მომხმარებლის განხილვა:85.114.247.41

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მხოლოდ სათაურით წურწუმია, ლელა - საკმარისია სტატიის შექმნა. ლელა წურწუმიათი შენ შექმენი მეორე სტატია იგივე შინაარსით, რაც საჭირო არ არის. რის გამოც ლელა წურწუმია წაიშლება. გაეცანი ვიკიპედია:დახმარება. ცუდი არ იქნება თუ რეგისტრაციას გაივლი. გილოცავ ახალ წელს და გისურვებ წარმატებებს. Zangala 21:09, 11 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. და 1 კითხვა მაქვს, ფოტო როგორ დავამატო url-მისამართიდან ან კომპიუტერიდან როგორ ავტვირთო? მეც გილოცავ ახალ წელს


მარცხნივ წერია ინსტრუმენტები - ფაილის დამატება. აუცილებლად მიუთითე სურათის წყარო - თორემ ამის მიზეზი შეიძლება მისი წაშლა გახდეს. გისურვებ წარმატებებს. Zangala 11:05, 12 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ასეთი შეკითხვა მაქვს ალბომს LIVE - Lela Tsurtsumia ჰქვია, თუ მხოლოდ LIVE?--Zangala 20:30, 7 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყდაზე აწერია: LIVE - Lela Tsurtsumia

აბა ნახე - სულელი წვიმა (სრული ვერსია) (შენი თხოვნა - წურწუმია ლელას შეცვლის გამო). იმედია სწორედ გაგიგე. თუ რეგისტრაციას გაივლი და აითვისებ ვიკიპედიას კარგი მომხმარებელი იქნები. ეს მომხმარებელი:Snow here შენ ხარ? გისურვებ წარმატებებს. Zangala 09:40, 11 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

snow here მე ვარ როგორც მივხვდი, რაც არ უნდა ერქვას სტატიას, მისი დალინკვისას შესაძლებელია სათაურის შეცვლა? ამას გულისხმობდი? გასაგებია :)

თუ მომხმარებელი:Snow here შენ ხარ გირჩევ ამ სახელით იმუშაო. რატომ? თითოეულ მომხმარებელს ავტომატურად ეწერება თუ რამდენ სამუშაოს ასრულებს და რატომ უნდა დაეკარგოს მომხმარებელი:Snow here. მეორე შენ ყოველთვის წერ პასუხებს შენს განხილვის გვერდზე - ამ შემთხვევაში უნდა დაწერო იმ მომხმარებლის განხილვის გვერდზე ვისაც მიმართავ. ის მომხმარებელი მიიღებს ყვითელ შეტყობინებას. ერთ მშვენიერ დღეს თუ არ ჩავიხედე შენს განხილვის გვერდზე - პასუხს ვერ მიიღებ. ბმულებს ალბათ მიხვდი, თუ როგორ უნდა გააკეთო.Zangala 09:49, 12 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

რეგისტრაცია ნუ გავიწყდება.--Zangala 20:04, 10 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]


გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიკიპედიის სტატიებში თვითრეკლამა ან რაიმე სახის რეკლამა მიუღებელია. ასევე მიუღებელია სუბიექტური მოსაზრებებიც. გადახედეთ სტატიას ლელა წურწუმია და თუ ჩათვლით, რომ იგი ენციკლოპედიის ყველა სტანდარტს პასუხობს და დასრულებულია, შეგიძლიათ წარმოადგინოთ რჩეულ სტატიად კანდიდატებში (მთავარ გვერდზე გამოსატანად). წარმატებებს გისურვებთ. - ალ-ო / 22:48, 30 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ოკ, ოღონდ წინასწარ გაფრთხილებ, თუ იმ ინფორმაციას რას შესავალში ჩაწერე სქოლიოში წყაროს (საინფორმაციო წყარო, სადაც აღნიშნულია ეს ფაქტები) არ მიუთითებ რჩეულ სტატიად ის ვერასდროს გახდება. - ალ-ო / 11:35, 1 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გთხოვ რეგისტრაცია ნუ გავიწყდება. ამერიკა თუ აშშ?--ცანგალა () 16:20, 11 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეხლავე შევხედავ და ჩავსვამ სქოლიოში კოდს. - ალ-ო / 16:57, 11 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე შენიშვნა:

  • ოქრუაშვილს რომ გადაუსწრო ამის მითითება არაეთიკურია, მითუმეტეს შესავალში. ეს უფრო საინტერესო ტრივიაში შეიძლება ჩაიწეროს სტატიის ბოლოს სადმე.
  • "კვირის პალიტრა" ბულვარული პრესაა და მასზე დამოწმება არასერიოზულ იერს აძლევს მთელს სტატიას. შესავალში მითუმეტეს.
  • ენციკლოპედიაში ვერიდებით სიტყვებს: ცნობილი, ძალიან ცნობილი და ა.შ. თუ ცნობილია მკითხველი თავად განსჯის.

- ალ-ო / 17:17, 11 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]