მომხმარებლის განხილვა:ენარჯილისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
   Help-browser.svg რა არის ვიკიპედია? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში, ენარჯილისი!
Crystal Clear app ktip.png პირველი ნაბიჯები ვიკიპედიის მომხმარებლების სახელით მოგესალმებით მის ქართულენოვან განყოფილებაში!

დაიწყეთ ვიკიპედიის გაცნობა საკუთარ სავარჯიშოში მუშაობით.

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მონაწილეობის მთავარ პრინციპებს: იმუშავეთ გაბედულად და დაიცავით ნეიტრალურობის თვალსაზრისი.

ასე შეიძლება ხელის მოწერა

ვიკიპედიის სტატიებში ხელის მოწერა საჭირო არ არის (ავტორების სია ავტომატურად იქმნება და ხელმისაწვდომია სტატიის ისტორიაში), მაგრამ თუ თქვენ ისურვებთ ფორუმის ან ცალკეული გვერდის განხილვაში მონაწილეობის მიღებას, გთხოვთ ხელი მოაწეროთ თქვენს ტექსტს ოთხი ტილდის (~~~~) გამოყენებით ან ინსტრუმენტების პანელზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ავტორის მითითება ამ შემთხვევაში საჭირო არ არის.

თუ თქვენ სტატიის შექმნა არ შეგიძლიათ ერთი რედაქტირებით და მოგვიანებით მის დასამთავრებლად დაბრუნებას აპირებთ, სტატიის დასაწყისში ჩასვით {{subst:L}}, რათა აცნობოთ ამის შესახებ სხვა მომხმარებლებს.

თქვენს პირად გვერდზე შეგიძლიათ დაამატოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ — მაგალითად, რომელ ენებს ფლობთ და თქვენი ინტერესთა სფეროები.

თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდები. თუ ამ გვერდებზე თქვენს კითხვაზე პასუხს ვერ იპოვით, დასვით იგი ვიკიპედიის ფორუმის სათანადო განყოფილებაში ან პირადად მიმართეთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

და კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში!

Hello and welcome to the Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, that’s no problem. We have an embassy where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!
Nuvola apps kmessedwords.png სტატიების დასათაურება
View-refresh.svg ტექსტის რედაქტირება
Accessories-text-editor.svg წესები და მითითებები
Artykul na medal-MK.svg სანიმუშო სტატია
Applications-internet.svg ენათაშორისი ბმულები
Commons-logo.svg ფაილის ატვირთვა
Green copyright.svg საავტორო უფლებები
Dobry Artykul-MK.svg ახალი სტატიის შექმნა

--Jaba1977 19:38, 12 აპრილი 2009 (UTC)

გაეცანი ვიკიპედიის წესებს და აკეთე სტატიაში ბმულები. --ცანგალა () 22:30, 12 აპრილი 2009 (UTC)

წესები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გაეცანით ვიკიპედიის წესებსა და დახმარების გვერდებს. — მიხეილ მიწერა 15:01, 28 ნოემბერი 2012 (UTC)

თქვენს წერილზე პასუხი იხილეთ აქ. — მიხეილ მიწერა 15:28, 28 ნოემბერი 2012 (UTC)

კვლავ წესები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. გთხოვთ, ზემოთ მითითებულ ბმულებს გაეცნოთ და თქვენ მიერ შემოტანილი სტატია მოარგოთ ვიკიპედიის სტანდარტებს. აუცილებლად მოახდინეთ ტექსტის ვიკიფიცირება, მიუთითეთ საერთაშორისო ბმულები, კატეგორიები, წყარო. — მიხეილ მიწერა 13:07, 26 დეკემბერი 2012 (UTC)

გაუმარჯოს. ზუსტად იგივე თხოვნა მაქვს, რაც წინა წერილში. მიხედეთ თქვენს სტატიას. --მიხეილ მიწერა 11:42, 26 იანვარი 2013 (UTC)

გამარჯობა. იხილეთ, რა ჩასწორებები გავაკეთე თქვენს სტატიაში და გაითვალისწინეთ მომავალში :) — G.G. 16:26, 7 თებერვალი 2013 (UTC)

ყველა სტატიის დასაწყისი იწერება ასე:

წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. 

და არა

წიწაკა (Capsicum), მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. 

ყურადღება მიაქციეთ გრძელ ტირეს. --H.McC. (მომწერეთ) 16:34, 7 თებერვალი 2013 (UTC)

შინო და ცელი[წყაროს რედაქტირება]

შინოსაც და ცელსაც ჩაუსვით სწორი კატეგორიები. გარდა ამისა - მინიმუმ 3 წინადადება უნდა ეწეროს (გამართული), წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია ზედმეტად მოკლედ ჩაითვლება და არ მიიღება. --H.McC. (მომწერეთ) 17:44, 8 თებერვალი 2013 (UTC)

კოლეგა, მაცალეთ ცოტა, ცელზე ახლა ვმუშაობ და სამ კი არა, ოცდაათ წინადადებას დავწერ და გავმართავ, როგორც შევძლებ. შინო ქსე-დან არის დაკოპირებული და რაც მანდ არის ინფორმაცია, მეტი არ მაქვს. ამისთვის უნდა წაიშალოს? რა უცნაური წესებია, თუმცა შევეჩვევი...

ცელის წაშლას ყველა ვარიანტში ჯერ ნუ იჩქარებთ ;) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:56, 8 თებერვალი 2013 (UTC)

ვიკიპედიას თავისი წესები აქვს. ამის შესახებ თუ შენიშვნას მოგცემენ, ნუ გეწყინებათ, პირიქით — გაითვალისწინეთ. აქ ოდესღაც ყველამ ასე ვისწავლეთ. სტატიას თუ ამუშავებთ, უნდა ჩასვათ {{subst:L}} --მიხეილ მიწერა 18:01, 8 თებერვალი 2013 (UTC)

საწყენი არაფერი, პირიქით, სასიამოვნოა ყურადღება. ვეცდები ჩავსვა subst:L --ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:03, 8 თებერვალი 2013 (UTC)

დასრულების შემდეგ ამოღება ნუ დაგავიწყდებათ :) --H.McC. (მომწერეთ) 18:06, 8 თებერვალი 2013 (UTC)

პრინციპში, გააჩნია კიდეც, როგორ იმუშავებთ. წინასწარი გადახედვა იმისათვის აქვს სტატიას, რომ წინასწარ გადახედოთ, სანამ გამოაქვეყნებთ. ამიტომ 2-3 წინადადებიანი სტატიისათვის subst-ის ჩასმა აუცილებელი არ არის, თუ რამდენიმე წუთის შემდეგ გამოქვეყნებას უპირებთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:12, 8 თებერვალი 2013 (UTC)

კარგად ვიმუშავებ, საბოლოო შედეგი აუცილებლად კარგი იქნება :) მინიმუმ 20-30 წინადადება, სურათები, სწორი კატეგორია, რესურსები ინტერნეტში. რა მინდოდა მეკითხა: ხშირი გამოქვეყნება, ყოველ 2-3 წინადადების მერე, რაიმეს უშავებს ვიკიპედიას? არადა, თუ ინტერნეტი გაიჭედა, მერე მეკარგება ხოლმე. იქნებ, ჯობია ვორდში ვიმუშავო და ბოლოს ერთად გამოვაქვეყნო? მართლა არ ვიცი და იმიტომ ვკითხულობ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:30, 8 თებერვალი 2013 (UTC)

არაფერს უშავებს. ვანდალები თუ შემოდიან და რამეს აფუჭებენ, ხოლმე ამ სიაში ერთი მომხმარებლის ბევრ რედაქტირებაში შეიძლება გაგვეპაროს რომელიმე ვანდალის ქმედება. ვთქვათ, გავაკეთე 50 რედაქტირება და ამ სიაში სულ ჩემი სახელით არის აჭრელებული. შუალედში კი ანონიმურმა ვანდალმა რაღაც გააფუჭა. შეიძლება გაიპაროს, თუმცა საკუთარ თვალებს ვენდობით. ეს თქვენი პრობლემა არ არის - მუშაობთ როდესაც გსურთ და ეგ არის ვიღიმი.

ვორდს რაც ეხება, არ გირჩევთ. ჯერ ეს ერთი, კვადრატული ფრჩხილები უნდა ჩაუსვათ სიტყვებს და ვორდს ეგ არ აქვს, რომ პირდაპირ ჩაუსვათ. მერე - ირღვევა ფორმატირება. თუმცა, თუ გსურთ გრძელი ტექსტის დაწერა, შეგიძლიათ ვორდში აკრიფოთ, შემდეგ კი შემოიტანოთ, დასვათ სტრიქონებზე და კვადრატული ფრჩხილებიც ჩასვათ, როგორც საჭიროა (და ყველაფერი დანარჩენი). ინტერნეტს რაც ეხება, გამოქვეყნებისას მაინც დააკოპირეთ ხოლმე, რომ თუ რამეა, შენახული იყოს მეხსიერებაში. -H.McC. (მომწერეთ) 18:40, 8 თებერვალი 2013 (UTC)

რადგან არედაქტირებთ, წასაშლელისა და მოცდის თარგები ამოუღეთ ვიღიმი --H.McC. (მომწერეთ) 18:48, 8 თებერვალი 2013 (UTC)

დიდი მადლობა რჩევებისთვის, ვეცდები ამოვიღო ეგ თარგები (მგონი მოვახერხებ). ყოველთვის მიხარია ხოლმე, როცა მეხმიანებით, როგორც ვგრძნობ, ცოცხალი შეკრული კოლექტივი ხართ ვიკიპედიელები და მეც ცოცხალი კონტაქტის და მიმოწერის გარეშე ერთ-ერთი თქვენგანი ვერ გავხდები, არადა მართლა მინდა ვიყო, კონსტრუქციულად ვარ განწყობილი და მაინტერესებს ეს საქმე.--ენარჯილისი განხილვაწვლილი 18:52, 8 თებერვალი 2013 (UTC)

თქვენი წვლილი იძლევა იმის იმედს, რომ ეს მოხდება, ამას დიდი დრო არც უნდა. შეკრული ვართ, მაგრამ დახურული არ ვართ და ამიტომ ყველა, ვინც ადეკვატურად იმუშავებს, გვესაჭიროება. სამწუხაროა, რომ აქამდე არ იყავით ჩვენთან, ვინაიდან, როგორც ვხედავ, 99ში დარეგისტრირებულხართ. --H.McC. (მომწერეთ) 18:54, 8 თებერვალი 2013 (UTC)

ქვედა ტირე[წყაროს რედაქტირება]

გაუმარჯოს. სტატიებში ნუ იყენებთ ქვედა ტირეს _ გამოიყენეთ ჩვეულებრივი — ტირე. — მიხეილ მიწერა 12:15, 16 თებერვალი 2013 (UTC)

გაუმარჯოს! უი, სტატიების შიგნითაც? მე მარტო პირველი განმარტებისთვის ვიყენებდი მაგ ტირეს. ბარემ ისიც მასწავლეთ, როგორ ავკრიფო. მე ქვედა ტირეს ვკრიფავ ხოლმე შიფტ-მინუსით და თქვენი "ჩვეულებრივი ტირე" კი არაჩვეულებრივი მგონია, კლავიატურაზე ვერ მიმიგნია )) შესწორება პრობლემა არაა, ერთი თუ ავითვისე, დავყვები და ყველას გავასწორებ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 12:26, 16 თებერვალი 2013 (UTC)

თხოვნა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობათ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ კატეგორიებს. – ოთოჯი განხილვა 13:48, 23 აპრილი 2013 (UTC)

ზედა კატეგორიებს ასეთი ზოგადი სტატიებისათვის ნუ იყენებთ. და საერთოდ - თუ არ იცით, რა კატეგორია ჩასვათ - გადახედეთ, რა კატეგორია უწერია სხვაენოვან ვიკიპედიაში. ბოტანი- და სოფლიოს მეურნეობა ზედმეტად ზოგად სახეს ატარებს. --H.McC. განხილვაწვლილი 13:55, 23 აპრილი 2013 (UTC)

OK, მადლობა, დავუკვირდები. რაიმე გაიდლაინები გვაქვს კატეგორიებისთვის? --ენარჯილისი განხილვაწვლილი 15:29, 23 აპრილი 2013 (UTC)

არის, მაგრამ ნათარგმნი არ გვაქვს. ვიკიპედია:კატეგორიზაცია

საერთოდ, თუ გინდა კატეგორიზაციის მაგალითი, აჰა მაგალითად, აიღე ეს სტატია - The Dark Side of the Moon. ქვევით რომ აქვს „1973 წლის ალბომები“, კატეგორია - მაგას დააჭირე და მერე აყევი ზევით-ზევით და ნახავ რა სიტუაციაა. რა თქმა უნდა, კატეგორიათა დონეების რაოდენობა ყველგან განსხვავდება. --H.McC. განხილვაწვლილი 15:38, 23 აპრილი 2013 (UTC)

მადლობა. ვეცდები მე ვთარგმნო თუ მოვერევი. მაგ მაგალითებსაც ვნახავ, ვეცდები ერთი და იგივე შენიშვნა 2-ჯერ არ მივიღო ხოლმე. ენარჯილისი განხილვაწვლილი 16:08, 23 აპრილი 2013 (UTC)

მეწამული წერილი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! რას ნიშნავს ჯერ გვერდის შექმნა და შემდეგ მისი დაცარიელება ? - ოთოჯი განხილვა 07:49, 6 მაისი 2014 (UTC)

გამარჯობა! შემეშალა, წერილად ვთარგმნე ავტომატურად "letter", მერე კი ახალ გვერდზე გადავიტანე ყველაფერი, "მეწამული_სიმბოლო". დაცარიელებული გვერდი, "მეწამული წერილი", რა თქმა უნდა, წასაშლელია. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:33, 6 მაისი 2014 (UTC)

გასაგებია. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ასეთ დროს უბრალოდ ჩასვით თარგი {{წასაშლელი}}. - ოთოჯი განხილვა 08:43, 6 მაისი 2014 (UTC)

დიდი მადლობა, შეცდომებზე ვსწავლობთ, მივამატე ჩემს არსენალს, {{წასაშლელი}}. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:44, 6 მაისი 2014 (UTC)

არაფრის, რისი მადლობა :). - ოთოჯი განხილვა 08:45, 6 მაისი 2014 (UTC)

სანდო მომხმარებელი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა! ამიერიდან მოგენიჭათ სანდო მომხმარებლის სტატუსი; შესაბამისად, თქვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს დამოწმება აღარ დასჭირდება. წარმატებას გისურვებთ!. - ოთოჯი განხილვა 15:36, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

დიდი მადლობა. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 15:37, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

გილოცავთ. ოღონდ, თხოვნა მექნება - ყურადღება მიაქციეთ ასეთ რაღაცებს. მით უმეტეს, რომ ორიგინალურ სტატიას ეწოდება ბოსნია და ჰერცეგოვინა და არა ჰერცოგოვინა. --Henry (მომწერეთ) 15:40, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

გავიგე, მადლობა. მე სწორ ვარიანტად "ჰერცოგოვინა" ვიცოდი არადა, როგორც ჩანს, შეცდომით. გადავამოწმებ ხოლმე ბმულებს. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 16:55, 7 დეკემბერი 2014 (UTC)

სტატია დამუშავების პროცესში[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. მცირე მითითებები:

  • როდესაც სტატია ჯერ მუშავდება და მასში ჩასმულია დამუშავების თარგი, იგი სტატიაში მხოლოდ 1 კვირა შეიძლება დარჩეს.
  • თქვენი სტატია იყო აბსოლუტურად ცარიელი და წაიშალა - უპრიანი იქნებოდა მასში 2-3 წინადადების დაწერა. თუ სტატიას ვიკიპედიის გარეთ ამუშავებთ, ეს არ შეგიძლით ხელს, დაამუშავოთ შემდგომშიც. შემდეგ კი - შექმნათ სტატია ვიკიში.
  • ოდნავ არაკორექტულიც კი არის ინტერვიკიდან ენებში ქართული სტატიის ჩამატება, როდესაც იგი ფაქტობრივად არ არსებობს. მომავალში მიაქციეთ ყურადღება ამ საკითხს. --Henry (მომწერეთ) 09:17, 13 იანვარი 2015 (UTC)

შეცდომით იყო გახსნილი აშკარად, უპრიანი იყო წაშლა. თვითონ სუდანის გეოგრაფიაში უნდა ჩამესვა სექციის რედაქტირების თარგი. სტატიის შევსებას კი ნამდვილად ვაპირებ, თუ უკვე ამოწურული არაა პროექტის დრო. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ენარჯილისი (განხილვაწვლილი) .

არანაირად - პროექტი მიმდინარეობს. წარმატებებს გისურვებთ. --Henry (მომწერეთ) 17:36, 13 იანვარი 2015 (UTC)

მადლობა კეთილი სურვილებისათვის! ვინც პროექტს შეამოწმებთ, მეორედ მომივიდა უკვე ეს შეცდომა. სექციის რედაქტირების თარგი სექციის თავში დავწერე და წინა სექციას მიეწერა. მომიწია, წამეშალა წინა სექციაში ეს თარგი და უკვე ჩემი სექციის ბოლოში მიმეწერა "Subst:R".ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:41, 13 იანვარი 2015 (UTC)

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მიხეილ. შეგახსენებ, რომ ხვალ შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო მარჯანიშვილის შესასვლელთან. — Mikheil მიწერა 15:58, 21 მარტი 2015 (UTC)

შინდილიარი[წყაროს რედაქტირება]

კიდევ ერთხელ გამარჯობა მიხეილ! სტატიაში ჩავსვი ინფოდაფა და მომავალში შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე მსგავსი თარგი შესაბამის სტატიებთან მიმართებაში. --OTOGI Messages 18:10, 22 მარტი 2015 (UTC)

აი ამჯერად უკვე მართლა ნაცნობ-მეგობრული გამარჯობა! :) ინფოდაფას გავეცანი, მშვენიერია, აუცილებლად გამოვიყენებ. კიდევ მექნება სოფლები, დარწმუნებული ვარ. ეს სია ვნახე დღეს თარგების რედაქტორებზე: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98 და, მოკლედ, აქ მინდა მოვხვდე მეც, თარგების რედაქტირება ვისწავლო. როგორია უმოკლესი გზა ამისთვის, თუ დამაკვალიანებთ, დიდ ენერგიას მოვიგებ და სამაგიეროდ სტატიებში გავუშვებ. )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 17:32, 23 მარტი 2015 (UTC)

გაგიმარჯოს მიხეილ! მაგ სიაში, რომ მოხვდეთ საკმარისია თქვენ პირად გვერდზე ჩასვათ კატეგორია: [[კატეგორია:თარგების რედაქტორები]]. ანუ ეს კატეგორია იმისთვისაა, რომ მომხმარებლებს, რომლებსაც გაუჭირდათ ტექნიკურ საკითხებში სწრაფად მოიძიონ მომხმარებლები, რომლებიც დაეხმარებიან საკითხების გადაჭრაში. თუ გსურთ, რომ ინფოდაფებში რედაქტირებები განახორციელოთ გამოიყენეთ თქვენი სავარჯიშო გვერდი და იქ დაატესტეთ ხოლმე. დაახლოებით ესეთ ვარიანტში: მომხმარებელი:Otogi/სავარჯიშო 2 და მომხმარებელი:Otogi/სავარჯიშო 2/ინფო. ისე, უკვე არსებულ ნავდაფებსა თუ ინფოდაბეფში ტესტირება დაუშვებელია. :). თუ გსურთ, შეგიძლიათ რომელიმე ნავდაფა ან ინფოდაფა გადმოიტანოთ ვიკიპედიის ამა თუ იმ განყოფილებიდან და დაატესტოთ თქვენ სავარჯიშოში. კიდევ, არსს, რომ უკეთ ჩაწვდეთ, იხილეთ ეს: თარგი:ინფოდაფა და თარგი:ნავდაფა. რაც შეეხება საკითხს, მაშინ რომ გითხარით, აი ბმული ენციკლოპედია საქართველოზე (იხ. ბმულები სულ ქვემოთ). → ბმული. :) - OTOGI Messages 18:29, 23 მარტი 2015 (UTC)

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს ენარჯილისი.[წყაროს რედაქტირება]

ვეჟო თვალში მაზოლი ამომიყვანა ამ თარგმა! აუცილებელია ამდენ სტატიას ერთდროულად ეგ თარგი ესვას??? დაასრულე ერთი და მერე გადადი მეორეზე!--Surprizi განხილვაწვლილი 09:42, 9 ივნისი 2015 (UTC)

რომელი ადმინი ხართ? :) ნამდვილი ნიკით მომწერეთ ხოლმე, არ მწყინს მართებული შენიშვნები. ზუსტად ვიცი, სია მაქვს შედგენილი, 15 სტატია მაქვს დასამთავრებელი, ცუდი დეკადა მქონდა წინა, ვერ მოვიცალე. ახლა მოვიცლი და ყველას მოვამთავრებ. ახალ სტატიებს ამასობაში ნამდვილად არ დავიწყებ, სანამ თანამიმდევრულად არ დავასრულებ ძველებს. მადლობა კონსტრუქციული კრიტიკისთვის. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 12:15, 9 ივნისი 2015 (UTC)

რა ადმინი, რის ადმინი, ერთი შენ ხარ პასპორტში ენერჯალისი და მეორე მე სიურპრიზი! მე შენისთანა მოკვდავი რედაქტორი ვარ! უბრალოდ ენციკლოპედიის პედეეფი გავაძრე და მინდოდა სტატიების შეყრა, ხოდა გზადაგზა შენი თარგები დამხდა. თუ აკეთებ პრობლემა არაა. ისე თუ ასე ეს ენციკლოპედია ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიყაროს სრულად!!! ჩემთვის მნიშვნელობა არააქ ამას მე ვიზამ შენ თუ რამოდენიმე ადამიანი ერთად. თუ კარგად ავეწყობით მერე სხვა თავებსაც მივხედოთ. შენთვის თუ მოსახერხებელი იქნება ეს ენციკოლოპედიის თავი შენ წინიდან ხეხე მე კი უკნიდან შევუდგები?!--Surprizi განხილვაწვლილი 06:29, 10 ივნისი 2015 (UTC)

ეგრე ჯობია, და მაგ პდფ-ს თუ მეც გამიზიარებ, საქმე კიდევ უფრო სწრაფად წავა წინ. ;) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 07:03, 10 ივნისი 2015 (UTC)

ეგ პედეეფი უკვე ჩავუდგი თარგს, პედეეფის სიმბოლოს როგორც დააჭერ ეგრევე გადაყევხარ გადმოწერის პროცესში. პედეეფი 350 მეგაბაიტიანია.

მადლობა, გადმოვწერე! ამ სტატიებს რომ მოვრჩები, მოვიწერები და შეთანხმებულად გავუშვათ სტატიები, რომ გვერდები არ გამოვტოვოთ. ან მართლა თავი-ბოლოდან მივყვეთ და სადღაც შუაში შევხვდებით. )) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 08:42, 10 ივნისი 2015 (UTC)

მოკლედ მე შკივამდე ყველაფერი ჩავიარე და გამოტოვილი სტატიები დავწერე. შენ შკივიდან გააგრძელე და მე ბოლოდან დავიწყებ წერას და შკივამდე ჩავალ, ყოველი შემთხვევისათვის გადავხედავ შენს ნამუშევარსაც. და შესაბამისად შენც გადახედე ჩემსას.--Surprizi განხილვაწვლილი 09:37, 10 ივნისი 2015 (UTC)

შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ. მართლა, პდფ-ზე ცოტა იმედი გამიცრუვდა, მეგონა ციფრული ტექსტი დაკოპირდებოდა პირდაპირ და ამას ამოცნობაზე სჭირდება ჩალიჩი... სურათები უფრო გამოდგება ალბათ. სამაგიეროდ, მიხარია ახალი კოლეგის გაცნობა. :) --ენარჯილისი განხილვაწვლილი 09:44, 10 ივნისი 2015 (UTC)

ვზაიმნა მარა ფოტოებს მაგ წიგნიდან ვერ გამოიყენებ! ;) წიგნი 70 წელზე ახალგაზრდაა და ადმინები წაშლიან. ჩემი რჩევაა სხვა ვიკიებში არსებული ფოტოები გადმოიტანო და ისე განავრცო.--Surprizi განხილვაწვლილი 09:59, 10 ივნისი 2015 (UTC)

ვიკიშეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, მიხეილ. შეგახსენებ, რომ 8 აგვისტოს შედგება ვიკიშეხვედრა. ვიკრიბებით 13:00 საათზე, მეტრო თავისუფლების მოედნის შესასვლელთან.--დათო1010 15:36, 5 აგვისტო 2015 (UTC)

კომპიუტერი ბექას[წყაროს რედაქტირება]

იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90:%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98#.E1.83.99.E1.83.9D.E1.83.9B.E1.83.9E.E1.83.98.E1.83.A3.E1.83.A2.E1.83.94.E1.83.A0.E1.83.98_.E1.83.91.E1.83.94.E1.83.A5.E1.83.90.E1.83.A1 --ცანგალა () 17:00, 19 ნოემბერი 2015 (UTC)

შეხვედრა[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედია:ფორუმი/ვიკიშეხვედრები--ცანგალა () 14:41, 25 იანვარი 2016 (UTC)

მომხმარებლის სახელი[წყაროს რედაქტირება]

ვიკიპედიაში მსგავსი მომხმარებლის სახელების ფონდი ქართული გალობა გამოყენება აკრძალულია. მაგ მომხმარებელს გადაეცი რომ ახალი ანგარიში შექმნას სადაც არ იქნება რომელიმე ორგანიზაციის, ფონდის, უწყების, საიტის და ა.შ. სახელი. ეს ანგარიში კი ვიკიპედიის წესების თანახმად დაიბლოკება--დათო1010 09:45, 11 აპრილი 2016 (UTC)

კარგი, გადავცემ. --ენარჯილისი განხილვაწვლილი 10:48, 11 აპრილი 2016 (UTC)