მომხმარებლის განხილვა:188.169.54.138

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თქვენ დაიბლოკეთ რედაქტირებისაგან 1 (ერთი) თვის ვადით, მიზეზი შემდეგია: სამი დაუსაბუთებელი ცვლილება ([1], [2], [3]), მიუხედავად გაფრთხილებისა!. ბლოკირების ვადის გასვლის შემდეგ, გთხოვთ განახორციელოთ კონსტრუქციული რედაქტირებები. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ბლოკირება უსამართლოდ მოხდა, შეგიძლიათ მოითხოვოთ ბლოკის მოხსნა ამავე გვერდზე, ქვემოთ, გამოიყენეთ კოდი {{ბლოკის მოხსნა|მიზეზი}}

Rastrelli F 06:07, 19 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა.--ცანგალა () 12:57, 27 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გთხოვთ წარმოადგინოთ ამ ცვლილების საფუძველი, რადგან სურათის წყარო ცალსახად ამბობს: „დამფუძნებელი კრების სხდომა. ტფილისი, 1918 წ. ბ. კოზაკის ფოტო.“ წყაროს მოძიებამდე თქვენი ცვლილებები გაუქმდება. — Rastrelli F 14:17, 2 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

სურათს აქვს წყარო, რომელიც ამბობს, რომ სხდომაზე ასახულია დამფუძნებელი კრება. ცნობას იმის შესახებ, რომ 1919 წელს დაიწყო მუშაობა დამფუძნებელმა კრებამ წყარო არ აქვს! ამიტომ, განმეორებით გთხოვთ მოიყვანოთ წყარო ამ ცვლილებებისა! — Rastrelli F 07:03, 12 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]
გაფრთხილება დაბეჯითებით გთხოვთ მოიყვანოთ წყარო! წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება კვლავ გაუქმდება, ხოლო ახალი მცდელობის შემთხვევაში თქვენს მიმართ გატარდება ადმინისტრაციული ღონისძიება!

ეს ცვლილება მესამედ შეიტანეთ დასაბუთების გარეშე! ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ("sakutar teqsts mainc chaxedet, istoria amdenad tu ar icit: dampudznebeli kreba archeul iqna mxolod 1919 clis martshi! Propesori Levan Urushadze" - სტილი დაცულია). მით უფრო პროფესორისთვის არ უნდა იყო საჭირო სამჯერ იმის ახსნა, რომ წყარო მოიყვანოს. არ არის გამორიცხული, სურათზე თარიღი შეცდომით იყოს მითითებული, სურათს თუ დააკვირდებით პრეზიდიუმზე გერბია გამოსახული, 26 მაისს კი ეს შეუძლებელი იქნებოდა! - პატივისცემით — Rastrelli F 21:56, 15 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]

არავის ჭირდება თქვენი დიდაქტიკა! აიღეთ თუნდაც სახელმძღვანელო თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის: "საქართველოს ისტორია. XX საუკუნე" (თბილისი, თსუ-ის გამომცემლობა და გამომცემლობა "არტანუჯი", 2003), გვ. 59-61. ეს ისტორიაა, უაღრესად სათუთი სფერო. როდესაც კადნიერდებით და წერთ ამგვარ სტატიას, კეთილი ინებეთ და მოიძიეთ სანდო ლიტერატურა. ამას თქვენ მაგივრად სხვა არ უნდა აკეთებდეს! ან, თუ სათანადო კომპეტენცია არ გაგაჩნიათ, ნუ იდებთ თავს ამგვარ სამუშაოს. პატივისცემით, ლევან ურუშაძე.

დიდაქტიკა თქვენს ნაწერში ჩანს პატივცემულო პროფესორო, რომელიც თავისი შესწორებისთვის სხვას ავალდებულებს სათანადო ლიტერატურის მოძიებას, თან ეს ცვლილების შემტანის ვალი სულაც არ არის თურმე და მკითხველმა იმტვრიოს თავი წყაროს ძებნაში?! კომპეტენცია ვის აკლია კარგად ეტყობა - მიუხედავად ლიტერატურის ხელთ ქონისა (როგორც ამას წერთ), სტატიაში არაფერი შეგიტანიათ საბუთად! ვინაიდან კვლავ (მესამედ) შეიტანეთ დაუსაბუთებელი ინფორმაცია, გატარდება შემდეგი ადმინისტრაციული ღონისძიება: თქვენი IP მისამართი დაიბლოკება 1 თვით, ხოლო სტატია დაიბლოკება არარეგისტრირებული მომხმარებლებისგან. კეთილი სურვილებით — Rastrelli F 06:07, 19 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]