მომხმარებლის განხილვა:ლევან ჯგერენაია
თემის დამატება|
გამარჯობა, ლევან ჯგერენაია. მოგესალმებით ვიკიპედიაში - კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი თავისუფალი, მრავალენოვანი და ღია ენციკლოპედიის ქართულენოვან პროექტში.(?) |
ვიკიპედიაში სტატიის რედაქტირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გაეცანი სტატიების რედაქტირების დახმარების გვერდს, სადაც ახსნილია სტატიების რედაქტირების პრინციპები.
|
|
ვიკიპედია არის ენციკლოპედია
გახსოვდეს - ვიკიპედია არის ენციკლოპედია, შესაბამისად ნებისმიერი სტატია უნდა იყოს აკადემიური, ნეიტრალური (?) და ეფუძნებოდეს აკადემიურ და გადამოწმებად წყაროებს.(?) ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს სურთ შექმნან ახალი სტატიები - ამ შემთხვევაში სწორედ ავტორი არის ვალდებული, დაამტკიცოს ახალი სტატიის მნიშვნელობა ენციკლოპედიისთვის.
გაგვაგებინე
თუ გეგმავ, რომ სტატია აქტიურად დაარედაქტირო და ამისთვის დრო გჭირდება, სტატიის დასაწყისში ჩასვი
{{subst:მუშავდება}}, რათა აცნობო სხვა რედაქტორებს ამის შესახებ. ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს. ხშირად შეინახე
რაც შეიძლება ხშირად შეინახე რედაქტირებები - ამისთვის რედაქტირების პანელის ქვედა ნაწილში დააჭირე ღილაკს „ცვლილებების შენახვა“.(იხ. სურათი ქვემოთ) |
ხელი მოაწერე
![]() ~~~~) ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დააჭირე (იხ. სურათი მარჯვნივ). გაგვეცანი
კარგი იქნება, თუ სხვა რედაქტორებს გაუმარტივებ კომუნიკაციას. თითოეულ მომხარებელს აქვს საკუთარი პირადი გვერდი, რომელზეც შეგიძლია დაამატო ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობ და ინტერესთა სფეროები.
გვთხოვე დახმარება
თუ დახმარების გვერდებს გაეცანი და მაინც გჭირდება დახმარება, საკუთარ განხილვის გვერდზე ჩასვი {{დამეხმარეთ}}, მოგვწერე კითხვა, და ჩვენი აქტიური რედაქტორი აუცილებლად გიპასუხებთ.
|
პატივი ეცი სხვის შრომას
დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.
|

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
ჯაბა ლაბაძე (გ) 11:37, 10 ივნისი 2010 (UTC)
ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი და მარქსიზმის კრიტიკა
[წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის 80-90-იან წლებში,ევროპაში გამოქვეყნებული ნაშრომებში,ქართველი ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი ბრალს სდებს მარქსიზმის ფუძემდებლებს და მათ მიმდევრებს – პლაგიატში,დასავლელი მოაზროვნეების ნააზრევის მითვისებაში. თუმცა,ის მხოლოდ ბრალის დადებით არ შემოფარგლულა,ამას ასაბუთებდა კიდევაც. გრიგოლ რობაქიძე წერდა მასზე: იყო ერთი ქართველი თავადი,ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი.ქართული მას არ ემარჯვებოდა.საქართველოს ბავშობიდანვე იყო მოწყვეტილი.იცოდა რუსული,ფრანგული და ინგლისური.სიკვდილის წლებში,როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები,უეცრად რუსულიც დაავიწყდა,ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა. დაიბადა 1846 წლის 18 სექტემბერს,კახეთში,სოფელ თოხლიაურში. 1866 წელს პირველად დააპატიმრეს,რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წინააღმდეგ ორგანიზაციაში მონაწილებისათვის. 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს,გაასამართლეს და ციმბირში გადაასახლეს. 1875 წელს გადასახლებიდან ევროპაში გაიქცა. 1876-78 წლებში თაბამშრომლობდა რუსულ ემოგრანტულ ჟურნალში: “ვპერიოდ”(ლონდონი) და “ობშჩინა”(ჟენევა). 1877 წელს შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალურ იურის ფედერაციაში (შვეიცარია). 1877-80 წლებში დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ავროპული ანარქისტული მოძრაობის თავკაცს ჯეიმზ გილიობს,ელისე რეკლიუს,პეტრე კროპოტკის და სხვებს. რუსეთის იმპერატორისაგან დევნილი და საკუთარი იდეალებისთვის მებრძოლი,არასოდეს ივიწყებდა თავის სამშობლოს და მისთვის სამსახური უმაღლეს პოსტულატედ მიაჩნდა.იგი არალეგალურად ჩადოდა საქართველოში; დიდამ მფარველობდა უცხოეთში მოხვედრილ ქართველებს; ევროპულ ჟურნალ-გაზეთებში განუწყვეტლად წერდა საქართველოს,მისი პოლიტიკური ყოფის შესახებ. 1894 წლიდან დიდმა ილიამ თავის სახელგანთქმულ “ივერიაში” დაიწყო მისი წერილების და კორესპონდეციების ბეჭვდა,”ვაზიანის” ფსევდონიმით. მან გააცნო ილიას და ქართველ საზოგადოებას მარჯირი უორდროპი. 1904 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ პოლიტიკური პარტიების და ფრაქციების გამაერთიანებელ ჟენევის კონფერეციის მუშაობაში,რომელმაც მინად დაისახა ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლა. 1903 წელს მისი დამხარებით,არჩილ ჯორჯაძემ და მისმა თანამოაზროვნეებმა პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთი “საქართველო” და მისი ფრანგული დამატება “La George”. 1905 წელს მისი დახმარებით ქართველმა სოციალისტ-ფედერალისტებმა ავროპიდან მიიღო იარაღის დიდი პარტია და ჰოლანდიელი ანარქისტებისგან,ხოლო ეკიპაჟს მეთაურობდა მისივე მეგობარი,ცნობილი ჰოლანდიელი ანარქისტი ქრისტიან კორნელისი. 1907 წელს მისსივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი “საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა”. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს.კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა. უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში,40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. 1921 წლის თებერვალში,როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა,ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას,დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. 1925 გარდაიცვალა და დაკრძალეს ლონდონში (კ. მარქსის საფლავის სიახლოვეს). რაც შეეხება მის შემოქმედებას,ის ერთ-ერთი პირველი იყო,რომელმაც გააკრტიკა მარსიზმი,მისი მიმდევრები და თავად მარქსისი.რაც მთავარია,ამისთვის მას ჰქონდა სათანადო არგუმენტები და მტკიცებები. მისი კრიტიკის ობიექტი იყო: მარქსიზმის კლასიკოსებში,მიმდევრებში – ხელფასის კანონი და კლასთა ბრძოლის პრინციპის აღმოჩენა; ენგელსის ნაშრომებში – ბეკონისა და ლოკის მატერიალიზმი; მარქსმა მიითვისა – მორგანის არაერთი გამოგონება და აღმოჩენა ; ენგელსმა მიითვისა – ბიურეს ფუნდამენტური შრომის კომფისკაცია; მარქსმა და ენგელსმა – “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”,რომელიც სინამდვილეში ეკუთვნის ვ. კონსიდერანს. ასევე,მარქსმა სრულიად უსამართლოდ მიისაკუთრა I ინტერნაციონალის დაარსება,რომელიც მარქსის მიმდევრების თქმით შეიქმნა 1864 წელს.სინამდვილეში კი 1642 წელს არის შექმნილი.ამის დასამტკიცებლად ის იმოწმებს ისტორიულ წყაროებს.უფრო მეტიც,მარქსმა მიწერა ენგელსს,რომ მას არ სურდა მასში გაწევრიანება,მაგრამ მას შემდეგ დათანხმდა,რაც იუნგისგან მიიღო მოწვევა.
ლევან ჯგერენაია წყარო— ლევან ჯგერენაია განხილვაწვლილი 11:39, 10 ივნისი 2010 (UTC): დ.შველიძე - მარქსიზმის კრიტიკა,ვარლამ ჩერქეზიშვილის ნაშრომებში.
