მომხმარებლის განხილვა:Box~kawiki/მომხ სააკაშვილის მომხრე/არქივი 1

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ესღა აკლია ვიკიპედიას და ავშენდით! ენა--Rastrelli F 10:16, 12 მაისი 2009 (UTC)

რა იყო, ხუმრობაავიკრიჭები ხომ არ აპირებთ ამის წაშლას, თითქმის ყველა ევროპულ (როგორც მიშას უყვარს) ვიკიპედიაში მასეთი რაღაცეები არისვიკრიჭები

თუ ვინმე „მიშისტია“ და ამის წარმოჩენა სურს თავად მიხედავს თავს, ხოლო თუ თავად მიშისტი არ ხარ და ქმნი ამგვარ თარგს („კლიშეს“), ე.ი. დასცინი მათ ვინც (თუნდაც) „მიშისტია“. ამგვარი რამ, ცოტა არ იყოს, ზედმეტია ენციკლოპედიისთვის!--Rastrelli F 10:55, 12 მაისი 2009 (UTC)

ამ დაძაბულობის დროს ასეთი ხუმრობისგან ჯობია თავი შევიკავოთ. --ცანგალა () 14:41, 12 მაისი 2009 (UTC)

ეს თარგი დაუყოვნებლივ უნდა წაიშალოს. --Pirtskhalava 14:45, 12 მაისი 2009 (UTC)

მე ამაში ექსტრემალურს ვერაფერს ვხედავ. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 14:56, 12 მაისი 2009 (UTC)

თარგი ერთდროულად შეიცავს ქვეყნის პირველი პირის შეურაცხყოფას და დაცინვას პრეზიდენტის მომხრეთა მიმართ. --Pirtskhalava 15:18, 12 მაისი 2009 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) რათქმა უნდა, თარგი:მომხ ეხ მიშა, ”ექსტრემალურს ვერაფერს ვხედავ” - ჩამო ჩვენთან და დაინახავ ვიღიმი --მიშა () 15:22, 12 მაისი 2009 (UTC)

მიშა, შენც წაშლის მომხრე ხარ, არა? --Pirtskhalava 15:30, 12 მაისი 2009 (UTC)

დიახ. --მიშა () 15:32, 12 მაისი 2009 (UTC)

კეთილი. --Pirtskhalava 15:34, 12 მაისი 2009 (UTC)

  • Symbol support vote.svg (მომხრე) მეც მომხრე ვარ!!--ლიკა 15:37, 12 მაისი 2009 (UTC)
  • Symbol support vote.svg (მომხრე) - წაშალეთ! დათო პასუხი 16:11, 12 მაისი 2009 (UTC)
  • Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ! ვიღიმიRastrelli F 20:08, 12 მაისი 2009 (UTC)

ნუ გაახურეთ. არანაირი შეურაცხყოფა არ არის ამაში. რაიმე ეთიკის ან ე.წ. ცენზურის (უცენზურობის გაგებით) ნორმა ამით არ ირღვევა. თუ ვინმეს აქვს სურვილი საკუთარ გვერდზე ეს მოათავსოს, მისი სრული უფლებაა. მაგალითისთვის, ზვიადისტებს ეს ეპითეტი შეურაცხყოფად არ მიაჩნდათ. შეურაცხყოფა იქნება თუ ვინმე შეეცდება სხვა მოახვიოს თავს იგი. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 17:36, 12 მაისი 2009 (UTC)

ალსანდრო, ჯერ ერთი; არაფერიც არ „გაგვიხურებია“. უმორჩილესად გთხოვ, დარჩე ნორმატიული ლექსიკის ფარგლებში. მერე მეორე; საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილი ჰქვია და არა მიშა. პრეზიდენტის სახელის ასე ხსენება კადნიერებაა. გარდა ამისა, „ზვიადისტი“ და „მიშისტი“ არაა ერთი და იმავე ჟღერადობის სიტყვები. სააკაშვილის არცერთი მომხრე ამ თარგს არ მოათავსებს თავის გვერდზე და თუ ასეთ რამეს მაინც გააკეთებს ვინმე, მან უბრალოდ წერა–კითხვა არ იცის. სიტყვებს „მიშისტსა“ და „სააკაშისტს“ დღეს იმავე ფუნქციით ხმარობენ ე.წ. ოპოზიციონერები, როგორც 90-იანებში „ზვიდარასტს“ ხმარობდნენ კიტოვან-სიგუა-იოსელიანის მომხრეები. თარგი უნდა წაიშალოს. --Pirtskhalava 22:49, 12 მაისი 2009 (UTC)
"გახურება" არის ზუსტად ის სიტყვა, რომელიც ამ განხილვას მიესადაგება და ამ განხილვის "ნორმატიული ლექსიკის ფარგლებშია". საქართველოს პრეზიდენტი ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა და მასზე კადნიერად სიტყვის თქმის უფლება არა თუ ყველას გვაქვს, არამედ ვალდებულიც ვართ, რომ გასაქანი არ მივცეთ და "ნორმატიული ქცევის ფარგლებში" დარჩეს. ბუშს უვიცს და გამოპრუტუნებულს (მრავალი ვარიაციით) უძახდნენ პრესითაც და ტელევიზიითაც ბოლო ოთხი წელიწადი, მაგრამ ამისთვის არავინ დაუჭერიათ. ბუშიზმების ტომებია გამოცემული. ამ სულელურ თარგს ალბათ არც არავინ გამოიყენებს, მაგრამ არსებობის უფლება მას აქვს. რამე სასარგებლო გააკეთეთ. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 23:57, 12 მაისი 2009 (UTC)
'გახურება' ნორმატიული ლექსიკის ფარგლებში შეგიძლია გამოიყენო, როცა მაგალითად ღუმელის გახურებაზე საუბრობ. ამ კონტექსტში „გახურება“ ჟარგონია. რაც შეეხება შენეულ შედარებებს;
ამერიკის სახელმწიფოსა და ამერიკულ დემოკრატიას ძალიან, ძალიან დიდი ისტორია აქვს, ხოლო საქართველოს რესპუბლიკას და ქართულ დემოკრატიას არა აქვს დიდი ხნის ისტორია. ამერიკა ძლიერი სახელმწიფო იყო მაშინაც, როცა ძალიან უჭირდა მის მოქალაქეებს. რატომ? ამერიკა დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა თავის ადამიანური, ბუნებრივი და სხვ. რესურსებით და ასე იყო ყოველთვის. კითხვა: როგორი იყო საქართველოს რესპუბლიკა ამ წლების განმავლობაში? პასუხი: სუსტი.
საქართველოს აქვს პრეზიდენტების ჩამოგდების მტკიცე და ლამის უწყვეტი ტრადიცია. უკვე 15–20 წელია ამ პირობებში ცხოვრობს ქვეყანა და ამასობაში ზეპირად დავისწავლეთ იდეოლოგიურად როგორ მუშავდება და როგორ ხორციელდება ამგვარი გადატრიალებები; გუმბარიძე „მუნჯი“ აღმოჩნდა, „მამადუ“ შეარქვეს და მალე გაისტუმრეს. ზვიადი თურმე „პროვინციულ ფაშიზმს“ უყრიდა საფუძველს, ამიტომ მისი მომხრეებიც „პროვინციალი ზვიდარასტები“ იყვნენ. შევარდნაძე იყო „თეთრი მელა“. ახლა სააკაშვილის მომხრეები „მიშისტები“ და „სააკაშისტები“ არიანო და ცდილობენ დანერგონ ეს ცნებები. სხვათაშორის გია თორთლაძემ თქვა დღეს, თუ მიაქციე ყურადღება. ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სახელმწიფო წესრიგისა და წყობილების პროფესიონალ გადამტრიალებელთა ჯგუფიო. --Pirtskhalava 02:04, 13 მაისი 2009 (UTC)
ეს რაც ზემოთ დაწერე არაფრით არ ეხება ამ თემას. ნუ სპეკულანტობთ რაღაც ისტორიული პარალელებით. ჟარგონის გამოყენების უფლებას ჩემთვის ვიტოვებ, ვისაც არ მოსწონს, გაიაროს. ვერავინ დამიშლის ჩემს პირად (არაენციკლოპედიურ) გვერდზე მიმდინარე მოვლენებზე ჩემი დამოკიდებულება თუნდაც ასეთი ბანალური სახით გამოვხატო. {მომხ მიშისტის} ან {ანტიმიშისტის} ჩემს გვერდზე ჩასმით მე პრეზიდენტის ჩამოგდებას არ ვცდილობ (it is ridiculous), მე ამ პოლიტიკურ ბაკქანალიას დავცინი. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 03:35, 13 მაისი 2009 (UTC)

[1] ამაზე უარესებიც არის.--გიორგი Question.svg, 17:45, 12 მაისი 2009 (UTC)

გიორგი ჯან, თემომ გენაცვალოს, მთავარი შენ ხომ მოგწონს, და სხვა ვიკიპედიებს ნუ უყურებ, ქართულ ვიკიში დიკტატია! ეხლა გაიგე? ვიკრიჭებივაპაჭუნებ და შენ გიკვირს? მე კიდევ მიკვირს რატომ არ დაბლოკეს ჯერ მოცარტი ვიკრიჭები, მე ამისთვის 5 წლით ციხეში ჩამსვავდნენ, ან სირცხვილის კარიდორში გამატარებდნენ... ნუ გიკვირს ჯანა.... მიეჩვიე!!! ეს სწორია, მთავარია შენ იყო თავის სიმართლეში დარწმუნებული ვიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:08, 12 მაისი 2009 (UTC)

თემურ, ხუმროას თავი აარიდე. პ.ს. ვინ გითხრა მე რომ მომწონს? ცუდი დროა შერჩეული ამ თარგეის შექმნისთვის. მოგეხსენება, რმ მე, ისე როგორც ვიკიპედია, აპოლიტიკური ვარ.--გიორგი Question.svg, 18:12, 12 მაისი 2009 (UTC).

და მე , გიორგი, ჯანა, მოგიწოდებ, რომ გესლიანად ლაპარაკს აარიდო თავი ვიკრიჭები--ႧႤႫႳႰႨ მომწერე 18:23, 12 მაისი 2009 (UTC)


თუ თვლით რომ მიშისტების ადგილი ვიკიპედიაში არ არის საერთოდ ამოიღეთ თარგი და გაჩეჩილაძის დააყენეთ ვიკრიჭები და მიშას შეურაცყოფა ადგება იმით რომ ვიკიპედიაში მომხრეები ჰყავს? ზურა 23:59, 12 მაისი 2009 (UTC)

ზურა, შეურაცყოფა კი არა, შეურაცყოფა. --Pirtskhalava 22:49, 12 მაისი 2009 (UTC)
Symbol support vote.svg (მომხრე) - წაშლის მომხრე. ზვიადისტები - გეთანხმები შეურაცხყოფა არ იყო. მიშისტი კი ვიკიპედიის მოგონილია (მე პირადად პირველად გავიგე). ვიკიპედიაში კი არაფერს არ ვამკვიდრებთ. დღევანდელ სიტუაციაში კი მიღებულია პოზიცია და ოპოზიცია ან უმრავლესობა და უმცირესობა (ამ ტერმინის დროს მე პირადად მენშევიკები და ბოლშევიკები მახსენდება, ოღონდ ამჟამად ქართული თარგმანი). მომხმარებელი:Rastrelli F - პოზიცია ვერ გავიგე. განხილვის დასაწყისში „ზედმეტია ენციკლოპედიისთვის“ და ამჟამად წაშლის წინააღმდეგი თუ დატოვების წინააღმდეგი. იქნებ დააკონკრეტო.ცანგალა () 22:08, 12 მაისი 2009 (UTC)
რა ვერ გაიგე, შენ რისი მომხრეც ხარ, იმის წინააღმდეგია. მიხვდა დროზე. მიშისტობა ვიკიპედიის მოგონილი არ არის და აქ რამის დამკვიდრებაზე არაა ლაპარაკი. ჩემს პირად გვერდზე მე მინდა მიშისტკას ჩავსვამ და მინდა ანტიმიშისტკას. თქვენ მაგასთან არაფერი გესაქმებათ. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 23:45, 12 მაისი 2009 (UTC)
გეთანხმები შენს პირად გვერდზე რისი სურვილიც გაქვს იმას ჩასვამ. მაგრამ სიტყვა „მიშისტი“ ? კარიკატურებისა და გამონათქვამების არ მიკვირს, მაგრამ მათვისაც არსებობს ნორმა. რაც შეეხება რასტრელს - მართალი ხარ. ჩანაწერის დროს დავუკვირდი. ისე გამოყენება სურათის რამდენად შეიძლება ის ხომ [2] - გვერდიდან არის. და კიდევ ამ თარგის შემქნელი თავად არ იყენებს აღნიშნულ თარგს. რისთვის შექმნა თუ გამოყენებას არ აპირებდა? ჩვენ რომ გვესაუბრა? ამას ხომ ისედაც ვახერხებთ სხვა გვერდებზე.ცანგალა () 00:11, 13 მაისი 2009 (UTC)
ხოდა რას უწუნებ მიშისტს? აღიზიანებს ვინმეს? ძალიან კარგი, მე ჩავსვამ ჩემს გვერდში. კარიკატურისტის ერთ-ერთი მაზანი არსებული ნორმების დარღვევა, აზროვნების პროვოცირებაა, სხვაგვარად საზოგადოება საღად აზროვნების უნარს დაკარგავს. ყოველთვის უნდა არსებობდეს ვიღაც, ვინც მას კომფორტის ზონიდან გამოიყვანს. ერთ მაგალითს მოვიყვან: რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკერის გარეკანზე კარიკატურისტმა ობამა და მისი ცოლი თალიბების სამოსში გამოწყობილი ტერორისტების სახით და იარაღით აჭურვილი დახატა თეთრი სახლის ოვალურ ოთახში. ეს იყო გამოჯავრება იმ ერთი მუჭა რადიკალური კონსერვატივისტების მტკიცების, რომ ობამას შეეძლო რადიკალურ ისლამისტებთან საქმის დაჭერა და ამიტომ მისი არჩევა პრეზიდენტად მიზანშეუწონელი იყო. ამ კარიკატურას დიდი ალიაქოთი მოჰყვა აქ, მაგრამ ჟურნალისტებმა ყური არ შეიბარტყუნეს. ეს უფლება თავისუფალი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 00:34, 13 მაისი 2009 (UTC)

ალსანდრო, აქ თარგზეა ლაპარაკი და არა კარიკატურაზე. კარიკატურის ადგილი არის ჟურნალ-გაზეთები და არა რომელიმე ენციკლოპედია. მერე, ამ სახელებსაც ნუ დავარქვამთ ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერს. (ზევითაც გაგეცი პასუხი) --Pirtskhalava 02:04, 13 მაისი 2009 (UTC)

"ზევით" მეც გაგეცი პასუხი. იმედია კარგი კარიკატურისტებიც გაჩნდებიან და მათთვის ადგილს გამოვნახავთ (მე ეს სიტყვა ზუსტად გამოვიყენე -- ეს თარგი არის კარიკატურა). ა.
პს: ირონიულია, თუმცა დღეს, არც ისე დიდი ხნის წინ, 1960 წელს დაიბადა "თავისუფალი სიტყვის მოძრაობა". :) ა.

٭Symbol oppose vote.svg (წინააღმდეგი) ვეთანხმები ალსანდროს პოზიციას– ოთარი () 05:34, 13 მაისი 2009 (UTC)


პატივი მაქვს ჩავერიო საზოგადო კამათში და ჩემი სუბიექტური მოსაზრება გარკვევით დავაფიქსირო. ”ხოდა რას უწუნებ მიშისტს? აღიზიანებს ვინმეს?” - მართალი გითხრა, ჩემი აზრით, ეს თარგი მეტს არაფერს აკეთებს. გიორგის ვეთანხმები ”ცუდი დროა შერჩეული ამ თარგის შექმნისთვის” - სამწუხაროდ, დამღუპველ ქიშპამდე მივყავართ, ამის მაგალითი ზემოთ არსებული კამათია. აგრეთვე, ვეთანხმები მომხმარებელ ფირცხალავას ”კარიკატურის ადგილი არის ჟურნალ-გაზეთები და არა რომელიმე ენციკლოპედია”. რაც შეეხება, "თავისუფალი სიტყვის მოძრაობა"-ს, როგორც მე მივხვდი, კამათი იმ განხრით მიდის, რომ ენციკლოპედიაში არ უნდა ჰქონდეს ადგილი ამგვარ განცხადებებს, თორემ სიტყვის თავისუფლებას ვერავინ წაგართმევს, ბოლოს და ბოლოს კონსტიტუციით გაქვს განმტკიცებული. (მ. 19, პ. 1). კიდევ ერთი შენიშვნა, ამ გვერდზე, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ გარკვევითაა დაწერილი ”...not strictly related to Wikipedia and the editing process” ან კიდევ ”far-left or far-right ideology” - ვერ გავიგე მართალი გითხრათ, მაშ რაღა საჭიროა ის თარგები, რაც სიაშია, ან რატომ მაინცდამაინც pro-communist და pro-fascist გაამახვილეს ყურადღება, როდესაც ქვევით ნაკლებად საგანგაშოს ცოტას თუ ვხედავ? საბოლოოდ, მაინც იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ვიკიპედია არ ცნობს ამგვარ განცხადებებს, რადგან ენციკლოპედიის შექმნის პროცესისათვის უვარგისი და არაფრისმომტანია. --მიშა () 06:31, 13 მაისი 2009 (UTC)

ru:Карикатурный скандал 2005—2006 годов en:Jyllands-Posten Muhammad cartoons controversy - გთხოვთ იხილოთ. ეს თარგი კი მოცარტის მიერ გაკეთებული კარიკატურა არ არის. რამდენად აქვს მას ამ სურათის გამოყენების უფლება? და კიდევ მომხმარებელმა, რომელმაც თვითონ არ გამოიყენა თარგები (ამ თარგის გარდა შექმნილი აქვს კიდევ ორი თარგი:მომხ ჰალსტუხი თარგი:მომხ ეხ მიშა - ამ უკანასკნელი თარგით რისი თქმა სურს მის შემქმნელს ნამდვილად ვერ ვხვდები) - მე უფრო პროვოკაციას დავარქმევდი ვიდრე კარიკატურისტულ შემოქმედებას. დარწმუნებული ვარ 2009 წლის 9 აპრილამდე ასეთ თარგებს ნამდვილად ვერ შექმნიდა. და თუ შექმნიდა ასეთი განხილვა არ მოჰყვებოდა. აშშ ნუ შევადარებთ საქართველოს. მაგ. აშშ-ში სიკვდილით დასჯა არსებობს - იმედია ამას არ შემოიღებენ საქართველოში. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას - ეს იმას კი არ ნიშნავს აკეთო რაც მოგესურვება, არამედ აკეთო ყველაფერი კანონის ფარგლებში. სურათებთან მიმართებაში აქვს თუ არა მოცარტს კანონი დარღვეული? და ბოლოს იგივეს გავიმეორებ, რაც ზევით ამ დაძაბულობის დროს ასეთი ხუმრობისგან ჯობია თავი შევიკავოთ. და კიდევ თარგები თუ გამოუყენებელი იქნა შეიძლება მათი წაშლა როგორც გამოუყენებელი თარგები. ასე რომ საჩქაროდ გამოიყენეთ და როგორც რასტრელმა თავის ხმის მიცემისას თქვა იგივეს ვიტყვი:„ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ!“ ვიღიმი ცანგალა () 10:01, 13 მაისი 2009 (UTC)
შემოვდივარ ერთი წინადადებით; იცით, მე არა მარტო პრეზიდენტის ქმედებები არ მომწონს, ასევე საშინლად მაღიზიანებს ე.წ. ოპოზიციონერთა ქმედებები. ამიტომ ავდგეთ მაშინ და შევქმნათ თარგი ოპოზიციონერთა მომხრეთათვისაც და წავაწეროთ ეს მომხმარებელი ობოზიციონერია, ან რაღაც ამის მსგავსი. --Pirtskhalava 10:56, 13 მაისი 2009 (UTC)
ეს ერთი და სხვა მრავალი. ა.
მე ამ თარგის დატოვების წინააღმდეგი არ ვიქნები თუკი მისი ტექსტი შეიცვლება: ეს მომხმარებელი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს. ”მიშისტი” - თვითონ ამ სიტყვამ გამოიწვია ამხელა ალიაქოთი. თუმცა, დანარჩენი ორი თარგი წასაშლელია! შეიძლება ასევე ფირცხალავას მიერ შემოთავაზებული თარგის შექმნა. დათო პასუხი 11:18, 13 მაისი 2009 (UTC)

შევაჯამოთ?[წყაროს რედაქტირება]

"ობოზიციონერი" რას კადრულობთ ბ-ნო ფირცხალავა ვიღიმი კარგი, ხუმრობა იქით იყოს, ჩემს თხოვნას დავაფიქრისებ - იქნებ ამხელა განსჯას და კამათს (რაც კონკრეტული შედეგით იშვიათად თუ მთავრდება) იქნებ რაიმე მიმართულება მივცეთ ან დავასრულოთ, თორემ ვეღარ გავიგე ვინ რას ამბობს. დიდი მადლობა. --მიშა () 13:53, 13 მაისი 2009 (UTC)

საკმარისია. რის გამო დაობთ, ერთი მუჭა თარგის გამო. თქვენი კამატი 35 კილობაიტს იწონის, რაც ზოგ სტატიაზე მეტია. ნუთუ არ ჯობია ეს ენერგია რაიმე სვისთვის დავხარჯოთ?! იგივე რუსეთის ვიკიპროექტისთვის! გარდა ამისა, მემგონი უფრო მეტი საჭირბოროტო თემაა, ვიდრე 3 საწყალი თარგი, რომლებიც აპოლიტიკურმა ადამიანმა შექმნა. --გიორგი Question.svg, 14:22, 13 მაისი 2009 (UTC)
იქნებ ამ თარგების ავტორმა რუსეთის ვიკიპროექტისთვის შექმნა? ენა--ცანგალა () 15:13, 13 მაისი 2009 (UTC)
ავტორი მე ვარ?--გიორგი Question.svg, 16:05, 13 მაისი 2009 (UTC)

რა, ცუდი სიტყვაა მიშისტი? ან რითი არ მოგეწონათ, მთელი საქართველო ამ სიტყვას ხმარობს. არც დამამცირებელი არაა არაფერი, უბრალოდ "მიხეილისტი" არ ჟღერს და არც არავინ არ ამბობს (მაგ. სიტყვა ზვიადისტი ხომ იხმარება?). გიორგი მართალია, სწორედაც რომ აპოლიტიკურმავიკრიჭები უბრალოდ რასაც ვხედავ იმას ვწერ, არანაირი დეზინფორმაცია, მიშა წადი და მასეთი ლოზუნგები არ დამიწერია (და არც დავწერდი!)--მოცარტი 16:45, 13 მაისი 2009 (UTC)

სააკაშვილი მთავრობაში რომ მოდიოდა ხალხი მიშა-ს ყვიროდა, მერე რა? შეურაცხყოფილად იგრძნო თავი??? (ოპოზიციაზეც შეიძლება შექმნა, რატომაც არა, ამის გეგმაც მქონდა, მაგრამ უცენზურო სიტყვა არ უნდა ეწეროს)--მოცარტი 17:02, 13 მაისი 2009 (UTC)

ეჭვი ნუ შეგეპარებათ: ეს კამათი ძალიან სასარგებლოა ყველასთვის იმიტომ, რომ ზოგიერთ თქვენგანს არ ესმის სად გადის ზღვარი უკანონობასა და სიტყვის თავისუფლებას შორის (ზოგიერთებმა პროვოკაციის მნიშვნელობასაც გადახედეთ). აზროვნების პროვოცირება თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება, თანაც რეგულარულად, ტვინი რომ არ აგვიმჟავდეს. დროს რომ მოვიხელთებ, ცოტა უფრო დახვეწილი თარგების მთელ სპექტრს შემოგთავაზებთ. - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 18:07, 13 მაისი 2009 (UTC)

გილოცავ ალსანდრო. --Pirtskhalava 18:20, 13 მაისი 2009 (UTC)