მომხმარებლის განხილვა:Henry McClean/არქივი 20

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადმინისტრატორი[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი, გილოცავ! დღეიდან ადმინისტრატორი ხარ! შეუდექი საქმიანობას და გისურვებ წარმატებას! მჯერა, ამ სტატუსით ქართულეონვან ვიკიპედიას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტან! — Mikheil მიწერა 09:39, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ. როგორც ცვლილებების სწრაფი გაუქმების ფუნქციამ და შემოწმებამ მომცა წვლილის შეტანის საშუალება, ახალი ფუნქციაც დამეხმარება ოპერატიულ მუშაობაში. იმედი მაქვს, გარკვეულ სიახლეებს შემოიტანს ჩემი ასეთი სახით მუშაობა. --Henry (მომწერეთ) 09:40, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ, ჰენრი. მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ადმინობა მომხმარებლის დამსახურებაა მისი ერთგულებისთვის და არა რაღაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის დაკისრება მასზე, შესაბამისად ჩემი გადმოსახედიდან უაზრობა იმის კითხვა, თუ რას შემატებს ახალი ადმინი ვიკიპედიას. თუმცა, შენს შემთხვევაში, ვეთანხმები მიხეილს, მეც მჯერა, რომ ეს სტატუსი არა მარტო შენ მოგიტანს სარგებელს დამსახურებულად, არამედ ვიკიპედიასაც — შენზე ფხიზელი ვანდალთმმუსვრელი არ გვყავს და მიტომ! : )) Deu. 10:06, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, დათო! :) --Henry (მომწერეთ) 10:08, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გულწრფელად გილოცავ, დარწმუნებული ვარ ქართულ ვიკიპედიას მხოლოდ კარგს მოუტანს შენი ადმინისტრატორობა. წარმატებები. --JABA 1977 14:24, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჯაბა. გახსოვს ერთხელ მოიწონე კიდეც, რომ უარი ვთქვი ადმინისტრატორის ფუნქციაზე. მაშინ სხვა მიზეზები მქონდა, უბრალოდ ახლა ვგრძნობ, რომ გამოვადგები ამ სახით ვიკიპედიას. :) --Henry (მომწერეთ) 14:34, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე შენს გადაწყვეტილებას პატივი ვეცი მაშინაც და ახლაც მითუმეტეს. :) --JABA 1977 14:51, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

P. S. ბირთვული ომის პერიოდი დადგა ჰენრი? ვიკრიჭები --JABA 1977 14:53, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ხოლმე ისეთი დღეები არის, უსაქმურების ისეთი შემოსევაა, მაგას მირჩევნია, ბირთვული ამიფეთქონ ცხვირწინ :) --Henry (მომწერეთ) 14:55, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ, ჰენრი! გილოცავ-მეთქი!!!!!! :DG.G. 18:02, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ ჰენრი. მიხარია შენი გაადმინება. :-) – BruTe () 19:03, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ, წარმატებები ახალ პოსტზე! :) სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს ვიკრიჭები--შოთა [UT] 19:07, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ადმინ გილოცავ ვიღიმი ოღონდ ეხლა ახალი მომხმარებლები არ დამიჩაგრო ვიკრიჭები--დათო1010 19:38, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ ჰენრი! იმედია ვიკიპედიას შენნაირი ბევრი ადმინი შემოემატება ვიღიმი--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:08, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ყველას :) --Henry (მომწერეთ) 13:14, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ჰენრი დიდი ხნის შემდეგ! გილოცავ გაადმინებას! წარმატებას გისურვებ! - ოთოჯი განხილვა 16:41, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი თუ შეიძლება ეს გვერდი შექმენი რათა შენი ადმინის წვლილი დაფიქსირდეს სტატისტიკაში. მაგ გვერდზე არაფერი არ ჩაწერო უბრალოდ ცარიელი დაამახსოვრებინე--დათო1010 13:40, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა მადლობა! --Henry (მომწერეთ) 13:42, 28 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

პირადი გვერდი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ჰენრი. ხომ არ ფიქრობ, რომ შენ პირად გვერდზე ამ ბმულზე უფრო კომპედენტური ეს ბმული იქნებოდა? ან საერთოდ რომ მოგეშორებინა, მგონი გარკვეულია ეგ საკითხი უკვე. :) — G.G. 15:08, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეგ კი, გიორგი, უბრალოდ ვრცელი დისკუსიაც მინდოდა. უფრო სწორად, ალტერნატიული. --Henry (მომწერეთ) 15:17, 29 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თუ რედაქტირება არ მოგწონთ ისევე დეტალებში დაწერეთ თქვენ თვითონ ტექსტი როგორც ეს სხვა ენოვან სტატიებშია. ეს ტექსტი სრულყოფილი არ არის და კარიერაში გარდაცვალების დეტალებს რა ესაქმება ეს საერთოდ ვერ გავიგე. მე ვეცადე ყველაფერი მეთქვა და შესწორებებიც მქონდა ტექსტში. ასევე მინდა გითხრათ რომ ბოლო იფორმაციები არცერთ ქართულ ინტერნეტ სივრცეში არ წერია. მე თვითონ ვთარგმნე ესპანურენოვანი სტატიებიდან... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rezu.ka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ენის სტილის თუ არ შეეფერებოდა თქვენ თვითონ გაგესწორებინათ. ბევრ ადამიანს უკითხავს მის შესახებ. რომლებიც იმფორმაციის სიმწირის გამო იწუნებენ სტატიას. აბა მე ვინმეს საწინააღმდეგო კიარ მაქვს რაიმე ან ჯიბრზე კიარ ვაკეთებ რამეს... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Rezu.ka (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ჰენრი ახლა შევამჩნიე ერთი შეცდომა მაქვს. The Voice-ის მეორე სეზონის სტატიის სათაური შესაცვლელია. უნდა იყოს The Voice (აშშ, სეზონი 2) და არა The Voice (აშშ), სეზონი 2.--გიორგი ფეიქრიშვილი განხილვაწვლილი 13:08, 1 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

საავტორო უფლებები[წყაროს რედაქტირება]

სალამი, არ ვიცი ღირს თუ არა ამ თემის აქ გახსნა,მაგრამ მაინც, მაინტერესებს როგორ ავტვირთო ისტორიული რუქები და ა.შ.ფაილები (წიგნებიდან ან ინტერნეტ-რესურსებიდან) ისე, რომ არ დაირღვეს პროექტის წესები.MeMatiane განხილვაწვლილი 16:53, 3 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, როცა სახელის გამო ბლოკავ მომხმარებელს, არ მონიშნო ხოლმე არც ერთი ველი, ანუ ნუ უბლოკავ აიპის და ანგარიშის ხელახლა შექმნას. — Mikheil მიწერა 11:56, 5 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰო, სულ დამავიწყდა :( --Henry (მომწერეთ) 12:00, 5 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Juventus Club Georgia რატომ დაიბლოკა? წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა იუვენტუსი (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვითომ სტილისტურად გასწორებული შენივე სტატია რატომ გამიუქმე Henry ?! ადმინს როგორ ეკადრება რამე შეუსწორონ (ამის მეტი კი არაფერი მისწავლია) ... უსამართლობაა ამდენი ვიწვალე შენი შეცდომების შესწორებაზე და ეს არც სცხვენია ისე შლის! ამ უსამართლობას ადმინი ჰყაავს?! ვინ მიხედავს ამ ყველაფერს ?????? --Natia24 განხილვაწვლილი 19:17, 7 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

Natia24, დავიწყოთ ამით - მე შენობით არ დამიწყია ჯერ თქვენთან საუბარი. შემდეგ - სტატიების რედაქტირების ხარისხის აღნიშვნამდე, ისწავლეთ, სად რა და როგორ იწერება მომხმარებლების განხილვებში - სადღაც შუა განხილვაში ნუ მიტოვებთ ნაწერებს, გეთაყვა.

თქვენს რედაქტირებაში სიტყვები -

  • რამდენჯერმე (ეს შეცდომაა - სწორია 'რამდენიმეჯერ');
  • გარშეომ (ვერ გაიგებ რა არის, არა და მანამდეც შეცდომა იყო - გარშეომი - შეცდომიდან შეცდომაზე გადაასწორეთ?)
  • სერიალისათვის (-სთვის იწერება და -სათვის გამოიყენება იშვიათად, ჟღერადობისთვის. აქ უკვე დიდი ხანია მსგავს დაბოლოებებს ვარედაქტირებთ, მეც და ჩემი კოლეგებიც).

გარდა ამისა, სრულიად უადგილო რედაქტირება - გადახედეთ თქვენს და ჩემს ვარიანტებს - შეგიძლიათ ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა ჟღერადობაა ეს იქს-ადამიანი-თა? საერთოდ რას ნიშნავს? ხომ ეწერა გარკვევით თქვენამდე 'იქს-ადამიანთა'?

და ამას უწოდებთ უსამართლობას? გარდა ამისა - მე იქ ყველაფერი არ გამიუქმებია. რაც სწორი იყო - დამოწმდა. მეტი ყურადღებით წერეთ და მაშინ ადმინისტრატორიც თუ უბრალო მომხმარებელიც აღარ გაგიუქმებთ ნაწერებს. --Henry (მომწერეთ) 19:43, 7 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, არ ვიცი ზუსტად აქ უნდა გთხოვოთ ეს თუ არა, მაგრამ შეგიძლიათ ეს გვერდი შეამოწმოთ? სტოკ სიტი ეხლახანს მოვრჩი ახალი რაღაცეების ჩასწორებას. მადლობთ წინასწარ --Basraako განხილვაწვლილი 12:43, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დამოწმდა, კოუტსის გვარის ჩასწორებით. --Henry (მომწერეთ) 12:53, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

შესწორებები განხილვის გვერდზე[წყაროს რედაქტირება]

სალამი ჰენრი. მგონი ზედმეტია შენი ბოტით განხილვის გვერდებზე გრამატიკული შეცდომების გასწორება. სტატიების წერისგან განსხვავებით, განხილვის გვერდებზე არავინაა ვალდებული, უშეცდომოთ წეროს. :) ოფიციალური პოლიტიკაც ამას გვეუბნება. – BruTe () 13:44, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიცოდი, რომ ვიღაც მომწერდა. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული რამ არის ტექნიკურად. როდესაც შემიძლია, სიიდან ვშლი განხილვის გვერდებს (სხვათა შორის, ფაქტობრივად ყოველთვის), მაგრამ პრობლემაა, რომ როდესაც ეძებს ამ გვერდებს, ერთად არ აჯგუფებს, ამიტომ, სიტყვაზე, 500 გვერდიანის სიის ჩასკროლვა და ამოშლა ძალიან რთულია. საქმე ისიც არის, რომ მე მხოლოდ ერთ კატეგორიაში არ ვეძებ - სხვადასხვა თემატიკის გვერდებს ყრის. არც კი ვიცი, ეს როგორც გადაწყვიტო, თორემ განხილვის გვერდები ბლომად ამომიშლია task-ებიდან. --Henry (მომწერეთ) 13:56, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. AWB-ში მგონი შეიძლება მხოლოდ მითითებულ სახელთა სივრცეებში ეძებოს პროგრამამ. ვცდები? :) – BruTe () 14:07, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
აი თუ აქვს, ვნახავ, იმიტომ, რომ ადრე ვერ ვიპოვე და თუ აქვს, გამოვრიცხავ. მაგრამ ერთი პრობლემა მანდაც არის - wiki search აღარ მუშაობს (მერამდენე ვერსიაა უკვე). უნდა მივწერო მაგათ და ვკითხო, რატომ. ამის გამო AWB-ს შიდა google search-ით მიწევს კეთება. რა არ ვცადე და მაინც არ მოქმედებს, არ ვიცი, რატომ. 0 შედეგს მაძლევს, როდესა თავად ვიკიპედიაში ბლომად შედეგს ყრის. --Henry (მომწერეთ) 14:24, 10 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა. მე სანამ შევძლებ გავაგრძელებ. უბრალოდ მაინტერესებს. GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:17, 12 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ბატონო. მე ვიცი რომ ვიკიპედია არის ენციკლოპედია და არ არის ბლოგივით. მაგრამ ისინი რომ მე დავწერე ყურანის სტატიაში, არიან ყურანის ქართული თარგმანში და მათ აქვთ წყარო. გთხოვთ ნება მომეცით ის იყოს სტატიაში, ვპირობ რომ აღარ დავამატებ რამეს. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კარგი.

მაშინ მე მხოლოდ იმის დასაწყისს დავამატებ გეთაყვა დაანებეთ იყოს. და სხვა წინადადებებს დავწერ ვიკიციტატაში.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Γεωργός (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ვერსიის წაშლა[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი რაღაც მინდა გთხოვო. სტატიაში ვანდალური ცვლილების ვერსიას როცა მალავ მხოლოდ შეცვლილი ტექსტი წაშალე, ხოლო ავტორი დატოვე რადგან სურვილის შემთხვევაში ადმინისტრატორმა მისი ხილვა შეძლოს. თუ ასე არ გააკეთებ მერე ეგ ცვლილება საერთოდ იშლება და ნახვა შეუძლებელი ხდება--დათო1010 17:11, 16 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კარგი, ეგრე გავაკეთებ, კარგი ქენი, რომ ამიხსენი ეგ ფუნქცია. --Henry (მომწერეთ) 17:21, 16 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ფარაონები[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი გამარჯობა. თარგ:ფარაონებში შენი ცვლილების შემდეგ სტატიებში თარგი აღარ იკეცება და ძალზედ არაესთეტიკურად ჩანს. მანამდე სტატიებში იკეცებოდა, ხოლო თარგის ხილვის დროს არ იკეცებოდა. ხომ არ აჯობებდა ძველ ვერსიაზე დაბრუნება? --JABA 1977 04:19, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ძველშია არაა საქმე. ოდნავ თარგების კეთებაში ჩაგრთავ - ჩაუწერე მდგომარეობის მნიშვნელობაში (ანუ ტოლობის ნიშნის შემდეგ) collapsed (დამატებითი სიმბოლოების გარეშე) და იქნება დაკეცილი. შეიძლება, ეგრევე არ აისახოს, მაგრამ მოგვიანებით გააკეთებს. :) state საერთოდ არ უნდა ეწეროს, ნათარგმნია ეგ პარამეტრი დიდი ხანია და გამოდის, რომ მაინც უფუნცქციოდ იყო თარგი - საქმეს არ აკეთებდა. საერთოდ, მე რაც ჩავუწერე, ეგ თავად განსაზღვრავს, დაკეცოს თუ გაშალოს, სტატიის სიგრძეს გააჩნია. მაგრამ თუ ასე მიგაჩნია სწორად, პრობლემა არ არის, ჩაუწერე რაც გიჩვენე. --Henry (მომწერეთ) 07:55, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი სიმართლე გითხრა საქმეს ახლა არ აკეთებს ეგ თარგი. სანამ ცვლილებას შეიტანდი მანამდე იკეცებოდა სტატიებში, ხოლო უშუალოდ თარგის ხილვის დროს არ იკეცებოდა. ამჟამად არ იკეცება არც სტატიებში და არც თარგის ხილვისას. მე შენს კომპეტენციაში არ შემაქვს ეჭვი, პირიქით, შენაირები გვიმრავლოს ღმერთმა. მე უბრალოდ ის ფაქტი არ მომეწონა, რომ სტატიებში არ იკეცება. --JABA 1977 13:33, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მგონი, ამუშავდა. ყველა სტატიაში ავტომატურად დაკეცილი უნდა იყოს. აბა ნახე.--Henry (მომწერეთ) 17:28, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, |state = collapsed-სა და |state = <includeonly>collapsed</includeonly>-ს შორის ერთი სხვაობაა: პირველის დროს თარგი ყოველთვის დაკეცილია, მეორეს შემთხვევაში კი უშუალოდ თარგის გვერდზე ღიაა (რაც კომფორტულია სამუშაოდ), ხოლო სტატიებში — დაკეცილი. როგორც მივხვდი, ჯაბას სწორედ ეს სურს.--შოთა [UT] 17:34, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი შოთა სწორედ ეგ მინდა, მაგრამ ახლა უკვე თარგის ხილვის დროსაც აკეცილია. :( --JABA 1977 17:36, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ცოტა კუსტარულად გამომივიდა, მაგრამ მგონი გავაკეთე. დეფოლტის შეცვლის უკეთესი მეთოდიც იარსებებს ალბათ--Tornike 19:27, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გამარჯობა. ეს ცვლილება ჩემი იყო, უბრალოდ არ ვიყავი შემოსული. თუ კუთვნილებითი კომპოზიტის პირველი ნაწილი რიცხვითი სახელია, რომელიც ციფრით ან რაიმე სიმბოლოთი არის წარმოდგენილი, მომდევნო სახელს იგი დეფისით დაუკავშირდება: 5-ადგილიანი, X-უცნობიანი, 20-თეთრიანი და ა.შ.Nodar Kherkheulidze განხილვა 10:23, 22 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მზადაა. სულ დამავიწყდა ეგ პრინციპიც. მადლობა შეხსენებისთვის, ნოდარ. --Henry (მომწერეთ) 10:29, 22 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

არაფრის ვიღიმიNodar Kherkheulidze განხილვა 10:31, 22 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გამარჯობა! ალბათ შეცდომით წაგეშალა ? აღვადგინე მაინც. - ოთოჯი განხილვა 21:40, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

აშკარად. მაგრამ როგორ ნეტა, კაი ერთხელ დამეჭირა სიტყვაზე, მაგრამ მერე შეტყობინება ხომ ამომიხტებოდა და მკითხავდა, მართლა მინდა თუ არა წაშლა...როდის წავშალე ზუსტად? --Henry (მომწერეთ) 21:47, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ახლა გამახსენდა, რა იყო...მოთხოვნილი გვერდი იყო და შეცდომით წავშალე რეალური გვერდი, იმის მაგივრად, გადამისამართება გამეკეთებინა...ეს როგორ მომივიდა :( --Henry (მომწერეთ) 21:49, 25 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ეგ არაფერი, ხდება ხოლმე. შემთხვევით წავაწყდი, როდესაც გაწყვეტილ გადამისამართებას ვშლიდი :). ახლა რიგზეა ყველაფერი. - ოთოჯი განხილვა 07:50, 26 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი ეს Underlinked რა თარგია ამ სტატიაში რომ ჩაგისვამს?--დათო1010 18:24, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ბოტმა დაასკანერა და თავისით დატაგა. რას აკეთებს, ზუსტად არ ვიცი. უფრო ამის გამო გავაკეთე - კატეგორიის განხილვა:Pages using duplicate arguments in template calls. ანუ გადაუარა და მცირე ცვლილება შეიტანა, რის გამოც ავტომატურად განხილვაში წამოჭრილი პრობლემა გადაწყდა. საერთოდ კი, ეგ თარგი აღნიშნავს, რომ სტატიას ესაჭიროება მეტი ბმული სხვა სტატიებზე. --Henry (მომწერეთ) 18:27, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა ამოღებულია ყველა სტატიიდან --Henry (მომწერეთ) 18:40, 29 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

599 322 771 პაატა. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 14:07, 21 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია, ვხვდები, რას ეხება. მე ვერ ვისაუბრებ პრესასთან, ვინაიდან საერთოდ არაფერზე არასოდეს ვესაუბრები პრესას. --Henry (მომწერეთ) 16:15, 21 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

OK --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:11, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
@პაატა შ:, როგორ მოგვარდა ეს ამბავი? ხომ არ იცი, რა აინტერესებდა ჟურნალისტს? — Mikheil მიწერა 16:44, 22 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
@Mikheil ვერანაირად, სამწუხაროდ არავინ იყო რომ დალაპარაკებოდა. კვირის პალიტრის ჰოლდინგი ჟურნალისტია შეეძლო დაეტრიალებინა ინფორმაცია მნიშვნელოვან გამოცემებში. ამით მინდოდა გვეპასუხა ბოლო დროს მომრავლებულ პრობლემებსა და უაზრო ბრალდებებზე. თუ შენ სეგიძლია დაელაპარაკო მომწერე შენი ნომერი და მივცემ. კიდევ როდის იქნება შესაძლებლობა არ ვიცი მრა ქონდეს მაინც. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 08:19, 23 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მე უკვე მიცემული მაქვს „კვირის პალიტრისთვის“ ინტერვიუ, რომელიც ვიკის დაბადების დღისთვის, 15 იანვრისკენ გამოქვეყნდება. — Mikheil მიწერა 11:03, 24 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა შენიშვნებისთვის და რჩევებისთვის. პატივისცემით --მრბოლელი განხილვაწვლილი 13:45, 31 დეკემბერი 2014 (UTC)მრბოლელი[უპასუხე]

@მრბოლელი: არაფრის. ვიკიპედიის მომხმარებლები ყველაფერში დაგეხმარებიან. ტექსტის მარტივი ფორმატირების მაგალითები იხილეთ ამ გვერდზე - დახმარება:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). --Henry (მომწერეთ) 13:49, 31 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, გამარჯობა! მსახიობებთან მსახიობის ინფოდაფას პიროვნების ინფოდაფით რატომ ანაცვლებ ?. - OTOGI Messages 18:52, 3 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ და იმიტომ, ოთო (რასთან, ცოტა ქვემოთ წერია). ვაღიარებ, რომ ამით ინგლისურენოვანი სტატიებს პრინციპს ვიცავ, მაგრამ ეს ერთ-ერთია იმ დაფებიდან, რომელთაც ალტერნატივა აქვთ. მოკლედ - გიორგის (აიტიშნიკს) გავაკეთებინე დიდი ხნის წინ პიროვნების ინფოდაფაში ველები (7 დამატებითი არჩევითი ველი) .მაგალითად, ემა ბანტონი არა მხოლოდ მომღერალია. იგივე ეხება მადონას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ვრცელი, პიროვნების ინფოდაფის გამოყენება. ერთადერთი რაც მსახიობის და პიროვნების ინფოდაფებს განასხვავებს, ისაა, რომ არის ჯილდოების უკვე გამზადებული ველები. სხვა მხრივ პიროვნების ინფოდაფა იძლევა ბევრ სხვა ფუნქციას - თუნდაც დამატებითი ველების გამოყენების (მაგ. ალმა-მატერი, რელიგია და ა.შ.). მსახიობის ინფოდაფის გამოყენების მიზეზს, მას შემდეგ, რაც პიროვნების ინფოდაფამ შეითავსა ბევრი ფუნქცია, მე პირადად ვერ ვხედავ - გარდა განსხვავებული დიზაინისა. --Henry (მომწერეთ) 19:00, 3 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

კეთილი :). ფაქტია, რომ პიროვნების ინფოდაფა უფრო მრავლისმომცველია. ვიკითხე, რადგან მაინტრესებდა მსახიობის ინფოდაფის დანიშნულება. მაშინ პიროვნების ინფოდაფა გამოვიყენოთ ხოლმე. - OTOGI Messages 19:07, 3 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ყოველ შემთხვევაში, ბევრ სტატიაშია უკვეა. ბრიტანელი მსახიობების კატეგორია და ქართველების მთლიანად დავამუშავე, აგრეთვე კიდევ რამდენიმე - მაგალითები არის. საერთოდ, ჯილდოებისთვის არსებობს სექცია თავად სტატიებში, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ გავიმზადე ასეთი შაბლონიც - მომხმარებელი:Henry McClean/მსახიობი. ამიტომ პირდაპირ ვაკოპირებ. რაც შეეხება უკვე არსებულ სტატიებს - ვთქვათ, გვაქვს:
| აკადემიის ჯილდოები= [[ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის|საუკეთესო მსახიობი კაცი]]<br/>
1987 — ''[[უოლ სტრიტი (1987 წლის ფილმი)|უოლ სტრიტი]]''

მოვნიშნავ

| აკადემიის ჯილდოები=

და ჩავსვამ მის მაგივრად:

| სახელი1  =[[ოსკარი]]
| მოდული1 =

ან

| სახელი1  =[[ოსკარი|აკადემიის ჯილდო]]
| მოდული1 =

დაახლოებით ასე :) --Henry (მომწერეთ) 19:11, 3 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ჰენრი. მადლობა :). - OTOGI Messages 19:40, 3 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

Henry McClean გამარჯობა, კოლეგები-მეგობრები-ამხანაგები-ნაცნობების და ა. შ. გაცნობის სურვილი არ გაქვს? -ცანგალა () 14:12, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, მეც ვფიქრობ, რომ დროა გაგვეცნო ვიღიმიMikheil მიწერა 14:15, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მესმის თქვენი სურვილის, მაგრამ ვიკიპედიაში ხომ ყველას მუშაობის ინდივიდუალური პრინციპი მაქვს. თქვენდამი პატივისცემის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზით, ყოველგვარი განმარტების გარეშე, არ მაქვს შეხვედრისკენ მისწრაფებები (თუ ასეთი მექნება, შემდეგი ან რომელიმე სხვა შეხვედრისას ნათლად განვაცხადებ, რომ გიერთდებით). ალბათ ის, რომ მშვიდად ვუზივარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს - ჩემი ინდივიდუალური სტილია (და იმედია, კონკრეტულად ვიკიპედიას არავის ვუშავებ იმით, რომ თბილისში მცხოვრები, არ მივისწრაფი კონკრეტული ფიზიკური შეხვედრებისკენ). --Henry (მომწერეთ) 14:20, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ადმინის უცნაური პასუხია, მაგრამ პასუხისთვის მადლობა.--ცანგალა () 14:23, 8 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელთა ჯგუფი „ვიკიმედია საქართველო“[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ჰენრი, მომავალში ხომ არ ფიქრობ ამ პროცესში ჩართვას? იმედია ფიქრობ და თუ ასეა, მოაწერე ხელი. :) – BruTe () 18:55, 14 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, თუ რაღაცნაირად მივხვდები, რომ შემიძლია მანდ ჩამოთვლილი ვალდებულებები საკუთარ თავზე ავიღო, ეგრევე ჩავემატები. Henry McClean განხილვაწვლილი 12:35, 15 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი, სალამი :) ახლა ვაპირებდი ამ თარგის სტატიებიდან ამოღებას (იხ. განხილვა) და აღმოვაჩინე, რომ ბოტით ჩაგისვამს რამდენიმე სტატიაში. არ არის ეს თარგი წასაშლელი?--SHOTHA [UT] 15:36, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მაგის წაშლის საკითხი ბოლომდე არ გარკვეულა. p.s. ბოტმა ჩასვა თავისით, ავტომატური ტეგების ფუნქცია ჰქონდა გააქტიურებული. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:44, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

განხილვა უკვე რახანია გაჩერებულია, ახალს არავინ არაფერს წერს, ამიტომ სტატიებიდან ამოღება გადავწყვიტე. თუ თვლი, რომ საჭირო თარგია, ჩაერთე განხილვაში :)--SHOTHA [UT] 16:49, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ამოვაშლევინე ბოტს ყველა სტატიიდან. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:14, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

შენ გაიხარე :D--SHOTHA [UT] 17:17, 24 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. ახალშექმნილი გვერდი იგივე დასახელების სტატიებთან, სხვა ენებზე, როგორ მივაბა? ანუ ენების ჩამონათვალში ქართულიც რომ ჩანდეს. იქნებ მასწავლო ან დამეხმარო. --Ji sung 27 განხილვაწვლილი 18:42, 26 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

Статья იაროსლავ ევდოკიმოვი Шановний Henry McClean! ДЯКУЮ Вам за збереження моєї статті! (Спасибо Вам огромное за сохранение моей статьи!) Із великою щирою повагою до Вас, --Svitulja განხილვაწვლილი 15:42, 3 თებერვალი 2015 (UTC). (С уважением к Вам, --Svitulja განხილვაწვლილი 15:42, 3 თებერვალი 2015 (UTC)).[უპასუხე]

რაიონი - სოფელი[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი გამარჯობა. ამ ბოლო დროს მე და მიშამ შევქმენით სტატიები ლორეს პროვინციის სოფლებზე, პატარა შეცდომა გაგვეპარა და იქნებ ბოტს ჩაასწორებინო. ინფოდაფის თავში ზის სიტყვა რაიონი, უნდა იყოს სოფელი. წინასწარ მადლობა. --JABA 1977 19:40, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა - სადაც თავში ტოლობის შემდეგ ეწერა რაიონი, ჩაენაცვლა სოფელი. კონკრეტულად მაგ კატეგორიაში. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:47, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ჰენრი, ეგ მინდოდა მეც ზუსტად. --JABA 1977 19:53, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. სწორედ ეს ბოლო საათია, ვამუშავებდი გრამატიკული შეცდომების კორექტირებაზე. :) --Henry McClean განხილვაწვლილი 20:00, 3 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ჰენრი გვაცალე რა, ადრეც ვისაუბრეთ ამ საკითხზე, ვასწავლი. --JABA 1977 19:09, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

დავიწყოთ იქიდან, ჯაბა, რომ მე არ ვიცი, რომ ასწავლი, ვინაიდან შენს კომპიუტერში არ ვზივარ :) გარდა ამისა - სტატია მისი შექმნილი არ არის. ანუ ამ წამს შექმნილი რომ ყოფილიყო, დავაცდიდი დიდი ხანი. დღის განმავლობაში შემოიტანა სხვა სახელით და რამდენიმეჯერ წავუშალე. ახლა ჩაამატა იქ, სადაც საჭიროა და უბრალოდ გავასწორე სტრიქონები და სექციების სახელები. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:12, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

უბრალოდ სანამ გაგაფრთხილეთ რომ ვასწავლი რედაქტირების კონფლიქტში მოვყევი. ახლა იცით და იმედია დამაცდით :) --JABA 1977 19:20, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
წარმატებები, ჯაბა. მისი კონტენტი ფრიად ხარისხიანია, ამიტომ, თუ აუხსნი პრინციპებს, კარგ საქმეს გააკეთებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:23, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მადლობა ჰენრი, არაფერი გეწყინოს. :)--JABA 1977 19:25, 5 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]


ჰენრი? — Mikheil მიწერა 15:54, 18 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

Translating the interface in your language, we need your help[წყაროს რედაქტირება]

Hello Henry McClean, thanks for working on this wiki in your language. We updated the list of priority translations and I write you to let you know. The language used by this wiki (or by you in your preferences) needs about 100 translations or less in the priority list. You're almost done!
თარგმანების ყველა ვიკიში დასამატებლად ან შესაცვლელად, გთხოვთ გამოიყენოთ მედიავიკების ლოკალიზაციის პროექტი translatewiki.net.

Please register on translatewiki.net if you didn't yet and then help complete priority translations (make sure to select your language in the language selector). With a couple hours' work or less, you can make sure that nearly all visitors see the wiki interface fully translated. Nemo 14:07, 26 აპრილი 2015 (UTC)[უპასუხე]