მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

კავშირი[წყაროს რედაქტირება]

დათო, გამარჯობა, როდესაც დრო გექნება იმეილი შეამოწმე ძალიან გთხოვ.--Melberg; 08:33, 8 აგვისტო 2012 (UTC)

სტეფანოს ტარონეცი[წყაროს რედაქტირება]

დათო გამარჯობა. ეს სტატია შენი შექმნილია და იქნებ ქსე-ს ტომი მიუთითო. მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 05:10, 15 აგვისტო 2012 (UTC)

გაკეთდა. Deu. 16:34, 25 აგვისტო 2012 (UTC)

დათ, მე რომ გთხოვე ns-ებთან დაკავშირებით გახსოვს? დღეს რომ გავაკეთოთ, გამოვა?--Melberg; 09:38, 26 აგვისტო 2012 (UTC)

ცუმსტაინსპიცე[წყაროს რედაქტირება]

სალამი დათო. ეს ასე მეუბნება, სწორია? — მიხეილ მიწერა 15:03, 27 აგვისტო 2012 (UTC)

ნწ, ცუმშტაინშპიცე. :) Deu. 15:14, 27 აგვისტო 2012 (UTC)
აბა მაგ დახმარებას რა ვუყოთ? (st - სტ (სიტყვის თავში - შტ): Stephan - შტეფან-ი, Steiner - შტაინერ-ი.) --მიხეილ მიწერა 15:19, 27 აგვისტო 2012 (UTC)
ცუმ-შტაინ-შპიცე - სამი სიტყვის ნაერთია. შტ და შპ ორივე შემთხვევაში რთული სიტყვის შემადგენელი ნაწილების თავში დგას ვიღიმი. აგრეთი რთული რამეა დოიჩი ვიკრიჭები. Deu. 15:29, 27 აგვისტო 2012 (UTC)
აჰაა, მადლობა. რა გინდა, ფრანგულს კი სჯობს, U ქართულში იუ პირდაპირ სასაცილოა ვიღიმიმიხეილ მიწერა 15:43, 27 აგვისტო 2012 (UTC)
ისევე როგორც Ü ქართულში იუ. ზუსტად ისე გამოითქმის, როგორც შენ მიერ აღნიშნული ფრანგული ბგერა :) Deu. 15:58, 27 აგვისტო 2012 (UTC)

ქართველები[წყაროს რედაქტირება]

დავით იქნებ ამას გადახედო გერმანულად არის აღწერის მონაცემები და მაინტერესებს ეთნიკურ ქართველებზეა საუბარი, თუ საქართველოს მოქალაქეებზე?--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 17:59, 28 აგვისტო 2012 (UTC)

მაგავე განხილვაზე დავწერე პასუხი ვიღიმი. Deu. 18:21, 28 აგვისტო 2012 (UTC)

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გთხოვ(თ), მიიღოთ მონაწილეობა სექტემბრის ვიკიშეხვედრასთან დაკავშირებით განხილვაში. მადლობა, Deu. 09:57, 29 აგვისტო 2012 (UTC)

ღრმად პატივცემულო ბატონო დავით, დიდად სასიამოვნოა თქვენი წერილის კითხვა; ფრიად მოხარული ვარ, რომ შემატყობინეთ, თორემ რა მეშველებოდა ვიკრიჭები. Deu. 15:05, 29 აგვისტო 2012 (UTC)

მომხმარებელი:Melberg/el[წყაროს რედაქტირება]

სამივე მომხმარებელზე მაქვს ხმის მიცემის უფლება, თუ მხოლოდ ორ მომხმარებელზე?--ცანგალა () 18:05, 30 აგვისტო 2012 (UTC)

გილოცავთ[წყაროს რედაქტირება]

დავით, გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაგასწროს უფალმა! გისურვებ ყველაფერს საუკეთესოს, აგსრულებოდეს ყველა მიზანი! — მიხეილ მიწერა 21:34, 14 ოქტომბერი 2012 (UTC)

გილოცავ! მრავალს დაესწარი, წარმატებები! – ოთოჯი / მომწერე 22:59, 14 ოქტომბერი 2012 (UTC)
გილოცავ დათო, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ! --George-09 განხილვაწვლილი 04:47, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)

საუკეთესო სურვილებით--ცანგალა () 04:50, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)

გილოცავ დათო, მრავალს დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ და ყველა მიზნის ახდენას ცხოვრებაში. ვიღიმიBruTe () 06:05, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)
დავით გილოცავ დაბადების დღეს! გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს და ყველა ოცნების ასრულებას ვიღიმი--დათო1010 Rotating earth (Very small).gif 08:02, 15 ოქტომბერი 2012 (UTC)
გილოცავ! სულ საუკეთესოს გისურვებ ყველაფერს! — G.G. 06:44, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)

გმადლობთ ვიკიპედიელნო! ვიღიმი მეც ვუსურვებ ჩემს თავს, რომ თქვენთან ერთად ჩემი ცხოვრების მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი ყოფილიყოს ვიკიპედიისათვის, ვიდრე წინა ვიღიმი. Deu. 18:03, 16 ოქტომბერი 2012 (UTC)

არაბული[წყაროს რედაქტირება]

დათო, იქნებ ამას გადახედო :) --მიხეილ მიწერა 06:47, 1 ნოემბერი 2012 (UTC)

0.K. მოვიცლი დღეს :). Deu. 06:48, 1 ნოემბერი 2012 (UTC)
მიხეილ, ეგ ჩამონათვალი რაიმე ქართულ წყაროსაც ხომ არ ეფუძნება? არის რამდენიმე შეცდომა, მაგრამ იმ მიზეზით არ ვასწორებ, რომ შესაძლოა ქართულ წყაროს ეფუძნებოდეს და ქართულში ასე იყოს დამკვიდრებული. მაგალითად, ელ-ზავიამ დამაეჭვა - ეს ფორმა მხოლოდ იმან შეიძლება მოიფიქროს, ვინც არაბულად წერა იცის, მაგრამ კითხვა არა. Deu. 09:10, 2 ნოემბერი 2012 (UTC)
მაგ სტატიის განხილვის გვერდზე დათომ ატვირთა ქსე-ს რუკა. თუმცა ყველა ქალაქი არაა დატანილი. რაც შეეხება ამ შემთხვევას, იქ ელ-ზავია წერია. --მიხეილ მიწერა 09:16, 2 ნოემბერი 2012 (UTC)
განხილვის გვერდზე დავწერე სწორი ტრანსკრიფციები, დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ :). Deu. 19:08, 2 ნოემბერი 2012 (UTC)

en:Template:Georgians infobox[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა დეუ, ამ თარგში UNDO გაუკეთე ბოლო ცვლილებას და ჯორჯ ბალანჩინის სურათი აი ამ სურათით შეცვალე. ველი შენს პასუხს. მადლობა. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 11:23, 5 ნოემბერი 2012 (UTC)

კი ბატონო, მართალი ხარ, ბალანჩინი კარგი იქნება თუ იქნება ამ სიაში. ამოშალეს იმის გამო, რომ არათავისუფალი სურათი იყო ჩასმული, ახლა თავისუფალი ფაილით შევანაცვლე და იმედია დატოვებენ. თუმცა, თუ ამოშალეს, არც ეგ გამიკვირდება: ბალანჩინს, მაგალითად, გერმანელი ქართველად არ ჩათვლიდა. ისე, ერთი რჩევა მინდა გითხრა: გაითვალისწინე, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა, არსებობს თხოვნა და არსებობს მოთხოვნა. მოთხოვნებით საუბარი უანგარო ვიკიპედიელებში იწვევს სამართლიან გაღიზიანებას. ასე რომ, წინადადების თავში ურიგო არ იქნება, თუ გამოიყენებ ამგვარ სიტყვებს: თუ შეიძლება, თუ შეძლებ, თუ არ შეწუხდები და ა. შ. ეს სამომავლოდ... ვაპაჭუნებ. Deu. 15:14, 5 ნოემბერი 2012 (UTC)
მადლობა დეუ. დემეტრე თავდადებულის სურათი იქნებ შეძლო და ატვირთო ვიკისაწყობში. აი ეს სურათია და როგორც გიორგი ბრწყინვალეს სურათის შემთხვევაში იქნებ ესეც აგვეტვირთა რაიმე ლიცენზიით? აი ეს სურათია და წყარო ეს არის. შეძლებ? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:01, 5 ნოემბერი 2012 (UTC)
ეე, არა, მაგას ვერ ავტვირთავ. მასე ხელწამოსაკრავად არაა საქმე. სხვა საიტიდან ამოღებული ფაილის ატვირთვა ეგრე არ შეიძლება, თუ ლიცენზია არ იცი. მითუმეტეს ბურუსი არაა რაიმე ოფიციალური გვერდი და თვითონ საიდან აქვს მოპოვებული, რამდენად კანონიერად აქვს ეგ ფაილი, მე თავს ვერ დავდებ. თავად ვერ ატვირთავ? Deu. 17:28, 5 ნოემბერი 2012 (UTC)
გიორგი ბრწყინვალეს სურათიც რომ იმ მხატვარის დახატულია როგორც დემეტრე თავდადებულის? იქნებ ესეც სცადო და არ წაშალონ? მე ბანი დამადეს ინგლისურენოვან ვიკიზე და ვიკისაწყობზე და იქნებ ატვირთო? გიორგი ბრწყინვალეს სურათის ლიცენზია რო მიუთითო იქნებ არ წაშალონ. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 18:42, 5 ნოემბერი 2012 (UTC)
არა, მეგობარო, მე მასე არ ვფიქრობ. მე არ ვუყურებ ვიკისაზოგადოებას გარედან, მე მისი ნაწილი ვარ და სხვებს მივუთითებ წესების დაცვაზე. „იქნებ არ წაშალონ“ — ეს იდეოლოგია არ მაქვს მე, იმიტომ, რომ მეც ერთ-ერთი ვარ იმათგან, ვინც წყვეტს, წაშალონ თუ არა. შენც ასე უნდა იყო. როცა ლიცენზია არ ვიცი, მე ვერ ავტვირთავ — კი, ერთი მხატვრის დახატულია, მაგრამ ერთი და იგივე არაა და თანაც ისიც არ ვიცით, გიორგი ბრწყინვალეს ფაილი სწორი ლიცენზიითაა თუ არა ატვირთული. თუკი ზუსტად გეცოდინება ფაილის ლიცენზია, პრობლემა არაა, ავტვირთავ. Deu. 06:20, 6 ნოემბერი 2012 (UTC)
აი ამ სურათის ლიცენზიით უნდა აიტვირთოს და აღარ წაიშლება. გადახედე მის ლიცენზიას და იქნებ იმავე ლიცენზიით ატვირთო? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 11:09, 6 ნოემბერი 2012 (UTC)

ბოდიში ჩაჭრისთვის, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდით აქ გაცემული პასუხით, GeorgianJorjadze? პირადად მე მიმაჩნია, რომ გიორგი ბრწყინვალეს სურათი წასაშლელია საწყობიდან, რადგან მისი ლიცენზიის “თავისუფალება“ ეჭვქვეშაა. საწყობში კი სურათები მხოლოდ თავისუფალი ლიცენზიით ვრცელდება. — G.G. 14:19, 6 ნოემბერი 2012 (UTC)

en:Bidzina Ivanishvili[წყაროს რედაქტირება]

დეუ, აი ეს ბიძინას ხელმოწერის სურათიც იქნებ ჩაგესვა ინგლისურენოვანი ვიკიში ბიძინას თარგში. აი სურათიც. GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:24, 7 ნოემბერი 2012 (UTC)

ეფრემ მაწყვერელი[წყაროს რედაქტირება]

დათო ამ ცვლილების შემდეგ მითითებულ სტატიაში ვფიქრობ ჩასწორება უნდა გაკეთდეს. ეს ამ ეტაპზე შენზე უკეთესად არა მგონია ვინმე გააკეთოს. --ჯაბა ლაბაძე 14:56, 2 დეკემბერი 2012 (UTC)

Yes check.svg რა თქმა უნდა :) Deu. 16:19, 2 დეკემბერი 2012 (UTC)

გამარჯობა, დათო. აქ ეს წინადადება გაასწორე, თუ შეიძლება: „სავალდებულო დადგენილებათა ნომრები მწვანე ფერითაა გამოყოფილი, ხოლო რეკომენდაციის სახის ჩვეულებითი ნორმები — მწვანე ფერით.“— G.G. 07:46, 3 დეკემბერი 2012 (UTC)

ფაილის განხილვა[წყაროს რედაქტირება]

დათო ფაილის წაშლას იმედია დააბოლოებ და ამ განხილვას შესაფერის ადგილს მიუჩენ. :) --ჯაბა ლაბაძე 13:42, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

წაიშალა. Deu. 15:37, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

არ უნდა წაშლილიყო. შენ ამით მე და კვარკს წვლილი დაგვიკარგე. უნდა გადაგეტანა წაშლილი გვერდების განხილვაში. --ჯაბა ლაბაძე 16:51, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

პ. ს. საინტერესოა აქ რა საინტერესო სამომავლო პრეცენდენტს აქვს ადგილი? --ჯაბა ლაბაძე 16:53, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

წვლილი დაგიკარგეთ? O_O რა წვლილი დაიკარგა ასეთი? წვლილის დაკარგვა გაუმართლებელია მაშინ, როცა რამე მნიშვნელოვანი იკარგება, თორემ სხვაგვარად ვიკიპედიაში ყოველგვარი წაშლა გაუმართლებელი იქნებოდა. მანდ ისეთი არაფერი იყო, რომ შენახულიყო — სამომავლოდ მაგ განხილვას ვერავინ გამოიყენებს და რა აზრი აქვს დატოვებას. რაც შეეხება პოსტ სკრიპტუმს, არც ეგ განხილვა იყო დასატოვებელი, მე თუ მკითხავ. მე დავტოვე? Deu. 17:11, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

დათო, როდესაც მე წავაშლევინე მმ გვერდი ადმინისტრატორს მისტიროდი რომელიღაც მომხმარებლის ზუსტად ერთ ცვლილებას და ჩემს ცვლილებას ასე უდიერად ექცევი. მე მოვითხოვ აღადგინო ეს გვერდი და დაამთავროთ ვიკიპედიაში ორმაგი სტანდარტები. "მე თუ მკითხავ"-ით ვიკიპედიაში არაფერი წყდება, მაჩვენე წესი სადაც წერია რომ წასაშლელია ყველა მსგავსი გვერდი. --ჯაბა ლაბაძე 17:55, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

არაფერი ორმაგი სტანდარტი აქ არაა. იქ საუბარია სხვის მიერ შექმნილი სტატიის წაშლაზე, იმ სტატიის, რომლის დანიშნულებაც ვიკიპედიაში ნათელია. აქ კი საქმე ეხება განხილვის გვერდის წაშლას, ისეთი განხილვის წაშლას, რომელიც არაფერის მომცემი არაა და მისი შენახვა არაა საჭირო. რაც შეეხება წვლილს, იმ მმ გვერდის შქმნა, რომელიც ფუნქციონირებდა და თავის მოვალეობას ასრულებდა, როგორც ვიკიპედიის ერთ-ერთი სტატია, არის მნიშვნელოვანი წვლილი, რომლის დაკარგვაც არაა მიზანშეწონილი, ხოლო განხილვის გვერდზე ორი კომენტარი, რომელშიც ერთი ეუბნება მეორეს, რომ ეშლება ვიკიპედიის წესები, არაა ისეთი რამ, რომლის დატოვებაც ღირდეს. იქ საქმე ეხება არსებული მოქმედი, გამართული გვერდის წაშლას ახალი გვერდის შესაქმნელად, აქ კი მომავალში გამოუსადეგარი განხილვის გვერდის წაშლას. გამოჭერაზე ნუ ვიქნებით, ორმაგი სტანდარტები აქ არაა. ყველა განხილვის გვერდს არ უნდა ვინახავდეთ გვერდის წაშლის შემდეგ და ამის შესახებ დავწერ მე ფორუმში; ყველაფერს თავისი მიზანი აქვს და ჩვენ როდესაც გადავწყვიტეთ წაშლილი გვერდების განხილვათა შენახვა, იქ მიზანი სწორედ საინტერესო პრეცენდენტების შენახვა იყო და არა ასეთი უბრალო განხილვების შენახვა. Deu. 18:15, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
გაეცანი თუ შეიძლება ზ6 წესს. Deu. 18:21, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

აქ გარკვევით წერია, პირველი:ისტორია არ უნდა დაიკარგოს და მეორე რის საფუძველზე წაიშალა გვერდი ესეც უნდა ჩანდეს. მე არავის გამოჭერაზე არ ვარ, თავად თუ შეკითხვიხარ საკუთარ თავს ყოველთვის ჯაბაზე რომ ტეხავ ჩხირს და ყველა წესი რომ მაშინ გაგონდება? ეს განხილვა უნდა იყოს პრეცენდენტი იმისა, რომ მერე სხვა მომხმარებელმა არ მოიტყუოს ისე როგორც კვარკიმ. და კიდევ ერთი: წესი მაჩვენე სადაც ეს შენი ნაუბარი წესად იქნება ჩამოყალიბებული. მანამდე სანამ ახალ წესს მივიღებთ კატეგორიულად ვითხოვ აღადგინო ეს გვერდი და გადაიტანო წაშლილი გვერდის განხილვებში. წესს რომ მივიღებთ მსგავსი გვერდები ბევრია და მერე ერთად წაშალე. --ჯაბა ლაბაძე 18:24, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

გითხარი უკვე, ზ6. წაშლილი გვერდის განხილვა ექვემდებარება სწრაფ წაშლას, გარდა შემთხვევებისა, როდესაც განიხილებოდა წაშლის შესაძლებლობა და არსებობს სხვა გვერდებიდან ბმულები. რამე არის აქ გაუგებარი? ვიღიმი. ომელი ჩხირი გადავტეხე შენზე? მე ყოველთვის ასე ვშლი განხილვის გვერდებს, თუკი მათი შინაარსი რაიმე საინტერესოს არ შეიცავს. Deu. 18:29, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
წესები შნთან საუბრისას არ მაგონდება. წესებს ყოველთვის ვიცავ. თუმცა, იმაზე საუბარი, რომ წესებს ვიცავ, მხოლოდ შენთან მიწევს, სამწუხაროდ, ვინაიდან შენ თვითონ მდებ ბრალს წესის დარღვევაში. Deu. 18:31, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

როდესაც ამას შეინახავენ და არაფერს იტყვი და მატყუარა მომხმარებელს რომ მიუთითებ და ეს შეიძლება სხვისთვისაც მაგალითი აღმოჩნდეს და იმას წაშლი, ორმაგი სტანდარტებია აბა რა არის? მე ეგ წესი არ მითქვამს და ეგ ფაილებს არ ეხება და არც მაინტერესებს ეგ გვერდებს ეხება, მე მაინტერესებს ის საჭიროება რამაც გამოიწვია წაშლილი გვერდის განხილვების შენახვა. სად წერია ამის შესახებ? სანამ ცხადი აე გახდება წაშლილი გვერდის განხილვები კატეგორიულად მოვითხოვ აღადგინო ეს გვერდი და ისწავლეთ რომ ჯერ წესი უნდა არსებობდეს და მერე უნდა შლიდეთ წასაშლელს. პირიქით ნუ მოქმედებ. --ჯაბა ლაბაძე 18:36, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

[1] სხვა თუ უსარგებლო განხილვის გვერდს შეინახავს, ჯერ ერთი ეს არაა ჩემი ბრალი, მეორეც მე არავის ვუთითებ ამის შესახებ და უმოქმედება არაა ვიკიპედიაში დანაშაული. მესამეც, მე ორმაგი სტანდარტებით არ ვმოქმედებ, რადგანაც მე ყოველთვის ვშლი უსარგებლო განხილვის გვერდებს.
[2] ჩემ მიერ მითითებული წესი არის „ზოგად“ კრიტერიუმებში, რომლებიც ეხება როგორც სტატიებს, ისე ფაილებს და ნებისმიერ სხვა გვერდს. მაგავე გვერდზე ცალკეა განსაზღვრული კრიტერიუმები სტატიებისათვის, ფაილებისათვის და ა. შ. ზოგადი კი ყველა მათგანს ეხება.
[3] გაუთავებლად წესებზე მითითების საპასუხოდ გეტყვი, რომ ვიკიპედიის მეხუთე პილასტრის თანახმად ვიკიპედიაში არ არსებობს მყარი წესები და ნუ ითხოვ უაზრო რამეს: აღვადგინო გვერდი, რომლის აღდგენა არვითარ შედეგს არ მოიტანს...
...მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვერდი წაიშალა მითითებული წესის დაცვით. Deu. 18:48, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

სიტყვა უაზროსთვის მინიმუმ ბოდიში გაქვს მოსახდელი. თუმცა არაუშავს, არაა საწყენი. უაზროდ ნამდვილად არაფერი მომითხოვია:

  1. უნდა აღადგინო ტექსტი რომ ყველა მომხმარებელმა ნახოს რაზეა საუბარი.
  2. უნდა აღადგინო იმიტომ რომ მომხმარბელმა რომელმაც მოიტყუა ნახოს ის და მეორედ ვერ გაბედოს ტყუილი.
  3. უნდა აღადგინო იმიტომ რომ ქართულ ვიკიპედიაში ამას რომ შეინახავთ ის რაც წაშალე აუცილებლად უნდა არსებობდეს. --ჯაბა ლაბაძე 18:54, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
მე არ მითქვამს, რომ შენ აკეთებ უაზრო რამეს, მე ვამბობ, რომ შენ ითხოვ იმას, რომ მე უაზრო რამ გავაკეთო. სიტყვა უაზრო აქ არაა შეურაცხმყოფელი და საბოდიშოც არაფერი მაქვს.
რატომ უნდა ნახოს ყველა მომხმარებელმა ვერ გავიგე? არის ამისი საჭიროება?
მომხმარებელს პირადად მივწეროთ ბოლოსდაბოლოს. გარდა ამისა, ეს სხვა თემაა, მაგრამ არა მგონია ტყუილი მანდ განზრახი ყოფილიყოს, შეიძლება უბრალოდ ვერ ნახა თავისივე ატვირთული ფაილი საწყობში ვიღიმი.
წესი რომ არსებობს, რომლის მიხედვითაც წაშლილი გვერდების განხილვები იშლება, ამაზე აღარ ვკამათობთ. მე წესების დაცვით ვიმოქმედე. ახლა, შენ მეუბნები იმას, რომ უნდა აღვადგინო იმიტომ, რომ სხვები არღვევენ წესს? იქნებ ამის მაგივრად ჯობდეს სხვებს მივუთითოთ, რომ დაიცვან ეს წესი. ვიღიმი
მე რა წესი დავარღვიე? Deu. 19:14, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

არც მე მწყენია ნამდვილად :D (ვიცი ვისგან უნდა მეწყინოს). იცი რატომ უნდა ნახოს სხვებმა? სანამ განხილვა იქნება ფორუმზე მაშინ ყველას უნდა ქონდეს ნახვის საშუალება იცოდეს რაზეა საუბარი, როგორც ცნობილია წაშლილ გვერდს ადმინების გარდა ვერავინ ნახავს. განხილვაში კი მონაწილეობას ადმინების გარდა სხვებიც მიირებენ (მაგალითად ჰენრიმ მიიღო მონაწილეობა უკვე). მომხმარებელმა რომ უარყოს მსგავსი რამ არ გამიკეთებიაო? (თუ მანდ მოიტყუა ამის გაკეთება სავარაუდოდ შეიძლება არ გაუჭირდეს). აქ დავამთავრე. --ჯაბა ლაბაძე 19:30, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

ისე ჩემს მესამე პუნქტზე თავი აარიდე პასუხს? :D --ჯაბა ლაბაძე 19:31, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
ბოდიში ჯაბა, მაგრამ ვერ გავიგე, რა კავშირი აქვს შენ მიერ ფორუმში დასმულ კითხვასთან ამ შემთხვევას? შენი კითხვა ზოგადად წესს ეხება და გიპასუხე იქ, რომ არსებობს მაგისი წესი. შენ რაც წამოიწყე იქ, ის აბსოლუტურად არაა ჩვენი „კამათის“ არსი. რის საფუძველზე ითხოვ აღდგენას, ამას ვერ ვიგებ და არ მაქვს საფუძველი, რომ აღვადგინო გვერდი. გვერდის წაშლა მოხდა წესის დაცვით. უარყოფ ამას? რაც შეეხება მესამე პუნქტს, ეგ ჩემი გაკეთებული არაა - სხვა რომ წესს არღვევს, ეს ჩემი ბრალია? სხვა რომ წესს არღვევს, ამიტომ მე წესი არ უნდა დავიცვა? :) Deu. 19:34, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

იცი თუ წესების ასეთი დამცველი ხარ სხვისი დარღვეული წესიც კი უნდა გამოასწორო, მაგრამ აქ შერცევითი მიდგომებია. --ჯაბა ლაბაძე 19:36, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

ვერ გავიგე? :) სხვების დარღვევების გამოსწორება ჩემი ვალდებულებაა? მე წესი არ დამირღვევია. უარყოფ ამას? შერჩევითი სამართალი რა შუაშია? ვინმეს მივუთითე ამ წესის დაცვაზე და ვინმეს ხელი დავაფარე? მე წესს ვიცავ, სხვა არ იცავს? ჩემგან რა გინდა? Deu. 19:39, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

ეგ კითხვა ყოველთვის მებადება: მე ჩემგან რა გინდა? --ჯაბა ლაბაძე 19:45, 14 დეკემბერი 2012 (UTC)

ჯაბა დარწმუნებული ხარ რომ მოვიტყუე? და რა გაბედვაზეა საუბარი ? სტატიისთვის სურათი დამჭირდა და ვერსად ვნახე ვიკიზე პირველად მქონდა ეგეთი შემთხვევა და ვერ გავერკვიე. მეგობრულ კითხვას დაგისვამ ძალიან ხომ არ ხარ შეჭრილი როლში ? :) --Kvarki1 Tireless Contributor Barnstar Hires.gifႫႨႼႤႰႠ 19:48, 14 დეკემბერი 2012 (UTC)
რაები გიქნია ჯაბა გუშინ? :)) მერამდენედ გთხოვო, გაეცანი ზ6 წესს. წაშლილი გვერდის განხილვა ექვემდებარება სწრაფ წაშლას, გარდა შემთხვევებისა, როდესაც განიხილებოდა წაშლის შესაძლებლობა და არსებობს სხვა გვერდებიდან ბმულები. რაც მე წავშალე, იქ არ განიხილებოდა წაშლის შესაძლებლობა. სადაც შენ ჩასვი {{წასაშლელი}}, იქ ყველგან წაშლის თაობაზეა განხილვა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რომელსაც გადავხედავ თავისუფალ დროს. Deu. 03:54, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

აბა, ახლა ზემო პოსტის ავტორს მიმიხედე. გარდა ამისა საინტერესოა როდესაც შენ მწერ: მანდ ისეთი არაფერი იყო, რომ შენახულიყო — სამომავლოდ მაგ განხილვას ვერავინ გამოიყენებს და რა აზრი აქვს დატოვებას. აქ რა არის ისეთი რაც სამომავლოდ გამოგვადგება?. --ჯაბა ლაბაძე 04:08, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

ან ეს კიდევ. --ჯაბა ლაბაძე 04:16, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

დაე საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვიღიმი. Deu. 08:37, 15 დეკემბერი 2012 (UTC)

გთხოვთ მიიღო მონაწილეობა[წყაროს რედაქტირება]

მოდით ერთხელ გადავწყვიტოთ -გთხოვ მიიღო მონაწილეობა.--ცანგალა () 10:05, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

Glycine (მრავალმნიშვნელოვანი)[წყაროს რედაქტირება]

Glycine (მრავალმნიშვნელოვანი) - მგონი არასწორად გაქვს შექმნილი. გადახედე. რატომ არის ლათინურად?--ცანგალა () 18:49, 16 დეკემბერი 2012 (UTC)

სწორადაა. ლათინური დასახელებაა მცენარისა და ნივთიერებისა. ლათინური ორივე შემთხვევაში საერთაშორისოა. Deu. 17:56, 19 დეკემბერი 2012 (UTC)

სურათების ატვირთვა ვიკისაწყობში[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, შეგიძლია რომ ეს სურათები commons-ზე ატვირთო? GeorgianJorjadze განხილვაწვლილი 17:15, 19 დეკემბერი 2012 (UTC)

არ მაქვს სურვილი. Deu. 17:54, 19 დეკემბერი 2012 (UTC)

იცით თუ არა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა დათო, ეს ცვლილება რატომ გააკეთე, ჩემს მიერ დამატებული ინფორმაცია, რომელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა? აი. --გიორგი / მომწერე 11:00, 30 დეკემბერი 2012 (UTC)

კრიტერიუმებს რომ აკმაყოფილებდა და მთავარ გვერდზე გავიდა, იმიტომ წავშალე ვიღიმი. ასე ხდება საერთოდ. Deu. 11:14, 30 დეკემბერი 2012 (UTC)
ვიკრიჭები ბოდიში, მივხვდი ახლა უკვე.--გიორგი / მომწერე 11:16, 30 დეკემბერი 2012 (UTC)
Kein Problem! ვიღიმი Deu. 11:29, 30 დეკემბერი 2012 (UTC)

რა მოხდა?[წყაროს რედაქტირება]

დეუ, აქ რა მოხდა? იმედია, გაუგებრობაა უბრალოდ. Nodar Kherkheulidze განხილვა 12:21, 6 იანვარი 2013 (UTC)

რედაქტირების კონფლიქტი იყო და რატომღაც ამოიშალა შენი კომენტარი ჩემი შენახვის მერე... მეც ვერ გავიგე. წეღან დავაბრუნე. Deu. 12:23, 6 იანვარი 2013 (UTC)
კარგი, არაუშავს. Nodar Kherkheulidze განხილვა 12:27, 6 იანვარი 2013 (UTC)

ვიქსიკონი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, დათო. იქნებ ამ მომხმარებელს ვუშველოთ რამე: მომხმარებლის განხილვა:Gio89#ვიქსიკონი. — G.G. 13:13, 22 იანვარი 2013 (UTC)

გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება[წყაროს რედაქტირება]

გთხოვ იხილოთ და როგორც ადმინისტრატორმა ამ გვერდზე გამოთქვათ თქვენი აზრი. --ჯაბა ლაბაძე 15:23, 28 იანვარი 2013 (UTC)

ვფიქრობ, საჭირო არაა. ადეკვატური რეაქცია ყოფილა უკვე სანდროს მხრიდან. სხვა დანარჩენი საჭირო არაა, მითუმეტეს განხილვა. Deu. 17:50, 28 იანვარი 2013 (UTC)