მომხმარებლის განხილვა:Eka20053

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

UndDerDie () 09:21, 3 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

პირველი კომპიუტერი[წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში პირველი კომპიუტერი ENIAC (Electronic Numerical Integrator And Computer ) 1946 წელს ამერიკაში ამუშავდა. იდეის ავტორები ამერიკელი მეცნიერები ჯონ მოუჩი და ჯონ პრესფერ ეკერტი იყვნენ. მანქანის შექმნა ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდა. აგრეგატს აწყობდნენ 1943-დან 1945 წლამდე, როცა ევროპაში მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. პირველი კომპიუტერი სწორედ ამერიკული არმიისთვის შეიქმნა და არტილერიისა და ავიაციის ბალისტიკური მონაცემების დაანგარიშებისთვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით მას კოსმოსური რადიაციის კვლევებისთვის და წყალბადის ბომბის პროექტირებისთვისაც იყენებდნენ. ENIAC -ი 85კვ.მ. ფართობს იკავებდა, 28 ტონას იწონიდა, 1800 ლამპისგან შედგებოდა, 150 კვტ ენერგიას მოიხმარდა და Chrysler-ის საავიაციო ძრავით გრილდებოდა.


1928 წლის იანვარში ქართველმა მეცნიერმა გიორგი ნიკოლაძემ პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში შექმნა ნაშრომი საბეჭდ მოწყობილობაზე და მას უწოდა ”პირდაპირი გამრავლების წმინდა ელექტრონული არითმომეტრი”, რომელიც აიგებოდა ყველა მანამდე არსებული არითმომეტრისაან განსხვავებულ პრინციპზე. ამ ნაშრომის შესახებ ფრანგული პრესაც იუწყებოდა. გიორგი ნიკოლაძემ მრავალი ფირმისა და კომპანიისაგან მიიღო თანამშრომლობის წინადადება, მაგრამ მან ყველას უარი უთხრა, რადგან სურდა, მანქანა საქართველოში აგებულიყო. 1929 წელს ის საქართველოში დაბრუნდა, მანქანის ასაგებად ცალკეული ტექნიკური დეტალების ჩამოყალიბება უნდოდა, მაგრამ შექმნილი სიტუაციისა და სხვადასხვა გარემოებების გამო მანქანის აგება ვერ მოახერხა. 1930 წელს კი გ.ნიკოლაძე მოულოდნელად ფილტვების ანთებისაგან გარდაიცვალა. დღემდე მითითებული ნაშრომი და ნახაზები დაკარგულად არის მიჩნეული. მითითებული გამომთვლელი მანქანა, თავისი მოქმედების პრინციპებით, თანამედროვე გამომთვლელი მოწყობილობების წინამორბედია.