მომხმარებლის განხილვა:Giorgi13/არქივი 2012/2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.



ქონდა - ჰქონდა

სალამი გიო. მადლობელი ვარ მოხმარებისთვის, მარა იქნებ გააჩერო AWB, ხელით რომ ვასწორებ, თან მთლიან სტატიასაც ვავლებ თვალს და სხვა შეცდომებსაც ვასწორებ. --მიხეილ მიწერა 12:21, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი მიშა. არ არის პრობლემა, მაგრამ ზუსტად მაგ ტექნიკურ შეცდომებს, ზედმეტ ჰარებს და მისთანებს AWB-ც ასწორებს ავტომატურად... ;) ეს ისე. ჰა ბურთი და მოედანი. ;) — GIO→13 12:24, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში საქმიანობაში რომ ვერევი, გიორგი, ჩასანაცვლებელი სიტყვის ველში AWB-ში 'ქონდა'-ს წინ ადგილი გამოტოვებული გაქვს? სადმე მართლა 'ჰქონდა' 'ჰჰქონდა'-დ არ გადააქციოს. ერთხელ მომივიდა ეგეთი რაღაც სიტყვაზე ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 12:28, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ, Henry, მეც მქონდა მასეთი შემთხვევა :) პირიქით, მადლობა ყურადღებისთვის. :) — GIO→13 12:32, 11 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აჟარა

გიო სოფელი აჟარა საქართველოს ადმინისტრაციულ დაყოფაში არ არსებობს, ეს მხოლოდ სეპარატისტების მიერ არსებულ დაყოფაშია. საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით არსებობს მხოლოდ ზემო და ქვემო აჟარა რომელიც ერთიანდება აჟარის თემი.--დათო1010 21:21, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, რომ ვერ უნდა დაგეთანხმო... :D ისეთი რამ აღმოვაჩინე დღეს, რომ საფუძველი მაქვს ;) აგერ ბატონო, ოღონდ მართლა ვერ მივხვდი რას ნიშნავს... :( თუ ამიხსნი, მადლობელი ვიქნები. გაურკვევლობაში ვარ... — GIO→13 21:23, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს აჟარის თემი მთლიანად გახდა აჟარის მუნიციპალიტეტი, როგორც აფხაზეთში (2008-მდე) ერთადერთი კონტროლირებადი ტერიტორია. მიუხედავად ამისა აჟარა როგორც სოფელი მაინც არ არსებობს--დათო1010 21:27, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ხო, მეც ზუსტად მაგიტომ ავირიე, დღემდე მასე ვიცოდი... ანუ ახლა როგორც მუნიციპალიტეტი მასეა? წყარო გვინდა ამის გარდა ოფიციალური, სადაც იქნება ნახსენები, რომ აჟარის თემმა მიიღო მუნიციპალიტეტის სტატუსი... მოკლედ, კარგად გვინდა გარკვევა რა, სულ ამრია ახლა ამან :D არა და ვფიქრობდი, მეთქი ეს თემა ბოლომდე უნდა დავალაგო-თქო... :| — GIO→13 21:33, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ერთადერთი რაც ცხადია აჟარა ეს სტატია წასაშლელია. რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტს ეხლაც ვეძებ ინტერნეტში და ჯერ-ჯერობით ვერეფერი ვერ ვიპოვნე. ფაქტია, რომ 2002 წლის აღწერის დროს არსებობდა აჟარის თემი რომელიც შედიოდა გულრიფშის მუნიციპალიტეტში აი დოკუმენტიც 24-ე გვერდზე--დათო1010 21:38, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, მაგის მეტი მეც ვერაფერი ვნახე, ჯერ-ჯერობით... — GIO→13 21:43, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აი აქ ბოლოში წერია, რომ ქურთის მუნიციპალიტეტი, თიღვის მუნიციპალიტეტი, ერედვის მუნიციპალიტეტი, ახალგორის მუნიციპალიტეტი და აჟარის მუნიციპალიტეტი არის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები--დათო1010 21:47, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აჰა, გასაგებია, მადლობა დავით. ახლა რა ვქნათ? სტატიის წაშლა რაში გვაწყობს, იყოს სტატია, როგორც ყოფილ სოფელზე? ესე იგი შეგვიძლია აჟარის, ახალგორის, ერედვის, თიღვის და ქურთის მუნიციპალიტეტებზე, როგორც დროებით ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სტატიების შექმნა... — GIO→13 22:06, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აჟარა არც ყოფილი სოფელია ამიტომ ეგ სტატია თემზე გადააკეთე. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს მაგათზე შეგვიძლია შევქმნათ სტატიები, როგორც დროებით ადმინისტრაციულ ერთეულებზე--დათო1010 22:16, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
დღეს ვეღარ და ხვალისთვის მივხედავ ალბათ... კიდევ ერთხელ მადლობა, დავით, რომ დამეხმარე გარკვევაში. :) — GIO→13 22:26, 14 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ქართული შრიფტი???

გიო ამ ფაილს ქართული სახელები ინგლისური შრიფტით რატომ აწერია?--დათო1010 09:44, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

უი... არა და რომ ხსნი ცალკე ფაილს ქართულად ჩანს... :| — GIO→13 09:46, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს აკად ნუსხში გაქვს წარწერები გაკეთებული ვიღიმი. სილფაიენში გააკეთე--დათო1010 09:48, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი, კი. ვნახე უკვე. :) მადლობა, დავით ;). — GIO→13 09:57, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაGIO→13 09:57, 15 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

შეიხედე

გთხოვ რეაქცია გამოხატო აღნიშნულის შესახებ და გამარკვიო რამდენად სწორი საქციელია ადმინისტრატორის მხრიდან ამის გაკეთება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თანაც გამორჩევით. როგორც წესი მინიმუმ განხილვა მაინც უნდა ყოფილიყო. იქნებ ვიკიპედიის მიღმა განიხილეთ რამე? --ჯაბა ლაბაძე 03:42, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვთვლი საჭიროდ ჩემი აზრის დაფიქსირებას, რადგანაც საკითხი მოგვარებულია იმ ადამიანებს შორის, რომელთა შორისაც უნდა მოგვარებულიყო :). — GIO→13 03:12, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვთვლი არა, აღარ ვთვლი უნდა დაგეწერა. რადგან ეს მანამდე დაიწერა, სანამ მოგვარდებოდა. --ჯაბა ლაბაძე 03:47, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არა, აღარ კი არა, არ. იმიტომ რომ არ ჩავერევი ასეთ შემთხვევებში, როცა თავისუფლად და მარტივად (2 კაცში) შეიძლება პრობლემის გადაჭრა. — GIO→13 05:23, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჩაურევლობა სამწუხაროდ "კარგი" პოლიტიკაა ვიკიპედიაში. რაც პირდაპირ აზარალებს მომხმარებელს. --ჯაბა ლაბაძე 06:39, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ან მივხედოთ ან წავშალოთ. --ჯაბა ლაბაძე 04:22, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არის გარკვეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ეგ მუნიციპალიტეტები დროებით უნდა იყოს, რადგან ოთო აკეთებს ნელ-ნელა და მეც შევუერთდები გამოცდების მერე... — GIO→13 05:21, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ ეს შეთანხმება ვერ ვნახე (არადა მახსოვს ადრე გვქონდა ამაზე საუბარი), თუმცა რავი აბა ამას ნელ-ნელა ვერ უშველის. გარდა ამისა მინიმუმ საერთაშორისო ბმულები მაინც უნდა ჩაუსვათ, რომ ვინმე შეცდომაში არ შევიდეს და სხვა სათაურით არ შექმნას სტატია. ჩემს ბოლო სტატიაში ბარუტი დამჭირდა და ინგლისურში ქართული ვიკიბმული არაა. --ჯაბა ლაბაძე 06:37, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაქსიმუმ 35 დღე მოვიცადოთ კიდევ, ჩაიაროს გამოცდებმა და დავეხმარები ოთოს. — GIO→13 10:52, 7 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩეხეთის მხარეები

იხ. განხილვა:ცენტრალური ბოჰემიის მხარე, სტატიების ნაწილი შენი შექმნილია, თუ სურვილი გექნება ჩაასწორე. --ჯაბა ლაბაძე 17:26, 23 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აჰა, გასაგებია... მადლობა, ჯაბა. :) მაინტერესებდა მეც რატომ იქმნებოდა რუკებთან დაკავშირებით პრობლემები... გადავაგორებ გამოცდებს და მთლიანად~ ვიკისი ვიქნები... ;) :) — GIO→13 17:43, 23 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კარგი გიო. წარმატებებს გისურვებ. --ჯაბა ლაბაძე 19:04, 23 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გაიხარე, მადლობა. :) — GIO→13 19:22, 23 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

AWB სატესტო წვლილები

გამარჯობა გიორგი, AWB ბოტის გაკეთებისას წინასწარ სატესტო ცვლილებებს რომ აკეთებენ, როგორ? სად? ტესტ ვიკიში ვცადე მაგრამ ავებეს არ ჰქონდა სატესტო ვიკის ფუნქცია. როგორ გამოვცადო?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:35, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. პირველი რაც მახსენდება, ის არის, რომ შენი სავარჯიშო გვერდ(ებ)ი მიუთითო... — GIO→13 21:41, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
2 სავარჯიშო გვერდი მაქვს, შეიძლება რომ სავარჯიშო ვარედაქტირო?--ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:43, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რატომაც არა? თავისუფლად... თუ გინდა, ბევრი სავარჯიშო გვერდი შექმენი. მე, მაგალითად, 13 სავარჯიშო გვერდი მაქვს ;):). — GIO→13 21:46, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში შეკითხვებისთვის მაგრამ შეგიძლია მითხრა: ცალკე ბოტს გაუხსნა ანგარიში და იმით დავტესტო სავარჯიშოზე? --ნიკოლოზ1010 განხილვაწვლილი 21:50, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ბოდიში არ არის საჭირო... ხშირად, ახალ ანგარიშს ხსნიან, მაგრამ იგივე სახელით, რაც, მაგალითად ამ შემთხვევაში შენ გექნება, Nika1010 და მას დაემატება Bot. ანუ შენ უნდა შექმნა ახალი ანგარიში, რომელიც შენ დაგექვემდებარება, სახელად Nika1010Bot (ზუსტად ასე). შემდეგ, სპეციალურ გვერდზე მოითხოვ ბოტის სტატუსს და ბიუროკრატის მიერ მონიჭებული ბოტის სტატუსით, შეგეძლება საქმეს შეუდგე. — GIO→13 21:56, 27 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ!

ყოჩაღ გიო "დარდად მაწვა" ჩეხეთის ეგ მხარეები. არადა მთავრდება ჩეხეთის ვიკიპროექტი. --ჯაბა ლაბაძე 14:35, 30 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მოგაშორე ეგ „დარდი“ ;) შენი დახმარების იმედად შევქმენი ;) (თარგმნას ვგულისხმობ, ქალაქების)... — GIO→13 14:46, 30 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
არც მე არ გაგიცრუებ იმედებს :D --ჯაბა ლაბაძე 15:32, 30 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გიო სალამი სტატიებში ჩხუბა და წითელი კლდე არ მიშვებს და ამას მიწერს

ვიკიციტატა
„მონაცემთა ბაზის მოთხოვნაში აღმოჩენილია სინტაქსის შეცდომა. შესაძლოა ეს მიუთითებდეს დეფექტზე პროგრამულ უზრუნველყოფაში. მონაცემთა ბაზაში მოთხოვნის ბოლო მცდელობა იყო:

(SQL მოთხოვნა გაუქმებულია)

ფუნქციიდან „SqlBagOStuff::set“. MySQL-მა დააბრუნა შეცდომა „1114: The table 'pc194' is full (10.0.6.50)“.“

რაშია საქმე იქნებ გაასწორო, მე სხვა სტატიები არ მიცდია. --ჯაბა ლაბაძე 13:24, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჯაბა. მეც მასე მიწერს... ბევრ სტატიაში შვრება მასე... :( რისი ბრალია არ ვიცი. ნეტა „ზემოდან“ ხომ არ აკეთებენ რამეს? — GIO→13 13:31, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
შესაძლოა, ალბათ მაგის ბრალია. ახლა შენს განხილვაშიც ეგ დამიწერა. --ჯაბა ლაბაძე 13:32, 5 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მისალმება

სალამი გიო. ამისთანების მისალმებას რა აზრი აქვს? ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 11:48, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი მიშა. აზრი? კი, აქვს. ნებისმიერ ვიკიპედიაში რომ შეხვიდე და თუნდაც ერთი ცვლილება გააკეთო, ყველგან გესალმებიან... ;) — GIO→13 11:50, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
იყოს მასე, მაგრამ მე პირადად არასოდეს ვესალმები, არაფრის მომცემად მიმაჩნია მაინც ვიკრიჭები --მიხეილ მიწერა 11:52, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კი, მასეა. მაგრამ აქტიურ მომხმარებლებს (ბოლო 30 დღეში ცვლილებების ავტორები) უნდა ვწერდეთ მაინც... — GIO→13 11:54, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
სხვათა შორის მეც ეგ კითხვა დამებადა გიორგისთან. :) --ჯაბა ლაბაძე 11:54, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მგონი პასუხი გაცემულია უკვე. :) იმედია გამიგეთ რატომაც მივესალმე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუნდაც ერთი ცვლილების ავტორებს.. :) — GIO→13 11:55, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

კი პასუხი გაცემულია, მაგრამ მაინც ბუნდოვანი. ეს ცვლილებები მხოლოდ რედაქტირებებს ემატება. საქმეს მაინცდამაინც არ ადგება. :) --ჯაბა ლაბაძე 12:00, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პირველი, მასე არ არის, რადგან ყველა ვიკიპედიაში ხდება ასე და მეორე, თუნდაც რედაქტირებებს ემაატებოდეს, ამით რა? :) — GIO→13 12:04, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ამით ის რომ სადაც საქმეა გასაკეთებელი იქ არ ვიხედებით და უმნიშვნელო ცვლილებებით ვირთობთ თავს. --ჯაბა ლაბაძე 12:11, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
რას ვიზამთ? ხან ისეა, ხან ასე... სულ დატვირთული გრაფიკით ვერავინ ვიმუშავებთ... + ამას, თუ უმნიშვნელოები ისე დავტოვეთ, მნიშვნელოვნებს ვერასდროს ვერ გავაკეთებთ ხარისხიანად, უმნიშვნელოებით იქნება მნიშვნელოვანი... :) — GIO→13 12:13, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
გრაფიკის დატვირთვას არავინ არც გთხოვთ და არც დაგაძალებთ, თუ გინდათ სასიკეთო საქმე აკეთოთ მნიშვნელოვანით აკეთეთ, ოღონდ რიტორიკის გარეშე. ცემთვის უფრო მნიშვნელოვანია სტატიის ხარისხი ვიდრე ის ერთცვლილებიან მომხმარებელს ჩავუსვა მისალმება. თუ მასე თვლი წარმატებები მაგ გზაზე. შედეგს მალე ნახავ.  :) --ჯაბა ლაბაძე 12:26, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მაინც ვერ ვხვდები რატომ? ყველამ ის აკეთოს რაც სურს (წესების ფარგლებში). მართლაც კარგი იქნებოდა რიტორიკის გარეშე... :) — GIO→13 12:46, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი. :) --ჯაბა ლაბაძე 12:47, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. :) — GIO→13 12:55, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არაფერს არ შევუცვლივარ, უბრალოდ საქმე იქამდე რომ დავიდა რედაქტირებები დავაგროვოთ მარტო, აი მაგას ვერ ვიტან. გარდა ამისა მე მგონი რეზიუმე წესებს არღვევს და უნდა წაშალო.  :) --ჯაბა ლაბაძე 13:00, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თუმცა ეს მარტო შენ არ გეხება. მე შენტან უფრო მეტად დიდი გული მაქვს. :) --ჯაბა ლაბაძე 13:01, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
კარგი რა... დარწმუნებული ვარ, აქ ვინც მუშაობს, თუ ყოველთვის არა, 2 წუთით მაინც ნაფიქრი აქვს რედაქტირებების დაგროვებაზე და თუნდაც ასე იყოს (მაგრამ ამის გამო არ ვარ მე ვიკიში. ეს რომ დაინახე, სხვაც უნდა დაგენახა, „თამაშის“ გარდა) და ამ კუთხით ვუდგებოდეთ, რატომ არ უნდა დავიგროვო? ცუდი საქმით ხომ არ ვიგროვებ, საქმეა ესეც, რომელსაც შენ თვლი უსარგებლოდ... :) — GIO→13 13:07, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მისალმება ყველას სჭირდება და ძალიან კარგი, რომ მიესალმე.--ცანგალა () 10:01, 28 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

Enguri.svg

Dear Giorgi, may I ask you to transfer the Enguri.svg, Aragvi.svg, Tetri aragvi.svg and Khrami.svg files to Wikimedia Commons, please? I would like to use them in the cs-wiki. There is not easy to do it in your language. With best regards: Karel61 განხილვაწვლილი 12:23, 29 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

Hello Karel, as far Giorgi has a vacation, I'll reply instead of him - hope he won't get offended :). So, you may use the Commonshelper tool to transfer these files. Also, in case there are any problems, you can contact me whenever you wish.--Melberg; 12:30, 29 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]
Thanks for your swift reaction. I already managed the task. Best regards to you and Giorgi. Karel61 განხილვაწვლილი 20:52, 2 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

წალკის მუნიციპალიტეტი

გიო სალამი. ეს განხილვა ნახე იქნებ დაგეხმაროს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების თარგში არსებული წითელი ბმულების გალურჯებაში. :) --ჯაბა ლაბაძე 11:32, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი, ჯაბა. ახლა დაღლილი გონებით ვერ გავერკვიე რაშია საქმე და ხვალ დასვენებული გონებით შევხედავ... მადლობა. :) — GIO→13 20:03, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ანუ თუ გინდა შექმნა სტატია საბეჭისი ქსე-ში უნდა ნახო კარაკომი. :) --ჯაბა ლაბაძე 20:46, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მადლობა. :) ხვალ იმედია მივხედავ. :) — GIO→13 20:48, 9 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გილოცავთ!

გიორგი, გილოცავ სტუდენტობას! წარმატებულ და საინტერესო წლებს გისურვებ! — მიხეილ მიწერა 11:05, 26 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ გიო! წარმატებული სტუდენტი ყოფილიყავი.--ოთოჯი / მომწერე 11:46, 26 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა, ბიჭებო. :) შევეცდები, ოთო. ;) — GIO→13 12:28, 26 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ )) სულწარმატებებს გისურვებ))--Melberg; 13:17, 26 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
გილოცავ! ისე, უცნაურია, მაგრამ რატომღაც მე უკვე სტუდენტი მეგონე :) — G.G. 06:07, 27 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. :) ხო, რატომღაც. :) უცნაური?.. რატომ? — GIO→13 16:50, 27 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ და სად ჩააბარე?--ცანგალა () 09:59, 28 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

მადლობა. :) ჯავახიშვილი, გეოგრაფია... — GIO→13 07:09, 29 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიშეხვედრა

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:54, 29 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სანამ არ ჩაიძირა

მომხმარებლის განხილვა:Otaxige ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 13:29, 6 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ადმინისტრატორი მე არ ვარ, მაგრამ მახსოვს, რომ სარეკლამოდ შექმნილ სახელებს სამუდამოდ ვბლოკავთ. არა? --H.McC. (მომწერეთ) 13:46, 6 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

უპს... რაღაც გამომეპარა... რა ბოდიში, პირიქით, მადლობა, რომ შენც არ გამოგეპარა. :) მეტყობა, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ვიკიში... :( — GIO→13 14:18, 6 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

საგამოცდო შვებულება

მგონი თარგი გაქვს შესაცვლელი : ) Deu. 07:32, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რავიცი... ვფიქრობ... :) — GIO→13 08:13, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ვიკიგუნება CRAZY ნუ მოგიშალოს ღმერთმა ვიკრიჭები. ეხლა შევამჩნიე ეგ ვიკიგუნება :D. Deu. 08:24, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ასევე... ვიკრიჭები ენაGIO→13 08:27, 12 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მთავარი გვერდი

გიოგი ნახე რა მთავარი გვერდის განხილვა --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 12:08, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვნახე და მიხეილს შეუსწორებია უკვე. :) — GIO→13 12:14, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბაღდათის დროშა

გიო ბაღდათის დროშას რა შეუსწორე? ვერ მივხვდი :)--დათო1010 12:17, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ახლავე აგიტვირთავ რაც შევუსწორე და მერე წავშალოთ... :) — GIO→13 12:21, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
აჰა გასაგებია. კინაღამ თვალები ამომცვივდა განსხვავების ძებნისას ვიკრიჭები--დათო1010 12:25, 12 ნოემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წაშლილი გვერდის განხილვა

გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება. Deu. 04:01, 15 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

გთხოვთ მიიღო მონაწილეობა

მოდით ერთხელ გადავწყვიტოთ -გთხოვ მიიღო მონაწილეობა.--ცანგალა () 10:05, 16 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]