მომხმარებლის განხილვა:Gala

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მომხმარებლის განხილვა:GalaKapanadze)



სალამი. კატეგორია:კომპილაციური ალბომები ლეიბლების მიხედვით - აქედან სტატია გადავიტანე ამაში - კატეგორია:კომპილაციური ალბომები ლეიბლის მიხედვით. კატეგორიებში გვაქვს "წლის მიხედვით" (მაგალითად), "შემსრულებლის მიხედვით", ამიტომ მრავლობითი არ გამოიყენება. --გიორგი (მომწერეთ) 08:29, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფა ალბომში გარკვეული შესწორებების გამო შეიძლება ფონის ველში remix-ის გამოყენებაც. აისახება, როგორც "რემიქსული ალბომი". იხ. Born This Way: The Remix. --გიორგი (მომწერეთ) 09:10, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მადლობა შესწორებისთვის. --Haus of Gala 09:11, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

არაფრის. ვიფიქრე, რომ ეგ ფაქტი ბევრს გამორჩებოდა, წელიწადის და თვეების წინ ალბომის ინფოდაფა მთლიანად გადაკეთდა და ინგლისური ვიკის ანალოგი გახდა, ამიტომ თავისუფლად შეიძლება ყველა ფუნქციის გამოყენება. --გიორგი (მომწერეთ) 09:13, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

როგორც ვხვდები, პროდიუსერის გვარი "ლანგია" - ru:Категория:Альбомы, спродюсированные Робертом Лангом, აგრეთვე - ჯესიკა ლანგი. ამ გვარებზე მეც მომდის სულ გაუგებრობები და გადამოწმება მჭირდება. --გიორგი (მომწერეთ) 10:53, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

უი მანდ ნამდვილად "ლანგი" იქნება, ძველი ვერსიიდან გადმოვიტანე პირდაპირ და არც შემიხედავს როგორ იყო. — Haus of Gala 10:59, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

არა უშავს :) უბრალოდ, ვიფიქრე, სანამ კატეგორია არ შეგიქმნიათ, მიგითითებდით. --გიორგი (მომწერეთ) 11:00, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

შემთხვევით ხომ არ იცი როგორ უნდა ითარგმნოს ქართულად en:halftime show? — Haus of Gala 11:21, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად არ ვიცი, ვინაიდან ჩვენთან (ხომ) ლინგვისტიკა ჩამორჩენილია და ახალ სიტყვებს არ იგონებენ და არც მსგავსი ღონისძიების ტრადიცია გვაქვს. მაგრამ, ვინაიდან ფუნქციურად შუალედური ღონისძიებაა, ალბათ, რაღაც მსგავსი სიტყვის გამოყენება შეიძლება. გარდა ამისა, რუსულ ონლაინ ლექსიკონებში კარგად არის ნათარგმნი, როგორც შესვენება ტაიმებს შორის. --გიორგი (მომწერეთ) 11:24, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ანუ სტატია en:Super Bowl LI halftime show შეიძლება ვთარგმნო როგორც სუპერ-ბოული LI შუალედური შოუ ან 51-ე სუპერ-ბოულის შუალედური შოუ? — Haus of Gala 11:28, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაგალითად, ოსკარზე ასეთი ფორმულირება გვაქვს - ოსკარის 51-ე დაჯილდოება, მაგრამ არსებული ციფრის გამო მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს (51-ე სუპერ-ბოულის შუალედური შოუ). ამასთან, დასაშვებია ასეთი რამეც სუპერ-ბოული LI (შუალედური შოუ). როდესაც გრძელი სახელწოდებებია, მე პირადად ვიყენებ ფრჩხილებს, მაგ. სატახტოთა თამაში (ეპიზოდების სია) და არა სატახტოთა თამაშის ეპიზოდების სია. ამიტომ, პრინციპში, ორივე ვარიანტი, რომელიც გიწერიათ, დასაშვებია, მთავარია, ამა თუ იმ პრინციპის პირველად გამოყენების შემდეგ იგივე სტანდარტი დავიცვათ. --გიორგი (მომწერეთ) 11:36, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

სუპერ-ბოულზე ყოველთვის რომაულ ნუმერაციას იყენებენ, შარშან იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც არაბული ნუმერაცია გამოიყენეს en:Super Bowl 50 / en:Super Bowl 50 halftime show რადგან საიუბილეო მატჩი იყო და თან ლოგოს დიზაინზე 50 უკეთ ჩანდა ვიდრე L. — Haus of Gala 11:46, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მაშინ სუპერ-ბოული LI (შუალედური შოუ) (ასე ვფიქრობ). სუპერ-ბოული LI შუალედური შოუ მთლად ჩამოყალიბებული არ არის. მე მგონია, დასაშვებია მესამე ვარიანტიც - სუპერ-ბოულ LI-ის შუალედური შოუ --გიორგი (მომწერეთ) 12:05, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

მესამე ვარიანტი უკეთესოა და მაგით შევქმნი. მადლობა დამხარებისთვის. — Haus of Gala 12:11, 31 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

Born This Way-ში შევცვალე რაღაცები - პერსონალის სიაში გაგა თავში მოვაქციე. რატომღაც ორიგინალურ სტატიაშიც სადღაც შუაში იყო, არა და წესი ასეთია - მუსიკოსები იწერება მნიშვნელობის მიხედვით. დაახლოებით ასე - ჯერ მთავარი, შემდეგ თანაშემწე, შემდეგ ბექები, შემდეგ შეიძლება მოწვეულის დამატება. ყოველ შემთხვევაში, სტატიების დიდ ნაწილში ასეა.

გვარებ-სახელებიც ჩავასწორე. t ყოველთვის ტ არის, ხოლო th - თ (სხვა შემთხვევაში t-ს როგორც თ-ს არ ვიყენებთ. ეს ყველაფერი გვაქვს თავმოყრილი აქ - დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. დაგეხმარებათ ადაპტირებისას. --გიორგი (მომწერეთ) 09:21, 1 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, ადრე გვქონდა ამაზე საუბარი - მომხმარებლის განხილვა:GalaKapanadze/არქივი 1#Box set. როგორც იქნა, ღირსეული ჩანაცვლება მოვუძებნე - "კომპლექტი". ყველგან ჩავანავაცვლე, სადაც შეიძლებოდა, ახლა კიდევ ვეძებ, სად არის დარჩენილი. ალბომის ინფოდაფაშიც ეგ სიტყვა უკვე აისახება. იქნება კომპლექტი (ალბომის ფორმატი). ბოქს-სეტთან შედარებით ბევრად მსუბუქია და უფრო ტრადიციული. თანაც, თავისუფლად იგულისხმება სინგლების, ალბომების და სხვა ჩანაწერების კომპლექტებიც. --გიორგი (მომწერეთ) 07:59, 16 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კომპლექტი იგივე კრებულთან ასოციაციას არ გამოიწვევს? — Haus of Gala 09:52, 16 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში, ყველა ალტერნატიული სიტყვა "იწვევს" ასოციაციას. სიტყვა კრებულს საერთოდ შევეშვით, კომპილაციას ვიყენებთ (ალბომებთან). გამონაკლის შემთხვევებში "კრებულს" სხვა კონტექსტში ვახსენებთ. კომპლექტი არის რაღაც ნივთების სრული ნაკრები. კრებული - იგივე ჩანაწერების კოლექცია. კომპლექტი შეიძლება იყოს, ამ შემთხვევაში, სინგლების, ალბომების მთლიანი "ბოქს-სეტი". მე მგონია, ჯერჯერობით იმუშავებს ასე. თუ უკეთესს ვნახავთ - გამოვიყენოთ.

ონლაინთარჯიმანმა არც თუ ცუდად ამიხსნა:

კომპლექტი - A collection of various objects for a particular purpose--გიორგი (მომწერეთ) 18:39, 16 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

რამოდენიმე → რამდენიმე[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. სწორი ფორმაა „რამდენიმე“. გთხოვ, გაითვალისწინო. — Mikheil მიწერა 00:11, 22 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა შესწორებისთვის, აუცილებლად გავითვალისწინებ მომავალში. — Haus of Gala 15:00, 22 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

სერტიფიცირება[წყაროს რედაქტირება]

სალამი. ინფორმაციის სახით:

როგორც ხედავ, სერტიფიცირების თარგიც გვაქვს. ამასთან - არის რამდენიმე ნიუანსი, რომელზეც მის ინსტრუქციაში ჯერ არ დამიწერია (არც ზოგადად ინსტრუქცია).

თავად მაგ სერტიფიცირების იგივე ინგლისური ვიკიდან გადმოტანისას, ვცვლით მხოლოდ სტატუსებს (ვწერთ პლატინა, ოქრო, ვერცხლი, ალმასი და კიდევ რამდენიმეს - შეგიძლია ამის კოდში იხილო სხვა სიტყვები - თარგი:Certification Table Entry/Sales.

მაგალითი:

{{Certification Table Entry|region=Italy|type=album|artist=The Beatles|title=Abbey Road|award=ოქრო|relyear=1969|certyear=2013|accessdate=5 ოქტომბერი 2014|autocat=yes}}

რაც ინგლისურადაა დატოვებული - ასე უნდა დარჩეს, სხვანაირად გამართულად ვერ იმუშავებს. მოკლედ, სხვა სიტყვებს არ ვცვლით გარდა (!!!!!!!!!) ცალკე შემთხვევებისა, როდესაც ზოგი ქვეყანა არ არის შეტანილი თავად ორიგინალურ თარგში და ხელით უნდა ვწეროთ. მაგალითი არის აქ - https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Artpop&action=edit&section=6

როდესაც არტპოპში ეგ გადმოვიტანე და ვთარგმნე ავტომატურად (ამის შესახებ ქვემოთ ვახსენებ), ზოგიერთი არ თარგმნა, ამიტომ ავდექი და ხელით ჩავუწერე სამხრეთი კორეა (KMCIA).

ბევრ ტექნიკურ დეტალზე რომ არ გავამახვილო ყურადღება, დავასრულებ - როგორც ჩანს, თარგმნა მხოლოდ მაშინ გვიწევს, როდესაც ყოველ ასეთ Entry-ში გამოიყენება nocert პარამეტრი.

სერტიფიცირებებს ნელნელა შევუდექი, გავა დრო და ყველა სტატიაში ჩავამატებ. აი მათი ფაქტობრივად სრული სია - მომხმარებელი:Abandoner/ალბომები (ჯერჯერობით, B ასოზე ვარ). რაც შეეხება რთულ სამუშაოს (ზოგიერთი სიტყვის თარგმნას), მაგას ჩემი ბოტი მომხმარებელი:AbandonerBot აკეთებს ჩემი მართვით :) --Abandoner განხილვაწვლილი 14:14, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. გაგას ალბომებში აუცილებლად გამოვიყენებ აღნიშნულ თარგს. ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალს ბოლო ცვლილებებს და ვნახე რომ შექმენი სატელევიზიო რეიტინგების თარგი, მინდოდა გამეკეთებინა ამერიკული საშინელებათა ისტორიის რეიტინგების თარგი მაგრამ სეზონების სახელწოდებები არ დაეტია, ბოლოში იკარგება, სავარაუდოდ ქართული შრიფტის ბრალია. შევქმნი ეხლა თარგს და ნახე თარგი:ამერიკული საშინელებათა ისტორიის რეიტინგებიGala 14:35, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

გააკეთე და ვნახავ. გაგას რაც ეხება, მაგაზე ნუ შეწუხდები - ჩემი ბოტი ჩაანაცვლებს სიტყვების დიდ რაოდენობას და რა სტატიებიც გექნება, ყველაში ჩავსვამ. ძალიან დიდი რაოდენობის სიტყვებია შესაცვლელი, ვინაიდან ჩარტების თარგშიც ყველა ქვეყანა თუ ჩარტის სახელი თვითონ ორიგინალურ თარგში კი არ წერია, არამედ სტატიაშია, პირდაპირ ველში ჩაწერილი. ამიტომ ამ ყველაფერს ხელით ვერც ვიზამდი, რომ არ მქონოდა ბოტის საშუალება. მართალია, არ ვაპირებდი ჯერ სინგლებზე მუშაობას, მაგრამ გამონაკლისის სახით - გაგას ყველა სინგლს თუ ცალკე სიმღერას (რაც ჩარტში მოხვდა) გავუკეთებ სერტიფიცირებებსაც და ჩარტებს, თუ სადმე აკლია). --Abandoner განხილვაწვლილი 14:40, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

დამატება - upper-ები და lower-ები გასწორდა, გაგას დისკოგრაფიის სტატიაზე შევამოწმე. ადმინისტრატორს გავაკეთებინე შესაბამისი ფუნქციები Mediawiki-ში --Abandoner განხილვაწვლილი 18:50, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
დიდი მადლობა ჩარტების და სერტიფიცირებების გადმოტანისთვის. მეგონა დაგავიწყდა მაგ თარგზე, გაგას დისკოგრაფიაში კი გასწორდა მაგრამ სხვაგანაც გადავამოწმე (სიმღერების სია და ვიდეოგრაფია) და ისევ upper და lower აწერია. თუმცა რედაქტირებში რომ შევედი და წინასწარ გადახედვას მივეცი გასწორებულად მანახა, მაგრამ რეალურად ისევ upper და lower აწერია. — Gala 19:22, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]
ქეშის გამოა. წეღან ერთი სიტყვა მივწიე გაგას დისკოგრაფიაში და შევინახე - გასწორდა. არ დამვიწყებია, უფრო ვიტყოდი - ნახევრად დამავიწყდა და ფორმულირება ვერ მოვუფიქრე თხოვნას (ყოველდღიური სტრესი თავისას შვრება) --Abandoner განხილვაწვლილი 19:45, 20 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, დავაკვირდი თარგს და უბრალოდ ტექსტის სიგრძის გამოა. სახელწოდება ვერ შემოკლდება, როგორც ჩანს. სიგანის პარამეტრები ვერ ვნახე, მეეჭვება, გამოყენებულ მოდულში ხდებოდეს მაგის რეგულირება, თუმცა, შესაძლოა, ეგრეც იყოს. --Abandoner განხილვაწვლილი 09:55, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

განახლება - გავასწორე! :) 1100-მდე გავზარდე სიგანე და გამოჩნდა თარგში ყველაფერი --Abandoner განხილვაწვლილი 09:57, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჩემთან ისევ ისეა, სხვა ბრაუზერიდანაც გადავამოწმე. შეიძლება ჩემი ეკრანის რეზოლუციის ბრალიცაა. კიდევ რა მაინტერესებს, Title Sequence როგორ იქნება ქართულად? ჩვენთან ტელევიზიები „ქუდს“ ეძახიან მაგრამ არ ვიცი რამდენად მართებული ტერმნინია, ეხლა სტატიაში ტიტრი დავწერე მაგრამ მგონი სხვადასხვა ტირტი და Title Sequence. — Gala 10:26, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მეც არ ვიცი. title card-ს (ლოგოიანი კადრი რომ ჩნდება სერიალის თავში) სატიტულო კადრს ვუწოდებ აქ, მე პირადად. ან სახელწოდებიან კადრს. --Abandoner განხილვაწვლილი 10:34, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სატიტულო კადრში ალბათ მხოლოდ სახელი/ლოგო იგულისხმება. Title Sequence-ში ქასთის შემადგენლობასაც წერენ ხოლმე, აი მაგალითად ესGala 10:44, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჰო, რთულია. ტიტრებია ან ტიტრების სცენა, ან შესავლის ტიტრები - ვერ გაიგებ --Abandoner განხილვაწვლილი 10:52, 21 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

მე მგონია, გავასწორე RT-ის რეიტინგების თარგი. რომელიღაც მოდულის კორექტულ მუშაობას ითხოვდა. შესაძლოა, კიდევ აკლდეს რაღაც მოდულები მომავალში. p.s. სერიალების ეპიზოდების განახლებული თარგების ცხრილების დოკუმენტაციას მომავალში დავწერ. --Abandoner განხილვაწვლილი 19:15, 24 ივნისი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. Inch დუიმია - http://glosbe.com/en/ka/inch (აქ ორი ვარიანტია, მაგრამ ეს სწორია - http://ena.ge/orthography-online?ls=YTozOntzOjEwOiJzZWFyY2hXb3JkIjtzOjE1OiLhg5Phg5jhg6Phg5vhg5giO3M6OToiZm9ybXRUeXBlIjtzOjExOiJ3cm9uZzJyaWdodCI7czo5OiJ2aWV3LWZhY2UiO3M6NToidGFibGUiO30= )--Abandoner განხილვაწვლილი 12:05, 28 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

სალამი. დიდი მადლობა შესწორებისთვის. დიდხანს ვფიქრობდი როგორ მეთარგმნა ფილმის სახელწოდება, თავდაპირველად ვიფიქრე როგორც ორიგინალშია ისე დამწერეა და უბრალოდ „და“ კავშირი ჩამემატებინა ფუტსა და ორს შორის (გაგა: ხუთი ფუტი და ორი), მაგრამ მერე ვიფიქრე გაუგებარი იქნებოდა ეს ორი რას ნიშნავს და მაგიტომ დავამატე ინჩი (დიუმი), რომელიც მეგონა პირდაპირ ითარგმნებოდა. შენი აზრიც მაინტერესებ რომელი თარგმანი უფრო აჯობებს გაგა: ხუთი ფუტი და ორი თუ გაგა: ხუთი ფუტი და ორი დიუმი? — Gala 12:14, 28 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
თუ ზოგადად მიუდექი თარგმნას, დუიმია სწორი. ვინაიდან დოკუმენტური ფილმია, ბოლომდე ითარგმნოს (გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც რთულია თარგმნა და ვტოვებთ ორიგინალში). გაგა: ხუთი ფუტი და ორი დუიმი (დიუმი ცნობილი შეცდომაა) --Abandoner განხილვაწვლილი 12:35, 28 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]
მადლობა დახმარებისთვის. მაშინ შევუცვლი ეხლავე სახლეს და ჩავასწორებ ყველგან. — Gala 12:39, 28 ოქტომბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

Gala, გამარჯობა. სექცია 2008–2010: The Fame და The Fame Monster-ის მესამე აბზაცში წინადადება („ტურნემ კრიტიკოსების მხრიდან დაიმსახურა მაღალი შეფასებები, ხოლო შემოსავალმა შეადგინა 227,4 მილიონი ამერიკული დოლარი და დასახელდა დებიუტ არტისტრის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შეოსავლიან საკონცერტო ტურნედ“) გაურკვეველია და იქნებ ჩაასწორო. Gobrona განხილვაწვლილი 17:44, 17 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

სალამი, პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რედაქტირებისთვის. რაც შეეხება მაგ საკითხს, კონკრეტულად ხომ ვერ მეტყვი რა არის გაურკვეველი? — Gala 17:53, 17 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

„დებიუტ არტისტრის“ რას ნიშნავს? Gobrona განხილვაწვლილი 21:39, 18 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]

დებიუტანტ, ახალბედა, დამწყებ არტისტს/შემსრულებელს. — Gala 21:52, 18 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, თვითონ სიტყვის ფორმაა გაუმართავი და ჩავასწორებ აუცილებლად.— Gala 21:57, 18 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]