჯარო ბიბლიოთეკა. ე. ი. ვიკიპედია გეუბნება აუცილებლად გამოიყენებე ის სურათები, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკაშია. ამისათვის მხოლოდ სურათის სათაურის კოპირებაა საჭირო რომ გადმოიტანო ქართულ ვიკიპედიაში. მაგ. ნილ არმსტრონგი გადადი ინგლ. ვიკიზე დააწკაპუნე სურათს ზევით სურათის სათაურია, ხოლო ქვევით წერია This is a file from the Wikimedia Commons. და ა. შ. მხოლოდ სათაურის კოპირებით შემოგაქვს ქართულში. ხოლო ამ სურათში სურათი:Armazi abano.jpg ქვევით რაც წერია გამოყენებულია თარგი:ინფორმაცია. სურათის ავტორი (სურათის ავტორი ვინ არის შეგიძლია ნახო - ისტორიაში (ზემოთ წერია)) წერს თუ ვისია სურათი. შეგიძლია მას მიმართო და ისიც კარგად აგიხსნის. დასაწყისისთვის ეს საკმარისია. და აუცილებელია, რომ სტატია გაამდიდრო ბმულებით. ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი) - ბმულების საკითხთან დაკავშირებით გაეცანი. --ცანგალა () 22:08, 27 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

სურათი განხილვა:Amstrong.jpg - წაიკითხე. დავიჯერო ასე რთულად აგიხსენი, რომ ისევ ისე აგრძელებ სურათებთან დაკავშირებით (ვგულისხმობ ბორდო). როდესაც ახალ სტატიას წერ შედი ინგლ. ვიკიპედიაში და იქიდან კოპირებით გადმოიტანე სურათი. გთხოვ აითვისე ვიკიპედიაში მუშაობა. შენ უფრო ხალისისთ იმუშავებ. ხელმოწერა ვერ გაიგე? ყავახანაში რატომ არ მოაწერე ხელი თუ გაიგე. --ცანგალა () 09:09, 28 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]

ვინმე მართლა იფიქრებს, რომ გეჩხუბები. შენ მასე თვლი? ხელმოწერა ისწავლე, რაც სასიხარულოა. ახლა სურათები ეს ჩემი პრინციპი კი არ არის, არამედ ვიკიპედიის წესია. გთხოვ, გაიგო.--ცანგალა () 21:04, 29 მარტი 2008 (UTC)[უპასუხე]