მომხმარებლის განხილვა:Deu/არქივი 12

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვიკიპედიის დადგენილებები[წყაროს რედაქტირება]

მგონი, არსად არაა ის დადგენილებები ერთად თავმოყრილი, რომლებიც შენს ერთ-ერთ სავარჯიშოში გიწერია. ეგენი ხომ უკვე მიღებული წესებია ვიკისაზოგადოების მიერ და არ გინდა, ვიკიპედიის გვერდად აქციო? მაგალითად, როგორც მე გავაკეთე ვიკიპედია:პარტნიორი საიტები (მერე რა, თუ მარტო ჩვენ გვაქვს :))—G.G. 10:41, 6 მარტი 2011 (UTC)

ვიკიპედიის დადგენილებების გვერდის სექმნაზე ადრეც იყო რამდენიმეჯერ განხილვა და ვერაფერი ვერ გადაწყვიტეს... ზოგს არ უნდოდა მგონი (თუ სწორად მახსოვს). ამიტომ მე ჩემთვის თავი მოვუყარე :). თუ სხვა გამოიყენებს ჩემ თავმოყრილ დადგენილებებს, კარგია. მაგრამ ვიკიპედიის სახელთა სივრცეში რომ გადავიტანო, ალბათ ვიღაც–ვიღაცები თვითნებობას დამწამებენ (აქ ხომ ეს უკვე ჩვეულებაა). ამიტომ თავს ვიკავებ... — დავით პასუხი 10:46, 6 მარტი 2011 (UTC)
ან კიდევ, ყავახანაში წამოვიწყებ განხილვას. — დავით პასუხი 10:47, 6 მარტი 2011 (UTC)
თუ არ შეწუხდები რჩეული სტატიების დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისგან დაცვაზეც ჩაამატე პუნქტი აქ, რომელიც აქ უმრავლესობამ მხარი დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი) ვიღიმი მერე ვნახოთ, ყავახანაში რას გადავწყვეტთ. :)—G.G. 10:55, 6 მარტი 2011 (UTC)

გთხოვ დახმარებას[წყაროს რედაქტირება]

დათოს გაუ, ადრე მქონდა შექმნილი სტატია ჰაინრიხი, რომელიც იყო მრავალმნიშვნელოვანი. მარუაშვილს გადაუკეთებია სტატიად. დღეს შევქმენი ჰაინრიხი (მრავალმნიშვნელოვანი). ახლა ჰაინრიხ I, ჰაინრიხ III, ჰაინრიხ IV - ესენიც შეცვლილი დამხვდა. რაც შემოტანილი მაქვს რომელი ჰაინრიხია? იქნებ დამეხმარო.--ცანგალა () 15:28, 6 მარტი 2011 (UTC)

გაუ! საჭირო არ იყო ცალკე მმ გვერდის შექმნა. სახელის შესახებ სტატია და მმ გვერდი ერთად შეიძლება გაკეთდეს. მაგალითად, როგორც ეს აქვთ გაკეთებული ინგლისურ ვიკიპედიაში – ეს კი არის მმ გვერდი, მაგრამ სახელის შესახებ მცირე ინფოსაც შეიცავს. ასე აკეთებენ სხვა ვიკიპედოებშიც და ახლა მეც ასე გადავაკეთებ ჩვენს სტატიას. — დავით პასუხი 16:41, 6 მარტი 2011 (UTC)
მადლობა.--ცანგალა () 16:57, 6 მარტი 2011 (UTC)
გასაგებია ყველაფერი :). ეშველება მაგას. უბრალოდ ეხლა არა მცალია. მაქსიმუმ ხვალ საღამოს მოგვარებული იქნება :). — დავით პასუხი 17:08, 6 მარტი 2011 (UTC)
Yes check.svg გაკეთდა, ტექსტები არ დაკარგულა: ჰაინრიხ I ფრინველმჭერი, ჰაინრიხ III (სრი) და ჰაინრიხ IV (სრი). — დავით პასუხი 10:36, 7 მარტი 2011 (UTC)

ხელმოწერა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მეც მინდა შენნაირი ხელმოწერა მქონდეს, ანუ მწვანე ფერში „პასუხი“ და „დავითის“ მაგივრად „Taro“ რომ ეწეროს და როგორ ვქნა? — Taro განხილვაწვლილი 09:34, 7 მარტი 2011 (UTC)

შენთვის სასურველი ხელმოწერის დაყენება შეგიძლია კონფიგურაციიდან. კონფიგურაციაში შედი, პირველივე გვერდზე ხელმოწერის განყოფილებაში მეტსახელი რომ წერია, მანდ უნდა ჩაწერო შენი ხელმოწერის კოდი. შემდეგ უნდა მონიშნო — ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე) — ეს და შეინახო. — დავით პასუხი 09:48, 7 მარტი 2011 (UTC)
თუ ჩემნაირი გინდა მაინდამაინც, შენი ხელმოწერის კოდი მაგალითად ასეთი იქნება: [[User:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> და მოგცემს ასეთ შედეგს: Taro პასუხი. — დავით პასუხი 09:52, 7 მარტი 2011 (UTC)
P. S. არ გირჩევნია შენი სტილი შექმნა? :) ჩემგან განსხვავებული. — დავით პასუხი 09:53, 7 მარტი 2011 (UTC)

ვამოწმებ. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:54, 7 მარტი 2011 (UTC) არ გამოვიდა რატომღაც. არასწორი ნედლი ხელმოწერა; შეამოწმეთ HTML ჭდეები. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:55, 7 მარტი 2011 (UTC)

ქვემოთ მონიშნე ის პატარა კვადრატი — ხელმოწერის საკუთარი ვიკი-კოდი (ავტომატური ბმულის გარეშე). — დავით პასუხი 09:55, 7 მარტი 2011 (UTC)

მაინც იგივეს შვება. — [[მონაწილე:Taro James|<font color="black">Taro</font>]] <sup><span class="plainlinksneverexpand">[{{მიდგმ:fullurl:მომხმარებლის განხილვა:Taro James|action=edit&section=new}}</span> <font color="green">პასუხი</font>]</sup> განხილვაწვლილი 09:58, 7 მარტი 2011 (UTC)

თუ იმავეს შვრება, მაშინ კონფიგურაციაში შედი და იმ კოდის ნაცვლად ჩაწერე: {{SUBST:მომხმარებელი:Taro James/ხელმოწერა}} — დავით პასუხი 10:11, 7 მარტი 2011 (UTC)
და მაინც, ზუსტად ჩემნაირ ხელმოწერას არ გირჩევ ;) — დავით პასუხი 10:11, 7 მარტი 2011 (UTC)

სტატია[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ ბრაუნშვაიგერ მუმეს მერე დაწერდი რემბრანდტზე სტატიას. მგონი, ჯობია იან ვერმეერზე დაწერო, რადგან არ გვაქვს ქართულში და გერმანულშიც რჩეულია. de:Jan Vermeer. — Taro განხილვაწვლილი 09:48, 7 მარტი 2011 (UTC)

ვნახოთ, ვნახოთ... თუ მექნება ხალისი და ენერგია... — დავით პასუხი 09:54, 7 მარტი 2011 (UTC)

როდის მორჩები მუმეზე მუშაობას? და მერე ეგ კონკურსში დარჩება თუ გადმოვა ვიკიპედიაზე? და ახალს რო დაიწყებ, გირჩევ, ამ სამიდან რომელიმე აარჩიო
1. იან ვერმეერი;
2. რემბრანდტ ვან რეინი;
3. ფრიდრიხ ნიცშე.
სამივე რჩეულია გერმანულში. — Taro განხილვაწვლილი 20:12, 7 მარტი 2011 (UTC)

ვერმეერს მე მივხედავ, ტაკ ი ბიტ. :)--იორგი 20:13, 7 მარტი 2011 (UTC)
მადლობა რჩევისთვის. — დავით პასუხი 07:25, 8 მარტი 2011 (UTC)

ბრაუნშვაიგერ მუმეს სტატია კონკურსში დარჩება თუ გადმოვა ვიკიპედიაზე? — Taro განხილვაწვლილი 09:33, 8 მარტი 2011 (UTC)

ყველა საკონკურსო სტატია გადმოვა ვიკიპედიის სტატიათა სახელთა სივრცეზე. — დავით პასუხი 09:36, 8 მარტი 2011 (UTC)

მაშინ დიოგენესი რატო არ გადმოვიდა? — Taro განხილვაწვლილი 09:51, 8 მარტი 2011 (UTC)

გადმოვა, როგორც კი გაიმართება დაჯილდოება. — დავით პასუხი 09:53, 8 მარტი 2011 (UTC)

და ეგ როდის მოხდება? — Taro განხილვაწვლილი 09:58, 8 მარტი 2011 (UTC)

ეგ უკვე ჩვენზე არაა დამოკიდებული, ველოდებით დიოგენეს. — დავით პასუხი 10:00, 8 მარტი 2011 (UTC)

რჩეულობის მოხსნა[წყაროს რედაქტირება]

ამაზე დაწერე რა რამე: ვიკიპედია:ყავახანა#რჩეულობის მოხსნაTaro განხილვაწვლილი 17:46, 9 მარტი 2011 (UTC)

დავწერე ;) — დავით პასუხი 17:50, 9 მარტი 2011 (UTC)

რა მაინტერესებს, რატომ ჭიანურდება ასე რჩეული სტატიების არჩევა. მაგალითად, აბუ-სიმბალზე 9 ხმა არასაკმარისია? — Taro განხილვაწვლილი 19:08, 9 მარტი 2011 (UTC)

საკმარისია, მაგრამ როცა დრო მოუწევს მაშინ გავა მთავარ გვერდზე და გახდება რჩეული. — დავით პასუხი 06:40, 10 მარტი 2011 (UTC)

გააკეთე რჩეულობის მოხსნა უკვე? — Taro განხილვაწვლილი 12:02, 10 მარტი 2011 (UTC)

ვიწყებ. მადლობა შეხსენებისათვის. — დავით პასუხი 12:24, 10 მარტი 2011 (UTC)

თარგი:სიახლეები[წყაროს რედაქტირება]

მადლობა, ვერ გავიგე რა ხდებოდა. --ცანგალა () 09:52, 11 მარტი 2011 (UTC)

ცვლილებები ნახე რა გავაკეთე და მიხვდები :) — დავით პასუხი 10:01, 11 მარტი 2011 (UTC)

პრობლემა[წყაროს რედაქტირება]

დავით, მთავარი გვერდის პროპორციებია მისახედი. რამე ხომ არ დაირღვა?--ცანგალა () 11:22, 11 მარტი 2011 (UTC)

პრობლემას ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, გასწორდა. — დავით პასუხი 13:43, 11 მარტი 2011 (UTC)

განხილვა:აფხაზები[წყაროს რედაქტირება]

(დასათაურება ჩემია. დ. მ.)

გამარჯობა, დავით. გთხოვ ნახო განხილვა:აფხაზები. უკანასკნელი ცვლილებები.—G.G. 14:52, 12 მარტი 2011 (UTC)

მადლობა :). დავწერე განხილვაზე პასუხი. იმედი მაქვს, კითხვები გაქრება :). — დავით პასუხი 15:18, 12 მარტი 2011 (UTC)

კენჭისყრა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა:) მიმდინარეობს კენჭისყრა მომხმარებლის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა--დავით XXI Rotating earth (Very small).gif 09:13, 13 მარტი 2011 (UTC)

დანკე :) — დავით პასუხი 09:15, 13 მარტი 2011 (UTC)

გვერდების წაშლა[წყაროს რედაქტირება]

ესენი წაშალე რა, მეგონა რო არ იყო და გავაკეთე: თარგი:კოორდ თარგი:კოორდინაციის display/inlineTaro Redhat-office.png 11:44, 15 მარტი 2011 (UTC)

აღარ შეწუხდე, დავით.—G.G. 12:09, 15 მარტი 2011 (UTC)

განხილვა:მონაწილე:GalaKapanadze/სავარჯიშო[წყაროს რედაქტირება]

[[განხილვა:მონაწილე:GalaKapanadze/სავარჯიშო]] - აბა ერთი ნახე.--ცანგალა () 09:49, 20 მარტი 2011 (UTC)

გაკეთდა. — დავით პასუხი 10:59, 20 მარტი 2011 (UTC)

კი გავიგე :) — Irakli120989 განხილვაწვლილი 14:00, 20 მარტი 2011 (UTC)

მადლობა გაფრთხილებისთვსი ;) — Gala 19:33, 20 მარტი 2011 (UTC)

სამურზაყანოს დაბლობი[წყაროს რედაქტირება]

Text document with red question mark.svg

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია სამურზაყანოს დაბლობი დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

--Ouzo განხილვაწვლილი 10:58, 24 მარტი 2011 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა ცანგალას მიერ. — დავით პასუხი 11:13, 25 მარტი 2011 (UTC)

გუპტას იმპერია[წყაროს რედაქტირება]

Text document with red question mark.svg

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია გუპტას იმპერია დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 15:54, 24 მარტი 2011 (UTC)

მადლობა, Yes check.svg გაკეთდადავით პასუხი 08:58, 25 მარტი 2011 (UTC)

ვიქსიკონში გადასატანი[წყაროს რედაქტირება]

სალამი, დავით. როცო მოიცლი იქნებ ეს გადაიტანო ვიქსიკონში? მადლობა წინასწარ. GIO→13 () 18:05, 24 მარტი 2011 (UTC)

Yes check.svg გადატანილია ვიქსიკონში. — დავით პასუხი 09:10, 25 მარტი 2011 (UTC)

არ ჩერდება[წყაროს რედაქტირება]

დავით, ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ ერთი პიროვნება არ ჩერდება და უნამუსოდ აკოპირებს სტატიებს სხვა საიტიდან, მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილება მივეცი. ზომებს ვითხოვ, თორემ ამოავსებს დღეს აქაურობას კოპივოებით. — BH განხილვაწვლილი 09:07, 25 მარტი 2011 (UTC)

ჰო, ოდნავ დავაზუსტებ - მაგ სტატიებიდან ყველა ინდექსირებულია გუგლში. რაღაც ფორუმზეა გამოქვეყნებული, მაგრამ ზოგიერთი არ იხსნება, რომ შედიხარ ფორუმზე, სტატია ჩაკეცილია ე.წ. ’სპოილერში’ და ეტყობა, მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლები ხედავენ (გუგლმა ალბათ, მანამდე ამოიცნო). ნებისმიერ შემთხვევაში, უხეში კოპივოებია. 2 წუთში ამხელა სტატიებს მაინც ვერ დაწერდა. — BH განხილვაწვლილი 09:14, 25 მარტი 2011 (UTC)
სტატიები წაიშალა და გაფრთხილება მივეცი. — დავით პასუხი 09:15, 25 მარტი 2011 (UTC)
დიდი მადლობა. — BH განხილვაწვლილი 09:16, 25 მარტი 2011 (UTC)

კონცეპტუალური[წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატა
ამის მიხედვით ალბათ სწორი იქნება კონცეპტუალური. მართალია ცოტა არაკეთილხმოვანია, მაგრამ მასე გამოდის... — დავით პასუხი 15:58, 26 მარტი 2011 (UTC)“
(Floydgeo-ს განხილვის გვერდიდან)

მართლა უხეშია. მაგრამ რას ვუზამთ. შევცვლი. ჯერ კატეგორიებს, მერე თავად სტატიებში. — BH განხილვაწვლილი 16:00, 26 მარტი 2011 (UTC)

ვიკიციტატა
„თუმცა, ესეც მაფიქრებს. კონცეპტუალიზმი – ეს სიტყვა ბგერითი შედგენილობით უფრო ახლოსაა კონცეფტუალურთან, მაგრამ მნიშვნელობით მეორე (კონცეფცია) უფრო... — დავით პასუხი 16:00, 26 მარტი 2011 (UTC)“
(Floydgeo-ს განხილვიდან)

რომელი აჯობებს მაინც? — BH განხილვაწვლილი 16:01, 26 მარტი 2011 (UTC)

ვიკიციტატა
„ერთი წუთით, ეს ინტერნეტ–ლექსიკონი შეიძლება არასრულია. წიგნშიც გადავამოწმებ. — დავით პასუხი 16:02, 26 მარტი 2011 (UTC)“
(Floydgeo-ს განხილვიდან)
ვიკიციტატა
„პირდაპირ ეგ სიტყვა ვიპოვე: კონცეპტუალური 1) კონცეფციასთან კავშირში მყოფი, მისი შემცველი. 2) ღრმააზროვანი; იდეების შთამაგონებელი; 3) კონცეპტუალური ხელოვნება – იგივეა, რაც კონცეპტუალიზმი.... ასე რომ, ნამდვილად პტ იქნება. — დავით პასუხი 16:07, 26 მარტი 2011 (UTC)“
(Floydgeo-ს განხილვიდან)
ვიკიციტატა
„მშვენიერია, მივხედავ :) — BH განხილვაწვლილი 16:09, 26 მარტი 2011 (UTC)“
(Floydgeo-ს განხილვიდან)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა დათო. შემთხვევით ხომ არ იცი [მარჩხობი] გერმანულად როგორ იქნება ? otogi

მარჩხობი და მეჩეჩი ერთი და იგივეა? მეჩეჩი ვიცი როგორცაა – Sandbank. — დავით პასუხი 05:50, 27 მარტი 2011 (UTC)

არა დათო მარჩობი და შელფი (მეჩეჩი) აბსოლ. სხვადასხვაა. მე მინდა რო მარჩხობზე გავაკეთო სტატია და როგორც ჩანს იქ ეს ტერმინი გაერთიანებული აქვთ სხვა ცნებაში; ასე მაგ: ეროზიაში ინგლ. და სხვ. ვიკიში გაერთიანებული ის ყველაფერი რაც კი ეროზიულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ჩვენთან კი ეს ცალ-ცალკეა დაყოფილი; იგივეა დანოჭებაზეც, ცოტა მიჭირს ასეთ სტატიების გაკეთება.

p.s. ისე Sandbank რელიეფის ფორმა აღმოჩნდა რომელიც წააგავს მარჩხობს, თუმცა იგი მხოლოდ კალაპოტის პროცესებზე ვითარდება, მარჩხობი კი ოკეანეში იქმნება. კაი მადლობა მაინც. მერე გადავხედავ ინგლ. ვიკის იქნებ ვიპოვო otogi

გასტორნისი[წყაროს რედაქტირება]

გთხოვ გადახედე ისტორიას. გასტორნისი. ნახე გერმნ. და რუს. ვიკი. ლიტ. როგორ მოვიქცე.--ცანგალა () 12:34, 27 მარტი 2011 (UTC)

ბოდიში, მაგრამ ვერ გავიგე :( — დავით პასუხი 15:48, 27 მარტი 2011 (UTC)

ბ-ნ დავითს[წყაროს რედაქტირება]

გასაგებია ბატონო დავით, ტექსტი არ შემიცვლია, შევცვალე მხოლოდ ინტერნეტ რესურსების ბმულები, თქვენი შენიშვნა მიღებულია!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 07:51, 28 მარტი 2011 (UTC)

ბრაუნშვაგერ მუმე[წყაროს რედაქტირება]

შემთხვავით ბრაუნშვაიგის მუმე ხომ არ უნდა იყოს?--ცანგალა () 15:19, 28 მარტი 2011 (UTC)

ჰო, მაგაზე მეც ვფიქრობდი... რამდენიმე ვარიანტი მქონდა: ბრაუნშვაიგული მუმე, ბრაუნშვაიგის მუმე... მაგრამ, რადგან არც ესპანური და არც კატალონიური ვიკიპედია არ თარგმნის, აღარც მე ვთარგმნე. ინგლისური ვიკიპედია და ლათინური თარგმნიან მარტო. მაგათ მიზეზიც აქვთ – ინგლისური იმიტომ, რომ ერთი პერიოდი ბრაუნშვაიგერ მუმე ზუსტად ინგლისში იწარმოებოდა და გააინგლისურეს სახელი, ხოლო ლათინური საერთოდ ყველაფერს თარგმნის (მაგ. თბილისი – ტრიფელის)... საბოლოოდ გადავწყვიტე ბრაუნშვაიგერ მუმე. როცა საკონკურსო სახელთა სივრციდან გადმოვიტანთ, მერე ვიმსჯელოთ გამართულ სახელწოდებაზე. — დავით პასუხი 15:24, 28 მარტი 2011 (UTC)
დავიწყე კითხვა გვიან შუა საუკუნეები - გვიანი შუა საუკუნეები. მგონი გასასწორებელია.--ცანგალა () 16:48, 30 მარტი 2011 (UTC)
  • ch - კ (და არა ქ): Christoph - კრისტოფ-ი, Christian - კრისტიან-ი.ცანგალა () 16:55, 30 მარტი 2011 (UTC)
  • გვარით მუმე - გვარად მუმე. (???)--ცანგალა () 17:05, 30 მარტი 2011 (UTC)
  • ქართულ ენაზე სიმღერის ტექსტი შენი ნათარგმნია? მაშინ სქოლიოს გაკეთება ხომ არ აჯობებს, რომ მიექეროს ვისი თარგმანია
  • და ბოლოს ყოჩაღ. --ცანგალა () 19:52, 30 მარტი 2011 (UTC)
მადლობა. ახლა არ შეიძლება შესწორება, სანამ გამარჯვებულები არ გამოვლინდებიან :). საკონკურსო სტატიების წერის ვადა ამოწურულია. რომ დამთავრდება, მერე კიდევ ბევრი მაქვს მაგ სტატიაში შესასწორებელი. ისე, ბოლო დროს დაწერილი სტატიებიდან მაგისთვის ყველაზე ნაკლებად ვიმსახურებ შექებას :). რაც შეეხება სიმღერის ტექსტს და ლექსის ტექსტს, ჰოხდოიჩზე არ იყო და გამიჭირდა. შეგიძლია შემიმოწმო თარგმანის სიზუსტე ლექსებში? :)).... — დავით პასუხი 08:17, 1 აპრილი 2011 (UTC)

ბ-ნ დავითს[წყაროს რედაქტირება]

მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემი სტატიის ასეთი პოზიტიური შეფასებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ცალკეულ ადგილებში ორთოგრაფიულად და პუნქტუაციურად გასამართია. მუდამ მოხარული ვიქნები შევიტანო ჩემი მოკრძალებული წვლილი ქართული ვიკიპედიის განვითარების საქმეში...პატივისცემით ჯანო მარხულია. — Jano Markhulia განხილვაწვლილი 16:45, 31 მარტი 2011 (UTC)

მადლობა პირიქით თქვენ! მიხარია, რომ შემოგვიერთდა კიდევ ერთი კარგი ვიკიპედიელი :) — დავით პასუხი 08:06, 1 აპრილი 2011 (UTC)

საქართველოს სატელეფონო კოდები[წყაროს რედაქტირება]

დათო, ორი სტატია არსებობს საქართველოს სატელეფონო კოდები და ტელეფონების ნომრები საქართველოში. --ცანგალა () 07:53, 2 აპრილი 2011 (UTC)

ბ-ნ დავითს[წყაროს რედაქტირება]

გაიხარე,გმადლობ! (პ.ს მიუხედავად იმისა, რომ მესიჯი 1 აპრილს არის მოწერილი, ჩავთვლი რომ მართლა მასე ფიქრობთ და ”კარგი ვიკიპედიელი” ვარ!:))— 78.139.187.183 10:42, 3 აპრილი 2011 (UTC)

უფრო მეტი დამაჯერებლობისათვის, ახლაც გაგიმეორებთ მაშინ :). ისე, სისტემიდან გასული ხართ. გაიარეთ ავტორიზაცია. — დავით პასუხი 10:51, 3 აპრილი 2011 (UTC)

პესტლინგბერგი[წყაროს რედაქტირება]

Text document with red question mark.svg

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია პესტლინგბერგი დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

--Ouzo განხილვაწვლილი 17:50, 6 აპრილი 2011 (UTC)

Yes check.svg გაკეთდადავით პასუხი 13:24, 7 აპრილი 2011 (UTC)

ისევ ვეტლენდი[წყაროს რედაქტირება]

დათო გამარჯობა. ვეტლენდი - ჰუმიდური ზონაა. humidus - ლათ. ტენიანი, სველს ნიშნავს. უნდა გადამისამართდეს. თუმცა ამ ეტაპზე სამწუხაროდ ლიტ. ვერ მოვიტან. --Otogi განხილვაწვლილი 10:07, 7 აპრილი 2011 (UTC)

რაზე უნდა გადამისამართდეს? ჰუმიდური ზონა–ზე? — დავით პასუხი 13:24, 7 აპრილი 2011 (UTC)

ჰუმიდური ზონები. გეოგრაფიის პორტალშიც ყოფილა ეს სტატია. არსებობს ასევე ჰუმიდური კლიმატი --Otogi განხილვაწვლილი 15:22, 7 აპრილი 2011 (UTC)

სალამი[წყაროს რედაქტირება]

სალამი დავით! როგორ ხარ? ნატახტარზე თუ იცი რამე, აპირებენ დაჯილდოებას? --გიორგი განხილვაწვლილი 17:04, 10 აპრილი 2011 (UTC)

კი, რა თქმა უნდა აპირებენ :). ეს გვერდი ნახე. იქითა კვირაში იქნება ალბათ დაჯილდოება. მანამდე შეგატყობინებ :). — დავით პასუხი 17:44, 10 აპრილი 2011 (UTC)

ვარიაგები[წყაროს რედაქტირება]

Text document with red question mark.svg

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია ვარიაგები დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 17:35, 10 აპრილი 2011 (UTC)

არა მგონია მნიშვნელოვან წვლილად ითვლებოდეს ეს :). რეფორიმის შედეგად, რომელსაც მაგდენი კამათი უსწრებდა წინ, ხომ გადავწყვიტეთ, რომ ასეთ შემთხვევაში არაა აუცილებელი სტატიის შემქმნელს მისწერო. მაგრამ მაინც მივუთითებ... — დავით პასუხი 17:47, 10 აპრილი 2011 (UTC)
ჯაბამ არ წამოიწყო ეს რეფორმა? საკუთარივე რეოფრმის წინააღმდეგ გმაოდის? Strange.--იორგი 17:48, 10 აპრილი 2011 (UTC)

დათო შენს კითხვას გიბრუნებ ყავახანიდან: ამ ბოლო დროს რატომ გვაქვს ასეთი ტენდენცია, რომ ყველს ყელში უნდა ვწვდეთ და იქვე მივახრჩოთ ვისაც რამე შეეშლება? (თუმცა სულაც არ ვთვლი რომ შემეშალა, სტატიის შემქმნელს ბუნებრივია წვლილი მიუძღვის) — ჯაბა ლაბა 17:55, 10 აპრილი 2011 (UTC)

სტატიის ისტორიას შენ და კიდევ სხვები კარგად თუ გადახედავთ დაინახავთ, რომ სტატია შეავსეს ან ანონიმმა ან ბოტებმა და მირჩიეთ რომელ მათგანს მივწერო? — ჯაბა ლაბა 17:57, 10 აპრილი 2011 (UTC)

(რედ. კონფლიქტი) ყელში გწვდი? უბრალოდ შეგახსენე ის გადაწყვეტილება, რაც ერთობლივად მივიღეთ ყავახანაში. შეცდომა ნამდვილად მოგივიდა, გადავწყვიტეთ, რომ ეს შეტყობინება მხოლოდ მნიშვნელოვანი წვლილის მქონეთ გავუგზავნოთ ;). მაგრამ შეცდომა ხომ არაა დანაშაული? ;). შენიშვნის მოცემა არაა ყელში წვდომა. შენიშვნებს უახლოეს მეგობრებსაც ვაძლევ და ამისთვის მადლობასაც მეუბნებიან. ვხედავ, არ გინდა, რომ კარგი დამოკიდებულება იყოს ჩვენს შორის. მე ეს ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ალბათ ვერ შევცვლი შენს დამოკიდებულებას ჩემდამი... თავად უნდა მიხვდე, რომ მე, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მსურს მეგობრობა შენთან (ესეც მეგობრული რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინო და რომელიც ყელში წვდომა არაა). — დავით პასუხი 18:06, 10 აპრილი 2011 (UTC)
მასეთ შემთხვევაში, როცა სტატია კოლექტიურად იწერება, გადავწყვიტეთ, რომ თარგი არავის გავუგზავნოთ. ლიტერატურის დამატების ვალდებულება ამ შემთხვევაში არავის არა აქვს (ისედაც არავის არა აქვს)... ნებისმიერს შეუძლია დაამატოს ლიტერატურა, ესაა და ეს. — დავით პასუხი 18:08, 10 აპრილი 2011 (UTC)

პოპულისტობას შეეშვი. პირდაპირ გეტყვი ჩემი და შენი მეგობრობის ამბავი ზღაპარია. როდესაც ყავახანაში ვწერ მომხმარებლის შესახებ ეს ყელში წვდომაა და თქვენი (ორეულის) თითქმის ერთდროული პასუხი ყელში წვდომა არაა? ამის წინა ჩემს მესიჯში რჩევა გთხოვეთ, მირჩიეთ რამე, ვის მივწერო? ანონიმს თუ ბოტებს? — ჯაბა ლაბა 18:11, 10 აპრილი 2011 (UTC)

მე გულწრფელი ვარ ჩემს სიტყვებში. გინდა გაიგე და გინდა ნუ გაიგებ. მე და ჩემი "ორეული" თუ ერთდროულად ვწერთ პასუხს, ეს შენ გწვდებით ხოლმე ყელში? :)) საოცარია, რა იყო იქ "ყელში წვდომა"? :)) (რიტორიკული კითხვაა :)). იმ კითხვაზე გაგეცი პასუხი უკვე. — დავით პასუხი 18:18, 10 აპრილი 2011 (UTC)
მეც გულწრფელად მოგწერე (ჩემი სიტყვების გულწრფელობა უფრო დასაჯერებელია). განმარტებისათვის: ორეულში შენი მეორე მე კი არ ვიგულისხმე ორი ადამიანი ვიგულისხმე. — ჯაბა ლაბა 18:22, 10 აპრილი 2011 (UTC)
ცუდია, რომ გულწრფელები ვართ ორივე და ჩემი ცოტამ შეიძლება დაიჯეროს. რა ვუყო მე... რაც გინდა ის იფიქრე, ხომ არ გაძალებ. — დავით პასუხი 18:29, 10 აპრილი 2011 (UTC)
დათო, შიზოფრენიაში გდებენ ბრალს უკვე? wow...--იორგი 18:37, 10 აპრილი 2011 (UTC)
=D — დავით პასუხი 10:57, 11 აპრილი 2011 (UTC)

შუა საუკუნეები[წყაროს რედაქტირება]

Text document with red question mark.svg

გამარჯობა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი მიგიძღვით სტატია შუა საუკუნეები დაწერისათვის. სტატიის ამჟამინდელ რედაქციას აკლია სანდო და გადამოწმებადი წყაროები. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ მათ მოძიებასა და მითითებაში, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სტატიის ხარისხი.

ჯაბა ლაბა 18:19, 10 აპრილი 2011 (UTC)

Yes check.svg გაკეთდადავით პასუხი 10:58, 11 აპრილი 2011 (UTC)

გაიხარე[წყაროს რედაქტირება]

იხ. გული (ორგანო). ფაილისთვის მადლობა დათო 1010.--ცანგალა () 20:15, 10 აპრილი 2011 (UTC)

ახ ზოო :)). ახლა მივხვდი, რატომაც მომწერე :). მადლობა შენც და დათოსაც! :) — დავით პასუხი 11:52, 11 აპრილი 2011 (UTC)

შეკითხვა[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს! დავით, ერთი კითხვა მაქვს და თუ რამე ინფორმაციას ფლობ ამის შესახებ იქნებ მიპასუხო. კითხვა ეხება ”ნატახტარის” მიერ ჩატარებულ კონკურს, მაინტერესებს ბოლოს და ბოლოს დასრულდა თუ არა ეს კონკურსი:) და თუ დასრულდა გამოვლინდა თუ არა გამარჯვებულები?! სამწუხაროდ ამის შესახებ ინფორმაციას ვერსად მივაგენი. — Jano Markhulia განხილვაწვლილი 06:13, 11 აპრილი 2011 (UTC)

კონკურსი დასრულდა :). გამარჯვებულთა გამოვლენაც ნაწილობრივ (ვიკიპედიის მხრიდან) დასრულდა. იხილე ეს გვერდი. გილოცავ! ;). სალბათ ერთ კვირაში დაჯილდოებაც იქნება – გაგაგებინებთ აუცილებლად :). — დავით პასუხი 11:00, 11 აპრილი 2011 (UTC)

გაიხარე![წყაროს რედაქტირება]

დიდი მადლობა ინფორმაციითვის!:)...გმადლობ მოლოცვისთვის!...ისე არ გამომივიდეს თითქოს ლუდი მწყუროდეს!:))..ასეთ დროს აგერ ჩვენთან ”ვეჯინში” ვყიდულობ ხოლმე ”კასრის” ლუდს:))..უბრალოდ ”სპორტული ინტერესი” იყო ეგ არის და ეგ!:)...წარმატებებს გისურვებ ყველა ”ფრონტზე”!!!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 09:59, 12 აპრილი 2011 (UTC)

მადლობა, მადლობა :)). არა, ლუდის წყურვილი არც მიფიქრია :))). დამსახურებული რეატომ არ უნდა მოითხოვო?! :))... სიტყვა "ვეჯინის" ხსენებამ მაფიქრებინა, რომ ჩემსავით რუსთაველი ხარ... :) — დავით პასუხი 11:28, 12 აპრილი 2011 (UTC)

ნიკორწმინდა (ტაძარი)[წყაროს რედაქტირება]

ნიკორწმინდა (ტაძარი) - უშველე გალერეა და ალბომი.--ცანგალა () 16:44, 12 აპრილი 2011 (UTC)

არა თბილისში ვცხოვრობ!:)...თუმცა როგორც ვატყობ ”ვეჯინს” საკმაოდ შორს გავარდნია სახელი ,აქ მუხიანშიც მაგ მარკეტს ”მშობლიურივით” აღვიქვამთ:)...გაიხარე კაი კაცი ხარ!...წარმატებები!— Jano Markhulia განხილვაწვლილი 17:40, 12 აპრილი 2011 (UTC)

ვიქსიკონში გადასატანი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა დათო. ეს სტატიები ნახე აბა – ტეტრალოგია, ტრილოგია. მგონი ვიქსიკონშია გადასატანი. --მიხეილ () 19:00, 14 აპრილი 2011 (UTC)

დათო, აუცილებლად მომწერე.--იორგი 19:57, 16 აპრილი 2011 (UTC)

<ვიქსიკონის შესახებ> ორივე გადატანილია. ადმინისტრატორებო, წაშალეთ ტრილოგია, სანამ მე შემოსვლას შევძლებ. დათო

განხილვა:აბაზგია[წყაროს რედაქტირება]

განხილვა:აბაზგია სერიოზული მისახედია. ნახე რუს. ვიკი სულ სხვა დროშა არის. კითხვის ნიშნით კი დროშები მრავალ სტატიაშია.--ცანგალა () 12:16, 18 აპრილი 2011 (UTC)

არაფერი სერიოზული მანდ არაა :). აბაზგიის დროშა არ იყო ეგ და ამოვგლიჯე სტატიიდან. კითხვის ნიშნები კი მასე უნდა იყოს, იმიტომ რომ არაა ცნობილი როგორი დროშა ჰქონდათ აბაზგებს და მეეჭვება ოდესმე ვინმემ გამოიკვლიოს აბაზგიის დროშის ისტორია... ასე რომ, კითხვის ნიშნები უნდა იყოს ;). — დავით პასუხი 12:22, 18 აპრილი 2011 (UTC)

გამარჯობა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, დავით. იქნებ ნახო ვიკიპედიელის განხილვა:Iviko111. უნიკალური შემთხვევაა. — BH განხილვაწვლილი 17:21, 19 აპრილი 2011 (UTC)

ადმინებო, მიხედეთ! მე სამწუხაროდ არა მაქვს დრო :( — დავით პასუხი 17:33, 19 აპრილი 2011 (UTC)
პირველ ეტაპზე სტატია დავბლოკე.--ცანგალა () 17:51, 19 აპრილი 2011 (UTC)
ეგეც კარგია. ძალიანაც კარგია.მე მომიტევეთ, შეიძლება, ზედმეტად ემოციურად ვესაუბრე, მაგრამ ამის ერთადერთი მიზეზი იყო ის, რომ ვიკიპედიას პრაქტიკულად პოლიტიკურად ანგაჟირებული გუნდი უწოდა. — BH განხილვაწვლილი 17:55, 19 აპრილი 2011 (UTC)
მაპატიეთ რომ გერთვებით, მაგრამ თავიდან ნამდვილად ჩემმა გაფრთხილებამ გააღიზიანა. ახლა შემოვედი და ვნახე რა დატრიალებულა:D მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო და ყოჩაღ floydgeos, ღირსეულად მოიგერია:) --მიხეილ () 20:30, 19 აპრილი 2011 (UTC)

მემგონი ეს სტატია ძალიან დიდ საჭიროებას წარმოადგენს ლომიძეების გვარის მქონე ადამიანებისათვის რათა მათ თავიანთი წარმომავლობა დააგინონ ასე რომ შესანიშნავი სტატიაა კარგი იქნება თუ ესეთი სტატიები სხვა გვარების შესახებაც გაკეთდება

აბედი[წყაროს რედაქტირება]

დათო შენი ჩასმული თარგი ამოვიღე. მგონი საჭირო არ არის, მაგრამ მაინც გადახედე სტატიაში აბედი--ცანგალა () 19:48, 23 აპრილი 2011 (UTC)

განც გუთ! :) — დავით პასუხი 06:39, 24 აპრილი 2011 (UTC)