მომხმარებლის განხილვა:Giorgik11

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Abandoner განხილვაწვლილი 11:46, 3 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

წყაროს მითითება და სხვა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. წაიკითხეთ ეს ვიკიპედია:სანდო წყაროები (ნაწილობრივ ნათარგმნი ინსტრუქცია). გარდა ამისა - თარგმანის წყარო შეიძლება იყოს სხვაენოვანი ვიკიპედია, მაგრამ თავად სტატიაში მისი წყაროს სახით მითითება არასოდეს ხდება. --Abandoner განხილვაწვლილი 14:38, 3 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ფილმების სია[წყაროს რედაქტირება]

მიაქციეთ ყურადღება, რომ არ შეიძლება სტატიაში შექმნა ბმულების ისეთ სიტყვებზე, როგორიც არის მაწანწალა, სიყვარული და ა.შ. ეს არის ზოგადი სიტყვები, ხოლო იმისთვის, რომ იყოს სწორი სახელწოდება, სამიზნე გვერდს უნდა ერქვას განსხვავებული სახელები -

[[მაწანწალა (1951 წლის ფილმი)|მაწანწალა]] იქნება მაწანწალა

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სახელწოდებით არსებობს მხოლოდ ერთი ფილმი, მაგრამ ასეთი სახელწოდება აქვს სხვა ტიპის პროდუქტს ან რამე სხვას, მაშინ იქნება

[[მაწანწალა (ფილმი)|მაწანწალა]] (თუმცა, ბუნებრივია, რომ ამ სახელწოდებით სხვა ფილმები არსებობს, ამიტომ ფრჩხილებში ვიყენებთ წელის მითითებას). --Abandoner განხილვაწვლილი 20:29, 17 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

რა არ არის ვიკიპედია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ, წაიკითხოთ: ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია. ნათლად წერია: ნუ ჩაწერთ ვიკიპედიაში დიდი რაოდენობით სურათებს და გრაფიკულ მასალას პირადი ან სხვა პირის არქივიდან.

არც ერთი მსახიობის სტატიაში (გინდ ამ ვიკიპედიაში, გინდ სხვაში) გიგანტური ფოტოგალერეები არ ქვეყნდება, ამიტომ, უმჯობესი იქნება, ამოვიღოთ ისინი ყველა სტატიიდან. ამასთან ერთი თხოვნა - ვინაიდან ერკვევით ბოლივუდში - იქნებ, სწორად თარგმნოთ ფილმების სახელწოდებები ფილმოგრაფიებში. ამჟამად უმეტესობა ლათინური ასოებით წერია, არა და ორიგინალური სახელწოდება აქვს და არავინ გვიშლის, ის ჩავწეროთ. --Abandoner განხილვაწვლილი 15:58, 27 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

უკვე აგიხსენით![წყაროს რედაქტირება]

უკვე აგიხსენით, რომ ფოტოგალერეები მსახიობების სტატიებში არ კეთდება! აქ ფოტოგამოფენა არ არის! --Abandoner განხილვაწვლილი 04:58, 31 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]