მომხმარებლის განხილვა:Gaga.vaa/არქივი 2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დოკუმენტაცია აქ განთავსებულია დახურული განხილვა. გთხოვთ ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს.

რეალ

რატომ გადაიტანე რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)-ზე? ქართულად სწორი ფორმაა რეალი და არა რეალ ამიტომ ეს გადამისამართება გაუქმდება--დათო1010 09:18, 14 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

რეალ მადრიდი არის კლუბის სახელი ერთიანად, ამიტომ ვფიქრობ ცოტა დავფიქრდეთ სანამ დავაბრუნებთ, მაქედან რა გამოდის რომ: მანჩესტერი იუნაიტედი სწორი ფორმაა???

თარგები

გაუმარჯოს. იმედია თარგებს შექმნი ქვეყნის მონაცემებზე, ცარიელი გადამისამართებები რომ არ დარჩეს. --მიხეილ მიწერა 13:15, 19 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. რათქმაუნდა, უკვე ვაკეთებ!--GagaVaa განხილვაწვლილი 13:17, 19 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბითლზი

სალამი. უბრალოდ მაგ სიმღერების შესახებ გწერ - ჩემმა ბოტმა შექმნა და ამიტომაა რომ უმეტესობას ინტერვიკი არ აქვს ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 13:29, 5 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ეგრეც ვიფიქრე ვიღიმი--GagaVaa განხილვაწვლილი 11:14, 6 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიკიორდენი

პირველი ვიკიორდენი
სპორტზე და სპორტსმენებზე (და არა მარტო) შენს მიერ გაწეული წვლილისათვის გენიჭება პირველი ვიკიორდენი. ასე განაგრძე! წარმატებები! ვიღიმი BruTe () 07:32, 12 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

ძალიან გამიხარდა! ვიღიმი დიდი მადლობა.--GagaVaa განხილვაწვლილი 08:25, 14 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

სალამი Gaga.vaa. შეწყვიტე სტატიის რედაქტირება.! როდესაც სტატიაში არის თარგი {{მუშავდება}} ეს ნიშნავს იმას რომ ამჟამად ამ სტატიას აქტიურად არედაქტირებენ. ამდენად როდესაც სხვა მომხარებელი ცვლის ტექსტს შესაძლოა ამან რედაქტირების კონფლიქტი გამოიწვიოს და ამის გამო თარგის განთავსებელს დაეკარგოს მასალა. ეს თარგი კრძალავს რედაქტირებას მანამ იგი სტატიაშია. ირღვევა ერთგვარი წესიც. არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით ხორციელდება რედაქტირება. ამ დროს შენი რედაქტირებით ავნებ სხვას!. კარგად გაეცანი რა წერია ამ გვერდზე {{მუშავდება}}; იმედს ვიტოვებ მეორეჯერ აღარ დამჭირდეა ამის ახსნა. და აქვე იმას დავამატებ, რომ იყო უკვე ამის შესახებ ბევრი განხილვა და ბევრი საუბარი. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ქმედებების გამო ვიკიპედიაში იქმნება კონფლიქტი მომხარებლებს შორის, რადგან ერთი მომხარებელი ამას ვერ იგებს სათანადოდ, იმედს ვიტოვებ შენ გაიგებ ამას--ოთოჯი / მომწერე 17:48, 15 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! უკანასკნელი რედაქტირება რამოდენიმე საათის უკან გქონდა გაკეთებული და მაგიტომაც გავრისკე, არარის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი. ბოდიშს გიხდი დისკომფორტისთვისვიღიმი--GagaVaa განხილვაწვლილი 17:56, 17 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]
მადლობა სწორად გაგებისათვის!. ბოლო დროს ხშირად მივმართავ ამ თარგს, მოკლე დროში ვეღარ ვასწრებ სტატიის შექმნას. თარგი {{მუშავდება}} სტატიაში წესისამებრ მხოლოდ 1 კვირით შეიძლება იმყოფებოდეს. შემდეგ მომხმარებლებს გზა ხსნილი აქვთ, მათ შორის შენცვიღიმი--ოთოჯი / მომწერე 20:51, 17 აგვისტო 2012 (UTC)[უპასუხე]

Ö

იმდენად საინტერესო საკითხია, რომ არ შემიძლია არ გიპასუხო :). მიშამ იქ დახურა სამართლიანად და ამიტომ აქ მოგწერ.
ერთმარცვლიანობის პრინციპის შენარჩუნებასთან დაკავშირებით: რაც მოიყვანე მაგალითები, ეს ესპანური ენიდანაა და პრობლემაა სწორედ ესპანური სახელების გადმოღებაში, რომლებიც მახინჯდება ქართულში დიფთონგის ორმარცვლიან ბგერად გადაქცევის გამო. შენი არგუმენტიდან ისე გამოდის, რომ რადგან ესპანური და სხვაენოვანი სიტყვების გადმოღებაში გვაქვს ეს პრობლემა, დაე გერმანულშიც გვქონდეს? :). რატომ, როცა ალტერნატივა არსებობს.
შენ არაფერს ამბობ ისტორიაზე. ამ ბგერის გადმოქართულების ისტორია ძალიან საინტერესოა და გასათვალისწინებელია, რაც ასევე ე-ს უჭერს მხარს.
და ბოლოს, შენი ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ო-უმლაუტი იო-სთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე ე-სთან. მაგრამ არც მასე რომ არაა? :-D. არაა ეს ბგერა იო-სთან უფრო ახლოს. დიდად დამავალებ, თუ ამ ფრანგული სიტყვის გამოთქმას მოისმენ. ამ სიტყვაში უკანასკნელი ბგერა არის გერმანული ო-უმლაუტის იდენტური და სხვათა შორის e ასოთი იწერება. რომ მოისმენ, შემდეგ მითხარი, რომელთან უფრო ახლოს იქნება გამოთქმა, იო-სთან თუ ე-სთან. ფრანგული e-ს ტრანსკრიფცია ქართულში არის ე და ამაზე არავინ დავობს (ხომ მართალი ვარ?), მაგრამ გერმანულ ო-უმლაუტზე კი დავობენ, არადა ორივეს ერთი გამოთქმა აქვს :). ასე რომ, გაგა, საქმე მხოლოდ ისაა, რომ გერმანული ო-უმლაუტი გარეგნულად არის ორ წერტილიანი o და არა e, მხოლოდ ასოს გარეგნობაზე თუ დავაფუძნეთ ჩვენი მსჯელობა, მაშინ ბევრ მცდარ დასკვნას გავაკეთებთ ვიღიმი. Deu. 16:47, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

კიდე ერთხელ გეთანხმები, და ვაღიარებ, რომ მართალი ხარ ძირითადად ჩემი მსჯელობა მეც ვრწმუნდები, რომ ეფუძნება მხოლოდ Ö-ს გარეგნობას, რადგანაც მე მოვუსმინე არა მხოლოდ გერმანული Ö-ს გამოთქმას, ასევე სკანდინავიურ და ფინურ ენებშიც Ö და ø-ს გამოთქმას და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სკანდინავიელები გამოთქვამენ თითმის როგორც ქართულ ე-ს, გერმანულად მთლად ასე ცალსახად არაა საქმე, მაგრამ ნუ რათქმაუნდა ე-სთან უფრო ახლოსაა, განსაკუთრებით ცალკე როცა გამოთქვამენ, სიტყვაში კი მაინც გავს იოს, უფრო სწორად ჲო-ს, უფრო უფრო სწორად კი რუსულ Ё-ს. მაგრამ არვიცი მიჩვეული ყურის ბრალია თუ არა მაგრამ მაგალითად მელერი და მენხენგლადბახი ძალიან ცუდად მხვდება ყურზე, მითუმეტეს, რომ თუ ვიკის დავეყრდნობით მიულერისგან და მიუნხენგლადბახიდან გარკვეული სახელცვლილების შემდეგ ჩამოყალიბდა დღევანდელი ფორმით, პლუს ამას ძალიან გაგვიჭირდება და თითქმის შეუძლებელიც კია, რომ თუნდაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ საქართველოში კიოლნს ვინმემ კელნი დაუძახოს.
და კიდე ბოლო და ყველაზე მთავარი არგუმენტი: მაგალითად როდესაც დავუშვათ გვაქვს Keln და Köln დასახელებით ორი ქალაქი, მაშინ ქართულში შემოტანისას ვდგებით აბსურდის წინაშე გვაქვს ორი კელნი როდესაც სინამდვილეში ამ ქალაქებს სხვადასხვა სახელი ქვია. მაგალითად მოვიყვან ფრანგულ ქალაქებს: Caen და Cannes, რომლებსაც ორივეს ქართულად კანი ქვია, რაც ჩემი აზრით აბსურდულია.
რაც შეეხება მარცვლების რაოდენობას, მაგაზე კიდე ერთხელ დარწმუნებით ვამბობ რომ გამორიცხული და შეუძლებელია მაგ წესის დაცვა, არა მარტო ესპანურის გამო, მაგალითად მოვიყვანე გერმანული ie-ც და ფრანგულ სახელებში ხო საერთოდ თითქმის ნებისმიერი სახელის (Marseille-მარსელი, Rouen-რუანი) გაქართულებისას წავაწყდებით იგივე პრობლემას... წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
ეგ შენი ყველაზე მთავარი არგუმენტიც არაა სწორი: დავუშვათ, რომ Ö-ს დრანსკრიფციად დაკანონდა მართლაც იო. შემდეგ ისიც დავუშვათ [ეს "დავუშვათ" არ მომწონს, მაგრამ შენც ამაზე ააგე არგუმენტი :)], რომ არსებობს ოთხი გერმანული ქალაქი Köln, Kjoln, Kioln, Kyoln. რას იტყვი, ოთხივეჯერ კიოლნი არ იქნება ქართულად? ვიკრიჭები. ასე რომ, ეგ პრობლემა, რაც შენ თქვი, ნებისმიერ შმთხვევაში, ნებისმიერ ენაში არსებობს ტრანსკრიფციის დროს. აი, რაც შეეხება დიფთონგების პრობლემას, ესეც რა თქმა უნდა ზოგადად აღმოუფხვრელია, მაგრამ ცალკეულ შმთხვევებში შესაძლებელია და ო-უმლაუტიც ასეთი შემთხვევაა.
რაც შეეხება ამ მაგალითებს, რომლებიც ცუდად გვხვდება ყურში, ეგ კიდევ სხვა პრობლემაა. მაგრამ არსებობს ისეთი სიტყვებიც, რომლებიც სწორადაა დამკვიდრებული: ეკოლოგია (იოკოლოგია), ეკონომია (იოკონომია), რენტგენი (რიონტგენი), კომედია (კომიოდია) და კიდევ ბევრი. რას ფიქრობ, რომელი ჯობია, სწორად დამკვიდრებულები შევცვალოთ, თუ არასწორად დამკვიდრებულები გამოვასწოროთ? ორივე ერთნაირად რთულია ვიღიმი. Deu. 18:06, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ყველაფერს ორი მხარე აქვს, მაგრამ სწორად დამკვიდრებულ სიტყვებში ვფიქრობ ერთადერთი რენტგენის მოყვანა შეგვიძლია მაგალითად, დანარჩენი სიტყვები ქართულში და ზოგადად ევროპაში ბერძნულიდან შემოსულია. ამიტომ რენტგენის გარდა არცერთი სიტყვა არ მახსენდება რომლის დამკვიდრებაც იქნება საჭირო თუ იო ჩაითვლება O უმლაუტის სწორ ფორმად, პირიქით კი საკმაოდ ბევრია.
მაგრამ მე უკვე აღარ ვთვლი, რომ ჩასწორება აუცილებელია ისე თუ დაისმება საკითხი და კიდე ერთხელ იმსჯელებს კომისია მაინც არ იქნება ურიგო.
Köln, Kjoln, Kioln, Kyoln-ის საკითხს რაც შეეხება, ჰო რათქმაუნდა ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით პრობლემას:)
აქვე გთხოვ იხილო განხილვა:რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი), რადგანაც ვხედავ კარგად ერკვევი ლინგვისტურ საკითხებში და დამეხმარო, რომ რეალი მადრიდი გადავიტანო რეალ მადრიდზე--GagaVaa განხილვაწვლილი 18:40, 2 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
სხვათა შორის ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე: ბულგარელებს ფრანგული E-ც და გერმანული Ö-ც, როგორც ьо ისე შეაქვთ. ასე, რომ შეიძლება ფრანგული E-ს შემოტანის საკითხიც არ არის ისე, რომ კამათს არ ექვემდებარებოდეს.

გამარჯობა გაგა ვაა

შეგიძლია გააკეთო ახალი რუკა ივრითულათ

אָפּחָזֶתִּי - აფხაზეთი
סָמֶגרֶלוֹ - სამეგრელო
זֶמוֹ סווָאנֶתִּי - ზემო სვანეთი
כּווֶמוֹ סווָאנֶתִּי - ქვემო სვანეთი
לֶצ'חוּמִי - ლეჩხუმი
רָצַ'ה - რაჭა
חֶבִי - ხევი
אִימֶרֶתִּי - იმერეთი
גוּרִיָה - გურია
אָצַ'ארָה - აჭარა
תּוֹרִי - თორი
מֶסחֵתִּי - მესხეთი
גָ'אווַאחֶתִּי - ჯავახეთი
תּרִיאַלֶתִּי - თრიალეთი
שִׁידָה כָּארתּלִי - შიდა ქართლი
כּווֶמוֹ כָּארתּלִי - ქვემო ქართლი
קָאחֶתִּי - კახეთი
תּוּשֶתִּי - თუშეთი
חֶבסוּרֶתִּי - ხევსურეთი
פּשָאבִי - ფშავი
מְתִּיאוּלֶתִּי - მთიულეთი
ארצוֹ-תִּיאַנֶתִּי - ერწო-თიანეთი

ბოდიში შეწუხებისთვინ და მადლობა. Geagea განხილვაწვლილი 18:25, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, კი გავაკეთებ მაქსიმუმ ერთ საათში დავამატებ. :)--GagaVaa განხილვაწვლილი 18:36, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
:) Geagea განხილვაწვლილი 19:10, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
მზად არის, იმედია ყველაფერი სწორად გავაკეთე, თუ არა, უცებ ჩავასწორებ მომწერე. http://commons.wikimedia.org/wiki/File:Historical_districts_of_Goergia_-_he.svg --GagaVaa განხილვაწვლილი 19:18, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
you are the best. დიდი მადლობა. Geagea განხილვაწვლილი 19:28, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]
იცოცხლე. მზად ვარ ყოველთვის როცა დაგჭირდებით.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:32, 7 იანვარი 2013 (UTC)[უპასუხე]

3 წინადადება

სალამი. შეიძლება, ჯერ ამუშავებ, მაგრამ მაინც შეგახსენებ - სტატია უნდა შედგებოდეს მინიმუმ 3 გამართული წინადადებისგან. შენ კი რომენის სტატიაში 1 გაქვს. --H.McC. განხილვაწვლილი 13:10, 2 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა! კი, რათქმაუნდა დავაკორექტირებ... --GagaVaa განხილვაწვლილი 13:37, 2 მარტი 2013 (UTC)[უპასუხე]

შემმოწმებელი

გილოცავ გაგა, ვიკიპედიელთა გადაწყვეტილებით, დღეიდან შემმოწმებელი ხარ! ეს ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერს ღირსეულად გაართმევ თავს. შენ ასევე ჩაგერთო სწრაფი გაუქმების ფუნქცია, რასთანაც ასევე დიდი სიფრთხილე გმართებს. გისურვებ წარმატებებს! — მიხეილ მიწერა 20:02, 7 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ნდობისთვის, ვეცდები გავამართლო.--GagaVaa განხილვაწვლილი 20:05, 7 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

თსუ

რატომ? განა მითითებულ წყაროებში არ მოწმდება?! — მიხეილ მიწერა 20:50, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

სიმართლე გითხრა მითითებულ წყაროებში მსგავსი ინფორმაცია ვერ მოვიძიე, თან რაზეა ლაპარაკი კამპუსზე თუ სტუდენტების რაოდენობაზე?--GagaVaa განხილვაწვლილი 20:54, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ეგ კი არა უძველესია თუ არა ეგეც საკითხავია თუ თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების თარიღს დავხედავთ — 1917 წელსაა დაარსებული და შემდეგ მაგის ბაზაზე შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა სამართალმემკვიდრეობის საკითხი დგას მანდ და მემგონი წყარო ამ ეტაპზე არ არის საჭირო, ანუ უდიდესზე გავამახვილე ყურადღება.--GagaVaa განხილვაწვლილი 21:01, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაგა, ასეთ რაღაცებზე გამოკიდება ყველა სტატიაში შეიძლება, გავავსოთ ყველა წინადადება თარგი ფაქტით? — მიხეილ მიწერა 21:11, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ დიდი პატივისცემით მიუხედავად, ვერ დაგეთანხმები, თუ მიგაჩნია, რომ ამოსაღებია ამოიღე მაგრამ მე ვფიქრობ უდიდესი როდესაც არის ნათქვამი უნივერსიტეტზე და თან ეს არარის ისეთი შემთხვევა რომ უკამათო იყოს, რადგან კერძო უნივერსიტეტები რომ არ ჩავთვალოთ სამედიცინო და ტექნიკურ უნივერსიტეტებსაც საკმაოდ დიდი სტუდენტთა რაოდენობა ყავთ და კამპუსიც საკმაოდ დიდი აქვთ. სტუ-ს კამპუსი გარკვეული პერიოდი ნამდვილად იყო თსუ-ზე მეტი მაგრამ ალასანიას უნივერსიტეტმა წაიღო სამი კორპუსი 5, 9 და 11 მემგონი თუ ეგ კორპუსები ალასანიას უნივერსიტეტს ნაყიდი არ აქვს და უბრალოდ დროებით საკუთრებაში აქვს იჯარით მაშინ ნამდვილად არ არის თსუ-ს კამპუსი ყველაზე დიდი. მოკლედ უდიდესი უწოდო უნივერსიტეტს, ვფიქრობ რბილად რომ ვთქვათ ძალიან მიკერძოებულია ვიკიპედიისთვის თუ მას წყაროს არ დაურთავ. ამ ლოგიკიდან გამოვედი მხოლოდ და ჩემი გეპეიშნიკობა არაფერ შუაშიავიღიმი--GagaVaa განხილვაწვლილი 21:21, 8 ივნისი 2013 (UTC).[უპასუხე]
უდიდეს უნივერსიტეტში კამპუსების რაოდენობა იგულისხმებოდეს და ეს სტატიაში დაკონკრეტდეს, მგონი სასაცილოა, არ ვიცი. უნივერსიტეტის შემთხვევაში პირველ რიგში სხვა რამ იგულისხმება მგონი, ისევე როგორც უდიდესი ქალაქების შემთხვევაში მოსახლეობა და არა ფართობი. — მიხეილ მიწერა 21:28, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე არ ვიძახი, რომ კამპუსი იგულისხმება მე ვთქვი, რომ დავუშვათ ავტორი გულისხმობს სტუდენტებს ან კამპუსს. რათქმაუნდა სტუდენტებია სავარაუდოთ. მაგრამ როდესაც ლაპარაკია ჩინეთზე, ალბათ არ იქნება სწორი დავწეროთ უდიდესი ქვეყანა, უნდა დავწეროთ უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. არ გეკამათები ამ დღეებში ვეცდები მოვიძიო სტუდენების რაოდენობაზე ინფორმაცია და თუ ნამდვილად ყველაზე მეტი სტუდენტი ყავს ხელს არ ვახლებ, თუ საპირისპირო აღმოვაჩინე, ვფიქრობ ნაკლებ სავარაუდოა მაგრამ მაინც, საერთოდ ამოვიღებ სტატიიდან, წყაროს საფუძველზე. მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტა მიკერძოებულად სჩანს სტატიაში--GagaVaa განხილვაწვლილი 21:39, 8 ივნისი 2013 (UTC)[უპასუხე]

Request for translation. Henrikh Mkhitaryan

Hello and warm greetings from Armenian language Wikipedia!

Could you please help us to translate an article about Armenian association football player Henrikh Mkhitaryan into your unique and honorable language and in return I could translate something about a great Georgian person in our Wiki? BTW I've already written articles about some Georgian athletes like Zaza Pachulia, Nikoloz Tskitishvili and Tornike Shengelia in Armenian. Please create the article requested even in a couple of words

Thank you in advance, Sir! --Narek75 განხილვაწვლილი 10:54, 16 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ok ვიღიმი--GagaVaa განხილვაწვლილი 12:26, 16 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

Didi Madloba :-) --Narek75 განხილვაწვლილი 22:09, 16 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი

გაუმარჯოს. რატომაა ეს სტატია წასაშლელი? მიზეზიც აუცილებლად მიუწერე ხოლმე. — მიხეილ მიწერა 16:17, 1 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, სათაური იყო არასწორად და სწორი სათაურითაც არსებობდა იგივე სტატია, აღარ დავკონკრეტდი, მივაწერ შემდეგში აუცილებლად--GagaVaa განხილვაწვლილი 17:11, 1 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

წყაროს მითითება

გამარჯობათ, როდესაც სტატიაში მსგავს სიახლეს შეიტანეთ (2011 წლამდე ექვემდებარებებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს) აუცილებლად მიუთითეთ წყარო საიდანაც ეს ინფორმაცია აიღეთ. --JABA 1977 14:10, 5 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჰო, რათქმაუნდა დღეს განვაგრძობ მაგ თემას, უფრო საინტერესო ისაა ბათუმზე მიკუთვნების შემდეგ დაბის სტატუსი სეინარჩუნა თუ მხოლოდ უბნის სტატუსი აქვს? მაგ ინფორმაციას ვეძებდი და ვერ ვიპოვე, ამიტომაც შევიკავე თავი.--GagaVaa განხილვაწვლილი 04:17, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე რა ინფორმაციაც დავინახე იმან დამაინტერესა. გმადლობ. --JABA 1977 04:27, 6 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

რა გჭირს გაგა?

გაგა რა გჭირს. განხილვაში რაც ეწერა ის დავიცავი. თან იმ სტატიას დმანისზე რომ არის ლიტერატურა გადასამოწმებელი აქვს, ვფიქრობ მცდარია. --JABA 1977 18:50, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა არ ვაპირებ მაგ საკითხზე ნერვიულობას მაგრამ განხილვის გვერდზე უკვე დავწერე რასაც ვფიქრობდი. უწესრიგობა არ მიყვარს, ორი ჩათახის არსებობა გამორიცხულია ერთი უნდა წაიშალოს აუცილებლად და მეორე კი ბატონო როდესაც რაიმეს გადავწყვეტთ გადავიტანოთ სადაც გსურთ.--GagaVaa განხილვაწვლილი 18:54, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
გაირკვევა ყველაფერი ბოლომდე და წაიშლება. მთავარია, გადაწყდეს მალე. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:57, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად არაა ორი სტატიის არსებობა მიზანშეწონილი, მაგრამ ჯერ განხილვაში გადავწყვიტოთ (როგორც ჰენრიმ დაგიწერა) და მერე წავშალოთ რა არის ამაში პრობლემა? --JABA 1977 18:58, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ოკ,ოკ, მოვრჩეთ მაგ თემაზე და ორშაბათს რაიმე გავარკვიოთ და სამშაბათს განვაგრძოთ. --GagaVaa განხილვაწვლილი 19:05, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები. :) --JABA 1977 19:10, 28 სექტემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ბობი მური— ცარიელია სტატია.--ცანგალა () 17:42, 9 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცხადია, მუშავდება მაგიტომაც დავტოვე, ჩავამთავრებ მალე ვიღიმი--GagaVaa განხილვაწვლილი 12:59, 10 ნოემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]