მომხმარებლის განხილვა:Arabuli

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

დათო1010 11:17, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

Warning / ყურადღება

გაფრთხილება The article you've added to Georgian Wikipedia or edit has been/will be deleted, since you are using unclear Georgian language. The online translator you've probably used produces partially wrong translations. According to our policy, usage of online translators without checking the quality of the final output is not allowed and might even result in blocking your account.

თქვენი რედაქტირება წაიშალა ან წაიშლება, ვინაიდან იგი გაუმართავ ენაზეა. ონლაინ-თარჯიმანი, რომელსაც სავარაუდოდ იყენებთ, ნაწილობრივ მცდარ თარგმანს აწარმოებს. მოქმედი წესების მიხედვით, ონლაინ-თარჯიმნების გამოყენება სტატიის საბოლოო ვერსიის შემოწმების გარეშე დაუშვებელია და შესაძლოა, გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაბლოკვა.

Henry McClean განხილვაწვლილი 11:21, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

სალამი. თქვენი სტატია გადამუშავდა - 10,000 Days. სანამ დათო გიპასუხებთ, მეც დავწერ - მანქანას არ უნდა ვენდოთ. მაგალითად, მატრიცა (რომელიც სტატიაში იყო ნახსენები), ორიგინალში იყო mastering და ეგ ტერმინი არსებობს ჩვენთანაც - მასტერინგი. აგრეთვე ეწერა 'გადამუშავება' - სინამდვილეში კი ელემენტარული ხმის მიქსია.

ქართულ ვიკიში მუსიკის შესახებ სტატიების 98 პროცენტს მე ვწერ, ამიტომ, თუ დაგაინტერესებთ სტანდარტები და ფორმები, მომწერეთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:30, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა ჩასწორებებისთვის. მაგ სტატიის შესაქმნელად გამოვიყენე ბეტა მთარგმნელი, რომლის გამოყენებითაც ვთარგმნე ხელით და არა მანქანით. ვინაიდან მუსიკალური ტერმინები კარგად არ ვიცი, მაგ ორი ტერმინისთვის გამოვიყენე დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, რომელშიც master თარგმნილი იყო როგორც პირველი ორიგინალი, მატრიცა. ხოლო mix კი რემიქსი, გადამუშავებული მუსიკალური ნაწარმოები. გრამატიკულ შეცდომებს და გაფორმებას რაც შეეხება, როგორც წავიკითხე ამ ხელსაწყოს გამოყენებისისას აუცილებელია სტატია გამოქვეყნდეს, რათა სრული რედაქტირება გახდეს ხელმისაწვდომი და სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე დაუსრულებელი სტატია. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Arabuli (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კი, არსებობს ე.წ. master tape (მატრიცული ფირი ან მასტერ ფირი), მაგრამ მასტერინგი პროცესს აღნიშნავს და საერთაშორისო ტერმინადაც იქცა. Mix-ზე ამ შემთხვევაში არასწორია - არსებობს ხმის მიქსი, როგორც ხმის მონტაჟის პროცესი და თავის მხრივ, არსებობს რემიქსი - რემიქსი მიქსისგან განსხვავდება. რემიქსი (გადამიქსვა) ვერ დამზადდება, თუ ხელთ არ გაქვს ორიგინალური მიქსი, ანუ ის, რასაც ეფუძნები. --Henry McClean განხილვაწვლილი 12:57, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ტერმინები და კიდევ ერთხელ მადლობა ჩასწორებისთვის. თარგმნის ხელსაწყოზეც ხომ ვერ გამიზიარებთ აზრს? არ შეიძლება ქართულ ვიკიპედიაზე მაგის გამოყენება?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Arabuli (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

არ ვიცი, ჩემი პირადი აზრი ასეთია - თუ გიჭირთ სხვანაირად თარგმნა ძირითადი შიგთავსის, თარგმნეთ მაგით, მაგრამ ნებისმიერ ასეთ სტატიას, თუნდაც 3 აბზაციანს, კარგი დამუშავება უნდა მოჰყვეს. ჩვენ თხრობის ჩვენი სტილი გვაქვს, იმათ - თავისი. თუ იმათთან წერია

10,000 Days is the fourth studio album by American progressive metal band Tool.

თარჯიმანი აკეთებს:

10,000 Days არის მეოთხე სტუდიური ალბომი ამერიკული პროგრესული მეტალ ჯგუფ Tool-ის მიერ.

სწორი კი არის

10,000 Days — ამერიკული პროგრესული მეტალ ჯგუფ Tool-ის მეოთხე სტუდიური ალბომი.

თავად სტატიების თარგმნისას ონლაინ თარჯიმნებს საერთოდ არ ვიყენებ, მყოფნის საკუთარი გამოცდილებაც, მაგრამ ყველა ასე არ არის, ამიტომ ვერ მოგთხოვთ თარჯიმანზე მთლიანად უარის თქმას. უბრალოდ სტანდარტები უნდა დაიცვათ, თუ გაქვთ სურვილი, რომ მომავალში ამ ან სხვა თემატიკის სტატიები დაამატოთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:20, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

კარგი, გასაგებია. ბოლო კითხვა მაქვს. შეგიძლიათ ამ სტატიასაც გადახედოთ და მითხრათ რას ფიქრობთ?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Arabuli (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

უკვე გადავხედე და მცირე შესწორებები შევიტანე, წინასთან შედარებით ნაკლებად პრობლემატური იყო :) უბრალოდ გადახედეთ კოდს და ნახეთ, რა ახლავს. მაგალითად, აი ეს ჰქონდა ამას და წინა სტატიასაც ჩაყრილი ტყუილად

<nowiki>

აგრეთვე სქოლიოს სექცია - იგი იწერება ასე (ჩვენი სტანდარტებით)

==სქოლიო==

{{სქოლიოს სია}}

დაახლოებით ასე განაგრძეთ, თუ რამეა, მცირე შესწორებები შეტანილი იქნება, აი მსხვილების შემთხვევაში შეგატყობინებთ. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:46, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ერთი კითხვა მაქვს, თქვენ გვერდზე დაკავშრება ვერ მოვახერხე და აქ გკითხავთ. qBittorent-ის გვერდზე რაღაც ცვლილებები განვახორციელე (პროგრამის ინფოდაფა ჩავსვი) და ცვლილებები არ გამოქვეყნებულა. ხოდა მაინტერესებს რამე შეცდომა იყო და თქვენ არ გამოაქვეყნეთ, თუ დამახსოვრება დამავიწყდა --Arabuli განხილვაწვლილი 22:18, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

ბეტა მთარგმნელი[წყაროს რედაქტირება]

ბეტა მთარგმნელის გამოყენება რა თქმა უნდა შეგიძლიათ და სწორედ ამიტომაცაა, მაგრამ უმჯობესი იქნება მაგით მხოლოდ ტექსტი თარგმნოთ და შიდა ბმულები მერე ხელით გაუკეთოთ--დათო1010 14:36, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]
დიახ, სწორად მაგის გაკეთებას ვაპირებდი და იმიტომ გამოვაქვეყნე დაუმთავრებელი სტატია. უბრალოდ დაბლოკვის შესახებ გაფრთხილებამ ამანერვიულა ცოტა :). ვერკვევი ნელ-ნელა და იმედი მაქვს მალე შევძლებ ბოლომდე გამართული სტატიების გამოქვეყნებას.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Arabuli (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ეგ შეტყობინება სტანდარტულია და მართლა ეხება უცხოელ სტუმრებს, პირდაპირ გუგლით შემოყრილი რომ შემოაქვთ, თავის დროზე ასეთმა ხალხმა გვაიძულა ამ შეტყობინების შემოღება და, სხვათა შორის, იმუშავა - მერე გვწერენ, იქნებ თქვენ თვითონ თარგმნოთო. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:34, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდებზე შეტყობინების დატოვებისას მას ხელიც მოაწერე, ამისათვის რედაქტირების პანელში ამ სიმბოლოზე დაწკაპუნებაა საჭირო --დათო1010 15:37, 10 აგვისტო 2015 (UTC)[უპასუხე]