მომხმარებლის განხილვა:სვანუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არქივები სავარჯიშოები
არქივი1 სავარჯიშო
სავარჯიშო2

ექსცესი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. თქვენს კითხვას სტატიის წაშლის შესახებ უპასუხეს.

ჩემი მხრიდან შემიძლია მოგცეთ რჩევა - ორიგინალური სტატიის მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ შეცვლილი სახით, თხრობის სტილით. ამის მაგალითი შემიძლია აქვე მოგიყვანოთ:

ვთქვათ, ორიგინალში წერია:

დღემდე ექსცესი არ იძლევა ინტერვიუს, არ აჩენს ფოტოებს ნამდვილი სახეებით

თქვენ ვიკიპედიაში წერთ:

დაარსებიდან დღემდე ჯგუფი იცავს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, უარს ამბობს ინტერვიუებზე და წევრების სახეების ფოტოსურათებსა და ვიდეომასალებში გამოჩენაზე (ეს მხოლოდ მაგალითია, თქვენ როგორც გადაწყვიტავთ წერას, თქვენზეა დამოკიდებული)

და კიდევ ერთი:

ფაილი:ექსცესი.jpg - შედით ამ ფაილის რედაქტირებაში და ჩემს მიერ დატოვებული მინიშნებების მაგივრად ველებში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანეთ. ასე უნდა გაკეთდეს ყველა სურათის ატვირთვისას. სურათს უნდა ახლდეს ვრცელი ინფორმაცია მისი წარმომავლობის შესახებ.

წარმატებები. თუ კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ აქვე იკითხოთ. — BH განხილვაწვლილი 17:40, 29 აპრილი 2011 (UTC)

გადასაწერი[წყაროს რედაქტირება]

Excess - ეს სტატია უკვე არსებობს. ამიტომ თქვენს ფაილში მივუთითე, რომ ამ სტატიაში იქნება გამოყენებული (გამოუყენებელი ფოტოები იშლება). ჩემი რჩევა იქნება, გასაუმჯობესებლად, შეცვალოთ ეს კონკრეტული სტატია Excess, ვინაიდან ასლი სტატიის შექმნა დაუშვებელი იქნება. — BH განხილვაწვლილი 17:47, 29 აპრილი 2011 (UTC)

უმჯობესი არ იქნება, შევქმნა სტატია ქართული სახელწოდებით, და ეგ გვერდი გადამისამართდეს ? ქართული ჯგუფია და ინგლისური შრიფტით რატომ უნდა იყოს სათაური. სავარჯიშოში ვმუშაობ სტატიაზე და მოგვიანებით გადავიტან. მადლობა რომ მეხმარები.— დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 17:50, 29 აპრილი 2011 (UTC)

მაგის მოწერა მინდოდა. უბრალოდ ახლავე გადავიტან ამ სტატიას ექსცესი (ჯგუფი)-ზე და ეგ არის. ხომ უმჯობესი იქნება? (ვინაიდან ექსცესი ჯგუფის გარდა სხვა რამეც არის).

დახმარებისათვის - არაფრის. პირველ რიგში, იმიტომ გეხმარები, რომ მუსიკის თაობაზე მხოლოდ 2-3 კაცი ვწერთ და ასე თუ ისე, 4 წელია ვწერ და გამოცდილება მაქვს ამ მხრივ და თუ რამით შემიძლია, დაგეხმარო, დაგეხმარები, რომ ვიკიპედიის სტანდარტებსაც შეესაბამებოდეს და ბოლომდე იყოს გამართული. მეორე რიგში იმიტომ გეხმარები, რომ ქართველ შემსრულებლებზე დაწერილი სტატიები გვჭირდება ნამდვილად.

თემას არ ეხება, მაგრამ მაინც გეტყვი - რაც შეეხება დაკოპირებულ სტატიებს, აგიხსნი, რაშია საქმე:

სხვა საიტიდან დაკოპირებული სტატია შეიძლება გახდეს დავის საკითხი. ვინაიდან ხოლმე მის ავტორს არ სურს, რომ ეს სტატია სადმე აქვეყნონ (ვიკიპედიაში, რომელიმე ფორუმზე ან ბლოგზე) და ვერსად ვერ დაამტკიცებს, რომ მისი გვერდიდან დაკოპირდა (ხშირად). ხოლო ვიკიპედიაში 0დან აწყობილი სტატია შემდგომში თავისუფლად ვრცელდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ვინმეს ექნება სურვილი, დაამტკიცოს, რომ სტატია ვიკიპედიიდან არის, საკმარისია თვითონ ვიკიპედიაში შექმნის თარიღს შეავლოს თვალი (სტატიის ისტორიაში აქ ეს წერია). ხოლო ბლოგზე განთავსებული სტატიის გამოქვეყნების თარიღის გაყალბება ადვილია. ალბათ, მიხვდი, რაზეც მქონდა საუბარი. — BH განხილვაწვლილი 18:09, 29 აპრილი 2011 (UTC)

გასაგებია ყველაფერი. მივხვდი უკვე რაშიცაა საქმე. თან ვიკიპედიის სტანდარტებსაც არ შეესაბამებოდა. კარგი, როცა დავამთავრებ სტატია და გავმართავ, მაგ მისამართზე გადავიტან. თუ დახმარება დამჭირდება მოგმართავ ხოლმე.— დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 18:17, 29 აპრილი 2011 (UTC)
მზადაა, გადავიტანე ამაზე - ექსცესი (ჯგუფი) და როდესაც შენსას დაამთავრებ, უბრალოდ შეიტანე აქ საჭირო ინფორმაცია და გადაასწორე არსებული. პრინციპში, შეგიძლია პირდაპირ ამოშალო თვითონ სტატია, ვინაიდან ასლია ეგეც. უბრალოდ ჯერ არ წავშლით. — BH განხილვაწვლილი 18:21, 29 აპრილი 2011 (UTC)
კარგი.— დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 18:22, 29 აპრილი 2011 (UTC)
აბა როგორი გამოვიდაა ? ექსცესი (ჯგუფი)დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 21:00, 29 აპრილი 2011 (UTC)

კარგია, ოღონდ კატეგორიები ამოვშალე ზედმეტი. კატეგორიები ’მუსიკა’ და მუსიკალური ჯგუფები ძირითადებია და მანდ უკვე ქვეკატეგორიები ინახება, სადაც თავის მხრივ, ჯგუფების სტატიებია. ანუ ძირითად კატეგორიაში ’მუსიკა’ ინახება მხოლოდ ძირითადი სტატიები (ბგერა, ანსამბლი, აკორდი და.ა.შ.) — BH განხილვაწვლილი 21:08, 29 აპრილი 2011 (UTC)

გასაგებია. საინტერესოა ვიკიპედიაში მუშაობა :)— დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 21:22, 29 აპრილი 2011 (UTC)

მომხმარებლის სახელის შეცვლა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, რაც თქვენ გააკეთეთ ახლა, თქვენი ანგარიშის სხვა სახელზე გადამისამართებას ვგულისხმობ, ვიკიპედიელის მხრიდან ყოვლად მიუღებელი და აკრძალულია. თუ სახელის შეცვლა გსურთ, ამისათვის თხოვნით უნდა მიმართოთ ჩვენს ბიუროკრატს, მომხმარებელს ventusa. --მიხეილ () 20:16, 4 ივნისი 2011 (UTC)

ეს ორმაგი დარღვევა იყო: ჯერ ვიკიპედიელის სახელის გადატანა და მერე სახელთა მთავარ სივრცეში. უწინდელ მდგომარეობას დავუბრუნე. თუ სახელის შეცვლა გსურთ, იმოქმედეთ ზემოთ მოწერილი ინსტუქციით. მსგავსი ქმედების განმეორებას კი ნურც ეცდებით. მადლობთ.—G.G. 07:14, 5 ივნისი 2011 (UTC)
მიღებულია :) — დავით ჟორჟოლიანი განხილვაწვლილი 10:54, 5 ივნისი 2011 (UTC)