მომხმარებლის განხილვა:Giorgi Balakhadze/არქივი 1

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

H.McC. (მომწერეთ) 12:37, 18 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

გაფრთხილება

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებს, სტატია მინიმუმ სამი წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაიშლება. — მიხეილ მიწერა 15:58, 1 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდები

ვიკიპედიაში განხილვის გვერდებიდან არაფერი არ იშლება! — მიხეილ მიწერა 20:10, 1 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წელი

შენიშვნების მოცემისას, რაღაცების წერის ნაცვლად რომ შენთვითონ ჩაწერო ხოლმე არ გინდა მე ეხლა ვიწყებ წერას ნუ გადამაყოლეთ რა... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Kvarki1 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

უკაცრავად და პირველ რიგში

  • მე მგონია, კარგად არ გესმით, რა არის ვიკიპედია ზოგადად. აქ 'რაღაცეებს' არ წერენ. აქ ერთმანეთს ეხმარებიან.
  • მეორე - რატომ უნდა ვწერო სხვის მაგივრად, როდესაც ჩემს მიერ მოცემული მითითება (წლების თაობაზე) პირდაპირ ეხება ვიკიპედიის ტექნიკურად ათვისებას და გიხსნით, რათა უკეთ გაერკვიოთ. მე მგონია, ნებისმიერი გამოცდილი მომხმარებლის ერთ-ერთი ვალდებულება არის, დაეხმაროს იმას, ვინც ტექნიკურ საკითხებში არ ერკვევა.
  • შემდეგ - თუ თქვენ „ნუ გადამაყოლეთ“-ის ტიპის ფრაზებით აპირებთ ვიკიპედიასთან ურთიერთობას ყოველ მნიშვნელოვან მითითებაზე (რომელიც ისევ და ისევ იმას ემსახურება, რომ თქვენ უკეთ შეეწყოთ აქაურ გარემოს) - მაშინ თქვენი აქ მუშაობა ძალიან ცუდად აეწყობა. თუკი თქვენ თვლით, რომ აქ არამეგობრულად ეპყრობიან ვინმეს, ძალიან ცდებით. ჩვენი ამოცანა არის, ახალ მომხმარებელს ვასწავლოთ სტატიის ტექნიკურად სწორად გამართვა, ვინაიდან დარწმუნებულები ვართ, მას ეს კარგად შეეძლება, თუკი რაღაც საკითხებს აითვისებს. მხოლოდ სტატიის შემოგდება და გარკვეული ელემენტებისათვის ყურადღების არმიქცევა სერიოზული სამუშაო არ არის. რა თქმა უნდა, კარგია, რომ თარგმნით სტატიას, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვერ მივადევნებთ თვალს. ქართულ ვიკიპედიაში არ არის იმდენი მომხმარებელი, რომ ყველაფერი მოვასწროთ (როგორც მაგალითად, ინგლისურენოვანშია). --H.McC. (მომწერეთ) 18:09, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ხოო აი იქ შეცდი სადაც თქვი " რატომ უნდა ვწერო სხვის მაგივრად " ვიკიპედია სულ მთლიანათ სხვისთვის არ არის ? აქ ყველა სხვისთვის წერს. მე გეუბნები რომ თუ გული შეგტკივა და შენიშვნას მოძლევ და მეგობრულად იქცევი ბარემ ბოლომდე მეგობრულად მოიქეცი და საკუთარ მაგალითზე ისიც დაწერე თუ რატომ ან როგორ შესწორდეს. -- Kvarki1 განხილვაწვლილი

    • მე მგონია, მაგას ისედაც მიხვდით და ჩაგისწორებიათ წლები, როგორც საჭიროა. დაგიწერეთ კიდევ - 882 და არა 882 წელი და გაგითვალისწინებიათ. წლების შესახებ მაგალითად, იმიტომ მოგწერეთ, რომ შემდგომში სხვა სტატიებშიც ზუსტად ეგრე დაწერდით და ეს საკითხი უნდა გარკვეულიყო თუნდაც ამ ეტაპზე. არც იყო საჭირო ასეთი ერთგვარი ნაწყენი ტონიც - მით უმეტეს, თქვენი სტატიის სტილი არავის გაუკრიტიკებია, სწორი მიმართულებაა აღებული. --H.McC. (მომწერეთ) 18:25, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
      • დიახ შევასწორე, მაგრამ ამ სტატიაზე თქვენი დროის დახარჯვის შემდეგ რა აუცილებელი იყო ჩემი დროც რომ დაგეხარჯათ ამ დეტალისთვის. შენიშვნას არც ვუარყობ მართალია სწორი შენიშვნა იყო, მაგრამ "გინდა თუ არა შენ შეასწორე, მე არ მესაქმება" ეს ტონი არ ვარგა ნამდვილად. და პლიუს ეს მარტო " სტატიის შემოგდება " არ არის. ალბათ დაინახავდით რომ ეს სტატია დამუშავებულია და მარტო 2 , 3 წუთი არ არის ზედ დახარჯული. - Kvarki1 განხილვაწვლილი 18:32, 3 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წესები

გაუმარჯოს გიო! მინდა გითხრა, რომ ყველაფერი სულ უფრო უკეთესად გამოგდის, სამაგალითო ვიკიპედიელს ვხედავ შენში! პატარა რჩევა — სტატიაში სექცია „სქოლიო“ მოაქციე სულ დაბლა. — მიხეილ მიწერა 07:48, 6 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაუმარჯოს ! ვცდილობ, დრო არ მყოფნის თორემ უფრო დავხვეწავდი სტატიებს, რჩევას გავაითვალისწინებ ;) - Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 11:50, 6 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამოუყენებელი ფაილები

გიორგი, ვიკიპედიაში გამოუყენებელ არათავისუფალ ფაილებს ვშლით. იმედია ფოტოს სტატიასაც მოაყოლებ ვიღიმიმიხეილ მიწერა 20:53, 12 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

თარგები

გიორგი, პირველ რიგში ყოჩაღ, თარგების კეთებას კარგად აუღე ალღო. ახლა რისთვისაც გწერ — ვიკიპედიის სახელთა სივრცეში ნუ გადაიტან თარგს ან სტატიას რაიმე შეუსაბამო სახელით. — მიხეილ მიწერა 20:17, 18 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

):დ უკვე მოვნიშნე წასაშლელად, აღარ გავაკეთებ ეგრე. --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 20:22, 18 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. თქვენ დაწერეთ სტატია „სოციოლოგიური თეორია“, რომელშიც რამდენიმე ხარვეზია. პირველი, რაც თვალში საცემია, ეს არის სტატიის დასაწყისი. ყოველი სტატია იწყება მთავარი სიტყვით, რომელსაც შემდეგ მოსდევს მსგავსი სიტყვები, კერძოდ, თქვენი სტატია უნდა იწყებოდეს ასე: სოციოლოგიური თეორიები, ასევე სოციოლოგიური პერსპექტივები ან პარადიგმები....

შემდეგი ხარვეზი შეეხება სტატიის პირველი წინადადების გაგრძელებას, კერძოდ, ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ტირეს და არა სიტყვებს „არის“, „წარმოადგენს“ და ა.შ. კერძოდ, სტატია უნდა იწყებოდეს შემდეგნაირად: სოციოლოგიური თეორიები, ასევე სოციოლოგიური პერსპექტივები ან პარადიგმები — თეორიული და მეთოდოლოგიური სტრუქტურების კომპლექსი სოციოლოგიაში........

ყურადღება მიაქციეთ პუნქტუაციას, კერძოდ, აღრეული გაქვთ ერთმანეთში ტირე (— ან –) და დეფისი (-). სიტყვების დასაკავშირებლად გამოიყენეთ მხოლოდ და მხოლოდ დეფისი (-), ხოლო ტირეს დასაწერად კი გამოიყენეთ „დიდი ტირე“ ( და არა ).

აგრეთვე, სქოლიო დაწერეთ წინადადების ბოლოს წერტილამდე და არა წერტილის შემდეგ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ „ზედა“ ბრჭყალები ("..."), გამოიყენეთ მხოლოდ „ქვედა“ და „ზედა“ ბრჭყალები. რაც შეიძლება მალე გაასწორეთ ეს ხარვეზები და გაითვალისწინეთ ეს მითითება სხვა სტატიებთან მიმართებითაც. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:08, 21 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იგივე შენიშვნა ეხება სტატიას „სოციოლოგიის სქემა“. Nodar Kherkheulidze განხილვა 20:12, 21 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად გავითვალისწინებ ამ შენიშვნებს და ვეცდები აღარც დავუშვა. ზემოთ რაც დაწერეთ სტატიის დასაწყისსთან დაკავშირებით ეგ ვიცი მაგრამ საიდანაც ვთარგმნე იქ რომ არ იყო გამუქებული მეც აღარ დავიწყე გადაკეთება გადმოკეთებები. აღნიშნილ შეცდომებს გამოვასწორებ და ვეცდები აღარ დავუშვა, ხოლო თუ მაინც გამომეპარა იმედია თქვენც დამეხმარებით და შეასწორებთ --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 20:18, 21 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ფაილი:Georgian Church of Datuna .jpg

სალამი. ამ ფაილს აკლია შევსებული ველები.

  • შექმნის თარიღი - თუ ზუსტი უცნობია, უნდა ეწეროს, რომ უცნობია (ხოლმე ატვირთვის თარიღსაც ვაწერ)
  • ავტორი ან საავტორო უფლებების მფლობელი - ჯობია, ეწეროს, რომ უცნობია
  • გამოყენებული მასალის მოცულობა - იწერება ნაწილი ამ მთლიანი.

საერთოდ ვცდილობთ, რომ ყველაფერზე ინფორმაცია გვეწეროს. თუ რამე უცნობია, ვწერთ, რომ უცნობია. --H.McC. (მომწერეთ) 13:51, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ეხლავე ჩავამატებ --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:53, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კაი ამბავი: მაგ ფაილი გადმოვწერე თავად იმ საიტიდან, სადაც იდო და მითითებული აქვს properties-ში - 13.03.2009 (გადაღების თარიღი). Date taken ნახე ხოლმე სურათის properties-ში და ზუსტი თარიღიც გეცოდინება (თუკი ვინმეს გადაღებული ფოტოა და არა სკანირებული ვერსია) :) --H.McC. (მომწერეთ) 13:54, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კარგია, აწინ მართლა დავაკვირდები. ისე ერთ რამეს ვერ ვხვდები „გამოყენებული მასალის მოცულობაში“ რა იგულისხმება ? --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 14:02, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ორიგინალური ფაილის რა ზომის ნაწილს იყენებ. თუ ვთქვათ, სადმე ნახე ფაილი, რომელზეც სამი კაცია, მაგრამ იქიდან ერთის ფოტო გინდა იყოს, აჭრი და დებ, ხოლო მაგ თარგში მიუთითებ, რომ ორიგინალური ფაილის ნაწილია გამოყენებული. ან თუ მთლიანს იყენებ, უბრალოდ 'მთლიანი' ან 'სრულად'. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 14:19, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მადლობა ვაპაჭუნებ--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 14:20, 22 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მცირე შეხსენება

სალამი. მომავლისათვის (მაინც ჩაასწორებ ალბათ) - ჩვენთან 'ჯეიმზს' ვწერთ. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ინგლისური. მართალია, ვიკიპედიის გარეთ არ ვიყენებ, მაგრამ აქ ასეა დადგენილი. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 18:14, 25 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შენიშვნა

სალამი. 1). როდესაც მომხმარებელს შემოაქვს სტატია და თუ იგი წასაშლელია, შესაბამისად თარგი {{წასაშლელი}} ჯდება სტატიაში, ხოლო რეზიუმეში მიაწერეთ ხოლმე რომ გვერდი წასაშლელია, რათა ადმინისტრატორებმა იხილონ ეს ბოლო ცვლილებებში და მოახდინონ რეაგირება; 2) თუ მომხმარებელი იმსახურებს გაფრთხილებას (ვთქვათ ვანდალია) თარგს {{ვანდალი}} სტატიის განხილვის გვერდზე არ ვსვავთ; თუ მომხმარებელი იმსახურებს გაფრთიხილებას (ვთქვათ ვანდალია) გზავნლი უნდა მიუვიდეს მისსავე განხილვის გვერდზე; რომელიმე სტატიაში ან სტატიის განხილვის გვერდზე, {{ვანდალი}} ან მსგავსი ტიპის თარგების ჩასმა დაუშვებელია. – ოთოჯი / მომწერე 17:05, 26 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჰო და არა

სალამი. ეს 'ჰოს' ჩამატება ამ კონკრეტულ 'იცით თუ არა'-ში არ არის სწორი, სამწუხაროდ. ეგ განყოფილება გამოკითხვებისათვის არ არის და გამოცემაში ინფორმაცია შედის მხოლოდ სარწმუნო წყაროების მითითებით და არა ხალხის გამოკითხვით, ასეთ რამეს არ ვაკეთებთ. --H.McC. (მომწერეთ) 11:02, 29 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ როდის შევცვლით ძველ ფაქტებს. რამდენიმე ახალი ფაქტი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 11:04, 29 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მაგაზე ვერ გიპასუხებ, სამწუხაროდ. :) ზედა ეშელონებსაც ყოველთვის არ სცალიათ ამ ყველაფრის დასადასტურებლად. ისე კი კატეგორიზაციასაც დააკვირდი - თუ მიგაჩნია, რომ რამე არასწორად ზის ამა თუ იმ კატეგორიაში, თავისუფლად შეგიძლია იმოქმედო - სხვაგან გადასვი. მაგალითად, ეს - „იცით თუ არა რომ ინლისურ ენაში GO ყველაზე მოკლე წინადადებაა? “ ავდექი და გადავსვი სხვადასხვაში, ვინაიდან ცალკე სექციად იყო (სათაური ტექსტი ეწერა) --H.McC. (მომწერეთ) 11:09, 29 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, კვარკი. ეგ სექცია ერთი პერიოდი ჩემი დიდი ყურადღების საგანი იყო, მაშინ ყოველკვირეულად ახალ ცნობებს ვამატებდი ხოლმე :). მაგრამ ახლა აღარ მცალია, სხვებიც ათასში ერთხელ თუ დაწერენ რაიმე ახალს და ამიტომ გაიწელა. რამდენიმე თვის წინ გვქონდა ტრადიცია, რომ ყოველ კვირა დღეს ვანახლებდით; ხვალ განვაახლებ და იმედი მაქვს მომავალში აღარ ჩავაგდებთ არცერთ კვირას. კარგი იქნება, თუ შენც ჩაერთვები ამ პროექტში და საინტერესო ფაქტებს შემოგვაწვდი პერიოდულად :). Deu. 11:11, 29 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად, შევეცდები მაინც ვიღიმი--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 11:13, 29 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჭიქა ყავა

მიხეილ მიწერა 18:19, 4 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ესტონეთის მუნიციპალიტეტები

გამარჯობა. ესტონეთის ქალაქების ინფოდაფებში |რაიონის ტიპი= ესტონეთის მუნიციპალიტეტები{{!}} მუნიციპალიტეტი ასეთ რამეს თუ ჩასვამ, ინფოდაფაში სიტყვა მუნიციპალიტეტიდან პირდაპირ გადავალთ სტატიაზე ესტონეთის მუნიციპალიტეტები. --ჯაბა ლაბაძე 17:36, 8 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

OK--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 17:38, 8 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

შემმოწმებელი

გილოცავ გიორგი, მგონი რეკორდი მოიხსნა და უსწრაფეს ვადაში მოგენიჭა შემმოწმებლის სტატუსი ვიკრიჭები წარმატებები! — მიხეილ მიწერა 20:53, 15 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, ვეცდები გავამართლო ეს დამოკიდებულება და მოლოდინი ვაპაჭუნებ--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 21:02, 15 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ, სამწუხაროდ ვერ მოვასწარი ხმის მიცემა, სწრაფად მოხდა ძალიან :) --ოდაბადე (მიწერა) 10:21, 16 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ვიღიმი--Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:59, 16 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიორდენი

ამომავალი ვარსკვლავის ვიკიორდენი
გიორგი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შენი სახით ქართულ ვიკიპედიას ახალი ამომავალი ვარსკვლავი ჰყავს. ასე განაგრძე! — მიხეილ მიწერა 13:05, 16 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვაუ, დიდი მადლობა ვიკრიჭები, დიდი პატივია ჩემთვის --Kvarki1 ႫႨႼႤႰႠ 13:25, 16 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიული სახელები

გაუმარჯოს გიო. ქართულში გეოგრაფიული სახელები კვეცას ექვემდებარება, ეს გვერდი ნახე. ასევე, მოერიდე ფრჩხილების გამოყენებას, ამის შესახებ გვაქვს სადღაც შეთანხმება, სურუგა (ყურე) → სურუგის ყურე. — მიხეილ მიწერა 22:20, 19 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა | გამომრჩა აწინ უფრო დაკვირვებული ვიქნები ვაპაჭუნებ--Kvarki ႫႨႼႤႰႠ 22:28, 19 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Translation

Hi Kvarki, can you help me with a translation? I would like to know how the family name "Conley" (Wiktionary: IPA und Audio) is spelled in Georgian. Cheers --Cherkashko განხილვაწვლილი 22:38, 20 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Hi, it spells like „კონლივიღიმი--Kvarki ႫႨႼႤႰႠ 22:49, 20 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
That was fast. Thanks! --Cherkashko განხილვაწვლილი 23:23, 20 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

??????

გიორგი გამარჯობა ეს ცვლილება რატომ გააკეთე ვერ ვხვდები. --ჯაბა ლაბაძე 19:08, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

Facebook-ზე მოგწერე --Kvarki ႫႨႼႤႰႠ 19:10, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

სხვა დროს აქ დამიწერე ხოლმე პასუხი. ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 19:29, 22 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ცენტრალური ბანკი

გვაქვს თარგი:ინფოდაფა ცენტრალური ბანკი. უმჯობესი იქნებოდა მისი გადაკეთება / დახვეწა და შემდეგ ყველა შესაბამის სტატიაში შეცვლა (ველების). საერთოდ, ინფოდაფები იქმნება ინფოდაფების სივრცეში (თარგი:ინფოდაფა სახელი ესა და ეს) --H.McC. (მომწერეთ) 13:17, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი ვნახე მაგრამ ყველა სტატია როგორ ვიპოვოთ სადაც ის არის გამოყენებული. მოხერხებულობის მხრივ ჩემი თარგი ბევრად უფრო მარტივია და მგონი აჯობებს მთლიანად შევცვალო. როცა ამ თარგის კეთება დავიწყე არ ვიცოდი ჩვენთან მსგავსი თუ არსებობსა. ინტერვიკი არ იყო თორემ ნამდვილად არ ვიწვალებდი ამაზე --Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:59, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
სალამი. აქ შეგიძლია ნახო, სადაა გამოყენებული თარგი:ინფოდაფა ცენტრალური ბანკი. :) ისე კი იხილე თარგის განხილვა:ცენტრალური ბანკი. – BruTe () 14:02, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი, ზოგადად, არავინ გვიშლის, რამე დავხვეწოთ, ამიტომ ეგრე გავაკეთოთ, შევიტანოთ არსებულში ცვლილებები. ისე კი, მე რაც დაგიდე, მხოლოდ 1 სტატიაშია, ამიტომ პრობლემა არ უნდა იყოს. მთავარია, ველებს იგივე სახელები ჰქონდეს. --H.McC. (მომწერეთ) 14:29, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

თარგი

გამარჯობა, გიორგი. გაწუხებ ამ შუა ღამეს... :) როცა ვიკიპროექტის ფარგლებში თარგს ქმნი, არ დაგავიწყდეს თარგის განხილვის გვერდზე, ამ შემთხვევაში → {{პროექტ ესტონეთის თარგი}} ← ამის ჩასმა... :) — GIO→13 22:59, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

:დ არა არ მავიწყდება, თან მეგონა რომ შენ სვავდი. მაგას ყოველთვის მოვასწრებთ :))--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 23:05, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ. მე კი მეგონა შენ გრჩებოდა და... :D ალბათ „კუდში მოგყვებოდი“... — GIO→13 23:07, 24 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

თარგი:ფაქტი

გამარჯობა. აღსანიშნავია, რომ საბაგიროს ერთ-ერთი კაბინა „ბათუმის“ სახელობის არის ეს სადმე წყაროში წაიკითხე თუ პირადი დაკვირვებააა? მსგავსი მაგალითი ადრე მეც მქონდა და შევცვალე. თუ პირადი დაკვირვება არაა მაშინ მიუთითე წყარო. --ჯაბა ლაბაძე 15:15, 28 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

არა დამესიზმრა და იქიდან მოვიტანე, პირადად ვარ ნამყოფი მაგ ქალაქში და პირადად მაქვს ნანახი.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 15:42, 28 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

დასიზმრება რა შუაშია მეც იგივე შეცდომა მომივიდა და აი ნახე რა მიმიწერეს რეზიუმეში რის შემდეგაც უთქმელად გავაუქმე ჩემი ცვლილება და სხვა კონტექსტში გადავიტანე. მე მინდა ის შეცდომა რაც მე დავუშვი სხვამაც არ გაიმეოროს. ვიკიპედიაში სხვა წესები მოქმედებს იხ. ვიკიპედია:გადამოწმებადობა. --ჯაბა ლაბაძე 15:49, 28 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

სხვათა შორის, გიორგი - ინგლისურში მუშაობდა ერთი მწერალი, რომელიც საკუთარი ნაწარმოების პერსონაჟებზე წერდა და რამდენიმე თვის წინ კონფლიქტში შევიდა სხვებთან, ვინაიდან მოსთხოვეს გადამოწმებადი წყაროების მითითება და ვინაიდან არ ჰქონდა და ყველაფრის წყარო თავად იყო, ვერაფერი დაუმტკიცა. სამწუხაროდ, დაბლოკვამდე მივიდა იქ (ვინაიდან ძალიან ზედმეტები ისაუბრა). მაგრამ ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ მხოლოდ ვიღაცის საკუთარი თვალით დანახულს ვერ დავუჯერებთ. ვიკიპედიის გარეთ ასეთ რამეს არ მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ აქ მუშაობის სხვა პრინციპებია. --H.McC. (მომწერეთ) 15:53, 28 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება

გაფრთხილება გიორგი, გთხოვ გაეცანი გვერდს ვიკიპედია:ეთიკური ნორმები. სტატია, რომელიც შენ შექმენი („მომხმარებლების ჩემი შავი სია“), უხეშად არღვევდა ვიკიპედიის იტიკეტს, რის გამოც იძულებული ვარ ეს გაფრთხილება დაგიწერო. გთხოვ გაითვალისწინე, რომ ვიკიპედიის წესების ხშირი დარღვევისათვის მომხმარებლები იბლოკებიან. ასე რომ, იმედი მაქვს მომხმარებლებთან საკითხების ცივილურად მოგვარებას ეცდები და მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ვიღიმიBruTe () 16:01, 28 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

სწავლა სიკვდიმდეო, ჩემო კარგო, ადმინებსაც ესწავლებათ. სიამოვნებით ვიღებ შენიშვნებს, მხოლოდ სამართლიან შენიშვნებს.
ციტატა: „როდესაც სტატია შემოწმებულია ასეთი ელემენტარული შეცდომები არ უნდა იყოს იქ. სტილისტურის გარდა ეგ შინაარსობრივი შეცდომაც იყო“
აგერ მოთხოვნები სტატიის შემოწმებისათვის, მსგავსი არაფერი წერია. ახლა ამიხსენი, რაში გამოიხატებოდა კონკრეტულად იმ წინადადების სტილისტური ხარვეზი ცალკე და შინაარსობრივი ხარვეზი ცალკე. ამიხსენი, რა შეიცვალა ამ სტატიაში შინაარსის თვალსაზრისით. მე წინადადებას მხოლოდ სიტყვები შევუცვალე და რამდენიმე დავამატე, ერთი და იგივე აზრი სხვადასხვანაირად შეიძლება ითქვას.
ციტატა: „თუ ეს ასე არ უნდა გამეკეთებინა მაშინ მითხარი ვის უნდა მისწერო ასეთი შეცდომის შესახებ თუ არა ავტორს ?!“
როდესაც საქმე ეხება სტატიის გამართულობას ან ნებისმიერ სხვა საკითხს სტატიასთან დაკავშირებით, პრობლემის გამოსწორება ხდება სტატიის რედაქტირებით, დამატებითი განხილვის გარეშე. თუკი შესწორების აუცილებლობა საეჭვოა, საჭიროა განხილვა სტატიის განხილვის გვერდზე. მომხმარებელს მაშინ წერ, როცა მასთან პირადად გაქვს საქმე, რამე გინდა აუხსნა ან ჰკითხო. ეს იმიტომ, რომ ვიკიპედიაში ნებისმიერი ქმედების მიზანი იდეაში სტატიის გაუმჯობესებაა და არა კამათი.
ციტატა: „მათი სტაჟის და მიუხედავათ ზოგს მაინც აქვს კიდევ სასწავლი, როგორც გამოჩნდა და შეცდომებსაც საკმაოდ უშვებენ, სწორედ ამიტომ დავწერე განხილვა რომ მომავალში იგივე შეცდომა აღარ დაუშვან.“
გრამატიკულ-სტილისტურ შეცდომებს თუ გულისხმობ („რომელი ტირე უნდა გამოიყენოს“), მაგას ადამიანი ადმინის სტატუსის მიღებისას ავტომატურად არ სწავლობს. შეცდომებს ყველა უშვებს. შეცდომებზე მითითება ხდება ცივილიზებული ფორმით. თუმცა შენი წერილი ასეთ შეცდომას არ ეხებოდა, შენ წერდი, რომ სტატიის ეს წინადადება წყაროს გარეშეა (ეს დასკვნა საიდანაა, ვერ გავიგე).
ციტატა: „როგორც სხვას სთხოვთ გამართულ წერას ისე საკუთარ თავსაც უნდა მოსთხოვოთ ეს.“
ვინ ვთხოვთ? ვინ ჩვენ? ჯაბა გთხოვს? და შენც საპასუხოდ დაუმტკიცე, რომ ისიც ცდება! ვაშა! გიხაროდენ! ვიღიმი. ამას ვგულისხმობ ინტრიგანობაში და კიდევ შავ სიას. მეც იმედი მაქვს, მეშლება.
და ბოლოს: სად დაინახე ჩემი არაობიექტურობა? მემგონი არასაკმარისად მიცნობ იმისათვის, რომ ჩემი ობიექტურობა შეაფასო ობიექტურად.
პრინციპში ყველა კითხვა რიტორიკული გამოვიდა, შეგიძლია არც უპასუხო. ზემოთ მითითებები კი რჩევებად მიიღე. Deu. 17:50, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად ჩაჭრისთვის. დათო, გიორგი და ჯაბა, გთხოვთ, თავი შეიკავოთ ამხელა ტექსტების წერისგან და ერთმანეთის გაღიზიანებისგან. წარმოიდგინეთ, რამდენ სხვა საქმეს გააკეთებდით ამის ნაცვლად, თუნდაც ამ ზომის სტატიები შეგექმნათ. რაღაც საკითხების განხილვა რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ არა ერთმანეთზე გამოკიდება. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ბიუროკრატის სტატუსი ამის უფლებას არ მაძლევს, გავთავხედდები და თქვენის ნებართვით, მომხმარებლის განხილვის ამ კონკრეტულ სექციას დავხურავ. გმადლობთ! — მიხეილ მიწერა 21:16, 29 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]