მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 4

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერლინ მენსონი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა Floydgeo, იხ. განხილვა:მერლინ მენსონიცანგალა () 21:33, 13 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, სტ. 50.000 Lunatics On The Grass წასაშლელი რატომაა? — Rastrelli F 14:09, 15 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა განმარტებისთვის. R. 12:51, 16 მარტი 2010 (UTC)

გამუმარჯოს, თუ რთული არ არის ეცადე ვექტორული ფაილები ვექტორში დატოვო, ადა არა გადაიყვანო რასტრულში :). ხო, და {{ლოგო}}-ს შევსება უნდა :)— Gaeser განხილვაწვლილი 10:33, 23 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

არა. :) თუ დრო გექნა, წაიკითხე საინტერესოა :). ვექტორული გრაფიკის გადმოსატანად, გჭირდება არა ფაილის გვერდის გახსნა, არამედ თვითონ ფაილის გახსნა. ფაილის გვერდი თვითონ ფაილი. ეხლა რაც შეეხება {{ლოგო}} და {{არათავისუფალი ფაილი}}. თუ შეავსებ ერთს, მეორის შევსება აღარაა საჭირო :). ან ერთი, ან მეორე.— Gaeser განხილვაწვლილი 18:27, 23 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ, ახლა გავარკვიე. :) — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 19:21, 23 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქრისტე აღსდგა![წყაროს რედაქტირება]

Floydgeo ქრისტე აღსდგა! მრავალს დაესწარი, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებ!ვიღიმიBruTe () 07:01, 4 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ერთი შეკითხვა მაქვს და იქნებ დამეხმარო, ჩემს სტატიაზე მინდა სურათის დამატება და ვერ ვახერხებ. ხომ ვერ მეტყვი როგორ ხდება აქ სურათების ატვირთვა? დიდი მადლობა წინასწარ. — ბოუდიჩი განხილვაწვლილი 20:29, 11 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეტალიკას აქვს ალბომები, რომლებიც ამ ორივე კატეგორიას ეკუთვნის (მაგ: S&M), ანუ ცოცხალი ალბომიცაა და დივიდიც. ამ შემთხვევაში რომლის მიხედვით უნდა მოვახდინო ქრონოლოგია? ცოცხალზე და დვდზე ცალცალკე წერა ნამეტანი იქნება (ინგლისურშიც სულ ერთადაა), თან ინფორმაციაც თითქმის ერთიდაიგივე იქნება --გიორგი განხილვაწვლილი 10:38, 14 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

იცი როგორ ქენი...მმმმ... მაგალითად, დევიდ გილმორმა გამოუშვა ალბომი Live in Gdańsk. ასევე გამოვიდა DVD. მაგრამ არის ერთი ’მაგრამ’ - პრიორიტეტი პრომო-კამპანიისას ეძლეოდა ალბომის რეკლამას - იმ განხრით, რომ ეს მისი პირველი ოფიციალური live ალბომია და ა.შ.

საერთოდ, თუ ჯერ გამოვიდა ალბომი და მერე დვდ - live გამოიყენე, თუ ორივე ერთად - ჯობია პრიორიტეტი მაინც მიანიჭო live-ს. მაგალითია The Wall – Live in Berlin. მაგრამ თუ აუდიოდისკი გამოვიდა, როგორც დამატება (და არა პირიქით), შეგიძლია dvd ჩასვა. --ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 10:41, 14 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი შეკითხვა: კატეგორიისთვის ვიდეო ალბომები ჯობს თუ DVD-ები?--გიორგი განხილვაწვლილი 10:45, 14 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა, სულ ერთია. უბრალოდ DVD ეხება მარტო იმას, რაც მხოლოდ DVD-ზე გამოვიდა, ვიდეოალბომებში კი VHS კასეტებიც შედის. --ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 11:20, 14 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს, მაგრამ სტატიაში "გოგა თავაძე" ინფოდაფას ვერ ვასწორებ ვერაფრით... ვახ, გაიხარე, Floydgeo, – უკვე გაგისწორებია. ეტყობა, კვადრატული ფრჩხილი მაკლდა ან მეტი მქონდა. დიდი მადლობა!.. — — Mimos განხილვაწვლილი 14:54, 17 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამზადებული, მაგრამ დაუმახსოვრებელი სტატია[წყაროს რედაქტირება]

სტატია "ლელა ალიბეგაშვილი" მთლიანად გამზადებული მქონდა და კომპიუტერმა გაჭედა – "დაეკიდა" და გონში ვეღარ ჩავაგდე. იძულებული გავხდი, გადამეტვირთა და დაიკარგა უკვე ის სტატია? აღგდენა აღარ მოხერხდება? :( — Mimos განხილვაწვლილი 10:31, 18 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაურის გამოცვლა[წყაროს რედაქტირება]

მასწავლეთ რა, სტატიას "ბესიკ ზანგური" როგორ დავარქვა სახელად "ბესო ზანგური"? — Mimos განხილვაწვლილი 12:39, 18 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე, ციკლოვშიკო! გამომივიდა. იქ მიზეზი მკითხეს და ეგრე დავუწერე: "ეს მსახიობი ამ სახელით მოიხსენიება. როგორც "ნიკო ლორთქიფანიძე" არ არის "ნიკოლოზ ლორთქიფანიძე", იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც.— Mimos განხილვაწვლილი 15:07, 18 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მუსიკალური თარგები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, Floydgeo. კატეგორიის განხილვა:მუსიკალური თარგები აქ შემოიხედე--გიორგი განხილვაწვლილი 14:24, 20 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. აბა ესეც ნახე --გიორგი განხილვაწვლილი 06:08, 21 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ თარგში ფერი და ფონი ჩავასწორე და ალბათ სტატიებშიც (სადაც უკუღმა ვუწერდით) შეიცვლებოდა. დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო ეს, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :) ჟანრებზე ახალ სტატიებში გაითვალისწინე და ძველებში რასაც მე ვნახავ მე გავაკეთებ, რასაც შენ, ჩაასწორე--გიორგი განხილვაწვლილი 06:02, 23 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გალი ასტერიქსი მადლობა :)— გიორგი, 10:10, 28 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიღიმიციკლოვშიკი განხილვაწვლილი 10:32, 28 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა ეგ სტატია რომ დავწერე ძალიან მეჩქარებოდა, მინდოდა თავში მუშავდების ჩასმა მაგრამ დამავიწყდა :), ისე სწორედ ახლა ვაპირებდა მაგ შეცდომების გამოსწორებას და საგულდაგულოდ გადახედვას, მაგრამ შენ მომასწარი :).— ნიკა () 17:01, 2 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]


გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Genesis3.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

გადახედე კატეგორია:2010 წლის 6 ივნისის სურათები უცნობი ლიცენზიით და კატეგორია:2010 წლის 5 ივნისის სურათები უცნობი ლიცენზიით. აქ არის შენს მიერ შემოტანილი სურათები რომლებსაც ლიცენზიები არ აქვს. ყველას აქ არ ჩაგისვამ თორემ განხილვის გვერდი აჭრელდება :)— ნიკა () 04:50, 7 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სალამი. შენ ინფოდაფებში კარგად ერკვევი და იქნებ დამეხმარო? აი ამ სტატიაში ვერ გავაკეთე :( პაპის ოლქი. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 11:57, 12 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე, დიდი მადლობა, შენც წარმატებები. :) — GIO---->>13 განხილვაწვლილი 12:01, 12 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

დიფ ფარფლის თარგი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა Floydgeo. შენი აზრით საჭიროა რომ იყოს დიფ ფარფლის შესახებ ორი ერთნაირი თარგი.{{დიფ ფარფლის დისკოგრაფია}} და {{დიფ ფარფლი}} ?— ნიკა () 09:00, 13 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბეჭდების მბრძანებლის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ტოლკინის ჰობიტიც და ბეჭდების მბრძანებელიც ქართულად უკვე თარგმნილია და პერსონაჟებისა და ადგილების სახელებიც გაქართულებულია, იქნებ გადაგეხედათ მიღებული ქართული ვარიანტებისთვის და იმის მიხედვით შეგევსოთ ვიკი. უკვე შევსებულის გადასწორებაც შესაძლებელია. ჰობიტი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა, ბეჭდების მბრძანებელი და ორი ციხე-კოშკი გია ქარჩხაძის გამომცემლობამ, თარგმანი ნიკა სამუშიას ეკუთვნის ყველა შემთხვევაში. პატივისცემით — ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 17:54, 13 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]


მესმის თქვენი, მაგრამ სხვა თარგმანი ქართულად არ მოგვეპოვება. თქვენ კი, მაგალითად, გიწერიათ მერიადოკ ბრენდიბაკი (ალბათ დედანთან სიახლოვის გამო), ქართულ თარგმანში კი მერიადოკ ბრენდირემი ჰქვია. რაკი ქართველი მკითხველი მაინც ქართული თარგმანიდან გაეცნობა ამ ლამაზ ნაწარმოებს და ქართულად გააცნობიერებს მის შინაარსს, სჯობია, აქაც ის სახელები იყოს, როგორიც უკვე დაბეჭდილ წიგნშია ნახსენები, რათა უფრო იოლად აღსაქმელიც გახდეს მომავალი მკითხველისთვის, თორემ ბევრს ალბათ გაუჭირდება სახელების სხვადასხვაგვარი ჟღერადობის გამო პერსონაჟების იდენტიფიცირება. — ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:01, 13 ივნისი 2010 (UTC) ისე კი გეთანხმებით, თარგმანები მართლაც შესანიშნავია, ბავშვობაში დამაბრუნა ;) — ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:01, 13 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კეთილი და პატიოსანი, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამ იდეასთან, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ქართული (გაქართულებული) სახელები უნდა იყოს მითითებული, თუნდაც ისე, როგორც თქვენ თქვით. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც სავარაუდებელია, რომ ქართულად არც ფილმს უყურებენ და არც წიგნს კითხულობენ, ალბათ ქართულ ვიკიშიც ამ სტატიების წასაკითხად ნაკლებად შემოიხედავენ და თუ მაინც დაინტერესდნენ, უფრო უპრიანი არ იქნებოდა, გაქართულებული ვერსიები დაგვეხვედრებინა??? მით უმეტეს, რომ სხვა თარგმანებში (ვგულისხმობ წიგნებს და არა სტატიებს) ყველგან იმ ენაზეა მორგებული ყველა სახელი, რომელზეც თარგმნიან. ის რომ სხვა მთარგმნელი სხვანაირად გადმოთარგმნის, ეს ლოგიკურია, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ყველაზე მიღებული თარგმანის მიხედვით ხდება ხოლმე საბოლოო ვარიანტების დამკვიდრება, ჩვენ კი სულ ერთი ვარიანტი გვაქვს და სადაო ვის რა ექნება? და კიდევ, რუსებს როგორ აქვთ გაკეთებული მე არ ვიცი და სიმართლე გითხრათ მე არც მივბაძავდი, თანაც იმ რუსებსაც შეიძლებოდა ზუსტად იგივე პოლემიკა გაემართათ, როგორც ახლა ჩვენ ვმართავთ, ასე რომ, რუსები ჩემთვის სამაგალითონი სულაც არ არიან. მიმაჩნია, რომ გადამისამართებებიც უნდა გაკეთდეს და საგანგებო აღნიშვნებიც ქართული ვარიანტების გათვალისწინებით. ამით ხომ ერთიან სტანდარტსაც შევქმნით . აბა წარმოიდგინეთ, არსებობს გამოთქმა "ბაბილონის გოდოლი" და ვინმემ რომ დაწეროს ბაბილონის კოშკი ... რამდენად ლამაზი იქნება? (არადა ერთი და იგივეა) - ამით მე იმის თქმა მსურდა, რომ უნდა დავამკვიდროთ სიტყვები, სახელები, სახელწოდებები, გამოთქმები და ა.შ. ერთიანი სტანდარტის მიხედვით.— ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:36, 13 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს, Floydgeo, ერთი კითხვა usability ინიციატივისგან :) თუ გამოგიყენებია "ვექტორი" თემა, იგივე ბეტა? :)--გიორგი, 12:40, 14 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

აჰა, გასაგებია, მადლობა :). (უბრალოდ მალე ჩაირთვება ყველასთვის და მომხმარებლების აზრი მაინტერესებს - ყავახანაში ყველა ჩუმადაა) :)--გიორგი, 12:48, 14 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი, რა თქმა უნდა.--გიორგი, 13:08, 14 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]
კონფიგურაცია, იერსახე და "მონობუქ". :)--გიორგი, 13:09, 14 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

Hello, could you help me, please![წყაროს რედაქტირება]

Hello I'm real sorry I don't understand anything of your language, I'm a real ignoramus: I can't even read your alphabet which seems so beautiful to me but so difficult to grasp (ITshnik has been really kind and translated the template to your language!)... I'm Claudi Balaguer, member of a Catalan association "Amical de la Viquipèdia" which is trying to become a Chapter (some kind of intermediate entity between the Wikimedia Foundation and the Wikipedias) but has seen this rejected because it doesn't belong to a/one state! I thought that you can understand really well what it is to be a minority and maybe you could help me begin a support campaign here just as I've already done in other Wikipedias. We think that the Chapters should be open to all the Wikipedias if they have a good organization and work hard and not because you have a state or not. If you think our cause is just, you can stick the template Wikimedia CAT on you userpage and/or sign following the link on the template. Thanks again for your help . I wish you a pleasant and sunny summertime. Take care, have a wonderful weekend, I wish all the best for you, your Wikipedia, your language and your country! Capsot განხილვაწვლილი 07:07, 26 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Floydgeo. შეიძლება თუ არა ვიკიპედიაში სიმღერების სრული ვერსიების ატვირთვა .ოგგ ფორმატში? (ამის პრეცენდენტი არსებობს ვიკიში, ფაილი:Diana Gurtskaya - Peace will come (Russian).ogg) თუ კი, რა მოთხოვნებია, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ?--გიორგი განხილვაწვლილი 10:38, 28 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:Dardubala ekonomikis dedis gardacvaleba.ogv ;)--გიორგი, 15:43, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი. "მულტსერიალზე სრული ინფორმაციის მისაღებად."--გიორგი, 15:50, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Coldplayarushofbsidestoek3.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

ასევე:

ნიკა () 17:17, 3 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Floydgeo. Definitive Collection-ის ალბომის ყდა მგონი ძველი ვერსია იყო, ინგლისურში ეგრეა.— ნიკა () 15:57, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ორივე ვერსია რომ იყოს ანუ როგორც ყუთის გარეკანი ასევე მისი შიგთავსიც?— ნიკა () 16:05, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

უკვე ავაგდე შავი და გადავაწერე. კარგი, მეორესაც დავდებ დამატებით ყდაში — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 16:06, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ოკ ვაპაჭუნებნიკა () 16:16, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ გადახედოთ ვიკიპედია:ყავახანა/ვიკილაშქრობას. თქვენი აზრი საინტერესო იქნება. ბმული მადლობა. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 19:57, 12 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ვიღიმი შენს წვლილს გადავხედე და მივხვდი, რომ უფრო ხშირად მუსიკალურ თემებზე წერ სტატიებს. შენთან ერთი თხოვნა მაქვს, იქნებ გარი მური ამ სტატიას გადახედო და რედაქტირება შეტანო, მაგალითად ინფოდაფა, რომლის ჩასმაც ჯერ არ ვიცი ვწუხვარ წინასწარ მადლობა. --TakomAni განხილვაწვლილი 12:28, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სწორი შენიშვნაა. მადლობ, გავითვალისწინებ {{{:}}} --TakomAni განხილვაწვლილი 12:46, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, გაიხარე. მართლა სხვა სტატიიდან ვიღებდი და მერე ვასწორებდი. - GIO---->>13 განხილვაწვლილი 13:53, 15 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰო ვიცი, თარიღის ფორმატირების თარგი მინდოდა მომერგო, მაგრამ არ გამომივიდა. დავაბრუნებ უკან.— Rastrelli F 12:44, 18 ივლისი 2010 (U

მადლობა, მივხვდი და ვეცდები აღარ დავუშვა მსგავსი შეცდომა ვიღიმი --TakomAni განხილვაწვლილი 17:13, 19 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
20 000-ზე მეტი რედაქტირებისთვის და ზოგადად მუსიკის შესახებ სტატიების წერისთვის, ეს ორდენი, დამსახურებულად, ჩემგან. წარმატებები ვიღიმი

- GIO---->>13 განხილვაწვლილი 12:44, 20 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობის მეტი რა მეთქმის :) გაიხარე. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 12:49, 20 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

როცა ადამიანი იმსახურებს, მაშინ მადლობა ზედმეტია. ვაპაჭუნებ - GIO---->>13 განხილვაწვლილი 17:37, 20 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვანდალიზმთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

როგორ მოვიგერიოთ დაურეგისტრილებელი მომხმარებელი, რომელიც ვანდალს ჩადის ყოველ წამს? ვწუხვარ - GIO---->>13 განხილვაწვლილი 21:03, 20 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ დროს, მომხმარებლის განხილვის გვერდზე შეგიძლია გამოიყენო ხოლმე თარგი:სპამი. :) – BruTe () 09:24, 22 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, მომავალში მეცოდინება :) — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 09:25, 22 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ყველგან და ყოველთვის შესანიშნავის ვიკიორდენი
ვიკიპედიის ერთერთი "სტაჟიან" :) და მართლაც ყველგან და ყოველთვის შესანიშნავ მომხმარებელს, სამართლიანად, ჩემგან გიორგი განხილვაწვლილი 19:19, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]


შეიძლება, ჩემი ვიკიმასწავლებელიც კი გიწოდო! (ისევე, როგორც ნიკას.) საკუთარი გვერდიც შეამოწმე, იქაც გელის ერთი ვიკიორდენი ვაპაჭუნებ--გიორგი განხილვაწვლილი 19:19, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გაუ, გთხოვ მუსიკის სფეროში გადახედო მომხმარებლის განხილვა:Taro-Gabunia წვლილს. მგონი ქაოსია აქვს ზოგიერთ სტატიებში გაკეთებული.--ცანგალა () 11:30, 9 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. "დიფ ფარფლი" ცვლილებათა ისტორია უნდა შეხვიდე სტატიის ისტორიაში და დააწკაპუნო სიტყვა ბოლოს და დაინახავ ცვლილებას თუ რა გააკეთება მომხმარებელმა. --ცანგალა () 12:12, 9 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Floydgeo. თუ იცი საჭიროა მსახიობის სტატიაში, ფილმის ქართული სახელის შემდგომ ორიგინალის მიწერა?— ნიკა () 17:00, 11 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ნიკა. რაც თავი მახსოვს, მაგას არ ვაკეთებთ. თუმცა, არც არის აკრძალული ამის გაკეთება. უბრალოდ ხოლმე სათაურები გრძელია და თავად ხვდები ალბათ, რომ ინფოდაფა ძალიან გაიწელება. ჯგუფებზე კი ვაკეთებთ ხოლმე მაგას. — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 17:23, 11 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ინგვი მალმსტინის სტატიის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. ორიგინალური ნიკი გაქვთ! ჩემი სახელია ჯუმბერ ბოლქვაძე, ვარ როკ ჯგუფ "ბეთლემის" (ყოფილი) ბას გიტარისტი და ტექსტების ავტორი, ვცხოვრობ ესპანეთში, მადრიდში. სულ ახლახან დავამთავრე პირველი სტატია "ბეთლემი (ჯგუფი)" ვიკიპედიაში, ასე რომ ახალბედა ვარ და ბუნებრივია, ჯერ კიდევ მჭირდება ხელის წამოშველება, გმადლობთ ყურადღებისათვის! ინგვი მალმსტინის სურათი, რომელიც ვიკიპედიის საწყობშია ატვირთული და თქვენ მირჩევთ, რომ დავტოვო, პირადად მე არ მომწონს, იმიტომ შევცვალე სხვა სურათით. თუა მეტი გზა არაა, რას იზამ. მე რომ ავტვირთო ვიკისაწყობში სხვა სურათი და გამოვიყენო, შესაძლებელია თუ არა? და კიდევ ერთი თხოვნა: სტატიის დამთავრებამდე რა თარგი უნა დავამატო, რომ ხელი არავინ შემიშალოს მის დამთავრებამდე? პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე — Dudukedeli9 09:55, 12 სექტემბერი 2010 (UTC)

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან ინგვი მალმსტინის სტატიის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

დიდი მადლობა ასეთი ოპერატიული პასუხისათვის! ჯუმბერ ბოლქვაძე — Dudukedeli9 10:11, 12 სექტემბერი 2010 (UTC)

კვლავ ჯგუფის სახელების შესახებ...[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ვიცი, რომ ყავახანას ნახულობ ხოლმე, მაგრამ მაინც... გთხოვ იხილო აქ და აქ (აქაც) მიმდინარე დისკუსია და დააფიქსირო აზრი. მადლობა.— გიორგი განხილვაწვლილი 16:20, 14 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, ჰუ ემ აი, ნახეთ, აბა, თუ სწორად გავაკეთე ის რაც მითხარით. ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 18:38, 19 სექტემბერი 2010 (UTC)

დაბლოკვის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ჯერ ვაცადოთ რა მოქმედებას ჩაიდენს მომავალში.--ცანგალა () 17:30, 29 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ადამიანი, რომელსაც სტატიებში შესწორებები კი არ შეაქვს, არამედ აფუჭებს, რას უნდა აკეთებდეს? მომხმარებლის განხილვა:188.169.98.252 აგერ კიდევ ერთი მაგალითი შენ. :) გაახსენდა აპრილის მერე აქაურობა და იგივეს აკეთებს. — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 17:35, 29 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვთვლი რომ დასაბლოკი არ არის, მაგრამ ბევრჯერ ვანდალით დაწყებულები სტატიებით ამთავრებენ. ამიტომ ეს ერთი ვაცადოთ. -ცანგალა () 17:52, 29 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე ეგეთი ნაკლებად მახსოვს. შეიძლება უბრალოდ ცვლილებები შეიტანოს რაღაც, რაც ნაკლებად ვანდალურ აქტს ჰგავს. და სხვა შემთხვევაში - ასეთი რაღაცეები როდესაც ხდება, გეუბნები რა მომენტიც არის (და ამაზე ბევრჯერ მითქვამს) - შემოდიან მოზარდები და წერენ სისულელეებს რომ მერე ერთმანეთთან გაიმარიაჟონ, ნახე რა მაგარი რაღაც ჩავუწერეო. ეგ არის და ეგრეა. ასეთი რამის დამწერი სერიოზულად წერით დაინტერესებული ვერ იქნება. — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 17:57, 29 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რითი შევცვალოთ[წყაროს რედაქტირება]

ფაილი:Beatlesband.jpg - ბმული ორ სტატიაზე. იქნებ შეცვალო.--ცანგალა () 09:57, 3 ოქტომბერი 2010 (UTC) ფაილი:LedZeppelin.png - იგივე პრობლემა.--ცანგალა () 10:15, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მზადაა. სამ ადგილას შეცვალე, რაც შესაცვლელი იყო (ვიკისაცავის სურათებით). წაიშალოს წასაშლელი :) — The Pink Floyd განხილვაწვლილი 11:26, 3 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჯუმბერ ბოლქვაძისაგან[წყაროს რედაქტირება]

პირველ რიგში, გამარჯობათ! იმიტომ ავტვირთე ეს ფოტო – კრის იმპელიტერი – რომ წინა ატვირთული ფოტოს ზომა ზედმეტად დიდი იყო წინა ორ ფოტოსთან შედარებით და აუშნოებდა სტატიის საერთო სახეს. ეს ბოლოს ატვირთული სურათი შევამცირე შესაბამისი პროგრმაით (FastStone Photo Resizer). მე ვცდილობ ყოეველთვის შესაბაბმის ზომები დავიცვა, რათა სტატიის ესთეტიკური მხარე არ დაირღვას, მგონი, სისულელე არ უნდა იყოს ეს პოზიცია. გთხოვთ, ნუ მიწყენთ ამ ფორმის გულახდილობას. თუ ხელს შემაშველებთ შესაბამისი რჩევით, მადლობას მოგახსენებთ. პატივისცემით. Dudukedeli9— Dudukedeli9 19:55, 9 ოქტომბერი 2010 (UTC)

გამარჯობა, Floydgeo. აქ შეიხედე, როცა მოიცლი.— გიორგი განხილვაწვლილი 13:36, 29 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ამ დროს ხელს ვაწერთ ხოლმე. არა?ჯაბა ლაბაძე () 16:41, 31 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, შევცვალე, იმიტომ რომ ინფოდაფა ყვირის ამ ყვითელი და მწვანე ფერებისაგან. ჩემის აზრით ეს უფრო ბაცი და მშვიდი ფერებია. --თეიმურაზი () 10:59, 16 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

აი სწორედ ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად: იგივე ფერები გამოიყენება ინგლისურენოვან ვიკიპედიაში. რატომ უნდა იყოს ქართული ვიკიპედია ინგლისური, ან რუსული, ან გერმანული, ან თუნდაც ამჰარული ვიკიპედიების პროტოტიპი? ეხლა მითხარი რა არ მოგწონს ჩემს ფერებში? =)))--თეიმურაზი () 11:08, 16 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამისთვის ვიკიორდენს აძლევენ ხოლმე :) შენ დაწერე 44 444–ე სტატია ვიკიპედიაში :)). ვიკიორდენების საქმეში ვერა ვარ კარგად და ბოდიში. ვისაც შეუძლია მოგანიჭებს ალბათ :) — დავით პასუხი 12:26, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობელი ვარ!!!!!!!!!!! — The Pink Floyd განხილვაწვლილი 13:32, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
44 444-ე სტატიის დაწერისათვის განიჭებ ამ ორდენს და გელოდები 55 555-ე სტატიაზე. ჯაბა ლაბაძე () 14:18, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა. მზად ვარ, დავხვეწო საკუთარი სტატიები და ღირსეულად განვაგრძო ვიკირედაქტირება. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 14:26, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მილოცვა და თხოვნა :)[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა Floydgeo, პირველ რიგში გილოცავ 44 444-ე სტატიის დაწერასა და ვიკიორდენი მიღებას. :) თხოვნას რაც შეეხება: ვანდალიზმის მეორე შემთხვევისას ვსვამთ {{ვანდალი 2}}-ს, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში უკვე {{დასაბლოკი}}-ს. – BruTe () 15:14, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Mea culpa. გავითვალისწინებ.p.s. მადლობა — The Pink Floyd განხილვაწვლილი 15:23, 12 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კი ვიცი, ეხლა ვჩქარობდი და დამავიწყდა ლიცენზიის მითითება. იმედია სურათებს არ ამომიშლი--Otogi განხილვაწვლილი 16:19, 16 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩემს მიერ ატვირთულ სურათს საფრთხე ემუქრება? და შენ არ ხარ ადმინისტრაცია--Otogi განხილვაწვლილი 16:29, 16 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

კაი გაიხარე ძმაო, მადლობა რჩევებისათვის--Otogi განხილვაწვლილი 17:07, 16 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]