მომხმარებლის განხილვა:Bpg

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაინდარავას მონაწილეობა 1991 წლის ოქტომბრის პუტჩში და 1991-1992 პუტჩში ფაქტია და უნდა დარჩეს


გამარჯობათ ბატონო ბესარიონ!

მოხარული ვარ, რომ გამოჩნდით ვიკიპედიის გვერდზე და დახმარებას უწევთ მას. მაგრამ ერთი დიდი თხოვნა მექნება თქვენთან, რომ სტატიების მიმართ შენიშვნები განხილვის ფურცელზე დაწეროთ და არა თვით სტატიაში. ვიკიპედიაში შემომსვლელი როგორც სტატიას აგრეთვე განხილვის ფურცლებსაც კითხულობს. ასე, რომ თქვენი შენიშვნები წაუკითხავი არ დარჩება.

მოხარული იქნება ვიკიპედია თუ დაეხმარებით ბესარიონ გუგუშვილის ბიოგრაფიის დაწერაში.


დიდი პატივისცემით ცანგალა 20.08.05


გამარჯობათ ბატონო ბესარიონ ძალიან სასიამოვნოა რომ ქართულ ვიკიპედიას ავსებთ და აღორძინებთ, თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით ქართული ინტერნეტ რესურსების განვითარებაში.

პატივისცემით გივი ბოლქვაძე Giviko 15:02, 14 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობათ ცანგალა

თქვენს შენიშვნას გავითვალისწინებ.

ბესარიონი


ჩემი შენიშვნები[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ბატონო ბესარიონ,

მე ვარ ერთ-ერთი ადმინისტრატორი, ავთანდილ აბულაძე. ვიკიპედიაში თქვენი გამოჩენის პირველი დღიდანვე ვადევნევ თვალყურს თქვენს მუშაობას და კომენტარებსაც ყურადღებით ვკითხულობ. ბევრ რამეში ვიზიარებ თქვენს შენიშვნებს, მაგრამ ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ საკუთარიც:

  1. როგორც ცანგალამ შენიშნა, თუ რამეში არ ეთანხმებით სტატიის ავტორს, გთხოვთ შენიშვნები და მოსაზრებები განათავსოთ განხილვის გვერდზე ან უშუალოდ ჩაასწოროთ სტატია.
  2. ვიკიპედია იქმნება სხვადასხვა პროფესიის, განათლების, მსოფლმხედველობის, სქესის და ასაკის მოხალისეთა კოლექტიური შრომით. აქ ყველა თანასწორუფლებიანი პარტნიორია, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თქვენი მიმართვის ზოგიერთი ფორმა (მოიძიეთ! გადაამოწმეთ!) არასწორია, ხოლო რიგი შეფასებებისა (სამარცხვინოა! ტყუილია!) - მიუღებელი. თქვენის ნებართვით ამ კომენტარებს გადავიტან განხილვის გვერდზე, სტატიას კი აღვადგენ პირვანდელი სახით (ჯერჯერობით!).
  3. სტატია პრემიერ-მინისტრებზე. ჩემი დაწერილია და როგორც სწორედ შენიშნეთ, დასავლური წყაროების, კერძოდ ინგლისური ვიკიპედიის მიხედვით. გეთანხმებით, რომ სტატია ზოგადად უზუსტობებს შეიცავს, ამის გამო ინგლისურისგან განსხვავებით ჩავამატე ერთი სვეტი, სადაც შევეცადე თანამდებობების პირთა ფუნქციები ერთმანეთისაგან განმესხვავებინა (ანუ ვის ერქვა მართლა პრემიერ-მინისტრი და ვის მთავრობის თავმჯდომარე). თუ მთლიანობაში ეს ცხრილი ამ სახით მიუღებელია, ან სათაური შევუცვალოთ ან გადავაკეთოთ, ამაში პრობლებას ვერ ვხედავ.
  4. სტატია პრეზიდენტებზე. ლეგიტიმაციის საკითხები რა თქმა უნდა მხედველობაშია მისაღები, მაგრამ დე ფაქტო რეალობებს ვერსად გავექცევით. რაც შეეხება ორხელისუფლებიანობის პერიოდს, მადლობელი ვიქნები თუ ამ საკითხზე კომენტარებს გააკეთებთ, შესაძლებელია ცალკე სტატიის სახითაც.
  5. სტატია ეროვნულ კონგრესზე. ალბათ უმჯობესია სტატია დაიწეროს ისეთივე სტრუქტურით, როგორც ”ვარდების რევოლუცია” (საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იგი არ იყო ”ძირგამომთხრელი” ორგანიზაცია!).
  6. სტატია ხაინდრავაზე. პატივს ვცემ თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს და მოსაზრებებს და სრული უფლება გაქვთ იგი დააფიქსიროთ ნებისმიერ სტატიაში. მომავალში მსგავსი შეფასებები შეიძლება გაჩნდეს ათეულობით და ასეულობით მოღვაწეზე და არა მარტო პოლიტიკურზე. ხომ არ აჯობებდა ასეთი კომენტარები შენიშვნის სახით გადაგვეტანა სტატიის ბოლოში.


და ბოლოს, შევნიშნავ, რომ ამ კომენტარების დაწერის მიზანი იყო ერთი: ვიკიპედიის სტატიები უნდა დაიწეროს ნეიტრალური თვალსაზრისით დაცვით, რაც მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. რაც შეეხება უნებურ შეცდომებს და უზუსტობებს, ამას ეშველება - გამოჩნდება მოცემული საკითხის უფრო ღრმა მცოდნე და შეასწორებს (ესეც ვიკიპედიის ერთ-ერთი პრინციპია).


პატივისცემით, ავთანდილ 07:32:03, 2005-08-22 (UTC)

BPG-ს განმარტებები[წყაროს რედაქტირება]

  • ცალსახა-ერთიანი ნეიტრალური თვალსაზრისი პოლიტიკურ ასპექტებში პრაქტიკულად შეუძლებელია (თქვენ ეს ძალიან კარგად იცით) და თვით ვიკიპედიის საწყის დებულებებში წერია, რომ თუ რაიმე საკითხზე ორი ან მეტი თვალსაზრისია - ყველა უნდა იქნას წარმოდგენილი (სწორედ ეს არის ჩათვლილი „ნეიტრალურ“ თვალსაზრისად). მეტიც - ეროვნულ მოძრაობას უკვე აქვს დიდი გამოცდილება იმისა, რომ ე.წ. „მიკერძოებული ნეიტრალური თვალსაზრისი“ -- ყოველთვის მისი თვალსაზრისის საწინააღმდეგოა და ზუსტად მისი მოწინააღმდეგის თვალსაზრისს შეესაბამება.
  • მოიძიეთ, გადაამოწმეთ - ეხება „ნეიტრალურ“ ავტორებს (გეთანხმებით, რომ მოწოდება უნდა იყოს შენიშვნებში - დაწერის მომენტში ზუსტად არ ვიყავი გარკვეული ინფორმაციის სტრუქტურაში)
  • ტყუილია და ასე შემდეგ - თვალსაზრისია და ალბათ უფრო რბილად „განსაკუთრებულ შენიშვნებში“ ან რაიმე მსგავსში უნდა ჩაიწეროს...
  • რაც შეეხება პრეზიდენტებს, მთავრობის თავმჯდომარეებს, პრემიერ-მინისტრებს და ასე შემდეგ -- გთხოვთ გამოიჩინოთ ტაქტი და გაითვალისწინოთ, რომ ნახსენები ადამიანებიდან ზოგი სწორედ რომ თვალსაზრისისათვის იღუპებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, ხოლო - ზოგი კი ბოროტ დანაშაულს ჩადიოდა ქართველი ერის მიმართ. პოლიტიკური მოვლენების შეცნობა და გაგება სავსებით შეუძლებელია სწორედ რომ თვალსაზრისებში განსხვავებების წარმოდგენის გარეშე. თუმცა შეიძლება ჯერ ადრეა - კიდევ ერთი რევოლუციაა საჭირო „ეკლების“ :))
  • რაც შეეხება მაგალითად ხაინდრავაზე ინფორმაციას (თქვენ წერთ: მომავალში მსგავსი შეფასებები შეიძლება გაჩნდეს ათეულობით და ასეულობით მოღვაწეზე და არა მარტო პოლიტიკურზე) - ის რაც მე დავამატე, აბსოლუტურად ობიექტური ინფორმაციაა და არა „შეფასება“. მაგალითად, რეზო ჩხეიძეზე რომ იქნება სტატია - უნდა დაიწეროს, რომ იყო კომპარტიის ცე-კა-ს წევრი. ვიზეც დოკუმენტები არსებობს, ისიც უნდა დაიწეროს, რომ კა-გე-ბე-ს წევრები იყვნენ... ნუ აურევთ ერთმანეთში ფაქტებსა და შეფასებებს!
  • რაც შეეხება „ეროვნულ კონგრესს“ (თქვენ წერთ: საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის იგი არ იყო ”ძირგამომთხრელი” ორგანიზაცია!) -- სწორედ მაგ „საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის“ 1991-1992 წლების პუტჩი „დიქტატორ გამსახურდია წინააღმდეგ საერთო-სახალხო აჯანყება“ იყო -- და საკმარის დოკუმენტებს დავდებთ, რომ ზუსტად ასე ოყო.
  • თქვენ წერთ პრეზიდენტებზე: მაგრამ დე ფაქტო რეალობებს ვერსად გავექცევით -- მე გპასუხობთ: ვერსად რომ გავექცევით სწორედ ამიტომ უნდა მიაწეროთ - ვინ იყო ლეგიტიმური და ვინ არალეგიტიმური (და არა დე-ფატო -- როგორც ეს თქვენ გაწყობთ).

ზოგადად - ძალზე კარგია, რომ თქვენს პოზიციას აფიქსირებთ. თუნდაც მაგისთვის არის სასარგებლო ჩემი აქ მონაწილეობა...


Hi. Sorry for writing in English, but i don't speek Georgian. I am from the greek Wikipedia and ia am writing an article about the words used for "Greece" in various languages. I am looking for the etymology of the georgian word (საბერძნეთი). I think it is pronounced Saberdzneṭi. I posted the same mesage in ვიკიპედია განხილვა:საზოგადოების გვერდები (i don't know if it the right place for questions like this but i didn;t find an embasy for the georgian wikipedia) but noone seemed to notice. So I post it also to you hoping you could tell me where i should ask such a question. Why you? Just because you seem to be active at this moment:) Thanks. Mik

ethimology for "saberdznet'i" = Greece and "berdzeni" = Greek person is nonclear - kalimera :)

see:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%90:%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98


THANKS ALOT!!. I realy apreciate alot your help! Mik

მიუკერძოებლობის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ბატონო ბესარიონ,

ყავახანაში დავწერე მცირე განმარტება მიუკერძოებლობის პრინციპის შესახებ, ბატონი ბაჩანას შენიშვნის პასუხად. შეგიძლიათ ამ გვერდს მიმართოთ: ვიკიპედია:ყავახანა.

პატივისცემით,

Sopho 18:22, 10 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


ისევ მიუკერძოებლობის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით - ახლა დავიწყე ინგლისური ვიკიპედიის თარგით [სალომე ზურაბიშვილის] შესახებ სტატიის დამატება-რედაქტირება. თარგად ავიღე ნაწილები ინგლისური ვიკიპედიის სტატიიდან ჰენრი ფორდის შესახებ.

იმედია თქვენი შენიშვნები მიკერძოებულობაზე ამითი დასრულდება, ხოლო შემდგომ ამავე თარგით ზოგიერთ სხვა პიროვნებასაც შევასწორებ - სამაგალითოდ. ვიმედოვნებ, რომ გული არ გეტკინებათ - თუნდაც „თქვენიანები“ იყვნენ...

Hello. I'm user hardscarf from dutch wikipedia. Could you tell me what the licence status is of this image? (Public Domain/Fair use/etc.) Or who authorised to use it? As I would like to use it on the dutch wikipedia too. Thanks already.--83.118.13.129 11:30, 24 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

image is FREE - you are welcomed to use it

--ბპგ 22:15, 14 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ბესარიონ,

თხოვნა იქნება, რომ ხელი შეუწყოთ ვიკიპადეიას და არა პირიქით. როგორც ვიცი თქვენ გაქვთ თქვენი ვებ.გვერდი - ეს არის ენციკლოპედია. თქვენი ბიოგრაფია რატომ არ შეგყავთ???საინტერესოა მას როგორ შეაფასებთ??პატივისცემითZangala 10:15, 4 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]


ჩემს მიერ ჩაწერილი დამატებებისა და ჩამატებების ფორმა და შინაარსი გადამოწმებულია პირველ რიგში ინგლისურ ვიკიპედიასთან. რაც შეეხება საკუთარ ბიოგრაფიას და შეფასებას... მოესწრება, ნუ ნერვიულობთ... საერთოდ - ნუ აღელდებით ხოლმე სიმართლის წაკითხვისას...

ხოლო, რაც შეეხება პირად ვებ გვერდ ანუ პირად საითს -- ვიკიპედია საჯარო ანუ ყველას ვებ საითია და არა მხოლოდ იმათი - ვისაც პირადი ვებ გვერდი რატომღაც არ გააჩნია (ნუ დაიბნევით ხოლმე).

შენიშვნები უნდა იყოს კონკრეტული, საქმიანი და არა დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი (საკუთარი შვილები აღზარდეთ თუ და როდესაც გეყოლებათ).

ბპგ 14:32, 4 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

gamarjobaT batono beso,

mindoda Semetyobina TqvenTvis rom vikipedias inglisur versiaSi gamoCndnen zogierTi pirebi (ZiriTadad somxeTidan) romlebic mizandasaxulad cvlian informacias qarTul teritoriebTan, xalxTan da sxva sakiTxebTan dakavSirebiT. erT-erTi magaliTi aris am enciklopediis inglisur enovani statia bagrationebze romelic sagrZnoblad iqna Secvlili somxebis mier. gTxovT gadaxedoT am statias Tu geqnebaT SesaZlebloba.

pativiscemiT,

vikipedias qarTveli momxmarebeli, 16 Tebervali, 2006 weli.

გმადლობთ შეტყობინებისათვის[წყაროს რედაქტირება]

აუცილებლად საჭიროა ვიკიპედიის ინგლისურ ვერსიას (და ყველა სხვა) ქართული ხელი, ქართული სიმართლე და ქართული სული დაეტყოს - მაგრამ ამისათვის ჯერ ყველაფერი ეს ქართულ ვიკიპედიაში უნდა მოხდეს. აქ კი ვითომ „მიუკერძოებლების“ მოძალებაა... თორემ სომხები რომ თავის „მიუკერძოებლობას“ ნერგავენ და ძალზე წარმატებით გასაკვირი არაა... ქართულ ვიკიპედიაში ვითომ „მიუკერძოებლებს“ კი ვერ გაუგიათ, რომ „გაღმა შეედავე - გამოღმა შეგრჩებაო“! და, სულ მუდამ „გაღმელების“ პოზიციებზე დგანან...

--ბპგ 17 თებერვალი 2006

გამარჯობათ, თქვენ ბესარიონი ბრძანდებით თუ მისი შვილი? Dobo 22:45, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]


ბესარიონი გახლავართ --ბპგ 22:53, 23 აპრილი 2006 (UTC) გილოცავთ, ქრისტე აღსდგა, მანდ რომელი საათია? თქვენც ღამით გიყვართ მუშაობა ალბათ, როგორც ყველა პროგრამისტს და ...:) Dobo 22:59, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

გვერდი - უნიკოდი: ზუსტად ვიცოდი წინასწარ, რომ თქვენ აუცილებლად დაამატებდით, ფაქტიურად თქვენ მოგიძღვენით. თქვენ რომ არა, მე გავაგრძელებდი, ბატონო ბესარიონ და დავამატებდი BPG ფონტების ამბებს.Dobo 23:03, 23 აპრილი 2006 (UTC) ძალზე გამიხარდა, რომ დიდი პაატა გუგუშვილი ვიკიპედიაში ვიხილეთ, უაღრესად პოზიტიური და საქართველოს წინაშე დამსახურებული პიროვნება იყო, ასეთი მაგალითები ძალიან აკლია საქართველოს ახალგაზრდებს.Dobo 23:11, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

დიდი მადლობა ღვაწლის დაფასებისათვის :) --ბპგ 23:12, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ბესარიონ, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს იდეას - ყავახანის ბოლოში ინგლისური ენის ვიკი-სკოლის შესახებ და ძალიან გთხოვთ იქვე მიაწეროთ თქვენი აზრი, რეალურია თუ არა ეს პროექტი და რა არის მთავარი თქვენი აზრით ამ საქმის დასაწყებად?. ძალიან მაინტერესებს. პატივისცემით, Dobo 23:37, 23 აპრილი 2006 (UTC)[უპასუხე]


სტატია:"საქართველო ქართველებისათვის" შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ Bpg,

თქვენი სტატია "საქართველო ქართველებისათვის" მომხმარებელთა უმრავლესობით გადაწყდა, როგორც არაენციკლოპედიური სტატია წაშლილიყო. იხილეთ განხილვა:საქართველო ქართველებისათვის. პატივისცემით Zangala 19:28, 23 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ძალზე ცუდი გიქნიათ რომ მოგისპიათ - "საქართველო ქართველებისათვის" ძალზე გავრცელებული პოლიტიკური და სოციალური ცნება და ტერმინია - მას ენციკლოპედიური განმარტება სჭირდება...

სტატია:"ნომენკლატურის რევანში" შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ Bpg,

თქვენი სტატია "ნომენკლატურის რევანში" მომხმარებელთა უმრავლესობით გადაწყდა, როგორც არაენციკლოპედიური სტატია წაშლილიყო. იხილეთ განხილვა:ნომენკლატურის რევანში. პატივისცემით Zangala 17:48, 20 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


სტატია "ადამიანი რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს"[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ Bpg,

თქვენი სტატია "ადამიანი რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს" მომხმარებელთა უმრავლესობით გადაწყდა, როგორც არაენციკლოპედიური სტატია წაშლილიყო. იხილეთ განხილვა:ადამიანი რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მისცურავს. პატივისცემით Zangala 16:01, 2 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ვარდების რევოლუცია[წყაროს რედაქტირება]

ვარდების რევოლუციის თქვენი ვერსია წაიშალა. მომხმარებლების უმეტესობის გადაწყვეტილებით იგი არაა ობიექტური. იხილეთ განხილვა:ვარდების რევოლუცია--ტრულალა () 19:26, 15 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

თუ არსებობს მოსპობილი სტატიების საარქივო ასლები?[წყაროს რედაქტირება]

ვერ მოვასწარი მოსპობილი სტატიების პირადი ასლების გაკეთება...

შეიძლება სადმე ვიპოვო მათი ასლი?

gougouchvili.vissarion@kolumbus.fi

besarion.gugushvili@gmail.com

არ არის რაიმე მექანიზმი, რომ ამ კაცს (იგულისხმება ბპგ) როგორმე აეკრძალოს ტენდენციური სტატიების განთავსება? როგორმე დაიბლოკოს? ცქვიტო 09:26, 9 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მიშა მაგარია!!!


გამარჯობა Bpg! თქვენი სტატია წავშალე, რადგან გამოყენებული იყო სიტყვა არაკაცი, რაც მიუღებელია. როდესაც ეს თქვენი სტატია პირველი არ არის ენციკლოპედიაში, უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ასეთი სალანძღავი გამონათქვამები არ უნდა გამოიყენოთ, თუკი ენციკლოპედია გასართობი ადგილი გგონიათ, ჯობია დატოვოთ აქაურობა. --Leovizza 10:04, 2 მაისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ!!! გაზრდილო...

ერთი სიტყვისთვის წაშალე სტატია რომლის მიმართაც სხვა შენიშვნები არ გაგაჩნდა?

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Cholokidze.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ.

აგრეთვე შემდეგი ფაილებიც:

- Island (გ) 10:01, 8 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Ioseliani-backer.png-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. Rastrelli F 17:14, 4 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:National guard rkoni 1991.gif-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. ნიკა () 16:47, 19 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

Hi Bpg! As a Steward I'm involved in the upcoming unification of all accounts organized by the Wikimedia Foundation (see m:Single User Login finalisation announcement). By looking at your account, I realized that you don't have a global account yet. In order to secure your name, I recommend you to create such account on your own by submitting your password on Special:MergeAccount and unifying your local accounts. If you have any problems with doing that or further questions, please don't hesitate to contact me on my talk page. Cheers, DerHexer განხილვაწვლილი 21:04, 16 იანვარი 2015 (UTC)[უპასუხე]