მომხმარებლის განხილვა:Gobrona/არქივი 2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია



არქივი და კითხვა[წყაროს რედაქტირება]

სალამი! ეს გვერდი დაგიარქივე, როგორც ხედავ, მარჯვნივ არის ბმული. 50 კბ-ზე მეტი როდესაც არის და ტექსტიც ბევრია, ვაარქივებთ. ახლა კითხვა - Good Karma-ს სტატიაში შევიხედე და მაინც ვერ მივხვდი, რა შეცვალე. ანუ, პრეტენზია კი არ მაქვს, უბრალოდ დამაინტერესა, რა შეიცვალა წინასთან შედარებით. --გიორგი (მომწერეთ) 12:40, 27 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ახლა ვნახე. ორჯერ ეწერა. მადლობა! --გიორგი (მომწერეთ) 12:46, 27 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ჰენრი! :) რატომღაც ჩემი ექაუნთით ვეღარ შემოვდივარ. პირველად რომ ვნახე როქსეტი გამეორებული გქონდა ვიფიქრე, რომ მექანიკური შეცდომა იყო, მაგრამ მერე დანარჩენებშიც იგივე რომ დამხვდა მაგან დამაეჭვა. ახლა ვაპირებდი შენთვის მოწერას, მაგრამ დამასწარი --91.151.138.130 12:54, 27 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

რობოტი გავუშვი, ჩაასწორა. გუშინ მომივიდა იაღლიში, თურმე. --გიორგი (მომწერეთ) 13:00, 27 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰეი, noinclude-ს ხოლმე მიაქციე ყურადღება, ბოლოს რომ ნავდაფა დაარედაქტირე, მანდ ვიპოვე, რომ დამაბოლოებელი </noinclude>არ ჰქონდა. არ ვიცი, შეიძლება იცი, მაგრამ გაგახსენებ მაინც - noinclude ისე აკეთებს, რომ მასში მოქცეულ კატეგორიებს არ აჩენს სტატიაში, რომელშიც თარგი ზის. includeonly პირიქით, აჩენს. და კიდევ არის onlyinclude, რომელიც გამოიყენება რამე ტექსტის სხვა სტატიიდან გამოსაჩენად (ანუ იმ სტატიაში ტექსტი მოქცეულია onlyinclude-ში). --გიორგი (მომწერეთ) 14:35, 28 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ისევ შენ თუ მომწერ :) პარდონ, ვიცი რაც არის, უბრალოდ გამომეპარა. --Gobrona განხილვაწვლილი 14:48, 28 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. შენც გამოგადგება - https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98#.E1.83.9A.E1.83.9D.E1.83.92.E1.83.9D_2. ალბათ, შენი პრობლემაც უნდა იყოს. უმჯობესია, svg-ები ვტვირთოთ, როდესაც არის. ამჯერად სხვა ლოგოს შეგდება აუცილებელი არ არის. --Abandoner განხილვაწვლილი 19:46, 7 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გობრონ, გამარჯობა! გთხოვ, იხილე: მომხმარებლის განხილვა:UndDerDie#გრიფინები. P. S. ხმის მიცემა მხოლოდ მაშინ არ შეგიძლია თუკი სტატია შენი წამოყენებულია კანდიდატად :). - OTOGI Messages 13:31, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: გამარჯობა! გასაგებია, ესეიგი ვიდეო თამაშების შემთხვევაშიც, ბრაჭყალები ვიხმარო და არა კურსივი ხომ? Gobrona განხილვაწვლილი 14:33, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა, სამწუხაროდ ის არის, რომ როდესაც ყალიბდებოდა ვიკი, როგორც ასეთი, ინგლისურ ვიკიში არ გაითვალისწინეს სხვა ენების სპეციფიკა (და არც გაითვალისწინებდნენ). კლავიატურაზე ჩვეულებრივ კურსივის ბრჭყალებს '''' თავისუფლად ვწერ. აი „“ ამეებს კი — ვერანაირად. რაღაც კომბინაციით კეთდება. --Abandoner განხილვაწვლილი 14:37, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი, გობრონ, ბრჭყალები შეგიძლია გამოიყენო; კურსივს რაც შეეხება, არა მგონია პრობლემა იყოს კურსივით გამოყოფა უცხოური სახელწოდებისა. - OTOGI Messages 14:38, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Otogi: ცოთა დავიბენი. ანუ ჟურნალ-გაზეთების, წიგნების, ფილმებისა, ალბომების სახელები ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და ვიდეო თამაშების შემთხვევაში, კურსივის გამოყენება მიღებულია? Gobrona განხილვაწვლილი 14:44, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კურსივზე არ მაქვს გობრონ საუბარი და არც ძირითად სათაურებზე. ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ფილმები, ვიდეო-თამაშები ჩავსვათ ბრჭყალებში. ვთქვათ არის თამაში: Assassin's Creed (ვიდეო თამაში), სტატიაში არის მოხსენიებული Prince of Persia: The Sands of Time - აი ის ბრჭყალებში უნდა ჩაისვას. ამას ვგულისხმობ. - OTOGI Messages 14:53, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
და სტატიის გარდა რომ ნავდაფებიცაა? --Abandoner განხილვაწვლილი 14:56, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
მესმის ჰენრი, სტანდარტი არ გვაქვს, ეგ ფაქტია, მაგრამ როცა სტატია არის მთავარ გვერდზე გასასვლელი აჯობებს ეს პრინციპები დაცული იყოს. როდესაც სტატია არის რჩეულობის კანდიდატი იგი მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს. მე ხომ, მხოლოდ ამ სტატიაზე მაქვს საუბარი. დანარჩენ სტატიებს რაც შეეხება ეგ საყოველთაოდ იქნება განსახილველი და მერე გასაკეთებელი. სიმართლე, რომ გითხრა ჯერ არც კი მაქვს ნაფიქრი ამაზე, როგორ გაკეთდეს, ეს იმდენად შრომატევადი საქმეა, რომ რთულია ამის წარმოდგენაც კი. ჯერ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ასეთი ბრჭყალებია "" გამოყენებული მრავალ სტატიაში. მოკლედ, ამ ეტაპზე გრიფინები გავასწოროთ, როგორც სარჩეულო სტატია, დანარჩენზე დრო გვიჩვენებს :). - OTOGI Messages 15:06, 12 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
@Abandoner: „“-ს დაწერა შესაძლებელია SHIFT+Ё (ერთიანის მარცხნივ რომაა) კომბინაციით. — UndDerDie 06:49, 13 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@UndDerDie: დიდი მადლობა. მაგრამ ქართულზე გადაყვანილზე ვაკეთებ მაგას და მარტო ზედა “-ს წერს. --Abandoner განხილვაწვლილი 06:53, 13 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ქვედა shift-ის გარეშე უნდა. დამავიწყდა :) — UndDerDie 07:23, 13 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
@UndDerDie:, ვახ, შენ გაიხარე! ამაზე მარტივი მართლა არაფერი ყოფილა. --Abandoner განხილვაწვლილი 07:40, 13 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:50, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. კარგი იქნება, თუ არ დაგავიწყდება მუსიკოსის ინფოდაფაში სწორი ფერის მითითება. თარგი:ინფოდაფა მუსიკოსი#ფერები. ამჯერად შევცვალე, სადაც საჭირო იყო. --Abandoner განხილვაწვლილი 19:19, 23 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: გამარჯობა. სულ არ ვიცოდი ეგ რა იყო :) Gobrona განხილვაწვლილი

აწი კი გეცოდინება ;) გამოიყენება იმისთვის, რომ განვასხვავოთ მუსიკოსების ტიპები. ინფოდაფას დამატებით ცვლილებას არ აძლევს, გარდა ფერისა. აი ალბომის ინფოდაფაში კი (ცნობისთვის) მნიშვნელოვანია სწორი პარამეტრის მითითება. მაგრამ ეგ უკვე სხვა ამბავია. :) --Abandoner განხილვაწვლილი 19:26, 23 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ნავდაფების საიდუმლოებანი[წყაროს რედაქტირება]

სალამი. ელისის ბმული ჩავასწორე ნავდაფაში და კიდევ - ქვედაკლასი ჩავუსვი. სხვათა შორის, ბევრი პარამეტრი არ არის შეტანილი ნავდაფის დოკუმენტაციაში, მაგრამ შეგიძლია თავად ნავდაფის წყაროში ნახო. რა მოგვცა ამ ქვედაკლასის სწორად ჩასმამ - მანამდე სტრიქონის თავში • ეწერა და სადღაც აქეთ, ცენტში იყო კატეგორიაში. ახლა - არაფერი ეგეთი არ ჩანს და სუფთადააა.

კიდევ რაღაც მინდა გითხრა - ეს ეხება ზოგ ნავდაფას. თუ დაუკვირდები, ზოგადად ნავდაფებში სურათებს ვიყენებთ იშვიათად, თუმცა უფრო ხშირად - ქვეყნების, რამე თემატიკის (მაგ. სამეციდინო) ან მწერლების შემთხვევაში (ვთქვათ, რამე სიმბოლიკას).

რატომ გიხსენებ ამას - ერთ-ერთი სათამაშო კონსოლის (ბოდიში, ახლა ვერ ვიხსენებ) ნავდაფაში ვნახე, 200 და მეტი პიქსელი იყო სიგანე. აუცილებელი არ არის, სურათები იყოს, მაგრამ თუ მაინცდამაინც გინდა - ზომაში 150მდე მაინც იყოს ან ნაკლები. სხვა შემთხვეში - კუმშავს ადგილს ტექსტისთვის, ყველაფერი მიდის მარცხნივ, ხოლო დარჩენილი დიდი ტერიტორია უკავია სურათს. ნავდაფა, პრინციპში, იმის ნავდაფაა, რომ საშუალებას გაძლევს, თავი მოუყარო საერთო ნავიგაციაში ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებულ სტატიებს. იგივე პრინციპის გამო ბოლო პერიოდში მე პირადად ვქმნი ნავდაფებს მხოლოდ ძირითადი საკითხებით - თუ დაემატება სხვა სტატიები, მაშინ დავამატებ (მაგრამ განვმეორდები - ეს უბრალოდ ჩემი არჩევანია).

ასე თუ ისე, ნავდაფის ძირითადი დანიშნულება ტექსტია და არა ილუსტრირება, მაგრამ, თუ სურათს გამოიყენებ, მაინც გაითვალისწინე ზემოთ თქმული. უბრალოდ სხვადასხვა რეზოლუციაზე ეგ სურათი სხვადასხვანაირად ჩანს. შეიძლება ვინმესთან პატარა იყოს, მაგრამ 200-ზე მეტი პიქსელი ეს არის ინფოდაფის ამბავი და ნავდაფას აშკარად ადიდებს და, როგორც ვთქვი, ტექსტს მარცხნივ წევს.--Abandoner განხილვაწვლილი 15:09, 25 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

შენთან კითხვა...[წყაროს რედაქტირება]

სალამი. შენთან კითხვა მაქვს. ერთი საყვარელი მომავალი თამაშის (en:Cuphead) შესახებ მინდა დაწერა, მაგრამ ვინაიდან უმჯობესია, მას რამე გვერდი უკავშირდებოდეს, en:List of Unity games - ამის გადმოქართულება მინდა (ბუნებრივია, ნახევარზე მეტი მანდ სულ არ ითარგმნება). სტატიის სახელწოდებაზე ვყოყმანობ. Unity-ზე დაფუძნებული/აგებული თამაშები თუ Unity-ს თამაშები? ან თამაშები Unity-ს ძრავის გამოყენებით? ამ გვერდს შემდგომში თავად Unity (თამაშის ძრავა)-ს გვერდზე ბმულის სახით მივუთითებ და ამრიგად, ყველაფერი აეწყობა. --Abandoner განხილვაწვლილი 19:09, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: გამარჯობა. აქ მარტო ჟანრების გადმოქართულება დაგჭირდება მემგონი:). პრინციპში სამივე ვარიანტი მისაღებია, მაგრამ მე უფრო მეორე, მარტივ ვარიანტს, Unity-ს თამაშებს მივანიჭებდი უპირატესობას, რთულად გასაგებია არ იქნება არავისთვის ის, რომ ეს დასახელება უკვე გულისხმობს იმას, რომ სტატიაში წარმოდგენილი თამაშები იყენებენ Unity-ის თამაშის ძრავს. Gobrona განხილვაწვლილი 19:44, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მეც ეგ მომწონს, დიდი მადლობა :) ჟანრების სახელწოდებებს შენი სტატიებიდან ავიღებ, თუ რამეზე დავეჭვდები, ისევ შენ გთხოვ, გადახედო, თუ შეიძლება :) --Abandoner განხილვაწვლილი 19:47, 14 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვოლფსბურგის შემადგენლობა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მსგავსი თარგი არსებობს უკვე, გადავამისამართოთ თარგი:ვოლფსბურგის შემადგენლობა -ზე და იქ ჩაასწორე.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 14:04, 29 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

@ასლამაზიშვილი: გამარჯობა. გადამისამართებას არ აჯობებს, რომ სათაური საფეხბურთო კლუბ ვოლფსბურგის შემადგენლობა შეიცვალოს სახელით ვოლფსბურგის შემადგენლობა? Gobrona განხილვაწვლილი 19:15, 29 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

აჯობებს, ეგ მოგწერე მეც.--ასლამაზიშვილი განხილვაწვლილი 19:51, 29 აგვისტო 2017 (UTC)[უპასუხე]

დახრილი და ბრჭყალები[წყაროს რედაქტირება]

სალამი. მოკლედ, ჩემი აზრით - დახრილი ტექსტი და ბრჭყალები ერთად ტყუილად შემოიტანე შენ (თავის დროზე), ძალიან გვაბნევს ეს. საერთო ადგილობრივი (ქართულ ვიკიში) სტანდარტი სახელწოდებების ფორმატირების შესახებ ბოლომდე ცნობილი არ არის. უფრო სწორად, არის ცნობილი - წესით და რიგით, დახრილ ტექსტს არ უნდა ვიყენებდეთ და უნდა იყოს მხოლოდ ბრჭყალები. ნუ დაგავიწყდება, რომ იგივე ინგლისურ ვიკიში დახრილი ტექსტი გამოიყენება იმისთვის, რათა გამოყოფილი იყოს ძირითადისგან და მათ არ ესაჭიროებათ ბრჭყალები, რათა განაცალკევონ უბრალოდ ტექსტი და თამაშების/მუსიკალური ალბომების/სხვა პროდუქციის სახელწოდებები. ჩვენთან კი საერთოდ არ არის ამის აუცილებლობა. თეორიულად - დახრილტექსტიანი სახელწოდებების გადმოტანა და კიდევ ბრჭყალების მიხატვაც არასწორია. არავის უთქვამს, რომ თუ ინგლისურ ვიკიში ასეა, ქართულშიც ასე უნდა იყოს - თუმცა კი ასობით მუსიკალური ალბომის, ფილმის და სხვა პროდუქციის სტატიაში გვაქვს და ახლა ვერაფერს ვიზამთ. სტატიებში კი მინიმუმ რამდენიმე ასეული ათასი დახრილი ფორმატირებაა და წარმოიდგინე - თუკი, ვთქვათ, წერია ''სიტყვა'' და გვინდა ვაქციოთ „სიტყვად“, ჩვენი ბოტებიც კი ვერ გაუძღვებიან ამ საქმეს (თუკი საქმე მივიდა იქამდე, რომ მომავალში ყველგან უნდა შეიცვალოს), ვინაიდან ხოლმე ''-ს წინ შეიძლება კიდევ ერთი ' დახვდეს (ანუ მუქად ფორმატირების სიმბოლო) და მანდ თუ ჩაანაცვლებს ''-ს, ყველაფერი აირევა და იქნება დაახლოებით '„ასეთი რაღაც“' (თითო ბრჭყალი თავში-ბოლოში).

მოკლედ, არ ვიცი, ეს საკითხი უნდა გავიტანოთ მომავალში ფორუმში განსახილველად, ვინაიდან არ შეიძლება, არსებობდეს სხვადასხვა სტანდარტი. აჯობებს, იყოს ერთი. --გიორგი // მომწერეთ 17:36, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner:, მართალია, ეს ორივეს ერთად მხოლოდ მე ვიყენებ, მაგრამ მაგაზე ზემოთ გვქონდა ჩემსავე განხილვის გვერდზე საუბარი. ოთომ აღნიშნა ბრჭყალების შესახებ, და როდესაც ვკითხე, არის თუ არა მიღებული ამგვარი ფრომა, ბრჭყალებიც და დახრილიც ერთად, მან მიპასუხა კი. გამომდინარე აქედან ვიყენებ ორივეს. თუმცა მეც მომხრე ვარ, რომ დაინერგოს ერთი სტანდარტი და მივყვეთ მას. Gobrona განხილვაწვლილი 17:50, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰმ. დამავიწყდა იმ ძველის შესახებ. სიმართლე გითხრა, მე არ შემხვედრია ოთოს მიერ ნახსენები ფორმა, თანაც ნამდვილად ისეა, რომ დახრილი ტექსტის ფორმატირება ინგლისურ ვიკიში (თუნდაც) გამოიყენება სიტყვების გამოსაყოფად, ჩვენთან კი მაგის აუცილებლობას ვერ ვხედავ - ბრჭყალები გვშველის. ამიტომ არის, რომ როგორმე მინდა ეს საკითხი ფორუმში გავიტანო. --გიორგი // მომწერეთ 17:53, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner:, ხო მაგრამ შენც დღემდე მუსიკალურ ალბომებს დახრილი ტექსტით გამოყოფ. Gobrona განხილვაწვლილი 18:04, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეგ თავისთავად, უკვე ავღნიშნე. Guideline-ები ფორმატირების შესახებ არის ერთ-ერთი ბუნდოვანი საკითხი და ვინაიდან აქტიური გუნდი მცირეა, მათ არავინ თარგმნის და ადგენს (მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ინსტრუქციები გვაქვს). --გიორგი // მომწერეთ 18:07, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner:, მოკლედ, ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ბოლო-ბოლო, რა ვქნა? აღარ ვიხმარო ეს დალოცვილი დახრილი ტექსტი? Gobrona განხილვაწვლილი 18:21, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

როდესაც საკუთარ სტანდარტს აყალიბებ და დიდი ხნის მერე (წლების მერეც კი) გეუბნებიან ამის შესახებ (თვეების წინ ცანგალამ, მაგალითად, წამოაყენა საკითხი, რომ სიტყვა "ცოცხალი ალბომი" უნდა შეიცვალოს არა და მაგ ტერმინს წლების განმავლობაში ვიყენებდით), წნეხში ექცევი. უბრალოდ, შენი აზრი მაინტერესებდა, რას ფიქრობდი ამის შესახებ. არაფერი შეცვალო, როგორც წერ, წერე, ვინაიდან ერთიანი სტანდარტი მაინც არ გვაქვს. და თუ გვაქვს, მაშინ მისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც უნდა გვქონდეს (დახმარების სივრცეში). --გიორგი // მომწერეთ 18:32, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner:, ჩემი აზრი ის არის, რომ რატომღაც, ვიზუალურად მესმპათიურება ზოგადად დახრილი ტექსტი და ბრჭყალები უხეშად ჩანს :)) მაგრამ, რას ვიზამთ, ქართული ენის ნორმები მკაცრად უნდა დავიცვათ :) Gobrona განხილვაწვლილი 18:43, 6 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელის თარგი და მიზეზები[წყაროს რედაქტირება]

სალამი. უმჯობესი იქნება, გავუმარტივოთ სამუშაო ყველას. რეზიუმეში დაუტოვე ხოლმე "გვერდი წასაშლელია" (ერთხელ რომ ჩაწერ, მერე ბრაუზერი იმახსოვრებს და შემდეგ ჯერზე უბრალოდ დაწკაპავ და ამოაგდებს შენახული სიიდან). რაც შეეხება მიზეზებს - წასაშლელის თარგში აგრეთვე იწერება:

  • {{წასაშლელი|ზ1}} - გვერდი გაუგებარი შინაარსით
  • {{წასაშლელი|ზ2}} - ტესტური გვერდი
  • {{წასაშლელი|ზ3}} - ვანდალიზმის გვერდი
  • {{წასაშლელი|ზ4}} - ადრე წაშლილი გვერდის ასლი
  • {{წასაშლელი|ზ5}} - წაშლა გვერდის ერთადერთმა ავტორმა მოითხოვა
  • {{წასაშლელი|ზ6}} - წაშლილი გვერდის განხილვა
  • {{წასაშლელი|ზ7}} - გვერდის გადატანის მიზნით
  • {{წასაშლელი|ზ8}} - უკვე არსებული გვერდის ასლი
  • {{წასაშლელი|ზ9}} - რეკლამა ან სპამი
  • {{წასაშლელი|ზ10}} - განხილვის გვერდის არამიზნობრივი გამოყენება
  • {{წასაშლელი|ს1}} - ცარიელი ან ძალიან მოკლე გვერდი (3 წინადადებაზე ნაკლები)
  • {{წასაშლელი|ს2}} - სტატია არაქართულ ენაზე ან მანქანური თარგმანი
  • {{წასაშლელი|ს3}} - მხოლოდ (გარე ან შიდა) ბმულებისგან შემდგარი სტატია
  • {{წასაშლელი|ს4}} - სტატია ენციკლოპედიური მნიშვნელობის დადასტურების გარეშე.
  • {{წასაშლელი|ს5}} - საავტორო უფლებების აშკარა დარღვევა.

შეინახე ეს სია სადმე. შეგიძლია იხილო სია, რომელზეც ამისამართებს ამა თუ იმ მიზეზის ჩაწერისას - ვიკიპედია:სწრაფი წაშლის კრიტერიუმები --Abandoner განხილვაწვლილი 12:17, 28 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: გასაგებია, მადლობა. Gobrona განხილვაწვლილი 12:30, 28 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი ორდენი[წყაროს რედაქტირება]

ვიდეო თამაშების ვიკიორდენი
წინა ორდენის შემდეგ, რომელიც დაახლოებით ამ პერიოდში მოგენიჭა, პირადად ჩემგან - ეს ორდენი, რომელიც გენიჭება კიდევ უფრო მეტი წვლილისთვის ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული სტატიების სახით და განსაკუთრებით - კონსოლებზე. ძალიან დიდ და სწორ საქმეს აკეთებ და არ შეჩერდე.

p.s. აქვე, ამ პატარა ცერემონიისას დავამატებ მცირე „ზეპირ“ ორდენს მუსიკასთან დაკავშირებული სტატიების შექმნისთვის - ამ მხრივაც დახმარება გაგვიწიე, რისთვისაც ქედს ვიხრი შენი მონდომების წინაშე. --Abandoner განხილვაწვლილი 10:38, 15 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ჰენრი :), ვერ წარმოიდგენ რამხელა სტიმულია ეს ჩემთვის! Gobrona განხილვაწვლილი 10:46, 15 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

საღამო მშვიდობის. რასთან დაკავშირებით გწერ ახლა (ვინაიდან შენც აკეთებ მუსიკოსებზე ნავდაფებს). ეს არის მხოლოდ ინფორმაციისთვის, არ ჩათვალო, რომ მითითებაა, თხოვნა ან სტანდარტი. თუმცა, ქვემოთ ნახსენებ მითითებას მე პირადად მაინც მივყევი.

საქმე ის არის, რომ (როგორც დავადგინე ინგლისურ ვიკიში - en:Wikipedia:A_navbox_on_every_page#Navboxes not to be created), არ გვირჩევენ, რომ ნავდაფებში ჩავყაროთ დიდი რაოდენობის ბმულები, რომლებიც წლების განმავლობაში ასეთი სახით დარჩება.

A collection of red links that will '''likely always remain as such'''. It is acceptable to include some red links in a navbox that may become future articles, and this is actually encouraged, since it lets others know what articles are yet to be created. But a navbox should not be a collection of titles that will probably never be notable enough to have articles or will not be for many years ahead given the pace of creation.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ ინგლისური თუ სხვა ვიკი, მე ჩავთვალე, რომ ეს სწორი პრინციპია, ვინაიდან თუნდაც ამეების დამწერი არც მე ვარ და არც სხვა ვინმე. ამიტომ, პირადად მე დავუარე ჩემ მიერ შექმნილ ნავდაფებს (მუსიკოსებზე) და შევამცირე სტატიების რაოდენობა - დავტოვე მარტო ისეთები, რომლებიც დაწერილია და/ან ისეთები, რომლებიც 100 პროცენტით შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში შეიქმნება.

სხვათა შორის, კიდევ ერთი მაგალითად - როდესაც მე სტინგის ნავდაფაში სინგლების სრული ნუსხა მქონდა შეტანილი, ინგლისურ ვარიანტში ისინი არ იყო მარტივი მიზეზით - მათ შესახებ იქ სტატიები არ არის, თუმცა ყველა ჩამოთვლილი ოფიციალურად გამოცემული იყო (როგორც კომერციული და არა პრომო დისკი).

მაინც გეტყვი - როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა, ნავდაფის შექმნა საერთოდ არ არის აუცილებელი, სანამ რამდენიმე სტატია არ დაგროვდება და ცალკე შემთხვევაში, წითელბმულებიანი ნავდაფა ყოველთვის არ მუშაობს, როგორც „სტატიების საწერი სტიმული“. ბუნებრივია, კვლავ და კვლავ - ეს მხოლოდ ინფორმაციაა შენთვის. :) --Abandoner განხილვაწვლილი 18:02, 5 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner:, სალამი, ჰენრი. გეთანხმები, არც მე არ ვარ მაგ ყველაფრის დამწერი, თუ ვინმეს რაიმე სტატიის დაწერა მოუნდება, ადგება და ბოლო-ბოლო ნავდაფაშიც ჩაამატებს. უხეშად ჩანს წითელი ბმულები ძაან! Gobrona განხილვაწვლილი 18:11, 5 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაშინ მხოლოდ რჩევის სახით (მომავლისთვის) - იყოს პერსონალი (მუსიკოსები) თუ ჯგუფია, სტუდიური ალბომები, და დისკოგრაფიის ბმული. შეიძლება საკონცერტო და კომპილაციებიც, თუ ვთქვათ, ცნობილი ჩანაწერებია (სიტყვაზე, The Who-ს ნავდაფაში Live at Leeds შემეძლო დამეტოვებინა, მაგრამ არ დავტოვე - არა და ბევრ სტატიაში და რეიტინგში არის ნახსენები, როგორც ერთ-ერთი ცნობილი live-ალბომი). აი კიდევ ამ მონსტრს დახედე, კიდევ კარგი, შევამცირე. --Abandoner განხილვაწვლილი 18:15, 5 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. მე მგონია, ასეთი კატეგორიების დასახელებებზე:

პროდუქტები წარმოდგენილი XXI საუკუნეში (−) (±) (↓) (↑)პროდუქტები წარმოდგენილი წლების მიხედვით (−) (±) (↓)

თავის დროზე ვიჩქარეთ (ან იჩქარე). ვინაიდან "პროდუქტები წარმოდგენილი XXI საუკუნეში" მოითხოვს წინადადებაში მძიმის ჩასმას, ხოლო კატეგორიაში ეს მძიმე არ არის ლამაზი და არც იწერება, უფრო სწორი უნდა იყოს "XXI საუკუნეში წარმოდგენილი პროდუქტები" (ჩემი აზრით). გარდა ამისა, მრავლობითი - დააკვირდი, რომ ინგლისურ ვერსიაში არის "by year" და არა "by years" (რუსულში ასე არ გამოვა - იქ ფორმულირებაა Альбомы по годам, ხოლო Альбомы по году არ ჟღერს). უნდა "წლის მიხედვით წარმოდგენილი პროდუქტები". მაგაზე მქონდა GiorgiXIII-თანაც საუბარი (რომ უნდა შეიცვალოს) და საერთოდ - ბოლო დროს შევცვალე ბევრგან და წავაშლევინე "მრავლობითიანი" კატეგორიები. --Abandoner განხილვაწვლილი 20:28, 3 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: სალამი, ჰენრი. ეგ ადრეც მითხარი მახსოვს, შევეცდები სადაც შემხვდება მსგავსი კატეგორიები შევასწორო!

მაგაში ბოტი მეხმარება დროდადრო. თავად "დეფექტური" კატეგორიების მოძიება კი მარტივია - ვუშვებთ "ძიებას" მხოლოდ კატეგორიების მიხედვით და საძიებო სიტყვაში ვწერთ "მიხედვით". 1000-ზე მეტ კატეგორიას ამოგიყრის (სამწუხაროდ) - შენი წვლილი მაგ საქმეში ყველაზე მცირეა, ამიტომ არავითარ შემთხვევაში კონკრეტულად შენ არ გგულისხმობდი "დამნაშავეთა" უმრავლესობაში :) უბრალოდ გწერდი, როგორც აქტიურ რედაქტორს. --Abandoner განხილვაწვლილი 21:11, 3 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. ძალიან კარგია, კვლავ სტაბილურად გვემატება სტატიები მუსიკაზე. ერთი მცირე შენიშვნა მაქვს - ნუ დაგავიწყდება, რომ "სინგლის დაწერა" შეუძლებელია, ვინაიდან სინგლი არის ფიზიკური (ან ცალკე ციფრული) გამოცემა ალბომიდან (ან ალბომის გარეშე), როგორც ჩანაწერის ფორმატი, ხოლო სიმღერა არის მისი ზოგადი სახე. ბევრს ერთმანეთში ეშლება ეს ორი ან ერთი და იგივე ჰგონია. ანუ არ შეიძლება ითქვას "სინგლი ვიმღერე" ან "სინგლი დავწერე". --Abandoner განხილვაწვლილი 17:50, 18 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@Abandoner: სალამი. გასაგებია, გავითვალისწინებ. Gobrona განხილვაწვლილი 17:52, 18 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]