მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 19

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განხილვის დაარქივება[წყაროს რედაქტირება]

(დასათაურება ჩემია. დ. მ.)

დათო, დამიარქივე, თუ შეგიძლია, განხილვა. მე არ ვიცი, როგორ კეთდება. მადლობა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 11:07, 10 მარტი 2012 (UTC)

O.K. Deu. 11:15, 10 მარტი 2012 (UTC)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი[წყაროს რედაქტირება]

Yes check.svg დავწერე. მგონი, „რამეზე“ მეტი გამომივიდა, არა? ვიკრიჭები. დავამატებ კიდე რაღაც-რაღაცებს და თარგსაც ამოვიღებ. Nodar Kherkheulidze განხილვა 18:56, 11 მარტი 2012 (UTC)

ციპი ხოტოველი/ციფი ხოტოველი[წყაროს რედაქტირება]

Gamarjoba David. ციპი ხოტოველი is the correct one. Geagea განხილვაწვლილი 15:35, 16 მარტი 2012 (UTC)

დიდი მადლობა :) Deu. 15:37, 16 მარტი 2012 (UTC)

მოდინახე[წყაროს რედაქტირება]

ნახე აბა კაპიტან, ოღონდ ეს სხვაა ვიკრიჭები --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 19:16, 22 მარტი 2012 (UTC)

არა, ზუსტად ის არის მგონი. --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 19:17, 22 მარტი 2012 (UTC)
უფრო სწორედ, აქედან შეუდგენიათ მგონი კითხვა ვიკრიჭები --მიხეილ New-Bouncywikilogo.gif (მიწერა) 19:18, 22 მარტი 2012 (UTC)
მიველ, ვნახე და ეგაა ვიკრიჭები. Deu. 10:34, 23 მარტი 2012 (UTC)

რუკები[წყაროს რედაქტირება]

რუკებზე კვლავ არაფერია? :) --ჯორჯაძე 15:04, 24 მარტი 2012 (UTC)

არა. მე ვიკიპედიაში არ ვმუშაობ შეკვეთებით, არ ვარ დაქირავებული. მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მეხალისება და მე მსიამოვნებს. ბუნებრივია ხომ? ყველანი ასე ვმუშაობთ აქ. სხვის თხოვნებსაც ვასრულებ, მაგრამ მეც უნდა მეხალისებოდეს. არც ჩემი ბრალია და არც შენი, რომ ახლა სულ არ მეხალისება მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა და რუკის ხაზვა, თანაც ინგლისურად. თუ ოდესმე მექნება მაგისი სურვილი მე თვითონ, შედეგს ორივე ვნახავთ. Deu. 16:39, 24 მარტი 2012 (UTC)

დაავადება[წყაროს რედაქტირება]

დათო, გამარჯობა! თუ შეგიძლია ამ სტატიიდან პირველი წინადადება გადათარგმნე და აქ ჩასვი, პირველი წინადადების მაგივრად..--NikaJiadze განხილვაწვლილი 19:24, 24 მარტი 2012 (UTC)

მე ინგლისური არ ვიცი იმ დონეზე, რომ კარგად ვთარგმნო. გერმანულის თარგმნა თუ დაგჭირდება, შევეცდები, მაგრამ ინგლისურში ჯობია სხვას სთხოვო :). Deu. 19:26, 24 მარტი 2012 (UTC)

Pedelec[წყაროს რედაქტირება]

de:Pedelec — იქნებ ქართულშიც შემოიტანო. თუ გცალია და ხალისი გაქვს.--ცანგალა () 18:06, 30 მარტი 2012 (UTC)

რუკების გაქართულება.[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, DEU.გრაფიკულ საამქროში რუკების გაქართულება მინდა.მაგ გასაკეთებელი რუკების ორიგინალები არის ისე რომ არაფერი ეწეროს აღნიშვნები.თუ AI და PS დავიხმარო და ისე გავაქართულო?--George-09 განხილვაწვლილი 13:56, 4 აპრილი 2012 (UTC)

გამარჯობა, გიორგი.
სასიამოვნოა, რომ გრაფიკულ საამქროში კიდევ ერთი მომხმარებელი შემოგვემატება :).
რუკების გასაქართულებლად რომელ პროგრამას გამოიყენებ, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. შეგიძლია გამოიყენო ის რუკები, რომლებსაც არანაირი აღნიშვნები არ აქვს. მთავარი სედეგია და არა მუშაობის პროცესი, მთავარია საბოლოო ჯამში მივიღოთ ქართულ წარწერებიანი რუკა.
წარმატებები :). Deu. 14:39, 4 აპრილი 2012 (UTC)
ხოო,მე პირადად უფრო ფოტოშოპი ვიცი,რო გავაკეთებ რაც სიაშია მითითებული იქიდან ერთ-ერთს მერე გეტყვი და მასწავლე როგორ და სად განვათავსო.--George-09 განხილვაწვლილი 14:56, 4 აპრილი 2012 (UTC)
კარგი, სიამოვნებით მოგეხმარები. P. S. ერთი შენიშვნა მაქვს: სასვენი ნიშნის შემდეგ აუცილებელია ადგილის გამოტოვება (პრობელი ანუ ჰარი). Deu. 15:03, 4 აპრილი 2012 (UTC)

მავიწყდება ხოლმე,ისე რო ეგრე არ უნდა ,:D.მიშამ გამაფრთხილა მაგაზე.--George-09 განხილვაწვლილი 15:20, 4 აპრილი 2012 (UTC)

პორტალი:მუსიკა[წყაროს რედაქტირება]

2-3 კაცი დავკინკილებთ ამ მუსიკის თემებს ხოლმე ჰო და შენ გკითხავ (გიორგის მაინც არ სცალია ჯერ). ინგლისურიდან დავაკოპირე დიზაინი და სხვა რაღაცეებიც. მიმდინარე - პორტალი:მუსიკა. ჩემი - მომხმარებელი:Henry McClean/პორტალი:მუსიკა. ივარგებს, რომ ჩავანაცვლო ამით? --H.McC. (მომწერეთ) 15:04, 4 აპრილი 2012 (UTC)

გმადლობ, რომ მეკითხები :). ისე, მე პორტალების მიმართ ზედმეტად კრიტიკულად ვარ განწყობილი და ზოგადად მიმაჩნია, რომ გერმანული და თუ არ ვცდები პოლონური ვიკიპედიის გარდა ყველა ვიკიპედიამ პორტალს დაუკარგა თავისი ფუნქცია. და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავამახინჯეთ პორტალის გაგება, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ: აქცენტი გვაქვს გადატანილი გაფორმებაზე და რჩეულ სტატიებზე, ფოტოებზე, იცით თუ არა რომ... (თვალი ჭამს და სვამს). პორტალის უპირველესი ფუნქციაა გამარტივებული ნავიგაცია; რჩეულები და იცით თუ არა მხოლოდ მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ პორტალში. მე თუ მკითხავ, ამჟამინდელ პორტალს უფრო აქვს პორტალის სახე, ვიდრე შენს შემუშავებულს ზუსტად იმიტომ, რომ ნავიგაცია ახლანდელში უფრო მარტივი უნდა იყოს ერთი შეხედვით (ყოველ შემთხვევაში იდეაში ნავიგაციას უფრო მეტი ადგილი აქვს დათმობილი). შენს ვარიანტში კი ნავიგაციისათვის მხოლოდ ერთი სექციაა და ისიც წვრილი შრიფტით წერია :). ვიცი, რომ ძნელია პორტალის კეთება და შემდეგ ეგეთ რამეს რომ გეტყვიან ეგეც ცუდია, მაგრამ ზოგადად პორტალების შესახებ ჩემი აზრი ეგეთია ქართულ ვიკიში. Deu. 15:14, 4 აპრილი 2012 (UTC)
ნავიგაციის ცოტა განახლების შემთხვევაში ამჟამინდელი პორტალი უფრო მომწონს მე პირადად. Deu. 15:15, 4 აპრილი 2012 (UTC)

პორტალებზე შენი მოსაზრება ვიცი დიდი ხანია. უბრალოდ ზოგადად შეცვლაზე მქონდა საუბარი.

პორტალის დანიშნულება კიდევ, როგორც ვიცი, იმაში მდგომარეობს, რომ გამარტივდეს ორგანიზება რაღაც სტატიების და უფრო ნათელი გახდეს, რა სტატიებია დასაწერი. სხვათა შორის, პინკ ფლოიდზე ვაპირებდი ეგეთი რამის გაკეთებას (ინგლისურის დიზაინის დაკოპირების გარეშე, სხვა დიზაინი მინდოდა). ვიფიქრე, ეგებ წამეხმარებოდა რაღაცეების დაწერაში.

პორტალის ჩემს ვარიანტს ახალი ამბების ბლოკი დავუმატე. თვეში ერთხელ შეიძლება რაღაცეები დაიწეროს. დაბადების დღეები ვერ ავამუშავე, თუმცა ძალიან მინდოდა. წინასწარ 1 კვირის დაბადების დღეებზე შევიტანდი ხოლმე და იქნებოდა ეგრე თავისთვის.

კატეგორიებში ნავიგაციას რაც ეხება, მინდა ერთი ვცადო, ეგებ ჩემსაში ჰორიზონტალურზე გავუშვა. მაგ კატეგორიების გამოა, რომ იწელება ცოტათი. --H.McC. (მომწერეთ) 15:21, 4 აპრილი 2012 (UTC)

აი, ახალი ამბები ნამდვილად ძალიან კარგი აქვს შენს ვარიანტს. შენსაში ნავიგაციას (სარჩევს) თუ დაეთმობა ცოტა მეტი ადგილი, ნამდვილად უკეთესი იქნება. შესავალი, სადაც მუსიკის შესახებაა ზოგადად საუბარი, ძალიან გრძელია: ეგ უბრალოდ იმისთვისაა, რომ ადგილი დაიკავოს? მგონი საჭირო არაა. პატარა დეფინიცია და ბმული ძირითად სტატიაზე ალბათ საკმარისი იქნება. დარჩენილი ადგილის ხარჯზე კი სარჩევი გავადიდოთ. ჩემი აზრით, ეგრე აჯობებს :). Deu. 16:37, 4 აპრილი 2012 (UTC)
ჰო, კიდევ, სარჩევში რომ ვერტიკალურადაა ჩამოყოლებული სია, ეგ არ მომწონს ნამდვილად... პორტალი:სამართალი — ეს პორტალი არის პორტალი თავისი ნამდვილი მნიშვნელობით. რა თქმა უნდა, ვიზუალურად ძალიან დასახვეწია, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მაგალითად, რომ სარჩევს დიდი ადგილ უნდა ეთმობოდეს. Deu. 16:39, 4 აპრილი 2012 (UTC)
ჰო აი ზუსტად ეგრე გავაკეთებ მაგ სარჩევს. ისე რას ფიქრობ პფ-ს პორტალზე - შეიძლება გავაკეთო, რომ ცოტა გავიადვილო სამუშაოს ორგანიზება? --H.McC. (მომწერეთ) 16:42, 4 აპრილი 2012 (UTC)
კი, კი, რა თქმა უნდა :). პინკ ფლოიდი ხომ ლედი გაგა არაა, რომ პორტალის შექმნას არ ჰქონდეს აზრი ვიკრიჭები. ორივე მიზანი გამართლებული იქნება: გასაკეთებელი საქმეც გამარტივდება და თანაც შენი წყალობით იმდენი სტატიაა პინკ ფლოიდის შესახებ უკვე დაწერილი, რომ სანავიგაციოდაც კარგი იქნება მკითხველისათვის. ისე, კარგი დიზაინერი პორტალის ვიზუალური მხარისათვის კარგად გამოიყენებდა გარდატეხილ სპექტრად დაშლილ სხივებს ან შავ-თეთრ აგურებს :). კარგი პორტალის გაკეთება შეიძლება. Deu. 16:47, 4 აპრილი 2012 (UTC)
ჰო ეგ სპექტრი უბედური რამეა საერთოდ, აკვიატება იცის. უბრალოდ მთლად ბნელ ფერებზე არ მიფიქრია. გააჩნია. ალბათ ეგ ჩარჩო შეიძლება იყოს ბნელი და ტექსტი სადაც იქნება, თეთრ ფონზე იქნება. მუსიკის პორტალზე არ ვჩქარობ, დავხედავ, რაღაცეებს მივასწორ-მოვასწორებ, პარალელურად ფლოიდსაც ვცდი სავარჯიშოში. გიორგის მაინც არ სცალია ჯერ, რაღაც მნიშველოვანი ცვლილებების შეტანა მაქვს დაგეგმილი და მაგას ველოდები. --H.McC. (მომწერეთ) 16:52, 4 აპრილი 2012 (UTC)
O.K. მე სამწუხაროდ ვერ მოგეხმარები დიდად, ეხლა დროის მხრივ ზედმეტად ცუდი პერიოდი მაქვს :). Deu. 16:58, 4 აპრილი 2012 (UTC)
მადლობა, დავით, რაღაცას ალბათ მივაღწევ. ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 17:03, 4 აპრილი 2012 (UTC)

I msoflio omi.png[წყაროს რედაქტირება]

დეუ,აი გავაკეთე თუ მოგეწონება დავამატოთ შესაბამის სტატიებში.ხარისხი არ უვარგა სამწუხაროდ.ლიცენზიაზე, თუ რამე მაქ შესასწორებელი, გთხოვ შემისწორო.მადლობ.--George-09 განხილვაწვლილი 17:06, 5 აპრილი 2012 (UTC)

ხარისხი არაა ცუდი. კარგია. ასეთი რუკები უმჯობესია ატვირთო ვიკისაწყობში. იქ ატვირთული ფაილი შეიძლება გამოიყენონ როგორც ვიკიპედიაში, ასევე ვიქსიკონში, ვიკიციტატებში, ვიკიწიგნებში და ა.შ. ასევე სხვა ენოვან პროექტებშიც. ლიცენზიას რაც შეეხება, შეგიძლია შაბლონად გამოიყენო ჩემ მიერ ადრე ნათარგმნი მაგალითად ეს რუკა და მისი ლიცენზიები. კიდევ, როდესაც რუკას (ან ნებისმიერ წარწერებიან გამოსახულებას) აქართულებ, უმჯობესია სათაური უცვლელი დატოვო და დაამატო მხოლოდ ქართული ენის კოდი: ka. მაგალითად, რადგან შენ მიერ ნათარგმნი რუკის სახელი იყო Europe_1914.png, კარგი იქნებოდა გადაქართულებულსაც დარქმეოდა Europe_1914_ka.png. პატივისცემით, Deu. 17:35, 5 აპრილი 2012 (UTC)

მადლობ,დათო.საწყობშიც ავტვირთავ.ვეცდები შემდეგში უფრო კარგი ხარისხი იყოს, ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ვექტორული რუკა მაქ,როცა "მუღამი" მექნება გავაქართულებ ხოლმე.--George-09 განხილვაწვლილი 17:44, 5 აპრილი 2012 (UTC)

აი ავტვირთე, რუკა --George-09 განხილვაწვლილი 17:52, 5 აპრილი 2012 (UTC)

ვიღიმი კარგია. Deu. 18:01, 5 აპრილი 2012 (UTC)

დავით,ჩავსვა ეს რუკა იმ სტატიებში,სადაც მისი ინგლისური ვარიანტია?--George-09 განხილვაწვლილი 19:24, 5 აპრილი 2012 (UTC)

რა თქმა უნდა. Deu. 05:06, 6 აპრილი 2012 (UTC)

იცით თუ არა რომ?[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა დათო. მაინტერესებს როგორ ამოწმებ ფაქტებს ინტერნეტში? გერმანულად ეძებ არა? თუ შევძელი ცოტას მოგეხმარები --NikaJiadze განხილვაწვლილი 16:07, 29 აპრილი 2012 (UTC)

გამარჯობა ნიკა. არა, მე გერმანულში არ ვეძებ. მხოლოდ თუ წავაწყდი გერმანელების ვიკიპედიაში რამე საინტერესოს, მაშინ ვთარგმნი. გერმანელებს ეგ პროექტი ძირითადად მხოლოდ გერმანელი მკითხველისთვის აქვთ მომართული და ამიტომ ჩვენთვის ცოტა უინტერესო ცნობებია ხოლმე თარგი:(:. მე ძირითადად ქართული ვიკიპედიის სტატიებში ვეძებ ისეთ ცნობებს, რომლებიც წყაროებითაა გამყარებული. ან ზოგჯერ წიგნში ამოკითხულ ცნობებს ვწერ... ხან როგორ, ხან როგორ... არაა აუცილებელი მაინცდამაინც ისე აკეთო, როგორც მე :). ნებისმიერი საინტერესო ცნობა, რომელსაც აქვს ენციკლოპედიური მნიშვნელობა, გამოგვადგება, მოთხოვნა მხოლოდ ერთია: წყარო უნდა იყოს მითითებული (ზოგჯერ, თუ ვიკიპედიის სტატიაშია მითითებული წყარო ამ ფაქტთან დაკავშირებით, უბრალოდ შესაბამის სტატიაზე ბმულიც საკმარისია). მადლობელი ვიქნები თუ მომეშველები ხოლმე :). Deu. 15:56, 30 აპრილი 2012 (UTC)

კარგი აბა შევუდგები მაგ საქმიანობას. სიმართლე გითხრა შენი კომენტარი წავიკითხე მიხაელის განხილვის გვერდზე და აი, ამის შემდეგ მომინდა შენი დახმარება. ვცდი აბა.--NikaJiadze განხილვაწვლილი 18:07, 30 აპრილი 2012 (UTC)

დათო [ეს [1] ნახე.--NikaJiadze განხილვაწვლილი 18:26, 30 აპრილი 2012 (UTC)

წყარო უბრალოდ ფრჩხილებში მიუთითე ხოლმე, <ref> საჭირო არაა :). Deu. 04:46, 1 მაისი 2012 (UTC)

Skype.— G.G. 06:10, 26 მაისი 2012 (UTC)

ვიკიორდენი[წყაროს რედაქტირება]

Peace Barnstar 6.png დიპლომატის ვიკიორდენი
ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთ ყველაზე გაწონასწორებულ ადმინისტრატორს, ცივი გონებით მოაზროვნე მომხმარებელს ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, განიჭებ ვიკიორდენს, რომელიც აქამდეც უნდა გქონოდა! --მიხეილ მიწერა 19:36, 29 მაისი 2012 (UTC)

ძალიან დიდი მადლობა, მიხეილ! ვიღიმი Deu. 04:29, 30 მაისი 2012 (UTC)

შეიხედე[წყაროს რედაქტირება]

გთხოვ რეაქცია გამოხატო აღნიშნულის შესახებ და გამარკვიო რამდენად სწორი საქციელია ადმინისტრატორის მხრიდან ამის გაკეთება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და თანაც გამორჩევით. როგორც წესი მინიმუმ განხილვა მაინც უნდა ყოფილიყო. იქნებ ვიკიპედიის მიღმა განიხილეთ რამე? --ჯაბა ლაბაძე 03:41, 5 ივნისი 2012 (UTC)

ჯობია ჯერ დავითის პასუხს დაუცადო, თვითონ უკეთ აგიხსნის თავისი ქმედების მიზეზს. ჩემი პოზიცია კი აქ მე უკვე გამოვხატე, თუმცა მაშინ ზოგიერთი არ დამეთანხმა. ასე რომ, ერთი მკაფიო პოზიცია მაგ საკითხზე ჯერ არ არსებობს. Deu. 05:29, 5 ივნისი 2012 (UTC)

გმადლობ დეუ. --ჯაბა ლაბაძე 06:52, 5 ივნისი 2012 (UTC)

ავტონომიური რესპუბლიკა[წყაროს რედაქტირება]

ისტორიას თუ ჩახედავ, ნახავ, რომ ნოდარი ამ სტატიასთან არაფერ შუაში არაა ვიღიმი Nodar Kherkheulidze განხილვა 14:49, 21 ივლისი 2012 (UTC)

ხოო, მართალი ხარ. რადგან შენ დაარედაქტირე ბოლოს და თემატიკიდან გამომდინარედაც, ვიფიქრე, რომ შენი დაწერილი იყო :-D Deu. 15:06, 21 ივლისი 2012 (UTC)

Have a look[წყაროს რედაქტირება]

  • [2]--Melberg; 16:50, 26 ივლისი 2012 (UTC)
Danke schön! Deu. 16:56, 26 ივლისი 2012 (UTC)
Bitte, habe einen Blick auf die E-Mail. (სწორედ დავწერე?))--Melberg; 16:59, 26 ივლისი 2012 (UTC)
Wichtiger ist, dass ich verstanden habe :)). Deu. 17:17, 26 ივლისი 2012 (UTC)

ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესი[წყაროს რედაქტირება]

პატივცემულო Deu, გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა ქართული ვიკიპედიის ეთიკური ნორმების განმსაზღვრელი წესის შემუშავებასა და მიღებაში. პატივისცემით, DelieveryBot 08:33, 30 ივლისი 2012 (UTC)

მადლობა, გამოვთქვი ჩემი აზრი. Deu. 12:16, 1 აგვისტო 2012 (UTC)

კირხნერი თუ კირშნერი?[წყაროს რედაქტირება]

დეუ შეიხედე და გადაწყვიტე. გმადლობ. --ჯაბა ლაბაძე 10:17, 1 აგვისტო 2012 (UTC)

გადაწყვიტე არა, მაგრამ ჩემი კომენტარი კი დავწერე. საკმაოდ კარგად ვიცნობ მსგავს შემთხვევებს და იმედია პრობლემაც გადაწყდება ჩემი კომენტარის შმდეგ. :) Deu. 12:17, 1 აგვისტო 2012 (UTC)

მადლობა დავით. --ჯაბა ლაბაძე 13:48, 1 აგვისტო 2012 (UTC)