მომხმარებლის განხილვა:ლია თოდუა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

- ალ-ო () 19:44, 11 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]


ლია გამარჯობა, კატეგორიები ამ ეტაპზე ჯობია არ შექმნა. ამ საქმეს ჯერჯერობით ადმინისტრატორი გააკეთებს. - ალ-ო () 07:00, 18 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

შენ შეგიძლია სტატიაში ჩაწერო საჭირო კატეგორიის სახელი. თუ არ არსებობს ჯერ ეს კატეგორია, მაშინ ადმინისტრატორი შექმნის, ან შეცვლის უკვე არსებულით. ერთ სტატიანი კატეგორიები საჭირო არაა. ამაზე ერთი ადმინისტრატორი მუშაობს ყოველდღიურად და მისი წყალობით სტატიები ლაგდება ლოგიკურად. ამ ეტაპზე ჩემი რჩევაა, რომ არ დაიწყო კატეგორიების შექმნა. ნახე ჯერ რამდენ სტატიას დაწერ და შეხედე რომელ კატეგორიებში მოათავსებს ადმინისტრატორი მათ. შემდეგ შეგიძლია შენი მოსაზრებაც გამოთქვა. - ალ-ო () 07:40, 18 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

კარგი--ლთ 07:49, 18 ნოემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ლიას გაუმარჯოს, პირველ რიგში მოგვიანებით გილოცავ დაბ. დღეს - იმედია კარგად აღნიშნე ვიკიპედიელების გარეშე:) ახლა რაც შეეხება წაშლას - წაშლა მხოლოდ ადმინისტრატორებს შეუძლიათ. შენ მხოლოდ ჩაწერე თარგი {{წასაშლელი}}. Zangala 13:36, 2 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ცარიელი გვერდები[წყაროს რედაქტირება]

ლია: ნუ ქმნი ცარიელ გვერდებს, წაიშლება. - ალ-ო () 09:55, 30 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

ლიას გაუმარჯოს, ეს ალბათ საახალწლო საჩუქარი გააკეთე, რომ მარტო სათაურები ჩასვი. გთხოვ, რომ აღარ გააკეთო, რადგან ამით იზრდება ავტომატურად სტატიების რაოდენობა ვიკიში - ეს კი კარგი არ არის. ძალიან, ძალიან გთხოვ აღარ გააკეთო ასეთი საჩუქრები. წინასწარ გილოცავ ახალი წლის დადგომას და ფეხმედნიერი ყოფილიყოს იგი შენთვის.Zangala 23:05, 30 დეკემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

მარტო ინტერვიკი ბმულებით გვედების შექმნა აქ მიუღებელია, ერთმნიშვნელოვნად, რა კეთილი მიზნებიც არ უნდა გვამოძრავებდეს. აქ სტატიები მკითხველისთვის იწერება და არა რედაქტორებისთვის. თუ აპირებ რამის დაწერას გვერდის შექმნისას უნდა დაწერო. სხვაგვარად ადმინისტრატორებს საქმეს უმატებ ამგვარი გვერდების წასაშლელად. - ალ-ო () 17:32, 1 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ალსანდრომ უკვე გიპასუხა. ამიტომ მე დავამატებ შეცდომებზე ვსწავლობთ მარტო შენ კი არა არამედ თითოეული ჩვენთაგანი. Zangala 17:42, 1 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, თარგმანი ადამიანისეული მოღვაწეობა - ასე ამომიგდო ქართულენოვანმა გუგლ-მა. რუსულად არის Человеческая деятельность, შეიძლება რუსულიდან არის ნათარგმნი (თუ საიდან არის ნათარგმნი ამას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ქართული საზოგადოება როგორი სათაურით იცნობს მას - არ გამოგვივიდეს ერთი ნაშრომი ორი სათაურით). ბრჭყალებს მხოლოდ სათაურში ვგულისხმობ, თუ არ ვცდები ინგლისურშიც ბრჭყალების გარეშე არის (შეგიძლია ნახო). ბრჭყალების გარეშე - ეს ძებნისთვის არის კარგი. აქვე მინდა გითხრა, თუ ბრჭყალებს არ გაუკეთებ ეს სტატიაზე ვერ გადიხარ. მომხმარებელი ძებნას დაუწყებს (ჩემი აზრით) უფრო ბრჭყალების გარეშე ვიდრე ბრჭყალებით (მოშინძე და მიეცი ბრჭყალების გარეშე - ნახე რას მოგცემს). Zangala 14:08, 2 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]
გამარჯობა ლიკუშ, ინსტრუმენტებში - ფაილის ჩასმა. ძალიან გთხოვ მიუთითე თუ საიდან ტვირთავ (შენია და ა. შ.).Zangala 10:30, 5 იანვარი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ გამარჯობა, წავიკითხე შენი მინაწერი არჩევნებში. არც ერთის არჩევით არის თუ არა საშიშროება ორივე მომხმარებლის დაკარგვის? ჩემი აზრით (შეიძლება ვცდები), თუ ყველანი ვთვლით, რომ ორივე მომხმარებელი საჭიროა დღესდღეობით ვიკიპედიისთვის, რატომ არ შეიძლება ორივეს არჩევა. ჩემი აზრით პრობლემის მოხსნა ურთიერთობით შეიძლება და არა ურთიერთობის გაწყვეტით. Zangala 11:05, 6 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ - დასჯა, რომ სხვამ არ გაიმეოროს? დასჯა ყველაფერს შველის? ზოგჯერ წახალისებით პასუხისმგებლობას უზრდი პიროვნებას (შეიძლება ვცდები). დასჯა ალბათ იმ შემთხვევაშიც გამოდგება, როდესაც ვიკიპედიას ბევრი ალსანდრო და ბევრი ლინგვისტუსი ჰყავს. მათი დასჯა ყოველთვის შეიძლება, როდესაც ადმინისტრატორობის უფლებას ჩამოართმევ (ჯერ არ არიან და უკვე ჩამორთმევაზე ვსაუბრობ :)). ხოლო ადმინისტრატორად მათი არჩევა ეს წახალისება არ არის - მე უფრო კონფლიქტის გადაჭრის ვხედავ. Zangala 17:17, 6 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
მართალი ხარ ცდა ბედის მონახევრეაო. ლიკუშ - ახლა რაც შეეხება გადამისამართებას: როდესაც რედაქტირებაში ხარ შენ ხედავ #R. ეს გამოიყენე ხოლმე გადამისამართებისთვის. თუ რამე არ იცი არ მოგერიდოს თუ რამე ვიცით ყველაფერს აგიხსნით. მომავალში აღარ გავიგონო შენგან - არ ვიცი და თქვენ გააკეთეთ. უნდა თქვა არ ვიცი, ამიხსენით და მე გავაკეთებ. :)Zangala 16:47, 9 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

en:Portal:Law ლიკუშ, გადახედე ინგლ. ენოვანს ე. ი. პორტალი:სამართალი, რომ გაკეთდეს ქართულ ვიკიპედიაში. ჯერჯერობით მხოლოდ შენ ხარ, რომელიც სამართალზე წერს სტატიებს. იქნებ შექმნა ქართული ვიკიპედიისთვის. შრომატევადი არის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი იქნება. Zangala 19:26, 12 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ შეგიძლია საერთოდ არ გააკეთო. ეს პარტიული დავალება კი არ არის, არამედ თუ გაქვს ინტერესი მოგაწოდე ინფორმაცია, თუ რისი გაკეთება სასურველი იქნებოდა. ინგლისურში ვერ ვნახე, მაგრამ გერმანულში არის de:Portal:Umweltschutz პორტალი:გარემოს დაცვა - თუ არ ვცდები ეს თემაც გაინტერესებს. ეს მხოლოდ შემოთავაზებაა. სოფელში ინტერნეტი რომ არის ყოჩაღ სოფელო! აბა ჰე Zangala 20:01, 12 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

http://commons.wikimedia.org/wiki/Commons:First_steps ინებეთ --ტრულალა () 12:26, 13 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

სურათების ჩასმა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ლიკუშ, ვეცდები ჩემი უბრალო ენით აგიხსნა და იმედია შენ უფრო მიხვდები რისი თქმა მინდა. ჰორმონი ვნახე ინგლ. ვიკიში (დააწკაპუნე სურათზე) და იქ წერია, რომ მედია კომონში კი არ არის არამედ პაბლიკ ... (არ ვიცი რა არის)- აქედან გამომდინარე შენ სწორედ გააკეთე, რომ კოპირება გაუკეთე, მაგრამ ქართულში არ ჩაჯდა, რადგან კომონში არ არის. ვნახე გერმანულში - მას არ აქვს სურათი. ზოგჯერ სურათებს აწერია მხოლოდ ინგლ., მხოლოდ გერმ., მხოლოდ რუს. ვიკიში გამოსაყენებლად და როდესაც სხვა ენოვან ვიკიში ნახავენ უფროსობა შლის და სტატია ისე რჩება როგორც ამჟამად არის (მითითებულია სურათი, ხოლო სურათი არ არის). აქედან გამომდინარე ქართული სტატია სურათის გარეშე იქნება. ხანდახან მომავალში სურათებს ნებართვას ცვლიან რომ სხვა ვიკიშიც გაიყენონ ე. ი. კომონში სვამენ. იმედს ვიტოვებ, რომ შევძელი ახსნა. თუ არა კიდევ შემეკითხე.Zangala 10:54, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

კითხვა არ გაქვს, სურათი უჯრედში ჩასვი ე. ი. ცანგალამ მხეცივით აგიხსნა. მე ვარ მხეცი და არა ლია :)Zangala 11:29, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
ლიკუშ en:Public domain (გადახედე) - მე როგორც მივხვდი სურათის გამოყენება შეგიძლია. ე. ი. ამ შემთხვევაში სურათი ინგლ. სტატიიდან ჩამოტვირთე შენს კომპიუტერში, ხოლო შემდეგ ფაილის დამატებით ჩატვირთე ქართულ ვიკიში. მიუთითე, რომ ინგლ. ვიკიდან არის. Zangala 11:42, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
ე. ი. შენც მხეცი ხარ, მეც მხეცივარ გოგოჯან :). ნახე სტატია ნეირონი დააკვირდი სურათს ინგლ. და ქართულში მეუღლის დახმარებით გავაკეთე ასეთი რამეებიც შეგიძლია მომავალში გააკეთო. ხომ ხედავ ამ ცხოვრებაში არაფერი არ არის რთული - მთავარია მონდომება.Zangala 13:38, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო ანდა ვინ კეწიკებოდა ენაზეო - ვერ გაჩერდი - ეს ყველაფერი რასაკვირველია მეხაბა მე. ლიკუშ ნეირონის სურათი ზუსტად მასეთი იყო ქსე-ში და იქიდან არის თარგმანი ე. ი. მე არ მითარგმნია. შენ თუ თარგმნი დასახელებებს გავაკეთებთ ანდა შეგიძლია შენ გააკეთო პროგრამა Photoshop-ით. Zangala 17:00, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
რა კარგია ბრილიანტი შვილები. ვაშა ჩვენ გადავრჩით :). შეკითხვების როგორც ყოველთვის არ მოგერიდოს. ისე ერთი რამე უნდა გაგიმხილო ბებია დედის დედა მყავდა თოდუა. ალბათ იმიტომ ვუგებთ ერთმანეთს პოლუსლოვ.:) დანარჩენი კი ალბათ ზაფხულში გავიცნობთ ერთმანეთს.Zangala 18:17, 18 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
სურათი კი არ გაბრაზებს შენ მაბრაზებ მე. როდესაც გადაღლილი ხარ ვიკიში შენი შემოსვლა არ შეიძლება. თუ მიხვდი რატომ გასწორდა სურათი ხო კარგი, თუ არა და მითხარი და გეტყვი. გისურვებ წარმატებებს. შრიფტი მოგწონს რომელიც სურათზე იხმარე? Zangala 21:24, 20 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]
ლიკუშ, შენთან ასეთი თხოვნა მექნება. როდესაც წერილს წერ ჩემს განხილვის გვერდზე ტექსტი ყოველთვის ბოლოში დაწერე, რადგან სულ ძებნაში ვარ. Zangala 17:47, 21 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზედსართავი სახელი[წყაროს რედაქტირება]

ლიკუშ, არასოდეს მოგერიდოეს კითხვების. ამით ნუ გეშინია თავს არ მაბეზრებ. ახლა პასუხი: ჩემი აზრით ზედსართავები ალბათ არ გამოდგება. გადავხედე ქსე არსებობს სტატია :აერობები (აერობული ორგანიზმები) და ანაერობები (ანაერობული ორგანიზმები). ფრჩხილებში რაც მიწერია შეიძლება გადამისამართება გაკეთდეს მუქი შრიფტით რაც მიწერია იმაზე. აქვე თხოვნა მექნება სტატია უჯრედში დნმ და რნმ სრული სახელით უნდა შექმნა სტატია. გადამისამართება შეგიძლია გააკეთო დნმ-დან სრულ სახელზე და არა შებრუნებით.Zangala 09:55, 22 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

წესით და კანონით უნდა იყოს ყველა სტატიებზე მითითებული. არც მე ვითითებდი, მაგრამ ამჟამად გამოვსწორდი. ზოგჯერ კუზიანიც სწორდებაო :). Zangala 16:59, 22 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ შენი წერილი წავიკითხე მომხმარებელი განხილვა:G.merkviladze მიმართ. შეგიძლია მის წამოწყებულ სტატიებს გადახედო. როგორ? მის გვერდზე როდესაც ხარ მარცხნივ ნახავ მომხმარებლის წვლილი. შენიშვნებს არ იღებს და თავისას ჩვენებურად რომ იტყვიან მიერეკებაო. როგორ მოვიქცე ჯერ ვერ მოვიფიქრე. Zangala 17:04, 22 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ ასეთი შეკითხვები მაქვს. პირველ რიგში კარგი გოგო ხარ, რომ მორიელს გადახედე. ახლა შეკითხვები: არაქნიდები ქართულში ხმარობენ? თუ ობობასნაირნი უნდა იყოს? ფალანგები ქართულია? რატომ არის შეტანილი სტატია მორიელში: არაქნიდები (ობობასნაირნი), ფალანგები და ტკიპები? სტატია მორიელიდან ამოსაღები ხომ არ არის და ცალკე შესაქმენი? ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენით არაფერი არ უნდა დავამკვიდროთ სახელებში. მაქსიმალურად ქართული სახელები! ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არაქნიდები (ლათ.) და მაინტერესებს ფალანგები. Zangala 18:31, 22 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელმა გოჩამ ჩაასწორა სტატია უჯრედში ჰამეტა გამეტაზე - სწორია. მაგრამ ბმული უნდა იყოს გამეტა კი არა, არამედ გამეტებიZangala 22:01, 22 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიას გაუ, ბოდიში, რომ გვიან გპასუხობ ინტერნეტთან არ ვიყავი ეს დრო. რატომ გამეტები და არა გამეტა? კარგია თუ ცუდი ქსე-ის მიხედვით ტ. 2 გვ. 652 წერია. Zangala 18:18, 24 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ელექტრონული სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არსებობს. დიდი საბჭოთა ენციკლოპედია კი არის 5 CD. ვიკიპედია მეტია ვიდრე საბჭოთა ენციკლოპედია ამაში გეთანხმები. მაგრამ რადგანაც საბჭოთაა ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი უნდა იყოს :) მე გთავაზობ რომ ორივე იყოს ე. ი. გადამისამართება გავუკეთოთ, როგორც გერმანულში და რუსულშია. გერმანულში კი თვით სტატია იწყება მრავლობითით და არა მხოლობითით de:Gamet. ძალიან სუსტი პასუხია, მაგრამ ცანგალასია. ისე კი პრინციპი ყველა ენციკლოპედიებისა ერთია. სიმართლე გითხრა ნუკლეოტიდიც მრავლობითშია ქსე-ში. Zangala 18:50, 24 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლია, შენს დნმ-ს გადავხედე და კარგი სტატია ჩანს იმედია მალე დაასრულებ და რჩეული სტატიის განდიდატად დავდებთ. რა მინდა გითხრა, დნმ-ში მაგალითად ადენინი ერთხელ გაქვს ბმულად და შემდეგ რამდენჯერაც შეგხვდება ადენინი არაა საჭირო მისი ბმულად გაკეთება. ერთხელ საკმარისია. კიდევ, შენს მიერ დაწერილი რომელი სტატიებია დასრულებული და რომელს მიიჩნევ რჩეული სტატიის კანდიდატად? გთხოვ დაამატო ვიკიპედია:რჩეული სტატიები აქ. და ბოლოს, გადახედე არსებულ განდიდატებს, რომელი სტატიებიც მოგეწონება კენჭი უყარე.--ტრულალა () 08:42, 25 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლია, გთხოვთ მორიელს დაამატოთ თარგი:ტაქსოდაფა სამწუხაროს ჩემი ცოდნა ბიოლოგიაში ძალიან დაიმტვერა და ნამდვილად ვერ შევავსებ ამ თარგს :(--ტრულალა () 11:24, 25 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგ საქმეს აკეთებ ბიოლოგიაზე რომ წერ, ეს ჩვენი სუსტი წერტილი არის და თუ ამოქაჩავ მაგას რა ჯობია! მგონი ჯობია ჯერ კარგი, ხარისხიანი სტატიები დაგროვდეს ბიოლოგიის დარგში და მერე შეიქმნას პორტალი. თუ რამეში დახმარება დაგჭირდა ყოველთვის შეგიძლია მომმართო.--ტრულალა () 10:11, 26 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, ეშვზე გეთანხმები. მაგრამ მე იმიტომ გავიაეთე გადამისამართება (წავშლი), სტატიაში გარეული ღორი წერია, რომ ეშვსა და ტახს უწოდებენ. ხოლო სტატიების წაშლას რომელს გულისხმობ? ე. ი. რომელი წავშალე, რომელიც დასატოვი იყო? Zangala 10:11, 27 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატია ასტროლოგები არ წამიშლია (დიდი ხანია ჩასმული მაქვს თარგი), მაგრამ მიმაჩნია რომ წასაშლელია იმიტომ კი არა, რომ ცუდია არამედ თითოეულ ასტროლოგზე ცალკე უნდა იყოს სტატია, რომელიც გაერთიანდება კატეგორია:ასტროლოგებში. ხოლო მის ავტორს, რომელიც ანონიმურობას ირჩევს მის განხილვის გვერდზე შევეცადე პატარა რჩევები მიმეცა (შეგიძლია გაეცნო). შემდეგ როდესაც მან დააცარიელა თავისი სტატიები - ცარიელი სტატიები წავშალე. სხვა რა გამეკეთა არ ვიცი.Zangala 14:42, 27 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები, ბოლოში უკვე მკვახედ გამომივიდა, რაც შენც არ გესიამოვნა (მე პირადად მივესალმები ასეთ რჩევებს). დასაწყისში კარგი ვიყავი. ათი დღის განმავლობაში მხოლოდ მე ვწერდი მას არაფერი არ დაუწერია. თუ წაიკითხე მისი განხილვის გვერდი (წინა წერილში მიგითითე) გაბედულებაც შევთავაზე, ისიც ვუთხარი, რომ ჯერ შეცდომებიც ექნება და მომავალში თვითონ შეუსწორებს სტატიებს. თუ გინდა ერთ-ერთ ასტროლოგის სტატიას აღვადგენ და რისი შესწორებაა შესაძლებელი მითხარი. რომელი ასტროლოგი აღვადგინო, რომელი გაინტერესებს? Zangala 17:37, 27 თებერვალი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ, ყველაფერზე გეთანხმები - შევთანხმდეთ ერთ მიდგომაზე და წესებს დავამატოთ. მაგარმ ეს ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. Zangala 13:44, 3 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, ამინი გადატანა გავაკეთე ამინებზე. იმედია წინააღმდეგი არ ხარ. სტატია ორივეზე იქნება. Zangala 17:35, 4 მარტი 2007 (UTC)[უპასუხე]

გეყო დასვენება[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა ლიკუშ, ვიკიპედიას მოენატრე - გეყო დასვენება და შეუდექი საქმეს. ალსანდრომ გააკეთა პორტალი:ბიოლოგია და ჩემი თხოვნაა იქნებ თარგი:ტაქსოდაფა თარგმანში დაგვეხმარო. --ცანგალა () 11:49, 12 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა ლია. როცა მოიცლი, იქნებ რჩეული სტატიების კანდიდატებს კენჭი უყარო. გმადლობ. - ალ-ო / 16:58, 12 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ, თურმე ესენიც სათარგმნი ყოფილა. *Conservation status / Secure / Data deficient / Lower risk (invalid conservation status) / Least concern / Near threatened / Conservation dependent / Vulnerable / Endangered - Endangered species / Critically endangered species / Extinct in the wild / Fossil / Prehistoric / Fossil range წინასწარ მადლობაცანგალა () 17:47, 12 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ, აგრეთვე თარგი:ტაქსოდაფა */ინფო - ესეც არის სათარგმნი. წინასწარ მადლობა - არ დაიზარო.--ცანგალა () 21:56, 12 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლია, ცანგალას მაგივრად გპასუხობ. თემატური სარჩევის რედაქტირება აქ შეგიძლია: პორტალი:ბიოლოგია/თემატური სარჩევი. პორტალს იქვე (ქვევით) აქვს "რედ." ბმული ამ გვერდზე. - ალ-ო / 07:16, 17 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, თბილისში ხარ? ის ბიჭი წყლით მოწამლული გადარჩა? თარგმანი იქნება?--ცანგალა () 15:23, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რომელიმე სტატიას რომ დაასრულებ არ დაგავიწყდეს რჩეულ სტატიებში კანდიდატად წამოყენება (მაგ. უჯრედი). ძალიან გვჭირდება სტატიები ბიოლოგიაზე, და ზოგადად მეცნიერებაზე. - ალ-ო / 15:32, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

კარგი: ჯერ შედი სტატიის განხილვაში და ჩასვი იქ თარგი {{რსკ}}. რომ დაამახსოვრებ იქ ჷამოჩნდება ბმული "უყარეთ კენჭი". ის ბმული მიგიყვანს გვერდზე, სადაც ბოლო წამოყენებულ კანდიდატს მიუმატებ შენს სტატიას. - ალ-ო / 15:47, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიას ცოტა მეტი ილუსტრაციები, სქოლიო და ლიტერატურის მითითება არ აწყენდა. როცა სტატიას რჩეულის სტატუსს ვანიჭებთ, ის სხვაენოვან სტატიებშიც გამოჩნდება ვარსკვლავით ქართული ენის ბმულის გვერდით. ამიტომ სასურველია ეს სტატიები სხვებს ბევრად არ ჩამორჩებოდეს (შეძლებისდაგვარად). - ალ-ო / 15:57, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]
ესეც ძალიან ადვილია, ამიტომ არ მოგერიდოს კითხვა. სტატიის ბოლოში გახსენი სექცია "სქოლიო" და მიუწერე თარგი {{სქოლიოს სია}}. აქ ავტომატურად ჩაჯდება ყველა მითითება, რომელსაც სტატიაში ჩასვამ. ამისთვის, იქ სადაც გინდა წყარო მიუთითო, წინადადების ბოლოს <ref> .... </ref> ამაში ჩასვი ის ტექსტი, რომელიც სქოლიოში ავტომატურად მოხვდება. ნიმუში იხილე სტატიაში კოულდპლეი. - ალ-ო / 16:35, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

როგორც მივხვდი ალსანდრომ ჩაგაყენა საქმის კურსში - გაგახსენა ვიკიპედიის დედა ენა. :))--ცანგალა () 17:05, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]


ზოგადად, როგორც უფრო პრაქტიკულია ისე უნდა მოიქცე. თუ ესა თუ ის მტკიცება ზუსტად არის გადმოტანილი ინგლისურიდან მაშინ ის წყარო, რომელიც იქ არის მითითებული გამართლებული იქნება აქაც. არ არის აუციელებელი ყველა წყარო შენ გადაამოწმო, ინგლისურში ეს იმედია უკვე სხვვებმაც გააკეთეს. ინგლისურ სტატიაზე მითითება მე პირადად გამართლებულად არ მიმაჩნია. იმ ქართული ანდაზის მაგვარი გამოგვივა - მელამ კუდი დაიმოწმაო. :) თუ არ გვჯერა ზოგიერთი მტკიცების, ან საერთოდ ნუ გადმოვიტანთ ან მივუწერთ თარგს {{ფაქტი}}, რომელიც მიუთითებს რომ მტკიცება გადაუმოწმებელია - ამით ჩვენ თავს დავიზღვევთ. ალბათ მისაღებია, შენ რას ფიქრობ? - ალ-ო / 19:02, 25 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

პორტალს რაც შეეხება. მანდ რჩეული სტატიის შერჩევა უფრო ლიბერალურად ხდება. ანუ თუ ითავებ მის პერიოდულ განახლებას, შეგიძლია თავად შეარჩიო სტატიაც. ამ ეტაპზე მანდ სტატიის შეცვლაზე მეტად თავად პორტალის დასრულებაა მნიშვნელოვანი. თემატური სარჩევი დაუმთავრებელია. - ალ-ო / 12:37, 26 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ თვით ინგლ., გერმ. სტატია არის მრავლობითზე ამიტომ ჯობია გადამისამართება შეაბრუნო ბაქტერიები. იმედი მექნება, რომ ასეთი წვრილმანების შესახებ, თუ მოგწერე ხოლმე არ გამიბრაზდები.--ცანგალა () 18:38, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ შენ ხედავ გადატანა წერია და იმით. --ცანგალა () 19:07, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ მგონი შემეშალა- რედაქტირებაში როდესაც ხარ წერია ასო გ. --ცანგალა () 19:21, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

დამაცადე - მე გავაკეთებ. --ცანგალა () 19:22, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ერთი პრობლემაა - იმედია ალსანდრო გვაპატიებს, სტატიის ისტორიაში აღარ ჩანს, რომ ალსანდრო არის დამწყები, არამედ შენ. --ცანგალა () 19:24, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

რობოტი არაფერს არ წაგიშლის - შენ ხომ ყველაფერი აღადგინე. --ცანგალა () 19:30, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ალსანდროს მივწერ. --ცანგალა () 19:31, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ ან შენ ცოტა ხანს ხელი არ ახლო იქნებ აღვადგინო. და მოგწერ.--ცანგალა () 19:33, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ძილი ნებისა და ხვალამდე.--ცანგალა () 19:39, 27 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლია, როცა მოიცლი, შეხედე რჩეული ფოტოს კანდიდატს მომდევნო კვირისთვის (ვიკიპედია:რჩეული ფოტოები). ოსმოტურ წნევაზე ილუსტრაციაა - ამ თემის 'პოპულარიზაციისთვის' შევარჩიე, იქნებ რამდენიმე ესკიზი შექმნა იქ მონიშნულ ბმულებზე? თუ რომელიმე ტერმინი არასწორად მაქვს, გთხოვ შეასწორო. მადლობა. - ალ-ო / 12:42, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ გამარჯობა, გთხოვ გაიგო განხილვა:ჰიპერტონული ხსნარი--ცანგალა () 12:57, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, სამწუხაროდ ქართულის ამბავში დახმარება ვერ ამუშავდა, რაც ძალიან სამწუხაროა. ქსე ტ.11 გვ.666 ჰიპერტონია, ჰიპერტონიული დაავადება, ჰიპერტონიული ხსნარები; ტ.11 გვ.669 ჰიპოტონიური ხსნარები; ტ.5 გვ. 101 იზოტონური ხსნარები. საჩქარო არაფერია, როდესაც ჩამოხვალ ქალაქში მაშინ დაადგინე. მე მხოლოდ ინფორმაცია მოგაწოდე. --ცანგალა () 16:55, 12 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

ლია, გვერდის გადატანა ყველა რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია. თუ დარწმუნებული ხარ შენი ვარიანტის სისწორეში თავად გადაიტანე. ზემოთ არის ყუა "გადატანა" და ის გაჩვენებს გზას. - ალ-ო / 13:30, 15 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

ადმინისტრატორის არჩევნები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ, ლია. მიმდინარეობს კენჭისყრა ადმინისტრატორის კანდიდატურაზე. კენჭისყრა დაიხურება 23 ნოემბერს. - Island 16:30, 15 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ყოველივე კარგს პირად ცხოვრებაში და იმედს ვიტოვებ, რომ მალე დაუბრუნდები ვიკიპედიას. --ცანგალა () 09:44, 29 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]


ლია, გამარჯობა. ახალ წელს გილოცავ! :) შენი სტატია მთავარ გვერდზე გავიდა ამ კვირას. ძალიან გთხოვ გადახედო და მთავარ გვერდზე რაც არის იმ ნაწილში ზოგიერთი წითელი ბმული გაალურჯო (მცირე ესკიზებით მაინც). სტატიასაც გადაავლე თვალი, რამე უზუსტობა ხომ არ გაიპარა. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ ამ ახალ წელს. - ალ-ო     @ 09:10, 14 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

გაგიმარჯოს. გამიხარდა რომ გამოჩნდი :). როგორც საჭიროდ ჩათვალო, ისე გადააკეთე. - ალ-ო     @ 17:53, 27 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლიკუშ, მოძველებული არაფერი არ გვინდა. გთხოვ გადააკეთო ამჟამინდელზე. მადლობა და მიხარია, რომ დაგვიბრუნდი. --ცანგალა () 19:36, 27 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ, გადამისამართება გააკეთე ძველიდან ახალზე, რადგან ძველი სახელით ვინმემ არ შექმნას ან ძებნა არ დაიწყოს.--ცანგალა () 12:39, 28 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ლიკუშ გაუ, სტატიაში გამოიყენე თარგი{{დამუშავების პროცესშია}} და ხელს არავინ არ ახლებს.--ცანგალა () 07:58, 14 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ ლია, თქვენს მიერ დაწეილი სტატია არაჟანი არ შეესაბამება სტატიებისადმი მოთხოვნილ მინიმალურ კრიტერიუმებს. გთხოვთ გაითვალისწონოთ, რომ სატიის დატოვებისთვის იგი უნდა იყოს მინიმუმ სამი დასრულებული წინადადება. უარეს შემთხვევაში სტატია წაიშლება.--გიორგი    , 14:30, 10 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა ლია, შენი თხოვნა ყავახანაში გადავიტანე. მე სამწუხაროდ ვერ გეხმარები.--ცანგალა () 11:33, 9 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, თუ ამ ფაილის ავტორი თქვენ ბრძანდებით, გადადით ამ გვერდზე და შეავსეთ შესაბამისი ველები. ველში Permission კი ჩასვით ლიცენზიის თარგი (ანუ რა ლიცენზიის ავრცელებთ ფაილს). თარგი აირჩიეთ აქედან. – BruTe () 14:01, 9 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]