მომხმარებლის განხილვა:GiorgiXIII/არქივი 1

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

Mikheil მიწერა 21:18, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. ადრე ვიყავი 94.43.16.210 გავბედე და დავრეგისტრირდი. დამავიწყდა 81.95.161.254-ც ვიყავი ჯავახეთში ყოფნის დროს. GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:58, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ვაშა! მიხარია! — Mikheil მიწერა 22:29, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველი საჩუქარი ჩვენგან, რადგან ამდენი გიჩიჩინეთ და შეგვისრულეთ თხოვნა, ჩაგირთეთ სანდო მომხმარებლის სტატუსი, ანუ თქვენს ცვლილებებს დამოწმება აღარ დასჭირდება. — Mikheil მიწერა 22:31, 14 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მადლობა ყველას.GiorgiXIII განხილვაწვლილი 04:24, 15 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
დიდი სიხარულით ვხვდები თქვენს შემოერთებას--GagaVaa 08:55, 16 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. გთხოვთ, თქვენს სტატიებს მიუთითოთ კატეგორიები. --Saliner 19:13, 13 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ენათშორისი ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა გიორგი. გთხოვთ ახალი სტატიის შექმნის შემდეგ, ამ სტატიის სახელწოდება ჩასვით ვიკიმონაცემებში. იხილეთ ეს გვერდი, აქ ყველაფერი გარკვევითაა ახსნილი. – BruTe () 18:04, 21 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ვაფასებ თქვენს წვლილს ქართულ ვიკიპედიაში. ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეძლებ საერთაშორისო ბმულებთან ერთად სტატიას კატეგორიები რომ დაუმატო? --JABA 1977 20:24, 27 ოქტომბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

სასიამოვნოა, რომ კატეგორიებს უკვე ამატებთ. ახლა დროა საერთაშორისო ბმულების დამატებასაც მიჰყოთ ხელი. --JABA 1977 04:52, 2 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, თქვენი შესაძლებლობების მქონე ადამიანს არა მგონია გაუჭირდეს ენათაშორისი ბმულების ჩასმა. იხილე ეს გევრდი და ამის მიხედვით იმოქმედე, თუ გაუგებრად წერია რამე, მაშინ კონტაქტზე გამოდი და დეტალებში აგიხსნით. უკვე ძალიან ბევრი მსგავსი სტატია დაგიგროვდა. --JABA 1977 04:05, 4 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მშრომელი კაცის ვიკიორდენი
ვიკიპედიის ტრადიციის თანახმად, განიჭებთ იმას, რაც უკვე დიდი ხანია გეკუთვნით - ვირტუალური ორდენი, ე.წ. ვიკიორდენი, დაუღალავი, ორგანიზებული მუშაობისთვის. მადლობა თქვენი წვლილისთვის და თანამშრომლობისთვის. მოხარული ვარ, რომ თქვენი სახით ასეთი მნიშვნელოვანი რედაქტორი გვყავს. Henry (მომწერეთ) 15:09, 12 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
გილოცავთ დამსახურებულ ორდენს, თქვენი წვლილი ქართულენოვანი ვიკიპედიის წინაშე, ფასდაუდებელია! — Mikheil მიწერა 15:44, 12 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიკები კატეგორიებში[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. საერთაშორისო ბმულები კატეგორიებსაც მიუთითე. — Mikheil მიწერა 19:25, 17 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გადამოწმებადი წყაროები[წყაროს რედაქტირება]

თქვენს მიერ ბოლოს შექმნილი სტატიების უმრავლესობას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები, გთხოვთ მიუთითოთ. --JABA 1977 16:43, 18 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! სათაურში ფრჩხილების აცილება ამ შემთხვევაში ისაბელის პროვინცია შესაძლებელია. ისაბელი (პროვინცია) ამ ტიპის სათაურებს ქართულ ვიკიპედიაში აღარ ვქმნით. ვიმეორებ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. - ოთოჯი განხილვა 15:45, 15 დეკემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი ორდენი[წყაროს რედაქტირება]

ოკეანეთის ვიკიორდენი
ქართულ ვიკიპედიაში ოკეანეთის თემაზე შექმნილი უამრავი ხარისხიანი სტატიისათვის, განიჭებთ ამ ოკეანეთის ვიკიორდენს.--დათო1010 16:56, 5 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
სულითა და გულით გილოცავ! თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ქართული ვიკიპედიისათვის 2014 წლის ყველაზე ძვირფასი შენაძენი ხართ! — Mikheil მიწერა 17:50, 5 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა ყველას! რაც შემიძლია და სანამდეც შემიძლია მუშაობას გავაგრძელებ (ისე შენობით რომ მომმართოთ კარგი იქნება).

--GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:09, 5 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა 2015[წყაროს რედაქტირება]

ვიკიშეხვედრა გადაწყდა 2015 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის ძეგლთან. გთხოვთ მობრძანდეთ. შევიკრიბოთ და ერთად გადავწყვიტოთ სად შეიძლება დავსხდეთ და ვისაუბროთ. --JABA 1977 14:38, 10 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელთა ჯგუფი „ვიკიმედია საქართველო“[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ბატონო გიორგი. ეს არის ჩვენი მომავალი ჯგუფის გვერდი. თუ აპირებთ აქტიურობას, გთხოვთ ხელი მოაწერეთ. – BruTe () 10:45, 15 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]

{{cite web|

გაუმარჯოს. ამ თარგენს ნუ გადააკეთებ. — Mikheil მიწერა 12:26, 13 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გიორგი. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 16:02, 21 მარტი 2015 (UTC)[უპასუხე]

მცირე თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

საღამო მშვიდობისა, ბატონო გიორგი. თქვენს სტატიას ვკითხულობდი და რამდენიმე ადგილას შევხვდი სიტყვათშეთანხმებას - „პირველ რიგში“, რაც რუსულის კალკია და სალიტერატურო ენისათვის მიუღებელია. გთხოვთ, მის ნაცვლად გამოიყენოთ უპირველეს ყოვლისა“, „უწინარეს ყოვლისა ან უპირველესად.--PB 17:41, 19 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, გიორგი. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:38, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ბატონო გიორგი, სათაურებს არ ვქმნით ამ ფორმით სენ-პიერი (ოლქი, რეიუნიონი), სჯობს შექმნათ ასე სენ-პიერის ოლქი (რეიუნიონი). --ჯაბა 1977 17:39, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

მართალიაGiorgiXIII განხილვაწვლილი 18:07, 5 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი!!! შევატყე ენა ტიგრინიაზე თარგი არ იყო და შევქმენი (იხ. თარგი:Lang-ti ). ვიფიქრე დაგაინტერესებდა და ამიტომ შეგატყობინე! ვიღიმი ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 14:58, 25 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

აბეს ტბა ბატონო გიორგი, ამ სტატიას არ აქვს წყაროო. მაშინ, როცა ინგლისურ ვიკიზე არის სექცია რესურსები ინტერნეტში (ინგლ. External links). ვიმედოვნებ, გადმოტანა გამოგრჩათ. ~ბ.ბ.~ განხილვაწვლილი 14:55, 28 ოქტომბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

კომპიუტერი ბექას[წყაროს რედაქტირება]

იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.99.E1.83.9D.E1.83.9B.E1.83.9E.E1.83.98.E1.83.A3.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.98_.E1.83.91.E1.83.94.E1.83.A5.E1.83.90.E1.83.A1 --ცანგალა () 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

ცუდი არ იქნება თუ შენს პოზიციას დააფიქსირებ ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შექმნის ახალი კრიტერიუმები--ცანგალა () 15:39, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, უკვე დიდი ხანია სტატიებს ასე არ ვწერთ, წესების თანახმად საჭიროა სანდო წყარო, გთხოვთ მიუთითოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაიშლება. --ჯაბა 1977 18:01, 20 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა () 17:26, 24 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

Request for translation: Robert Abajyan[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ / Բարև

Dear Giorgi. Warm greetings (Gamarjoba) from the Armenian Wikipedia! Could you please help me translate the article Robert Abajyan into your unique and honorable language? Even a couple of sentences is good enough and in return I could translate something of your choice in our Wiki. Thank yo very much (didi madloba) in Advance. --Narek75 განხილვაწვლილი 10:37, 15 მაისი 2016 (UTC)[უპასუხე]

ბატონო გიორგი, გადმოგცემთ ღირსების I ხარისხის ვიკიორდენს
იმ წარმოუდგენლად დიდი შრომისათვის, რასაც თქვენ ქართულ ვიკიპედიაში ეწევით! რომ შემეძლოს, ჩემს ყველა ვიკიორდენს გადმოგცემდით ახლავე, იმდენად აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ასე განაგრძეთ!— Mikheil მიწერა 14:22, 9 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა თქვენ ბატონო მიხეილ და ყველას ვინც ქართულ ვიკის აფასებს. რა თქმა უნდა შევეცდები, რომ ქართული ვიკიპედია რაც შეიძლება უფრო მდიდარი გახდეს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:10, 11 ივლისი 2016 (UTC)[უპასუხე]

შემმოწმებელი[წყაროს რედაქტირება]

ბატონო გიორგი, თავს უფლება მივეცი, დავუშვი გამონაკლისი და კენჭისყრის გარეშე ჩაგირთეთ შემმოწმებლის სტატუსი, რაც ძალიან წაადგება თქვენს მუშაობას. დღეიდან, გექნებათ გვერდების დამოწმებისა და სწრაფი გაუქმების ფუნქციების გამოყენების უფლება. გისურვებთ წარმატებებს! — Mikheil მიწერა 22:51, 21 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, თუმცა მგონია ჯერ ნაადრევი იყო. თანაც ჯერ ქვეყნების ფაქტიურად ცარიელი გვერდების შევსებით ვარ დაკავებული და არა მგონია შემოწმების დიდი მოცულობა შევძლო. მაგრამ როდესაც დავინახავ აშკარა უზუსტობას ან საკმაოდ მოძველებულ ინფორმაციას, მას აუცილებლად შევასწორებ და განვაახლებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:10, 22 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! კატეგორიების გადატანა ან გადამისამართება არ ხდება. საჭიროების შემთხვევაში იქმნება ახალი კატეგორია, იშლება გამოუსადეგარი კატეგორია. - OTOGI Messages 17:22, 24 ოქტომბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გაბონის პროვინცია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. იხილეთ განხილვა:ზემო ოგოუე. --ჯაბა 1977 19:59, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Jaba1977. ფრანგები, რომელთა კოლონიაც გაბონი იყო, წერენ Ogooué-ს. ამიტომ მეც ქართულად ვწერ ო გ ო უ ე. ეს არის და ეს.

GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:08, 24 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

თარგი:მუშავდება[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! როდესაც სტატიაში ჩასმულია თარგი მუშავდება ანუ {{subst:L}} მისი რედაქტირება არ შეიძლება, ეს წესების დარღვევაა. ამიტომ მოდით დაველოდოთ სანამ გავა კონკრეტული დრო, რომელიც თარგშია მითითებული, და შემდეგ დავარედაქტიროთ, თუ რათქმაუნდა კონკრეტულმა მომხმარებელმა თვითონ არ გაასწორა სტატია. პატივისცემით — Mehman 97 22:09, 20 იანვარი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები[წყაროს რედაქტირება]

იხ. ვიკიპედია:ფორუმი/წინადადებები#თარგი:მრავალმნიშვნელოვნება -- ცანგალა 12:58, 24 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. როდესაც კატეგორია არასწორია, ვაკეთებთ ასე:

  • მასში არსებულ ყველა სტატიას ვუცვლით კატეგორიას ახლით (ამაში hotcat გვეხმარება)
  • ვქმნით ახალი კატეგორიის გვერდს
  • ძველი კატეგორიის ინტერვიკიში შევდივართ (wikidata-ზე) და ვუცვლით კატეგორიას
  • ძველში ვტოვეთ ამას -
    {{წასაშლელი|კ1}}

კატეგორია სტატია არ არის და ტექნიკურ დონეზე ოდნავ სხვა მექანიზმი მოქმედებს. --გიორგი (მომწერეთ) 13:19, 2 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, ამის ევროპის XI გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის და მსგავსი სტატიების ინტერვიკის ვეძებდი და ხომ არ იცით, რომელია? ყოველ შემთხვევაში, ინგლისურები ვერ ვნახე. --გიორგი (მომწერეთ) 11:17, 8 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი. შენ ალბათ გინდა X ჩემპიონატიდან დაწყებული (1992 წელი) ყველა ევროპის ჩემპიონატი (როგორც ქალთა, ასევე კაცთა) მიაბა სხვა ენებს. დილიდან დაწყებული მაგას ვაკეთებ, მაგრამ მივედი მხოლოდ IX ჩემპიონატამდე, რადგან არც ერთ უცხო ენაზე ქალთა და ვაჟთა ჩემპიონატების სტატიები ცალ-ცალკე არ წერია. მიზეზი კი ისაა, რომ ეს ჩემპიონატები ერთსა და იმავე დროს ტარდება ერთ ქალაქში. ისინი წერენ ასე: ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში და მასში ერთადაა მოხსენებული, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შედეგები. ეს მხოლოდ ქართულ ვიკიპედიაშია ცალკე ქალების, ასევე ვაჟების ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები ცალ-ცალკე გამოყოფილი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:40, 8 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
აჰა, ახლა მივხვდი, მადლობა, გიორგი. მაგ სტატიების ავტორს ლამის თავზე დავახიეთ ეგ ნაშრომები, ისეთი საშინელი ენით წერდა (ვიკიპედიისთვის), რეპორტაჟებს უფრო ჰგავს, ამიტომ დიდი ხანია დაკავებული ვარ მაგ სტატიების სტანდარტიზაციით. --გიორგი (მომწერეთ) 11:43, 8 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა მეც მაგ სტანდარტიზაციითა ვარ დაკავებული და ჯერ-ჯერობით მივედი ევროპის XIV გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში ვაჟთა შორის.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:53, 8 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კაი ხანი მოგვიწევს. ნახე--გიორგი (მომწერეთ) 11:56, 8 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი. ვნახე გიორგი, ვნახე. ეგ ადამიანი ეტყობა სპორტის დიდი ქომაგია, კარგიც არის, რომ სპორტის სხვადასხვა თემებზეც რომ წერს, მაგრამ გამართულად და ვიკიპედიის შესაბამისად რომ ეწერა უფრო კარგი იქნებოდა. პირადად მე ეხლა ელემენტებთან დაუკავშირებელი გვერდებში ვარ შესული (21 მარტიდან) და რომელი სტატიებიც ენათა ბმულებთან არ არის დაკავშირებული ყველას შეძლებისდაგვარად ვუკავშირებ. ჭადრაკს კი ლაითად გავუკეთე სტანდარტიზაცია (სიტყვებს შორის გრძელი დაშორებები შევამოკლე). ელემენტებთან დაუკავშირებელი გვერდებში მისული ვარ ნომერ 4444 გვერდზე (დავიწყე 2017 წლის 21 მარტს მაშინდელი ნომერ 1 გვერდიდან), რომელიც დაიწერა 2014 წლის 25 სექტემბერს. მივდივარ უკან 2005 წლისკენ და იქნებ 2010 წლამდე მაინც ჩავიდე 1 მაისისათვის (ეს ამბავი მე მგონი მოგწერე კიდეც, დავბერდი ალბათ). ნობელის პრემიის ლაურიატები წლების მიხედვით ძლივს ვიპოვე და ისიც იტალიურ ენაზე, მაგრამ წლების მიხედვით დარგების სფეროში ლაურიატები არც ერთ ენაზე არ არსებობს. ასევე პრობლემები მაქვს მუსიკის სფეროშიც. მოკლედ სამუშაო საკმაოა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:00, 9 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
მუსიკის სფეროში რა სიტუაციაა, მითხარი, ჩავინიშნავ მაინც. გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს. --გიორგი (მომწერეთ) 13:38, 9 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
საქმე კატეგორიებშია. ვერც ერთ ენაზე ვერ ვნახე: კატეგორია:ქართველი შემსრულებლების ალბომები, კატეგორია:ქართული ჯგუფების ალბომები, კატეგორია:ქართული როკ-ჯგუფების ალბომები, კატეგორია:ვაკის პარკის ალბომები, კატეგორია:ქართული ინდი-როკ ჯგუფები, კატეგორია:ორმაგი კომპილაციური ალბომები, კატეგორია:პიტერ გებრიელის ცოცხალი ალბომები, კატეგორია:პიტერ გებრიელის კომპილაციური ალბომები, კატეგორია:სკუტერის კომპილაციური ალბომები.

რაც ვნაზე ის კი დავუკავშირე სხვა ენებსაც. თუ შეგიძლია და ამ ჩემს მიერ ჩამონათვალი სიიდან რომელიმეს სხვა ენებსაც მიაბავ კარგი იქნება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 14:42, 9 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, მანდ ზოგიერთს ვერ ნახავ საერთოდ სხვა ენაზე, იმიტომ, რომ ჩვენს აუდიოპროდუქციაზე ინფორმაციის მოპოვება ონლაინში რთულია. შუქი მოვიდა (ალბომი) - ამაზე არავინ დაგიწერს სხვაგან. თუმცა, ჩვენი "სიძლიერეც" იმაშია, რომ გარდა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა და მსოფლიო აუდიოპროდუქციისა, გვაქვს საშუალება, ავღწეროთ ადგილობრივიც (რაც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ გამოდის, ვინაიდან ინფორმაციაზე წვდომა არ გვაქვს - ლეიბლი, წელი, ხანგრძლივობა, ზოგჯერ სიმღერების სიებსაც ვერ იშოვი - არა და, რომ მქონდეს საშუალება, ძველ ბაზებს დავივლიდი, სადაც კასეტებს ინახავენ და ყველაფერს ამოვიწერდი - იმდენი ალბომია, რომელიც უბრალოდ ამოშლილია ისტორიიდან).

ამასთან, მხოლოდ რომელიღაცენოვან ვიკიპედიაში ვიპოვე ინფორმაცია ზოგიერთ უცხოურ ალბომზე. გებრიელს რაც ეხება, მეც გამიკვირდა, რატომ არ აქვთ იქ კატეგორიები. როდესაც შემსრულებელს ერთზე მეტი კომპილაციური (მწვანე ფერის) ალბომი აქვს, იმას კატეგორიას უქმნიან. ძირითადი კატეგორია (ამის და ამის ალბომები) ძირითადად სტუდიური ალბომების ადგილია. ამიტომ მივიჩნიე სწორ ნაბიჯად ცალკე კატეგორიის შექმნა. იგივე ეხება სკუტერს. 2 კომპილაცია აქვს მინიმუმ და კატეგორიის მინიჭება მართებული იყო. --გიორგი (მომწერეთ) 14:52, 9 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები იმაში, რომ კატეგორიები სხვა ენებშიც უნდა ყოფილიყო (განსაკუთრებით ინგლისურში), მაგრამ ჩემდა გასაკვირად ვერ აღმოვაჩინე. ქართულ აუდიოპროდუქციაზე გასაგებია, ჯერ ჩვენთანაა კანტიკუნტად და უცხოურზე რაც იქნება ეს გაკვირვებას არ წარმოადგენს. მაგრამ მე 2005 წლისკენ მივდივარ და თუ სხვა რამე შემხვდა რა თქმა უნდა შევეცდები უცხოურ ენებს დავუკავშირო, თუ ვერ მოვახერხე შეგატყობინებ (ფუტზალს ვუყურებდი, რა თამაში ვერ მოვიგეთ, აფსუს).GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:49, 9 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ცალკე კიდევ კატეგორიების ამბავი ამომიტივტივდა - ნახე. ჩვენთან კატეგორიებში მრავლობითს არ ვიყენებთ, როგორც დავაკვირდი, გვაქვს "წლის მიხედვით", "რეჟისორის მიხედვით" და ა.შ., შესაბამისად ყველაფერი მხოლობითზეა დასაყვანი. --გიორგი (მომწერეთ) 08:01, 10 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი. სამაგიეროდ ხალხის ნაცვლად ვიყენებთ ხალხებს, მაგალითად გერმანელი ხალხები, ფრანგი ხალხები და ა. შ. მოკლედ რომ ვთქვა ბევრია სამუშაო, თანაც ისიც დაამატე, რომ ჩვენი ძველი ვიკიპედიელების შრომის შედეგად ამ ბოლო ერთ წელიწადში ქართულ ვიკიპედიას დაემატა ბევრი ახალგაზრდა წევრი, რაც ბუნებრივია ძალიან კარგია, უფრო სწორედ მშვენიერია, მაგრამ მათი წერის სტილი არაფრით განსხვავდება ჭადრაკის ავტორის სტილისაგან და მეორე კიდევ ის, რომ უმრავლეს შემთხვევებში ახალი გვერდის შექმნისას ისინი არ იყენებენ არც კატეგორიებში ჩასმას და არც ენათა ბმულთან დაკავშირებას. სხვათა შორის ეს ხანდახან ძველ ვიკიპედიელებსაც ეხებათ, ქალბატონებსაც კი, მაგრამ რას იზამ ქალიც ხომ ადამიანის მეგობარია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:57, 10 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, გიორგი, ამ „ჭადრაკის გროისმაისტერის“ ნაშრომებს მეც ნელი ტემპით მივხედავ, შესავალს მაინც გავუკეთებ და არავიკიპედიურ ტექსტებს ამოვყრი (კარგი გასართობიც არის), წყაროები ცალკე ეტაპი იყოს. რაც ზემოთ დაწერე, გეთანხმები. უბრალოდ ყურადღების ამბავია. ამ ახლებს კიდევ ჰგონიათ, რომ თავისით ემატება ყველა ინტერვიკი და წყარო. იმის გამო, რომ სქოლიო ავტომატურად ჩნდება სტატიაში (სექციის გამოყოფის გარდა), როგორც შევამჩნიე, მაგასაც არ აქცევენ ყურადღებას. --გიორგი (მომწერეთ) 12:11, 10 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი გამარჯობა. ერთი რამის გარკვევას გთხოვ. 9 აპრილს შექმენი გვერდები ქართული ფილმები წლების მიხედვით. ეს გვერდები შექმნილია ფრანგულ და იტალიურ ენებზეც, ოღონდ არა ყველა წლის. რომელი წლებიც დაემთხვა მივაბი, მაგრამ ერთი წლის, კერძოდ 1968 წლის კატეგორიაში სათაურში წერია კატეგორია:1968 წლის სომხური ფილმები, ხოლო ის შესულია კატეგორიაში ქართული ფილმები წლის მიხედვით. ეს მექანიკური შეცდომაა თუ სხვა რამეს ნიშნავს?GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:42, 13 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! დედაკატეგორიების მითითების აუცილებლობა ძირითად სტატიებში არ არსებობს. თქვენ ახლა რუსულის მიხედვით ჩასვით კატეგორიები, თუმცა ჩვენ ქართულ ვიკიპედიაში ძირითად სტატიებთან დედაკატეგორიებს არ ვიყენებთ. - OTOGI Messages 19:22, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა, რუსული აქ არავითარ შუაში არ არის. რუსულის გარდა ენათა ბმულში სადაც კი მესეტას შესახებ გვერდი იყო შექმნილი ყველგან სათითაოდ გადავამოწმე და უმეტეს შემთხვევაში ან პლატო და ან მასივი ეწერა. ზეგანი არც ერთ ენაზე არ არის მოხსენებული, იმ ენებზეც კი სადაც მესეტა იმყოფება (ესპანეთი და პორტუგალია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:33, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგ, იმიტომ რომ ამ ტერმინის გაგება მათთან განსხვავებულია. პლატო არსებითად არის მოსწორებული ზედაპირი, ამაღლებული ვაკე, ხოლო მესეტა არის ქედების, ზეგნების, პლატოების, ხეობებისა და რელიეფის სხვა ფორმების ერთობლიობა. აქ ჭარბობს ზეგანი, აქედან უწოდებენ ზეგანს. ზეგანი არის რელიეფის ისეთი ფორმა, რომლის სიმაღლეა 1000 მ და მეტიც. სტატიას წყაროც აქვს მითითებული. - OTOGI Messages 19:47, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგ განმარტება გასაგებია, მაგრამ ენათა ბმულში რომ მივაბათ ვერც ერთ ენაზე ვერ ვიპოვით კატეგორიებს — და . ვერ ვიპოვით ერთი უბრალო მიზეზის გამო — ისინი არ არსებობენ. გამოდის მესეტა რომ ზეგნია მარტო ქართველებმა იციან და სხვებმა არა, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის ზეგნებზე ყველა ვწერთ, რომ ის ზეგანია და კატეგორიებსაც ვუქმნით.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:59, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
რიგი გეოგრაფიულ-გეოლოგიური ტერმინის გაგება აღმოსავლეთში და დასავლეთში არის სხვადასხვაგვარი მოყოლებული 20 საუკუნიდან. გვაქვს ტერმინი ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა, მაგრამ დასავლეთში იგივე ტერმინი არ აქვთ. გამოდის, რომ მარტო ქართველებმა ვიცით. ასეა. ის, რომ კატეგორია ვერ მიაბით, ეს არ არის არგუმენტი. შეუძლებელია ყველა სტატია თუ კატეგორია დავაკავშიროთ ერთმანეთთან. ახლა მიაქციეთ ყურადღება, რომ ინგლისურში en:Central Siberian Plateau ქართულად შუა ციმბირის პლატო კი არ არის, არამედ ზეგანი (იხ. შუა ციმბირის ზეგანი). იმედია არ მომთხოვთ ამ სტატიის სახელწოდებისა და კატეგორიების შეცვლას. - OTOGI Messages 20:28, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
კარგი ბატონო. ეხლა მივადექი ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთს, რომელიც შეყვანილია კატეგორიაში — კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს მთიანეთები. არც ერთ ენაზე იგი მთიანეთების სახით არ არის დაფიქსირებული, შედის მხოლოდ მთებში, ასე რომ ეს კატეგორიაც უკუნითი უკუნისამდე მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება და შესაბამისად არც ერთ ენასთან მიბმული არ იქნება, როგორც ესპანეთის და პორტუგალიის ზეგნები.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:37, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]
რას ჰქვია მთა? თქვენ რას მთავაზობთ, რომ მაგალითად, ბენ-ნევისი და ჩრდილოეთ შოტლანდიის მთიანეთი ერთ კატეგორიაში იყოს ?. აბსურდია. მთა და მთიანეთი სხვადასხვაა. შედით კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფია, სადაც დაინახავთ შემდეგს: გაერთიანებული სამეფოს მთიანეთები‎, გაერთიანებული სამეფოს ტბები, გაერთიანებული სამეფოს მდინარეები‎, გაერთიანებული სამეფოს მთები‎, გაერთიანებული სამეფოს ქედები‎. რა არის ამაში ცუდი?. ხვალ შეიძლება მათ რიგს შეემატოს ზეგნები, პლატოები, ხეობები, ვაკეები, დაბლობები და სხვა. ამ შემთხვევაში კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფია არის დედაკატეგორია, ხოლო დანარჩენები ქვეკატეგორიები. ზეგანი, პლატო, მთიანეთი, ხეობა, დაბლობი, ვაკე და სხვა მრავალი დადებითი თუ უარყოფითი რელიეფის ფორმა არის ცალკეული ფორმები, შესაბამისად, მათთვის უნდა შეიქმნას ცალკე კატეგორიებიც. ლოგიკურად და გეოგრაფიულად ასეა. მინდა გითხრათ, რომ ინგლისურ ვიკიპედიაში იმდენი კატეგორია იქმნება, რომ საუკუნეც, რომ გავიდეს ანალოგს ვერ მოუძებნი. - OTOGI Messages 20:58, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე მხოლოდ ლოგიკური გამოსავალის მოძებნას გთავაზობთ და მეტს არაფერს. ჩემი სურვილი ისაა, რომ ქართული გვერდები და კატეგორიები სხვა, თუნდაც ერთ ენასთან მაინც იყოს მიბმული. ჩემი აზრით ეს ყველას ეხმარება არა მარტო წაკითხვაში, არამედ ახალი გვერდების შექმნაში (პირადად მე ბევრჯერ დამმხმარებია). კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს გეოგრაფიაში შევედი და არა მარტო ქართულში და ქართულის გარდა კატეგორია:გაერთიანებული სამეფოს მთიანეთები ვერც ერთ ენაზე რომ ვერ აღმოვაჩინე ამას ვჩივი (გურულად) მეტს არაფერსGiorgiXIII განხილვაწვლილი 21:21, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მაგრამ ეგ არ არის ის საკითხი, რაზეც შეიძლებოდეს ნერვიულობა. რაც მეტი კატეგორია გვექნება მით უკეთესი. თავისთავად, ინგლისური ვიკიპედია ზეგნებზე კატეგორიას ვერ შექმნის, რადგან მათ ეგ ტერმინი არ აქვთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც არ უნდა შევქმნათ კატეგორია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შეუძლებელია ერთმანეთს მივაბათ ყველა კატეგორია და სტატია. გეოგრაფია-გეოლოგიაში კატეგორიები გათვლილი მაქვს და ისე მივყვები მათ. მერწმუნეთ ამ მხრივ, ყველაფერი კარგად მიდის. - OTOGI Messages 21:28, 14 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები#გადავწყვიტოთ ცანგალა 19:38, 20 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

საბავშვო ენციკლოპედია[წყაროს რედაქტირება]

რავარც იქნა ვიპოვნე ის წიგნი და გეოგრაფიაზე მხოლოდ ერთი ტომია. ნახე აბა თუ მოგწონს ამდაგვარი ინფო დაგისკანერებ წიგნს. (ფოტო)--Surprizi განხილვაწვლილი 16:45, 4 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი პროპაგანდა შიგნით არის იმის დედა ვატირე მაგრამ ბევრი ისეთი წვრილმანია, ხვალე საჯაროში მივალ და მაინც დავასკანირებ. საინტერსოა მაგალითად ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა რესპუბლიკა.... მოკლედ ვნახოთ. წიგნი 1983 წლის გამოცემაა და თითოეულ ქვეყნის აღწერას რუკა მოყვება თან. ზედ ქართულად გეოგრაფიული სახელწოდებებია დატანილი, ნუ ზოგან გაცრეცილია რუკა მარა ვფიქრობ მაინც საყურადღებო მასალაა. ამის გარდა იქ საუბარია ისეთ ქვეყნებზე რომლებიც დღეს აღარ არსებობენ და მათზე ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენ წაგვადგება. ასე რომ დაველოდოთ ხვალინდელ დღეს.--Surprizi განხილვაწვლილი 15:35, 5 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო დაველოდოთ, რაც ბევრი ინფორმაცია გვექნება მით უფრო კარგი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:53, 5 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ესაა აფრიკის პირველი ნაწილი, თუ მოგეწონება შემდეგ ნაწილსაც გამოგიგზავნი ხვალ--Surprizi განხილვაწვლილი 16:59, 6 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მიხეილს გაუმარჯოს! ვნახე და შესავალი წავიკითხე კიდევაც. ჩემი აზრით, რაც გუშინ ვილაპარაკეთ ზუსტად ის გამოვიდა. ბუნებრივად საკმაოდ ბევრია ძველი ინფორმაცია და სოციალიზმისადმი რევერანსები. აი მაგალითად შესავალში საბჭოთა კავშირის ქება-დიდება აფრიკის განთავისუფლებაში და იმპერიალისტური დასავლეთისგან დამონებული აფრიკელი ხალხის დახმარებაში. კონკრეტულად ქვეყნები ჯერ არ წამიკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცამდე იქნებიან აყვანილები იმ დროს სოციალიზმისკენ მიმავალი ეთიოპია, მოზამბიკი, ანგოლა, ლიბია და სხვები. ეს რათქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ იგი არაფრად არ ვარგა, სულ არაფერს მაინც ჯობია. წარმოიდგინე ჩვენთან რომ ვინმემ, თუნდაც მოკლე ბუკლეტის სახით რომ გამოსცეს ინფორმაცია მსოფლიოს ქვეყნებზე რა კარგი იქნებოდა. იგივე იქნება სხვა კონტინენტების ქვეყნებზე (კუბაზე და ცხონებულ ფიდელზე იქნება საინტერესოდ გასახსენებელი). თუ არ გაწვალდები გამოგზავნე, პირადად ჩემთვის გასახსენებლად მაინც იქნება საინტერესო.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:59, 6 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ევროპა სრულად მაქვს დასკანირებული და იმასაც მოგაწვდი.--Surprizi განხილვაწვლილი 19:08, 6 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

თქვენი საუბარი შემთხვევით შემხვდა. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით - ერთი ალმანახი გამოდიოდა ბავშვებისთვის, დიდი წიგნის სახით, ყოველ წელს. Круглый год ერქვა. მახსოვს, რომ მედო, თუ ვიპოვე, თუ სურვილი გექნებათ, დაგისკანერებთ, იხალისებთ :) რუსულად არის მთელი ლექსი იმაზე, რომ "დედა რა ხდება, რა ამბავია" და ყველა ერთი ადგილისკენ გარბის, გეგონება რაღაც სენსაცია ნახეს. მოკლედ, ერთი ამბავია და აღმოჩნდება, რომ შავკანიანი ბავშვია და დედა, ეს როგორ და დედა ეს რა არისო. :) სამუილ მარშაკის Мистер Твистер კი მორიგი პროპაგანდისტული შედევრია. p.s. როგორც მუსიკის მოყვარული - დარწმუნებული ვარ, ჯაზიც მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნით დაუშვეს, როგორც დამონებული ხალხის მუსიკა :) --Abandoner განხილვაწვლილი 19:14, 6 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამაუშვი--Surprizi განხილვაწვლილი 03:18, 7 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

აი აფრიკის გაგრძელება და სხვა დანარჩენი--Surprizi განხილვაწვლილი 17:29, 8 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

შენ გაიხარე...[წყაროს რედაქტირება]

გაიხარე, გიორგი, ხომ იცი, ორი თავი, უკეთესიაო. 2 კვირა პერმანენტულად ვუნდები ალბომების სერტიფიცირებების და ჩარტების ადგილების ჩასმას და რაც სია მქონდა, იმის ნახევრიდან დავიწყე კატეგორიების გასწორებაც და ბუნებრივია, რამდენიმეს ზედა დონეების მითითებაც გამომრჩებოდა. --Abandoner განხილვაწვლილი 07:17, 5 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ეხლა დავბრუნდი სტადიონიდან. გამარჯვებას გილოცავ! კარგი გუნდი გვყავს. რაც შეეხება კატეგორიებს, არა უშავს, ვინც მუშაობს მას ზოგჯერ შეცდომებიც მოსდის, ან რაღაც გამორჩება ხოლმე. მთავარია ის, რომ აკეთებ. შეცდომის გამოსწორება ყოველთვის შესაძლებელია, მითუმეტეს ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვართ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:46, 5 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე. commons-ზე წაშველებაზეც მადლობელი ვარ. 10-ზე მეტი წლის განმავლობაში პრობლემები იყო დაგროვებული. კონვეიერივით ვმუშაობდი, თითქმის ბოლოში გავედი. --Abandoner განხილვაწვლილი 08:35, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მილდრედ დრესელჰაუსი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! მაინტერესებს ეს ცვლილება რატომ განახორციელეთ? --Mehman 97 15:02, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა მეჰმან! საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით არა გვაქვს ინფოდაფა მეცნიერი განსხვავებით ინფოდაფა მწერლისა. შედეგად როდესაც ჩვენთვითონვე ხელით ვწერთ ინფოდაფა მეცნიერს ქვემოთ კატეგორიებში წითლად იწერება სტატიები ვიკიმონაცემებიდან მნიშვნელობის განსაზღვრით. აი ეხლა, 5 წუთის წინ, შენ შესწორება გააკეთე და დააბრუნე ინფოდაფა მეცნიერი, აბა შეხედე ქვევით კატეგორიებში წითლად აინთო თუ არა სტატიები ვიკიმონაცემებიდან მნიშვნელობის განსაზღვრით. შენი სურვილი კარგია, ძალიან კარგიც, მაგრამ მაშინ შევქმნათ ინფოდაფა მეცნიერი, როგორც შექმნილია ინფოდაფა მწერალი. აი მხოლოდ ამიტომ განვახორციელე ეს ცვლილება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:40, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
როგორ არა, ინფოდაფა მეცნიერი არსებობს, ხოლო კატეგორიები კი ცოტათი ამ თარგის გაუმართაობის ბრალია, რასაც დათო (იმედია) მალე მიხედავს. ანუ ყველაფერი თარგის ბრალია და ამიტომ ინფოდაფის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. --Mehman 97 15:45, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, სამწუხაროდ, მაგ თარგს პრობლემა აქვს და, როგორც Mehman-მა თქვა, მისახედია, უბრალოდ დროის ამბავია. იხ. განხილვა:მარიამ მირზახანი --Abandoner განხილვაწვლილი 15:51, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გიორგისაც გაუმარჯოს! თქვენ ორივე მართლები ხართ, მე მარტო დაბლა კატეგორიებს ვუყურებდი. პრობლემა ინფოდაფა მითური არსებასაც აქვს (ზევსი), აქაც ქვემოთ, კატეგორიებში აწითლებს. იმედია ეს დროის საკითხია, ალბათ მცირე დროის.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:57, 6 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი, გიორგი. შესწორებად არ ჩათვალო, მხოლოდ ინფორმაციისთვის - ჯილდოები პიროვნების ინფოდაფებში გადავიტანე, ვინაიდან მსახიობების ინფოდაფაში (რომელიც მანამდე არსებობდა) ისინი აღნიშნული იყო. სინამდვილეში, ყველა ჯილდოს ინფოდაფაში არაფერი დატევს. წესით, არც ერთი უნდა ეწეროს ინფოდაფებში და ცალკე სექციის სახით უნდა იყოს, როგორც ეს კეთდება, მაგრამ ვინაიდან ზოგადად ნაშრომი იყო, ჩავთვალე, რომ მისი დაკარგვა უადგილო იქნებოდა. მსახიობების კატეგორიაში არსებული სტატიების დამუშავება პიროვნების ინფოდაფის ჩასმით ჩემი ერთ-ერთი ხანგრძლივი სამუშაო იყო (მართალია, 2 კვირა არ დასჭირდა, მაგრამ რამდენიმე დღე - კი).

საბოლოო ჯამში - ჯილდოების ჩამოთვლა ინფოდაფებში აუცილებელი არ არის. --Abandoner განხილვაწვლილი 20:49, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგის გაუმარჯოს! კი ბატონო, პირადად მე წინააღმდეგი სულაც არა ვარ. რაც შეეხება გუშინდელ ამბავს, ინფოდაფა მეცნიერი და ინფოდაფა მწერალი კიდევ ასე თუ ისე გამართულია, ინფოდაფა მორაგბე მაქსიმუმ სანახევროდაა გამართული, ხოლო ინფოდაფა ჩოგბურთელს ჩემი აზრით ჯობია ხელი არავინ მოჰკიდოს, პრაქტიკულად მთლიანად გაუმართავია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:04, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგენი მთლად ცალკე საკითხია. თან ჩოგბურთელი არაა დამოკიდებული ვიკიდატაზე (მხოლოდ სურათის პარამეტრში აქვს გაწერილი ვიკიდატას მონაცემების აღება). უბრალოდ რაღაც პრობლემები აქვს, როგორც შენ ამბობ. თუ უბრალოდ რამე პარამეტრის არასწორად მუშაობაა, მითხარი და ჩოგბურთელისას დავხედავ ხვალ, იქნებ მივაგნო მაგის მიზეზს. --Abandoner განხილვაწვლილი 21:11, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე კი გეტყვი, მაგრამ ჩემი აზრით ჩემ თქმას გაცილებით სჯობია ხვალ რომელიმე ჩოგბურთელი ამოაგდო და შენ თვითონ გადაიყვანო ინფოდაფა ჩოგბურთელზე, ოღონდ წინასწარ გადახედვაზე დააწკაპუნე. კი არ მეზარება, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვის ნაამბობს საკუთარი თვალით დანახული სჯობია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 21:28, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა კენჭისყრაში. კენჭისყრაში მონაწილეობისთვის დააჭირეთ აქ --Mehman 97 22:56, 7 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დისკოგრაფია[წყაროს რედაქტირება]

სალამი, გიორგი. იმ Coldplay-ს დისკოგრაფიას, განახლება უნდა მაინც (იდეაში, 0-დან მაქვს ასაკრეფი, ბევრი რაღაც აკლია ბოლო წლების). ნუ გადაჰყვები მაინცდამაინც. ყველა რედაქტირებისთვის დიდი მადლობა შენ! --Abandoner განხილვაწვლილი 15:47, 12 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი! მართალი ხარ, მაგრამ ჩემი აზრით იგივეა Depeche Mode-ის დისკოგრაფია, ანუ მასაც განახლება სჭირდება.GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:02, 12 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ჩემს ბოტს ცალკე setting-ები შევუქმენი, რომლებიც ანაცვლებენ დისკოგრაფიებში საერთო სიტყვებს (ქვეყნების შემოკლებებს, ტერმინებს, სერტიფიცირებების სახელებს) და რამდენიმე დისკოგრაფია უკვე გავაკეთე, მაგეებსაც მივხედავ აუცილებლად. --Abandoner განხილვაწვლილი 16:10, 12 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთი რაღაც, გიორგი - ბეჭდის საძმოს ფილმის სტატია დაწყებული მქონდა (გადაკეთება) დიდი ხნის წინ - ამიტომ შენი რედაქტირებები დასაბრუნებელი იქნა ძველზე. ref-ებს ჩავუსვამ თავად მერე (როდესაც ინგლისურ ტექსტში მაგ ადგილამდე მივალ). წინააღმდეგ შემთხვევაში ref-ების დუბლირება მოხდება. უბრალოდ ახლა (დღეს, ხვალ, ზეგ) გეგმაში არ მაქვს. --Abandoner განხილვაწვლილი 11:21, 14 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი! არა მგონია პრობლემა იყოს რაიმე. მე მხოლოდ ბიუჯეტი ჩავსვი, რომელსაც ტექსტი არ ჰქონდა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:32, 14 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, გიორგი. უკან დავაბრუნე მაინც, მივხედავ. მე „ერთი-ერთზე“ ასლს ვაკეთებდი ინგლისურისას და იქ თავად ბმული სადღაც ქვემოთ ეწერა. დანარჩენში შესწორებას არ გავბედავ, რასაც აკეთებ, ყველაფერი დიდი დახმარებაა. ალბომებს რომ ვასწორებდი ბოლო კვირებში, წითლები ბევრგან დამიტოვებია. რაღაც საკითხს ერთი 10 კაცმა რომ მიხედოს, ყველაფერი სწრაფად გაკეთდება. გუშინ აღმოვაჩინე, რომ ასობით კატეგორიის სახელწოდებაში გამოყენებულია მრავლობითი რიცხვები - მაგალითად „კატეგორია:ისტორია რეგიონების მიხედვით“ (და არა რეგიონის - რა სტანდარტიც არის იგივე en-ვიკიში). სამწუხაროდ, ამ საკითხის გამოსწორებას უამრავი მომხმარებლის ერთდროული მუშაობა თუ უშველის და აქამდე მხოლოდ რამდენიმე კატეგორიის შეცვლა თუ მოვახერხე. --Abandoner განხილვაწვლილი 12:46, 14 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გრამატიკა მართლაც რომ დიდი პრობლემაა. ბევრს არ ვილაპარაკებ და ერთს შემოგთავაზებ. ათასობით გვერდი ან კატეგორიაა, სადაც ნახსენებია სიტყვა ,,ხალხები,,. ჩემი აზრით უნდა იყოს ,,ხალხი,,. მაგრამ ამდენ მასალას რა გაასწორებს?GiorgiXIII განხილვაწვლილი 12:56, 14 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ზედმეტად დიდია. მე მგონია, უბრალოდ ჩასანიშნია, როგორც აუცილებლად გასაკეთებელი მომავალში. --Abandoner განხილვაწვლილი 12:58, 14 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ემინემის დისკოგრაფიაც დაუსრულებელია. კონტროლის სიაში ჩავიმატე და მერე გავაკეთებ. 0-დან არის გასაკეთებელი, ტყუილად გადაყევი :) --Abandoner განხილვაწვლილი 09:27, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი! კარგი გასაგებია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:37, 20 ივლისი 2017 (UTC)[უპასუხე]

აზერბაიჯანის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. აზერბაიჯანის სტატია რჩეულის კანდიდატია, გთხოვთ დაელოდოთ და შეინარჩუნოთ სტატუს-კვო. --Mehman 97 17:49, 19 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა მეჰმან! პრობლემა არაა. კი ბატონო დაველოდები და სტატუს-კვოსაც შევინარჩუნებ, თუმცა რა გაფუჭდა ამ ჩემი შესწორებებით არ ვიცი. არაფერი არ ამოვარდნილა, უბრალოდ ყველაფერი მიმდევრობით დალაგდა. დავამატე სათაური "ჯანდაცვა" და ამას თუ შენ (მგონი არ გეწყინება) დაამატებდი სტატიას უფრო დაამშვენებდა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:07, 19 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, არავითარი პრობლემა არ არის, თუ გსურთ და აპირებთ ჯანდაცვის სექციის ჩამატებას, ჩაამატეთ დემოგრაფიის სექციაში. --Mehman 97 18:11, 19 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მთავარია სექცია ცარიელი არ იყოს --Mehman 97 18:12, 19 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ჯერ უბრალოდ აფრიკის ქვეყნებზე ვარ, სავარაუდოდ 2 თვეში მოვრჩები და შემდეგ ჩავამატებ ჯანდაცვასაც და კიდევ სხვა რამეებსაც. უბრალოდ როდესაც ქვეყანაზე სტატია იწერება მას აქვს თავისი თანმიმდევრობა: ჯერ ისტორია, მერე გეოგრაფია, შემდეგ პოლიტიკური სისტემა და ა. შ. ეს ყველაფერი შეგიძლიათ იხილოთ აფრიკის ქვეყნებში (გარდა არაბული აფრიკისა და გვინეის ყურის ქვეყნებისა, ჯერ არ დამიწერია და იმიტომ) და ოკეანეთის ქვეყნებში. აი ეს გავაკეთე აზერბაიჯანის სტატიაშიც, რომ დაცული ყოფილიყო თანმიმდევრობა, მეტი არაფერი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:25, 19 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აფრიკის ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

აფრიკის ვიკიორდენი
ქართულ ვიკიპედიაში აფრიკის თემებზე შექმნილი და გაუმჯობესებული სტატიების გამო გასაჩუქრებ ამ ორდენით, ასე განაგრძე და ვიკიპროექტების დროს გასაუმჯობესებელი აფრიკული ქვეყნები აღარც იქნება ვიკრიჭები.--გიო ოქრო 20:03, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა! ჩემი მიზანია ქართული ვიკიპედია რაც შეიძლება უფრო მდიდარი, გამართული და საინტერესო გახდეს. რაც შემიძლია და სანამდეც შემიძლია ბუნებრივია ვიმუშავებ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას!GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:32, 10 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ორგანიზაციები[წყაროს რედაქტირება]

გიორგი, სალამი. ორგანიზაციები ტიპების მიხედვით თუ ტიპის მიხედვით? მხოლობითს არ ვიყენებთ? --Abandoner განხილვაწვლილი 06:55, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგის გაუმარჯოს! ზუსტად რომ გითხრა არ ვიცი, ისე, ჩემი აზრით ტიპის მიხედვით უფრო ჯობდა. თუ მართლა ასე ჯობია კატეგორია როგორ გავასწორო?GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:25, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე მგონია, ადრე სადღაც ვახსენეთ კიდეც, რომ ეს მრავლობითი არასწორია...მე პირადად მხოლობითში გადაყვანა ინგ. ვიკის თანახმად დავიწყე და პრინციპში, რომ დავუკვირდი, დავასკვენი, რომ მხოლობითი სწორი იყო. ნელი ტემპით კატეგორიები გადამყავს მაგ სტანდარტზე, არა მხოლოდ მუსიკაში. არ ვიცი, რას იტყვი ამაზე. --Abandoner განხილვაწვლილი 09:33, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად თანახმა ვარ, ეს ზემოთაც ვახსენე. მითუმეტეს რომ ადრე (ალბათ ორი თვის უკან) მე თვითონვე ვიყავი ყველაფრის მრავლობითში წერის წინააღმდეგი და მაგალითისთვის ტერმინ (ან სიტყვა) ხალხს ვასახელებდი, რომლის ჩემი აზრით დამახინჯებული გამოყენება საკმაოდ მრავალია ქართულ ვიკიპედიაში (კატეგორიებშიც), მაგალითად აფრიკელი ხალხები, აზიელი ხალხები და ასე შემდეგ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:43, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ალბათ Peoples-ზე ამბობ. ეგ ლოგიკურად წარმოშობილი სიტყვაა, თან ნაძალადევი სიტყვა არ მგონია, იყოს - "მსოფლიო ხალხთა ზღაპრები" ხომ არის ძველი წიგნი, მაგის ავტორ-შემდგენელ ხალხს ამ მხრივ არაფერი შეეშლებოდა. --Abandoner განხილვაწვლილი 10:08, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სინამდვილეში, მარტივია თავად კატეგორიების პოვნა - აი https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სპეციალური:ძიება&limit=500&offset=0&ns14=1&search=მიხედვით&searchToken=b95a6bl4c72no7cbvc9gg3gd2 - მეორე ამბავია გასწორება. ბოტი აგერ არის, მაგით ვცვლი კატეგორიებს. თავად კატეგორიების რაოდენობა, როგორც ხედავ, 13,202-ია და მრავლობითი ყველაში, ბუნებრივია, არ არის გამოყენებული, მაგრამ მაინც დროის ამბავია. --Abandoner განხილვაწვლილი 10:19, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით გიორგი იცი რაშია საქმე? მე როგორც ჩემთვის დიდათ "საყვარელ" კომუნისტების დროინდელ დროს სკოლაში მასწავლიდნენ ქართულ ენაში არსებობენ სიტყვები, რომლებიც მხოლოდ მრავლობით მნიშვნელობას შეიცავენ და სიტყვები, რომლებიც ორივეს. ასე რომ უნდა დავწეროთ საჰარის უდაბნოს ქვიშა და არა ქვიშები. ენა და ქვეყანა შეიძლება იყოს ერთი ან მრავალი, ხოლო ქვიშა და ხალხი მრავალი. მაგალითად რომელი უფრო სწორი იქნება აფრიკელი ხალხი თუ აფრიკელი ხალხები? გინდა გვერდი, გინდა კატეგორია? თუმცა ეს ჩემი პირადი აზრია, როგორც მოყვარული "ლინგვისტის" ან "ენათმეცნიერის" და ვერაფერს და არაფერს მე არ ვამტკიცებ. საერთოდ ეს საკითხი ფორუმზე ხომ არ გაგვეტანა?GiorgiXIII განხილვაწვლილი 10:47, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
პრობლემა ისევ ის არის, რომ გვაბნევს ბევრი რამ, თუნდაც ეს მრავლობითი (როცა უცხო ენაზე ვკითხულობთ). იგივე აფრიკაში, ვინაიდან სხვადასხვა ერია, ამიტომ, როგორც ჩანს, ცდილობენ საერთო დასახელებით "ხალხები" მათ მითითებას, თუმცა ფაქტია, რომ ყურს უხეშად ხვდება. ასე თუ ისე, კატეგორიებზე მუშაობას მშვიდად განვაგრძობ, იმედია, ოდესმე დასრულდება ამის რეორგანიზაციაც. --Abandoner განხილვაწვლილი 10:58, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, ოღონდ ერთ შესწორებას გავაკეთებ. აზიაში კიდევ უარესია და ჩემი აზრით ხალხი უნდა დავტოვოთ, როგორც ხალხი და არა ხალხები, ხოლო როდესაც რომელიმე ქვეყნის ხალხის სიჭრელეზე ვლაპარაკობთ გვაქვს მშვენიერი ტერმინი "ეთნიკური ჯგუფები" და ეს უნდა ვიხმაროთ. ეს ჩემი აზრია და მეტი არაფერი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:14, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

თარგი:სპორტის ოლიმპიური სახეობები - hlist-ზე გადავიყვანე და რამე ხომ არ წამიშლია შენებიდან? --Abandoner განხილვაწვლილი 12:52, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა, პირიქით უფრო კარგია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 13:04, 29 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ბატონო გიორგი. გთხოვთ ამ სიმბოლოებს « » ნუ იხმართ. ამის მაგვივრად ვიყენებთ ბრჭყალებს („“). პატივისცემით Gobrona განხილვაწვლილი 20:40, 15 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ, გასაგებია შემდეგში აღარ გამოვიყენებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 20:44, 15 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

შენ რას ფიქრობ[წყაროს რედაქტირება]

სალამი, გიორგი. ძველი საკითხია, მაგრამ მაინტერესებს ისე, შენი აზრიც. ახლა რომ გააკეთე რუსული სათაურით სტატია და მერე გადაიტანე, ამან მომაფიქრებინა. მოკლედ, ჩრდილოელი მეზობლის ქვეყნების შემსრულებლების შესახებ ხოლმე რაღაცებს ვწერ, თავისთავად. მაგრამ ჩვენთან ძალიან მცირეა მათი ჩანაწერების შესახებ სტატიები. პუგაჩოვებს და სხვებს რომ შევეშვათ, ბუნებრივია, ინტერესების გამო, პირველ რიგში იქაურ როკ-მუსიკაზე მსურს წერა და, მით უმეტეს, ისეთ საკითხზე, როგორიც არის ru:100 магнитоальбомов советского рока.

ახლა ასეთი რაღაცაა - მომხმარებელ ცანგალას ადრე ჰქონდა ასეთი ვერსია, რომ ასეთი ჩანაწერების შესახებ სტატიების სათაურები დაწერილიყო ტრანსლიტით (ანუ ლათინურად). ავიღოთ თუნდაც იმ სიიდან ალბომი "Воскресение 1", რაც უნდა ყოფილიყო "Voskrenenie 1" ან "Voskresenye 1". ჩემი აზრი მაშინ ის იყო, რომ ლათინური სახელწოდებით ამ ყველაფრის ძიებას ჩვენთან მაინც არავინ დაიწყებდა. ორიგინალური სახელწოდებაც ლათინური ასოებით არ არის. სხვათა შორის, თუნდაც ამ ჯგუფის (Воскресение) სტატია მისამართდება ინგ. ვიკიში "Voskreseniye"-ზე (შესაბამისად, ჩვენთან თუ გაკეთდება, გაკეთდება ჯერ რუსული და მერე გადავა ქართულ "ვოსკრესენიეზე").

მაგრამ მეორე საკითხია - ისევ - ალბომების სახელწოდებები. იგივე აკვარიუმის ჩანაწერები, როგორიც არის ჯერ დაუწერელი Любимые песни Рамзеса IV. აი თუნდაც შენ რას ფიქრობ - შეიქმნას ამ სახელწოდებით და დარჩეს ასე, ვინაიდან ორიგინალური სახელწოდებაა თუ ითარგმნოს, როგორც ითარგმნება და გადამისამართდეს ორიგინალიდან (იმის გამო, რომ ქართულად ძიებას არავინ დაიწყებს)?

მე პირადად მაწყობს თარგმანი იმის გამო, რომ ეს გაუგებრობა ისედაც მაფერხებს. მართალია, იმდენი რამე მაქვს მაგის გარეშეც გასაკეთებელი, მაგრამ ამასაც ოდესმე მივადგები აქტიურად. --Abandoner განხილვაწვლილი 18:13, 28 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგის გაუმარჯოს! ეხლა რომ გავაკეთე სტატია რუსული სათაურით და მერე რომ გადავიტანე ამას სულ სხვა მიზეზი აქვს. იგი 213 ბმულზე რატომღაც რუსული სათაურით ეწერა და მინდოდა, რომ ყველა ეს 213-ვე ბმული გადამისამართებულიყო ქართულ ენაზე. რაც შეეხება შენ კითხვას, რომ გითხრა სიმართლე ეს ჩემთვის ამ საკითხზე პირველი პრობლემაა და შესაბამისად აქამდე არც დავფიქრებულვარ. ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ჩემი აზრით ჯობია სათაური ქართული შრიფტით დავწეროთ, თარგმანის გარეშე, ხოლო გვერდის წერას რომ შევუდგებით ორიგინალი ფრჩხილებში კირილიცათი ვაჩვენოთ. რუსები არ წერენ „ორერა“-ს, არამედ წერენ „Орера“-ს. ისე რუსულ მუსიკას რომ შეეხე ჩემი აზრით ამაში ცუდი არაფერია. არა მარტო როკზე მაქვს საუბარი, თუნდაც ეს პოპი იყოს, ან ფოლკი. უფრო მეტიც თვით ლუდმილა ზიკინაც რომ იყოს ამაშიც კი არაფერია ცუდი (მე სერიოზულად ვლაპარაკობ და სულაც არ ვხუმრობ). გინდა თუ არა რეალობაში დღეს რუსულ მუსიკას, ისევე როგორც ინდურს, ჩვენთან გარკვეული მიმდევარი და მოყვარული ჰყავს და ამაში ვერანაირ პრობლემას მე ვერ ვხედავ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:44, 28 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა, გიორგი, შენი აზრის დაფიქსირებისთვის. მანდ იცი, როგორი პრობლემა ჩნდება? სბორნიკ მატერიალოვ დლია ოპისანია მესტნოსტეი ი პლეიმიონ კავკაზა - ასეთი ვარიანტი არ გამოვიდეს (ალბომების სახელწოდებებზე). რა თქმა უნდა, ყველა არ არის ასეთი უშველებელი სათაურით, მაგრამ მაინც... --Abandoner განხილვაწვლილი 18:52, 28 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი ჩემი აზრით წიგნები სულ სხვა რამეა, ხოლო ჟურნალების, გაზეთების, მუსიკალური ჯგუფების, ორგანიზაციების და ა. შ. დასახელებები სულ სხვა. გაზეთი „Правда“ ქართულადაც „პრავდა“-ა და არა „სიმართლე“. რაც შეეხება მხატვრული ნაწარმოების დასახელებებს ჩვენ ხომ ქართულად ვწერთ „დანაშაული და სასჯელი“, „ძმები კარამაზოვები“ და არა „Преступление и наказание“, „Братья Карамазовы“, თუნდაც „პრესტუპლენიე ი ნაკაზანიე“, „ბრატია კარამაზოვი“.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:11, 28 ნოემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი, გიორგი. ჩემი პირადი რჩევა იქნება - ინფოდაფები არ დააკოპირო რუსული ვიკიდან. ვინაიდან ჩვენთან ალბომის ინფოდაფის ფერების სხვა სტანდარტია - ფონის პარამეტრზე მაქვს საუბარი. პლუს ამას, აგერ, მაგ ინფოდაფაში (რუსულში) ალბომების თანმიმდევრობისას არ არის მითითებული შემდეგი და წინა ალბომის გამოცემის წლები (და ამჟამინდელისაც). ფორმატირებაც დარღვეულია - "ამ ალბომის" ველში (კვლავ საუბარი მაქვს ქრონოლოგიაზე) ასევე არ არის მითითებული წელი. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მაგათ ინფოდაფებს ვერ ენდობი ხშირ შემთხვევებში (რუსულ ალბომებზე, ბუნებრივია, არ მაქვს საუბარი). აი ტექსტის ძირითად ნაწილს - დიდი ალბათობით, კი. დევიდ ბოუის სტატიის განვრცობისას რამდენიმე რამ, მაგალითად, რუსული ვიკიდან ავიღე. --Abandoner განხილვაწვლილი 07:39, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგის გაუმარჯოს! რუსულიდან არც ამიღია. უბრალოდ ვიღებ უკვე არსებულ ქართულ სხვა ალბომის ინფოდაფას და მასში შემაქ ის მონაცემები, რომელიც ამ გვერდს ეკუთვნის. ასე ვაკეთებ სხვა სფეროებშიც. მაგალითად ქალაქები, ადმინისტრაციული ერთეულები, გაზეთები, ცხოველები, სპორტის სახეობები და სხვა. რუსული ან სხვა რომელიმე ენის ინფოდაფის თარგმანი არც ერთ სფეროში არასდროს არ გამიკეთებია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 08:54, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
გამიკვირდა. ვიფიქრე, რომ რუსული ვარიანტის სრული ანალოგი იყო, თან იქაც ვარდისფერი ინფოდაფა იყო (რემიქსულს მწვანე უნდა ჰქონდეს). თან იმიტომ ვიფიქრე, რომ რუსულიდან იყო, რომ ეს სტრიქონიც "Альбом преподносился как создание некоего одноимённого дуэта Twin Freaks" იყო გადმოტანილი. რაღაცები გადავამუშავე მანდ. გაიხარე მაგ სტატიის დამატებისთვის, დიდი ხნის წინ მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვარ კარგად ორგანიზებული :) ახლაც ერთ თემაზე ვმუშაობ, მაგრამ ვიცი, რომ ორი კვირის შემდეგ მივაგდებ ერთი წლით :D --Abandoner განხილვაწვლილი 08:58, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
რატომ? შენც შენც ჩემსავით ზარმაცი ხომ არა ხარ?
ცოტა პრინციპულობა და თანმიმდევრულობა მაკლია აქ მუშაობაში :) ეგერ კვირების წინ ოპერაციული სისტემების სტატიების კატეგორიზაცია და ინფოდაფების ჩასმა დავიწყე, ნაწილი გავაკეთე და არის ისე თავისთვის :) --Abandoner განხილვაწვლილი 09:06, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება! (თუმცა ხანდახან სიზარმაცეც კარგია).GiorgiXIII განხილვაწვლილი 09:10, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

აი ახლა ვნახე როლინგების სიმღერაზე და You Got the Silver-ის რუსული სტატიის ანალოგი იყო (შეიძლება, სხვაენოვანი სტატიის) - ყოველ შემთხვევაში, სექციების დაყოფა ასეთივეა. უბრალოდ რატომ გეუბნები ამას - მან გამოყენებულია სიმღერის ინფოდაფა, მაგრამ შენ ალბათ მაგისმა ფერმა დაგაბნია და ამ ფერის გამო ჩაუსვი სინგლის ინფოდაფა (რომელიც ასევე ყვითელია). თუმცა, ეგ სიმღერა სინგლის სახით ცალკე არ გამოსულა, ინგლისური ვიკი უფრო ზუსტ ინფორმაციას იძლევა - იაპონიაში სხვა სინგლის b-მხარეზეა და სინგლად არ ითვლება. და იმ ძვირფასებმაც "Сьюзен Тедесши" რომ დაწერეს - ტედესკი არის ეგ გვარი. :D Доверяй, но проверяй ვარიანტია :) --Abandoner განხილვაწვლილი 11:02, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სტატია კი ბატონო რუსულიდანაა ნათარგმნი, მაგრამ ინფოდაფის შაბლონი არ არის რუსულიდან აღებული. მაგაში მართალი ხარ, რომ ეს მხოლოდ სიმღერაა და არა სინგლი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:16, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
რაც მთავარი იყო ის დამავიწყდა. მადლობა რომ შეასწორე, პირველ რიგში ინფოდაფისთვის. ეხლა თუ სიმღერას დავწერ ამ დაფას გამოვიყენებ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:18, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
არაფრის, გიორგი. კი, აიღე ნიმუშად ინგლისურის ინფოდაფის ტიპები, რომ არ შეგეშალოს, რომელია სინგლი და რომელია უბრალოდ სიმღერა (სინგლზე გამოცემის გარეშე). ისე, მეც მქონდა ეგეთი რაღაცები ადრე, მერე დროთა განმავლობაში დაზუსტდა ინფოები და შევცვალე. მცირე დამატება - ხოლმე არის, რომ სტატიებში ორივე ინფოდაფა იწერება, სინგლიც და სიმღერაც. ანუ გამოცემულია უბრალოდ ალბომზე და ინფოდაფა აღწერს მასე, როგორც ალბომის ნაწილს; მაგრამ წლების მერე ან იმავე პერიოდში აგრეთვე გამოდის სინგლზეც და შესაბამისი ინფოდაფა მას აღწერს, როგორც სინგლის "რელიზს". --Abandoner განხილვაწვლილი 11:23, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. აი ამ საღამოს სიმღერა Let It Bleed-ზე ვაპირებ დაწერას და ეჭვი არ მეპარება ნახავ და თუ რამე შეცდომა იქნება გთხოვ გამისწორო (ინფოდაფის ჩათვლით).GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:28, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მანდ როგორი ვარიანტია - ინგლისურში ყდა ერთვის მაგ სიმღერას, მაგრამ არა როგორც სინგლს (ვინაიდან b-მხარე იყო), არამედ, როგორც ილუსტრაცია. ასე მგონია. ყდას მე მივხედავ მერე, არ არის საჭირო ატვირთვა. ხოლმე ინგლისური ვიკიდან არ ვიღებ სურათებს, ვპოულობ უფრო კარგი ხარისხით და ვამუშავებ. --Abandoner განხილვაწვლილი 11:31, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ისე მე სულაც არ ვიქნები წინააღმდეგი თუ მაგ სიმღერას თავიდან ბოლომდე შენ თუ მიხედავ (თუ დრო გაქვს რა თქმა უნდა). თუ არა და გთხოვ შემისწორო.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:43, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
არა, რას ამბობ, დაწერე შენ და მერე ჩავასწორებ. საერთო ჯამში, უხეშად რომ დავითვალოთ - რამდენი დროც მიაქვს ერთი სტატიის დაწერას (თავისი შესწორებებით), დაახლოებით მაგდენი მიაქვს იმ შემთხვევაშიც თუ შენ დაწერ და მერე მე გავასწორებ. ოდნავ ბუნდოვნად ავხსენი, მაგრამ ასე ვთქვათ - საქმე უფრო მარტივად კეთდება, როდესაც ორი კაცი აკეთებს სტატიას. რ'ნ'რ-ს დარბაზის შემსრულებლების სტატიაც ეგრე იყო - ერთობლივი ძალებით რაღაცნაირად მივიყვანეთ საჭირო კონდიციამდე. --Abandoner განხილვაწვლილი 11:46, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. საღამოს დავწერ.GiorgiXIII განხილვაწვლილი 11:48, 10 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჭიანჭველები[წყაროს რედაქტირება]

გიორგი, შენ წარმოიდგინე, ბოტს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც შენ ახლა აკეთებ. სია რომ მოგეცა ჩემთვის, მარტივად გავაკეთებდი. ვინაიდან შაბლონურად არის ეგ სტატიები შექმნილი, მივუთითებდი ფრაზის ჩანაცვლებას და "ერთ-ერთი ნაირსახეობა"-ს მიუმატებდა ამას - "ერთ-ერთი ნაირსახეობა Camponotus-ს გვარიდან" --Abandoner განხილვაწვლილი 15:04, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა გიორგი, ბარბარობას გილოცავ! უნდა შეხვიდე „სპეციალური გვერდები“-ში, იქ თავშივე „ტექნიკური ხასიათის მოხსენებები“-ში არსებობს „ობოლი გვერდები“. მაგას რომ გახსნი იქ ალფავიტის მიხედვით დაახლოებით მე-500-ა „Camponotus“-ის სახეობის ჭიანჭველები და მათი დარჩენილი რაოდენობა დაახლოებით 500-ს უდრის (ანუ რაც მე გავაკეთე იმის გარდა).GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:14, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, ეგ სახეობაა ზუსტად? თუ ეგ არის, გავუწერ და შენ დაისვენე :) მეც გილოცავ. --Abandoner განხილვაწვლილი 15:17, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
სახეობაა „Camponotus“, ოღონდ იქ სადაც მე მიგითითე, სათითაოდაა ჩამოწერილი მაგ გვარის თითოეული ჭიანჭველა. მეორე ვარიანტიცაა: გვერდზე Camponotus ასევე ჩამოწერილია თითოეული ჭიანჭველა. ორივე ვარიანტში არსებული ყველა ჭიანჭველა შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ჩემი აზრით უმრავლესობა მაინც დაემთხვევა.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:26, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
იდეაში, მორჩა. იმ სიიდან მალე გაქრება (ან რაღაც ხნის შემდეგ). კიდევ რომლები შეიძლება მივაყოლო (სხვა სახეობები)? --Abandoner განხილვაწვლილი 15:29, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ჯერ არ ვიცი. უბრალოდ მაგ სიაში ყველაზე მეტი ეგ იყო (მინიმუმ 800). დღეს ალბათ ვერა, მაგრამ შემდეგ დღეებში ალბათ გეტყვი.GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:40, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეგრე ქენი - დროც მეტი გექნება სხვა რედაქტირებებზე ან შენს საქმეებზე და უკანასკნელი ცვლილებების ლოგსაც დავზოგავთ :) რაღაცაში ხომ უნდა გამოგვადგეს ეს ოჯახაშენებული ბოტი --Abandoner განხილვაწვლილი 15:44, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ეხლა ვნახე რამდენიმე მათგანი და ყველგან ყველაფერი გაკეთებულია. დიდი მადლობა. მნიშვნელოვნად შემცირდა ეს „ობოლი გვერდები“. კარგია, მრავალ ბარბარობას დაგასწროს ღმერთმა, იცოცხლე!GiorgiXIII განხილვაწვლილი 15:48, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, გავედი მე და ერთი ეს გაუწერე იმ სტატიაში, ახლა რომ გადაიტანე - თარგი:ინფოდაფა კინოფესტივალი, არასწორი ინფოდაფა აქვს იქ ამჟამად. ღამე მშვიდობის, ხვალამდე :) --Abandoner განხილვაწვლილი 21:28, 17 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! როგორა ხარ? სადა ხარ? გამახსენდა 2 წლის წინ, რომ ვწერდი მაშინაც ვერაფერი გავაწყვე. ჩემი აზრით ალბათ ანტარქტიკის თარგშია საქმე. შეიძლება ვცდები, ვერ გეტყვი ზუსტად (ისე მაგ კონტინენტს დაანებე თავი, მაინც სულ ცივა მანდ. აზერბაიჯანის რაიონები ჯობია — სოფლები ხომ დაწერე 2 წლის უკან).GiorgiXIII განხილვაწვლილი 18:55, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
ვიღიმი. ჩემი წვლილი რომ ნახო მიხვდები რომ შეჩერება არ მაქვს. -- ცანგალა 21:17, 22 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, სალამი...და ბოდიში - რამე ხომ არ შემეშალა, "კატეგორიების მიხედვით" სადაც გეწერა, "კატეგორიის მიხედვით" გავუწერე...--Abandoner განხილვაწვლილი 22:24, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

ღამე მშვიდობისა გიორგი!მართალი ხარ მხოლობითში ჯობია. ეხლა შენ როგორ ფიქრობ ამ ანტარქტიდას რა ვუყოთ, პოზრუკაზე რა კოორდინატიც არ უნდა მისცე ზედ სამხრეთ პოლუსს აჩვენებს. გაგვეყინა ცანგალა და იქნებ რამე ვუშველოთ. თარგის ბრალი ხომ არ არის?GiorgiXIII განხილვაწვლილი 22:33, 19 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით,

გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია თემაში განხილვა:იბერიის სამეფო.

დიდი მადლობა.

ორი კაცი ვართ აქ...[წყაროს რედაქტირება]

ამ წინასაახალწლო ჟამს ორი კაცი მაინც ვზივართ და ვმუშაობთ, მაგარი სანახაობაა :) აი სულ ეგეთი აქტიურობა იყოს, მეასე და მეათასი ხარისხში აყვანილი, მომავალ წელს. ჰო და, რადგან ფორუმზე მაინც არავინ გახსნა სექცია, აქ მინდა გისურვო მშვიდობა შინაურ კერაშიც და მის გარეთაც. ბედნიერების და დიდი წარმატების მომტანი იყოს შენთვის დამდეგი წელი. და ქვეყნისთვისაც, რაც ყველას გაგვიხარდებოდა. მცირე დადებითი ცვლილებებიც კი. --Abandoner განხილვაწვლილი 19:09, 31 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

გიორგის გაუმარჯოს! მადლობა და მეც ბუნებრივია გილოცავ. პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ სეხნიავ. დამიჯერე ეს ყველაზე მთავარია. მომავალ წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში ოჯახთან ერთად. ასევე მთელ საქართველოს მოვულოცავ ბუნებრივია ჩვენი ვიკიპედიელების ჩათვლით. გამთლიანებულიყოს და ქვეყანას დამსგავსებულიყოს (მარტო სეპარატიზმს არ ვგულისხმობ). ჩვენებს ყველას ეპატიება, მათი დიდი უმრავლესობა ახალგაზრდაა და ბუნებრივია ყველას საკუთარი დღის წესრიგი აქვს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:17, 31 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

უთუოდ, შენს ნათქვამში ერთი სიტყვა არ არის, რომელსაც ვერ დაეთანხმება კაცი. გაიხარე!!! --Abandoner განხილვაწვლილი 19:27, 31 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

მარტო მე არ ვამბობ ასე, უმეტესობა ასე ლაპარაკობს. ისე სასიხარულოა, რომ ხალხი ნელ-ნელა აზროვნებას აუმჯობესებს.GiorgiXIII განხილვაწვლილი 19:30, 31 დეკემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]