მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 4

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან ინგვი მალმსტინის შესახებ

გიორგის გაუმარჯოს!

უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისათვის და ასეთი შეფასებისათვის! დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგეწონებოდათ. გულში ხუმრობით ვიცინოდი> მალმსტინმა ეს რომ გაიგოს, როგორ გავაკეთე, შეიძლება მაიამიდა ჩამოფრინდეს ან რამე პრეზენტი გამომიგზავნოს-მეთქი! (ემოტიკონები არ ვიცი, სად არიან!)

ეს სტატია ჩემი დაწერილია, რა თქმა უნდა, და ესპანურიდან არაფერი მნიშვენოვანი არა მაქვს არებული, ეს ესპანური ვიკის სტატიის ზომიდანაც ჩანს, საკამოდ მწირი ინფორმაციაა. სტატია არის შედეგი არაერთი ინტერნეტიდან აღებული ინტერვიუს, მეტალ გვერდების, მეტალ ენციკლოპედიებისა და ალბომების რეცენზიების, პირადი პროფესიონალური მიდგომის საფუძველზე (როგორც უკვე იცი, ადრე როკ მუსიკოსი ვიყავი, ჩვენს ჯგუფში ის ფავორიტი გიტარისტი იყო, გიტარისტი "მოწამლული" იყო მისი მუსიკით!). დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით წყაროების დაკონკრეტებაში.

მოუთმენლად ველი შენს გამოხმაურებას!

ღრმა პატისიცემითა და მეგობრული სალამით, ჯუმბერ ბოლქვაძე, P.S. მინდა გაგიმხილოთ, რომ ჩემი შემდეგი სტატიები მინდა გავაკეთო პაკო დე ლუსიაზე, ფლამენკოზე და სტივ ვაიზე. უსამართლობაა რომ ამ ხალხზე არაფერია ქართულ ვიკიპედიაში. ვფიქრობ, დამეთახმებით. — ჯუმბერი განხილვაწვლილი 12:29, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!
გეთანხმებით, რათქმაუნდა, სხვაგვარად შეუძლებელიცაა. უსამართლობაა, აბა რა არის, ჯასტინ ბიბერზეა სტატია და სტივ ვაიზე კი არა. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ვიკიპედია დაფუძნებულია მოხალისეობის პრინციპზე და ვერავის ვერაფერს დავაძალებთ. სწორედ ინტერნეტიდან აღებულ ინტერვიუს, მეტალ გვერდებს, მეტალ ენციკლოპედიებსა და ალბომების რეცენზიებს ვგულისხმობდი წყაროების დაკონკრეტებაში, რადგან ვიკიპედია არ აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს, არ აქვეყნებს ორიგინალურ (ამ სიტყვის ფუძისეული გაგებით, "საკუთარ") კვლევებს. ამასთან, დაცული უნდა იყოს ნეიტრალურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპები. მალე მე დავიწყებ სტატიის რედაქტირებას, სადაც შევძლებ მივუთითებ წყაროებს, სადაც აუცილებლად ჩავთვლი და ვერ მოვუძებნი შესაბამის წყაროს, ჩავსვამ თარგ {{ფაქტი}}-ს, და მერე თქვენ, სადაც შეგხვდებათ ტექსტი: [საჭიროებს წყაროს მითითებას], მხოლოდ შესაბამისი URL-ით ჩაანაცვლეთ (სრული მისამართი ინტერნეტში) <ref> და </ref> კოდებში ჩასმით, სქოლიოს სექციაში მოსაქცევად.

პ.ს. საქმის გასამარტივებლად: რედაქტირების ფანჯრის ქვეშ არის ჩამონათვალი: თარგები, ნიშნები, კოდები. უკანასკნელ ჩამონათვალშია კოდებიც <ref></ref>. მონიშნავთ ჩასმულ მისამართს და აწკაპებთ ამ კოდებს. სულ ესაა. ფორმატირებას მერე მე გავუკეთებ.

პ.პ.ს. გააგებინეთ მალმსტინს ვიღიმიგიორგი განხილვაწვლილი 14:42, 13 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის ჩემი სალამი!

წავიკითხე შენი წერილი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. სულ მოკლე ხანში გავაკეთებ, რაც საჭიროა. რაც შეეხება " პირადი ცხოვრების" ქვეგანყოფილებას, ეს იდეა მქონდა "მაშინა ვრემენის" სტატიიდან, მაგრამ არ გავაკეტე იმიტომ, რომ ეს ქვესატაური მასშო თვითონ მაკარევიჩის პერსონალურო გვერდის ბმულით იყო და გარდა ამისა, რატომღაც თავი შევიკავე, ალბათ იმის გამო, რომ ვიფიქრე, რომ სტატიის ცენტრალური ღერძი მალმსტინის, როგორც მუსიკოსის მუსკალური ასპექტის ჩვენება იყო და მისი პირადი, პერსონალური მხარე გასცდებოდა ვიკიპედიის სტანდარტებს. აუცილებლად გავაკეთებ, რადგან ამ სტატიაში მე შევეცადე მისი, როგორც მუსიკოსის და პიროვნების დახასიათება, ასე რომ ეს ქვეგანყოფილება კიდვ ერთხელ გააფართოვებს ამ კუთხეს. მხურვალე სალამით ესპანეთიდან და პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე. P.S. მალმსტინის ტელეფონის გაგება პრობლემა არაა - ინტერნეტში არის ერთი საიტი, რომლითაც შიძლება მსოფლიოში ნებისმიერი პიროვნების მობილურის ან სახლის ტელეფონის გაგება, ფასიანია, მაგრამ ძვირი არაა. ასე რომ, ჯერ დავამთავროთ სტატია და მერე დავურეკავ. No problem! — ჯუმბერი განხილვაწვლილი 13:53, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! ყველას აქვს პირადი ცხოვრების ქონის უფლება და აქვს კიდეცვიღიმი სხვათაშორის, ხშირად სწორედ პირადიდან გამომდინარეობს ესა თუ ის შედევრი: მეტალიკის უკვდავი შედევრები "Nothing Else Matters" (ჯეიმზის შეყვარებულთან ტელეფონზე საუბრისას), "The God That Failed" (ჯეიმზის დედის გარდაცვალების გამო), "Fade to Black" (აპარატურის მოპარვის გამო), "To Live Is to Die" (კლიფის სიკვდილის გამო), ალბომი Unleash the Fury მალმსტინის შემთხვევაში (დანარჩენი თქვენ უკეთ იცით) და მრავალი სხვა, სწორედ პირადი ცხოვრებიდან მოდის. ასე რომ მალმსტინის პირადი ცხოვრების აღწერა ერთი-ორი სიტყვით სტატიას წაადგება და უფრო ფართოდაც წარმოაჩენს მის პიროვნებას. მივყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ, ბოლოსთვის კარგ რამეს ველოდები შედეგადვიღიმი. პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 17:26, 14 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან The all is over - I think!

გიორგი გამარჯობა! ველი შენს შეხედულებას რაც გავაკეთე. ვფიქრობ, ვიკიპედიის რედაქციას და მომხმარებლებს არ უნდა დარჩეთ ცუდი წარმოდგენა, თუ მეტი არა. P:S: სხვათაშორის, ეს სტატია ნახა ერთმა ჰევიმეტალის თავგადადებულმა ესპანელმა ფანმა, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინფორმაციებს და ყოველ კონცერტს ესწრება მთელს ესპანეთში, ვინმე თუ ჩამოვა (ჩემი ახლანდელი სამუშაოს პარტნიორია) – გაოცებულ დარჩა, გადახედა რა სხვა ენებზე, მითხრა: "ასეთი ამომწურავი, სრულყოფილი და შრომატევადი სტატია როგორ დაწერეო!". ვუთხარი, მალმსტინს ველოდებოდი და სირცხვლით თავს ხომ არ მოვიჭრიდი–მეთქი!

მოუთმენლად ველი შენს გამოხმაურებას. — ჯუმბერი განხილვაწვლილი 13:25, 16 ოქტომბერი 2010 (UTC)

პირადული

გიორგი ერთი პირადული კითხვა და თუ გინდა გავაგრძელოთ სკაიპში დამიმატე. თელავში ცხოვრობ? — ჯაბა ლაბაძე () 08:35, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)

კი, თელავში. სკაიპი მომწერეთ (თუ გინდათ, მაილით)— გიორგი განხილვაწვლილი 08:55, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)

jabajuba70 ვიღიმიჯაბა ლაბაძე () 08:57, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს! რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ სრულყოფამდე მისაყვანად! როდესაც მოგწერეთ, The all is over, მე და დავუმატე I think, რაც რაღა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ მე ასე ვფიქრობ მაგრამ დარწმუნეული არ ვარ და ამიტომ მინდოდა, რაც შეიძლება მალე შემხმიანებოდით, რათა ბოლომდე მიგვეყვანა დაწყებული საქმე.

მითხარით, კონკრეტულად, სად და რა უნდა გავაკეთო, ნაბიჯ–ნაბიჯ, რადგან თქვენნაირი მოხერხებულობის თუ პროგრამული, ინფორმატიკული ცოდნის დონით ვერ დავიკვეხნი! თქვენი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე, ზოგი კი ჩემი ინტუიციითაც მოვახერხე.

დავამატე უფრო სრულყოფილი და კლასიფიცირებული სახის

უაღრესად მადლიერი ვარ თქვენი "რაინდული", კეთილშობილური მიზნის გამო – ეს სტატია მიიყვანოთ საიკეთესოს რანგამდე. ვფიქრობ, ჩემს ნათენ ღამეებს და თქვენს "მუშაკობას" (ძველქართულად!) და თანადგომას შედეგი უნდა მოყვეს.

ღრმა პატივისცემით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 13:33, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს! რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ სრულყოფამდე მისაყვანად! როდესაც მოგწერეთ, The all is over, მე და დავუმატე I think, რაც რაღა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, რომ მე ასე ვფიქრობ მაგრამ დარწმუნეული არ ვარ და ამიტომ მინდოდა, რაც შეიძლება მალე შემხმიანებოდით, რათა ბოლომდე მიგვეყვანა დაწყებული საქმე.

მითხარით, კონკრეტულად, სად და რა უნდა გავაკეთო, ნაბიჯ–ნაბიჯ, რადგან თქვენნაირი მოხერხებულობის თუ პროგრამული, ინფორმატიკული ცოდნის დონით ვერ დავიკვეხნი! თქვენი დახმარებით ბევრი რამ ვისწავლე, ზოგი კი ჩემი ინტუიციითაც მოვახერხე.

დავამატე უფრო სრულყოფილი და კლასიფიცირებული სახის

უაღრესად მადლიერი ვარ თქვენი "რაინდული", კეთილშობილური მიზნის გამო – ეს სტატია მიიყვანოთ საიკეთესოს რანგამდე. ვფიქრობ, ჩემს ნათენ ღამეებს და თქვენს "მუშაკობას" (ძველქართულად!) და თანადგომას შედეგი უნდა მოყვეს.

ღრმა პატივისცემით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 13:33, 17 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!
როგორც ვხედავ, უკვე დაგიწყიათ სტატიაში წყაროების დამატება, რაც მისასალმებელია. მე ახლა დავყვები, თუ შეცდომებს ვნახავ, გავასწორებ, უკვე მითითებულ წყაროებს ფორმატირებას მივცემ, ხოლო სადაც აუცილებლად მივიჩნევ და წყარო არ დამხვდება, თარგს {{ფაქტი}} ჩავსვამ. შემდეგ უკვე იცით, რაც უნდა გააკეთოთ.ვიღიმი პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 05:28, 18 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერისაგან ინგვი მალმსტინის სტატიის შესახებ

გიორგის გაუმაროჯოს, დავიწყე ბმულების კეთება სტატიის წყაროების მისათითებლად. დიდ ბოდიშს გიხდი მისათვის, რომ ერთიდაიგივე სტატიის ბმულების სათანადოდ მითითებას ვერ ვახერხებ, მიუხედავა იმისა, რომ უკვე ამიხსენი. დავიწყე ისე კეთება, მაგრამ ვერ "დავამუღამე" ჯერჯერობით: ვერ მივხვდი,

1. სახელი უნდა დავარქვა რაც მე მინდა თუ რარაც ნაწილი უნდა ავიღო ვებ გვერდის მისამართიდან? (მაგალითად, დავუშვათ, ვებ გვერდის მისამართია www.starpulse.com, რა შეიძლებოდა დამერქვა, და სად უნდა ჩავსვა ეს ჩემს მიერ შერქმეული სახელი?). 2. რეფნეიმის შემდეგ სად უნდა ჩავსვა თვითონ ვებ გვერდის მისამართი?

დავაკვირდი შენ როგორც გაქვს, მაგრამ არ გამომივიდა, იქ თარიღიც ჩანს, მოკლედ, ამ საკითხში "ჩავიჭერი", თუ უფრო დეტალურად ამიხსნი, მოვახერხებ მგონი, თუ არა და მე მივუმატებ წყაროებს და შენ გადამივლე ხელი.

უდიდესი შეცდომა არცოდნის გამო რაც დავუშვი (არცოდნა=არცოდვააო, ნათქვამია, არა?) არის ის, რომ აუარებელი მასალა წავიკითხე და იმის გამო, რომ არ ვიცოდი, რომ წყაროები მისათითებელი იყო ბმულების სახით, ეს ვებ გვერდები არ ჩავიწერე... ახლა მიწევს ხელმეორედ ძებნა. ვფიქრობ, აღვადგენ, მაგრამ შეიძლება რაღაც ვერ მოვახერხო, თუმცა, ძირითადში, ვფიქრობ რომ შესაძლებელია. შემდგომ სტატიებში უკვე ვიცი, რაც არ უნდა დავუშვა. შეცდომებზე ვსწავლობთ ცხოვრებაში, რას იზამ! ღრმა პატვისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე— ჯუმბერი განხილვაწვლილი 12:20, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით! აგიხსნით, რაღა თქმა უნდა. მოკლედ, "ოპერაციის" პირველი ნაწილი, ანუ სახელის დარქმევა თქვენ აღარ გიწევთ, რადგან თითქმის ყველას მე დავარქვი სახელი. ასე მაგალითად, თუ გინდათ მიუთითოთ რესურსი http://www.cs.auckland.ac.nz/~shane/rockguitarworld/yngwie/index.html ამისათვის უნდა მოძებნოთ ამ რესურსის შემცველი ციტირება, ჩვენს შემთხვევაში ასე გამოიყურება: <ref name="Rock Guitar Word-Bio">{{cite web| url=http://www.cs.auckland.ac.nz/~shane/rockguitarworld/yngwie/index.html |title=ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია |author= |work=Rock Guitar Word |date= |accessdate=2010-10-19}}</ref> და დააკოპიროთ მხოლოდ დასაწყისი <ref name="Rock Guitar Word-Bio"> აქამდე, და დასრულებული სახე რომ მისცეთ, უნდა ჩასვათ დახრილი (/ ეს) ხაზი > ამ სიმბოლოს წინ, ანუ საბოლოო სახით იქნება ასეთი:<ref name="Rock Guitar Word-Bio"/> არაფრის, მათ შორის არც საიტის მითითება აღარ გჭირდებათ (ეს პარამეტრი name სწორედ მაგისთვისაა შექმნილი), აქ მთავრდება წყაროს მითითება. უშეცდომო არავინაა, მაგრამ არცოდნა არცოდვააო.ვიღიმი თუ თქვენ არქმევთ ახალ წყაროს სახელს, რას დაარქმევთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს (აქედან, პასუხი პირველ კითხვაზე:რაც თქვენ გაგიხარდებათვიღიმი), მთავარია, სხვა რესურს არ ერქვას იგივე და შემდგომში, როცა დაგჭირდებათ, ზუსტად იგივე მიუთითოთ ზემოთ აღწერილი პრინციპით. უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გადახედეთ თარგის {{cite web}} აღწერასაც, სურვილისამებრ. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 12:56, 19 ოქტომბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გამარჯობათ, გიორგი! იმედია კარგადა ხარ. ღმერთმა კარაგდ ყოფნა ნუ მოგიშალოს. კაპრიჩოების შესახებ: ასე იმიტომ დავტოვე, რომ ინგლისურ სტატიებშიც ამ სახით წერია, როგოროც ინტერნაციონალური სიტყვა ან საერთოდ ცნობილი ტერმინი, ესპანურადაც ზუსტად ასე წარმოითქმება (Capricho) ეს სიტყვა და ქართულად კაპრიზს ნიშნავს. ვფიქრობ, მაინც შევცლი კაპრიზებით იმ გაგებითაც, რომ არის სტატია 24 კაპრიზის სესახებ და ბმულის გაკეთება კარგი იქნებოდა. რეფნეიმის ამბავი უკვე მივხვდი, როგორ გავაკეთო, პრობლემა არაა. ერთი შეკითხვა დამებადა გუშინ: მე ვფლობ რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, პორტუგალიურ, იტალიურ ენებს. შემიძლია ამ ენებზე არსებული სტატიების უპრობლემოდ თარგმნა და მოშველიება, მაგრამ წყაროებად შემიძლია მათი მითიტება თუ მხოლოდ ინგლისურად უნდა იყოს? კეთილი სურვილებით და მეგობრული სალამით ჯუმბერ ბოლქვაძე— 83.37.98.115 08:40, 20 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ, კიდევ ერთხელ! მადლობა, თქვენც ასევე!ვიღიმი კითხვა კარგად ვერ გავიგე, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით (იმედია, პასუხს): სტატია შეგიძლიათ რომელი ენაც გესმით უკეთ, იქიდან გადმოთარგმნოთ, მაგრამ არცერთ ენოვანი ვიკიპედიის მითითება წყაროდ არ არის მიზანშეწონილი (არც ინგლისური). პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 08:54, 20 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს კიდე ერთხელ! გიორგი, ფაქტების არგუმენტირების ბმულებს მივყვები ისე, როგორც საქმე და შემთხვევა ითხოვს, ერთი კია, რომ ყოველი (თითქმის) წინადადების დამტკიცება თუ საჭირო იყო, არ მეგონა. უკვე ვიცი, რატომ არის საჭირო და ამას ახალ სტატიის წერის დროს გავითვალისწინებ. ოღონდ ერთი რამ მინდა იცოდეთ: მომავალი კვირის ოთხშაბათამდე ამ სტატიას ახალს ვერაფერს შევმატებ რადგან მივლინებაში მივიდავარ ბელგიაში, ასე რომ, ოთხშაბათამდე რაიმე ცვლილებას თუ ვერ ნახავ, არ გაგიკვირდეს და საქმეზე ღალატი ან თავის დანებებაში არ ჩამითვალოთ. აბა, ღმერთი იყოს თქვენი და ყველა ჩვენი, ვიკიპედიელიების მფარველი! პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე.— ჯუმბერი განხილვაწვლილი 19:14, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით! რჩეული სტატიისთვის ყოველი ფაქტი დამოწმებული უნდა იყოს და ჩვენ ხომ რჩეულობისთვის ვამზადებთვიღიმი. ეს იქნება თქვენი შექმნილი პირველი რჩეული სტატია(!) ჩემი მოკრძალებული წვლილით. "არა-რჩეულისთვის" 10 წყაროც საკმარისი იქნებოდა... არაა აუცილებელი ყოველ მათგანზე ახალი წყარო მოიყვანოთ, უკვე საკმაო რაოდენობის განსხვავებული წყაროებია (თუმცა, რაც მეტია, მით უკეთესი:)), მოყვანილებს გადახედეთ: რამდენიმე ბიოგრაფიაა და ერთ-ერთში მაინც ეწერება კონკრეტული ფაქტი. რადგან გამაფრთხილეთ უკვე, დაგელოდებით ოთხშაბათამდე, სხვა რა გზაა, და "საქმეზე ღალატში ან თავის დანებებაში" არ ჩაგითვლით.ვიღიმი მანამდე მე გავაგრძელებ სტატიის კითხვას, ორთოგრაფიულ შეცდომებს გავასწორებ და {{ფაქტი}}-ებს ჩავსვამ, სადაც საჭიროდ მომეჩვენება. ასე რომ, რომ დაბრუნდებით, საკმაოდ აჭრელებული დახვდებათ სტატია და არ შეგეშინდეთ :) კეთილი მგზავრობა! საუკეთესო სურვილებით, — გიორგი განხილვაწვლილი 19:43, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)

ახიმ კირშნინგი

გამარჯობა გიორგი. ახლა არ მცალია და ერთი შენს გახარებას, მიადექი და ახიმ კირშნინგი ჩააგდე ყველგან, გერმანულად მაგის სახელ გვარი ეგრე იკითხება. საერთოდ, გერმანულად - sch არის შ. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 10:00, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)

ოკ.— გიორგი განხილვაწვლილი 10:02, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გამარჯობათ, გიორგი. როგორც გითხარით, ოთხშაბათს დავბრუნდი ბელგიიდან გვიან ღამით. სანამ გავაგრძელებდე წყაროების მითითებას: მალმსტინის შესახებ მეტი წყაროები ინტერნეტში, ფაქტიურად, არ არსებობს: ერთიდაიგივე მეორდება ოდნავი განსხვავებით. ამიტომ, რა ფაქტების მოყვანილი მყავს, თითქმის 20 ვებ გვერდზეა, ამიტომ, მინდა ვიცოდე ან უფრო დავაზუსტო ერთი რამ: რეფნეიმის გამოყენების დროს ვებ გვერდი სად უნდა ჩავსვა და ყოველი ჩასმის დროს ახალი სახელი უნდა მივუთითო? მგონი არა, მაგრამ მინდა გთხოვოთ უფრო ჩამახედოთ, რადგან მეტი წყაროების მოძებნა შეუძლებელია – ფიზიკურად არ არსებობს. პატივისცემითა და მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 19:09, 28 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! გამიხარდა თქვენი დანახვა ვიკიში, რატომღაც მეგონა, კიდევ ერთი კვირა არ იქნებოდით.

რეფნეიმს რაც შეეხება:

1.უკვე მითითებულის შემთხვევაში: მე სახელები მივეცი თითქმის ყველა რესურს. მაგალითად, თუ გინდათ მიუთითოთ რესურსი http://www.musicianguide.com/biographies/1608002252/Yngwie-Malmsteen.html, ამისათვის უნდა მოძებნოთ ამ რესურსის შემცველი ციტირება სქოლიოში. აქ შესაძლოა ორი ვარიანტი:

  • თუ რამდენჯერმეა უკვე გამოყენებული (როგორ ეს), რესურსი პირველი გამოყენებისას იქნება მითითებული (თუმცა, არის შემთხვევები, როცა მეორე, მესამე, ან მეოთხეც კი ყოფილა, მაგრამ არა ჩვენს სტატიაში), ანუ ციტირებას წინ რომ უწერია ასეთი რამე: ↑ 14.0 14.1 14.2 14.3, ვაწკაპებთ 14.0 ამას (მოქმედი ბმულია, შეგიძლიათ აქვე დააწკაპოთ, შედეგი იგივე იქნება:));
  • თუ მხოლოდ ერთხელაა მითითებული, მაშინ მხოლოდ ამას ვაწკაპებთ: ↑ ორივე შემთხვევაში, ეს ქმედება გადაგვიყვანს სტატიის იმ ნაწილში, სადაც ეს ციტირებაა გამოყენებული და გაამუქებს მას, ანუ ასე 14.0. ვიმახსოვრებთ, რა ადგილასაა ტექსტში, შემდეგ შევდივართ რედაქტირებაში და მოვნახავთ ამ ადგილს, სადაც 14.0 ამის მაგივრად დაგვხვდება ტექსტი: <ref name="MusicianGuide-Bio">{{cite web| url=http://www.musicianguide.com/biographies/1608002252/Yngwie-Malmsteen.html |title=ინგვი მალმსტინის ბიოგრაფია |author=მილი მორიტზი |work=MusicianGuide.com |date=2009 |accessdate=2010-10-19}}</ref>, აკოპირებთ მხოლოდ დასაწყისს <ref name="MusicianGuide-Bio"> აქამდე, და დასრულებული სახე რომ მისცეთ, უნდა ჩასვათ დახრილი (/ ეს) ხაზი > ამ სიმბოლოს წინ, ანუ საბოლოო სახით იქნება ასეთი:<ref name="MusicianGuide-Bio"/> არაფრის, მათ შორის არც საიტის მითითება აღარ გჭირდებათ (ეს პარამეტრი name სწორედ მაგისთვისაა შექმნილი), აქ მთავრდება წყაროს მითითება, ანუ ამ კოდის ჩასმით: <ref name="MusicianGuide-Bio"/>.

2. თუ თქვენ არქმევთ ახალ წყაროს სახელს (თუმცა მწერთ, მეტი წყარო ფიზიკურად არ არისო): რას დაარქმევთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სხვა რესურს არ ერქვას იგივე სახელი და შემდგომში, როცა დაგჭირდებათ, ზემოთ აღწერილი პრინციპით ზუსტად იგივე მიუთითოთ. თქვენ მკითხეთ ვებ-გვერდის მისამართი სად უნდა ჩავსვაო, არსებობს ასეთი თარგი: {{Cite web}}, რომელსაც თავისი პარამეტრები გააჩნია. როცა უთითებთ ახალ წყაროს და არქმევთ სახელს, ასე უნდა მოიქცეთ <ref name="რაღაც სახელი">{{cite web| url=აქ ჩასვამთ ვებ-გვერდის სრულ მისამართს |title=აქ სტატიის სათაურს ამ ვებ-გვერდზე |author=აქ სტატიის ავტორს (თუ ასეთი მითითებულია) |work=აქ ვისი ნამუშევარია (თუ ჟურნალიდან არის გადმოკოპირებული, ამ ჟურნალის სახელს და ა.შ. ხშირად იგივეა, რაც უბრალოდ ვებ-გვერდის მისამართი, მხოლოდ უფრო მოკლედ, მაგ: MusicianGuide.com) |date= აქ წერთ გამოქვეყნების თარიღს (თუ ასეთი მითითებულია) |accessdate=აქ წერთ თარიღს, როდესაც თქვენ წაიკითხეთ ეს სტატია}}</ref>. სხვა პარამეტრებიც აქვს ამ თარგს, დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ: {{Cite web}}.

პ.ს. ადრეც მოგწერეთ, ყოველი მოწერისას არ არის საჭირო ახალი ქვეთავის გახსნა (თუმცა არც ამით შავდება რამე :)), ყველაფერი რაც ამ თემას ეხება, შეგიძლიათ სექციის რედაქტირებით გააკეთოთ.

იმედია, გასაგებად აგიხსენით ყველაფერი, თუ ვერა, ისევ მე მივცემ ფორმატირებას, თქვენ საიტის მისამართი მიუთითეთ, როგორც აქამდე ვაკეთებდით. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 08:23, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის სალამი! I don´t know exactley, the article is over or not, but have done the all my best for to do it. So, I am waiting for some news from you. ველი ნებისმიერი სახის შენიშვნას და სიმართლეს, რა ფერისაც არ უნდა იყოს იგი. პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე.— ჯუმბერი განხილვაწვლილი 18:43, 5 ნოემბერი 2010 (UTC)

პასუხი მომხმარებლის განხილვის გვერდზე დავწერე.— გიორგი განხილვაწვლილი 10:00, 9 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის ჩემი სალამი! თქენს "საშინაო დავალებებს" შევასრულებ! მხოლოდ ორი საკითხი მრჩება გასარკვევი: 1.თქვენი მითითებით, არის ერთი ფოტოსურათი picsearch-იდან. რომელი სურათია? სხვა ვარიანტს მოვძებნი. 2. შეიძლება თუ არა სურათის აღება www.myspce.com-იდან? არის ერთი სიახლე, საკმაოდ მნიშვნელოვანი: მე www.myspce.com-ის საშუალებით დავუკავშირდი თვითონ ინგვი მალმსტინს, დიახ, დიახ - ინგვი მალმსტინს, ჩემი პროფილით (მე მაქვს ამ საიტზე) და მან თავის მეგობრების სიაში შემიყვანა. ასევე მეგობრების სიას მიმამატა მისმა მეუღლემ, ეიპრილ მალმსტინმა. მასაც მივმართე, როგორც მალმსტინის მენეჯერს. ასე რომ, მალმსტინებთან უკვე მეგობრობა მაქვს! პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე.— ჯუმბერი განხილვაწვლილი 13:23, 9 ნოემბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით კიდევ ერთხელ!

  1. ფაილი:Yngwie-malmsteen 99.jpg, ფაილი:Yngwie with Symphonic.jpg, ფაილი:In Clouds.jpg და ფაილი:Photo g3finale1a.jpg - ამათ ყველას წყაროში მითითებული აქვს http://www.picsearch.com და საერთოდაც, ინგვი მალმსტინის სტატიაში გამოყენებულ თქვენს მიერ ატვირთულ არცერთ ფოტოს, გარდა ამისა, სრული მისამართი არ აქვს მითითებული. ამას აქვს თითქოს, მაგრამ მაინც მითითებული საიტის მთავარ გვერდზე ვხვდები მაგ ბმულით.
  2. შეიძლება, და არამარტო მაგ საიტიდან, ნებისმიერიდან შეიძლება, მხოლოდ სრული მისამართის მითითებით.

გილოცავთ მალმსტინთან დაახლოებას! უკვე უთხარით, სტატიის შესახებ? თუ დასრულებას ელით? ვიღიმი
პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 14:30, 9 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან!

გმადლოტ მოლოცვისათვის! რა თქმა უნდა ვუთხარი სტატიის შესახებ, მაგრამ მეორე წერილით, რადგან, როგორც იცით, პირველად მხოლოდ მეგობრობის შეტავაზებით სეიძლება დაკონტაქტება. ჯერ მისი რეაქცია ან შეხედულება არ ვიცი, რადგან გუშინ გავუგზავნე, ასე რომ, ველი გამოხმაურებას. საერთოდ, მის აზრს ვიცნობ (ერთ-ერთი ინტერვიუთი) ინტერნეტში მის შესახებ სტატიებზე და ინფორმაციებზე, ამბობს, რომ მხოლოდ მის გვერდზე არსებული ინფორმაციაა სწორი და ყურადსაღებო. ერთის მხრივ, მართლაც ასეა: მის შესახებ ბევრი ნაგავი, უხამსი, ზოგჯერ ღვარძლიანი რამეებიც წამიკითხია. საერთოდ, პირადად ჩემი აზრით, ნებისმიერი დიდი რანგის, გენიოსის პიროვნება ყოველთვის საკამათო იყო, არის და იქნება ისტორიაში, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ისინი "ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის" ძნელად გასაგები, მისტერიულები არიან, მეორედ, სწორედ ჩვეულებრივი რანგის ადამიანების რანგიდან გამოსვლის უკან არსებობს იმდენი ფაქტორები, ძალისხმევა საიდუმლოებანი, რომელთა ამოცნობა, გახსნა შეუძლებელია. ამის გამოა, რომ ამა თუ იმ ასეთი გენიოსის შეფასებისას, ძალიან ხშირად, ყველა თავის გამოგონილი ან თითიდან გამოწოვილი ვერსიებით ცდილობს ამოხსნას ეს საიდუმლოება. ამის გამო, ხშირად ძნელია იპოვო ზუსტი პასუხი ამა თუ იმ კითხვაზე, გააკეთო სწორი დასკვნა, შეფასება, იყო მიუკერძოებელი. ამიტომაა, რომ ამ ტიპის ხალხი ხშირად კარგავს წონასწორობას ამა თუ იმ ინტერვიუში, "გაუგებარის" პოზიციაში გრძნობენ თავს. ეს ჩემი პერსონალური შეხედულებაა, შეიძლება ვცდები კიდეც რაიმე ასპექტში. ნებისმიერ სიახლეს მალმსტინების შესახებ გაცნობებ დიდი სიამოვნებით! პატივისცემით და მეგობრული სალამით ჯუმბერ ბოლქვაძე— ჯუმბერი განხილვაწვლილი 15:04, 9 ნოემბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგი გამარჯობათ! გუშინ შეგეკითხეთ მალმსტინის სტატიაში სურათის ჩანაცვლების შესახებ და პასუხი ვერ მივიღე. ალბათ, გამოგრჩათ მხედველობიდან. ჩემი შეკითხვაა: შეიძლება თუ არა www.myspace.com-იდან ავიღო სურათი? საქმე იმაშია, რომ ეიპრილ მალმსტინს თავის მაისპეისის ფოტოალბომში აქვს შესანიშნავი ფოტო როკვოლკის ცერემონიიდან ინგვისა და ანტონიოს ერთად. ძალიან კარგი სურათია, ვფიქრობ, არ უნდა იყოს დანაშაული მისი აღება რადგან თუ პიროვნება საჯაროდ აქვეყნებს თავის ფოტოს, შეიძლება მისი აღება, რა თქმა უნდა, კარგი მიზნებით. ველი თქვენს პასუხს. — ჯუმბერი განხილვაწვლილი 09:25, 10 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! მე გიპასუხეთ, თქვენ გამოგრჩათ მხედველობიდან, ალბათ ვიღიმი ზემოთ, კომენტარში წერია "2. შეიძლება, და არამარტო მაგ საიტიდან, ნებისმიერიდან შეიძლება, მხოლოდ სრული მისამართის მითითებით." საერთოდ, თუ წესების მიხედვით გვინდა იყოს ყველაფერი (და მე ეს მინდა), სჯობს ნებართვა სთხოვოთ მალმსტინებს სურათის თავისუფალ გაზიარებაზე და მას მერე, უკვე რომელიმე თავისუფალი ლიცენზიით ატვირთოთ, თუნდაც ვიკისაწყობში. ცოცხალი ადამიანების არათავისუფალი ფოტოები, წესით, არ უნდა გამოიყენებოდეს ვიკიპედიაში, რის შესახებაც თქვენი განხილვის გვედზეც გწერდით. თუ თავისუფლად გაზიარების უფლებას მოიპოვებთ და ვიკისაცავში არ ატვირთავთ, აუცილებლად დოკუმენტირებული სახე მიეცით სურათის ამათუიმ უფლებით გამოყენების უფლების მონიჭების ფაქტს (ლინკის სახით მაისპეისზე, ან დაურთეთ ამონაწერი წერილიდან), რადგან, შესაძლოა, თავისუფალი ლიცენზიით ატვირთული სურათი, რომლის შემქმნელიც თავად არ ხართ, სადავო გახდეს.
პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 09:43, 10 ნოემბერი 2010 (UTC)

საერთოდაც, ჯობს, თავისუფლად გაზიარების უფლების მოიპოვების შესახებ ყავახანაში დაწერთ, რადგან ყოველი ფაილის ატვირთვისას არ მოგიწიოთ ამონაწერის მითითება. — გიორგი განხილვაწვლილი 10:09, 10 ნოემბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გამარჯობათ, გიორგი. იმედია კარგადა ხართ. "საშინაო დავალებები". მგონი, შევასრულე. არ ვიცი, თუ კიდევ რამეა საჭირო. გამარკვიეთ და მივყვები. გუშინ ერთი ვიკიპედიელის წერილი მივიღე: "არ აპირებთ, რომ ინგვი მალმსტინი რჩეული სტატიის კანდიდატად წარადგინოთ? მე უყოყმანოთ დავუჭერდი მხარს. --Zolokin განხილვაწვლილი 22:39, 10 ნოემბერი 2010 (UTC)." რას იტყვით? მგონი, სტატია ყკვე იპყრობს სათანადო ყურადღებას. ის არ ვიცოდი, თუ მე უნდა წარმედგინა ეს სტატია რჩეული სტატიის კანდიდატად. რასაც მირჩევთ, იმას გავაკეთებ. ისე, მე მეგონა, რომ სტატიის შეფასება რჩეულის სახით ეს უკვე პირდაპირ რედაქციის მისია იყო, ჩემი წარდგენის გარეშე, "საქმემან შენმან გამოგაჩინონ"-ის პრინციპით. პატივისცემით და მოკითხვებით,— ჯუმბერი განხილვაწვლილი 11:40, 11 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერისაგან

გიორგის გაუმარჯოს! გამეხარდა თქვენი გამოხმაურება, ცოტა არ იყოს, შეშინებულიც კი ვიყავი - რაიმე ხომ არ მოუვიდა, მეთქი: ყოველდღე რაღაც ცვლილებას და სიახლეს, მოძრაობასა და ყურადღებას მიჩვეული. დენის პრობლემა ჩემთვის უცხო არაა, მიცხოვრია საქართველოში, მახსოვს ბნელი ღამეები, სამწუხაროა, თუ ეს დრესაც გრძელდება. ველი სიახლეებს თქვენგან! პატივისცემითა და მეგობრული მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 15:45, 11 ნოემბერი 2010 (UTC)

გასაგებია. ვერ ვიტყვი, რომ უდენობა მუდმივი პრობლემაა ახლაც, როგორც 90-იან წლებში იყო, მაგრამ ხანდახან ისევ ქრება (განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში). ალბათ თბილისში უკეთესი მდგომარეობაა. — გიორგი განხილვაწვლილი 15:50, 11 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერისაგან ინგვის სტატიაზე

Hola, გიორგი! ესპანურად გესალმები, არა უჭირს, ხომ? დისკოგრაფიის სექციის ცალკე გადატანა კარგი იდეაა, მართლაც, ცოტა არ იყოს, სტატიას უკარგავს ვიზუალურ ეფექტს. რაც შეეხება "Guitar Moves": ამ ტერმინით განისაზღვრება ამა თუ იმ გიტარისტისათვის დამახასიათებელი და საერთოდ, უკვე ფაქტად, საკუთატრ ხელწერად აღიარებული ის ტრიუკები, ფანდები, პოზები, ძირითადად, ვიზუალური სახისა, რომელიც კიდევ ერთი ორიგინალობით ახასიათებს ცნობილ გიტარისტებს. მაგალითად: პიტ თაუნშენდი ცნობილია თავისი ძალიან მაღალი ნახტომებით სცენაზე, სტივ ვაი - გიტარის ენით დაკვრით, ანგუს იანგი - თავისი "ექსკლუზიური" ნაბიჯებით, მალმსტინი - გიტარის ქამრით კისრის გარშემო ტრიალით, ფეხის, "კარატე"-ში არსებული ელემენტის მსგავსი წინ ქნევით. ეს "შოუმენობის" ვერსიაა, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში, მხოლოდ ერთი გიტარისტის "ვიზუალური მარკაა". იმედია, შევძელი ამეხსნა. პატივისცემით და მგობრული მოკითხვებით,— ჯუმბერი განხილვაწვლილი 08:54, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

მოგესალმებით, ესპანური ცოტა-ცოტა მესმის, ასე რომ პრობლემა არაა.ვიღიმი მე გავიტან დისკოგრაფიას ცალკე სტატიად და იქ გავაგრძელოთ მუშაობა. აბსოლუტურად კარგად ამიხსენით, მაგრამ რა ერქმევა სტატიას, "Guitar Moves"? თუ ასეა, დარჩეს, თუ არა - მაშინ მოგვიწევს შეცვლა. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 09:08, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერისაგან

კიდევ ერთხელ გამარჯობათ, Guitar move-ის შესახებ: სახელის გამოცვლის შესახებ ჯერ ჯერობით ვერაფერს გეტყვით, რადგან ქართულად არავითარი შესაბამისი თარგმანი ვერ მოვიფიქრე, ასე, რომ დავტოვოთ სიევ, როგორც არის. ერთი რამ მინდა გთხოვოთ: პირად ცხოვრების ქვეთავში არის ფოტო - მალმსტინი ფერარის ემბლემის ფონზე, რომელიც მინდა შევცვალო ერთი სურათით, რომელიც უფრო ეფექტურია: მალმსტინი წითელი ფერარის ფონზე. ეს სურათი ავტვირთე რაღაც შეცდმოთ და შემდეგ რომ კიდევ ერთხელ ვცადე, აღარ მომცა საშუალება საიტმა - ეს სურათი უკვე ატვირთული გაქვსო. თუ შეიძლება უკვე ატვირთული ამ სურათის წაშლა ვიკისაიტზე რატა ხელმეორედ ავტვირთო? ან იქნებ თქვენ გამიკეთოთ ეს? სურათი იმყოფება modernguitar- ამ საიტზე. დამარიგეთ ან დამეხმარეთ, ღრმა პატივისცემით და მეგობრული სურვილებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 14:59, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

ფაილი:Yngwie With His Ferrari.jpg ეს ფაილი გაქვთ მხედველობაში? იგი ატვირთულია და მხოლოდ გამოყენებას "ელის". წყაროსთან დაკავშირებით გვაქვს პატარა პრობლემა (Taringa.net), პირატულია. წყაროს შესაცვლელად შეგიძლიათ შეხვიდეთ ფაილის რედაქტირებაში და იქ ადვილად მიხვდებით უკვე. ხელახლა ატვირთვა არ არის საჭირო. პატივისცემით,— გიორგი განხილვაწვლილი 15:50, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

სტატიაში უკვე შევცვალე, თქვენ მარტო წყაროს მოუხერხეთ რამე.— გიორგი განხილვაწვლილი 16:14, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერისაგან ინგვი ფერარი

გიორგი, დიდი მალდობა, ახლა მე სამსახურში ვარ. ოფისში. აი. ეს არის წყარო ამ სურათისა> http://www.guitarworld.com/article/dear_guitar_hero_yngwie_malmsteen იქნებ დააბოლოოთ? ბარემ მადლი მოაყარე! პატივისცემით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 16:26, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

სიამოვნებით,— გიორგი განხილვაწვლილი 16:27, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგი, გამარჯობათ, ვხედავ ცვლილებებს. უფრო და უფრო იხვეწება სტატიის ტექნიკური და სტილისტური მხარე, რაც, საბოლოო ჯამში, შესაბამისი შედეგით დაგვირგვინდება უეჭველად. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნე, ორდენებისთვის არ ვიბრძვი. მოდი, შევცვლი თემას და გკითხავ: სად ვართ, რა ფაზაში, კიდევ რა უნდა შევასწორო, დავამატო? ჩემგან რა ესაჭიროება კიდევ ამ სტატიას? მართალი გითხრათ, ცოტა მოუთმენლობაც კი მიპყრობს: მინდა, ბოლოსდაბოლოს, ვიხილო ამ "ნაშიერის" საბოლოო სახე, მისი პირველი წივილი. ვფიქრობ, ამ კვირის ბოლოს უკვე უნდა დამთავრდეს, არა? მე ყველა ძალას ვიღონებ ამისთვის. აბა, ჰე, ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ღრმა პატივისცემით და მადლიერებით თქვენი მხარში დგომისა, ჯაფისა და მოთმინების გამო — ჯუმბერი განხილვაწვლილი 19:50, 12 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ. როგორც თქვენი განხილვის გვერდზეც მოგახსენეთ,

წყაროები
  1. ჩასანაცვლებელია http://blazplavi-guitarmusic.blogspot.com/2008/01/yngwie-malmsteen-unleash-fury-2002.html (88-ე სქოლიოში) სხვა წყაროთი; (ბლოგსპოტია)
  2. ბევრგან გაქვთ მითითებული http://metal-archives.com/ მისამართი. ყველგან უნდა მიეთითოს სრული URL. ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ განხილვა ყავახანაში, სადაც, ასე თუ ისე, გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარების გზა. თუ მაინც გაგიჭირდათ, მომწერეთ;
ფაილები
  1. წყაროები აქვს მისათითებელი ფაილებს: ფაილი:Yngwie Malmsteen Child.jpg, ფაილი:Yngwie+Malmsteen+Malmsteen.png, ფაილი:Yngwie Malmsteen The Leningrad Show.jpg, ფაილი:Yngwie-malmsteen 2.jpeg, ფაილი:Yngwie-malmsteen 2.jpeg, ფაილი:The Inspiration Team.jpg, ფაილი:Yngwie-malmsteen 99.jpg, ფაილი:Yngwie with Symphonic.jpg, ფაილი:In Clouds.jpg, ფაილი:Photo g3finale1a.jpg, ფაილი:Yngwie malmsteen logopic.jpg, ფაილი:Yngwie With Marshall and Fender.jpg და ფაილი:Scalloped Frettboard.jpg. თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს ფაილის დარედაქტირება წყაროს ჩასასმელად, მე მითხარით წყაროები და მე ვიზამ ამ საქმეს;

ამ ყველაფერს რომ მორჩებით, მერე კიდევ ერთხელ გადავხედავ სტატიას, სადმე სტილისტური ან ორთოგრაფიული შეცდომა ხომ არ გაიპარა, და მერე შეგვიძლია, ბოლოსდაბოლოს, ვიხილოთ ამ "ნაშიერის" საბოლოო სახე, მისი პირველი წივილი.ვიღიმი თუ ვიყოჩაღებთ, სტატია შესაძლოა დღესვე დავამთავროთ ვაპაჭუნებ. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 07:28, 13 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგი გამარჯობათ! პირველ რიგში, 88–ე ბმულის შესახებ: ეს ბმული დაკავშირებულია ალბომ Unleash The Fury–ის სახეწოდების ისტორიასთან. ამ ისტორიას სხვადსხვა წყაროებში ძირითადად მწირი ახსნა აქვს, ძირითად წყაროდ მე მაინც 22 ბმულს დავტოვებდი, რადგან თვითონ მალმსტინი დეტალურად აღწერს მას ჩოპიკთან ინტერვიუში. 88–ში ეს დეტალი – თითქოს ის საუბრობდა ჰომოსექსუალების შესახებ, ამ ბლოგსპოტში ვნახე და დავამატე იმ აზრით, რომ იქნებ მალმსტინმა თავი აარიდა ნამდვილ მიზეზს მეთქი. თუ მხოლოდ ამ, 22 მეორეს დავტოვებთ, მაშინ ამ ისტორიის ვერსია უნდა შიცვალოს და მთლიანად მალმსტინის მონაყოლი უნდა გამოჩნდეს, რაშიც ამბობს, რომ ისინი, ჯგუფის ყველა წევრები, იაპონიაში ფრენის დიდი ხანგრძლიობის გამო მოწყენილები იყვნენ და საკმაოდ ბევრი დალიეს, მერე კი მათ "აურიეს" სიტუაცია, გლახაობა დაიწყეს, მალმსტინს ამ მომენტში ჩაეძინა, მის გვერდით მჯდომ ტერნერთან ერთად, ამ ქალბატონმა კი სხვების აღვირახსნილი ქცევების გამო გულმოსულმა, ჯავრი რატომღაც მალმსტინზე იყარა და მას ყინულიანი წყალი გადავლო. თუ იტყვით, მხოლოდ ეს, მალმსტინისეული ვერსია დავტოვოთ. ასე რომ, მხოლოდ 22–ე ბმული იქნება წყაროს მითითებად. რაც შეეხება ენციკლოპედია მეტალიუმის არჩივებს: მე შემიძლია ამ პრობლემის სხვა გზით მოგვარება – ზუსტი ურლ–ის პოვნა. ფოტოების ზუსტ წყაროებსაც მოვაგვარებ. პატივისცემით, სალამითა და მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 10:10, 13 ნოემბერი 2010 (UTC) P.S. ჰო, მართლა, სკაიპი გაქვთ, მგონი სადღაც მოვაკრი ამის შესახებ, ჩემი ნიკია jumberbolkvadze, თუ მიმამაგრებთ თქვენს კონტაქტებს, ამით ოპერატიულად მოხსნიდით პრობლემებს მომავალში.

გამარჯობათ კიდევ ერთხელ! 88-ე ბმულის შესახებ: რა იცით, რომ სწორედ ეს არ არის "შეთითხნილი" ისტორია და სიმართლეს არ შეეფერება? მითუმეტეს არაავტორიტეტული წყაროს საშუალებით არის გამოქვეყნებული. "ეს ინციდენტი ფირზე ჩაიწერა მალმსტინის ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა და თითქმის 16 წლის შემდეგ, ეს აუდიო ჩანაწერი ინტერნეტში ატვირთა", მგონი, ყველაზე სანდო წყარო ეს უნდა იყოს. ხომ არ გინახიათ სადმე ინტერნეტში? თუ სხვაგვარად არ მოხერხდა, უნდა შეიცვალოს ისტორიაც და მხოლოდ მალმსტინისეულ ვერსიას ვენდოთ. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, ამოსაღებია სტატიიდან, რადგან კონკრეტული ფაქტი (საუბარი ჰომოსექსუალების შესახებ) მხოლოდ ამ არაავტორიტეტულ წყაროს ეყრდნობა.
როცა ყველაფერს დაამთავრებთ, სქოლიოს სხვაგვარ სახეს მივცემ, როგორც მეტალიკის სტატიაშია, ვფიქრობ, სტატიის ესთეტიკურ სახეს უფრო წაადგება. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 10:45, 13 ნოემბერი 2010 (UTC)
პ.ს. სკაიპში დაგამატეთვიღიმი

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს იმედია, კარგადა ხართ. როგორც იქნა, დავამთავრე ენციკლოპედია მეტალიუმის ბმულების ზუსტი მისამართების დადგენა.

http://metal-archives.com/review.php?id=331 ECLIPSE Nº 57 http://metal-archives.com/review.php?id=353 THE SEVENTH SIGN Nº 60, 61 http://www.metal-archives.com/review.php?id=357 magnum opus Nº 62, 64 http://metal-archives.com/review.php?id=359 inspiartion Nº 66. 67 http://metal-archives.com/review.php?id=364 FACING THE ANIMAL Nº 68, 69, 70

კიდევ ერთი სიახლე. მეტად სასიამოვნო: სტატია ინგვი მალმსტინისა და ზოგადად მუსიკაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ეს ორდენი ჩემგან :) წარმატებები. GIO---->>13 (გ) 21:45, 13 ნოემბერი 2010 (UTC) ეს თქვენი მხარში დგომის დამსახურებაცაა. ველი თქვენს გამოხმაურებას მოუთმენლად. პატივისცემითა და მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 23:24, 13 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ. უდენობას რა ვუთხარ, თორემ უფრო ადრე დავწერდი პასუხს. კიდევ ერთი, 75-ე დაგრჩათ დასადგენი. ესენი სტატიაში ჩავსვი და შესაბამისი გაფორმებაც მივეცი. რაც შეეხება ვიკიორდენს: მე ვაპირებდი მაგის მონიჭებას, მაგრამ დამასწრეს :) ისე საერთოდ, ჯერ {{პირველი ვიკიორდენი}} ამას აძლევენ ხოლმე. ნამდვილად იმსახურებთ ამას, თქვენი მუხლჩაუხრელი შრომა ხომ უნდა დაფასებულიყოვიღიმი. რაც შეეხება სტატიას, თითქმის მზადაა. ახლა კიდევ ერთხელ ჩავიკითხავ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს მოვძებნი. შემდეგ გნებავთ, თქვენ წარადგინეთ რჩეულობის კანდიდატად, თუნდა მე ვიზამ ამას, თუმცა ახლავე ნათელია, რომ აუცილებლად გახდება რჩეული. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 12:58, 14 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გიორგის ჩემი მეგობრული სალამი! ვნახე ცვლილებები, თქვენს მიერ გაკეთებული, შესანიშნავად გამოდის ყველაფერი! განსაკუთრებით მომეწონა სქოლიო და მასში მალმსტინის აპარატურის წყობის გრაფიკული სურათი, მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ ფორმა და საშუალება ვერ მოვუნახე. ვფიქრობ, ყველაფერ საკმაოდ მაგარი გამოვიდა. მე არ ვაპირებ მის წარდგენას რჩეული სტატიის მოსაძიებლად, ამას თქვენ განდობთ, ასე უკეთესი იქნება, სამართლიანობის მხრივ – თქვენ იმსახურებთ ამ პატივს – და ჩემი შეგნების და პოზიციების გამო. უკანასკნელი, 75–ე ბმულის მისამართი უკვე ჩავამატე. ასე, რომ, მივყვეთ მოვლენებს! ღრმა პატივისცემით და მეგობრული მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 19:20, 14 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! მიხარია, რომ მოგწონთ სტატია. მე ახლა ორთოგრაფიულ და სტილისტურ ხარვეზებს ვასწორებ. რომ მოვრჩები, წარვადგენ რჩეულობის კანდიდატად. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 07:35, 15 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჩემი სალამი / ჯუმბერი ესპანეთიდან

გიორგის გაუმარჯოს! არ არის პრობლემა, საუკეტესო ვიდეოკლიპები რომ უბრალოდ ვიედოკლიპებადო მოიხსენიებოდეს. აბა, ჰე! გეხვევვით მეგობრულად, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 09:42, 16 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ!
ველოდებოდი თქვენს გამოჩენას. იხილეთ: ვიკიპედია:რჩეული სტატიები/კანდიდატები#ინგვი მალმსტინი და ქვეშ ჩასვით ეს კონსტრუქცია *{{ჰო}}-~~~~, თუ რათქმაუნდა, თქენც გსურთ, რომ სტატია რჩეული გახდესვიღიმი. ერთი ხმაც მიემატებავიღიმი. პატივისცემით და გულთბილი მოკითხვებით, — გიორგი განხილვაწვლილი 09:50, 16 ნოემბერი 2010 (UTC)

ვიკიპედია:ყავახანა/შეხვედრები

  • გამარჯობა, ITshnik. ვიკიპედიის მეათე წლისთავთან 2011 წლის 15 იანვარს იგეგმება ვიკიშეხვედრა. ხომ ვერ დააფიქსირებდი შენ მოსაზრებას? წინასწარ მადლობა!— იორგი 18:16, 17 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ბოლქვაძისაგან

გიორგის გაუმარჯოს! მომენატრა თქვენთან საუბარი! სტატიამ ძალიან კარგი (და საკმოად ბევრი!) გამოხმაურება ჰპოვა, რაც ძალზედ მიხარია. ჯერ ჯერობით არ ვართ გამარჯვებულთა პიედესტალზე, მაგრამ, როგორც მივხვდი, რიგში ვართ, ხომ ასეა? ველოდები ამ მომენტს და შემდეგ სტივ ვაის სტატიის დაწერას ვაპირებ. უკვე დავიწყე მასალების მოგროვება, და მისი მეგობარი გავხდი მაისპეისში. ასე რომ, ველოდები მოვლენებს! მეგობრული მოკითხვებით, — ჯუმბერი განხილვაწვლილი 08:38, 18 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! რიგში კი არა, პირველ რიგში ვართ! კი, საკმაოდ ბევრი დადებითი შეფასება მოჰყვა სტატიას, თუმცა ყოფილა მცირე შენიშვნებიც, რომელზედაც რეაგირება მე ვერ მოვასწარი და ჩემს მაგივრად სანდრომ ჩაასწორა.
ეს დღეები აქტიური ვერ ვიყავი და კიდევ ცოტა ხანი, ალბათ, ვერ ვიქნები: ჩვიდმეტში მამა გარდამეცვალა ღვიძლის გაჩერებით.
მოკითხვებითა და პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 16:24, 22 ნოემბერი 2010 (UTC)

...

ვიკიპედიელების სახელით, მსურს გულწრფელი მწუხარება და თანაგრძნობა გამოგიხატო...--იორგი 16:45, 22 ნოემბერი 2010 (UTC)

ვწუხვარ, ძალიან საწყენია. --Zolokin განხილვაწვლილი 16:56, 22 ნოემბერი 2010 (UTC)

ძალიან ვწუხვარ. გულწრფელად თანაგიგრძნობ... — D.DEU. პასუხი 17:11, 22 ნოემბერი 2010 (UTC)

დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისათვის.— გიორგი განხილვაწვლილი 06:20, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

ვწუხვარ გიორგი. ნათელში დაამკვიდროს უფალმა. შენ კი მაგრად დგომა გმართებს. რაც მთავარია, ყველას გთხოვთ ლოცვებში მოვიხსენიოთ მონა ღვთისა ზურაბი. — GIO---->>13 () 11:15, 26 ნოემბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

გამარჯობათ, გიორგი... მეტად დამამწუხრა თვენმა ახალმა ამბავმა... რაღაც ინტუიციის მაგვარი მეუბნებოდა, რომ თქვენს ცხოვრებაში არასახარბიელო, მძიმე ამბავი მოხდა, როცა დღეები გადიოდა და თქვენ არ ჩანდით ვიკიპედიაში. თანაგიგრძნობთ ამ დიდ დანაკარგს, ნათელსა და სამუდამო სიმშვიდეში ყოფილიყოს თქვენი მამის სული. მე უკვე გამოცდილი მაქვს ანალოგიური მომენტი, რას ვიზამთ, კაცნი ვართ და ცხოვრება გრძელდება. მოთმინება და სიძლიერე გქონოდეთ, რას იზამთ, ერთ დღეს "ყველანი იმ სოფელში წავალთ".. თანაგრძნობითა და თანადგომით, თქვენი მეგობარი — ჯუმბერი განხილვაწვლილი 21:44, 23 ნოემბერი 2010 (UTC)

მადლობა, ჯუმბერ, ამ მძიმე მომენტში გვედში დგომისათვის. პატივისცემით, — გიორგი განხილვაწვლილი 06:20, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

გამარჯობა გიორგი, ძალიან ვწუხვარ ამ ცუდი ახალი ამბის გამო. ღმერთმა გაანათლოს შენი მამის სული. პატივისცემით, – BruTe () 06:36, 24 ნოემბერი 2010 (UTC)

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან

ჩემო გიორგი! დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის, ძალიან გამეხარდა შენი მოლოცვა, ერთგვარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის. თუ ვიკიპედიის ან ფეისბუკის საშუალებით მეც გავიგებ, როდისა გაქვთ, დიდი სიამოვნებით მეც მოგილოცავთ. მეც გისურვებთ ყოველივე კარგს თქვენს ცხოვრებაში, მეტი არ გენახოთ უდროო დანაკარგის სიმწარე. მეგობრული მოკითხვებით ესპანეთიდან, ყოველთვის თქვენი კეთილისმსურველი ჯუმბერ ბოლქვაძე. P.S. შემატყობინეთ, როდესაც აქტიურ მონაწილეობას დაუბრუნდებით ვიკიპედიაში. ჯერ, ალბათ, ისევ სულიერ ჭრილობას იშუშებთ. ბუნებრივია. — ჯუმბერი განხილვაწვლილი 19:44, 29 ნოემბერი 2010 (UTC)