მომხმარებლის განხილვა:ნინო პეტრიაშვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

— --ჯეო2007განხილვაწვლილი 16:12, 21 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ენრიკო ჯანელიძე
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1949 (1949-02-20) (75 წლის)
დაბადების ადგილი სამაჩაბლო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მუსიკოსი, მომღერალი
დედა თამარ ჯინჯიხაძე
მეუღლე/ები მანანა კალმახელიძე
შვილ(ებ)ი 1, გიორგი ჯანელიძე

ენრიკო ჯანელიძე[წყაროს რედაქტირება]

მომღერალი, მუსიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის და შ. რუსთაველის საზოგადოების წევრი დაიბადა 1949 წლის 20 თებერვალს, სამაჩაბლო. 1966 წ. დაამთავრა ქ. თბილისის 67-ე საშუალო სკოლა. 1973 წ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. აქვე მიწვეულია საესტრადო ორკესტრში ნ. ედილაშვილის ხელმძღვანელობით, მასთან ერთად მღერიან ნ. ჯადუგიშვილი, ს. გოცირიძე, დები იოსებიძეები, ე. კაკულია, ტრიო „პალიტრა“, ლ. წვერიკმაზაშვილის ხელმძღვანელობით ვაჟთა ტრიო - ვ. ჩხაიძის, ზ. ჯულაბაშვილის და ზ. ლეჟავას შემადგენლობით. პარალელურად მიიწვიეს თ. ქევხიშვილის ვაჟთა კაპელაში სოლისტად, გ. თამაზაშვილი, თ. ჭკუასელი, ლ. ღვინჯილია, ო. ბლუაშვილი და სხვა. 1973 წელს ამთავრებს საქართველოს სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელს ესტრადის მსახიობის სპეციალობით. ფილარმონიის სოლისტი 1970 წლიდან, ანსამბლები „არმაზი“, „ლალე“, „ოროველა“. 1976 წელს აყალიბებს ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „სალაღობოს“, რომელსაც იწვევენ ამერიკაში სამოგზაურო ლაინერ „ოდესაზე“, 6 თვის განმავლობაში, შემდგომ „მ. გორკით“, „შ. რუსთაველით“, „ტ. შევჩენკოთი“, „ივ. ფრანკოთი“. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტი შემოვლილი აქვს 16-ჯერ. 1990 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, თბომავალ „ტ. შევჩენკოზე“ ბედნიერება ხვდა წილად შვილთან ერთად ყოფნისა. 1991 წელს მუშაობდა სვ. ფიოდოროვის მიწვევით ქ. გიბრალტარში 10 თვის განმავლობაში, თვალის კლინიკაში. არის „თბილისი გაზაფხული 76“-ის და „თბილისი შემოდგომა 78“-ის ფესტივალის ლაურეატი, საქართველოს და უკრაინის დამსახურებული არტისტი. სულ ახლახან მიანიჭეს კულტურის ამაგდარის წოდება. დაჯილდოებულია ქართულ ეროვნულ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედლით, ასევე ჯანელიძეების გვარის პოპულარიზაციისათვის საპატიო სიგელით. გამოსულია მისი მუსიკალური ვიდეო-კლიპები დაახლოებით 20-მდე, რომლებიც სისტემატურად გადის ქართულ ტელე სივრცეში, დაახლოებით 100 სიმღერა კომპაქტ დისკებით 23 ენაზე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას იწვევენ საქართველოს ტელერადიო მაუწყებლის ორკესტრში, სადაც 70-იან წლებშიც მოღვაწეობდა. კონცერტები მ. ძიძიგურთან ერთად საქართველოს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ტელევიზიის ორკესტრთან ერთად სოლო კონცერტი აქვს გამართული. 1995 წელს იწვევენ ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ „ორერასთან“ ერთად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 2014 წ. თ. წიკლაურთან, ვ. ტატიშვილთან, ნ. კვაშალთან, ბ. ბერულაშვილთან, ზ. ვადაჭკორიასთან ერთად მოძრავი ფილარმონიის ეგიდით მრავალ კონცერტებს მართავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 2014 წ. 10 ოქტომბერს კინოს სახლში შედგა ენრიკო ჯანელიძის 3 საათიანი მუსიკალური ფილმი-ბენეფისის პრეზენდაცია. ფილმის დამთავრების შემდეგ მას ანიჭებენ „ქალდეას“ საერთო სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსის წოდებას, (ხელოვნების დარგში). სულ მალე „ფაზისის“, „ტაო-კლარჯეთისა“ და ჯ. ლეჟავას აკადემიის წევრ კორესპონდენტობას. ბატონი ენრიკოს მრავალენობრივმა და მრავალჟანრობრივმა რეპერტუარმა დაახლოებით 23 ენაზე, ასევე საკონცერტო კოსტუმებმა, აქსესუარებმა მოუპოვეს მას დამსახურებული შოუმენის წოდება, ხოლო 1995 წლიდან ქართული როკენროლის მეფის წოდება მის მიერ საქართველოში ამ სტილის დაფუძნების და განვითარების გამო. პრესა, ტელევიზია, თუ რადიო მაუწყებლობა ხშირად აშუქებენ ენრიკო ჯანელიძის მრავალმხრივ შემოქმედებას. 2019 წელს თავის იუბილეს მიუძღვნა შემოქმედებითი წიგნი „ქართული ჰანგებით მსოფლიოს გარშემო“. ჰყავს მეუღლე - მანანა კალმახელიძე და ვაჟი - გიორგი ჯანელიძე. დედა - თამარ ჯინჯიხაძე, 40 წლის განმავლობაში მუშაობდა გამომცემლობა საბჭოთა საქართველოში ორი რედაქციის უფროს რედაქტორად, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი.

უშანგი ქუმელაშვილი[წყაროს რედაქტირება]

უშანგი ქუმელაშვილი
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1951 (1951-07-01) (72 წლის)
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სამხატვრო სასწავლებელი
ეროვნება ქართველი
შვილ(ებ)ი 1


მოქანდაკე, გრაფიკოსი და ფერმწერი დაიბადა 1951 წლის 1 ივლისს ქ. თბილისში. ქ. თბილისის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1972 წელს გადავიდა მოსკოვის სამხატვრო ფონდში, აქვე მუშაობდა კულტურის სახლში ქ. კალუგაში. მას იწვევენ კ. ციოლკოვსკის ქანდაკების შესაქმნელად, ხოლო 1987 წელს გადადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში. ჰოლივუდის ეზოში იგი მოღვაწეობს და ქმნის ნ. პაგანინის, ო. ხაიამის, მარკ ტვენის გორელიეფებს - პორტრეტებს. მისი ნამუშევრები იგზავნება ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში, ხოლო 2018 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უშანგი ქუმელაშვილმა, ბატონ თენგიზ არჩვაძეს და ბიჭიკო ასკურავას დაბადების დღეზე საჩუქრად მიუძღვნა პორტრეტები - ბიუსტები. ქართული პრესა სისტემატურად აშუქებს უშანგი ქუმელაშვილის ყოველ წარმატებას. 2018 წელს გაწევრიანდა „ფაზისის“ საერო სამეცნიერო აკადემიის - წევრ კორესპონდენტად. 2020 წელს ენრიკო ჯანელიძემ მოუწყო შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან ილია II-სთან. საქართველოში მოღვაწეობისას მან შექმნა დაახლოებით 150 გრაფიკული თუ ფერწერული ნამუშევრები. მას ახლო ურთიერთობა აქვს ცნობილ ქართველ მომღერალთან მწერალთა კავშირის და შ. რუსთაველის საზოგადოების წევრთან ენრიკო ჯანელიძესთან, რომელმაც აქ ჩამოსულ ბატონ უშანგის გააცნო ფართო საზოგადოების ღვაწლმოსილი მოღვაწენი, გ. ბათიაშვილი, რ. ადამია, გ. თოიძე, გ. ცერცვაძე, ვ. დავითაია, ე. საღლიანი, რომლებიც ძალებს არ იშურებენ უნიჭიერესი ხელოვანის სამშობლოში დამკვიდრების საქმეში. ენრიკო ჯანელიძის დახმარებით მრავალი საესტრადო გადაცემა შედგა ბატონი უშანგის შემოქმედებისა, როგორც საქართველოს მწერალთა კავშირში, ასევე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ერთხმად აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებას, როგორც ფერმწერის, გრაფიკოსის და მოქანდაკის ამპლუაში. მრავალი ტელე-გადაცემა, „საპატრიარქო“, „ობიექტივი“, I არხი სისტემატურად აშუქებენ უნიჭერესი ხელოვანის შემოქმედების შესახებ, რომელიც დღესაც დაუღალავად შრომობს და ქმნის შედევრებს მონატრებით დაბრუნებული თავის სამშობლოში. იგი დღეს გორში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ასევე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

სტატიების დადებასთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით! ვნახე თქვენი შეტყობინება ჩემი განხილვის გვერდზე რომელიც ეხებოდა სტატიების ატვირთვას. თქვენ სტატიები ატვირთული გაქვთ საკუთარი განხილვის გვერდზე ვიკიპედიაში და არა ცალკე სტატიად. ცალკე სტატიად ასატვირთად საჭიროა ჩაწეროთ სტატიის სათაური „ვიკიპედიის“ საძიებო ბმულში, თუ სტატია არ არსებობს, საძიებო ველი პასუხად ამოგიგდებთ შემოთავაზებას მისი შექმნის შესახებ. თუ სტატია არ არსებობს მაშინ ის საძიებო ველში ძიების შემდეგ წითელ ფრად გამოჩნდება, მასზე დაჭერის შემდეგ შეგეძლებათ სტატიის შექმნა. ვნახე რომ თქვენ ამჟამად ორი სტატიის შექმნას ცდილობთ, მათი დაწერა შეგეძლებათ ამ ორ წითელ ბმულზე გადასვლის შემდეგ. დააწკაპეთ წითელ ბმულებს და სტატიები აქ ჩასვით----ჯეო2007განხილვაწვლილი 11:40, 14 აგვისტო 2021 (UTC)[უპასუხე]

ენრიკო ჯანელიძე; უშანგი ქუმელაშვილი.