მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 13

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ინფოდაფა ეკონომისტი

სალამი, გიორგი, იქნებ აქ დაგვეხმარო.--George-09 11:10, 10 ივლისი 2014 (UTC)

გამარჯობა. დაგეხმარებით, როგორც კი ამას მოვრჩები და აქ რამე გადაწყდება. :) — G.G. 19:19, 10 ივლისი 2014 (UTC)

ინფოდაფა მმართველი

გამარჯობა გიორგი ! თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს: შეგიძლიან ინფოდაფა მმართველში ქვეყნის გრაფაში რეგენტი ჩაამატოთ? წინასწარ დიდი მადლობა! --გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 18:17, 15 აგვისტო 2014 (UTC)

გამარჯობა. Yes check.svg გაკეთდაG.G. 10:59, 16 აგვისტო 2014 (UTC)
დიდი მადლობა ! გაიხარეთ!--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 11:14, 16 აგვისტო 2014 (UTC)

Pages with incomplete DOI references

გამარჯობა, გიორგი. მოკლედ, სტატიებში პლანეტასა და მზის სისტემაში კატეგორიას დაემატა Pages with incomplete DOI references. მიხეილს ვუთხარი ამის შესახებ და მითხრა, doi სადაც ურევია, ყველა სქოლიო ამოშალეო, ან გიორგის მისწერე და გაგიკეთებსო. შეგიძლია გამიკეთო? მადლობა წინასწარ --Hubble განხილვაწვლილი 21:09, 11 სექტემბერი 2014 (UTC)

გამარჯობა. Yes check.svg გაკეთდაG.G. 09:31, 12 სექტემბერი 2014 (UTC)

ინფოდაფა ვარსკვლავი (მზე)

გამარჯობა გიორგი. თუ შეგიძლია ამ სტატიისთვის აქ რომ ინფოდაფაა, ზუსტად ეგეთი გამიკეთო. ტერმინებში თუ რამეს ვერ გაიგებ, გამაგებინე და ერთად გადავთარგმნოთ. მადლობა წინასწარ. --Hubble განხილვაწვლილი 23:41, 30 სექტემბერი 2014 (UTC)

კი როგორ არა. მაგ სტატიაში პირდაპირ თარგი {{ინფოდაფა}} ზის და არა {{ინფოდაფა ვარსკვლავი}}. მასე ვქნათ ჩვენც. — G.G. 07:21, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)
უბრალოდ თავებია, მონაცემები და სახელები, მეტი არაფერი და 1-2 პარამეტრი, რომელიც წერია თარგი:ინფოდაფა-ში, დანარჩენი ისევ სტატიის პატრონმა უნდა თარგმნოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:43, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)
გამარჯობა, ჰენრი. ვიკიში სტატიებს პატრონები რომ არ ჰყავთ? ვიღიმი ეს ისე, ხუმრობით, ვიცი, რაც იგულისხმე. მაშინ მხოლოდ ძირითად ჩონჩხს ჩავსვამ და ამ თარგის მუშაობის პრინციპებს გავაცნობ „პატრონს“ ვიღიმი. — G.G. 09:22, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)
ბექა, თარგი ჩავსვი ინგლისური მონაცემებით (ძირითადად). დანარჩენს მიხედავ შენ? — G.G. 10:49, 1 ოქტომბერი 2014 (UTC)
Yes check.svg გაკეთდაწინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Hubble (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.

რამდენიმე სქოლიო

გამარჯობა, გიო. ამ სტატიაში (და არა მარტო) ერთი სქოლიო თუ სხვაგანაც მაქვს გამოყენებული, მაშინ მაუსს რომ მივიტან აღმნიშვნელ ციფრთან, ცარიელ უჯრას მიგდებს (მაგალითად 22 ან 21 ნახე). ამის გამოსწორება შესაძლებელია? ინგლისურში არაა ასე.--Hubble განხილვაწვლილი 19:06, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)

გამარჯობა, ბექა. მიზეზს ვერ მივაკვლიე, სამწუხაროდ. რა აღარ ვცადე, რა ვიცი. ხო, რამდენიმე ადგილას რომაა გამოყენებული ეგ არაფერ შუაშია, ეგ გავარკვიე.— G.G. 20:47, 10 ოქტომბერი 2014 (UTC)
ჰო, ის ფორმულები ერთ ადგილასაა გამოყენებული მარტო, მაგრამ მაინც ეგრე აკეთებს. აი, მგონი მზეში სადაც ბევრჯერაა გამოყენებული, მანდ შვრება.. --Hubble განხილვაწვლილი 11:02, 11 ოქტომბერი 2014 (UTC)

თარგები

გიორგი, ვთქვათ თარგი:წყარო, თარგი:ვიკიფიცირება - ამათ რა includeonly კატეგორიებიც უწერია, რატომღაც ამ კატეგორიებს არ აჩენს იმ სტატიებში, სადაც ეს თარგებია ჩასმული...რამდენი ხანია, ეს შევამჩნიე. რა შეიძლება იყოს, ნეტავი, როგორ ფიქრობ/ვარაუდობ? --Henry (მომწერეთ) 11:09, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)

გამარჯობა, ჰენრი. მაგ და მსგავს თარგებზე ადრეც (სულ ცოტა ხნის წინ) გვქონდა საუბარი. მაგ შეკითხვაზე აქ გიპასუხე. რომელ თარგებშიც კატეგორიები <includeonly></includeonly> ტეგებს შორის არის მოქცეული,ყველგან მასე შვრება ახლა. :) — G.G. 11:42, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)

ბოდიში, გიორგი, გამომრჩენია. დიდი მადლობა! --Henry (მომწერეთ) 11:50, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)

საბოდიშო არაფერია. :) ყველანი ადამიანები ვართ. აგერ მეც სამჯერ დავარედაქტირე წეღან ორი წინადადების მოსაწერად ვიკრიჭებიG.G. 12:01, 15 ოქტომბერი 2014 (UTC)

მზის სისტემის თარგი

გამარჯობა, გიორგი.

აქ რომ ვარსკვლავური სისტემის (ამ შემთხვევაში მზის სისტემის) ცხრილია, ამის დამზადება თუ მჭირდება, უფრო რომ სრულვყო მზის სისტემა. თუ გინდა, ინგლისურად დამიტოვე სახელები, ოღონდ ისე, რომ მერე მე ვთარგმნო. არ შეწუხდე თარგმნაში.

მადლობა წინასწარ. —Hubble განხილვაწვლილი 17:40, 1 ნოემბერი 2014 (UTC)

მანდ ინფოდაფაში გამოყენებულია ეს თარგი: en:Template:Infobox planetary system. რადგან ამ თემებზე მუშაობ, რას იტყვი, ეს თარგი ხომ არ გადმოვაქართულოთ? სხვაგანაც გამოგადგება. სხვაგვარადაც შეიძლება გაკეთება, როგორც მზეში გავაკეთეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ასე ჯობს.
სათაურზე რას იტყვი, „თარგი:ინფოდაფა პლანეტარული სისტემა“? — G.G. 10:17, 2 ნოემბერი 2014 (UTC)
შემოჭრისთვის ბოდიშს ვიხდი :) თუ თარგის გადმოქართულებას დააპირებთ: როგორც მე ვიცი, სწორი ფორმაა „პლანეტური“ („არული“ სუფიქსი არ გვაქვს ქართულში; მერე განხილვის საგანი რომ აღარ გახდეს) ;)--შოთა [UT] 10:54, 2 ნოემბერი 2014 (UTC)
მართალია. პირიქით, მადლობა „შემოჭრისთვის“. :) — G.G. 11:30, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

კი, გიორგი, ეგ თარგი ვიგულისხმე. შეიძლება სხვა პლანეტურ (აქამდე პლანეტარულს ვიყენებდი) სისტემებზეც დამჭირდეს და ამიტომ ყველაზე მოსახერხებელი ეს იქნება. გადაქართულებით მე გადავაქართულებ, თქვენ არ შეგაწუხებთ. --Hubble განხილვაწვლილი 11:43, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

აბა, ბექა, ახლა შენ იცი: თარგი:ინფოდაფა პლანეტური სისტემა. ინფოგვერდის განახლებაც არ დაგავიიწყდეს, თარგის გაქართულებას რომ დაამთავრებ. ვაპაჭუნებG.G. 12:23, 3 ნოემბერი 2014 (UTC)

თარგი მზადაა, მხოლოდ ორიოდე თარგმანში დარწმუნებული არ ვარ:

  1. Kuiper cliff — „კოიპერის მთა“; en:Kuiper_belt#.22Kuiper_cliff.22
  2. Orbit about Galactic Center — „ორბიტა გალაქტიკის ცენტრის შესახებ“, სიტყვასიტყვით ასეა;
  3. Invariable-to-galactic plane inclination — ამას ვერაფერი მოვუხერხე და უბრალოდ „ორბიტული დახრილობა“ ჩავწერე, რადგანაც პარამეტრი |დახრილობა= (Declination, შდრ. ეს inclination არის) ზემოთ უკვე იყო გამოყენებული.

ინფოგვერდზეც ჩამოვწერე ყველა პარამეტრი, თუ რომელიმე შეიცვლება, იქაც შევცვლით. — G.G. 21:06, 4 ნოემბერი 2014 (UTC)

ამ ყველა ტერმინს ზუსტად გავარკვევ პროფესიონალ ასტროფიზიკოსთან - Hubble განხილვაწვლილი 21:26, 4 ნოემბერი 2014 (UTC)
მადლობა, ბექა. მარტო Kuiper cliff დარჩა დასაზუსტებელი. — G.G. 13:34, 8 ნოემბერი 2014 (UTC)

ჯავასკრიპტი

ახლა მე მაქვს კითხვა, გიორგი. ფაილის ატვირთვის ფორმა რომ არის, მანდ რომ 'ჩასმა' წერია და არ მუშაობს - დავაკვირდი და რაღაც სკრიპტზეა დამოკიდებული (რუსული ფორმიდან არის ზუსტად დაკოპირებული). სიმართლე გითხრა, სკრიპტებში იდეალურად ვერ ვერკვევი.

ეს ქართული - მედიავიკი:Upload.js. ესეც რუსული - ru:MediaWiki:Upload.js. აშკარად რაღაც განსხვავება არის, მაგრამ ვერ ვბედავ, ხელი მოვკიდო. შეიძლება, ძალიან რთულიც არის, მაგრამ ისე ზოგადად, ხომ ვერ მომცემდი რამე რჩევას ამაზე? სულ მიკვირდა, რატომ არ მუშაობს ატვირთვის ფორმაში თარგის ჩასმის ფუნქცია და იქნებ, ამის ბრალია? შევადარე თავად ატვირთვის ფორმა და განსაკუთრებული არაფერი წერია ისეთი, ხელს რომ უშლიდეს. ალბათ სკრიპტს ვერ იძახებს. --Henry (მომწერეთ) 11:39, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

გამარჯობა, ჰენრი. მაქედან ამოშალე ყველაფერი და ეს კოდი ჩასვი. თუ ამის ბრალია, უნდა გასწორდეს.— G.G. 16:15, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

არ იწკაპება, სამწუხაროდ. რა ეტაკა ასეთი. --Henry (მომწერეთ) 16:23, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

მეც გადავამოწმე: გაქვავებულია და სხვა ტექსტია ეგ საერთოდ. ჩემს მოწოდებულ ტექსტში წერია „სწრაფი ჩასმა“ (ისევე, როგორც ძველში იყო), მანდ კი უბრალოდ „ჩასმა“. — G.G. 16:30, 2 ნოემბერი 2014 (UTC)

ავტომატური მთვლელი

გამარჯობა, გიო.

მოკლედ, აქ Background-ში რომ წერია 37 წელი, 2 თვე და 9 დღე, აი, მაგ თარგის გაკეთება მინდა, რომ ავტომატურად დათვალოს დღეები.

მადლობა — Hubble განხილვაწვლილი 20:29, 16 ნოემბერი 2014 (UTC)

@Hubble: - თარგი:ხანგრძლივობა2 - მაგ თარგის ინტერვიკიში იყო ჩასმული. დანარჩენი უკვე გრამატიკული წყობის ამბავია. ანუ თუ იქ ავტომატურად წერს Operating for (აქ თარგი), ზუსტად ჟღერს გრამატიკულად years და ასე შემდეგ. ჩვენთან ალბათ საჭირო იქნება, დავწეროთ რამე, ვთქვათ, ამ დროისთვის გასულია ამდენი და ამდენი...ან არ ვიცი, როგორც თავად გადაწყვიტავთ. --Henry (მომწერეთ) 20:35, 16 ნოემბერი 2014 (UTC)

@Henry McClean:, მადლობა დიდი, მივხედავ უკვე ჩემით. :)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Hubble (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - OOUI JS signature icon LTR.png.
ძალიან კარგი :) — G.G. 08:56, 17 ნოემბერი 2014 (UTC)

გამარკვიე

სალამი, გიორგი. იქნებ, თუ მოახერხებ, გამარკვიო მოდულების ინტეგრირების საკითხებში. მაგალითად, სტატიაში ემა ბანტონი მსურდა მუსიკოსის ინფოდაფის ფუნქციების ინტეგრირება პიროვნების ინფოდაფაში. ვერა და ვერ ავამუშავე სწორად ველების ჟანრი, ლეიბლი და ა.შ. ჩვენება. გარდა ამისა, რაღაც არეულად აჩვენებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?--Henry (მომწერეთ) 09:58, 26 ნოემბერი 2014 (UTC)

გამარჯობა, ჰენრი. ეს იძლევა თარგში თარგის ჩასმის საშუალებას, როგორც ნაჩვენებია აქ. ეგ იგივე პარამეტრია, რაც |სხვადასხვა= თარგში {{ინფოდაფა ალბომი}}, აქაც შეგიძლია ამ სახელწოდებით გამოყენება. ასევე, თუ არ გსურს თარგების გამოყენება, შესაძლებელია უბრალოდ ტექსტის ჩამატებაც (მოდული4).— G.G. 11:39, 26 ნოემბერი 2014 (UTC)
კარგი, წეღან შენს სავარჯიშოშიც ვცდილობდი წინასწარი ნახვით რაღაცის ნახვას და ინფოდაფა მუსიკოსის შემთხვევაში როგორ მივაბა, ანუ? რომ სუფთად იყოს? იმიტომ, რომ ახლა ჩარჩო ჩანს მაგ ინფოდაფის და ფერებიც, რაც სინამდვილეში არ უნდა იყოს. უნდა ჩანდეს უბრალოდ დამატებითი ველი. ან იქნებ თავად მაგ მუსიკოსის ინფოდაფის არქიტექტურაა შესაცვლელი, რომ შეესაბამებოდეს ახალ სტანდარტებს? --Henry (მომწერეთ) 11:44, 26 ნოემბერი 2014 (UTC)
ჩარჩო ნებისმიერ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ არ გვინდა, რომ ცალკე გამოყენებული მუსიკოსის ინფოდაფა ჩარჩოს გარეშე იყოს, როგორც ეს თარგი:სინგლების გამოყენებისას მოხდა აქ. უბრალოდ დამატებითი ველების ჩადგმა გინდა პიროვნების ინფოდაფაში? რამდენი დამატებითი ველის ჩასმის საშუალება გინდა რომ ჰქონდეს? მაგის გაკეთება შესაძლებელია, რომელიღაც ინფოდაფაში გავაკეთე ასე ადრე. — G.G. 14:21, 26 ნოემბერი 2014 (UTC)
რამდენი ველი შეიძლება დამჭირდეს მუსიკოსის ინფოდაფიდან? მე მგონია, ეს ველები:
  • ინსტრუმენტი
  • ჟანრი
  • ლეიბლი
  • ასოციაციები --Henry (მომწერეთ) 14:27, 26 ნოემბერი 2014 (UTC)

მე ზოგადად დავამატებ 5 ველის ჩამატების შესაძლებლობას პიროვნების ინფოდაფას, სახელის დარქმევას მომხმარებელს მივანდობ. ხვალ გავაკეთებ. — G.G. 16:01, 26 ნოემბერი 2014 (UTC)

გაიხარე, გიორგი. როდესაც მოიცლი, მაშინ იყოს. --Henry (მომწერეთ) 16:06, 26 ნოემბერი 2014 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა იხ. მომხმარებელი:ITshnik/სავარჯიშო 1 (რედაქტირებით). როგორც ხედავ, მე მოდულებს ძველი ფუნქცია არ დავუკარგე, ისე დავამატე ახალი, კერძოდ: მოდულის შესაბამისი პარამეტრის |სახელიX= მითითების შემთხვევაში (სადაც X მოდულის ნომერია) „სახელში“ ჩაწერილი ტექსტი იკავებს მარცხენა პოზიციას, ხოლო „მოდულში“ ჩაწერილი — მარჯვენას. ამასთან, თუ არ გვსურს ამგვარად გამოყენება, არც ესაა პრობლემა: უბრალოდ, პარამეტრი |სახელიX= უნდა გამოვტოვოთ (როგორც მოდული6-თან) ან ცარიელი დავტოვოთ (როგორც მოდული7-თან).— G.G. 11:40, 27 ნოემბერი 2014 (UTC)

დავხედე ამ წამს. შესანიშნავი არის და ძალიან აუცილებელიც, ვინაიდან ბევრი შემსრულებელია, რომელიც გადართულია სხვა სფეროებზე და შეესაბამება პიროვნების ინფოდაფა, მაგრამ ამავე დროს - მუსიკოსის ველებიც. --Henry (მომწერეთ) 11:44, 27 ნოემბერი 2014 (UTC)

თხოვნა

სალამი, გიორგი. იქნებ, დამეხმარო, თუ მოახერხებ. თარგი:სიმპსონების ეპიზოდები არ მუშაობს. იქნებ ზედა ნაწილის კლასები აკლია? ფუნქცია აქვს ასეთი - უწერია ყველა სეზონის ეპიზოდების სია და როდესაც ჩასმულია ამა თუ იმ სეზონის ეპიზოდის სტატიაში, switch-ის ფუნქციით ავტომატურად გამოაქვს იმ სეზონის სია. უბრალოდ სეზონების ნომრები, როგორც ხედავ, გამოაქვს ვერტიკალურად. გარდა ამისა, ახლა ვნახე, რომ ეპიზოდების სახელებიც არ გამოაქვს სტატიაში, არა და უნდა გამოჰქონდეს.

Simpsons Roasting on an Open Fire - ამ ეპიზოდში უკვე ჩასმულია და შეგიძლია მანდ დატესტო. --Henry (მომწერეთ) 09:27, 6 დეკემბერი 2014 (UTC)

:: hlist-ის პრობლემა მოვაგვარე, ახლა ეპიზოდიის სიის ავტომატური გამოტანაა გასასწორებელი. --Henry (მომწერეთ) 09:38, 6 დეკემბერი 2014 (UTC)

ყველაფერი ავამუშავე :) --Henry (მომწერეთ) 10:05, 6 დეკემბერი 2014 (UTC)

სალამი, ჰენრი. მიხარია, რომ უჩემოდ გაართვი თავი ამ „გამოწვევას“ ვიღიმიG.G. 05:38, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

გიორგი, მეორე პრობლემა გამოჩნდა...კი არა და ყოველთვის იყო - თარგი:ინფოდაფა ტელევიზია - აქ ყველაფერი ზუსტად წერია თითქოს და ქვეგვერდი თარგი:ინფოდაფა ტელევიზია/ფერი - აქაც ყველაფერი ზუსტადაა, მაგრამ თავში (ანუ სადაც ინფოდაფაში სახელწოდებაა) ვერ იღებს იმ ფერს, რომელიც ავტომატურად უნდა მიიღოს (ყვითელს), იქნებ ამას დახედო - ამას მართლა ვერ გავუმკლავდი. თუ მოახერხებ. --Henry (მომწერეთ) 08:16, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

Yes check.svg გაკეთდაG.G. 08:34, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

შესანიშნავია! მადლობა! Hand thumb up.svg --Henry (მომწერეთ) 08:39, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

არაფრის :) გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი ფაქტორი: ფერს მისცემს მხოლოდ იმ სერიალებს, რომლებიც წარმოდგენილნი იქნებიან აქ მითითებული სახელით. — G.G. 08:45, 7 დეკემბერი 2014 (UTC)
ჰო, ეგ თავისთავად - სია ინგლისურიდან გადმოვაკოპირე. --Henry (მომწერეთ) 08:49, 7 დეკემბერი 2014 (UTC)